IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

230 გვერდი V « < 78 79 80 81 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Apr 17 2017, 11:27 AM
პოსტი #1569


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთი ბერი არავის ელაპარაკებოდა, რადგან მხოლოდ ქრისტესთან სურდა საუბარი. საკმარისი იყო თვალი შეგევლოთ, რომ გაუკეთესებულიყავი."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 17 2017, 11:37 AM
პოსტი #1570


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"არსენს [ღირსი პაისი ათონელს] ძალიან უყვარდა ნათესავები. ეშმაკიც თავიდან მათზე მოგონებებით აწამებდა მორჩილს, ძილში ხან ავადმყოფებს აჩვენებდა, ხანაც გარდაცვლილებს, ამით ცდილობდა მის შეშინებას. მაგრამ არსენი მშვიდად ეუბნებოდა: "მოდი, როცა ღმერთი მავიწყდება, შენ მეხმარები, გავიხსენო და ვილოცოო".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 17 2017, 04:35 PM
პოსტი #1571


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მისი ამგვარი სულიერი სიფხიზლე ფრიად გადამდები გახლდათ, - ვინც კი მის სიტყვას გაიგონებდა, ან, უბრალოდ, იხილავდა, გული სინანულით ემუსრებოდა, ხშირად კი - შემონაზვნების სურვილი უჩნდებოდათ".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 17 2017, 09:37 PM
პოსტი #1572


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბერს [ღირსი არსენი დიდი] ერთი ერისკაცული ჩვევა შემორჩენოდა - როცა ჩამოჯდებოდა, ზოგჯერ ფეხს ფეხზე გადაიდებდა, რასაც ზოგიერთი ბერისთვის შეუფერებელ ქცევად თვლიდა. რადგან ყველა პატივს სცემდა, შენიშვნის მიცემას ვერავინ უბედავდა.

ერთხელ წმინდა პიმენი დიდმა ძმები დაარიგა: ამბა არსენის გვერდით ისე ჩამოვჯდები, როგორც მან იცის ხოლმე. თქვენ შენიშვნა მომეცით, მე შენდობას ვითხოვ და ღირს მამასაც შევუსწორებთ საქციელსო. ასეც მოიქცნენ. მიხვდა წმინდა არსენი ქარაგმას და ერისკაცობიდან გამოყოლილი ჩვევა მოიშორა".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 17 2017, 09:48 PM
პოსტი #1573


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მონაზვნობის საქმეს, როგორც რაიმე დიდ ხელოვნებას, ისე დაეუფლა"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 18 2017, 11:06 AM
პოსტი #1574


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბერს სულიერი გამოცდილება უნდა ჰქონდეს. თუ არა აქვს - საკუთარ თავსა და სხვებზე უნდა ატარებდეს ექსპერიმენტებს. წმინდა მამები საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით თავიანთ თავზე სხვადასხვა სამკურნალო საშუალებებს ცდიდნენ და მემკვიდრეობად მთელი სულიერი აფთიაქი დაგვიტოვეს".

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 19 2017, 09:38 AM
პოსტი #1575


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ესთიგმენუში იყო ერთი დურგალი ბერი, რომელიც სულიერი საბჭოს წევრიც გახლდათ. ესთიგმენუში დურგალი ძალზე სჭირდებოდათ, ამიტომ მას ბევრის უფლებას აძლევდნენ, რამაც ძალიან გააამაყა, მიბარებული მოწაფეები ერთ კვირაზე მეტს ვერ უძლებდნენ, ამბერკი [ღირსი პაისი ათონელი] კი ორწელნახევარს მორჩილებდა. რა ენამ გამოთქვას, რაც მან დაითმინა. ის ბერი ცუდად ხედავდა და ხშირად შეკვეთას დაგრეხილს აკეთებდა და ამბერკსაც ასე ამუშავებდა. "ვერ ისწავლე, რომ მხოლოდ "შემინდე" და "მაკურთხე" უნდა თქვა?" - ეუბნებოდა მორჩილს, როცა ის შეცდომაზე მიუთითებდა. ამბერკი დადუმდა, არც მაშინ იმართლებდა თავს, როცა შემკვეთები ნამუშევრის უხარისხობას შესჩიოდნენ. ამბერკის ხველებისას სისხლი ამოჰქონდა, მაგრამ მის მოძღვარს ამის დანახვა არ უნდოდა. ამბერკი ფიქრობდა, ეს ყველაფერი მისი რომელიმე ძველი ერისკაცული ცოდვის გამო დაუშვა ღმერთმა. "ღვთის ნებით, კარგი დურგალი ვიყავი, მე უფრო მეტანებოდნენ და ჩემდა უნებურად სხვა დურგლებს ვართმევდი სამუშაოს. ამ ძმისგან ისეთი უდიდესი სიკეთე მივიღე, რომ სახიერმა ღმერთმა არც ის დაუტევა - მან მხედველობა დაკარგა, ყველას წინაშე დამდაბლდა და გადარჩა. მის გამო სისხლს ვაქცევდი, მაგრამ მან მე კაცი გამხადა", - ამბობდა."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 19 2017, 09:56 AM
პოსტი #1576


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საერთო შთაბეჭდილება, ამ ადამიანებმა [ბერებმა] რომ მოახდინეს, ის იყო, რომ ისინი ყველანი ჯანმრთელები იყვნენ. ჯანმრთელები - სულიერად, ფსიქიკურად და ფსიქოლოგიურად ღვთის მადლის წყალობით მათ არავითარი ნაკლი არ ჰქონდათ, არ ახასიათებდათ უკიდურესობა".

/მიტროპოლიტი ათანასე ლიმესოელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 20 2017, 11:46 AM
პოსტი #1577


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მრავალი სიკეთე მიიღო ამბერკიმ [ღირსი პაისი ათონელი] ესთიგმენუს მონასტერში. მაგრამ მას განმარტოებით ცხოვრება სურდა, ამიტომ კურთხევა აიღო და ესთიგმენუ დატოვა. ცხოვრების შემდგომი ეტაპის დაწყების წინ ივერიის ღვთისმშობელს შეუვრდა და ხატს ეამბორა. ამ დროს ხატის მკაცრი სახე შეიცვალა, ნაზი და ტკბილი გახდა. ამით მიხვდა, რომ მისი განმარტოებით გასვლა ეთანხმებოდა ღვთის ნებას."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 20 2017, 12:10 PM
პოსტი #1578


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ფილოთეოსის მონასტერში ამბერკი [ღირსი პაისი ათონელი] თანდათანობით დასნეულდა და მოძღვრებმა სამკურნალოდ კონიცაში გაგზავნეს. კონიცაში ის წმინდა ბარბარეს საყდართან დასახლდა, მშობლების სახლში მისვლაც არ უფიქრია, ვინმე ერისკაცის ბინაზე გაჩერდა. მთაწმინდაზე მიმავალს ურანოპოლისში ერთმა გოგონამ დალოცვა სთხოვა. მონაზვნობა სურდა, ოჯახში ეწინააღმდეგებოდნენ, ამიტომაც შინიდან ისე გამოიპარა, ფულიც კი არ წამოიღო. ამბერკმა დაფნამდე სამყოფი ფული დაიტოვა, დანარჩენი გოგონას აჩუქა, მისცა მაღვიძარა საათიც. როგორც კი დაფნაში მივიდა, მოესმა, როგორ ეძახდა მას ფილოთეველი ბერი: "მამაო, ეს ჯორები ჩვენი მონასტრისაა. შენი ნივთები დააწყვე. ჰყავ მორჩილება და შენც ზედ შეჯექი". ასე რომ, მონასტრამდე ისე მივიდა, არც დაღლილა. იმავე საღამოს ერთმა ბერმა მაღვიძარა საათი აჩუქა, - მე სხვაც მაქვს და არ მჭირდებაო. "მაშინ ლამის მართლაც მტვრად ვიქეცი, გული შემემუსრა, დავინახე, რომ ჩემნაირ ცოდვილზეც ზრუნავდა ღმერთი", - თქვა პაისიმ.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 20 2017, 06:31 PM
პოსტი #1579


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



დედა ზოსიმა ამბობდა: "მონაზონთან ბერის ურთიერთობისას შეუძლებელია ვნებას (მისით გატაცებას) გაექცე. განსაკუთრებით ნათლად ხედავს ამას ის, ვინც უდაბნოში ცხოვრობს: მცირე ხნის საუბარი ანდა ვნებიანი შეხედვაც კი მათ შეიძლება ღრმა ჭრილობად ექცეთ, რომლითაც ისინი თავიანთ კელიაში ბრუნდებიან. მონაზვნები ზოგჯერ წლობით ებრძვიან ვნებიან მოგონებებს".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 20 2017, 06:43 PM
პოსტი #1580


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბერად შედგომის გაუნელებელი სურვილი"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 21 2017, 10:06 AM
პოსტი #1581


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მამა ამბერკი ფილოთეოსის მონასტერში 1956 წელს მივიდა. ერთი წლის შემდეგ დიდი სქემა შემოსეს და პაისი უწოდეს. იმ დროს ათონზე ბევრი ღირსეული მამა ცხოვრობდა, რომელთაც მამა პაისიმ წიგნი მიუძღვნა. მათგან ბევრ რამეს სწავლობდა ახალგაზრდა ბერი. მაგრამ მისი ყველაზე დიდი მანუგეშებელი მაინც უფლის დედა იყო.

ერთხელ, მიძინების მარხვისას, მოძღვარმა რაღაც დაავალა. მარხვისა და ღამისთევის ლოცვებისგან პაისი ძალაგამოცლილი იყო. საღმრთო ლიტურგიის შემდეგ არ ჭამდა და მშიერი ივერონამდე მივიდა. კატერმა დაიგვიანა. ბერს ძალა გამოელია, იფიქრა, მოდი, სკვნილზე ღვთისმშობლისადმი ვილოცებ, რომ საჭმელი მომცესო და უმალ საკუთარი თავი განიკითხა: "უსინდისო ვარ, ღვთის დედა ასეთი უბრალო რამის გამო როგორ უნდა შეაწუხოო".

სკვნილი არ ჩაემარცვლა, რომ ერთი ბერი მოვიდა, პარკი გადასცა და უთხრა: "ძმაო, აიღე ეს ღვთისმშობლის გულისთვისო". პაისიმ პარკში ჩაიხედა - შიგ პური, რამდენიმე ლეღვი და ყურძნის მტევნები ელაგა. პაისიმ თავი ძლივს შეიკავა, რომ არ ატირებულიყო."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 21 2017, 10:25 AM
პოსტი #1582


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



დედა ზოსიმამ თქვა: "სულის სიწმინდის დამმარხველი მონაზონი ყოველთვის ბავშვივით მხიარულია, ხოლო არაწმინდა ფიქრებითა და სიტყვებით საკუთარი სულის შემბილწველი შფოთიანია, შეშინებული და სასოწარკვეთილი".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 21 2017, 10:39 AM
პოსტი #1583


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



სამთავროს დედათა მონასტრის იღუმენიამ, დედა ზოილემ ბრძანა: "მონაზვნად ახალგაზრდობაშივე აღვიკვეცე, მამაკაცის ხელი არასოდეს შემხებია, მაგრამ შევთხოვ ღმერთს, შემიწყალოს იმ მემრუშე დედაკაცივით, რომელმაც უფლის ფერხთ ცრემლებშერეული მირონი სცხო".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 21 2017, 05:33 PM
პოსტი #1584


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



დედა ზოილეს ჰკითხეს: - ლოცვაში ხელს ხომ არ გიშლიან ერისკაცები, მონასტერში შენთან სასაუბროდ რომ მოდიანო. მან უპასუხა: "ლოცვაში დიდად დამაბრკოლებს, თუ კაცს არ მივიღებ და ჩემგან უნუგეშოდ წავაო".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 21 2017, 05:48 PM
პოსტი #1585


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ადრე მონაზვნები ერთმანეთს სახეში არ უცქერდნენ, ხმას არ იმაღლებდნენ. მცირე საუბარსაც კი "შემინდეო" - სიტყვით ამთავრებდნენ, რადგან გრძნობდნენ თავიანთ ცოდვილობას და ეშინოდათ, გაუფრთხილებლად ნათქვამი სიტყვით ანდა ხმის ტონით შეურაცხყოფა და ტკივილი არ მიეყენებინათ ადამიანისთვის. ახლა კი მონაზვნებს ჩვეულებად ექცათ სიტყვა "შემინდეს" თქმა, არც კი ესმით აზრი ამ სიტყვისა და ზოგჯერ გაბოროტებულნიც კი ამბობენ, თითქოს ამით იტყვიან: "თავი დამანებე, რა შენი საქმეა". ადრე, როცა "შემინდეს" ამბობდნენ, ახსოვდათ, რომ ყოველი კაცი ხატებაა ღვთისა და რასაც ადამიანს გავუკეთებთ, ამას ქრისტესთვის ვაკეთებთ - თუ შეურაცხვყოფთ ადამიანს, ამით ქრისტეს შეურაცხვყოფთ, ახლა კი სიტყვა "შემინდეს" თქმა მხოლოდ ჩვეულებად ექცევათ და მას თუთიყუშივით იმეორებენ, თვითონაც არ იციან, რატომ."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 23 2017, 02:00 PM
პოსტი #1586


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"რამდენიმე დღე გამიჭირდა მონასტერში ყოფნა, მაგრამ უფლის, მეუფისა და დედა სოსანას დახმარებით, დავძლიე ყოველივე. დედა სოსანა რომ არ ყოფილიყო, ალბათ იქიდან გამოვიქცეოდი. მას შემდეგ მონასტრიდან წამოსვლის სურვილი აღარასოდეს გამჩენია."

/მამა ისააკი (ფირცხალავა)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 23 2017, 02:21 PM
პოსტი #1587


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



" მიწაზე მორონინე ბერი გლახაკია და იმავე დროს მეფეა თავის სამფლობელოში. მისი კვერთხი ლოცვაა, მისი გვირგვინი - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველი, მისი ტახტი კი - ღვთის ნებისადმი მორჩილება."

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 25 2017, 02:29 PM
პოსტი #1588


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთხელ ალექსანდრიის ეპისკოპოსი თეოფილე ნიტრიის მთას ეწვია და ყველაზე გამოცდილ ბერს ჰკითხა: საუკეთესო რა პოვე სულიერ ცხოვრებაშიო. მან უპასუხა: ყველაფერში თავს ვიდანაშაულებდიო. ეპისკოპოსმა მიუგო: "ეს არა მარტო საუკეთესო, არამედ ერთადერთი გზაა გადარჩენისა".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

230 გვერდი V « < 78 79 80 81 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th June 2025 - 02:47 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი