![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
სოფი |
![]()
პოსტი
#61
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 ![]() |
6. ნადირობა
ბევრი ვერ დადის ეკლესიაში იმის გამო,რომ კვირა დილით მიდის სანადიროდ ან სათევზაოდ. რა სარგებელია ამისგან? ვერაგია ნადირობის და თევზაობის ჟინი. დადიან ტყე-ღრეში,ეკალ-ბარდებში,სიცივეში და სიცხეში,წვალობენ,ოფლს ღვრიან და ძალიან ხშირად მონადირე ნანადირევის გარეშე ბრუნდება,ხოლო მეთევზე - უთევზოდ.ერთი მოკლული ჩიტის ან კურდღლის,ანდა დაჭერილი პატარა თევზის გამო მათ ავიწყდებათ ეკლესია! "მაგრამ ეს ხომ ჟინია" - იტყვი შენ. რა თქმა უნდა,ამიტომაც უნდა ებრძოლო მას,რომ არავითარი ჟინი არ მბრძანებლობდეს შენზე. 7. ძილი - მხოლოდ კვირა დღე მაქვს,რომ წესიერად გამოვიძინო. - შენ რა,სხვა დღეებში არ გძინავს? - საქმეები და სამსახური? კვირას საჭიროა ეკლესიაში სიარული.სამსახურში უფროსის გეშინია.ღვთის არ გეშინია? თუ სამსახურს გააცდენ,იმ დღის ხელფასს დაკარგავ. არ გიფიქრია,რას კარგავ ეკლესიასა და ღმერთთან განშორებით? მაშ ასე,შენ გინდა გამოიძინო.შაბათს დაწექი დასაძინებლად ადრე,ნუ ზიხარ შუაღამემდე ტელევიზორთან.შაბათს თავი უნდა დაანებო ყოველგვარ სხვა საქმიანობას,რათა მოამზადო საკუთარი თავი შემდეგი დღისათვის,იმისთვის,რომ წარსდგე ღვთის წინაშე. -------------------- "Happiness only real when shared."
|
bravoshota |
![]()
პოსტი
#62
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 31 რეგისტრ.: 24-November 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 3,242 ![]() |
სრულიად ვეთანხმები "სოფი"-ს მოსაზრებებს, კარგადაა ახსნილი...
ღმერთმა მოგვცეს იმის ძალა, რომ ვიაროთ ეკლესიაში, რომლის გარეშეც ალბათ ძნელია ამ ცხოვრებას გაუძლოს ადამიანმა, რადგან მძიმე პერიოდია და ეკლესია ცოდვებთან ბრძოლაში გვეხმარება |
m16 |
![]()
პოსტი
#63
|
![]() .......... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,739 რეგისტრ.: 2-July 07 მდებარ.: Rustavii წევრი № 2,365 ![]() |
ციტატა საქმეები და სამსახური?კვირას საჭიროა ეკლესიაში სიარული.სამსახურში უფროსის გეშინია.ღვთის არ გეშინია? თუ სამსახურს გააცდენ,იმ დღის ხელფასს დაკარგავ. არ გიფიქრია,რას კარგავ ეკლესიასა და ღმერთთან განშორებით? არ ვეთანხმები არანაირად.... -------------------- :)
|
bravoshota |
![]()
პოსტი
#64
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 31 რეგისტრ.: 24-November 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 3,242 ![]() |
არა აქ როგორაა საქმე:
სამსახური ჩვენი მიწიერი მოვალეობაა, ხოლო ეკლესია - სარწმუნოებრივი... თუ გვჯერა ღმერთის, მაშინ ეკლესია სამსახურზე წინ უნდა დავაყენოთ. |
სოფი |
![]()
პოსტი
#65
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 ![]() |
bravoshota
ციტატა სრულიად ვეთანხმები "სოფი"-ს მოსაზრებებს, კარგადაა ახსნილი... ვაი,აბა რას ამბობ.. სად შემიძლია მე მაგდენი ![]() შენ ალბათ პირველი პოსტი არ გინახავს. ეს - "რატომ არა ხარ ეკლესიაში?" წიგნია,არქიმანდრიტ ხარლამპი ვასილოპულოსისა. m16 ციტატა არ ვეთანხმები არანაირად.... და კონკრეტულად რას არ ეთანხმები? იმას,რომ კვირას არაა საჭირო ეკლესიაში სიარული? იმას,რომ სამსახურში უფროსის არ გეშინია(შეგეშინდება ![]() ![]() -------------------- "Happiness only real when shared."
|
m16 |
![]()
პოსტი
#66
|
![]() .......... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,739 რეგისტრ.: 2-July 07 მდებარ.: Rustavii წევრი № 2,365 ![]() |
რეები გიწერია ვერ გავიგე
-------------------- :)
|
სოფი |
![]()
პოსტი
#67
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 ![]() |
m16
ციტატა რეები გიწერია ვერ გავიგე მე კიდე ის ვერ გავიგე,შენ რა გინდა ![]() ![]() -------------------- "Happiness only real when shared."
|
llaasshhaa |
![]()
პოსტი
#68
|
![]() ლაშა ქებაძე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,929 რეგისტრ.: 18-November 07 მდებარ.: საქართველო წევრი № 3,209 ![]() |
llaasshhaa
ციტატა Dec 15 2007, 11:59 PM ციტატა იქნებ მიპასუხოთ დილის ღამის ლოცვებს ტავისუფლად ვკითხულობ და კანონებს დავიწყებ თუ არა მაგრად ვხურდები ცეცხლივით რატო? :| ![]() ![]() ![]() ![]() ციტატა ილია 2 ს ვერ გადავუღე რა სპიჩკით სუ მიტყდებოდა "გიტყდებოდა" რა სიტყვაა ? ![]() ![]() რა დრო გამახსენდა ![]() -------------------- ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
|
მაშიკო |
![]()
პოსტი
#69
|
![]() მარიამი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,850 რეგისტრ.: 18-May 09 მდებარ.: ქუთაისი წევრი № 7,002 ![]() |
სოფი
ნადირობაზე ეგ პოსტი ჩემს ძმას რომ წავაკითხო დარწუნებული ვარ არ დაეთანხმება, სულ ნადირობაზე მესაუბრება ლამისაა მეც ვინადირო ![]() ძილს რაც შეეხება მაგ პოსტს ალბათ აეთ წამიკითხავს მე, მას არ უყვარს ძილი და... თუმცა ძილის გამო მხოლოდ ერთხელ მქონდა სემთხვევარომ არ წავედი ეკლესიაში და მერე ძალიან ვინანე იმდენად ცუდი დღე მქონდა. -------------------- უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
|
სოფი |
![]()
პოსტი
#70
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 ![]() |
მაშიკო
ციტატა ნადირობაზე ეგ პოსტი ჩემს ძმას რომ წავაკითხო დარწუნებული ვარ არ დაეთანხმება, სულ ნადირობაზე მესაუბრება ლამისაა მეც ვინადიროbiggrin.gif დილით 5 საათზე დღება და სამსახურში წასვლამდე მიდის სოფელში სანადიროდ, რომ ჩამოვა გარბის სამსახურში... მაგრამ ხომ შეუძლია კვირაში ერთხელ, კვირა დღეს არ წავიდეს სანადიროდ? ნადირობაზე წინ ღმერთი უნდა დააყენოს ჯერ ![]() თუმცა შენი ძმა დილის 5სთ-ზე თუ ნადირობს და მერე სამსახურში მიდის,არც ის გაუჭირდება კვირას 9სთ-ზე,ნადირობის შემდეგ, ტაძარში იდგეს ![]() -------------------- "Happiness only real when shared."
|
ნონა |
![]()
პოსტი
#71
|
![]() მშვიდი სისოვლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 ![]() |
ეკლესიაში როცა ვაგდებ ლოცვას, ყოველთვის მაქვს ერთი ტიპის მიზეზი: თითიდან გამოწოვილი
![]() ჩემდა სავალალოდ არ მელევა ეს ყურით მოთრეული ამბები, რომლებსაც მოხერხებულად ვაკერებ ტაძარში წაუსვლელობას სარჩულად ![]() -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
ანნო |
![]()
პოსტი
#72
|
![]() Newbie თვითონ ხარ :P :D ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 540 რეგისტრ.: 22-June 09 წევრი № 7,163 ![]() |
კვირაში ერთი დღე მაქ თავისუფალი...კვირა
![]() ამ დღეს ადგომის თავიც არ მაქ ხოლმე დილას... ვცდილობ ვიარო,მარა გამოდის რო იშვიათად დავდივარ მაინც...ლოცვებზე დასწრებას ვგულისხმობ თორე სანთლის დასანთებად ეკლესიაში ისედაც ხშირად შევდივარ... -------------------- არ შეგეშინდეს თუნდაც ყოველდღე დაეცე!
არ განეშორო ლოცვას,იდექი მტკიცედ და ანგელოზი შენი მფარველი დააფასებს შენს მოთმინებას! *********************************************************** სიხარულო ჩემო,მოიპოვე სულის სიმშვიდე და ათასობით ადამიანი გადარჩება შენს ირგვლივ! |
Atman |
![]()
პოსტი
#73
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
SE-JA
ციტატა ათეისტი მე იმიტომ კი არ ვარ რომ რაღაც თეორიას მივზდევ ან რამე დოგმებზე დაყრდნობით ვლაპარაკობ არა!!! უბრალოდ მე არ მჯერა არცერთი რელიგიის და ღმერთს როგორც ასეთს ადამიანის შემქმნელად ვერ აღვიქვავ, ზოგადად სამყაროს კიდევ ხომ მაგრამ კერძო ადამიანის, პიროვნების არანაირად არა. რაც შეეხება მეცნიერულად, მეცნიერებამ ძალიან ბევრი ე.წ. რელიგიურ მოვლენას მოუნახა ლოგიკური მეცნიერული ახსნა და ამიტომაც მითები რომლებსაც მღვდელთ მსახურები სასწაულებად მიიჩნევდნენ გააცალმტვერეს. ადრე ადამინანი ყველა ბუნებრივ მოვლენას ელვას, მიწისძვრას, მზის დაბნელებას და ა.შ. ღვთის რისხვად მიიჩნევდა. შეიძლება ცოტა ცუდად ვამბობ სათქმელს მაგრამ ვცდილობ აგიხსნა კივევ მეცნიერებამ დაამტკიცა რომ დედამიწა წარმოქმნილია 5 მილიარდი წლის წინ ამაზე დედამიწის ქერქის ქვეშ მდებარე ქანები მეტყველებებ, ხოლო ადამიანი დედამიწაზე გამოჩნდა მხოლოდამხოლოდ 75მილიონი წლის წინ, მანამდე არის აღმოჩენილი ადამიანის მაგვარი არსებების ნაშთები რაც ადამიანის ევოლუციის გზით წარმოქმნას ადასტურებს!!!კიდევ კაცობრიობის ცივილიზაციასთან ერთად იცვლებოდა ძალიან ბევრი სარწმუნოება კერპთაყვანისმცემლობიდან დაწყებული და იაღოველობით დამთავრებული (მემგონი ყველაზე ახალი სექტაა). საერთო ჯამში დაახლოებით 10 000 მდე სხვადასხვა მიმდინარეობა და რელიგია წაროიქმნა იმის მტკიცება რომ მათში მხოლოდამხოლოდ ერთი იყოს "სწორი" "რომელიც ტაძრამდე მიგვიყვანს" მემგონი ცოტა არ იყოს არაკორექტულია. მე რაც შემეხება, როცა პრობლემები მაქვს, ღმერთი კი არ მახსენდება არამედ ჩემს საკუთარ თავს ვძაბავ და ვცდილობ გამოსავალი ვიპოვო შექმნილი სიტუაციიდან. არანაირი ზებუნებრივი ძალების იმედით არ ვცხოვრობ და ვიცი რომ თუ რამე შემიძლია და თუ რამეს ვაკეთებ ეს არის ჩემი საკუთარი თავის და კიდევ რამოდენიმე ადამიანის ჩენს გარშემოს დამსახურება.აქ ითქვა რომ ტვინის დაძაბვა არ უნდათოარადა სრულიად პირიქით ხდება როცა ადამიანს ფიქრი არ უნდა და ვერ წყვეტს რაიმე პრობლემას მაშინ ღმერთს მიანდობს ხომე ანუ სინამდვილეში თავისი სიზარმაცის გამო არც კი უნდა ერთი ადგილის განძრევა. ან კიდე თუ რამე მოვლენას ვერ უპოვა ლოგიკური ახსნა მაშინ ცდილობს ტვინი არ გაანძრიოს არც კი დაფიქრდეს, რატომ? როგორ? რანაირად? არა ეგრევე გამოსავალი: ღმერთი!!!!! ადრე ფიქრობდნენ ელვა იმიტომ ხდებაო ღმერთი ბრაზობსო. . . მთაში ჯერ კიდევ სჯერთ მაგის...ბიბლიის თხრობით... თავდაპირველად დედამიწაზე არსებობენ ადამი, ევა, და მათი ორი ვაჟი. აბელი მალევე კვდება თავისი ძმის კაენის ხელით. ხოლო ადამის სიკვდილის შემდეგ ჩვენს ნორჩ პლანეტაზე რჩებიან დიდი ქალბატონი ევა და მისი ორი ვაჟიშვილი - კაინი და სეთი. აქ ჩნდება შეკითხვა, თუ როგორ გამრავლდა შემდეგ ადამიანის მოდგმა, თუ ადამი უკვე მკვდარია, ხოლო ევასა და მისი ორი ვაჟიშვილის გარდა იმ ეპოქაში დედამიწაზე მეტი არავინაა... როგორ გამრავლდენ ისინი? ხვდებით რას ნიშნავს ეს? მაშასადამე ერთ-ერთმა შვილმა გაანაყოფიერა თავისი დედა? და რა გამოდის: ჩვენ, ყველა, მთელი კაცობრიობა ამ სისაძაგლის ნაშიერნი ვართ? არანაირი ლოგიკა არ არსებობს არა? ასეც რომ ყოფილიყო, ნათესაური კავშირით დაორსულებული ნაყოფი არასრულყოფილი იბადება, ეს არ იცით ალბათ ხო? და კიდე მეტყვით რო ადამი და ევა იყვნენო???რაც შეეხება ისტორიას მართმადიდებლობამ მართლაც უდიდესი როლი შეასრულა ჩვენს ცხოვრებაში მაგრამ მანამდეც ხომ იყო საქართველო მანამდეც ხომ ვიყავით ძლიერები . ურარტუ დაეცა ჩვენს წელთ აღრიცხნამდე 6 საუკუნეში. . . . . . . .ათასი წლის მერე გახდა საქართველო ქრისიანული, ანუ ეს 10 საუკუნე ჩვენ რამ გადაგვარჩინა?????????? არ მითხრა ეხლა იმის იმედმაო რომ ქრისტიანები გავხდებოდითო. . . მაშინ ვიყავით კერპთაყვანისმცემლები!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!ესეც არგუმენტი იმისა რომ საქართველო არა ქრისტიანობამ გადაარჩინა იმ ჟამად არამედ არმაზის კერპმა. მერე კიდევ დიდგორის ბრძოლა იქნა აქ ნახსენები დიდგორი კი ძაან მაგარი და საამაყოა ჩვენთვის მაგრამ ეს კიდევ ერთხელ ხაზსს უსვამს დავით აღმაშენებლის გენიას და მის საბრძოლო ხელოვნების უდავო უპირატესობას!!!თუმცა თუ გახსოვთ გიორგი სააკაძე? მარაბდის ბძოლის შემდეგ როცა ქართველები პარტიზანული ბრძოლებით აგრძელებდნენ ომს დაფიქსირდა ფაქტი როცა გიორგი სააკაძემ 800 კაცით 15 000 ამოხოცა!!!!!! ეს გაცილებით მეტია შეფარდებით ვიდრე დიდგორის ბრძოლა, არადა გიორგი მაგ დროისთვის მუსულმანი იყო!!!!!!!!!!საერთოდ ჩემი პირადი აზრია გთხოვთ ნუ მიიღებთ შეურაწყოფად მაგრამ რელიგია სუსტ ადამიანებს ჭირდებათ რადგან საკუთარი ილუზიებისა და ოცნებების მორევში გაატარონ ეს მძიმე ცხოვრება. ადამიანებს იმედი სჭირდებათ...ადამიანის ევოლუციით წარმოშვება დამტკიცებულია მეცნიერულად ეს არის ფაქტი! მაგრამ ამისი დაჯერებაც არ უნდა ხალხს რადგან ხომ ჯობია ვიძახოთ ჩვენ ვართ ღმერთის სახედ და ხატად ვიდრე ჩემი წინაპარი ბანანებით იკვებებოდაო, ესეც ერთერთი ადამიანური ეგოისტური ბუნების გამოხატულება. . . . . . . .ამიხსენით რატომ არიან დედამიწაზე სხვადასხვა რასის ადამიანები?? რატომ არსებობენ ზანგები და ისტორიულად რატომ მაინცდამაინც აფრიკაში??? ან რატომ აქვთ ჩინელებს, მონღოლებს, კორეელებს წვრილი თვალები???ან რატომ აქვს ადამიანს კუდუსუნის ძვალი ეს ხომ უბრალოდ კუდის დასაწყისია და დღევანდელ ადამიანს ის არაფერში არ ჭირდება და კიდევ უამრავია ასეთი ფაქტი ყველაფერი რომ დავწერო 1 კვირა არ ეყოფა...მე იმას ვიტყვი, რომ ჩემთვის უზენაესი კანონი სახელწიფო კანონია ჩემთვის სამოთხე დემოკრატია და თავისუფლებაა, ჭეშმარიტება კიდევ ერთადერთია, დიადი და ნათელი ეს ჭეშმარიტება მეცნიერებაა!!!!!! ვააახ ძლივს არ ვიპოვე ადამიანი რომელიც ეძებს და ბრმად არ მიყვება?! ![]() ასაკით დიდი არ უნდა იყო შენი ლაპარაკიდან გამომდინარე და ახლა ის მიპასუხე, მართლა ეძებ და გაინტერესებს პასუხები თუ შენ პროტესტს სფიქსირებ და ამით გამოხატავ შენ თავს? მე გაგცემ კითხვებზე პასუხს პირადად თუ დრო და ნებისყოფა გეყოფა... ![]() ციტატა 6. ნადირობაბევრი ვერ დადის ეკლესიაში იმის გამო,რომ კვირა დილით მიდის სანადიროდ ან სათევზაოდ. რა სარგებელია ამისგან?ვერაგია ნადირობის და თევზაობის ჟინი. დადიან ტყე-ღრეში,ეკალ-ბარდებში,სიცივეში და სიცხეში,წვალობენ,ოფლს ღვრიან და ძალიან ხშირად მონადირე ნანადირევის გარეშე ბრუნდება,ხოლო მეთევზე - უთევზოდ.ერთი მოკლული ჩიტის ან კურდღლის,ანდა დაჭერილი პატარა თევზის გამო მათ ავიწყდებათ ეკლესია! "მაგრამ ეს ხომ ჟინია" - იტყვი შენ. რა თქმა უნდა,ამიტომაც უნდა ებრძოლო მას,რომ არავითარი ჟინი არ მბრძანებლობდეს შენზე.7. ძილი- მხოლოდ კვირა დღე მაქვს,რომ წესიერად გამოვიძინო.- შენ რა,სხვა დღეებში არ გძინავს?- საქმეები და სამსახური?კვირას საჭიროა ეკლესიაში სიარული.სამსახურში უფროსის გეშინია.ღვთის არ გეშინია? თუ სამსახურს გააცდენ,იმ დღის ხელფასს დაკარგავ. არ გიფიქრია,რას კარგავ ეკლესიასა და ღმერთთან განშორებით?მაშ ასე,შენ გინდა გამოიძინო.შაბათს დაწექი დასაძინებლად ადრე,ნუ ზიხარ შუაღამემდე ტელევიზორთან.შაბათს თავი უნდა დაანებო ყოველგვარ სხვა საქმიანობას,რათა მოამზადო საკუთარი თავი შემდეგი დღისათვის,იმისთვის,რომ წარსდგე ღვთის წინაშე. ნადირობა არ მიყვარს, დილით ყოველდღე ადრე ვდგები, მაგრამ ეკლესიაში მაინც არ წავალ თუ გული არ გამიწევს. მითუმეტეს მარტო... -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
neo |
![]()
პოსტი
#74
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 ![]() |
ათეისტის ნაწერი როდისაა დაწერილი, არ ვიცი მარა მაინც ვუპასუხებ;
1. მეცნიერებას არასდროს არ შეუძლია მივიდეს ჭეშარიტებამდე რწმენის გარეშე, იმიტომ რომ ნებისმიერი მეცნიერება ეფუძნება პოსტულატებს, აქსიომებს, დაშვებებს... ისეთ მოსაზრებებს რაც ადამიანებს წამთ... და რისი დასაბუთებაც შეუძLებელია... ასე რომ... 2. მეცნერებამ უკვე დიდი ხანია დაასაბუთა (თავისივე აქსიმობებზე დაყრდნობით) რომ ევოლუცია შეუძლებელია... 3. ყველა რელიგია ერთმანეთს შეიძLება გავდეს, და მილიონობით რელიგია შეიძლება იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ხელი ჩაიქნიო... ტყეში რომ მოხვდე და დაიკარგი გზა არ უნდა ეძებო გამოსასვლელად ? არა და სინამდვილეში ძალიან მარტივია ამ გზის პოვნა, უბრალოდ ცოტა დაფიქრება ჭირდება... 4. ,,ღმერთი არ არსებობს" - ეს ფანატიკური რწმენაა, პრაქტიკულად შეუძლიებელია ,,რაღაცის არ არსებობის" დასაბუთება... და ამას მეცნიერება ვერასდროს შეძლებს... 5. ,,დემოკრატიაა" ჭეშმარიტება, ერთ დროს ეს ,,ჭეშმარიტება" ,,კომუნიზმიც" იყო, - რა განუვითარებელია სატანის ფანტაზია, ის ისევ და ისევ უმეორებს ადამიანებს - ,, მიიღეთ ნაყოფი და გახდებით ღმერთები, ღმერთის გარეშე"... ვაშენოთ სამოტხე ღმერთის გარეშე... ამას კაცობრიობა მთელი მისი ისტორიი მანძილზე ცდილობდა მაგრამ არფერი გამოდის ჯერ ჯერობით- ჩვენმა ჰუმანურობა მეოცე საუკუნეში უფრო მეტი ადამიანი შეიწირა, ვიდრე დანარჩენ 19-ში ერთად... ,,დემოკრატია და ლიბერალიზმი" კიდევ დაგანახებთ თავის ბილწ კლანჭებს ოცდამეერთეში, ცოტა განვითარება ვაცალოთ... და ავაგოთ ახალი დასავლური სოდომი... 6. ღმერთის არსებობის წამდა სერიოზული მეცნიერები 90%-ს, დარვინსაც კი... 7. მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს ღმერთისა... გული თვითონ არასოდეს არ გაიწევს ღვაწლისაკენ... ადამიანი ვალდებულია მართოს საკუთარი გული... -------------------- www.cordesign.ge
|
Atman |
![]()
პოსტი
#75
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
neo
ათეისტის ნაცვლად მე გიპასუხებ, თუმცა ათეისტი არ ვარ (და არც თეისტი): ციტატა 1. მეცნიერებას არასდროს არ შეუძლია მივიდეს ჭეშარიტებამდე რწმენის გარეშე, იმიტომ რომ ნებისმიერი მეცნიერება ეფუძნება პოსტულატებს, აქსიომებს, დაშვებებს... ისეთ მოსაზრებებს რაც ადამიანებს წამთ... და რისი დასაბუთებაც შეუძLებელია... ასე რომ... ეგ ეხება იმ მეცნიერებას, რომელიც მატერიალური და "ობიექტურია" და მეტაფიზიკაზე და ირეალურზე უარს ამბობს. მე პირადად ღმერთისადმი სწრაფვის ცოდნასაც მეცნიერებას დავარქმევდი. როცა რელიგია და მეცნიერება ერთმანეთთან ითანამშრომლებს მაშინ ეშველება რელიგიასაც და მეცნიერებასაც. ციტატა 2. მეცნერებამ უკვე დიდი ხანია დაასაბუთა (თავისივე აქსიმობებზე დაყრდნობით) რომ ევოლუცია შეუძლებელია... მეცნიერებამვე დაამტკიცა საწინააღმდეგო... ციტატა 3. ყველა რელიგია ერთმანეთს შეიძLება გავდეს, და მილიონობით რელიგია შეიძლება იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ხელი ჩაიქნიო... ტყეში რომ მოხვდე და დაიკარგი გზა არ უნდა ეძებო გამოსასვლელად ? არა და სინამდვილეში ძალიან მარტივია ამ გზის პოვნა, უბრალოდ ცოტა დაფიქრება ჭირდება... დაფიქრება არა. გაცნობიერება... ციტატა ,,ღმერთი არ არსებობს" - ეს ფანატიკური რწმენაა, პრაქტიკულად შეუძლიებელია ,,რაღაცის არ არსებობის" დასაბუთება... და ამას მეცნიერება ვერასდროს შეძლებს... ფანატიზმზე თუ მიდგა საქმე: "ღმერთი არსებობს!" ესეც ფანატური რწმენაა რაღაც დონემდე... შეუცნობელზე ვერ იტყვი დარწმუნებით რამეს, ან გჯერა ან არ გჯერა, მაგრამ ორივე შემთხვევაში ფანატიკოსი ხარ (გონების კუთხით ვგულისხმობ).. ფანატიკოსი მაშინ არ ხარ, როცა საერთოდ არ ფიქრობ ღმერთზე და გრძნობ მას უსიტყვოდ... ციტატა ,,დემოკრატიაა" ჭეშმარიტება, ერთ დროს ეს ,,ჭეშმარიტება" ,,კომუნიზმიც" იყო, - რა განუვითარებელია სატანის ფანტაზია, ის ისევ და ისევ უმეორებს ადამიანებს - ,, მიიღეთ ნაყოფი და გახდებით ღმერთები, ღმერთის გარეშე"... ვაშენოთ სამოტხე ღმერთის გარეშე... ამას კაცობრიობა მთელი მისი ისტორიი მანძილზე ცდილობდა მაგრამ არფერი გამოდის ჯერ ჯერობით- ჩვენმა ჰუმანურობა მეოცე საუკუნეში უფრო მეტი ადამიანი შეიწირა, ვიდრე დანარჩენ 19-ში ერთად... ,,დემოკრატია და ლიბერალიზმი" კიდევ დაგანახებთ თავის ბილწ კლანჭებს ოცდამეერთეში, ცოტა განვითარება ვაცალოთ... და ავაგოთ ახალი დასავლური სოდომი... კომუნისტებმა ახალი რელიგია შექმნეს. სანთელს უნთებდნენ "ნათელ მომავალს" და მიწიერ სამოთხეს, ქურუმწებად კი ლენინი, მარქსი და სტალინი ყავდათ. რიტუალები და ჰიმნები ჩვენ არ გვაქვს მგონი იმდენი მაგათ რომ ქონდათ. ასე რომ მათ ათეისტებს ვერ უწოდებ, ქონდათ რწმენა, უტოპიური, მაგრამ მყარი და ფანატური. ციტატა ღმერთის არსებობის წამდა სერიოზული მეცნიერები 90%-ს, დარვინსაც კი... 90% ბევრია მგონი... თან სიკვდილის წინ შიში აიძულებს უმეტესობას რომ იწამონ. მამაცი ისაა ვინც ცნობიერად იპოვნის თავის რწმენას და არა შიშის გამო. ციტატა მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს ღმერთისა... გული თვითონ არასოდეს არ გაიწევს ღვაწლისაკენ... ადამიანი ვალდებულია მართოს საკუთარი გული... ადამიანი რომ ცდილობს გულის მართვას იმიტომაა კარგად ჩვენი საქმე. გულმა უნდა მართოს გონება და არა პირიქით. ადამიანების დიდი უმრავლესობა გონების პლაცდარმიდან უყურებს სამყაროს, გონებამ კი გული არ უნდა მართოს. neo მატრიცა ნანახი გაქვს ავატარიდან ჩანს და უნდა იცოდე რომ სმიტთან ბრძოლით ვერაფერს გახდები, შენი გაძლიერების პირდაპირპროპორციულად გაძლიერდება სმიტიც ![]() გამოსავალი კინოშივეა (თუმცა ფორმალური და გასაცნობიერებლად ძნელი) -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
მაშიკო |
![]()
პოსტი
#76
|
![]() მარიამი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,850 რეგისტრ.: 18-May 09 მდებარ.: ქუთაისი წევრი № 7,002 ![]() |
მაგრამ ხომ შეუძლია კვირაში ერთხელ, კვირა დღეს არ წავიდეს სანადიროდ? ნადირობაზე წინ ღმერთი უნდა დააყენოს ჯერ ![]() თუმცა შენი ძმა დილის 5სთ-ზე თუ ნადირობს და მერე სამსახურში მიდის,არც ის გაუჭირდება კვირას 9სთ-ზე,ნადირობის შემდეგ, ტაძარში იდგეს ![]() რა თქმა უნდა შეუძლია მთავარია მონდომება, რომელიც მას არ აქვს... მხოლოდ აღგდომის ბოლო კვირას დადის ეკლესიაში და მარხულობს.... -------------------- უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
|
leluka |
![]()
პოსტი
#77
|
![]() ♥-ლელუკა-♥ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,677 რეგისტრ.: 24-January 07 წევრი № 907 ![]() |
ციტატა ადამიანი რომ ცდილობს გულის მართვას იმიტომაა კარგად ჩვენი საქმე. გულმა უნდა მართოს გონება და არა პირიქით. გაიხარე ამ სიტყვბისთვის, რავი სიტყვები არ მყოფნის. რომ გითხრა რამე ამის გამო ![]() -------------------- ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
|
Atman |
![]()
პოსტი
#78
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
leluka
ციტატა გაიხარე ამ სიტყვბისთვის, რავი სიტყვები არ მყოფნის. რომ გითხრა რამე ამის გამო ამის მეტს რას ვამბობ კაცო აქ! ![]() ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
leluka |
![]()
პოსტი
#79
|
![]() ♥-ლელუკა-♥ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,677 რეგისტრ.: 24-January 07 წევრი № 907 ![]() |
Atman
ციტატა ამის მეტს რას ვამბობ კაცო აქ! შენს გარდა ეგ სიტვები არავისგან არ გამიგია ახშობენ გულიდან გამოსულს და აქ რომ არ წააგონ გონებით თამაშობენ ყველაფერი მასე ხომ ყალბია ![]() -------------------- ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
|
ზარნაშო |
![]()
პოსტი
#80
|
![]() рождённый, чтобы боротся ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 ![]() |
ციტატა ადამიანი რომ ცდილობს გულის მართვას იმიტომაა კარგად ჩვენი საქმე. გულმა უნდა მართოს გონება და არა პირიქით. ადამიანების დიდი უმრავლესობა გონების პლაცდარმიდან უყურებს სამყაროს, გონებამ კი გული არ უნდა მართოს. ეგ განწმენდილი გულის შემთხვევაში, მაგრამ ასეთი გულით ჩვენ ვერ დავიტრაბახებთ, ამიტომ... კაცის გონებაც ცდება, ისიც არასრულყოფილია, მაგრამ პირადად მე, გული რომ ნებაზე მიმეშვა, ბევრ ცუდს ვიზამდი და ბევრი კარგისგან თავს შევიკავებდი.-------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 01:49 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი