IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V < 1 2  
Reply to this topicStart new topic
> ბაგრატიონები დავით მეფსალმუნის მემკვიდრენი?, თუ რაიმე ინფორმაცია მოგეპოვებათ
marine
პოსტი Mar 29 2026, 06:29 PM
პოსტი #21


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ნ. მახარაძე შენიშნავს, რომ სახელი გაენათი იერუსალიმურ წარმომავლობაზე მიგვითითებს და იერუსალიმის მრავალრიცხოვან კარიბჭეთაგან ერთ-ერთის, დასავლეთის მეორე კარიბჭის, სახელწოდებაა, იგი აღნიშნავს "ბაღის კარს". აღნიშნული მოსაზრება სრულებით ლოგიკურია, რადგან გელათი, სულიერი თვალსაზრისით, "მეორე იერუსალიმი" უნდა გამხდარიყო, ხოლო ქართველი მეფეები კი ბიბლიური მეფე დავითის შთამომავლები იყვნენ. დავით წინასწარმეტყველიც ხომ იერუსალიმის ერთ-ერთ კარიბჭე ტაძარში დაიკრძალა! დავით მეფე ბრძანებს კიდეც თავის "გალობანი სინანულისანის" ტექსტში: "ისრაელისა მეფეთა ვბაძევდი".

დავით მეფის საფლავის ქვაზე შემორჩენილია ეპიტაფია 131-ე ფსალმუნის სიტყვები. ასომთავრული წარწერა გვაუწყებს ბიბლიური დავითის სიტყვებს: "ესე არს განსასვენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე; ეს მთნავს; აქა დავემკვიდრო მე". ჩვენი აზრით, აღნიშნული ეპიტაფიის ავტორი თავად დავით მეფეა, იგი ცხოვრების უკანასკნელ პერიოდში რაღაც სენით იყო შეპყრობილი და მან, როგორც ჩანს, წინასწარ დაგეგმა, თუ რა უნდა დაეწერათ მის უკანასკნელ განსასვენებელზე, რომელიც გამოირჩევა უბრალოებით.

აქვე უნდა ვთქვათ, რომ ფსალმუნის აღნიშნული სიტყვები სპეციალურად გააკეთებინა დავით მეფემ. როგორც ფსალმუნთა განმმარტებლები აღნიშნავენ: "სიონი არის ჩემი (დავითის) განსასვნებელი და დავემკვიდრები იქ, რადგან ის მე ავირჩიე".

სწორედ იმ დროს, როდესაც გამოჩნდება ცხოვრება, გამობრწყინდება დავითის დიდება: "განუმზადე სანთელი ცხებულსა ჩემსა". თუკი ეს სიტყვები ბიბლიური მეფე დავითის შესახებაა 131-ე ფსალმუნში, შეგვიძლია გააზრებულად ვთქვათ, რომ ქართველთა ცხებული წმინდა მეფე დავით აღმაშენებელია.

თამარ მეფის მემატიანე დავით აღმაშენებელს უწოდებს "ახალ დავითს", ანუ ძველი დავითი ბიბლიური მეფე დავითია, ახლო ახალი დავითი - დავით აღმაშენებელია. აქედან გამომდინარე უნდა განვაცხადოთ, რომ დავით მეფის სამხრეთ კარიბჭეში არსებულ საფლავის ლოდს, მასზე ამოკვეთილ წარწერას, სამხრეთ კარიბჭეში დაკრძალვას შორის არის დაფარული კავშირი და ეს ყოველივე დავით აღმაშენებლის განსაკუთრებული ღვთისმოშიშებასა და სულიერ სიმდაბლეს უნდა მივაწეროთ"

/ლევან ტყეშელაშვილი, "გელათი სამეფო მონასტერი და საძვალე", გვ.32/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 8 2026, 09:56 AM
პოსტი #22


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მემატიანე ყურადღებას ამახვილებს დავითის წარმომავლობაზე, მის ნათესაურ კავშირზე ბიბლიურ მეფე დავით მეფსალმუნესთან, მისგან მოყოლებული დავით აღმაშენებელი სამოცდამეთვრამეტე მეფე იყოო"

/ლევან ტყეშელაშვილი, "დავით მეფე მესიის მახვილი", გვ.46/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 11 2026, 03:49 PM
პოსტი #23


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ნ. მახარაძის აზრით, დავით აღმაშენებლის გელათის მონასტრის სამხრეთ კარიბჭეში დაკრძალვა "იერუსალიმურ წარმომავლობაზე, ანუ დავით წინასწარმეტყველთან მეფე გვირგვინოსნის ღვთივსულიერ მიმართებაზე" მიგვანიშნებს.

იერუსალიმის მრავალრიცხოვან კარიბჭეთაგან ერთერთის, დასავლეთის მეორე კარიბჭის სახელწოდებაა გაენათიგენათი, იგი აღნიშნავს "ბაღის კარს", ძველი ქართულით - "სამოთხის კარს". ამას აღნიშნავს I საუკუნის ებრაელი ისტორიკოსი იოსებ ფლაბიუსი "იუდეველთა ომების ისტორიაში".

ძველი აღთქმის მიხედვით კი სოლომონმა ტაძარი ააგო იმ ადგილას, სადაც მეფე დავითს ანგელოზი მოევლინა მახვილით ხელში. იქიდან გამომდინარე, რომ დავით აღმაშენებლის ბიბილურ მეფე დავითთან კავშირზე ბევრია ნათქვამი, მათ შორის მეფეც თავის გალოვანში ბრძანებს: "ისრაელისა მეფეთა ვბაძვედო", მართლაც ყურადღებას იმსახურებს ნ. მახარაძის მოსაზრება:

ბიბლიური მეფე დავით წინასწარმეტყველი იერუსალიმის ერთერთ "კარიბჭე ტაძარში დაიკრძალა", მისმა მემკვიდრე სოლომონმა კი მამის მიერ დაწყებული იერუსალიმის ტაძარი განასრულა. დავით მეფსალმუნის მსგავსად, დავით აღმაშენებელიც "თავის მიერ დაწყებულ ტაძრის კარიბჭეში დაიკრძალა და გელათის მონასტერი მისმა მემკვიდრემ დემეტრემ დაასრულა"

/ლევან ტყეშელაშვილი, "დავით მეფე მესიის მახვილი", გვ.222/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V < 1 2
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th May 2026 - 12:21 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი