IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> რატომ არა ხარ ეკლესიაში?
სოფი
პოსტი Oct 10 2007, 02:43 PM
პოსტი #1


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



რატომ არა ხარ ეკლესიაში?

არქიმანდრიტი ხარლამპი ვასილოპულოსი


წილად მხვდა ბედნიერება ამ წიგნის ხელში ჩავარდნისა და ნამდვილად არ გამიძლებდა გული,რომ ამაზე თემა არ გამეხსნა და თქვენთვისაც არ გამეცნო.თხელი წიგნია,ამიტომ შევეცდები ხელით ავკრიფო და ნელ-ნელა სრულად მოგაწოდოთ.
იქნებ ეს წიგნი ვიღაცას დაეხმაროს ნაბიჯის წინ გადადგმაში,საბოლოოდ გადააწყვეტინოს ტაძარში მისვლა.

დღეს ბევრი მართლმადიდებელი ადამიანი არ ცხოვრობს ეკლესიური ცხოვრებით.ზოგს არ უნდა და ზოგსაც უნდა,მაგრამ რაღაც აკავებს,რომ მივიდეს ეკლესიაში.არიან ისეთებიც,რომლებიც ამბობენ: "მართალია,აუცილებელია ეკლესიაში მისვლა,მაგრამ ამას ხვალ ან ზეგაც მოვახერხებ.დღეს ამისთვის მზად არ ვარ."
"ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მიდის იმქვეყნად,უმეტესობა მოულოდნელად.მათ შორის ბევრია ახალგაზრდაც.თავიანთი სიკვდილის წინა დღეს მათ არც კი იცოდნენ,რომ ერთი დღის სიცოცხლეღა ჰქონდათ დარჩენილი.მიმოიხედეთ თქვენს გარშემო და დარწმუნდებით ამ სიტყვების სიმართლეში.კარგად დაფიქრდით, იქნებ ეს თქვენი ცხოვრების ბოლო დღეა,იქნებ ხვალ უკვე გვიან იყოს.ასე,რომ ხვალ კი არა დღესვე,ამ წუთშივე წადით მოძღვართან,რომ მოასწროთ თქვენი სულის გადარჩენა.
ჩვენ შორსა ვართ იმ აზრისაგან,რომ ვინც ეკლესიაში მოვა ყველა გადარჩება,მაგრამ წმინდა მამთა სულიერ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ,როგორც წარღვნის დროს ნოეს კიდობნის გარეთ ვერავინ გადარჩა,ისე დღეს ეკლესიის გარეთ ვერავინ გადარჩება.ეკლესიაში მოსულთ კი აქვთ შანსი და თუ გავირჯებით იმედი უნდა ვიქონიოთ ღვთის მოწყალებისა."
იქნებ ამ წიგნის წაკითხვა დაეხმაროს ვიღაცას,მისი დანიშნულება ხომ სწორედ ადამიანების ეკლესიისკენ მობრუნებაა.

ავტორი უბრალო და გასაგები ფორმით გვაცნობს უფლის მეოთხე მცნებას,გვესაუბრება ეკლესიასა და მის საიდუმლოებებზე იმ მიზეზებზე,რომლებიც ხელს უშლიან ქრისტიანებს იყვნენ ეკლესიის ერთგული შვილები."ეს წიგნი პატარა,მაგრამ ბევრის მომცველია.იგი ეძღვნება ეკლესიაში,წირვა-ლოცვაზე დასწრებასთან დაკავშირებულ საკითხებს.დასაწყისში მისი ავტორი დაბეჯითებით გვარწმუნებს ეკლესიაში სიარულის აუცილებლობაში და გვესაუბრება მის სარგებლობაზე.შემდეგ მოჰყავს თავის მართლების მაგალითები,რომლებიც ჩვეულებრივ თან ახლავს საკვირაო ღვთისმსახურების გაცდენას და დაწვრილებით განიხილავს ამ უარყოფითი მოვლენის ბუნებას.უბრალოდ და გასაგებად გვიხსნის,როგორ უნდა მოვემზადოთ ეკლესიაში წასასვლელად და ბოლოს ამთავრებს საღვთო ლიტურგიის მოქმედებათა მოკლე,მაგრამ ღრმა განმარტებით."

პ.ს. სხვისი არ ვიცი და,რაღა ვთქვა,რომ არა ჩემთვის ეკლესია... rolleyes.gif rolleyes.gif

ეკლესიისკენ ერთი ადამიანის მობრუნების დროსაც კი ანგელოზები ცაში სიხარულით გალობენ: "ესრეთ იყოს სიხარული ცათა შინა ერთისათვის ცოდვილისა,რომელმან შეინანოს" (ლუკა 15,7)


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
sofi89   რატომ არა ხარ ეკლესიაში?   Oct 10 2007, 02:43 PM
ზარნაშო   ქმარი მერამდენედ უ...   Sep 19 2009, 12:56 PM
Atman   ომარაში ხომ არ გე...   Sep 19 2009, 12:56 PM
ზარნაშო   ომარაში ხომ არ გეშ...   Sep 19 2009, 01:01 PM
leluka   Atman მე სხეულს არ ვგრ...   Sep 19 2009, 12:58 PM
Atman   და როცა ხორცს კარგ...   Sep 19 2009, 01:00 PM
Atman   ეჰ ნონა. კაცებსაც ...   Sep 19 2009, 01:05 PM
leluka   Atman რასაც ვგრძნობ ე...   Sep 19 2009, 01:11 PM
Atman   რანაირად ხარ რასა...   Sep 19 2009, 01:15 PM
leluka   Atman კი მაგრამ რა ვა...   Sep 19 2009, 01:16 PM
leluka   Atman კი აბა სული მგონ...   Sep 19 2009, 01:20 PM
ნონა   leluka მამუკას მასე ყუ...   Sep 19 2009, 01:23 PM
Atman   leluka აი როცა სული გაი...   Sep 19 2009, 01:26 PM
Atman   რაო?! სინანულიო? ...   Sep 19 2009, 01:28 PM
ზარნაშო   ზოგს სულ წამხდარი ...   Sep 19 2009, 01:29 PM
მატასი   თემის სათაურს მაინ...   Sep 19 2009, 01:39 PM
Atman   მატასი აი ამდენს რ...   Sep 19 2009, 01:48 PM
ზარნაშო   არა უშავს, შენ თუ არ...   Sep 19 2009, 01:54 PM
ნონა   ნონა მაგის კი არ მე...   Sep 19 2009, 01:56 PM
ზარნაშო   მიქაელ მე სიფინთე ...   Sep 19 2009, 02:12 PM
Atman   ზარნაშო აუფფფ კა...   Sep 19 2009, 01:57 PM
ნონა   პ.ს. დღეს იმიტომ არ ...   Sep 19 2009, 02:05 PM
Atman   ნონა ეკლესიაში ხვ...   Sep 19 2009, 02:11 PM
ნონა   ეკლესიაში ხვალ მი...   Sep 19 2009, 02:13 PM
Atman   ნონა ნათლული 2 მყავ...   Sep 19 2009, 02:15 PM
ნონა   ნონა ნათლული 2 მყა...   Sep 19 2009, 02:24 PM
Atman   ნონა გაიხარე! :)   Sep 19 2009, 02:25 PM
სოფი   მოდერებს ვთხოვ თემ...   Jan 30 2010, 12:21 AM
სოფი   2. მოკრძალება გახს...   Feb 6 2010, 02:25 PM
სოფი   8. საუბრის გარეშე ვ...   Feb 15 2010, 07:57 PM
2 გვერდი V < 1 2


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 7th March 2026 - 02:10 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი