სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| მნათე |
Oct 16 2007, 04:39 PM
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
საინტერესო თემად მეჩვენება, ალბათ ცნობილია რომ არაერთი წმიდა მამა საუბრობს, შემდეგზე -"შიში ღვთისა არს დასაბამი სიბრძნისა" ამავდროულად იგივე მამები საუბრობენ, რომ სიყვარული ეს არის სამყაროს შემამტკიცებელი ძალა და რომ მის გარეშე ყველაფერი 'არრარაა'...
მაინტერესებს რას ფიქრობთ თემასთან დაკავშირებით, მე ცოტა არ იყოს უცნაურად მეჩვენება სიყვარულისა და შიშის თანხვედრა.. თუ ღვთის შიში სიბრძნის დასაბამია, გამოდის რომ ის არ ყოფილა თავად სიბრძნე (?) მაშ რა არის მასში ფასეული? (1 იოანე 4, 7-21) საყვარელნო, გვიყვარდეს ერთმანეთი, რადგან ღვთისგან არის სიყვარული. ხოლო ყოველი, ვისაც უყვარს, ღვთისგან არის შობილი და იცნობს ღმერთს. ვისაც არ უყვარს, ის არ იცნობს ღმერთს, რადგან ღმერთი სიყვარულია. ღვთის სიყვარული იმით გამოგვეცხადა, რომ ღმერთმა მოავლინა სოფელში თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ვიცოცხლოთ მისი მეშვეობით. ამაში გამოჩნდა სიყვარული, რომ ჩვენ კი არ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ მან შეგვიყვარა და მოავლინა თავისი ძე ჩვენი ცოდვების გამომსყიდველ მსხვერპლად. საყვარელნო, თუკი ასე შეგვიყვარა ღმერთმა, ჩვენც გვმარეთებს ერთმანეთის სიყვარული. ღმერთი არასოდეს არავის უხილავს, თუ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს, ღმერთი ჩვენში რჩება და მისი სიყვარული ჩვენში სრულყოფილია. ჩვენ რომ მასში ვრჩებით და ის ჩვენში, იმით ვგებულობთ, რომ მან თავისი სულისგან მოგვცა. ჩვენც ვიხილეთ დავამოწმებთ, რომ მამამ მოავლინა ძე სოფლის მაცხოვრად. ვინც აღიარებს, რომ იესო არის ძე ღვთისა, ღმერთი მასში რჩება, ის კი - ღმერთში. ჩვენ ვცანით და ვიწამეთ სიყვარული, რომლიც ჩვენდამი აქვს ღმერთს. ღმერთი არის სიყვარული და, ვინც სიყვარულში რჩება, ღმერთში რჩება, და მასში რჩება ღმერთი. ამიტომ გახდა სრულყოფილი ჩვენ შორის სიყვარული, რომ სითამამე გვქონდეს განკითხვის დღეს, რადგან როგორც ის არის, ჩვენც ისეთები ვართ ამ სოფელში. შიში არ არის სიყვარულში, არამედ სრულყოფილი სიყვარული გარეთ სდევნის შიშს, რადგან შიშს სასჯელთან აქვს საქმე, ხოლო შეშინებული არ არის სიყვარულში სრულყოფილი. ჩვენ იმიტომ გვიყვარს, რომ პირველად მან შეგვიყვარა ჩვენ. თუ ვინმე ამბობს, ღმერთი მიყვარსო თავისი ძმა კი სძულს, რომელსაც ხედავს, არ ეყვარება ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავს. და ასეთი მცნება გვაქვს მისგან, რომ ღვთის მოყვარულს თავისი ძმაც უნდა უყვარდეს. -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მნათე შიში და სიყვარული ღვთისა Oct 16 2007, 04:39 PM
marine "მაშ მოდით, გვეში... Jul 9 2024, 10:09 AM
marine "დაე, შიში ღმრთის... Aug 6 2024, 03:23 PM
marine "მაგრამ საიდან იშ... Aug 8 2024, 12:05 PM
marine "სადაც შიშია, იქ შ... Aug 9 2024, 02:35 PM
marine "რისი გაკეთება შე... Oct 27 2024, 09:03 PM
marine "მომეცი შენი შიში... Nov 18 2024, 09:37 PM
marine "შენ კი, იკითხე სა... Nov 28 2024, 07:00 PM
marine "ქრისტე გვასწავლ... Dec 2 2024, 01:28 PM
marine "ძველ აღთქმაში მკ... Dec 10 2024, 06:42 PM
marine "ღმრთის შიში ნიშნ... Dec 30 2024, 05:00 PM
marine "მამებმა თქვეს, რ... Feb 18 2025, 03:41 PM
marine "ღვთის შიში გვაიძ... Feb 25 2025, 03:40 PM
marine "უეჭველად იქ არის... Mar 2 2025, 02:10 PM
marine "სიყვარულის საქმ... Mar 7 2025, 04:41 PM
marine "მაშ, მოვკვეთოთ, ძ... Mar 7 2025, 07:11 PM
marine "ღვთის შიშს და ღვ... Mar 21 2025, 03:14 PM
marine "შეეცადე გახსოვდ... Mar 25 2025, 06:32 PM
marine "აბბა ევპრენის ძმ... Mar 26 2025, 01:08 PM
marine "როგორია ღვთისმო... May 11 2025, 06:53 PM
marine "რა თვისებებს ავლ... May 13 2025, 06:24 PM
marine "ზეციურ ფრინველე... May 13 2025, 06:35 PM
marine "უმწიკვლო უბრალო... Jun 18 2025, 12:04 PM
marine "ბერი ფილოთეოსი ა... Jun 21 2025, 08:30 PM
marine "მას [არქიმანდრიტ... Jul 5 2025, 08:22 PM
marine "მას [არქიმანდრიტ... Jul 7 2025, 05:14 PM
marine "შიში ფეხდაფეხ და... Jul 27 2025, 03:20 PM
marine "როცა ადამიანი და... Aug 14 2025, 09:52 PM
marine "ნეტარია ადამიან... Sep 29 2025, 09:12 PM
marine "ვინც ღვთის შიში ... Oct 2 2025, 07:31 PM
marine "ვისაც ღვთისა არ ... Oct 4 2025, 07:49 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st February 2026 - 01:05 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი