![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
სოფი |
![]()
პოსტი
#21
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 ![]() |
ციტატა მართლაა ??? მე ვიცი რომ კურხევა გინდაო და რავიცი ადვილად არ შეიძლება აიღო და წაიკითხოო.... მართალია,ფსალმუნების წაკითხვისთვის მოძღვრის კურთხევაა საჭირო.ისიც მართალია,რომ ადვილად აღება არ შეიძლება,როცა ადამიანი გადაწყვეტს რომ ფსალმუნები წაიკითხოს,მას ეს გულით უნდა უნდოდეს და სულიერად მზად უნდა იყოს ამისთვის.. თუმცა, როგორც მარინემ აღნიშნა ფსალმუნების კითხვა ერთობ მნიშვნელოვანი და აუცილებელია,ნამდვილად სასურველია ყოველი ადამიანი ყოველდღე კითხულობდეს ფსალმუნებს. -------------------- "Happiness only real when shared."
|
leluka |
![]()
პოსტი
#22
|
![]() ♥-ლელუკა-♥ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,677 რეგისტრ.: 24-January 07 წევრი № 907 ![]() |
ვიცი კი რა მჩირს რო გიპასუხოთ.ეს კი ვიცი რო დღეს არა ხვალ წამოვალ აქედან აქ უფალს დავშორდი, ლოცვა დავივიწყე,მადლობა დეკ.ანდრეას თვალები ამიხილა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() უფალი შეგეწიოს....კარგია აქეთ რო აპირებ ....ღმერთი შენსკენ -------------------- ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
|
ნიანია |
![]()
პოსტი
#23
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 629 რეგისტრ.: 9-February 07 წევრი № 1,041 ![]() |
რა კარგი თემაა. მე ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი ეს კითხვა რომ აწუხებს. ბევრს უნდა ეკლესიაში იყოს, მაგრამ ვერ არიან ან არ არიან. ალბათ ძალიან არ უნდათ და იმიტომ. ჩემს მეგობრებს ვცდილობ შეფარვით ველაპარაკო იმ სიხარულზე რასაც ეკლესიაში წირვა ლოცვის დასწრებისას განვიცდი ხოლმე. პირდაპირ მოწოდება არ მინდა, მეშინია არ დავაფრთხო. ყველა არა ეკლესიური ადამიანი მებრლაბა რადგან ვერ ეზიარება იმ დიდ სიხარულს რასაც ჩვენ ეკლესიის წევრები
-------------------- როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი". |
სოფი |
![]()
პოსტი
#24
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 ![]() |
ციტატა მე ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი ეს კითხვა რომ აწუხებს. ბევრს უნდა ეკლესიაში იყოს, მაგრამ ვერ არიან ან არ არიან. ალბათ ძალიან არ უნდათ და იმიტომ. ჩემს მეგობრებს ვცდილობ შეფარვით ველაპარაკო იმ სიხარულზე რასაც ეკლესიაში წირვა ლოცვის დასწრებისას განვიცდი ხოლმე. პირდაპირ მოწოდება არ მინდა, მეშინია არ დავაფრთხო. ყველა არა ეკლესიური ადამიანი მებრლაბა რადგან ვერ ეზიარება იმ დიდ სიხარულს რასაც ჩვენ ეკლესიის წევრები აი მეც მასე ვარ ნია.. ამ ფორუმზეც ბევრი შემხვედრია მასეთი.ალბათ, სწორედ მათ უნდა ვუმადლოდე,რომ ამ თემის გახსნის სურვილი გამიჩნდა და ასევე,რომ არა ისინი,შეიძლება ამ წიგნისთვის,მისი სათაურისთვის,არც მიმექცია მნიშვნელოვანი ყურადღება. -------------------- "Happiness only real when shared."
|
ana-bana |
![]()
პოსტი
#25
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 401 რეგისტრ.: 24-August 07 წევრი № 2,639 ![]() |
sofi89
ძალიან კარგი თემაა და დიდი მადლობა შენ ამისთვის.. თუ არ დაგეზარება იქნებ ნელ-ნელა მოგვაწოდო ის ინფორმაცია რაც მაგ წიგნშია..ძალიან დავინტერესდი ![]() უფალმა გაგაძლიეროს -------------------- უფალო შემიწყალე...
|
სოფი |
![]()
პოსტი
#26
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 ![]() |
ციტატა ეჰ დრო იყო ლოცვებსაც ვკითხულობდი და ფსალმუნებსაც .გაყინულ გადაუხურავ ბაგრატის ტაზარში დავდიოდი და არ მციოდა რადგან ვლოცულობდი ახლა?ახლა ნუ მკითხავთ ,უბრალოდ ვისაც არ ცივა ილოცოს ჩემი 'ფუფუნებით გამტკბარი სულისთვის' რომ იქნებ მეც შემცივდეს ულოცველობისგან.ღმერთო შენ შეეწიე ყველა გულით მლოცველს.ახლა მოლა 'გაყვირის' გარეთ ![]() ![]() უფალმა გაგაძლიეროს! შენმა პოსტმა ძალიან დამაინტერესა,დამაფიქრა.აი ამანაც ციტატა აქ უფალს დავშორდი იცი,ადრე განყოფილება "უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულენიში" გავხსენი თემა - "ეკლესია და მოძღვარია ერთადერთი..." თუმცა თემას სამწუხაროდ გამოხმაურებები არ მოჰყოლია.თან მეც რაღაც ტექსტის ბოლომდე აკრეფვას ვიყავი შეპირებული,მარა ვეღარ მოვახერხე,ზაფხულიო(წასული ვიყავი დასასვენებლად და შეხება არ მქონდა კომპიუტერთან) ისაო,ესაო და ერთი სიტყვით "ჩაიძირა" თემა.არ მინდა რეკლამასავით გამომივიდეს,გინდა თუ არა ჩემ თემაში დამიპოსტეთო ![]() ![]() ![]() -------------------- "Happiness only real when shared."
|
Lego |
![]()
პოსტი
#27
|
![]() ირადონ ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 418 რეგისტრ.: 10-October 07 მდებარ.: მეზობელთან წევრი № 2,940 ![]() |
ეკლესიაში მხოლოდ შაბათ-კვირას დავდივარ, და ისიც ხშირად ვაცდენ ხოლმე. სხვა დღეებში ვერ ვახერხებ მისვლას რადგან ვმუშაობ და ვერ ვიცლი. ეს ცუდად ჟღერს, მაგრამ ასეა.
-------------------- [i]და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ,
მე დღეს არ ვნაღვლობ დაე ვცდებოდე ავადმყოფ სულს სურს, რომ მას ოცნების თეთრ ანგელოზად ევლინებოდე[/i] |
სოფი |
![]()
პოსტი
#28
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 ![]() |
ana-bana
ციტატა sofi89 ძალიან კარგი თემაა და დიდი მადლობა შენ ამისთვის.. თუ არ დაგეზარება იქნებ ნელ-ნელა მოგვაწოდო ის ინფორმაცია რაც მაგ წიგნშია..ძალიან დავინტერესდი უფალმა გაგაძლიეროს გაიხარე ![]() აუცილებლად,აი დასაწყისიც.. თავი პირველი 1.გიფიქრია თუ არა ამის შესახებ სერიოზულად? მე არ ვიცი შენი დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ.შეიძლება,მუდამ დადიხარ ტაძარში,ანდა სულაც დიდი ხანია განდგომილი ხარ მისგან.შეიძლება საერთოდ არ დადიხარ წირვაზე ან იშვიათად გამოჩნდები,მხოლოდ დიდ დღესასწაულებზე:აღდგომას,შობა ს ან ნათლისღებას. ან შეიძლება შენ წინა გაქვს კვირები,თვეები და წლები ეკლესიაში სასიარულოდ და ერთი მსახურების გაცდენის შემდგომ იმედი გაქვს მომავალში დასწრებისა.ანდა საერთოდ,საკუთარი თავისათვის ღვთის მფარველობისა და მადლის წართმევით,ეკლესიისგან განდგომილი მიაღწევ იქამდე,რომ თვითონ ვეღარ მიხვალ და მიგიტანენ... ნუთუ ფიქრობ,რომ ღვთის დახმარების გარეშე,დამოუკიდებლად შეგიძლია პრობლემების გადაწყვეტა? კარგია იცოდე,რამდენ რამეს ართმევ საკუთარ თავს! მაგრამ არ იცი და ამაშია შენი უბედურება. ჩემო მეგობარო,გთხოვ მოიღე მცირეოდენი შრომა,წაიკითხე ეს წიგნი ბოლომდე ყურადღებით და დარწმუნდები,რომ ტაძარში სიარული სასარგებლო და აუცილებელია. 2.ეკლესიაში ყოფნა - აუცილებელია გაგიგონია ალბათ,როგორ ამტკიცებენ დაუფიქრებელი ან ეკლესიისადმი მტრულად განწყობილი ადამიანები,ტაძრები - მღვდლების მოგონილია საკუთარი გამდიდრებისთვისო.ამაზე დიდი სისულელე არ არსებობს!მაშინ თონე ხაბაზების მოგონილი ყოფილა,ხოლო სასტუმროები მათი მეპატრონეების ნააზრევი,წყალი კი - მეთულუხჩეებისა.მაგრამ,ჩემო ძვირფასო,ჩვენთვის აუცილებელი რომ არ იყოს ჭამა,სმა,ანდა ძილი,არ ვისარგებლებდით თონეებით,ჭებით და სასტუმროებით.ჩვენთვის აუცილებელი რომ არ იყოს ეკლესიაში სიარული,ხალხი ტაძრებს არ ააშენებდა.ეკლესია კი,სულიერი მოთხოვნილებების დამაკმაყოფილებას ემსახურება. ეკლესიაში სიარულის აუცილებლობის გრძნობა ყველა დროის ხალხებს ჰქონდათ,ამიტომ ტაძრებს და საკურთხევლებს ყველა ქვეყანაში აშენებდნენ ყველაზე თვალწარმტაც ადგილებზე.ქალაქების ცენტრებში და მთებზე,მაღალ სანაპიროებზე და ბორცვებზე,მინდვრებში და კუნძულებზე - ყველგან,სადაც თავისი კვალი დატოვა ცივილიზაციამ,არქეოლოგის წერაქვი პოულობს დიდებულ საეკლესიო ნაგებობებს.ისინი საუკეთესონი არიან ყველა სხვა შენობებს შორის.პართენონი,სოლომონის ტაძარი,წმინდა სოფია და ბევრი სხვა საუკუნოდ დარჩებიან არქიტექტურის საოცრებად. ჩვენს დროშიც შენდება მრავალი ახალი ტაძარი.ყველგან მოჩანს მონასტრებისა და სამრეკლოების დიდ და პატარა გუმბათები,და ყოველივე ეს ჩვენი სახლიდან ორ ნაბიჯზეა.რატომ?იმიტომ,რომ ჩვენთვის ისინი აუცილებელია,როგორც წყალი და ჰაერი.უფრო მეტიც,როგორც ჩვენს გარშემო არსებული წყალი და ჰაერი არის აუცილებელი პირობა ჩვენი არსებობისა,ასევე სახლებთან მდებარე ტაძრები არის ძირითადი წყარო ადამიანის სასიცოცხლო ძალებისა. ამქვეყნად მოვლინებულნი,ჩვენ უკვე მადლობელნი უნდა ვიყოთ ჩვენი მშობლებისა.ღმერთი კი მათი პატივისცემისთვის ჯილდოსაც გვპირდება და თანაც აქ,ამ ცხოვრებაში: "პატივ-ეც მამასა შენსა სა დედასა შენსა,ვითარ- სახედ გამცნო შენ უფალმან ღმერთმან შენმან,რათა კეთილი იქმნეს შენდა და რათა გრძელ ჟამ იყო ქვეყანასა ზედა,რომელსა უფალი ღმერთი შენი მოგცემს შენ." მაშ ასე,წარსულისთვის მადლიერებით შენ იძენ მომავალს. მშობლებისთვის თქმული მადლობის სიტყვა წავა უფრო შორს,ყველა შენს წინაპართან,და ასე უკან მიბრუნებით,აზრობრივი ხედვით,შენ აუცილებლად შეხვდები შემოქმედს.მას როგორღა გადაუხდი მადლობას? შენმა წინაპრებმა წმინდა ნათლობით მიიღეს მართლმადიდებლის სახელი.ამითვე დააჯილდოვეს მათ შენი სახელი.ნუთუ ეს მხოლოდ ტრადიციაა?მაშინ რატომ ხდებიან მართლმადიდებლები არა მარტო ბერძნები,რუსები,სერბები,არამ დ ფრანგებიც ,ამერიკელებიც იაპონელებიც?ბევრი მართლმადიდებელია სხვა ხალხებს შორისაც.მარტო ეს ფაქტიც კმარა იმის დასამტკიცებლად,რომ მართლმადიდებლობა მხოლოდ ეროვნული ტრადიცია კი არ არის,არამედ რაღაც უფრო მეტია. ჩვენს სარწმუნოებას "მართლმადიდებლური" ჰქვია.ეს ნიშნავს ღვთის მართლად,სწორად დიდებას.მტრებიც კი მართლმადიდებლებს გვიწოდებენ,ამით ისინი ეთანხმებიან იმ აზრს,რომ ჩვენ ღმერთს მართლად,სწორად ვადიდებთ,სწორ სარწმუნოებაზე ვდგავართ.ამ სიმართლეს სიფრთხილით ვიცავთ უცხო გავლენისაგან,მასთან თუნდაც წვეთი ტყუილის შერევისაგან.სარწმუნოების მტკიცედ დაცვა წინაპრებმა დაგვიბარეს,მათ კი იცოდნენ,რას ნიშნავს ღვთისადმი მადლიერება,რადგანაც თვითონ იკვებებოდნენ ამ ნაყოფით და მისდამი მოფრთხილება ჩვენც გვიანდერძეს. -------------------- "Happiness only real when shared."
|
kato_Bato |
![]()
პოსტი
#29
|
![]() Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 ![]() |
leluka
მე დილის ლოცვებშიც ვიხსენიებ ყველას, იცი სად? "აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ მშობელნი ჩემნი (სახელები), ძმანი და ნათესავნი ხორციელნი და ყოველნი მახლობელნი და მეგობარნი ჩემნი და მიანიჭე მათ მშვიდობაი ჩენი და არავსენ იგინი ყოვლითა კეთილითა. (მეტანია) " აი ამ ლოცვის წაკითხვისას, "ძმანი და ნათესავნი ხორციელნი და ყოველნი მახლობელნი და მეგობარნი ჩემნი" აქ რომ მოვალ, ჩამოვყვები ხოლმე სიას ანუ სახელებს ჩამოვთვლი. ![]() ფსალმუნის წასაკითხად კურთხევა გინდა კი, მაგრამ ძნელი არ არის მაგისი მოპოვება. თუ დილა-საღამოს ლოცვების წაკითხვა გიჭირს და გეზარება, შეიძლება ფსალმუნის კურთხევა არ მოგცეს მოძღვარმა, შეიძლება უფრო დაბრკოლდე და ლოცვა მოიძულო... და თუკი ძალიან გინდა, ვინმეს ჩაეზიარე ჩვენს კანონთა კითხვის ჯგუფში და ერთი ლოცვა მაინც წაიკითხე მთელი კანონიდან, ან ერთი "დიდება" ![]() კარგი იქნება. მე ყველას გისხენიებთ, თუ რამეში შველის ვინეს ჩემი ლოცვა... შეგეწიოთ უფალი. -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
leluka |
![]()
პოსტი
#30
|
![]() ♥-ლელუკა-♥ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,677 რეგისტრ.: 24-January 07 წევრი № 907 ![]() |
kato_Bato უხ კატუნია ჩასაყლაპი ხარ რაა : ) შენ რომ არა ამ ფორუმს რა ეშველებოდა
![]() საქმეც ეგ არის რომ ვერ ვახერხებ ხეირიანად დილა საღამოს ლოცვების კითხვას ...ისე იმ ადგილას მეც მოვიხსენიებ აწი ![]() ![]() ![]() -------------------- ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
|
iako |
![]()
პოსტი
#31
|
![]() ნონა ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 926 რეგისტრ.: 19-August 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 83 ![]() |
კატუნი გვშველის რომელია, თქვენი ლოცვების ძალით არის რომ არ მტოვებს უფალი.
-------------------- რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
|
guest |
![]()
პოსტი
#32
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
გოგონებო,
ფსალმუნების კითხვას მოძღვრის კურთხევა უნდა ვიცი ცხადია, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, რომ მასე დაუღალავად ლოცულობთ და ჩვენც არ გავიწყდებით (ფორუმის მოსახსენებელს ვგულისხმობ). მაგრამ, ლელუკა, მე მგონი მარინემ თუ სოფიმ "ერთი ფსალმუნის მაინც წაკითხვაში" იგულისხმა ის ფსალმუნები, რომლებიც თუნდაც დილის და საღამოს ლოცვების დროსაა დატანებული. მე არ მაქვს კურთხევა ჯერ, კი არ მიკრძალავს მოძღვარი,მაგრამ იცის ჩემი სისუსტეები და მირჩევს ჯერ ყველაზე აუცილებელი რიგიანად შევასრულო და მერე. ეს ახლა, თორემ ადრე მეც ვკითხულობდი ![]() ღმერთმა გაგახაროთ, მიხარია ძალიან თქვენი კარგობა ![]() |
სოფი |
![]()
პოსტი
#33
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 ![]() |
თავი მეორე
სარგებელი 1. ეკლესიაში ყოფნა - ადამიანად ყოფნაა მაგრამ ვინ არიან ისინი,ვინც არ დადიან ტაძარში? ნუთუ ისინი ადამიანები არ არიან? თუ მათ არა აქვთ ფეხები,ყურები,თვალები? ჩემო მეგობარო,თვალები,ფეხები და სხვა ორგანოები ცხოველებსაც აქვთ და თანაც უფრო დიდი ზომისა,მაგრამ ამის გამო ისინი არ არიან ადამიანები.ადამიანი ცხოველისაგან განირჩევა არა მარტო გარეგნობით,არამედ ღვთისაგან ბოძებული აზროვნებითაც,რის ერთ-ერთ გამოვლინებასაც ეკლესიურობა წარმოადგენს.თუ ადამიანი არ დადის ეკლესიაში,ნუ მიწყენთ და იგი ემსგავსება ცხოველს.თვითონ დაფიქრდი:მთელი კვირის განმავლობაში იგი,როგორც ცხოველი,მუდმივად დაკავებულია საკვების მოპოვებით,მუშაობს,რომ გამოკვებოს საკუთარი თავიც და ოჯახიც.მას სძინავს,სძინავს მხეცსაც.ის ჭამს,ჭამს პირუტყვიც.ისვენებს - დასვენება სჭირდება ოთხფეხსაც.მაშინ რა განსხვავებაა? განსხვავება ჩანს კვირა დღეს.ადამიანი მიდის ტაძარში და იქ წარსდგება ღვთის წინაშე,რასაც ცხოველი არ აკეთებს.ვინც არ დადის ეკლესიაში ივიწყებს,რომ ის ადამიანია და ეშვება ცხოველური ცხოვრების წესამდე.ველურდება,მხეცად იქცევა.ის შეიძლება ჰალსტუხს ატარებდეს,დადიოდეს სუფთად გაპარსული,მაგრამ მისი გული - მხეცის გულია. -------------------- "Happiness only real when shared."
|
marine |
![]()
პოსტი
#34
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,642 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მაგრამ, ლელუკა, მე მგონი მარინემ თუ სოფიმ "ერთი ფსალმუნის მაინც წაკითხვაში" იგულისხმა ის ფსალმუნები, რომლებიც თუნდაც დილის და საღამოს ლოცვების დროსაა დატანებული. მართალი ხარ, staywhite, მე პირადად კურთხევა მაქვს რომ ყოველ დღე მხოლოდ ერთი თავი ვიკითხო, რისი გაკეთებაც არ მიჭირს. თითო კანონის წაკითხვა უფრო ძნელია და მეტ სულიერ ძალებს მოითხოვს. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
სოფი |
![]()
პოსტი
#35
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 ![]() |
2.საზოგადოებრივი ბედნიერების წყარო
რისგან იტანჯება დღეს საზოგადოება?ძლიერთა ამა ქვეყნისა მტრობისა და განხეთქილებებისაგან, საკუთარი თავის სიყვარულისა და გულქვაობისაგან, უსამართლობისა და ტყუილისაგან.ტაძარი კი საერთო საქმის სახელოსნოა,საზოგადოებრივი სამართლიანობის საოცარი წყაროა.სახარების კითხვით,ხარებით იშლება საზოგადოებრივი ზღვრები,როგორც იერიქონის კედლები.ადამიანთა დაყოფა,გამოწვეული სოციალური განსხვავევებით,ტაძრის მიღმა რჩება.მდიდარი და ღარიბი,დიდი და პატარა,მაღალი თუ დაბალი მდგომარეობის მქონენი,მეგობრები და ყოფილი მტრები აქ თანაბარნი არიან და ეზიარებიან ერთი წმინდა ბარძიმიდან.ეკლესიაში ყველანი,ღვთის მონები,საერთო მემკვიდრეობის - ცათა სასუფევლის მქონე ძმები არიან.ლბება მათი გულები,ტაძრიდან უფრო მშვიდნი და თავმდაბალნი გამოდიან,სახლებში უფრო თავშეკავებულები ბრუნდებიან. თუ ტაძარში შედის ძუნწი მდიდარი და ესმის სახარების სიტყვები: "უგუნურნო,ამას ღამესა მიგიღონ სული შენი შენგან;ეგე რომელი მოიმზადე,ვისა იყოს?" მისი სულის გაღიზიანებას იწყებს სინდისის ქენჯნა.ის მოუთმენლად ელოდება სახლში წასვლის დროს.რატომ?საქმე იმაშია,რომ გუშინ მან უსამართლოდ მიითვისა თავისი ძმის ქვრივის ერთადერთი სახლი.ლიტურგიის შემდეგ მიისწრაფვის მასთან შესახვედრად . "მაპატიე, - ეუბნება ის, - მე არასწორად მოვიქეცი.სახლი შენია.მე გიბრუნებ მას." ბევრია ისეთი,ვინც გუშინ თავს სჭრიდა საზოგადოებას და ტანჯავდა ოჯახს,მაგრამ ეკლესიაში მოსვლამ შეცვალა. პირეაში ცხოვრობდა ერთი ხულიგანი.იგი ადრე დაობლდა.თორმეტი წლიდან დაიწყო ქურდობა.ჩაეფლო ცხოვრების ჭაობში.მისი მეგობრებსაც კი ეშინოდათ.მისი ეშინოდა ცოლსაც და ოჯახსაც.გალოთდა,ღამე გვიან ბრუნდებოდა სახლში. ერთმა მეწაღემ დაიყოლია,წასულიყო კვირა დღეს ტაძარში.მასზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა იმან,რომ იქ მყოფნი არ ჰგავდნენ მის მეგობრებს.მან დაიწყო ეკლესიაში სიარული.ჩააბარა აღსარება.მიატოვა სმა და ნარკოტიკები,ფული სახლში მიჰქონდა,ხელი მოჰკიდა ბავშვების აღზრდას და მათთან ერთად დადიოდა ტაძარში,გარშემომყოფთ მეგობრულად ექცეოდა.თვითონ კითხვა არ იცოდა,მაგრამ ყოველთვის თან ატარებდა სულის განმანათლებელ წიგნს,რათა სხვებისთვის სარგებლობა მოეტანა.ასე ეკლესიაში მისვლით დაიწყო მისი ცხოვრების შემობრუნება. ერთხელ,ერთმა უხასიათოდ მყოფმა პორტის მუშამ სილა გააწნა,მაგრამ მან არ უპასუხა.კაფეში სადილობისას,ყველა,ვინც მას იცნობდა,მსჯელობდა მომხდარზე. "დღეს, - ამბობდნენ მუშები, - ვიხილეთ საოცრება.ბატკანი მგელს სცემდა,მგელი კი არ გაბრაზებულაო." ის,ვინც ეკლესიაში დადის,საზოგადოების უკეთეს ნაწილს წარმოადგენს.შევადაროთ ეკლესიაში მოსიარულე ათასი კაცი და ათასი - მის გარეთ მყოფი.დანაშაულებათა პროცენტი მორწმუნეებში ნაკლებია.სამართლიანად ამბობენ,რომ როდესაც ტაძრები იხურება,იხსნება საპატიმროები და პირიქით,როდესაც ტაძრები იხსნება - საპატიმროები იხურება. -------------------- "Happiness only real when shared."
|
catherina_10 |
![]()
პოსტი
#36
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 847 რეგისტრ.: 2-May 07 წევრი № 1,816 ![]() |
იცი როგორი აფორიაქებული ვარ იმ დღეს, როცა ტაძარში არ მივდივარ! საშინლად ვგრძნობ თავს, როცა მეზარება ადრე ადგომა, ხან რა მიზეზს გამოვნახავ და ხან რას, მეთვითონ ხომ ვიცი შინაგანად რა მემართება ან რას განვიცდი,
სულ ჩემ თავს ვებრძვი და ჩემ სიზარმაცეს, ღმერთმა გააძლიეროს ყველა ადამიანი, რომ მონახოს თავის თავში ის ძალა ის რწმენა რომელიც დაეხმარება ყოველივეს დაძლევაში, სიზარმაცე იქნება ეს თუ მცირედ მორწმინეობა |
neo |
![]()
პოსტი
#37
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 ![]() |
მე შესაძლოა შეცდომას ვუშვებ მაგრამ ასე კურთხევას არაფერზე არ ვირებ ხოლმე,
ფსალმუნებს ვკითხულობ რამდენიც მინდა და როცა მინდა, ფსალმუნები ყველაზე ძალიან მიყვარს, ზოგჯერ როცა ლოცვა მეზარება ფსალმუნებით ვანაცვლებ ხოლმე და ვიხსნები... -------------------- www.cordesign.ge
|
სოფი |
![]()
პოსტი
#38
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 ![]() |
3. სულიერი კეთლიდღეობის წყარო
ჩვენ,ქრისტიანები ყველა თავგამოდებული მოღვაწეები როდი ვართ.არიან ზომიერები,ზარმაცები,ნელთბილე ბიც - ვინც ქრისტიანის სახელს ატარებს მხოლოდ.რა გვჭირდება იმისათვის,რომ გამოვფხიზლდეთ,გამოვიდეთ სულიერი უძრაობის მდგომარეობიდან და არვენთოთ შინაგანად?ბიძგი,დახმარების ხელი,შესაფერისი ატმოსფერო და თბილი,სიცოცხლის მომნიჭებელი გარემოცვა. რა თქმა უნდა,ეკლესიური გარემო,მისი მშვიდი ატმოსფერო გვმატებს სულიერებას.ნუთუ არ ვიცოდით ეს გამოცდილებით? ფსალმუნები,ჰიმნები,სადიდებლე ბი,ღვთისმსახურის ლოცვა-კურთხევა,ლოცვები,საკმევლის კმევა,წმინდანთა ხატები და პირველ რიგში საღმრთო ლიტურგია აღგვამაღლებს. გარემოცულნი ვართ მორწმუნეთა თბილი ღვთისმოსაობით,მრევლის გულისამაჩუყებელი წუხილით.მათი რწმენის წმინდა ცეცხლი ჩვენს სულებსაც გადმოეცემა.რამდენჯერ დაგვიჩოქია,როდესაც სხვები მუხლმოყრილნი დაგვინახავს! რამდენჯერ გვიღვრია ცრემლები,გულაჩუყებულ გარშემომყოფთა დანახვით აღელვებულებს! რამდენჯერ გამოვსულვართ ტაძრიდან განახლებული სულით და მტკიცე გადაწყვეტილებით,უფრო სერიოზული და ამაღლებული გავხადოთ შინაგანი ცხოვრება! ეჭვგარეშეა,ეკლესიაში ყოფნა სულიერად აგვამაღლებს. -------------------- "Happiness only real when shared."
|
llaasshhaa |
![]()
პოსტი
#39
|
![]() ლაშა ქებაძე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,929 რეგისტრ.: 18-November 07 მდებარ.: საქართველო წევრი № 3,209 ![]() |
იქნებ მიპასუხოთ დილის ღამის ლოცვებს ტავისუფლად ვკითხულობ და კანონებს დავიწყებ თუ არა მაგრად ვხურდები ცეცხლივით რატო? :|
-------------------- ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
|
.ნინო |
![]()
პოსტი
#40
|
![]() ნინო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,842 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 765 ![]() |
sofi89
გაიხარე, რა საინტერესო წიგნია.. კვალავაც ველით გაგრძელებას. უფალმა გაგაძლიეროს და შეგიწიროს ეს შრომა, ასე რომ ზრუნავ ჩვენზე :* -------------------- აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
საქართველო იქნება მთლიანი! ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია... |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 03:34 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი