IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

7 გვერდი V < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topicStart new topic
> რატომ არა ხარ ეკლესიაში?
neo
პოსტი Dec 16 2007, 02:58 PM
პოსტი #41


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



ეს მეც მაქვს შემჩნეული, ლოცვის დაწყებიდან რამოდენიმე წუთის შემდეგ თითქოს თემპერატურა იწევს, შეიძლება შეგრძნებაა , შეიძლება მართლა იწევს სისხლის ცირკულაციის მოძლიერების გამო...


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
llaasshhaa
პოსტი Dec 16 2007, 04:30 PM
პოსტი #42


ლაშა ქებაძე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,929
რეგისტრ.: 18-November 07
მდებარ.: საქართველო
წევრი № 3,209



დღევანდელი სამებაში სურთები wub.gif ილია 2 ს ვერ გადავუღე რა სპიჩკით სუ მიტყდებოდა user.gif დღესაც დამადო ხელი რამხელა მადლია wub.gif

IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი



ბოლოდან მესამე სურათი ხატი რომ არის იქნებ ამიხსნათ მაგ ხატის შინარსი რა ხდება? ხე რო ხატია


--------------------
ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Dec 27 2007, 10:33 PM
პოსტი #43


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



.nino

გაიხარე ნი,დიდი მადლობა a025.gif
დღეს მოვრჩი სწავლასა და შუალედურებს,ახლა მეტი დრო მექნება ასაკრებადsmile.gif

neo
llaasshhaa

მეც ეგრე,ოღონდ ყოველთვის არა..


ვაგრძელებ


4.ძალათა განახლების წყარო

ამბობენ,რომ საქმიანობის სახის შეცვლაც კი განაახლებსძალებს.ამიტომ გამოჩენილი პოლიტიკოსები თავისუფალ დროს ხატავენ ან სხვა საქმიანობას ეწევიან.მაგრამ ეკლესიაში სიარული უკეთესად განაახლებს ჩვენს სულს.
საფრანგეთის რევოლუციის დროს,მისმა ლიდერებმა იმ მიზნით,რომ შეესუსტებინათ ეკლესიის ზეგავლენა,აკრძალეს კვირას დასვენება.იმ ანგარიშით,რომ ცხრა სამუშაო დღე გაზრდიდა წარმოების მოცულობას,კვირა დღის დასვენება გადაიტანეს.კონვენტის დადგენილებით უქმე უნდა ყოფილიყო არა ყოველი მეშვიდე დღე,როგორც ღმერთმა დაადგინა,არამედ მეათე.მაგრამ მალე რევოლუციონერები იძულებულნი გახდნენ დაბრუნებოდნენ კვირა უქმეს,რადგანაც ადამიანის ორგანიზმი ვერ უძლებდა ცხრა დღის გადაბმულ შრომას.შემოქმედმა უკეთესად იცოდა ადამიანი,როდესაც მცნებად დაუდო მას:"ექუს დღე იქმოდე,და ჰქმენე მათ შინა ყოველი საქმე შენი,ხოლო დღეს იგი მეშვიდე,შაბათი არს უფლისა ღმრთისა შენისა."
დასვენება არ ნიშნავს,რომ მთელი ღამე ფილმებს უყურო,ან იმხიარულო საღამოებზე,შემდეგ შუადღემდე იძინო და გააცდინო საკვირაო მსახურება.არ არის საჭირო ახლობელი ბავშვების და მოხუცების წაყვანა ზღვაზე საბანაოდ ან მთაში სასეირნოდ ტაძრებიდან შორს.დასვენება - ეს არც რომანების კითხვაა,არც უხამსი ჟურნალების ფურცვლა და არც თავაშვებული დროსტარება.ყოველივე ეს სულში ჭუჭყიან ლაქებს ტოვებს და ამახინჯებს არა მარტო სულს,არამედ ხორცსაც.



5.დაცვა და ღვთის მფარველობა

ცხოვრებაში ბევრი საზრუნავია,ბევრი გაჭირვება,ბევრია გამოცდაც.ვის მივმართოთ დახმარებისათვის? ძლიერთა ამა ქვეყნისა?მაგრამ ისინი ყურადღებას არ მოგვაქცევენ და არც ყველა სიტუაციაში შეუძლიათ დახმარება.და მოდიან ადამიანები ეკლესიაში,როგორც ქარიშხალს გამორიდებული გემები ბრუნდებიან ნავსადგურში. წმ. იოანე ოქროპირი ამბობს:ღმერთმა დააარსა ეკლესია,როგორც ნავსაყუდელი,რათა ცხოვრების ზღვის ხმაურისა და მღელვარებისაგან შეფარებული ხალხი დატკბეს დიადი სიმშვიდით."ეკლესიაში შენ იძენ ძალებს,რათა წინ აღუდგე ცხოვრებისელ უწესრიგობას. "უფალო,გევედრებით,ყოველივე ჩვენზედა მოწევნული ჩვენდა სასიკეთოდ მოაქციე.რომელნი სნეულნ არიან,დაიცევ და კურნება მიჰმადლე მათ.მოგზაურთ თანამავალ ექმენ.განწმიდენ ჩვენ ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთასა და სულისა." თუ ტაძარში დადიხარ,უფალი გიცავს ყოველგვარი თავდასხმისა და უბედურებისაგან,რომლებზედაც შენ წარმოდგენაც კი არა გაქვს.
თეოდოსი დიდის დროს,კონსტანტინოპოლში მონად გაყიდეს ვინმე თეოფილე.მშობლისადმი მისი სიყვარული იმდენად დიდი იყო,რომ ის დასთანხმდა გამხდარიყო მონა,რათა მის მოხუც მამას საკვები ჰქონოდა! გამომშვიდობებისას მამამ უთხრა:"შვილო,რა დავალებაც არ უნდა მოგცენ,კვირას აუცილებლად მიდი ტაძარში.ლიტურგიას ბოლომდე დაესწარი,შემდეგ კი შენს საქმეებს შეუდექი."
თეოფილეს მყიდველ,იმპერატორის კარზე დაწინაურებულ,პატრიცი კონსტანტინეს ძალიან შეუყვარდა იგი კეთილი ხასიათის გამო და ყოველთვის თან დაჰყავდა.ერთხელ,იმპერატორთან მიმავალ კონსტანტინეს,სიჩქარეში დაავიწყდა საქაღალდე მნიშვნელოვანი დოკუმენტებით.სახლში საქაღალდისათვის მიბრუნებულმა თეოფილემ ნახა,რომ პატრიცის ცოლი ღალატობდა ერთ მონასთან.
უსინდისო ქალმა,თავისი დანაშაულის დასაფარად სახლში დაბრუნებულ ქმარს უთხრა:"ამ მონას,რომელიც სულ თან დაგყავს ჩემი ცდუნება უნდოდა და გამაპატიურებდა კიდეც ჩემს ყვირილზე სხვა მონა რომ არ მომშველებოდა.შენ ან მოკლავ მას დამსახურებისამებრ,ანდა მე წავალ ჩემს მამასთან." დამნაშავემ დაარწმუნა ქმარი,რათა სიკვდილით დაესაჯა თეოფილე.
პატრიცი მოელაპარაკა ეპარქს,რომ მისი მონისათვის თავი მოეკვეთათ,და მოჭრილი თავი მისთვის გამოეგზავნათ.სასჯელის აღსრულება მომდევნო დღისთვის დათქვეს.დილით პატრიცი კონსტანტინემ უთხრა თეოფილეს:"წადი ეპარქთან,მიესალმე ჩემი სახელით და ის მოგცემს პასუხს,რომელსაც მე ველოდები." თეოფილე,რომელმაც არაფერი იცოდა,წავიდა ეპარქთან,მაგრამ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძართან შეჩერდა.მიდიოდა ლიტურგია.ის შევიდა ტაძარში და ბოლომდე დაესწრო მას.
ამ დროს დამნაშავე მონა ადგილს ვერ პოულობდა,მოუთმენლად ელოდა ეპარქის მიერ გამოგზავნილ ხალხს თეოფილეს თავით. "ბატონო,- უთხრა მან კონსტანტინეს,-ხომ არ წავიდე ეპარქთან პასუხის მოსატანად?" "წადი," - უპასუხა პატრიციმ.საჩქაროდ გაიქცა უსინდისო მონა ეპარქის სახლისკენ და მიესალმა მას პატრიცის სახელით.იქ მყოფმა ჯალათმა ჩათვალა,რომ ეს ის მონა იყო,ვისი მოკვლაც პატრიცის უნდოდა და ყოველგვარი ფიქრის გარეშე მოკვეთა მას თავი.ცოტა ხნის შემდეგ მოვიდა თეოფილე და მიესალმა ეპარქს პატრიცის სახელით.ეპარქმა გადასცა მას დაბეჭდილი ფუთა და მანაც წაუღო თავის ბატონს.
_რა გიჭირავს ხელში? - ჰკითხა მას კონსტანტინემ.
_ ამანათი,რომელიც ეპარქმა გამომატანა შენთან!
ტაძარში შესვლამ გადაარჩინა თეოფილე,ხოლო კონსტანტინემ გაიგო სიმართლე და იშვილა იგი.
თეოფილე გადარჩა ტაძარში შესვლით!
ჩემო მეგობარო,ეკლესიიდან ბრუნდები მადლითა და სიხარულით აღსავსე."მოდი ეკლესიაში, - ამბობს იოანე ოქროპირი, - რათა წახვიდე ციური ძღვენით აღსავსე ,რათა ნებისმიერ სიტუაციაში დარჩე უვნებელი,რათა სულიერი იარაღით შეიარაღებულს არ მოგადგეს ზიანი და არ დაემონო ეშმაკს."
ეკლესიაში მიღებული ღვთის ლოცვა-კურთხევით,შენი საქმეები უკეთესად წავა.
_რატომ მუშაობ კვირას? - ჰკითხა ერთმა ვაჭარმა ხელოსანს.
_იმიტომ, რომ ღარიბი ვარ, - უპასუხა მან.
_რამდენი წელია მუშაობ?
_მთელი სიცოცხლე.
_მაგრამ მდიდარი ვერ გახდი! მოდი შევთანხმდეთ,რომ დაიცავ კვირა უქმეს.ექვსი დღე იმუშავე ბეჯითად,ხოლო კვირას წადი ტაძარში.მე შემოვივლი შენთან ნახევარი წლის შემდეგ და დაგიფარავ ზარალს,რომელიც შენ გექნება ეკლესიაში სიარულის გამო...
_აბა,როგორ არის საქმე? - ჰკითხა მან ექვსი თვის შემდეგ.
_არა უშავს,- იყო პასუხი,- ძროხაც ვიყიდე.
მართალი ყოფილა ის,ვინც თქვა: "მე ვიცი გაღარიბების ორი უტყუარი ხერხი:ქურდობა და კვირა დღეს მუშაობა!" გაიხსენეთ ვის დაცვას ვცდილობთ? ჩვენი ოჯახის წევრების.ასევე ღმერთიც იცავს მათ,ვინც მის ეკლესიას ეკუთვნის.


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Dec 30 2007, 10:19 PM
პოსტი #44


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



llaasshhaa

happy.gif 2kiss.gif





6. ღვთის მცნება


ძველ აღთქმაში ნათქვამია: "მოიხსენე დღე იგი შაბათთა და წმიდა ყავთ იგი" (გამ. 20. 8.). ამისთვის ღმერთმა უბრძანა მოსეს აღთქმის კარვის მოწყობა,რომელიც ღვთისმსახურების ცენტრად იქცა.უფალმა დაწვრილებით განსაზღვრა ყველაფერი,რაც ეხებოდა სამღვდელოების მოვალეობებს და მსხვერპლშეწირვას.
თორმეტი წლის ყრმა იესო იპოვეს ტაძარში.ის შემდეგშიც მუდმივად დადიოდა შესაკრებელში,სოლომონის ტაძარში. "და შევიდა,ვითარცა ჩვეულ იყო იგი,დღესა შაბათსა შესაკრებელსა მათსა" (ლუკა 4.16).
მოციქულებიც მორწმუნეებთან ერთად დადიოდნენ და აღასრულებდნენ ლიტურგიას ქრისტიანთა სახლებში. "და იყვნეს განკრძალულ მოძღვრებასა მას მოციქულთასა და ზიარებასა და განტეხასა პურისასა და ლოცვასა." (საქ. 2.42). და იქვე: "და დღითიდღედ განკრძალულ იყვნეს ტაძარსა მას შინა,აკურთხევდეს სახლმდაბრ პურსა,მიიღებდეს საზრდელსა მხიარულითა და განმარტებულითა გულითა." (საქ. 2.46).
მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი გვამცნობს,რომ პირველი ქრისტიანები იკრიბებოდნენ ღვთისმსახურებაზე ყოველ კვირას: "ჩვენ ვაწყობთ ხოლმე კრებებს.ამ დღეს ქალაქებისა და სოფლების ყველა მცხოვრები იკრიბება ერთ ადგილზე და კითხულობენ წინასწარმეტყველთა წერილებს.როდესაც წამკითხველი დაამთავრებს,წინამძღვარი სიტყვით ასწავლის და შეაგონებს ყველას მიბაძონ გაგონილს.შემდეგ ყველა ერთად ვდგებით და აღვავლენთ ლოცვებს.ლოცვის დამთავრების შემდეგ იწირება პური,ღვინო და წყალი და წინამძღვარი აღავლენს ლოცვებს და სამადლობელს.ხალხი გამოხატავს თავის თანხმობას სიტყვით - "ამინ." ყველა იღებს ზიარებას.იქ მყოფთ კი ეგზავნებათ იგი დიაკონთა მეშვეობით."
ვინც დაარღვევდა მეოთხე მცნებას და ზედიზედ სამ კვირას არ მივიდოდა ტაძარში,ელოდა მკაცრი ეპიტამია - ეკლესიიდან განკვეთა!
"თუ ვინმე,რომელსაც არ აიძულებდეს რაიმე გაჭირვება ან მარცხიანი საქმე,მრავალი დღის განმავლობაში დააკლდეს ეკლესიას,ქალაქში ტრიალებდეს სამ კვირას და სამი შვიდეულის (კვირის) განმავლობაში არ მივიდეს ეკლესიაში,თუ ეკლესიის მსახური იყოს,განიკვეთოს,ხოლო თუ ერისკაცი იყოს,ზიარების უფლება არ მიეცეს" (მეექვსე მსოფლიო კრების მე-80 კანონი).
ანდა როგორ შეიძლება არ დავიცვათ მცნება,მოცემული თვით ღვთის მიერ.


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Jan 31 2008, 07:49 PM
პოსტი #45


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



7. ჩვენი დანიშნულება


თუ დაფიქრებულხარ რა არის ადამიანის დანიშნულება?ღვთის სამსახური!ჩვენ შექმნილნი ვართ ყოვლადუსასრულო და ყოვლადსრულქმნილი რვტის სამსახურისთვის.თანაც არა აქვს მნიშვნელობა შევიმეცნებთ ჩვენ ამას თუ არა.მსახურება - ეს ყველას საქმეა.
ადამიანის ბედნიერება ღვთის სამსახურშია.ბედნიერების ზომა მსახურების პროპორციულია.რაღაც ამდაგვარი ხდება მუსიკოსებში.მხოლოდ მას,ვინც კარგად იცის თავისი საქმე,ვინც შეაღწია ჰარმონიის საიდუმლოებებში,შეუძლია დატკბეს მუსიკით.მაგალითად:ბეთჰოვენს მუსიკის მოსმენისას სამოთხეში წარმოედგინა თავი.
მილიონობით მოღვაწენი,მიუხედავად ყოველგვარი გაჭირვებისა და ტანჯვისა,განიცდიდნენ ნეტარებას იმიტომ,რომ მტკიცედ იდგნენ ღვთის სამსახურში.
ჩვენი სურვილები მომავალ ცხოვრებაშიც ღვთისკენ იქნება მიმართული.როგორ შეხვალ ღვთის სასუფეველში და როგორ მიიღებ ნეტარებას,თუ ამ ცხოვრებაში არ დადიოდი ტაძარში და არ ისწავლე ღვთის სამსახური? ის ვინც არ დადიოდა სკოლაში და არ ისწავლა ანბანი,როგორ შეძლებს უნივერსიტეტში შესვლას?
მომავალ ცხოვრებაში,როდესაც ყველაფერს ნამდვილი შეფასება მიეცემა და ჭეშმარიტებას დავინახავთ,ბევრი მწარედ ინანებს და იტყვის: "რომ მცოდნოდა ამის შესახებ ადრე," მაგრამ გვიან იქნება.ვინც არ გაისარჯა ამ ქვეყნად თავისი დანიშნულების მიხედვით,მან დაკარგა სასუფეველი სამუდამოდ.




8. ლიტურგია - ღვთისადმი ლოცვის უმოკლესი გზა


ბევრი,ვინც არ დადის ეკლესიაში,ხშირად ასე მსჯელობს: "არ არის საშიში.ღმერთი ყველგან მყოფია,შემიძლია სახლშიც ვილოცო." რა თქმა უნდა შეგიძლია,მაგრამ სახლში ვერ აღასრულებ საღმრთო ლიტურგიას.ეკლესიაში ლოცვა სულ სხვაა.ეკლესია თვით ქრისტეს სამყოფელია.მას ეკუთვნის სიტყვები: "სადაც ორი ან სამი შეიკრიბება ჩემი სახელით,მე მათთანა ვარ." თუ კი ორ ან სამ შეკრებილთან არის ქრისტე,როგორი სიხარულით იქნება იქ,სადაც იკრიბებიან ათეულები,ასეულები და ათასეულებიც კი.ყოველ საქმეს,რაც არ უნდა სთხოვოს ხალხმა ერთად,აკურთხევს უფალი.აღთქმის მიხედვით ეკლესიაში ღვთისაგან ველოდებით თხოვნის აღსრულებას და იგი გვაძლევს მეტს,ვიდრე ვთხოვთ.რომელი მამა არ შეასრულებს შვილების ერთობრივ კეთილ თხოვნას სიხარულით? აი რატომ არის საჭირო ყველა მორწმუნემ,ვინც ეს იცის,მოიყვანოს ეკლესიაში სხვებიც.რაც უფრო მეტი მოუწოდებს სხვებს,მით უფრო მეტი გაიგებს და გამოეხმაურება.ამიტომაც ეშმაკი ადამიანს ყოველთვის უშლის ხელს და ცდილობს მოაცილოს იგი ეკლესიას.ომის დროს რას აზიანებს დამპყრობელი პირველ რიგში?კავშირგაბმულობის ხაზებს,რათა მოშალოს მომარაგება.
ერტხელ,კვირა დილით,ერთმა წმინდანმა გვერდით ჩაუარა სამლოცველოს,რომლის სახურავზეც უშფოთველად ეძინა ეშმაკს.მეზობელ სოფელში მისულმა მოღვაწემ დაინახა,როგორ იკრიბებოდა ხალხი ეკლესიაში.გარშემო ეშმაკების ბრბო ირეოდა.
- რა ხდება? - ჰკითხა ერთ მათგანს წმინდანმა, - აქაც ტაძარია,იქაც.რატომ ხართ აქ ამდენი და იქ მხოლოდ ერთი?
- იქ სამლოცველო ცარიელია და ერთი ეშმაკი კმარა.აქ კი,როგორც ხედავ,ბევრი სამუშაოა. - იყო პასუხი.






llaasshhaa
ციტატა
ბოლოდან მესამე სურათი ხატი რომ არის იქნებ ამიხსნათ მაგ ხატის შინარსი რა ხდება? ხე რო ხატია

ეს კითხვა ახლა დავინახე..

ხატი "საქართველოს დიდება" მიხეილ საბინინმა მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში შექმნა. ხატზე მაცხოვრის გვერდით,ანგელოზებთან ერთად გამოსახულია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი,წმინდა გიორგი,წმინდა ანდრია პირველწოდებული და წმინდა მოციქული მატათა.
მირონმდინარე ხის ძირას განისვენებს წმინდა სიდონია,მაცხოვრის კვართით ხელში.( შენ მიერ გადაღებულ სურათში არ ჩანს,ბოლომდე ვერ ჩაგიტევია ხატი biggrin.gif )
ხატის ცენტრში გამოსახულია ანგელოზების მიერ ამაღლებული "ცხოველი" სვეტი,რომელსაც შემდგომ დაეფუძნა სვეტიცხოვლის ტაძარი.სვეტის მარჯვნივ და მარცხნივ არიან საქართველოსა და სარწმუნოებისათვის თავდადებული წმინდა მეფე-დედოფალნი,ბერ-მონაზვნები,მოწამენი.მათ მიღმა მოჩანს მრავალი გვირგვინი,რომელიც მიგვანიშნებს ათასობით მოწამეზე.


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
SE-JA
პოსტი Mar 7 2008, 04:05 PM
პოსტი #46


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 13
რეგისტრ.: 7-March 08
წევრი № 4,105





ეს teen.ge-ზეც დავწერე და აქაც დავწერ....

ათეისტი მე იმიტომ კი არ ვარ რომ რაღაც თეორიას მივზდევ ან რამე დოგმებზე დაყრდნობით ვლაპარაკობ არა!!! უბრალოდ მე არ მჯერა არცერთი რელიგიის და ღმერთს როგორც ასეთს ადამიანის შემქმნელად ვერ აღვიქვავ, ზოგადად სამყაროს კიდევ ხომ მაგრამ კერძო ადამიანის, პიროვნების არანაირად არა.
რაც შეეხება მეცნიერულად, მეცნიერებამ ძალიან ბევრი ე.წ. რელიგიურ მოვლენას მოუნახა ლოგიკური მეცნიერული ახსნა და ამიტომაც მითები რომლებსაც მღვდელთ მსახურები სასწაულებად მიიჩნევდნენ გააცალმტვერეს. ადრე ადამინანი ყველა ბუნებრივ მოვლენას ელვას, მიწისძვრას, მზის დაბნელებას და ა.შ. ღვთის რისხვად მიიჩნევდა. შეიძლება ცოტა ცუდად ვამბობ სათქმელს მაგრამ ვცდილობ აგიხსნა
კივევ მეცნიერებამ დაამტკიცა რომ დედამიწა წარმოქმნილია 5 მილიარდი წლის წინ ამაზე დედამიწის ქერქის ქვეშ მდებარე ქანები მეტყველებებ, ხოლო ადამიანი დედამიწაზე გამოჩნდა მხოლოდამხოლოდ 75მილიონი წლის წინ, მანამდე არის აღმოჩენილი ადამიანის მაგვარი არსებების ნაშთები რაც ადამიანის ევოლუციის გზით წარმოქმნას ადასტურებს!!!
კიდევ კაცობრიობის ცივილიზაციასთან ერთად იცვლებოდა ძალიან ბევრი სარწმუნოება კერპთაყვანისმცემლობიდან დაწყებული და იაღოველობით დამთავრებული (მემგონი ყველაზე ახალი სექტაა). საერთო ჯამში დაახლოებით 10 000 მდე სხვადასხვა მიმდინარეობა და რელიგია წაროიქმნა იმის მტკიცება რომ მათში მხოლოდამხოლოდ ერთი იყოს "სწორი" "რომელიც ტაძრამდე მიგვიყვანს" მემგონი ცოტა არ იყოს არაკორექტულია.
მე რაც შემეხება, როცა პრობლემები მაქვს, ღმერთი კი არ მახსენდება არამედ ჩემს საკუთარ თავს ვძაბავ და ვცდილობ გამოსავალი ვიპოვო შექმნილი სიტუაციიდან. არანაირი ზებუნებრივი ძალების იმედით არ ვცხოვრობ და ვიცი რომ თუ რამე შემიძლია და თუ რამეს ვაკეთებ ეს არის ჩემი საკუთარი თავის და კიდევ რამოდენიმე ადამიანის ჩენს გარშემოს დამსახურება.
აქ ითქვა რომ ტვინის დაძაბვა არ უნდათო
არადა სრულიად პირიქით ხდება როცა ადამიანს ფიქრი არ უნდა და ვერ წყვეტს რაიმე პრობლემას მაშინ ღმერთს მიანდობს ხომე ანუ სინამდვილეში თავისი სიზარმაცის გამო არც კი უნდა ერთი ადგილის განძრევა. ან კიდე თუ რამე მოვლენას ვერ უპოვა ლოგიკური ახსნა მაშინ ცდილობს ტვინი არ გაანძრიოს არც კი დაფიქრდეს, რატომ? როგორ? რანაირად? არა ეგრევე გამოსავალი: ღმერთი!!!!! ადრე ფიქრობდნენ ელვა იმიტომ ხდებაო ღმერთი ბრაზობსო. . . მთაში ჯერ კიდევ სჯერთ მაგის...

ბიბლიის თხრობით...
თავდაპირველად დედამიწაზე არსებობენ ადამი, ევა, და მათი ორი ვაჟი. აბელი მალევე კვდება თავისი ძმის კაენის ხელით. ხოლო ადამის სიკვდილის შემდეგ ჩვენს ნორჩ პლანეტაზე რჩებიან დიდი ქალბატონი ევა და მისი ორი ვაჟიშვილი - კაინი და სეთი.

აქ ჩნდება შეკითხვა, თუ როგორ გამრავლდა შემდეგ ადამიანის მოდგმა, თუ ადამი უკვე მკვდარია, ხოლო ევასა და მისი ორი ვაჟიშვილის გარდა იმ ეპოქაში დედამიწაზე მეტი არავინაა... როგორ გამრავლდენ ისინი? ხვდებით რას ნიშნავს ეს? მაშასადამე ერთ-ერთმა შვილმა გაანაყოფიერა თავისი დედა? და რა გამოდის: ჩვენ, ყველა, მთელი კაცობრიობა ამ სისაძაგლის ნაშიერნი ვართ? არანაირი ლოგიკა არ არსებობს არა? ასეც რომ ყოფილიყო, ნათესაური კავშირით დაორსულებული ნაყოფი არასრულყოფილი იბადება, ეს არ იცით ალბათ ხო? და კიდე მეტყვით რო ადამი და ევა იყვნენო???


რაც შეეხება ისტორიას მართმადიდებლობამ მართლაც უდიდესი როლი შეასრულა ჩვენს ცხოვრებაში მაგრამ მანამდეც ხომ იყო საქართველო მანამდეც ხომ ვიყავით ძლიერები .
ურარტუ დაეცა ჩვენს წელთ აღრიცხნამდე 6 საუკუნეში. . . . . . . .
ათასი წლის მერე გახდა საქართველო ქრისიანული, ანუ ეს 10 საუკუნე ჩვენ რამ გადაგვარჩინა?????????? არ მითხრა ეხლა იმის იმედმაო რომ ქრისტიანები გავხდებოდითო. . . მაშინ ვიყავით კერპთაყვანისმცემლები!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ესეც არგუმენტი იმისა რომ საქართველო არა ქრისტიანობამ გადაარჩინა იმ ჟამად არამედ არმაზის კერპმა.

მერე კიდევ დიდგორის ბრძოლა იქნა აქ ნახსენები დიდგორი კი ძაან მაგარი და საამაყოა ჩვენთვის მაგრამ ეს კიდევ ერთხელ ხაზსს უსვამს დავით აღმაშენებლის გენიას და მის საბრძოლო ხელოვნების უდავო უპირატესობას!!!
თუმცა თუ გახსოვთ გიორგი სააკაძე? მარაბდის ბძოლის შემდეგ როცა ქართველები პარტიზანული ბრძოლებით აგრძელებდნენ ომს დაფიქსირდა ფაქტი როცა გიორგი სააკაძემ 800 კაცით 15 000 ამოხოცა!!!!!! ეს გაცილებით მეტია შეფარდებით ვიდრე დიდგორის ბრძოლა, არადა გიორგი მაგ დროისთვის მუსულმანი იყო!!!!!!!!!!

საერთოდ ჩემი პირადი აზრია გთხოვთ ნუ მიიღებთ შეურაწყოფად მაგრამ რელიგია სუსტ ადამიანებს ჭირდებათ რადგან საკუთარი ილუზიებისა და ოცნებების მორევში გაატარონ ეს მძიმე ცხოვრება. ადამიანებს იმედი სჭირდებათ...

ადამიანის ევოლუციით წარმოშვება დამტკიცებულია მეცნიერულად ეს არის ფაქტი! მაგრამ ამისი დაჯერებაც არ უნდა ხალხს რადგან ხომ ჯობია ვიძახოთ ჩვენ ვართ ღმერთის სახედ და ხატად ვიდრე ჩემი წინაპარი ბანანებით იკვებებოდაო, ესეც ერთერთი ადამიანური ეგოისტური ბუნების გამოხატულება. . . . . . . .

ამიხსენით რატომ არიან დედამიწაზე სხვადასხვა რასის ადამიანები?? რატომ არსებობენ ზანგები და ისტორიულად რატომ მაინცდამაინც აფრიკაში??? ან რატომ აქვთ ჩინელებს, მონღოლებს, კორეელებს წვრილი თვალები???
ან რატომ აქვს ადამიანს კუდუსუნის ძვალი ეს ხომ უბრალოდ კუდის დასაწყისია და დღევანდელ ადამიანს ის არაფერში არ ჭირდება და კიდევ უამრავია ასეთი ფაქტი ყველაფერი რომ დავწერო 1 კვირა არ ეყოფა...

მე იმას ვიტყვი, რომ ჩემთვის უზენაესი კანონი სახელწიფო კანონია ჩემთვის სამოთხე დემოკრატია და თავისუფლებაა, ჭეშმარიტება კიდევ ერთადერთია, დიადი და ნათელი ეს ჭეშმარიტება მეცნიერებაა!!!!!!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Mar 7 2008, 04:26 PM
პოსტი #47


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



ციტატა
ბიბლიის თხრობით...
თავდაპირველად დედამიწაზე არსებობენ ადამი, ევა, და მათი ორი ვაჟი. აბელი მალევე კვდება თავისი ძმის კაენის ხელით. ხოლო ადამის სიკვდილის შემდეგ ჩვენს ნორჩ პლანეტაზე რჩებიან დიდი ქალბატონი ევა და მისი ორი ვაჟიშვილი - კაინი და სეთი.


ბიბლია წაგიკითხავთ საერთოდ?


იქ შავით თეთრზე წერია:

4. შეთის დაბადების შემდეგ შეემატა ადამს რვაასი წელი და შვა ძენი და ასულნი.




--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Mar 7 2008, 04:31 PM
პოსტი #48


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715





SE-JA


ის რაც დაწერე, პასუხობს თემის სათაურს ,,რატომ არ ხარ ეკელსიაში, თუ ,, ბარემ აქაც დაწერე?


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Mar 16 2008, 02:15 PM
პოსტი #49


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



SE-JA

უფალი კიდევ ბევრჯერ მოგიკაკუნებს კარებზე, და იმედი მაქვს,რომ ოდესღაც გაუღებ,და როცა გაუღებ,როცა შეძლებ მის 'დანახვას,' მაშინ მიხვდები რაოდენ აბსურდულია შენი სიტყვები.

"ვისაც უყვარს,ის შეიმეცნებს კიდეც" - სწორედ ისეთ სიყვარულს გისურვებ,რომელიც შეგაცნობინებს უფალს.

ციტატა
საერთოდ ჩემი პირადი აზრია გთხოვთ ნუ მიიღებთ შეურაწყოფად მაგრამ რელიგია სუსტ ადამიანებს ჭირდებათ რადგან საკუთარი ილუზიებისა და ოცნებების მორევში გაატარონ ეს მძიმე ცხოვრება. ადამიანებს იმედი სჭირდებათ...

სხვათაშორის არა მარტო შენგან,სხვისგანაც გამიგია,რომ ადამიანებმა ღმერთი გამოიგონეს..
მაგრამ ყოველთვის რჩება ამის საწინააღმდეგო მოსაზრება,იქნებ ადამიანებმა იმიტომ დაივიწყეს ღმერთი,რომ ეს მძიმე ცხოვრება უფრო 'უდარდელად' გაატარონ,არ შეასროლონ მისი მცნებები,არ იარონ მისი გზით,და გააკეთონ ის რაც მოესურვებათ? ასე ხომ უფრო ადვილია ცხოვრება?





თავი მესამე



მიზეზები


1.ტანსაცმელი


"მინდა ტაძარში წასვლა,მაგრამ არ შემიძლია,ტანსაცმელი არა მაქვს. - ამბობს ერთი, - ძველმანებით ხომ ვერ წავალ?" ესე იგი,რომ გქონდეს მოდური,ლამაზი ტანსაცმელი,წახვიდოდი.მაგრამ ამ შემთხვევაში შენ მიდიხარ არა ღვთის,არამედ ტანსაცმლის გულისთვის,რათა თავი მოიწონო. მაგრამ სად გაგიგონია,ქრისტე სახარებაში ამბობდეს,რომ ტაძარში წასასვლელად საჭიროა ლამაზი და მუდური ტანსაცმელი.იგი ტანსაცმელს კი არ უყურებს,არამედ შენი სულის განწყობას,შენს მზადყოფნას,რომ ილოცო და ემსახურო მას.რაც არ უნდა ძველი იყოს სამოსი,მან არ უნდა დაგიშალოს ხელი წასვლაში.
შენ გაღელვებს რას იტყვის ხალხი?გაერკვიე რაზე ზრუნავ ტაძრის კარებთან:ადამიანურზე თუ ღვთაებრივზე?ნუთუ ადამიანები ვერ გხედავენ ტაძრის გარეთ და არ იციან გაქვს თუ არა ახალი ტანსაცმელი?იმსჯელე ასე:საერთოდ რომ არ გქონდეს კარგი ტანსაცმელი,შეეგუებოდი ამას და სულ არ დაუგდებდი ყურს ხალხის ლაპარაკს.წადი ღმერთთად და ამისთვის მიიღებ ჯილდოს.


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tuchlik2
პოსტი May 17 2008, 08:44 PM
პოსტი #50


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 168
რეგისტრ.: 27-March 08
წევრი № 4,334




ციტატა
და ამავდროულად გულს მტკენს ის ფაქტი, როცა არის ადამიანი, რომელიც ერთ დროს შეერთებული იყო უფალთან ტაძარში საიდუმლებებში მონაწილეობით, დღეს კი ამ ტაძრის მიღმაა და რაღაც მიზეზების გამო მიწიერ ყოფაში ისეა ჩაფლული, რომ ტაძარს აღარ ეკარება..


მრცხვენია ამის თქმა მაგრამ მე ვარ ასეთი ადამიანი, ისეთი შიში მაქვს უფლის ვერც კი წარმოიდგენთ... ცხოვრებაში მხოლოდ ორჯერ ვარ ნაზიარები, რომ ვფიქრდები გული მისკდება, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც გავურბივარ ეკლესიას... როცა შევდივარ გონება მეფანტება, ფეხზე ძლივს ვდგავარ (როცა სხვა დროს მთელი ქალაქი შემიძლია ფეხით შემოვიარო) ყველაფერი მშვენივრად მესმის და აღვიქვამ, რომ ეკლესიაში სიარულის გარეშე არაფერი გამოვა... მარხვებს ვინახავ, მიუხედავად იმისა ვიცი, რომ ლოცვებისა და ეკლესიაში სიარულის გარეშე ასეთ მარხვას აზრი არ აქვს... ერთი სიტყვით საშინლად ვიქცევი... sad.gif sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი May 20 2008, 05:17 PM
პოსტი #51


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



tuchlik2


ცუდია sad.gif

ეცადე თავს ძალა დაატანო.. თავიდან ეგრეა ხოლმე,ლოცვაც და დგომაც გაგიჭირდება,მაგრამ ნელ-ნელა მიეჩვევი,და ცოტა ხანში მიხვდები თუ რა დიდი ცოდნის,სიხარულის,სიმშვიდის მომნიჭებელია ეკლესიაში სიარული. და მასე რა ბევრს კარგავ.. მერე პირიქით იქნები,აქეთ მოგენატრება და მოგინდება წასვლაsmile.gif

უფალმა გაგაძლიეროს! 2kiss.gif


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 3 2008, 04:03 PM
პოსტი #52


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,642
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



სოფი

სოფუნა, გთხოვ, მითხარი სად შეიძინე ეგ წიგნი. ყიდვა უნდათ ჩემი მეგობრის ახლობლებს.

წინასწარ მადლობა yvavilebi.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xatia19
პოსტი Jun 10 2008, 11:00 PM
პოსტი #53


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 102
რეგისტრ.: 23-May 08
მდებარ.: saberdzneti
წევრი № 4,891



ციტატა
საერთოდ ჩემი პირადი აზრია გთხოვთ ნუ მიიღებთ შეურაწყოფად მაგრამ რელიგია სუსტ ადამიანებს ჭირდებათ რადგან საკუთარი ილუზიებისა და ოცნებების მორევში გაატარონ ეს მძიმე ცხოვრება. ადამიანებს იმედი სჭირდებათ


ღმერთმა შეგინდოს ეს სიტყვები ჩემო კარგო ადამიანო....... შენც ნუ მიიღებ შეურაცხყოფად, მაგრამ შენი პირადი აზრი აქ არავის უკითხავს მგონი... უფალმა გაგინათოს გონება....


--------------------
ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყოველივე სასარგებლო როდია, ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ მე არაფერს დავემონები. პავლე მოციქული [1 კორინთელთა]

"ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრე სურის სულსა ჩემსა შენდამი ღმერთო!" (ფს 41)


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
crazy_priest
პოსტი Jun 12 2008, 04:37 PM
პოსტი #54


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 69
რეგისტრ.: 12-June 08
წევრი № 5,065



უფალთან გზა ყველასთვის ეკლესიის გავლით არ გადის. ზოგი ეკლესიაში სიმშვიდეს პოულობს, ზოგი ფარისევლობს, ზოგი პირჯვარს იწერს იმიტომ რომ შეიძლება "იქ მართლა რაღაც იყოს" biggrin.gif
ცოტა გამაღიზიანებელი არის ხოლმე როდესაც ადამიანი სხვას ჭკუას ასწავლის და ეკლესიისკენ მიათრევს. ყველას თავისი გზა აქვს, ეკლესიაში ღმერთს ნუ ეძებთ.


--------------------
....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Jun 12 2008, 06:38 PM
პოსტი #55


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



crazy_priest
ციტატა
ეკლესიისკენ მიათრევს.


ძალით არავინ არავის ექაჩება საყვარელოsmile.gif ვისაც არ უნდა,იმას ვერც წაიყვან ეკლესიაში..

ღმერთს ჩვენ ჩვენს გულში ვეძებთ smile.gif

ციტატა
ცოტა გამაღიზიანებელი არის ხოლმე როდესაც ადამიანი სხვას ჭკუას ასწავლის

ვისთვის როგორ.
რჩევის მიცემა ხშირად სასარგებლოა,მით უმეტეს,კარგი რჩევის smile.gif


ვაგრძელებ..

აი ეს მიზეზი მომწონს ძალიან,ხშირად ყოფილა ფორუმზე ამ საკითხთან დაკავშირებით კამათი,და ვფიქრობ შესანიშნავი პასუხია. თუ ადამიანს მართლა ღმერთთან უნდა მისვლა,მას არაფერი უნდა აბრკოლებდეს.. ზოგჯერ,რაღაც მიზეზების გამო, შეიძლება მართლა დაგვაბრკოლონ სასულიერო პირებმა,მაგრამ ჩვენ უფალმა მოგვცა უნარი,რომ ეს დაბრკოლება გადავლახოთ. გავიხსენოთ რომ ისინიც 'ჩვეულებრივი,' ცოდვილი ადამიანები არიან, და კი არ განვიკითხოთ,მათ კი არ ვუყუროთ,არამედ მივბაძოთ ღმერთს;ღმერთი ვეძიოთ,ქრისტეს სამყოფელში შევიდეთ..



2. ღვთისმსახურნი


ბევრია ისეთი,ვინც არ დადის ტაძარში იმიტომ,რომ არ მოსწონს მღვდლები,მედავითნეები,მგალობ
ლები და მრევლი.მაგრამ რისთვის მიდიხარ ეკლესიაში?ხალხის საყურებლად თუ ღვთისადმი ლოცვის აღსავლენად?სხვები კარგები არიან თუ არა,ეს შენი საქმე არ არის. შენი ამოცანაა საკუთარი ცოდვების დანახვა,რათა ღვთისაგან მიიღო შენდობა. ხოლო მღვდლებს,კარგები არიან ისინი თუ ცუდები,ღმერთი განსჯის და თუნდაც ცუდები იყვნენ,ღვთისმსახურები და საიდუმლოებების შემსრულებელნი არიან. მათ ღვთისაგან მინიჭებული აქვთ უფლება ჩვენთვის კურთხევის მოცემისა და ცოდვების მოტევებისა. თუ მეფემ მიგიწვია სასახლეში დასაჯილდოებლად,არ წახვალ მხოლოდ იმის გამო,რომ სასახლის განმკარგულებელი არ მოგწონს? ტაძარში მოდიხარ არა მღვდლისთვის და არა მედავითნისთვის,არამედ ქრისტესთვის,იმიტომ რომ მიიღო ის,რასაც ღმერთი მოგცემს მღვდლის მეშვეობით.
ვარდი,უჭირავს ის ბავშვის უმანკო ხელს,თუ მკვლელისას,ერთნაირ სურნელს აფრქვევს. მადლი,რომელსაც შენ იღებ კეთილმსახური ანდა უღირსი მღვდლისაგან,გადმოდის პირდაპირ ქრისტესგან.


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zeppelin
პოსტი Jun 12 2008, 09:40 PM
პოსტი #56


იეღოვას მოწმე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,380
რეგისტრ.: 9-December 06
მდებარ.: კაშმირი
წევრი № 659



llaasshhaa
ხშირად ვერ დავდივარ ეკლესიაში. უფრო შაბათს და კვირას. ისე მინდა რომ უფრო მეტი სულიერი სიმაღლე მქონდეს. იმედია მოვახერხებ ოდესმე smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Inga-G
პოსტი Jun 17 2008, 05:46 AM
პოსტი #57


Inga-G
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 28
რეგისტრ.: 17-March 08
მდებარ.: Brooklyn NY
წევრი № 4,214



24 არა მაგრააამ,ეეეჰ ისე რამდენი ხელის შემშლელი მიზეზი გამოხტება ხოლმე ეკლესიაში წასვლის წინ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Jun 17 2008, 06:02 PM
პოსტი #58


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



3. გლოვა



"დავკარგე ყოველგვარი იმედი,-ამბობს ზოგი, - რა მინდა ეკლესიაში,როდესაც შვილიც მომიკვდა და ცოლიც?" და ადამიანი თვეობიტ და წლობით არ დადის ეკლესიაში.
აბა სად უნდა წახვიდე? რა ტქმა უნდა,სრული უფლება გაქვს უარი თქვა,თუ შენ გეპატიჟებიან ქორწილში ან ზეიმზე. მაგრამ საუბარია ღვთის სახლში მისვლაზე. აქ კავშირს ამყარებ შენს გადამრჩენელთან,იღებ ნუგეშს. აქ სახარებიდან და ქადაგებებიდან გაიგებ,რომ შენი ახლობელი ადამიანი კი არ მოკვდა,ცოცხალია.ის იმქვეყნად,უკეთეს სამყაროშია.
ტაძარში შეგიძლია იზრუნო ახლობლებზე,რომელიც უკვე გავიდა მუდმივ ცხოვრებაში.იცი,რამხელა შვებას მიიღებ თვიტონ და რამხელა დახმარებას გაუწევ გარდაცვლილის სულს საღვთო ლიტურგიაში მოხსენიებით? როდესაც მრვდელი იტყვის: "შენნი შენთაგან შენდა შემწირველნი," თქვი: "უფალო აცხონე მისი სული." ამით ის დიდ შვებას იგრძნობს.



4. ცხოვრებისეული ფაციფუცი

"სადა მაქვს თავისუფალი დრო? - წამოიძახებს დიასახლისი, - სახლი დასალაგებელია, სადილი მოსამზადებელი." ჩინებულია! მუცლის გულისთვის უგულებელყოფ ეკლესიას! მაგრამ ვინ გაიძულებს მიატოვო საშინაო საქმეები? კარგ დიასახლისს წინა საღამოს ყველაფერი მაზად აქვს.ნუ გადადებ ხვალისთვის იმას,რის გაკეთებაც დღეს შეგიძლია.ვისაც ესმის ეკლესიაში სიარულის აუცილებლობა,არა მარტო საშინაო საქმეებს აგვარებს,არამედ ბევრ სხვასაც.
მამაკაცები ამბობენ: "ვინ ამბობს,რომ ეკლესია ცუდია? მაგრამ ჩემი საქმე როდისღა გავაკეთო?" აქ ისინი გულისხმობენ არც ისე აუცილებელ საქმეებს. კვირადღისთვის მოიტოვებენ ხოლმე ყოველგვერ წვრილმანს: მიმოწერას,მაღაზიებსი სიარულს,ნიშნავენ შეხვედრებს - საერთოდ ყველაფერს,რაც ვერ მოასწრეს მთელი კვირის განმავლობაში.
ჩემო ძვირფასო!ნუთუ არ გეყო მთელი კვირა რათა მოგემთავრებინა ყოველდღიური საქმეები? დაიმახსოვრე:კვირას ნაშოვნი ფული,ეს ცეცხლია,რომელიც დაწვავს დანარჩენებსაც.რამდენიც გინდა იმუშავე,ღმერთი მაინც იმდენს მოგცემს,რამდენსაც საჭიროდ ჩათვლის.
ამას გარდა,კვირა დღე ღვთისაა,იგი მას უნდა მიუძღვნა. ამ დღეს მთავარი საზრუნავია: ეკლესიაში წასვლა,ლოცვა და ღვთის სიტყვის მოსმენა. და რა თქმა უნდა,მთელი ოჯახით. ხაზს ვუსვამ: მთელი ოჯახით,რადგანაც თუ ბავშვები პატარაობიდანვე არ მიეჩვევიან ტაძარს,ისინი არ შევლენ იქ შემდეგაც.
კვირას საჭიროა საკუთარ სულზე ზრუნვა. ნუთუ ადამიანს სხეულის გარდა სულიც არ აქვს? ნუთუ სული მეტი არ არის ხორცზე? ნუთუ საჭირო არ არის დღეების უმეტესობა მოვახმაროთ სულს და მხოლოდ ერთი დღე სხეულს? მაგრამ ღმერთმა ექვსი დღე განგვისაზღვრა სხეულის საჭიროებისთვის და მხოლოდ ერთი სულისთვის. ჩვენ კი ერთ დღესაც უგულებელყოფთ!
ერთხელ მღვდლისგან მოვისმინე ასეთი მონათხრობი: "მდიდარ კაცს გზაში გლახაკი შეხვდა.საბრალომ შესჩივლა მას თავისი გაჭირვება.მდიდარს შეეცოდა იგი და შვიდი ლირიდან,რომელიც ჰქონდა,ორი მისცა.ამის შემდეგ,როდესაც ღარიბმა მოუთხრო მას სხვა უბედურებებზე,მიიღო კიდევ ორი ლირა.წყაროსთან მისულებმა გადაწყვიტეს დანაყრებულიყვნენ.მდიდარმა უწილადა გლახაკს თავისი საჭმელი.მოისმინა რა შემდეგი ისტორია მისი ცხოვრებიდან,მისცა კიდევ ორი ლირა.ამდენად მოწყალე იყო იგი! ექვსი ლირის მიმღებმა კი,მადლობის მაგიერ,მოულოდნელად ამოიღო დანა და მოსთხოვა მეშვიდე ლირაც.ეს ხომ უმადურობაა! რისი ღირსია იგი?" - დაამთავრა თავისი მონათხრობი მღვდელმა.
- სიკვდილის! - წამოიძახეს მსმენელებმა.
- თქვენც იმსახურებთ ისეთივე მკაცრ სასჯელს, - უთხრა მღვდელმა, - თქვენ ხართ ის უმადური გლახაკი. ღმერთმა თქვენ მოგცათ ექვსი დღე და მხოლოდ ერთი დაიტოვა თავისთვის.თქვენ კი ეს ერთი დღეს მოსტაცეთ მას.
და მართლაც ფაციფუცში ბევრს ავიწყდება ეკლესია.კვირა დრეს ისინი ფუჭად ფლანგავენ დროს და სჩადიან ცოდვებს. დასჯის შეიშით მუშა შრომობს მთელი კვირა,ხოლო კვირა დღეს ღრეობს და დროს ატარებს. ფლანგავს დროს კინოთეატრებში,თეატრებში,პლაჟ
ებზე. ასეთი ქრისტიანები ბღალავენ კვირა დღეს იმის მაგიერ,რომ წმინდა ჰყონ იგი. ღმერთმა შეიძლება გაიმეოროს: "თქვენი შაბათები სძულს ჩემს სულს." უბედურებო! ის ვინც არ დადის ეკლესიაში,არ შეიძლება გაიგოს,რა საუნჯეს იკლებს. წარმოვიდგინოთ,რომ კვირა დღეს ტაძარში ყოველ მომსვლელს,მღვდლები ურიგებენ ას ლირას.რას იტყვით?დაიწყებთ მიზეზების ძებნას,რომ არ წასულიყავით?დარწმუნებული ვარ - არა. ეჭვი არ მეპარება,რომ გამთენიისას მიხვიდოდით,მღვდელზე ადრე!
არავითარი საქმეები კვირა დღეს! არავითარი შეღავათები! 1884 წელს ლონდონში ვიზიტით იმყოფებოდა მეფე ნიკოლოზი. მას უნდოდა კვირა დილით სწვეოდა ერთ სახელოსნოს,რომელიც მსოფლიო აღიარებით სარგებლობდა.გაგზავნეს კაცი მმართველთან,რათა შეეტყობინებინათ მონარქის სურვილი...
- სამწუხაროდ, - მიუგო მმარტველმა, - სახელოსნო კვირა დილით არ მუშაობს.
- ორი-სამი საათით უნდა გააღო,ამით თქვენ დაიმსახურებთ მეფის კეთილგანწყობას,აქედან გამომდინარე ყველა შედეგებით.
- მეფის კეთილგანწყობა - ეს კარგია,მაგრამ მე თუნდაც ვუბრძანო მუშაობის დაწყევა კვირა დილით,ჩემს ბრძანებას მუშები არ შეასრულებენ იმიტომ,რომ ეს ეწინააღმდეგება ღვთის ნებას.ამ დროს ისინი ტაძარში იქნებიან, - უპასუხა მმართველმა.


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
makiki
პოსტი Jun 17 2008, 08:23 PM
პოსტი #59


makiki
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,779
რეგისტრ.: 29-January 08
მდებარ.: Tbilisiii
წევრი № 3,797



ციტატა(Inga-G @ Jun 17 2008, 04:46 AM) *

ხელის შემშლელი მიზეზი გამოხტება ხოლმე ეკლესიაში წასვლის წინ.

კი,თან ეს ხელის შემშლელი მიზეზები ყოველთვის ჩვენი გულიდან მოდის,აბა ვიღაცამ ქორწილში დაგვპატიჟოს იქნებადა ოთხი ფეხით გავრბოდეთ laugh.gif biggrin.gif


--------------------
წიგნი,რომლის მეორედ და მესამედ წაკითხვა არ ღირს არ უნდა წაიკითხო არცერთხელ.

ლამაზი ცრემლები წამწამებს ეხება
პატარა ცრემლები ბაგეზე ეშვება
ღმერთო მოუსმინე მის ლამაზ ვედრებას
გოგონა ხატის წინ მუხლებზე ეცემა...

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Jun 29 2008, 07:34 PM
პოსტი #60


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



5. რადიო და ტელევიზია


ზოგიერთი ამბობს: "მე ვუსმენ რადიოს და ხშირად ვიჭერ პროგრამას "მეტროპოლია" საეკლესიო მუსიკით. მაგრამ რადიო,ჩემო ძვირფასო,არის მათთვის,ვინც ავადაა,ვინც უცხოეთში ცხოვრობს,ვინც ოკეანეში ცურავს - მათთვის,ვისაც არ შეუძლია ტაძარში მისვლა.ის არ არის ჯანმრთელთათვის. ჯანმრთელი ეკლესიაში დგას.თანაც ღმრთისმსახურებაში მთავარია არა მუსიკა,არამედ ქრისტეს მსხვერპლად შეწირვის საიდუმლო.იგი არ სრულდება სახლში.ქრისტე თავის თავს სწირავს მათთვის,ვისაც მისი სწამს და ამ რწმენისათვის გვაძლევს ცვენ ყოველივე კეთილს და მარგებელს ჩვენი საჭიროებისამებრ.
რადიოს და ტელეგადაცემებს არ შეუძლიათ სრულად გადმოსცენ ღვთისმსახურება.ღვთისმსახურებისას - სულიერი ტრაპეზია,რადიოში კი მხოლოდ მის სუნს ვგრძნობთ. თუ გაძრებით სუნით?


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

7 გვერდი V < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th June 2025 - 03:36 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი