IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

6 გვერდი V « < 2 3 4 5 6 >  
Reply to this topicStart new topic
> აკრიბიიდან იკონომიამდე, სიზუსტე და შეწყნარება
მნათე
პოსტი Oct 16 2007, 05:03 PM
პოსტი #61


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
არა, არანაირი ლანძღვა, ტრადიცია ყველა ქვეყანას აქვს ტავისი, ეროვნული თვისებებიდან და ხასიათიდან გამომდინარე. არაფერი არ ილანძრება კიდევ გავიმეორებ.


უკაცრავად რა არ ილანძღება? ცოტა გინახავთ მწვალებელს რომ უწოდებს მსოფლიო პატრიარქს სკამების გამო? blink.gif



--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Oct 16 2007, 05:10 PM
პოსტი #62


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(ლილიანა @ Oct 16 2007, 12:22 PM) *

კაიროს მიზანია უბრალოდ გაგვარკვიოს და სფეციკურად გამიჯნოს
აკრიბიი იკონომია


ლილიანა, შენს პოსტებზე ვეცემი რა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif გოგო ნელა დაწერე და გაგვაგებიებ biggrin.gif


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Oct 16 2007, 05:10 PM
პოსტი #63


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



მნათე
ციტატა
უკაცრავად რა არ ილანძღება? ცოტა გინახავთ მწვალებელს რომ უწოდებს მსოფლიო პატრიარქს სკამების გამო?




გულზე ხელს დავიდებ ლევანი და გეტყვი (თუ მენდობი ცხადია) რომ არც ერთ მორწმუნეს ჩემთან მსოფლიო პატრიარქი ან სხვა ვინმე არ ულანძღია და მით უფრო სკამის გამო. ამასთან გეტყვი, რომ გარდა იმისა, რომ დავდივარ ეკლესიაში ანუ ჩემი ეკლესიის მრევლთან მაქვს ურთიერთობა, ჩემი მეგობრების 70% ეკლესიურად ცხოვრობს, არც მათგან მსაგვსი არ მომისმენია, და საერთოდ არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ამ ფორუმზე ისეთ პრობლემებზე და თემებზეა საუბარი, რაც არასოდეს არავისთან არც განმიხილია და აზრადაც არ მომსვლიაsmile.gif)))


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Oct 16 2007, 05:13 PM
პოსტი #64


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
გულზე ხელს დავიდებ ლევანი და გეტყვი (თუ მენდობი ცხადია) რომ არც ერთ მორწმუნეს ჩემთან მსოფლიო პატრიარქი ან სხვა ვინმე არ ულანძღია და მით უფრო სკამის გამო. ამასთან გეტყვი, რომ გარდა იმისა, რომ დავდივარ ეკლესიაში ანუ ჩემი ეკლესიის მრევლთან მაქვს ურთიერთობა, ჩემი მეგობრების 70% ეკლესიურად ცხოვრობს, არც მათგან მსაგვსი არ მომისმენია, და საერთოდ არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ამ ფორუმზე ისეთ პრობლემებზე და თემებზეა საუბარი, რაც არასოდეს არავისთან არც განმიხილია და აზრადაც არ მომსვლია)))


გასაგებია, მაგრამ რა ვქნა, რომ მეც იგივე აქტივობით დავიდვარ ტაძარში, მეგობართა უმრავლესობაც ეკლესიური მყავს და ამ პრობლემას ვხედავ? ძალიან ბევრს უწოდებია მისთვის "ეშმაკის მოგზავნილი პატრიარქი" სამწუხაროდ...


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Oct 16 2007, 05:16 PM
პოსტი #65


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



მნათე
ციტატა
გასაგებია, მაგრამ რა ვქნა, რომ მეც იგივე აქტივობით დავიდვარ ტაძარში, მეგობართა უმრავლესობაც ეკლესიური მყავს და ამ პრობლემას ვხედავ? ძალიან ბევრს უწოდებია მისთვის "ეშმაკის მოგზავნილი პატრიარქი" სამწუხაროდ...



გაუნათლებლობი ბრალია ეს ყველაფერი, ასწავლე შენს მეგობრებს ჩვენი საიტის მისამართი ხოდა წაიკითხონ რაღაც-რაღაცეებიsmile.gif სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ, დარწმუნებული ვარ უცოდინრობით მოსდით, ამის გამოსწორება შეიძლება.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Oct 16 2007, 05:17 PM
პოსტი #66


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(მნათე @ Oct 16 2007, 01:13 PM) *

გასაგებია, მაგრამ რა ვქნა, რომ მეც იგივე აქტივობით დავიდვარ ტაძარში, მეგობართა უმრავლესობაც ეკლესიური მყავს და ამ პრობლემას ვხედავ? ძალიან ბევრს უწოდებია მისთვის "ეშმაკის მოგზავნილი პატრიარქი" სამწუხაროდ...


სასულიერო პირებიც.... sad.gif მასონიაო ამბობენ, ნახეთ თემა "მწვალებლობის შEსახებ" და იქაც არის მაგაზე...

აი, მართას რომ კითხოთ ვინაა მსოფლიო პატრიარქი გიპასუხებთ რომ ის მასონია biggrin.gif რავიცი არტ-გენზე ასე მითხრა და...


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Oct 16 2007, 05:19 PM
პოსტი #67


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ზებედე
ციტატა
სასულიერო პირებიც.... მასონიაო ამბობენ,




laugh.gif





--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Oct 16 2007, 05:19 PM
პოსტი #68


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა

გაუნათლებლობი ბრალია ეს ყველაფერი, ასწავლე შენს მეგობრებს ჩვენი საიტის მისამართი ხოდა წაიკითხონ რაღაც-რაღაცეები სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ, დარწმუნებული ვარ უცოდინრობით მოსდით, ამის გამოსწორება შეიძლება.


ცხადია.. ინფორმაციის არ ქონაა ამის თავი და თავი და კიდევ... smile.gif

არ მინდა ახლა სასულიერო პირების განკითხვა, ჩემი ცოდვებიც მეყოფა, მაგრამ ამ მხრივ რომ ყველაფერი რიგზე ვერ არის ზევითაც ხვდებიან და ქვევითაც sad.gif



--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Oct 16 2007, 05:23 PM
პოსტი #69


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ციტატა
აი, მართას რომ კითხოთ ვინაა მსოფლიო პატრიარქი გიპასუხებთ რომ ის მასონია რავიცი არტ-გენზე ასე მითხრა და...




ალბათ მას აქვს დასაბუთებული აზრი, ტყუილად ხომ არ იტყოდა. biggrin.gif სერთოდ უკეთესია უ ზედმეტი შეფასებებისგან თავს შევიკავებთ.

ჩვენს მოძღვრებს, რომ ვინმემე მასონი უწოდოს ამაზე გული არ გვეკინება, სხვაზე რა ამოღებული ხმლებივით ვართsmile.gif)) ეს წინადადება იმას არ ნიშნსვ, რომ ვინმეს ,მასონი ვუწოდოთ, მით უფრო პატრიარქს და მით უფრო იმ ცოდნით თუნდაც ამ ადამინზე, რაც ჩვენ გვაქს.

ციტატა
ცხადია.. ინფორმაციის არ ქონაა ამის თავი და თავი და კიდევ...



ჰო, მართლა ესეა, ვაღიარებ, რომ ამ ფორუმზე ბევრი რამ ვისწავლეsmile.gif როგორ გამოვიყენებ დრო მაჩვენებს.


კაიროს, გვიშველე თორემ გავშალეთ ფრთები rolleyes.gif


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მართა
პოსტი Oct 16 2007, 09:04 PM
პოსტი #70


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,487
რეგისტრ.: 7-July 07
წევრი № 2,399



ზებედე
ციტატა
აი, მართას რომ კითხოთ ვინაა მსოფლიო პატრიარქი გიპასუხებთ რომ ის მასონია რავიცი არტ-გენზე ასე მითხრა და...

მე რომ დავწერო არ მითქვიათქო შენი აზრით მე დამიჯერებენ თუ შენ?მასონები მე რატომაც ვახსენე მშვენივრად გაიგებდი თუ გინდოდა გაგეგო,მაგრამ იცი რა ხდება? როცა შენი აზრები აქ არ იფოსტება და იქ სადაც ის დამხმარეები არ გყავდა რა თქმა უნდა ჩემი საუბარი ჰაი-ჰარალოდ ჩაგესმებოდა.... არათუ მსოფლიო პატრიარქზე, არამედ, არცერთ სასულიერო პირზე ჩემი ბაგედან და მითუმეტეს მართლმადიდებლზე აუგს ვერ გაიგონებდი,სხვათა შორის შენგან განსხვავებით მეგობარო!


--------------------
ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მართა
პოსტი Oct 16 2007, 09:17 PM
პოსტი #71


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,487
რეგისტრ.: 7-July 07
წევრი № 2,399



ხო კიდე გადახედე ჩემს ფოსტებს და აქ ამ ფორუმზე სასულიერო პირების დაცვის გარდა მე თუ სხვა რაიმე მაქვს გაკეთებული მერე დაწერე მასეთი ცილისმწამებლური ცრუ ინფორმაციები!( პირიქით მერიდება კიდევაც მუდამ ჩემი პროტესტი, ამდენი ღირსეული ადამიანის გაკიცხვით გამოწვეული) ახლა ამ კარგ და საინტერესო თემაში მერიდება საკუთარი თავის დაცვა! მაპატიოს თემის ავტორმა და მოდერატორმა!

მხევალი ნინო
დავიჯერო დაიჯერე?


--------------------
ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Oct 16 2007, 10:39 PM
პოსტი #72


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ხოოო, გაუტიეთ ახლა თქვენ smile.gif

მოდით ახლა ვნახოთ ის მუხლები ახალ აღთქმაში, რომელიც ქალის თავსაბურავზე საუბრობს:

.და მნებავთ თქუენი უწყებაი, რამეთუ ყოვლისა მამაკაცისა თავ ქრისტე არს; ხოლო თავ დედაკაცისა – ქმარი; და თავ ქრისტესა – ღმერთი.
4.ყოველი მამაკაცი, რომელი ილოცვიდეს გინა თუ წინაისწარმეტყუელებდეს თავ – დაბურვილად, არცხუენს თავსა თვისსა.
5.და ყოველივე დედაკაცი, რომელი ილოცვიდეს გინა წინაისწარმეტყუელებდეს თავ-დაუბურველად, არცხუენს იგი თავსა თვისსა, რამეთუ ერთ არს და იგივე არს დაყუენილიცა იგი.
6.რამეთუ უკუეთუ არა დაიბურავს დედაკაცი იგი, დაიკუეცენცა; ხოლო უკუეთუ საძაგელ არს დედაკაცისა კუეცაი გინა დაყუენაი, დაიბურენ მან.
7.მამაკაცისა უკუე არა ჯერ - არს დაბურვაი თავისაი, რამეთუ ხატ და დიდება ღმრთისა არს; ხოლო დედაკაცი დიდება ქმრისა არს.
8.რამეთუ არა არს მამაკაცი დედაკაცისაგან, არამედ დედაკაცი მამაკაცისაგან;
9.და რამე თუ არა დაებადა მამაკაცი დედაკაცისათვის, არამედ დედაკაცი მამაკაცისათვის.
10.ამისთვის ჯერ – არს დედაკაცისა, რაითა ფლობაი აქუნდეს თავსა თვისსა ზედა ანგელოზთათვის.
11.ხოლო არცა მამაკაცი თვინიერ დედაკაცისა, არცა დედაკაცი თვინიერ მამაკაცისა უფლისა მიერ.
12.რამეთუ ვითარცა – იგი დედაკაცი ქმრისაგან არს ეგრეცა ქმარი ცოლისაგან; ხოლო ყოველივე ღმრთისაგან არს.
13.თვით თქუენ შორისღა განიკითხეთ ესე, ჰშუენისა დედაკაცსა დაუბურველად წინაშე ღმრთისა ლოცვაი?
14.არცაღა თვით იგი ბუნებაი გასწავებს თქუენ, რამეთუ მამაკაცმან თუ გარდაუტეოს თმაი გრძელად, უშუერება არს მისა.
15.ხოლო დედაკაცმან თუ გარდაუტეოს, დიდება არს მისა, რამეთუ თმაი იგი სამკაულად მოეცა მას.

აქ გაერთიანებულია ტრადიციაც, იკონომიაც, და აკრიბიაც... ტრადიციულად
მიღებული იყო ებრაელთათვის თავის დაბურვა, მაგრამ მოციქული აქ სხვა შინაარსი ჩადო, თუკი ებრაელებში თავდაბურვა სწორედ მესიის მოლოდინს უკავშირდება, აქ შექმნისეული იერარქიაა, ღმერთი 1) კაცი 2) კაცისგან-ქალი

მაშ ასე, რაა ეს "თავსაბურავი" და რას ნიშნავს ეს "ფლობაი"? როგორც თანამედროვე ღვთისმეტყველები შენიშნავენ, ამ ტერმინის გასაგებად უნდა ვნახოთ მისი ორიგინალი სახე "exousia"; "ეხუსია"-ს კი არ გააჩნია პასიური ფორმა, ე.ი. არ შეიძლება ნიშნავდეს, რაიმე "დამოკიდებულებას" არამედ "მეუფების", და ეს "მეუფება " რომ არ შეიძლება იყოს დამამცირებელი, ეს შემდეგი სიტყვებიდან სჩანს " ხოლო დედაკაცი დიდება ქმრისა არს.", მაშ ასე
კაცი "დიდება ღმრთისა არს", და რა არის ეს დიდება? ბერძნულად დოქსა, ებრაულად "კავოდ" ხოლო ტერმინი წარმოდგება ძველებრაული "კბდ"-დან, რომელსაც სხვა მნიშვნელობა აქვს კერძოდ "მტვირთველობაი"

ასე რომ გამოდის, დიდება ღვთისა უშუალოდ ღვთისგან მიღებული ჭეშმარიტების მტვირთველობას ნიშნავს, ხოლო ქალს ეს ჭეშმარიტება კაცისაგან ეცნობა, ჭეშმარიტება ტვირთია, მაგრამ ტვირთი-ჯვარი, რომელი იგი მსუბუქ არს", მსუბუქ არს ვითარცა თმა კაცისა და საბური ქალისა, რომლის ტვირთვასაც დიდებამდე მივყავართ....


9. ეგრეთვე დედათაი წესიერებისა სამკაულითა მორცხუად და ღირსებით შემკობად თავთა თვისთა, არა განთხზვითა, ანუ ოქროითა ანუ მარგალიტითა, ანუ სამოსლითა დიდფასისაითა,
მაშ ასე, არაა მხოლოდ თავდაბურვა მექანიკური ქმედება, შეიძლება თავდაბურული თავდაუბურავი იყოს და პირიქით, რადგა ის უდიდესი ხრამი კაცსა და ქალს შორის მოციქულმა თავსაბურავის სითხელემდე დაიყვანა და ისიც კი ძლია :" არცა მამაკაცი თვინიერ დედაკაცისა, არცა დედაკაცი თვინიერ მამაკაცისა უფლისა მიერ.
რამეთუ ვითარცა – იგი დედაკაცი ქმრისაგან არს ეგრეცა ქმარი ცოლისაგან; ხოლო ყოველივე ღმრთისაგან არს", ეს ბოლო სიტყვები საბოლოო წერტილს სვამს, შინაარსი ასეთია "თანასწორნი, მაგრამ განსხვავებულნი", მაშ შეგვიძლია თავსაბურავი სწორედ ამ სხვაობის ნიშნად მივიღოთ? შეიძლება, ამავდროულად ის ატარებს ისტორიული ქრონოლოგიის ასახვას და ისეთ ტკბილ მორჩილებასაც, რომელიც ეკლესიას აქვს ქრისტესადმი...

ახლა დავყოთ ქალთა სქესი

1) ყრმები-ჩვილნი 2) ქალწულნი 3) ცოლნი 4) მონაზონნი

ჩემი პირადი აზრით პირველთ და მეორეთ არ ეგების თავდაბურვა "თავ დედაკაცისა – ქმარი; და თავ ქრისტესა – ღმერთი." რამეთუ მათ არა ყავთ "მეორე" -"შუა-მდებარე" თავი, რომელსაც უნდა დაემორჩილონ ანუ ქმარი, ამიტომ წესით რომ არ დაიბურონ დარღვევა არ არის, ცოლნი კი ნიშნად ოჯახის ტვირთისა და დიდებისა ( როგორც ზემოთ ვნახეთ) თავს უნდა იბურავდეს ლოცვის დროს, თუმცაღა ვიმეორებთ ეს არის სიმბოლო, რომელიც ცარიელია მისი შინაარსის შესრულების გარეშე, ხოლო დედა მონაზონთა ქმარ-ქრისტე არს და მუდამ თავდაბურულნი არიან...

როგორც ვხედავთ თანასწორობის ნიშანი ყოფილა თავსაბურავი და ამ თანასწორობაში , ქალიც და კაციც შემოდის ნათლისღებით და ქრისტეს შემოსვით "რამეთუ არა არს დედაკაცებაი გინა მამაკაცებაი, არამედ ყველანი ერთ ქრისტე იესუს მიერ"... ხოლო თანასწორობა ორ სქესს შორის შეიცავს განსხვავებასაც, როგორც გარეგნულად, ვითარცა თვით ღმერთმა განარჩია, ასევე გარეგნული ლოცვის ფორმითაც; რომელიც ვიმეორებ, არანაირად არ არღვევს ერთიანობას ქრისტეში!

დასკვნის სახით კარგია დაბურვა, უკეთესია როცა არ განვიკითხავთ დაუბურავთ, იდეაში დაბურვა, არ დაბურვა იკონომიის საკითხია, მაგრამ არც უიმისობა ეგების!

იხარეთ,

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Oct 16 2007, 11:27 PM
პოსტი #73


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



ციტატა
დასკვნის სახით კარგია დაბურვა, უკეთესია როცა არ განვიკითხავთ დაუბურავთ

კარგი დასკვნაა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Oct 17 2007, 06:38 AM
პოსტი #74


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



KAIROS ,

პირველ რიგში მადლობა შენს ბოლო პოსტზე, ჩამოყალიბებული რომ არის ქალის თავდაბურვის შესახებ, მე ქართულად არ ვიცოდი ეგ და თავს ვიკავებდი დამეწერა,თუმცა დარწმუნებული იმაში რომ ყველამ ვიცით,მივაწერე წინა პოსტს, ცხადია რატომაც უნდა იყოს ქალი თავსაფრით.

ახლა კი რაც მე ნამდვილად ვიცი იმას დავწერ :

ციტატა(KAIROS @ Oct 16 2007, 11:47 AM) *

იმ მიზეზით, რომ ეს მართლმადიდებლობის ეკლესიის პრობლემაა და პასუხი ჭირდება, ბერძნები საერთოდ ( ან თითქმის საერთოდ) თავს არ იბურავენ, სერბები და რუმინელები მხოლოდ ზიარებისას, ქართველები და რუსები მთელი წირვისას ( ზოგი ვაიმოძღვარი ქუჩაში და მაპატიეთ და ლოგინშიც ურჩევს ზომბ მრევლს sad.gif )... ასე რომ ეს საკითხი გასარჩევია და მოვალ მალე smile.gif

წვერის საკითხიც ასეთივეა, ამერიკის მართლმადიდებლები ზოგი საერთოდ არ ატარებს, რუსებში ზოგი დიაკონი არ ატარებს წვერს, ძალიან ბევრ რუს მოძღვარს კი "ბლანჟე" ამშვენებს smile.gif და ა.შ. ასე რომ ეს საკითხიც საინტერესოა...



მე ჩემი ქრისტიანული ცხოვრების უმეტესი ნაწილი სერბების ეკლესიაში გავატარე და ამიტომაც დარწმუნებული ვწერ ამას: სერბ ქალებს ყველას არ ახურავს თავზე, უფრო მეტად საზღვარგარეთ მყოფთ,თვით სერბიაში ნაკლებად თავდაუხურავი, და ეს უთავსაფრობა არანაირად არ "მოსწონთ" იქაურ მოძღვრებს, ხშირად ქადაგების დროს ახსენებენ ხოლმე, რომ აუცილებელია თავსაფარი !!! არიან ქალები, რომლებიც ზიარების დროსაც კი არ იხურავენ.
თუმცა, ვიმეორებ, ამას ტოლერირებას არ უკეთებენ სასულიერო პირები.

ჩემი მოძღვრის აზრით,რომელიც გერმანიაში მოღვაწეობს, ხშირად ვერ ვაძლევთო შენიშვნას ამაზეო, რომ "გაბრაზდებიან" (!) და ეკლესიაში საერთოდ აღარ მოვლენო, ანუ რაღაცით მაინც "უფრთხილდებიან " მრევლს..აი, ესაა სიმართლე რაც ნამდვილად ვიცი.

რაც შეეხება შარვალს,ცხადია მოდიან შარვლებით,მაგაზე შენიშვნას არ აძლევენ, მაგრამ უკიდურესი მინი-კაბით მოსულებს ტატქიკურად ეუბნებიან, რომ ასე ჩაცმული ტაძარში ნუ მოვლენ. მაგალითად, ერთი გოგო იყო (განკითხვაში არ ჩამითვალოთ, ამბავს ვყვები), მუდამ ესწრებოდა მსახურებას, მაგრამ მოდიოდა საშინლად მოკლე კაბით, თან მაინცდამაინც მსახურების დროს ანთებდა სანთელს და რომ წაიხრებოდა, საცვალი უჩნდებოდა,მთელი მამრობითი სქესის მრევლი მას მისჩერებოდა...დასკვნა თქვენ გამოიტანეთ აწი, რატომ არის მიუღებელი ასე შევიდეს ქალი ეკლესიაში. თუმცა შენიშვნის მიცემის დროს იმ გოგომ განაცხადა, რომ შურთ მისი ლამაზი ფიგურის და ამიტომაც "უკრძალავენ"..ღმერთო მაპატიე და რაღა უნდა ეთქვათ მეტი.

მკრეხელბაში არ ჩამითვალოთ და ჩემი "შემხედვარე" ბევრმა ქალმა დაიხურა თავზე,ჩემი ეკლესიის მრევლთაგან.
ადრე კი ერთმა ქალმა მითხრა თავსაფრით რომ ვიყავი, შენ რა მუსლიმანი ხარო ? smile.gif

მაპატიეთ, გამიგრძელდა სიტყვა.

პ.ს.ჩემს მოძღვარსაც აქვს ხანდეხან ბლანჟე, თუმცა არა ყოველთვის და ქუჩაშიც შავი პერანგით დადის,როგორც ეს ადრე აქ ნახსენები იქნა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Oct 17 2007, 10:38 AM
პოსტი #75


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



ციტატა
რეები დაწრე ადამიანო?



smile.gif

საქართველოში ეკლესიის ურღვევობის სიმბოლო რომ ინახება ეს შემთხვევითი არ არის...

საბერძნეთის ეკლესიაში ლოცულობენ თუ ძინავთ სკამებზე ?
დაღლა ლოცვას ხელს უწყობს და არა ხელს უშლის, დასვენება კიდევ პირიქით...

წმინდა მამები ამბობენ თუ ლოცვას ფიზიკური დისკომფორტი არ ახლავს მას ნაკლები ძალა აქვსო, ეს შემთხვევითი არ არის პრინციპულია - თავგანწირვის პრინციპია...

მღვდელი რომელიც ანაფორას არ ატარებს და წვერს იპარსავს, ეს ნიშნავ რომ ის არ ცდილობს ქრისტესთან მიმსგავსებას, სწორედ ამიტომ არსებობს ანაფორისა და წვერი ტრადიცია - სასულიერო პირი უნდა გავდეს ქრისტეს... გარეგანი მგვანება შინაგან მგვანებაზე რომ გავლენას ახდენს და პირიქით ეს ფსიქოლოგებს შეგიძლია ვკითხოთ...

თავსაბურავის შესახებ მოციქულებმა შემთხვევით არ დაწერე, ტავსაბურავი სიწმინდისა და თავმდაბლობის სიმბოლოა, და სწორედ ამ ორი თვისების გამო იწოდება მანდილოსანი მანდილოსნად... და ამიტომ ვცემთ კაცები მანდილოსნებს პატივს...

კიდევ ვიმეორებ, ეს ყველაფერი გარეგნულ ხასიათს ატარებს მაგრამ ძალიან პრინციპული საკითხებია, და თუ მსოფლიოს სხვა ეკლესიებმა გადაუხვიეს ეს მათი პრობლემაა... დაე აიღონ მაგალოთი ჩვენგან ... ,,ამითა ენითია ამხილოს ღმერთმან ენანი მრავალნი..."






--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Oct 17 2007, 10:54 AM
პოსტი #76


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ნეო,

ციტატა
დაე აიღონ მაგალოთი ჩვენგან .


აღებული აქვთ smile.gif ქართული ეკლესია და ქართული მორწმუნოება ჩვენი ნუგეშიაო დღევანდელ დღესო .... თუ დაინტერესდი საიდან ვწერ ამას, სურათს დავდებ იმ წიგნის ანუ ამ წიგნიდან იმ გვერდის smile.gif smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Oct 17 2007, 11:14 AM
პოსტი #77


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



იკონომიის აუცილებლობაზე თავად უფალი საუბრობს. გავიხსენოთ წმინდა სახარება, თავი მათესი, XII

1. მას ჟამსა შინა წარვიდოდა იესუ დღესა შაბათსა ყანობირსა მათსა. ხოლო მოწაფეთა მისთა შეემშია და იწყეს მუსრვად თავსა ჴუვილისასა და ჭამად. 2. ხოლო ფარისეველთა მათ იხილეს რაჲ, ჰრქუეს მას: აჰა მოწაფენი შენნი იქმან, რომელი არა ჯერ-არს შაბათსა შინა საქმედ. 3. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: არა აღმოგიკითხავსა, რაჲ-იგი ყო დავით, ოდეს-იგი შეემშია და მისთანათა მათ? 4. ვითარ-იგი შევიდა სახლსა ღმრთისასა და პურნი იგი შესაწირავთანი შეჭამნა, რომელთაჲ არა ჯერ-იყო ჭამად მისა, არცა მისთანათა მათ, გარნა მღდელთა ხოლო? 5. ანუ არა აღმოგიკითხავსა შჯულსა, რამეთუ შაბათთა შინა მღდელთა ტაძარსა მას შინა შაბათი შეურაცხ-ყვიან და უბრალო იყვნიან?

დააკვირდით, გამუქებულ ფრაზებს

1. ფარისევლები შენიშნავენ, რომ მოციქულებმა სჯული (კანონი) დაარღვიეს
2. უფალი არ უარყოფს, რომ კანონი დარღვეულია. იგი ხსნის, თუ რატომ იქნა დაშვებული და მოჰყავს ძველი აღთქმის მაგალითი და ამით ამართლებს კანონის დარღვევას.
3. საიმისოდ, რომ მის სიტყვას სჯულდების სახე მიეცეს, განაგრძობს და ამბობს, რომ შაბათის სჯულის დარღვევას თავად სჯული უშვებს და ეს არ ეთვლებათ მათ ცოდვად


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Oct 17 2007, 12:37 PM
პოსტი #78


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
საბერძნეთის ეკლესიაში ლოცულობენ თუ ძინავთ სკამებზე ?

ნეო, მოკლედ ყველგან შენს ექსტრემალურ და გაუზომავ პოსტებს ვხვდებით, ინკვიზიციონერს ემსგავსები ასეთი აზროვნებით, აბსოლუტური პროვოკაციაა და შეურაცხყოფა როგორც ბერძენი ასევე მსოფლიო მართლმადიდებლობის უმრავლესობისათვის შენი პოსტი, ასევე ათონელი ბერებისადმი! გთხოვ წაიკითხო ზემოთ მინიშნებული ლინკი "ჯდომის შესახებ" და მოვითხოვ თავი შეიკავო ასეთი უადგილო, უაზრო და შეურაცხყოფელი პოსტებისაგან!
აი კიდევ ერთი ნათელი მაგალიტით, რომ პოლიტიკა უნდა შეცვალო:
ციტატა
მღვდელი რომელიც ანაფორას არ ატარებს და წვერს იპარსავს, ეს ნიშნავ რომ ის არ ცდილობს ქრისტესთან მიმსგავსებას

ეს წმიდა წყლის არ ცოდნაა და ჩვეული ექსტრემიზმი, როგორ ბედავ და ასეთ ბრალს დებ ათასობით მართლმადიდებელ სასულიერო პირს? ohmy.gif მაგალითად აგერ ჩვენი თანაფორუმელის მოძღვარს?
ციტატა
პ.ს.ჩემს მოძღვარსაც აქვს ხანდეხან ბლანჟე, თუმცა არა ყოველთვის და ქუჩაშიც შავი პერანგით დადის,როგორც ეს ადრე აქ ნახსენები იქნა


მოკლედ უკიდურესად ვემიჯნები შენი პოსტის შინაარსაც, პათოსსაც და საერთოდ მოგიწოდებ შეცვალო ტონი, თორემ უაზრო კამათს არა მგონია რაიმე დადებითი მოყვეს!

რაც შეეხება იკონომიის აუცილებლობას ამაზე ბევრჯერ დავწერე და კანონისტმაც დაამოწმა, ამიტომ ცოტა მეტი გახსნა გვჭირდება, რომ გავიგოთ რა და რატომ ხდება მსოფლიო ეკლესიაში, ეს კი სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენთან თავსაფრები აიკრძალოს, პირიქით! დაე, იყოს, მაგრამ ნეოს მსგავსად ნურავის განიკითხავთ, და თავსაფარი 2-3 წლის ბავშვს კი არ უნდა მოეთხოვოს, არამედ ქმრის პატრონ ქალს, როგორც ზემოთ დავწერე, თუმცაღა ქალიშვილთაც რომ ეხუროთ, მხოლოდ ტაძარში ღვთისმსახურებისას არაფერი დაშავდება, მაგრამ გარეთ თავსაფრებით ამჟამად მართლაც მხოლოდ მუსულმანები დადიან და არ ირანი გვინდა ახლა ჩვენ?

ციტატა
თანასწორობის ნიშანი ყოფილა თავსაბურავი და ამ თანასწორობაში , ქალიც და კაციც შემოდის ნათლისღებით და ქრისტეს შემოსვით "რამეთუ არა არს დედაკაცებაი გინა მამაკაცებაი, არამედ ყველანი ერთ ქრისტე იესუს მიერ"... ხოლო თანასწორობა ორ სქესს შორის შეიცავს განსხვავებასაც, როგორც გარეგნულად, ვითარცა თვით ღმერთმა განარჩია, ასევე გარეგნული ლოცვის ფორმითაც; რომელიც ვიმეორებ, არანაირად არ არღვევს ერთიანობას ქრისტეში!

დასკვნის სახით კარგია დაბურვა, უკეთესია როცა არ განვიკითხავთ დაუბურავთ, იდეაში დაბურვა, არ დაბურვა იკონომიის საკითხია, მაგრამ არც უიმისობა ეგების!

იხარეთ,

კაიროსი!



--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Oct 17 2007, 12:39 PM
პოსტი #79


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



ციტატა
იგი ხსნის, თუ რატომ


დიახ, რატომ? აი ეს არის მტავარი კითხვა და არა ,,რა დაირღვა"


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Oct 17 2007, 12:47 PM
პოსტი #80


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



neo
ციტატა
დიახ, რატომ? აი ეს არის მტავარი კითხვა და არა ,,რა დაირღვა"


ცდები. ორივე მნიშვნელოვანია

კითხვაზე "რატომ?" იკონომიის პასუხი მუდამ ერთია - ჩვენი ამქვეყნიური ყოფის გამო, მაგრამ მთავარი კითხვა სწორედ ისაა, რა დაირღვა?

სოფელში მამაკაცი რომ არ ცხოვრობდეს, არ შეიძლება იკონომიით დედაკაცს დაასხა ხელი მღვდლად. არანაირი კაცთა სიყვარული არ "შველის" და ამართლებს მას

იკონომიის პრინციპი და აზრი არის ის, რომ სჯულის ზედმიწევნითი დაცვით არ დაიკარგოს მთავარი - ადამიანის სული, რომლისათვისაც დაიწერა სჯული და არა პირიქით, რომელიც არ შექმნილა სჯულის დასაცავად

თუ კანონიკურად შევხედავთ, მაცხოვრის ყოველი ქმედობა, განსაკუთრებით შაბათ დღეს სასწაულების აღსრულება, არის მოწოდება იკონომიისკენ - ჩვენ უნდა გვამოძრავებდეს უფლისა და კაცთა სიყვარული და არა სჯულის აღსრულების სიყვარული. სჯული თავად სიყვარულით აღსრულდება

თუმცაღა, ამავე დროს, არსებობს აკრიბია, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ კაცთა სიყვარულის გამო ჭეშმარიტებას არ უნდა ვუღალატოთ, ჭეშმარიტება არ უნდა დავამახინჯოთ.

იკონომიისა და აკრიბიის სწორი გამოყენება საწინდარია მრავალი ადამიანის ცხონებისა


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V « < 2 3 4 5 6 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd May 2024 - 09:50 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი