![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
Lenus |
![]()
პოსტი
#561
|
![]() ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 ![]() |
QUOTE სააკაძე არ იყო დიდი გვარისა... მაგრამ უდიდესი სარდალი იყო... და სულ დიდგვაროვნებმა გაუფუჭეს საქმეები... და საერთოდ ნებისმიერ გვარში ურევია კარგი და ცუდი... და 1000კაცი დაფასდა ათიათასად ზრდილობაო ჩემი მოგონილი კიარაა... ჩემო კარგო, სააკაძე არ იყო და გახდა თავს ვაჟკაცობით და თავდდებით ქვენისთვის. ეს კიდვ ერთი კარგი მაგალითი იმისა, რომ თადადებით ქვეყნისა და მეფისადმი, მიიღწევა მაღალი სტატუსიც. სააკაძის შთამომავლობა დაჯილდოვდა ტიტულით თარხან-მოურავი, იგივე თარხნიშვილი და ერთ ერთი დიდებული გვარია ქართლის იერარქიაში. QUOTE ის შენი ბარათაშვილი და ორბელიანი ერთმანეთს თავიანთ გვარს როგორ უპიარებენ და სინამდვილეში უარყოფითი პერსონაჟები არიან რომანში... ![]() მხატრული ლიტრატურის გჯერა? აბა შენ როგორ გეკამათო...კონსტანტინე გამსახურდიას დავით აღმაშენებლის ძმა ჰყავს გამოყვანილი, ისტორიულად ასეთი პირვონება ცნობილი არააო გამიგია და მხატვრული ლიტერატურის იმედად როგრო ვწყვიტოთ სახელმწიფო საქმეები? ისე, ვინ კარგი იყო და ვინ ცუდი, ჯობია მეორე ჯავახიშვილის, ივანეს წიგნებიან შეიტყო... ![]() -------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
Genesis |
![]()
პოსტი
#562
|
მივაფსი კრემლს ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 ![]() |
ჩემო კარგო, სააკაძე არ იყო და გახდა თავს ვაჟკაცობით და თავდდებით ქვენისთვის. ეს კიდვ ერთი კარგი მაგალითი იმისა, რომ თადადებით ქვეყნისა და მეფისადმი, მიიღწევა მაღალი სტატუსიც. სააკაძის შთამომავლობა დაჯილდოვდა ტიტულით თარხან-მოურავი, იგივე თარხნიშვილი და ერთ ერთი დიდებული გვარია ქართლის იერარქიაში. ![]() მხატრული ლიტრატურის გჯერა? აბა შენ როგორ გეკამათო...კონსტანტინე გამსახურდიას დავით აღმაშენებლის ძმა ჰყავს გამოყვანილი, ისტორიულად ასეთი პირვონება ცნობილი არააო გამიგია და მხატვრული ლიტერატურის იმედად როგრო ვწყვიტოთ სახელმწიფო საქმეები? ისე, ვინ კარგი იყო და ვინ ცუდი, ჯობია მეორე ჯავახიშვილის, ივანეს წიგნებიან შეიტყო... ![]() სააკაძე უგვარობამ დაღუპა, დიდგვაროვნების ფონზე... ვერ გაქაჩა მაგისმა ვაჟკაცობამ მხოლოდ... და საერთოდ რაც ერთხელ მთელმა მსოფლიომ მოიშორა და განვითარების ახალ საფეხურზე გადავიდა, საერთოდ სირცხვილია ისევ მსჯელობის საგნად რომ იქცეს... არ ღირს ჩემთან კამათი და დავამთავროთ კიდეც ![]() -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
შოთაძე |
![]()
პოსტი
#563
|
![]() შოთა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,169 რეგისტრ.: 26-April 07 მდებარ.: სევდიან ფიქრებში წევრი № 1,766 ![]() |
Genesis
ციტატა და საერთოდ რაც ერთხელ მთელმა მსოფლიომ მოიშორა და განვითარების ახალ საფეხურზე გადავიდა, საერთოდ სირცხვილია ისევ მსჯელობის საგნად რომ იქცეს... იქნებ დააკონკრეტო რა მოიშორა მსოფლიომ, ვერ მივხვდი, და კონსტიტუციურ მონარქიას თუ გულისხმობ მაშინ, არავის არ მოუცილებია, ის ყველაზე კარგი ყწობაა მსოფლიოში, და ყველა დემოკრატიული ქვეყანა აღიარებს მას როგორც ყველაზე კარგ მართველობას, ამერიკამ თუ არ აღიარა ეგგ იმას არ ნიშნავს რომ კარგი არ არის, -------------------- „მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“
მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი |
Lenus |
![]()
პოსტი
#564
|
![]() ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 ![]() |
QUOTE სააკაძე უგვარობამ დაღუპა, დიდგვაროვნების ფონზე... ვერ გაქაჩა მაგისმა ვაჟკაცობამ მხოლოდ... ![]() შენ ფილმით მესაუბრები??? სააკაძეები თქო თავადი გვარი გახდა ქართლში, რატომ არ მიჯერებ? ნახე თემა ისტორიის განყოფილებაში, იერარქია ეწოდება. QUOTE იქნებ დააკონკრეტო რა მოიშორა მსოფლიომ, ვერ მივხვდი, და კონსტიტუციურ მონარქიას თუ გულისხმობ მაშინ, არავის არ მოუცილებია, ის ყველაზე კარგი ყწობაა მსოფლიოში, და ყველა დემოკრატიული ქვეყანა აღიარებს მას როგორც ყველაზე კარგ მართველობას, ამერიკამ თუ არ აღიარა ეგგ იმას არ ნიშნავს რომ კარგი არ არის, ამერიკა ვერ აღიარებდა, საიდან უნდა აეყვანათ მეფე? თუ გენესისი იმას ეხება, რომ თავად-აზნაურობა გადააგდო მდოფლიომ, ჯერერთი მსოფლიო ს რაც გინდა ის უქნია, ჩვენ რაში გვეკითხება, მეორეც, ინგლისში დღესაცაა ლორდები, დანერწმუნეთ და იგივეა ვთქვათ გერმანიაში. და კიდევ სხვა ქვეყნებში. -------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
ალექსანდრე |
![]()
პოსტი
#565
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 ![]() |
ბაგრატიონთა ბიბლიური წარმომავლობა
სუმბატ დავითის ძის თხზულება ბაგრატიონთა სამეფო სახლის წარმომავლობისა და მათი საქართველოში, კერძოდ ქართლში გამეფების შესახებ. სუმბატ დავითის ძე სავარაუდოდ იყო ასევე ბაგრატიონი, ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა სახლის წევრი, რომელიც ისტორიკოსთა ვარაუდით მოღვაწეობდა 11-ე საუკუნის მიჯნაზე. მისი წიგნი შეისწავლა და კომენტარებთან ერთად გამოსცა, ისტორიკოსმა გონელი არახამიამ. სწორედ აღნიშნული წიგნის ელექტრონულ ვერისიას გთავაზობთ. “ცხორებაჲ და უწყებაჲ ბაგრატონიანთა, ჩუენ ქართუელთა მეფეთასა, თუ სადათ მოიწივნეს ამას ქუეყანასა იგინი, ანუ რომლით ჟამითგან უპყრიეს მათ მეფობა ქართლისა" ადამ შვა სეით. სეით შვა ენოს. ენოს შვა კაინან. კაინან შვა მალელ. მალელ შვა იარედ. იარედ შვა ენოქ. ენოქ შვა მათუსალა. მათუსალა შვა ლამექ. ლამექ შვა ნოე. ნოე შვა სემ. სემ შვა არფაქსად. არფაქსად შვა კაინან. კაინან შვა სალა. სალა შვა ებერ. ებერ შვა ფალეგ. ფალეგ შვა რაგავ. რაგავ შვა სერუქ. სერუქ შვა ნაქორ. ნაქორ შვა თარა. თარა შვა აბრაჰამ. აბრაჰამ შვა ისაკ. ისაკ შვა იაკობ. იაკობ შვა იუდა. იუდა შვა ფარეზ. ფარეზ შვა ესრომ. ესრომ შვა არამ. არამ შვა ამინადაბ. ამინადაბ შვა ნაასონ. ნაასონ შვა სალმონ. სალმონ შვა ბოოს. ბოოს შვა იობედ. იობედ შვა იესე. იესე შვა დავით მეფე. დავით მეფემან შვა სოლომონ. სოლომონ შვა რობუამ. რობუამ შვა აბია. აბია შვა ასაფ. ასაფ შვა იოსაფატ. იოსაფატ შვა იორამ. იორამ შვა აქაზ. აქაზ შვა ეზეკია. ეზეკია შვა მანასე. მანასე შვა ამონ. ამონ შვა იოსია. იოსია შვა იოვაკიმ. იოვაკიმ შვა იექონია. იექონია შვა სალათაელ. სალათაელ შვა ზორაბაბელ. ზორაბაბელ შვა აბიუდ. აბიუდ შვა ელიაკიმ. ელიაკიმ შვა აზორ. აზორ შვა სადუკ. სადუკ შვა აქიმ. აქიმ შვა ელიუდ. ელიუდ შვა ელიაზარ. ელიაზარ შვა მატათან. მატათან შვა იაკობ. იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისი და ძმაჲ კლეოპასი. კლეოპა შვა ნაომ. ნაომ შვა სალა. სალა შვა რობუამ. რობუამ შვა მოხთარ. მოხთარ შვა ელიაკიმ. ელიაკიმ შვა ბენიამენ. ბენიამენ შვა იერობემ. იერობემ შვა მოსე. მოსე შვა იუდა. იუდა შვა ელიაზარ. ელიაზარ შვა ლევი. ლევი შვა იორამ. იორამ შვა მანასე. მანასე შვა იაკობ. იაკობ შვა მიქია. მიქია შვა იოვაკიმ. იოვაკიმ შვა იერუბემ. იერუბემ შვა აბრაჰამ. აბრაჰამ შვა იობ. იობ შვა აქაბ. აქაბ შვა სჳმონ. სჳმონ შვა იზაქარ. იზაქარ შვა აბია. აბია შვა გაად. გაად შვა ასერ. ასერ შვა ისაკ. ისაკ შვა დან. დან შვა სოლომონ. სოლომონ შვა შჳდნი ძმანი, რომელნი -იგი მოსცნა ღმერთმან ტყუეობასა შინა. და ესენი შჳდნი ძმანი, ძენი ამის სოლომონისნი, წარმოვიდეს ქუეყანით ფილისტიმით, ტყუეობით წარმოსულნი ჰურიანი და მოიწივნეს ეკლეცს წინაშე რაქაელ დედოფლისაჲ და მისგან ნათელ იღეს. და დაშთეს იგინი ქუეყანათა სომხითისათა და მუნ დღეინდელად დღემდე შვილნი მათნი მთავრობენ სომხითს. და ოთხნი ძმანი მათნი მოვიდეს ქართლს: ხოლო ერთი მათგანი, სახელით გუარამ, განაჩინეს ერისთავად, და ესე ქართლისა ბაგრატონიანნი შვილისშვილნი და ნათესავნი არიან მის გუარამისნი. ხოლო ძმაჲ მისი, სახელად საჰაკ, წარვიდა კახეთს და დაემზახა იგი ნერსეს. და სხუანი ორნი იგი ძმანი ამათნი, სახელით ასამ და ვარაზვარდ, წარვიდეს კამბეჩანს, და მოკლეს მათ სპარსთა სპასალარი და დაიპყრეს კამბეჩანი, და დასხდეს იგინი მუნ ცხორებად ხორნაბუჯს. და ამათ ჟამამდე შვილნი მათნი მთავრობენ მას შინა. ხოლო ვინათგან მოაკლდა მეფობაჲ შვილთა გორგასლისათა, მით ჟამითგან ეპყრა უფლებაჲ ქართლისა აზნაურთა ვიდრე ამათადმდე. არამედ დაესრულა უფლებაჲ ქართლისა აზნაურთა ბოროტთა საქმეთა მათგან. მას ჟამსა მცხეთას კათალიკოზი იყო სჳმონ-პეტრე. და მცხეთა აღთხელდებოდა და ტფილისი აღშენდებოდა, არმაზი შემცირდებოდა და კალაჲ განდიდდებოდა. და სპარსნი უფლებდეს ქართლს, კახეთს, ჰერეთს, სომხითს, სივნიეთს, ასპურაგანს. მას ჟამსა კათალიკოზი იყო მცხეთას სამოელ, და ერთად შეკრბა ყოველი ქართლი და გამოარჩივეს გუარამ, დავითის ნათესავისაგან, მოწევნული ძმათა მისთა თანა, ასამს და ვარაზვარდს, რომელნი იგი ზემოთ ვაჴსენენით. ესენი წარმოვიდეს ეკლეცით, რომელნი მონათლნა რაქაელ დედოფალმან, ძმანი შჳდნი ჰურიანი, ტყუეობით მოსრულნი ქუეყანით ფილისტიმით, და ნათელ იღეს ეკლეცს ჴელითა რაქაელ დედოფლისათა. რომელმან სამთა მათ მათგანთა უცვალა სახელი: რამეთუ ერთსა სახელ სდვა მუშელ, და ერთსა ბაგრატ, რომელ არს მამაჲ ბაგრატონიანთა, ერთსა აბგავარ; ერთი შემოიყვანა სიძედ და ორნი მათგანნი ამზახნა სომხითს მეფეთა. ხოლო ოთხნი ესე ძმანი წარმოემართნეს ქართლს, ვითა ზემო ვაჴსენეთ, და გუარამ განაჩინეს ერისთავად და მოსცა ამას მეფემან ბერძენთამან პატივად კურატპალატობაჲ და წარმოგზავნა მცხეთას. და ამან დადვა საფუძველი ჯუარისა ეკლესიაჲსა, რომელ არს მცხეთას. ხოლო სამნი ესე ძმანი წარვიდეს კახეთს. და საჰაკ დაემზახა ბაკურის ძეს ნერსეს. და ასამ და ვარაზვარდ წარვიდეს კამბეჩანს, გარდაუქციეს ერი ვეზანს, ერისთავსა ბაჰარ ჩუბინისსა, და ვეზან მოკლეს და დაიპყრეს მათ კამბეჩანი. და იყო მას ჟამსა მცხეთას კათალიკოზი სამოელ და ამის-ზე ტფილისისა მკჳდრთა ეკლესიისა გებად იწყეს. რომლისა ნახევარსა ყოველი ერი აშენებდა, და ნახევარსა ერთი ვინმე დედაკაცი. და კათალიკოზი იყო მცხეთას ბართლომე. და შემდგომად ამის გუარამისსა ერისთაობდა ძე მისი სტეფანოზ და ძმაჲ დემეტრესი. და აშენებდეს ეკლესიასა ჯუარის[ასა] მცხეთას. და ამის ზე წარვლო ჰერაკლე მეფემან ბერძენთამან და მივიდა ტფილისად, და დადგა დამართებით ციხესა კალისასა. და ციხისთავმან ჴმაჲ უყო ციხით გამოღმართ და ჰრქუა ჰერაკლე მეფესა: “რომელსა გასხენ წუერნი ვაცისანი და ვაცბოტისა კისერი გაქუს”. მაშინ ვითარცა ესმა სიტყუა ესე ჰერაკლე მეფესა, განრისხნა მისთჳს, და აღმოიკითხა წიგნისაგან დანიელ წინასწარმეტყუელისა სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: “აღმოვიდეს ვაცი დასავლისაჲ და შემუსრნეს რქანი აღმოსავლისა ვერძისანი”. და თქუა მეფემან: “უკუეთუ იყო ჩემდა სიტყუაჲ ეგე, კადრებისათჳს ჩემისა მისაგებელ ორკეცი დაგიტეო შენ”. და დაუტევა ტფილისს ჯიბღუ ერისთავი ბრძოლად ციხესა ტფილისისასა, და თჳთ წარემართა ბაღდადს. და მივიდა გარდაბანს, ვარაზ-გრიგოლისა და დაილაშქრა ადგილსა მას, რომელსა ჰრქჳან ხუზაშენი, ნათელ-სცა ჰერაკლე ვარაზ-გრიგოლსა და ყოველსა ერსა მისსა. და იწყო შენებად ეკლესიასაჲ, რომელი იგი უბრწყინვალეს არს ყოველთა ეკლესიათა. და მუნით წარვიდა მერდუჯს და დადგა გულსა სოფლისასა. და აღმართა ჯუარი ქვისაჲ და დადვა საფუძველი წმინდისა ღმრთისმშობელისა ეკლესიისა, და აღასრულა გუმბათი მისი. ხოლო მან ჯიბღუ ციხე ტფილისასა გამოიღო, და ციხისთავი იგი შეიპყრა. და დრაჰკნითა პირი აღუვსო ამისათჳს, რამეთუ თქუა სადიდებელი იგი მეფისაჲ ჰერაკლესი. ხოლო კადრებისა მისთჳს ტყავი გაჰჴადა და მეფესა მისწია გარდაბანს ვარაზ-გრიგოლისასა. და გარდაბანით მეფემან მიცვალა ლალს, და უწოდა მეწეკევნელთა მთავარსა, ნათელ-სცა და წარვიდა ბაღდადს. და გამოიღო ბაღდადი, და შეიპყრა ხუასრო მეფე, და მოაღებინა ძელი ცხორებისა. და იწყო შენებად იერუსალემისა, და დასუა მოდისტოს პატრიარქად და წარმოემართა აქათვე, და მოვიდა წელსა მეშჳდესა. და ვიდრე მოსლვამდე მისსა ტფილისის ეკლესია სიონი გაესრულა, ხოლო ჯუარისა ეკლესიასა აკლდა. და მან ჰერაკლე მეფემან ტფილისს და მცხეთას და უჯარმოს ქადაგნი განავლინნა, რათა ყოველნი ქრისტეანენი ეკლესიასა შევიდენ, და ყოველნი მოგუნი და ცეცხლმსახურნი, რომელნიცაღა არა მოინათლნენ, მოისრნენ. ხოლო მათ ნათლისღება არა ინებეს, არამედ ზაკუვით აღერივნეს ქრისტიანეთა თანა. და მიაწიეს ყოველთა მათ ზედა მახჳლი, და ეკლესიათა შინა მდინარენი სისხლთანი დიოდეს. და განწმინდა სჯული ქრისტეს ღმრთისაჲ ჩუენისა, და წარვიდა ჰერაკლე მეფე სამეფოდვე თჳსად. და მთავრობდა ქართლს იგივე სტეფანოზ დიდი. კათალიკოსი იყო მეორე ბართლომე მას ზედავე. და შემდგომად მისსა ჰმთავრობდა ადარნასე, ძე მის სტეფანოზისი. და მის ზე სამნი კათალიკოსნი იცვალნეს: იოვანე, ბაბილა და თაბორ. და ამისა შემდგომად მოკუდა ადარნასე მთავარი და მის წილ დაჯდა სტეფანოზ, ძე მისი. და მან განასრულა ეკლესიაჲ ჯუარისა, და განაწესა მუნ ჯუარისა კრებაჲ და დაჯდა ტფილისს ცხორებად. და კათალიკოსი იყო სამოელ და ენონ. და მის ზე ქუეყანა ქართლისა აღწერეს და წარიღეს საბერძნეთს. და ამბავი მოიწია, ვითარმედ ბაღდადი დაიპყრეს აგარის ნათესავთაო. და ამის სტეფანოზისა შემდგომად ერისთაობდა ძე მისი გუარამ კურატპალატი. და შემდგომად მისსა ვარაზ-ბაკურ, ძე მისი, ანთიპატოს-პატრიკიოსი, რომელმან გარდაბანელნი მოაქცივნა. და მერმე ნერსე და ძენი მისნი, ფილიპე და სტეფანოზ და ადარნასე. და ძენი მისნი გურგენ ერისთავი, აშოტ კურატპლატი. ხოლო აშოტ კურატპალატი მთავრობდა ქუეყანასა მას შინა და სახლად მისა იყო ბარდავი და ტფილისი, და ჰქონდა მას ქუეყანა, რომელ არს გარემოს მისსაჲ. და მაშინ გაძლიერდა ჴელმწიფებაჲ აგარიანთა და იწყეს ძიებაჲ აშოტ კურატპალატისა. და ვერ უძლო წინააღდგომად მათდა აშოტ და ივლტოდა მათგან. და წარემართა, რათა წარვიდეს საბერძნეთად და თანა ჰყვეს მას დედა და ცოლი და ორნი ძენი ასაკითა ჩჩჳლნი. უხუცესი ადარნასე და შედეგი ბაგრატი. ხოლო უმრწემესი ძე გუარამ ჯერეთ არა ესუა. და ერი თჳსი მცირედ ჰყვა თანა, მკჳდრნი მისნი, დედაწულითურთ და შვილითურთ. მოიწივნეს მთასა ჯავახეთისასა, კიდესა დიდისა მის ტბისა ფარავნისასა დამაშურალნი სლვისაგან, და გარდაჰჴდეს განსუენებად კიდესა ტბისასა. ჭამეს რა პური, მცირედ მიერულათ. და მძინარეთა ეწივნეს დიდნი ლაშქარნი სარკინოზთანი. მაშინ შეეწია ღმერთი აშოტ კურატპალატსა, კნინსა მას ლაშქარსა მისსა მოსცა ძლევაჲ მათ ზედა, და მოსრნეს სიმრავლენი ურიცხუნი. წარმოვიდეს და მოიწივნეს ჴევსა შავშეთისასა. ხოლო ჴევი შავშეთსა უშენებელი იყო მაშინ, გარეშე მცირედთა სოფელთასა. რამეთუ ჟამსა სპარსთა უფლებისასა აოჴრდა. ოდეს ყრუმან ბაღდადელმან შემუსრა ციხენი ყოველნი და მოვლო შავშეთიცა და ღადონი. და კუალად შემდგომად მისსა სრვამან სატლობისამან მოაოჴრა შავშეთი, კლარჯეთი და მცირედღა დაშთეს კაცნი ადგილ-ადგილ. ხოლო დაშთომილთა მათ მკჳდრთა შავშეთისათა შეიწყნარეს იგი სიხარულითა და სიყვარულითა, და დაემკჳდრა მუნ. და მისცა ღმერთმან გამარჯუებაჲ და აჴელმწიფა იგი შავშეთ-კლარჯეთსა ზედა. და მან სოფლები ზოგი იყიდა საფასოთა, და ზოფი იჴერი აღაშენა, განამრავლა სოფლები აშოტ კურატპალატმან ქუეყანათა მათ შინა. და მისცა ღმერთმან და განამტკიცა ჴელმწიფება მისი ნებითა ბერძენთა მეფისათა. და ამან აშოტ კურატპალატმან პოვა კლარჯეთის ტყეთა შინა კლდე ერთი, რომელი პირველი ვახტანგ გორგასალს ციხედ აღეშენა, სახელი არტანუჯი; და აოჴრებულ იყო ბაღდადელისა მის ყრუობითგან. იგი განაახლა აშოტ და აღაშენა ეგრეთვე ციხედ. და წინა კერძო მისსა ქუეშეთ აღაშენა ქალაქი. და აღაშენა ციხესა მას შინა ეკლესია წმიდათა მოციქულთა პეტრესი და პავლესი, და შექმნა მას შინა საფლავი თჳსი, და დაემკჳდრა ციხესა მას შინა ცხორებად. და მერმე კუალად ეუფლა ქუეყანათა ვიდრე კარადმდე ბარდავისა ქალაქისა. და მრავალგზის მოსცა ღმერთმან აშოტს კურატპალატსა ძლევა და დიდი დიდებაჲ ბრძოლათა შინა. და იყო ერთსა შინა ჟამსა, განვიდა აშოტ, რათამცა შეკრიბა ლაშქარი ბრძოლისათჳს სარკინოზთასა. მოვიდა იგი ადგილსა რომელსამე და განავლინნა ლაშქარისაჲ მაწუეველნი. და ვიდრე არღარა შეკრებილ იყო ლაშქარი იგი მისი მის თანა, დაესხნეს მას სარკინოზნი უცნაურად და აოტეს იგი. წარმოემართა და მოიწია ჴევსა ნიგალისასა და იწყო ძებნად ერისა, რათამცა ვითა განიმრავლა ლაშქარი თჳსი და წარმოემართნეს მოსვლად მის წინაშე იგინი, რომელთა მან უბრძანა, ხოლო იგინი მოვიდოდეს კვლად მისსა. მაშინ ვიდრე მოწევნადმდე მათდა კარად მისსა არა უწყოდა აშოტ ზაკუა მათი, და რაჟამს მოიწივნეს იგინი კარად მისსა, მაშინღა აგრძნა რაჲ-იგი ეგულვებოდა მათ. და არა ჰყვა მას ერი თჳსი თჳნიერ მცირედთასა, რომლითა ვერ წინააღუდგებოდა იგი მათ. ამისთჳსცა შეივლტოდა აშოტ კურატპალატი ეკლესიად. და მოწყლეს იგი მაჴჳლითა საკუერთხეველსა ზედა და შეისუარა საკურთხეველი იგი სისხალითა მისითა, რამეთუ დაკლეს იგი მუნ, ვითარცა ცხოვარი, აღსავალსა საკურთხეველისასა და სისხლი იგი მისი დათხეული დღესაცა საჩინოდ სახილველ არს. ხოლო ესმა რა ესე ამბავი ერსა მისსა, რომელნი-იგი იყვნენ დოლისყანასა, ვითარმედ მოიკლა უფალი იგი მათი აშოტ ჴელითა ოროზ-მოროზის ძეთათა, წარვიდეს დოლისყანით და დევნა უყვეს მკვლელთა მათ უფლისა თჳსთათა, დაეწივნეს მათ სანავესა ზედა ჭოროხისასა, მოსრნეს იგინი ბოროტად, ვიდრემდის არა დაუშთა არცა ერთი მათგანი, და წარმოიღეს მკუდარი აშოტ კურატპალატი და დაფლეს მისსა მას საფლავსა შინა ციხესა არტანუჯისასა, ეკლესიასა წმიდათა მოციქულთასა პეტრესი და პავლესისა. ხოლო მოიკლა ესე აშოტ კურატპალატი დასაბამითგან წელთა ხჳლ, ქრონიკონსა მეათცამეტედ მოქცეულსა შინა მჳ, თუჱსა იანვარსა ოცდაცხრასა. და დაუტევნა სამნი ძენი: უხუცესი ადარნასე და შედეგი ბაგრატ. ესე ორნი თანა ჰყვეს მას, რაჟამს-იგი მოიწია შავშეთ-კლარჯეთად. ხოლო უმრწემესი გუარამ არტანუჯის მოსლვასღა შინა დაებადა. და შემდგომად აშოტის სიკუდილისა, მამისა მათისა, რომელ გარეთ ქუეყანათაჲ ჰქონდათ ძეთა აშოტისთა, წარუღეს სარკინოზთა, რამეთუ იყვნეს იგინი უსრულ ასაკითა. ხოლო რაჟამს სრულასაკ იქმნნეს იგინი, კუალადცა მოსცა ღმერთმან მათვე ყოველივე იგი ნაქონები მამისა მათისა. და ვიდრე უსრულოღა იყვნეს იგინი ასაკითა, იზარდებოდეს ციხესა შინა არტანუჯისასა და იყვნეს ხარკის მიმცემელ სარკინოზთა ყოველნივე ჴევნი შავშეთ-კლარჯეთ-ნიგალისანი. ხოლო არტანუჯით გამოღმართ დაიპყრეს მათ ნაქონები იგი მამისა მათისა, დასუჱს ბაგრატ კურატპალატად და წარმართა ღმერთმან ჴელმწიფებაჲ მათი. და იყვნეს ძენი უხუცესისა მის ძმისაჲ მათისა, აშოტის ძისა ადარნასესი, სამნი: გურგენ, რომელი-იგი დღეთა სიბერისა მისისათა კურატპალატად დასუჱს, და ძმანი მისნი, აშოტ კეკელაჲ და სუმბატ არტანუჯელი, რომელი ჴელმწიფობასა მისსა დასუჱს ანთიპატოს-პატრიკიოსად; და ძენი ბაგრატ კურატპალატისანი სამნი: დავით, რომელი შემდგომად მამისა თჳსისა დასუჱს კურატპალატად, ადარნასე და აშოტ; და ძენი უმრწემესისა აშოტის ძისა გუარამისნი ორნი: ნასრა და აშოტ. ხოლო აშოტ კეკელაჲ, ძე ადარნასესი გარდაიცვალა ქრონიკონსა ჴზ და დაუტევა გურგენ, რომელი შემდგომად კურატპალატად დასუჱს, და სუმბატ არტანუჯელი ანთიპატოს-პატრიკიოსი. გარდაიცვალა აშოტ, ძე მამფალისა გუარამისა, უწინარეს მამისა თჳსისა ქრონიკონსა ჴთ. არა დაუტევა ძე. გარდაიცვალა ადარნასე, ძე ბაგრატ კურატპალატისა, ქრონიკონსა ჟდ, სიცოცხლესავე მამისა თჳსისა და არა დაუტევა შვილი. და მამაჲ მისი, ბაგრატ კურატპალატი, ძე აშოტ კურატპალატისაჲ, გარდაიცვალა ქრონიკონსა ჟჳ და დაუტევა ძენი: დავით, რომელი შემდგომად მისსა კურატპალატ ყუეს. და მოიკლა იგი ჴელითა მამისა ძმისწულისა თჳსისა, ნასრა გუარამის ძისათა, სიცოცხლისავე შინა გუარამისასა, ქრონიკონსა რა, სუფევასა შინა გუარამისსა. ხოლო გუარამ მამფალი, მამის ძმაჲ მისი, მამაჲ ნარსისი უბრალო იყო სისხლისაგან დავით კურატპალატისათა. და დაუტევა ამან დავით მოკლულმან ძე მცირე ადარნასე, მოუწიფებელი ჰასაკითა. ხოლო ნასრ მკლველი ივლტოდა სამეფოსა კონსტანტინეპოლედ და იყო მუნ მრავალ წელ. და ამისსა შემდგომად დასუჱს გურგენ ძე ადარნასესი კურატპალატად, დიდისაჲ აშოტ კურატპალატისა ძისაჲ. გარდაიცვალა გუარამ მამფალი, ძე აშოტ დიდისა, მამაჲ ნარსისაჲ, ქრონიკონსა რბ. და გარდაიცვალა აშოტ, ძე ბაგრატ კურატპალატისაჲ, ქრონიკონსა რე. და ამისსა შემდგომად გამოვიდა ნასრ სამეფოთ და მოვიდა აფხაზეთს. და იყო მაშინ აფხაზთა მეფე ბაგრატ, დისიძე ნასრისა, და შესწია მან დიდითა ლაშქრითა მეფემან აფხაზთამან და მუნით გარდამოვიდა ნასრ სამცხეს და შეკრიბა სხუაცა ლაშქარი ურიცხჳ. ხოლო ადარნასე, ძე მოკლულისაჲ კურატპალატისაჲ, განვიდა ბრძოლად მისა და მიჰყუა მას თანა შეწევნად ადარნასესაჲ გურგენ კურატპალატი და შვილნი მისნი, და ყუეს ბრძოლაჲ და ომი დიდი ნარსისა ზედა. და შეეწია ღმერთი მცირეთა ამათ ადარნასეს კერძთა და სძლეს ნასრას, მეოტ ქნეს, შეიპყრეს და მოკლეს ნასრა ჴევსა სამცხისასა, სოფელსა ასპინძას, ქრონიკონსა რჱ. და არა დაუშთა შვილი ნასრას და აღიჴოცა საჴსენებელი მისი. ადარნასე, ძე დავით კურატპალატისა, დასუჱს ქართველთა მეფედ მის მოკლულისა. და ამან ადარნასე, ძემან დავით მოკლულისამან, აღაშენა ბანა ჴელითა კჳრიკე ბანელისათა, რომელ-იგი იქმნა პირველ ეპისკოპოს ბანელ. და მამფალი სუმბატ არტანუჯელი, ძე ადარნასესი, ძისა აშოტ დიდისა, გარდაიცვალა ქრონიკონსა რთ და დაუტევნა ძენი ორნი: ბაგრატ მამფალი არტანუჯელი და დავით მამფალი. და სიცოცხლესავე შინა სუმბატ არტანუჯელისასა მოისრა ნასრ და ქუეყანა ნარსისი დაიპყრეს სხუათა ამათ მთავართა. ხოლო გურგენ კურატპალატი წარმოვიდა ტაოთ, კალმახით, მამულით თჳსით, ცხორებად შავშეთსა და არტანს. და ამისსა შემდგომად შეიმტერნეს ურთიერთას და შეკრიბეს ლაშქარი ერთმანეთსა ზედა ერთ კერძო გურგენ კურატპალატმან და ერთა მისთა, მეორე კერძო, ადარნასე ქართველთა მეფემან და ბაგრატ არტანუჯელმან. მოვიდეს ესენი ჴევსა არტანისასა, სოფელსა მგლინავსა, და ჰბრძოლეს ერთმანეთსა. და მეოტ იქმნა გურგენ კურატპალატი, წყლეს და შეიპყრეს. და მოკუდა წყლულებითა მით გურგენ კურატპალატი, ძე ადარნასესი, ძისა დიდისა აშოტ დიდისა, ქრონიკონსა რია. და დაუტევა ორი ძენი, ადარნასე და აშოტ, რომელიცა შემდგომად ერისთავთერისთავად დასუჱს. შემდგომად გურგენ მამისა თჳსისა კურატპალატისა გარდაიცვალა [ადარნასე] ქრონიკონსა რივ. და დაუტევნა ორნი ძენი მცირენი: დავით ერისთავთერისთავი და გურგენ, რომელი შემდგომად, მერმე დიდი ერისთავთერისთავი იყო. და გარდაიცვალა ბაგრატ მამფალი არტანუჯელი, ძე სუმბატისი, ქრონიკონსა რკთ, თუჱსა აპრილსა კ, დღესა აღვსებასა. და დაუტევნა ძენი ოთხნი: ადარნასე, რომელი-იგი მონაზონ იქმნა და ბასილი სახელ იდვა, გურგენ ერისთავი, აშოტ და დავით. გარდაიცვალა დავით ერისთავი, ძე ადარნასესი, ძისა გურგენ კურატპალატისა, ძმაჲ დიდისა გურგენისა, ქრონიკონსა რკ და არა დაუტევა შვილი. აშოტ ერისთავთერისთავმან, ძემან გურგენ კურატპალატისამან, რომელსა ეწოდა კუხი, აღაშენა ტბეთა შავშეთს და განასრულა იგი ყოვლითა განგებითა, და დასუა პირველად ეპისკოპასად სანატრელი სტეფანე უწყებითა სულისა წმიდისათა. და გარდაიცვალა ესე აშოტ კუხი ქრონიკონსა რლჱ და არა ესუა შვილი. და ამისსა შემდგომად გურგენ, ძმისწული მისი, ძე ადარნასესი, დასუჱს ერისთავთერისთავად. გარდაიცვალა დავით, ძე ბაგრატ არტანუჯელისა, ქრონიკონსა რმბ და დაუტევა ძე მუცელსა შინა ცოლისა თჳსისა, რომელსა ეწოდა ბაგრატ. გარდაიცვალა ადარნასე, ქართველთა მეფე, ძე დავით მოკლულისა, ქრონიკონსა რმგ და დაუტევნა ძენი ოთხნი: დავით, რომელი შემდგომად მამისა თვისისა ქართველთა მეფე იქმნა, აშოტ კურატპალატი, და ბაგრატ მაგისტროსი, და სუმბატ, რომელი ძმათა შემდგომად კურატპალატად დასუჱს. გარდაიცვალა გურგენ ერისთავი, ძე ბაგრატ არტანუჯელისა, ქრონიკონსა რმგ, მასვე წელსა შინა, რომელსა შინა ქართველთა მეფე ადარნასე მიიცვალა, და დაუტევა ამან გურგენ ძე მუცელსა ცოლისა თჳსისასა, რომელსა ეწოდა გურგენვე, სახელი მამისაჲ თჳისისაჲ. გარდაიცვლა დავით, ქართველთა მეფე, ძე ადარნასე მეფისა ქართველთასა, ქრონიკონსა რნზ და არა ესუა ძე. გარდაიცვალა აშოტ, ძე ბაგრატ არტანუჯელისა, ქრონიკონსა რნთ. თუჱსა ივნისსა, და არა ესუა ძე. გარდაიცვალა გურგენ დიდი ერისთავთერისთავი, ძე ადარნასესი, რომელმან უმეტესნი სიმჴნენი და ბრძოლა ქმნნა ყოველთა მამათა მისთასა, და დაიმორჩილნა ყოველნი გარემოსნი, ქრონიკონსა რჲა, თუჱსა თებერვალსა იდ. არა ესუა ძე. გარდაიცვალა მამფალი დავით, ძე სუმბატ, არტანუჯელისა მონაზონობასა შინა, ქრონიკონსა რჲგ, ფებერვალსა კ, და დაუტევა ძე თჳსი სუმბატ, რომელიცა-იგი დასუჱს ერისთავთერისთავად. გარდაიცვალა ბაგრატ მაგისტროსი, ძე ადარნასე ქართველთა მეფისა, ქრონიკონსა რჲე, თუჱსა მარტსა, და დაუტევა ძე თჳსი ადარნასე, რომელი შემდგომად მამისა თჳსისა მაგისტროს იქმნა და შემდგომად მამის ძმათა კურატპალატი იქმნა. მასვე წელსა ბაგრატ მაგისტროსის გარდაცვალებისასა ბასილი მონაზონი კლარჯი გარდაიცვალა, ძე ბაგრატ მამფალისა. გარდაიცვალა აშოტ კურატპალატი, ძე ადარნასე ქართველთა მეფისაჲ, ქრონიკონსა როდ და არა ესუა ძე. და ამასვე წელსა აშოტ, ძე სუმბატისი, გარდაიცვალა და არა ესუა ძე. და შემდგომად აშოტ კურატპალატისაჲ ძმაჲ მისი დასუჱს კურატპალატად, სუმბატ. და ესე სუმბატ კურატპალატი, ძე ადარნასე ქართველთა მეფისა, გარდაიცვალა ქრონიკონსა როჱ, და დაუტევნა ძენი ორნი: ბაგრატ ერისთავთერისთავი, რომელი ქართველთა მეფედ დასუჱს, რეგუენი, და ადარნასე კურატპალატი. გარდაიცვალა ადარნასე კურატპალატი, ძე ბაგრატ მაგისტროსისა, ქრონიკონსა რჴა, რომელი-ესე ძეთა შეიპყრეს და მონაზონ ქმნეს. მოკუდა უნებლიეთ ფიჩჳთა მოსილი და დაუტევნა ძენი: ბაგრატ და დავით ერისთავთერისთავი. გარდაიცვალა ესე ბაგრატ ერისთავთერისთავი, ძე ადარნასე კურატპალატისა ქრონიკონსა რჴვ, ხოლო ძმაჲ მისი დავით კურატპალატი იქმნა დიდად. გარდაიცვალა გურგენ, ძე გურგენის ძისა ბაგრატ მამფალისა, ქრონიკოსა რჴჱ. გარდაიცვალა ადარნასე, ძე სუმბატ კურატპალატისა, ძმაჲ ბაგრატ რეგუნისა, ქრონიკონსა სგ და დაუტევა ძე დავით მცირე. გარდაიცვალა სუმბატ ერისთავთერისთავი, კაცი მართალი, ძე დავით მამფალისაჲ, არტანუჯელი, ქრონიკონსა სჱ და დაუტევნა ძენი ორნი: დავით და ბაგრატ. და შემდგომად მიცვალებისა მისისა დღესა მეორმოცესა გარდაიცვალა ძე მისი ბაგრატ და დაუტევნა ძენი ორნი: სუმბატ და გურგენ. გარდაიცვალა სუმბატ, ძე ბაგრატ რეგუნისა, ქართველთა მეფისაჲ ქრონიკონსა სიბ და არა ესუ შვილი. გარდაიცვალა დავით, ძე სუმბატ ერისთავთერისთავისა დიდებულისა, კაცისა მართლისა. და გარდაიცვალა ბაგრატ რეგუენი ქართველთა მეფე, ძე კურთხეულისა სუმბატ კურატპალატისა, ქრონიკონსა სიდ და დაუტევა ძე თჳსი უხუცესი გურგენ, რომელსა უწოდეს მეფეთმეფე. და ამას გურგენს ესუა ბაგრატ დედით აფხაზთა მეფისა დისწული, დემეტრესი და თეოდოსესი. ვიდრე გურგენის გამეფებამდე ესე ბაგრატ მეფე იქმნა აფხაზეთს და ამისათჳს გურგენს მეფეთმეფობაჲ ეწოდა. გარდაიცვალა დავით დიდი კურატპალატი, ძე ადარნასე კურატპალატისაჲ, ქრონიკონსა სკა, და არა ესუა ძე. და აოჴრდა იმიერ-ტაო. და გამოვიდა ბასილ ბერძენთა მეფე და მისცნეს მას ციხენი აზნაურთა ამა დავითისათა. და დაიპყრა ბასილი მეფემან მამული დავით კურატპალატისაჲ. და მივიდეს მის წინაშე ბაგრატ აფხაზთა მეფე და მამაჲ მისი გურგენ. და მოსცა ბასილი მეფემან პატივი, გურგენს მაგისტროსობაჲ და ბაგრატს კურატპალატობაჲ, რათამცა ვითარ მტერ ყვნა ერთმანეთისა მიმართ მამა-ძენი ესე, და ამით ღონითა იძმაცვა. ხოლო გურგენ ჭეშმარიტი და მართალი იყო და ვერა აღძრა გული მისი ზაკჳთა ამით მიზეზთა და ვერ უძლო ღონისძიებითა. გარდაიცვალა ესე გურგენ მეფეთმეფე, ძე ბაგრატ ქართველთა მეფისაჲ, ქრონიკონსა სკჱ, და დაუტევა ძე ესე თჳსი ბაგრატ, აფხაზთა მეფე, კურატპალატი დიდი, და ეუფლა ტაოს მამულსა თჳსსა, და დაიპყრა ყოველი კავკასია თჳთმპყრობელობითა ჯიქეთიდან ვიდრე გურგენადმდე. ხოლო ადარბადაგანი და შარვანი მოჴარკე ყო, სომხითისა ჴელმწიფებითა ნებიერად განაგებდა. მეფე სპარსთა მეგობრად და ერთგულ ყო სიბრძნითა და ძლიერებითა თჳსითა უფროს სახლეულთა თჳსთასა, და ბერძენთ მეფესაცა შიში აქუნდა ამისი ყოვლადვე. და ამან ბაგრატ კურატპალატმან მოიყვანნა კლარჯნი ჴელმწიფენი სუმბატ და გურგენ, ძენი ბაგრატ არტანუჯელისანი, თჳსნი მამის დისწულნი, დარბაზობად მის წინაშე ციხესა შინა ფანასჯერტისასა და მუნ შინა შეიპყრნა იგინი. და აღიჴუნა ქუეყანანი და ციხენი მათნი, რამეთუ იგინი პატიმარ ყვნა ციხესა შიგა თმოგჳსასა. და მუნ ციხესა შინა თმოგჳსასა გარდაიცვალა სუმბატ არტანუჯელი ქრონიკონსა სლა. და ეგრეთვე მასვე წელსა შინა გურგენცა გარდაიცვალა, ძმაჲ სუმბატისი, ქრონიკონსა სლბ. ხოლო შვილნი ამათნი წარვიდეს კონსტანტინეპოლედ, ძე სუმბატისი ბაგრატ და ძე გურგენისი დემეტრე ბასილი მეფისა წინაშე, და მათნივე შვილნი კლარჯთა მეფეთანი რომელ დაშთეს ამას ქუეყანასა, მოისრნეს ყოველნი სიკუდილითა პატიმრობასა შინა. ამისსა შემდგომად მოვლო ბაგრატ ყოველი სამეფო თჳსი, აფხაზეთი, ჰერეთი და კახეთი, მოვიდა და დაიზამთრა ჴევთა ტაოსათა. და მო-რა-იწია ზაფხული, მოვიდა მასვე ციხესა ფანასკერტისასა წელსა მესამესა და მუნ გარდაიცვალა ესე ბაგრატ ქრონიკონსა სლდ, თუესა მაისსა ზ, დღესა პარასკევსა. და დაუტევა ძე თჳსი გიორგი და დაჯდა იგი მეფედ წლისა იჱ. ხოლო დაჯდა რა ესე გიორგი მეფედ, განუდგა ამას ქუეყანა ჰერეთ-კახეთისაჲ და ღადრობითა აზნაურთათა შეპყრობილ იქნეს ერისთავნი. მათ ქუეყანათ კუალადვე ეუფლნეს მათნი უფალნი, რომელთა პირველ აქუნდა იგი. და ამის გიორგისა მეფობისა მეშვიდე წელსა გამოვიდა ბასილი ბერძენთა მეფე ამას გიორგის მეფესა ზედა. ხოლო ესე გიორგი განვიდა ლაშქრითა დიდითა და დაბანაკეს ქუეყანასა ბასიანისასა ორთავე მრავალ დღე, და არა მივიდეს ბრძოლად ერთმანეთსა ზედა, არამედ მოერიდა გიორგი და მოვიდა და დაწუა ქალაქი ოლთისი. და მუნით მოვიდა კოლასა და გამოუდგა კუალსა და მოუდგა უკანა მეფე ბერძენთა. და შეკრბეს რა უკანამავალნი გიორგისნი და წინამავალნი ბასილისნი ლაშქარნი, იქმნა ბრძოლაჲ დიდი სოფელსა შინა, რომელ ეწოდების შირიმთა. და მრავლად მოისრეს ორკერძოვე და მოიკლნეს მუნ დიდნი ერისთავნი, რატი ძე ლიპარიტისი და ხურსი. და ვითარცა მოესმა ჴმაჲ ომისაჲ გიორგი მეფესა, აღბორგნეს, განვიდეს და მოვიდეს ადგილსა მას, სადა იყვნეს ბრძოლად, და მოვიდა მუნ ბასილი მეფეცა სპითა დიდითა. და შეკრბეს იგინი იმიერ და ამიერ. და იქმნა მუნ ბრძოლა დიდი და მოისრნეს მუნ ბერძენნი დიდნი და ფრიადნი. და წარმოიღეს გიორგისთა ავარი, და ეზომ განნდიდნა ბრძოლა იგი, რომელ სივლტოლაჲ ეგულებოდა ბასილი მეფესა. გარნა გიორგისნივე სულმოკლე იქმნეს, რამეთუ მორიდნეს და წარმოვიდეს. ხოლო ბასილი უკან წარმოუდგა და მოვიდა არტანს დ დაწუა იგი. და რომელი პოვა, ტყუე-ყო. ხოლო გიორგი წარვიდა ნიალით კერძო სამცხედ, და მიუდგა მას უკან ბასილი ჯავახეთით კერძო და მოაოჴრა ყოველივე. გარდავიდა გიორგი თრიალეთად და მოადგა ბასილიცა თრიალეთადვე. და რა ეახლნეს ერთმანეთსა, კუალად განძლიერდა გიორგი ლაშქრითა, რამეთუ მოიყვანნა წინარნი და შაქნი. ხოლო იხილა რა ესე ბასილი, შეიქცა თრიალეთით და უკმოვლო ჯავახეთი და არტანი დღეთა შინა ზამთრისათა, და კუალად უბოროტესად-რე მოაოჴრა. და წარვიდა და დაიზამთრა ქუეყანასა ხალდიასა, ქალაქსა ტრაპიზონტას. და ვიდოდეს მოციქულნი ორთავე ამათ მეფეთანი ზავისათჳს ერთმანეთისა წინაშე და მშვიდობისა. ხოლო იქმნა ამას ჟამსა შინა განდგომილებაჲ დიდი საბერძნეთს, რამეთუ შეირთნეს ბასისლის სპასპეტი და წარვეზი, ძე ფოკას განდგომილისა და მეფე იქმნა ქსიფი, და მიიდგინეს მათ ყოველი აღმოსავლით კერძი ქუეყანა, ხოლო ღმერთმან ბასილის დიდად შეშინებულსავე პატივ-სცა, რამეთუ განუდგეს ქსიფი წარვეზს, და ყოველნივე ერნი მისად მიმდგომელნი შეიტყუვნეს ციხესა შინა, შეიპყრეს და ბასილის წინაშე წარმოაგზავნეს. და მან ექსორა-ყო იგი კუნძულსა შინა და მიმდგომთა მისთა მრავალთა თავი მოჰკუეთა, რომელთა თანა იყო ფერის ჯოჯიკის ძე ქართველი. და კუალად შემოიქცა ბასილი მეფე და მოვიდა ბასიანს. და ითხოვდა იგი გიორგი მეფისაგან ციხე-ქუეყანათა და აღუთქმიდა ზავსა და მშჳდობასა, ხოლო გიორგი მეფემან განავლინა ზჳადი ლაშქრითა დიდითა უწინარეს თჳსსა. და დაილაშქრა ზჳადმანცა ამიერ კიდესა ბასიანისასა, რეცა ზამთრის სახედ. ხოლო თჳთ გიორგი მეფე უკანა ისრე განვიდა ზავად წადიერ ლაშქრითა დიდითა და ძლიერითა. გარნა ორკერძოვე მზაკუარნი იგი აზნაურნი არა მიეშუნეს გიორგის ყოფად ზავისა, რამეთუ არა უნდოდა მშვიდობაჲ, არამედ აზრახეს მას ბრძოლად. აწჳეს იგი ბასილისა ზედა, რომელი-იგი ზავად და მშვიდობად ჰგონებდა მისულასა მათსა, და ჰგონებდა და მოელოდა. ხოლო გიორგისთა იწყეს ბრძოლად და აოტეს ბასილის ლაშქრისა. მაშინ უბრძანა ბასილი მეფემან დამოკიდება წუერსა ჰოროლისასა დაწერილისა მათისა, რომელნი მისად დაეწერნეს გიორგის მეფესა ჩუენსა სიმტკიცისა და ზავისანი. და ესრეთ ბასილი მეფემა -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
Amuza |
![]()
პოსტი
#566
|
![]() გიორგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 ![]() |
მე დიდი წინააღმდეგი ვარ კონსტიტუციური მონარქიის. მონარქიის ეპოქა წავიდა. დამისაბუთეთ, რატომ უნდა ვიყო მომხრე? ანდა ვინ უნდა იყოს მონარქი? გადაჯიშებული ბაგრატიონი? ის ხომ იმ მენტალიტეტის ვერ იქნება?
მე ვფიქრობ, ერში დიდ განხეთქილებას შემოიტანს ეს საკითხი. ვისაუბროთ,თუ ვინმე დამისაბუთებს ამის საჭიროებას, კი ბატონოოო!!! მაგას ვამბობ მეც, მონარქს ახლა დიდგვაროვნები მოჰყვებიან და ისევ მოხდება ფეოდალურ კლასებად დაყოფა. გვინდა ეს ეხლა? თან მონარქიას ტუ არ მოჰყვა ცოტა სუსხი და რასიზმი ისე საქართველოში ვერ გაამართლებს. -------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
Lenus |
![]()
პოსტი
#567
|
![]() ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 ![]() |
Amuza
QUOTE მე დიდი წინააღმდეგი ვარ კონსტიტუციური მონარქიის. მონარქიის ეპოქა წავიდა. დამისაბუთეთ, რატომ უნდა ვიყო მომხრე? ანდა ვინ უნდა იყოს მონარქი? გადაჯიშებული ბაგრატიონი? ის ხომ იმ მენტალიტეტის ვერ იქნება? მოდი პირდაპირ გკითხავ: წარმოდგენა გაქვს ბაგრატიონთა შტოებზე და სამეფო დინასტიებზე საერთოდ? თუ კი, რა იცი ჯერ დაწერე და მერე გაგესაუბრები. -------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
Amuza |
![]()
პოსტი
#568
|
![]() გიორგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 ![]() |
[quote name='Lenus' date='Jan 28 2008, 11:28 PM' post='249652']
Amuza მეც პირდაპირ გიპასუხებ, შეიძლება ბევრი არა ვიცოდე რა ბაგრატიონების წარმომავლობაზე,მაგრამ ერთი ის კი ვიცი,აუცილებელი არაა საქართველოს მეფე ბაგრატიონი იყოს. ბაგრატიონთა დინასტიამდე ხომ გვყავდა წარმატებული მეფეები,თან ესეც არ იყოს ბაგრატოვანთა გვარმა თანდათან დეგრადაცია განიცადა, ვეღარ იჩენდა ისეთ სიმტკიცეს, როგორსაც იჩენდნენ, წინამორბედები, ანუ გენი შესუსტდა თანდათან.გაიხსენე, როგორი სამარცხვინო იყო უკანასკნელი მეფე ქართლ-კახეთისა. შეიძლება ვცდებოდე,მაგრამ არ არის საჭირო მონარქია. -------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
Lenus |
![]()
პოსტი
#569
|
![]() ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 ![]() |
Amuza
შემოგევლე, მაგ კაცზე ასეთი რამის წერა სირცხვილია. დაწვრილებით იხილე რამხელა ომები მაქვს გადატანილი ისტორიის განყოფლებაში. არავითარი დეგრადაცია. ბოლო წარმომადგენლამდე ვიცნობ თითქმის ყველა ბაგრატიონს, პირადად! რატომ ამბობ ასეთ რამეს? მანამდე რომელი სამეფო გვარიც იყო, მათი წარმომადგენელი გეგულება სადმე? მეფე საქართველოში ბაგრატიონი უნდა იყოს! და მეფე უნდა იყოს ასეთი ისტორიის მქონე ქვეყანაში, ამრთლა 300 წლის კანადა ხომ არ ვართ? ღვთის შეწევნით მეფე გვეყოლება კიდეც! -------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
ნაინა |
![]()
პოსტი
#570
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 ![]() |
ბევრია კონსტიტუციური მონარქიის მომხრე, მესმის მათიც, ესე ხედავენ საქათველოსთვის საუკეთესო გამოსავალს, მაგრამ მე რატომღაც ვერ ვიზიარებ ამ აზრს, შეიძლება ვცდები კიდეც, მაგრამ ამჟამად ვერ ვხედავ ამაში ხსნას.
როგორც ამბობენ მეფეს მხოლოდ სამეფო ტიტული ექნება და არ განაგებს (ასე მახსოვს). თუ არაფერს არ განაგებს როგორც მეფის წესი და რიგია, მაშ რაღაში გვჭირდება მარიონეტი? რისთვის გვჭირდება მართლა არ მესმის. ნუთუ ქართველები ვერ ვისვენებთ თუ ბატონი არ გვყავს? რა ვიცი. თუ ვინმე დამარწმუნებს საწინააღმდეგოში სიამოვნებით მოვუსმენ. -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
Lenus |
![]()
პოსტი
#571
|
![]() ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 ![]() |
QUOTE ბევრია კონსტიტუციური მონარქიის მომხრე, მესმის მათიც, ესე ხედავენ საქათველოსთვის საუკეთესო გამოსავალს, მაგრამ მე რატომღაც ვერ ვიზიარებ ამ აზრს, შეიძლება ვცდები კიდეც, მაგრამ ამჟამად ვერ ვხედავ ამაში ხსნას. 1. კურთხეული მეფე 2. ისტორიული სამართლიანობა. რად გვინდოდა მაშინ საქართველოს დამოუკიდებლობა? არ ჯობდა მოსკოვამდე 37 მანეთიანი ბილეთები? -------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
ნაინა |
![]()
პოსტი
#572
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 ![]() |
Lenus
ციტატა 1. კურთხეული მეფე 2. ისტორიული სამართლიანობა. რად გვინდოდა მაშინ საქართველოს დამოუკიდებლობა? არ ჯობდა მოსკოვამდე 37 მანეთიანი ბილეთები? დამოუკიდებლობა იმითომ გვინდოდა რომ ისევ მეფე დაგვესვა? მეფობის აღდგენა დამოუკიდებლობას ნიშნავს? ისტორიული სამართლიანობა? რა ვიცი, ეგრე ხომ ქვის ხანაშიც ვცხოვრობდით და დავბრუნდეთ მაშინ, აღვადგინოთ ისტორიული სამართლიანობა. ვერაფერ კარგს ვერ ვხედავ ამ საქმეში, ლენუს სიამოვნებოთ მოგისმენ, ყოველგვარი გაღიზიანების გარეშე, მართლა მაინტერესებს რას ხედავ კარგს და რატომ მიგაჩნია საუკეთესო გამოსავლად მეფობის აღდგენა. ![]() -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
Lenus |
![]()
პოსტი
#573
|
![]() ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 ![]() |
QUOTE დამოუკიდებლობა იმითომ გვინდოდა რომ ისევ მეფე დაგვესვა? მეფობის აღდგენა დამოუკიდებლობას ნიშნავს? არა. რა საჭიროა მეფეო, ხშირად პრაგამატული მიზეზების მოშველიებას ითხოვენ ხოლმე. ასეთივე ლოგიკით დამოუკიდებლობა რა საჭიროა (წმინდა პრაგმატულად) არ ჯობდა სსრკ და მოსკოვის 37 მან. ბილეთები? პრაგმატიზმის გარდა კიდევაა რაღაც სხვაც ადამიანის ცხოვრებაში. მაგალითად ყოველ სამუშაოს არ შეასრულებს ადამიანი, რაც არ უნდა ფული მისცენ არა? ამას ვამბობდი. QUOTE ისტორიული სამართლიანობა? რა ვიცი, ეგრე ხომ ქვის ხანაშიც ვცხოვრობდით და დავბრუნდეთ მაშინ, აღვადგინოთ ისტორიული სამართლიანობა. ქვის ხანიდან გამოვედით ![]() ![]() მეფე ნებაყოფლობით არ ჩამოგვიდია. ის წაგვართვეს ქართველებს. QUOTE ვერაფერს კარგს ვერ ვხედავ ამ საქმეში, ლენუს სიამოვნებოთ მოგისმენ, ყოველგვარი გაღიზიანების გარეშე, მართლა მაინტერესებს რას ხედავ კარგს და რატომ მიგაჩნია საუკეთესო გამოსავლად მეფობის აღდგენა. უკვე ვთქვი ნინი, მოკლედ ![]() 1. კურთხეული მეფე ქვეყნის სათავეში. 2. ისტორიული სამართლიანობა (!) - დამოუკიდებელი საქართველო ბოლოს მონარქია იყო და ასეთადვე უნდა აღმდგარიყო. -------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
Genesis |
![]()
პოსტი
#574
|
მივაფსი კრემლს ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 ![]() |
ასეთივე ლოგიკით დამოუკიდებლობა რა საჭიროა (წმინდა პრაგმატულად) არ ჯობდა სსრკ და მოსკოვის 37 მან. ბილეთები? პრაგმატიზმის გარდა კიდევაა რაღაც სხვაც ადამიანის ცხოვრებაში. ეგ ყველაფერი ხალხს არ გადაუწყვეტია... საბჭოთა კავშირის მიმართ განხორცილებული პოლიტიკა იყო, ან ევროპის ან შეერთებული შტატების... ციტატა მაგალითად ყოველ სამუშაოს არ შეასრულებს ადამიანი, რაც არ უნდა ფული მისცენ არა? ამას ვამბობდი. ქვის ხანიდან გამოვედით ![]() ![]() მეფე ნებაყოფლობით არ ჩამოგვიდია. ის წაგვართვეს ქართველებს. ანუ იმას დაველოდოთ სანამ ნებაყოფლობით არ ჩამოვაგდებთ მეფეს? კერერთი თუ ისტორიული სამართლიანობა გვინდა და არა ღვთივ ნაკურთხი მეფის სუბლიმაცია, მაშინ 100% დიქტატურა უნდა მივანიჭოთ ხელთ ხო?! მსოფლიოს არცერთ წარმატებულ ქვეყანას არ ყავს მეფე (მეფე- ერთპიროვნული მმართველი და არა დეკორაცია) -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
Rozoma |
![]()
პოსტი
#575
|
![]() levan ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 408 რეგისტრ.: 15-February 08 მდებარ.: saqartvelo, tbilisi წევრი № 3,940 ![]() |
მეფე გადაარჩენს ქართველობას!!! ნუთუ ვერ ხედავთ რომ ყველაფერი ქართულის განადგურება და ფეხქვეშ გათელვა სურთ? სწორედ იმისთვის არის საჭირო ღვთივკურთხეული, ჭეშმარიტად მართლმადიდებელი და ქართველი მეფე რომ გადაარჩინოს ქართული სული, რა თქმა უნდა, ჩვენთან ერთად!
-------------------- საქართველოს მონასტრების სამი კანონი:
1) არ განიკითხო! 2) რაჟამს მოყვასი ბრალს გდებდეს, თავს ნუ იმართლებ, სთხოვე შენდობა და გაშორდი! 3) ყოველ ადამიანში დაინახე მხოლოდ სიკეთე, მიმართე მას კეთილი სიტყვით. თუ ეს არ ძალგიძს ნურაფერს ეტყვი!!! |
T.L. |
![]()
პოსტი
#576
|
![]() Вот бы мне крылья... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 ![]() |
ციტატა ღვთის შეწევნით მეფე გვეყოლება კიდეც! ნამდვილად ![]() -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#577
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
Rozoma
იმისდა მიუხედავად, რომ მონარქიის მომხრე ვარ, ციტატა იმისთვის არის საჭირო ღვთივკურთხეული, ჭეშმარიტად მართლმადიდებელი და ქართველი მეფე რომ გადაარჩინოს ქართული სული არ შეიძლება არსებობდეს კეთილმორწმუნე პრეზიდენტი და უღვთო მეფე? რა არ ყოფილა თუ? ციტატა მეფე გადაარჩენს ქართველობას!!! არადა, ფსალმუნი ზუსტად საპირისპიროს ამბობს: "ნუ ესავთ მთავართა ძეთა კაცთასა" ![]() -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მართა |
![]()
პოსტი
#578
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,487 რეგისტრ.: 7-July 07 წევრი № 2,399 ![]() |
კანონისტი
ადრე შენი ფოსტები სხვას ღაღადებდნენ დავით!!! მიხეილს ვუმადლოდეთ შენი აზრის ცვლილებას? ![]() ![]() ![]() ![]() ![]() -------------------- ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
|
guest |
![]()
პოსტი
#579
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
|
T.L. |
![]()
პოსტი
#580
|
![]() Вот бы мне крылья... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 ![]() |
მართა
რაღა დაგმალო(თ) და დავითის მონარქისტობა ცოტა არ იყოს მეც გამიკვირდა ![]() -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2025 - 11:45 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი