IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

230 გვერდი V « < 69 70 71 72 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Oct 5 2016, 02:01 PM
პოსტი #1389


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,800
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"1932 წლის 14 სექტემბერს, საღამოს 9 საათზე, ჯვართამაღლების ღამისთევის ლოცვისას, ათონზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ამ დროს ქორედზე ვიდექი წინამძღვრის სააღმსარებლოს ახლოს. თვითონ წინაძღვარი ჩემს გვერდით იდგა. სააღმსარებლოში ჭერიდან აგური ჩამოვარდა და ბათქაში ჩამოირღვა. თავიდან ცოტათი შემეშინდა, მაგრამ მალე დავმშვიდდი და ვუთხარი წინამძღვარს: "მოწყალე უფალს უნდა, რომ ჩვენ ვინანიებდეთ".

ვუყურებდი ქვემოთ ტაძარში მყოფ ბერებს და ქორედზე მდგართაც. ცოტას თუ შეეშინდა, მხოლოდ ექვსი კაცი გავიდა ეკლესიიდან და ღამისთევის ლოცვაც თავისი რიგით წავიდა. ვფიქრობდი: სულიწმინდის რამხელა მადლი ძევს ამ მონაზვნებზე, რომ ასეთი ძლიერი მიწისძვრისას, როცა მონასტრის ვეებერთელა კორპუსი ირყეოდა, ირხეოდა ქორკანდელები, ლამპრები, სასანთლეები, სამრეკლოზე ზარები დაირეკა, თვით დედოზარმაც კი ხმა გამოსცა, მშვიდად იდგნენ. ვფიქრობდი: "უფლის შემცნობ სულს არაფრის ეშინია, ცოდვის გარდა. მოწყალე უფალი ამით (მიწისძვრით) შეგვაგონებს: "შვილებო, შეინანეთ და სიყვარულით იცხოვრეთ, იყავით მორჩილნი და თავშეკავებულნი, ისწავლეთ ჩემგან მორჩილება და სიმდაბლე და თქვენს სულებს სიმშვიდე მოუპოვეთ".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 6 2016, 10:43 AM
პოსტი #1390


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,800
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მონასტრის მეტოქიონში ასეთი რამ შემემთხვა: ძღომამდე ვჭამე, ორი საათის მერე კვლავ იმდენივე ვჭამე. ავიწონე. სამ დღეში ოთხი კილოგრამი მომემატებინა. მივხვდი, ეს განსაცდელი იყო. ბერებმა სხეული უნდა ჩამოვახმოთ, რომ მასში რაიმე მოძრაობა არ იყოს, რომელიც ლოცვაში ხელს გვიშლის. მაძღარი სხეული წმინდად ლოცვაში ხელს გვიშლის, სული ღვთისა არ მოდის გამაძღარ კაცზე. უნდა ვიცოდეთ ასევე საზომი მარხვისა, რომ უდროოდ არ დავსუსტდეთ, რადგან სხეულს არ შეუძლია მორჩილების ტვირთვა. ვიცნობდი ერთ მორჩილს, რომელმაც თავი მარხვით ჩამოიჭკნო და ისე დასუსტდა, რომ უდროოდ მოკვდა".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 8 2016, 07:12 PM
პოსტი #1391


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,800
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთმა ძმამ ბერად აღკვეცა გადაწყვიტა, მთელი თავისი ქონება ღარიბებს დაურიგა, ცოტაოდენი ფული თავისთვისაც დაიტოვა და მამა ანტონისთან მივიდა. მან კი უთხრა: "თუ ბერობა გინდა, წადი სოფელში, ხორცი იყიდე, შიშველ სხეულზე შემოიწყვე და ისე მოდი".

როდესაც ძმა ასე მოიქცა, ძაღლები და ფრინველები თავს დაესხნენ. დაბრუნებულს ბერმა ჰკითხა: "შეასრულე თუ არა ჩემი რჩევა?" ძმამ მას თავისი სხეული აჩვენა. წმინდა ანტონიმ უთხრა: "ასე ესხმიან თავს დემონები იმ ბერებს, რომელთაც უნდათ რომ ფული ჰქონდეთ".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 8 2016, 07:55 PM
პოსტი #1392


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,800
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მონაზვნის მთელი შრომა არაფრად ღირს ღვთის ხსოვნის გარეშე".

/წმ. თეოფანე დაყუდებული/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 9 2016, 06:18 PM
პოსტი #1393


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,800
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მდუმარება მაინც მონასტრის პრეროგატივაა, ხოლო ერში ალბათ უნდა ვეცადოთ, ნაკლებ მოლაპარაკენი ვიყოთ".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 9 2016, 06:50 PM
პოსტი #1394


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,800
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჯერ კიდევ მეფის კარზე ყოფნისას აბბა არსენი ასე ლოცულობდა: "უფალო! მასწავლე, როგორ ვცხონდე".

ამბობენ, რომ მეფის კარზე მასზე მდიდრული სამოსი არავის ეცვა, ბერობაში კი არავის ჰქონდა მასზე უარესი სამოსი".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 9 2016, 10:46 PM
პოსტი #1395


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,800
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დუმილში ყალიბდება ჭეშმარიტი ბერი, როგორც "სულიწმინდის ნაყოფი".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 9 2016, 11:07 PM
პოსტი #1396


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,800
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სწორი მონაზონი ყოველ დღეს იწყებს ახლიდან, ნულიდანო".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 10 2016, 10:22 AM
პოსტი #1397


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,800
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ის [არქიმანდრიტი ფილარეტი (კუდინოვი)] უფრო დაფარულ ღვაწლშია, ისე როგორც ყველა ჭეშმარიტი მონაზონი".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 10 2016, 01:06 PM
პოსტი #1398


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,800
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ყველა ბერმა, სადაც მოძღვარი აკურთხებს, იქ უნდა გაშალოს თავისი სამოღვაწეო ასპარეზი, თუ უნდა, რომ მისი ცხოვრება მშვიდობიანი და უდრტვინველი იყოს".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 10 2016, 02:31 PM
პოსტი #1399


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,800
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- როგორ გრძნობენ ათონზე თავს ქართველი ბერები?

- საერთოდ, მონაზვნის ცხოვრება არ შემოისაზღვრება გეოგრაფიული საზღვრებით. თუ მან არჩევანი უკვე გააკეთა, ის იქ იგრძნობს თავს ბედნიერად, სადაც გაამწესეს. როგორც ზემოთ მოგახსენებდით, რაც დრო გადის, სწორი მონაზონი რაც უფრო უგებს გემოს მონაზვურ ცხოვრებას, მით უფრო ვერ ძღება ამით. მე შევხვედრივარ და პირადად ვიცნობ ბევრ ასეთ მონაზონს, რომლებიც ძალიან ბედნიერები არიან და სხვათა შორის, წარმატებულებიც. ყოველ შემთხვევაში, იქაური წინამძღვარი კმაყოფილია მათი ღვაწლით. მე მიხარია, რომ ისინი ათონზე ყოფნით და სწორი მოღვაწეობით ასახელებენ ჩვენს ქვეყანას".

/მამა სერაპიონი (მახათაძე)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 10 2016, 02:43 PM
პოსტი #1400


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,800
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დაფასება მონაზვნურ ცხოვრებაში სულიერი გამოცდილებით ხდება და არა იერარქიით".

/მამა სერაპიონი (მახათაძე)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 11 2016, 10:55 AM
პოსტი #1401


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,800
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მამა პაისის ერთ ძმას ერისკაცული ჩვევები ჰქონდა".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 11 2016, 11:16 AM
პოსტი #1402


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,800
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერში თუ საქმით შევცოდავდი, მონასტერში ფიქრიც დიდი ცოდვაა. მონასტერში რთულია ცხოვრება, სამაგიეროდ, უფალია ტკბილი".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 12 2016, 09:53 PM
პოსტი #1403


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,800
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმშვიდე მონაზვნისათვის: "ბერებს განმართლება არ აქვთ, თუ ისინი მშვიდნი არ არიან, ვინაიდან არავისზე პასუხს არ აგებენ. ყურადღებიანნი უნდა იყვნენ მხოლოდ საკუთარი თავის მიმართ. თუ მათი შინაგანი კაცი მოწესრიგებულია, მაშინ სიმშვიდეც აქვთ და ყველა ფიცხ სიტყვას თვინიერად დაითმენენ".

/წმ. პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 12 2016, 10:08 PM
პოსტი #1404


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,800
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთხელ უწმინდეს ეფრემს [სიდამონიძე] განუზრახავს, რაიმე ფარული ტვირთი აეღო, რომელიც ტანჯვას განაცდევინებდა. "ბერის პარამანს ზონრების მაგიერ ჯაჭვები გავუკეთე და კარგა ხანს ვატარე. ერთ დღეს ჩემი და თამარი მოვიდა საპატრიარქოში, ჩემი სამოსი რომ გაერეცხა. მე არც კი შემიმჩნევია, რომ ოფლისგან თეთრ პერანგზე ჟანგი გადასულიყო. შეწუხებულმა მკითხა: "ეს რა არისო". იმ დღიდან მოვიხსენი ჯაჭვები და აღარც გამიკეთებია, რადგან რასაც დაფარულად იქმნ შენი სულისთვის, იმის გამო დარდი სხვას არ უნდა შეამთხვიო".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 19 2016, 08:18 PM
პოსტი #1405


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,800
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მონაზვნობისკენ მიდრეკილება თავიდანვე დევს ადამიანში, უბრალოდ, თავად უნდა გაამრავლო და განავრცო ეს ტალანტი".

/სქემმონაზონი მარიამი (სხირტლაძე)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 20 2016, 10:31 PM
პოსტი #1406


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,800
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"იგი [აბბა ანტონი] ამასაც ამბობდა: "მონაზონმა ბერებს ისიც კი უნდა უთხრას, სენაკში რამდენ წვეთ წყალს სვამს, რომ როგორმე ამაშიც არ შესცოდოს".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 21 2016, 11:19 AM
პოსტი #1407


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,800
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთმა კაცმა აბბა არსენის უთხრა: "ზრახვები შთამაგონებენ, რომ არც მარხვა შემიძლია, არც შრომა და ჯობს, წავიდე, ავადმყოფები მაინც მოვინახულო, ესეც ხომ სათნოებაა". აბბამ იცოდა ეშმაკის ხრიკები, ამიტომ უთხრა: "წადი, ჭამე, სვი, იძინე, ნუ იმუშავებ, ოღონდ სენაკიდან არ გამოხვიდე", რადგან იცოდა, რომ სენაკში ყოფნა ბერის ცხოვრებას აწესრიგებდა".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 24 2016, 07:56 PM
პოსტი #1408


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,800
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მამა იოსებ ვათოპედელი ჰყვება: ათონზე, წმინდა ხარლამპეს სახელობის კალივაში ერთი ღვთისმოშიში ბერი, მამა გაბრიელი ცხოვრობდა. ერთმა ავაზაკმა იფიქრა, რომ ბერს ფული ექნებოდა. თითქმის ერთი კვირა ელოდებოდა, როდის გამოვიდოდა ბერი თავისი სენაკიდან, რათა თავს დასხმოდა.

როგორც შემდეგ თვითონვე ჰყვებოდა, შვიდი დღე უცადა, მაგრამ კალივიდან არავინ გამოსულა, არც დღისით, არც ღამით. იქნებ კელიაში არავინ არისო - მივიდა და კარზე დაუკაკუნა. კარი მამა გაბრიელმა გაუღო, შიგნით შეიპატიჟა - რაზე გარჯილხარ, შვილოო. ყაჩაღმა შეხედა ბერს და ჰკითხა, - მამაო, კალივაში იყავი ეს ხანი თუ სადმე ბრძანდებოდიო. ბერმა თავისი უბრალოებით მიუგო, - არ მჩვევია კალივის დატოვებაო. "ნუთუ საერთოდ არ გადიხართ კალივიდან?" - განცვიფრდა ყაჩაღი. სამწუხაროდ, რადგან ფეხისალაგი გარეთ მაქვს, ხშირად ზამთარშიც კი იძულებული ვარ, გამოვიდე ამ ჩემი ბერული სხეულის გამოო, - უპასუხა ბერმა.

ეს ფეხისალაგი იქ იდგა, სადაც ყაჩაღი იყო ჩასაფრებული, მაგრამ იქ მისული ბერი მას არ უნახავს. ამ ამბავმა ისე გააკვირვა და გული ისე მოულბო ყაჩაღს, აცრემლებულმა მოხუცს მოუყვა თავისი განაზრახი და შენდობა სთხოვა. მას მერე ნაყაჩაღარი წმინდა ბერს აღარ გაშორებია, აღიკვეცა ბერად და მამა გაბრიელის მორჩილებაში, სინანულსა და მოსაგრეობაში დაასრულა სიცოცხლე".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

230 გვერდი V « < 69 70 71 72 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th June 2025 - 03:40 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი