IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

230 გვერდი V « < 80 81 82 83 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი May 9 2017, 12:22 PM
პოსტი #1609


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,813
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დიდებულთა ოჯახის შვილმა მონაზვნობა ისურვა. დიდად მოღვაწე იყო და ამით ეშმაკი სულმთლად გადაირია."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 9 2017, 11:28 PM
პოსტი #1610


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,813
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"...არადა მონასტერი ენატრებოდა, მონაზვნად კურთხევა სურდა..."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 10 2017, 11:11 AM
პოსტი #1611


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,813
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თუ ღმერთს უნდა, თქვენ რაიმე საუფროსო ადგილს დაიკავებთ მონასტერში, - არიგებდა ღირს მამა ნიკონს სულიერი მამა, წმინდა ბარსანოფი ოპტელი, - მაგრამ იცოდეთ, ეს მძიმე ჯვარია. წმინდა მამები ამბობდნენ: ორი ჯვარია ყველაზე მძიმე: პირველი ჯვარი მეფისაა, მეორე კი მონასტრის წინამძღვრისო. თანაც ნახეთ, ეს ნათქვამი იყო იმ ძველ ნეტარ დროს, დღეს სათქმელიც არაფერია".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 15 2017, 12:34 PM
პოსტი #1612


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,813
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გერმანე ტფილელი, რომელიც ადრე გარეჯის წინამძღვარი იყო, სიყრმიდანვე მონასტერში გაიზარდა. ისე პატარა მოიყვანეს მონასტერში, რომ შემდგომში, როცა მოწყალების შესაგროვებლად წასულმა მამებმა თან გაიყოლეს, ერთ სოფელში დედაკაცთა მხილველმა თქვა: "ესენი ვინ არიანო", რადგან "არ იცოდა სახე დედათა".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 15 2017, 10:16 PM
პოსტი #1613


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,813
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მონაზონი ქალები უძლურები არიან, მათ უფლის სიყვარულისთვის წუთისოფელზე უარი თქვეს".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 16 2017, 05:56 PM
პოსტი #1614


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,813
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როდესაც უდაბნოს ფურირემი სოფლის მინდორში გამოჩნდება, ყველა მირბის მის სანახავად; ასევე, როდესაც მონაზონი ქალი მონასტრიდან გამოდის, განსაკუთრებით, თუ ის ახალგაზრდაა, ეშმაკი, დიდსა თუ პატარას, მისკენ აგზავნის".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 16 2017, 06:25 PM
პოსტი #1615


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,813
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ყოვლადუბრალო და მოსაგრეობაში დაბერებული კაცი"

"თავად მონაზვნობის ცოცხალი მაგალითი გახლდათ"

"ეს იოანე ნათლისმცემელია, მონაზონთა მოძღვარი და მასწავლებელი. მასთან ერთობაში ყოფნის მსურველებმა მის ცხოვრებასა და სათნოებებს უნდა მიბაძონ".

"როდესაც ერისკაცები მშვენიერ მონაზონ დედებს ხედავენ, დაჟინებით უმზერენ მათ და ზიანდებიან; მონაზონი დედების სულებიც ხშირად გაუფრთხილებელი მზერით, თუნდაც, საქმით არ შესცოდონ, უკურნებელი სენით ავადდებიან".

"ბერი უნდა იყოს, ვითარცა თვალი, მსგავსი ქერუბიმებისა და სერაფიმებისა"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 17 2017, 07:23 PM
პოსტი #1616


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,813
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთხელ უდაბნოში დიდი ათონელი მამის, იოსებ ისიქასტის სულიერი ძმის, მისი თანამოღვაწე მამა არსენის სენაკთან გზააბნეული მგზავრი აღმოჩნდა. დაინახა უდაბნოს ცხოვრების სიმწირე, შეიგრძნო ასკეტური ცხოვრების სიღრმე და სიმძიმე და მამა არსენის უარი უთხრა მასთან დარჩენაზე: ,,არა, მამაო, მე წავალ აქედან. როგორ შეგიძლია, რომ წლების განმავლობაში იცხოვრო აქ, ამ სალ კლდეებში! აქ რომც დამაბა, მაინც გავგლეჯ თოკებს და გავიქცევი". "სად ცხოვრობ?" - ჰკითხა ბერმა. ,,ერთ-ერთ ქალაქში", - მიუგო მგზავრმა. "მე კი, - უთხრა მამა არსენმა, - ქალაქში რომ დამაბან, იქ გავწვეტ ამ თოკებს და აქეთკენ გამოვიქცევი". ანუ არიან ადამიანები, რომლებიც იმდენად ისწრაფვიან უფლისკენ, რომ ყოველგვარ პირობებს უძლებენ და ჯილდოდ დიდ ნეტარებასა და ნუგეშს იღებენ ღვთისგან."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 18 2017, 10:57 AM
პოსტი #1617


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,813
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ვინმე პატრიციას, სახელად ვენანცეს, სამნიის ოლქში მამული ჰქონდა. ამ მამულში ერთ-ერთ მოსახლეს ვაჟი ჰყავდა, სახელად ჰონორეტი. სიყრმიდანვე დათმენის სიყვარულმა აღძრა მასში ზეციური სამშობლოს სიყვარული. დიდხანს ცხოვრობდა ამგვარად. თავს იკავებდა ყოველგვარი უქმი სიტყვისგან, დათრგუნავდა ხორცს სურვილთა დათმენით.
ერთხელ მისმა მშობლებმა სუფრა გაუშალეს მეზობლებს. სუფრაზე, სხვა საჭმელებთან ერთად, ხორციც იდო, მაგრამ დათმენის მოყვარე ჰონორეტს ხორცის არათუ ჭამა, ხელის შეხებაც კი არ უნდოდა. მშობლები გაეხუმრნენ, - რაო, ხომ არ ფიქრობ, რომ მთებში წავალთ შენთვის თევზის დასაჭერადო. ამ მხარეში თევზის მხოლოდ სახელი თუ გაეგონათ.
როცა ჰონორეტს დასცინოდნენ, სუფრაზე წყალი შემოაკლდათ. მსახური მაშინვე წყლის მოსატანად წავიდა და როცა ტაგანის ავსება დაიწყო, შიგ თევზი ჩავარდა. მოსამსახურემ წყალი გადმოასხა ყველას თვალწინ და ის თევზიც ანახა, რომელიც იმდენად დიდი იყო, რომ ჰონორეტს საჭმელად მთელ დღეს ეყო. ყველა გაოცდა, მშობლებმაც დაცინვას თავი დაანებეს. ახლა უკვე პატივისცემით შეხედეს ყრმის თავშეკავებას.
თევზის ამბავმა ღვთის კაცის სათნოებები გესლიანი დაცინვისგან დაიხსნა. როგორც კი წარემატა ჰონორეტი ღვთივსათნო ცხოვრებაში, ბატონმა გაათავისუფლა. ის ფუნდაში დასახლდა და მონასტერი დააარსა... აქ ის ორასამდე განდეგილს ხელმძღვანელობდა. მისი ამაღლებული სულიერი ცხოვრება სხვებისთვის სამაგალითო გახდა."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 18 2017, 09:00 PM
პოსტი #1618


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,813
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბერობის მოსურნე იუსტინიანე (იუსტინიანე ბალაამელი) მეზობელ მონასტერს მიადგა. იქ უთხრეს, ბალაამში წადიო. ეს პატარა, ტანჩიორა ბიჭი დაადგა გზას და რიაზანიდან ბალაამში ჩავიდა. მონასტერში ისწავლა წერა-კითხვა. მალე მშობლებმა შვილის დაბრუნება მოითხოვეს. იღუმენმა მორჩილს და მშობლებს ჰკითხა: - გაუშვებდით მას მონასტერში თუ არაო. "რა თქმა უნდა, არა", - უპასუხეს მათ. "მაშინ, არც მე გამოვუშვებო", - მიუგო მათ იღუმენმა.

მაშინ დედა ხატების წინ მუხებლზე დაემხო და ტირილით ინანიებდა თავის ცოდვას: მან ხომ ღვთისმშობელს აღუთქვა თავისი ვაჟი. მშობლები შინ მშვიდობიანად დაბრუნდნენ. მამებს ძალზე უყვარდათ ციცქნა მორჩილი, როცა ნავით სადმე მიდიოდნენ, ყოველთვის თან მიჰყავდათ. ნავში რომ არ მოეწყინა, პატარას კასრით თაფლს აძლევდნენ საჭმელად, რითიც თავს იქცევდა".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 20 2017, 07:59 PM
პოსტი #1619


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,813
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმინდა ნექტარიოსი [პენტაპოლელი] მონასტერში სხვადასხვა სამუშაოს ასრულებდა. ეხმარებოდა მუშებს და მათთან ერთად ტრაპეზობდა. მონაზვნებს ფეხსაცმელს შეუკეთებდა, ხოლო როდესაც ყველას ეძინა, მონასტრის ეზოს, შენობასა და საპირფარეშოს საკუთარი ხელით ასუფთავებდა."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 20 2017, 08:11 PM
პოსტი #1620


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,813
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- მამაო, გარკვეული ხნის სულიერი ცხოვრების შემდეგ ადამიანი არჩევანის წინაშე დგება: ერისკაცობა თუ ბერობა. როგორ უნდა მოიქცეს, თუ ვერ გადაუწყვეტია, რა გზას დაადგეს?
- ადამიანი ოჯახს შექმნის თუ ბერობის გზას დაადგება - ეს ინდივიდუალური საკითხია და მოძღვართან უნდა გადაწყდეს. თუ ბერობა გადაწყვიტა, ასი პროცენტით უნდა სურდეს ეს. არ უნდა დაუშვას შეცდომა. არ იფიქროს, რომ ცხონება ბერობაში მეტად არის შესაძლებელი ანდა ბერობა იოლია, წუთისოფელში ცხოვრება კი ძნელი. თუ ადამიანი შეცდომით ირჩევს ბერობის გზას, არადა მოწოდებული იყო, ოჯახი შეექმნა, შვილები ჰყოლოდა, მაშინ ის იქ, მონასტერში, ვერასდროს ისწავლის ნამდვილ სიყვარულს...
სანამ არჩევანს გააკეთებდეს, ადამიანმა დიდხანს უნდა იცხოვროს ეკლესიურად. ამ საკითხში არ შეიძლება აჩქარება."

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 21 2017, 08:51 PM
პოსტი #1621


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,813
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381




" ქალწულ მელანია დაყუდებულის (გარდაიცვალა 1836 წლის 11 ივნისს) ცხოვრების აღწერაში მოგვითხრობენ: ელეცის მონასტერში, სადაც მელანია მოღვაწეობდა, დედა-შვილი მოვიდა და მალე ორივე მონაზვნად აღიკვეცა. დედას მოდესტა უწოდეს, ქალიშვილს კი მიტროფანია. დედა უკვე ხანდაზმული იყო, სიკვდილისთვის ემზადებოდა და ქალიშვილს არიგებდა, რა უნდა გაეკეთებინა მისი განსვენების შემდეგ. არადა, ღვთის განგებულებით, შვილი დედაზე ადრე უნდა გარდაცვლილიყო. მოხუცებულ დედას ძალზე ენატრებოდა შვილი. ერთხელ ძილში იხილა მელანია დაყუდებული, რომელმაც უთხრა; "გეყოფა მწუხარება! სჯობს ეცადო და ღვთის სადიდებლად გაყიდო ჩემი წიგნებიო".

ამ სიტყვებმა დაამშვიდა მოხუცებული, მაგრამ გაკვირებული კი დარჩა: არ იცოდა, რომელ წიგნებს გულისხმობდა განსვენებული. მას ხომ თითქოს არაფერი დაუწერია, წიგნის სახით არაფერი დაუტოვებია. მაგრამ ოთხი დღის შემდეგ მონასტერში წიგნების ამანათი მოიტანეს. იგი გახლდათ მელანია დაყუდებულის ცხოვრების აღწერა. ვიღაცას შეედგინა და მონასტერში გამოეგზავნა. იღუმენიამ დედა მოდესტას დაავალა ამ წიგნების პატრონობა და მათი მონასტრის სტუმართათვის მიყიდვა. მაშინ ნათელი გახდა ადრე მისთვის გაუგებარი სიტყვების მნიშვნელობა."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 22 2017, 02:30 PM
პოსტი #1622


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,813
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მეუფე ნექტარიოსის [პენტაპოლელი] რვა სულიერმა შვილმა მონაზვნად აღკვეცა გადაწყვიტა, რაც ეგინაზე, წმინდა სამების მონასტერში აღსრულდა. აღდგენილი სავანის იღუმენია გახდა მონაზონი ფილოთეა. იგი წმინდა ფილოთე ათონელის ნათესავი იყო, რომელმაც ათონზე 1680 წელს მოწამებრივი აღსასრული მიიღო და აქ ქალაქის მფარველად ითვლებოდა. თავიდან მეუფემ მონასტერში გასამგზავრებლად მხოლოდ სამი მონაზონი აკურთხა. დედა ფილოთეა მონაზვნების მიმართ ძალიან მკაცრი და მომთხოვნი იყო.
ამ დროს ათენში ერთი მორწმუნე ქალი ცხოვრობდა, რომელმაც სიზმარში ნახა დიდი გალია, სადაც სამი ჩიტი იტანჯებოდა და თავის დახსნას ცდილობდა. ქალი მიხვდა, რომ დედებს უმძიმდათ მონასტერში ყოფნა. მაშინვე იყიდა პური, ზეთისხილი, ჰალვა. მონაზვნებს წაუღო და მეუფეს მათი მდგომარეობა შეატყობინა... წმინდა ნექტარიოსის ლოცვა-კურთხევით, იღუმენია ფილოთეა უსინათლო მონაზონმა კასიანამ შეცვალა..."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 22 2017, 02:41 PM
პოსტი #1623


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,813
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გარეგნულადაც საოცრად ლამაზი იყო მონაზონი მართა. ხანდახან ქუჩაში მიმავალს ხალხი თვალს აყოლებდა. მაგრამ მთავარი მაინც სულიერი სილამაზე იყო. სახეს უბრწყინებდა შინაგანი ნათელი. მის თვალებში იგრძნობოდა რაღაცნაირი დაფარული საიდუმლო - საიდუმლო ლოცვისა. ის ყველას თანაგრძნობით უყურებდა, თითოეულის ტკივილი ესმოდა და თითქოს ეუბნებოდა: - მეც განმიცდია ამგვარი ტკივილი. ახლა კი ბედნიერება ვიპოვე, განღებულია მისი კარი ყველასთვის და არც თქვენ ხართ შორს მისგანო."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 22 2017, 02:54 PM
პოსტი #1624


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,813
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ამბავი მონასტრის ვენახში მომხდარი ქურდობისა

"გვიყვება ოქრიდის მახლობელი მონასტრის ბერი რაფაელი: "ხშირად ვნახულობდით წარმოშობით მაკედონიელ ჟანდარმერიის უნტერ-ოფიცერს. ყოველთვის წესიერად იქცეოდა. შემოდგომის ერთ ნაშუადღევს აღელვებული მოვიდა, ტაძარში შევიდა და ხატთან ათი დინარი დადო. მერე კი მოგვიყვა, რა მოხდა. თურმე, როცა მონასტრის ვენახს ჩაუარა, მოწეულმა ყურძენმა მოსტაცა თვალი. შევიდა, გამოკრა ხელსახოცი და მტევნებით აივსო, ისე, რომ არავის დაენახა. მერე მთაზე ავიდა და მოფარებულ ადგილზე მიწვა მოსასვენებლად. სიზმარში კაცი ნახა, ხელთ სასწორი ეპყრა. ხელსახოცში გამოკრული ყურძენი აწონა და უთხრა: - აქ ზუსტად ორი ოყაა, ათი დინარის ღირებულებისაო. მერე მკაცრად შეხედა ჟანდარმს და დაუმატა, - ეს მონასტრის ვენახში მოპარული ყურძენია. უთხოვნელად მისი მოწყვეტა არ შეიძლება! ვაი იმას, ვინც ასე მოიქცევაო. თქვა ეს და კაცი გაქრა. ჟანდარმს შეშინებულს გაეღვიძა. ჩაფიქრდა ნანახზე და მონასტერში დაბრუნდა, ყურძენიც დააბრუნა, ათი დინარიც ტაძარში ხატთან დადო. როცა მორჩა მოყოლას, უნტერ-ოფიცერმა ცად აღაპყრო ხელნი და თქვა: "არასოდეს, ამიერიდან არასოდეს, არათუ მონასტრისას, სხვისასაც არაფერს მივითვისებო".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 22 2017, 07:50 PM
პოსტი #1625


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,813
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"უცხოა მონაზონისათვის განრისხება და მოყვასის შეწუხება"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 23 2017, 11:40 AM
პოსტი #1626


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,813
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბერობა შემთხვევით არ ხდება"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 25 2017, 11:22 PM
პოსტი #1627


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,813
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთმა ბერმა მიიღო მორჩილი, რომელიც წმინდა მთის მახლობელი სოფლიდან იყო და ურჩია, არ ეზრუნა თავისიანებზე, რადგან მათ გამო შინაგან ბრძოლას განიცდიდა. ჭაბუკს მამა გარდაცვლოდა, დედა და ორი გაუთხოვარი და ჰყავდა. ბერმა მორჩილს აუკრძალა მომსვლელ ერისკაცებთან საუბარი, რათა დაეცვა იმ მიზეზებისგან, რომელთაც მასში სულიერი ბრძოლის გამოწვევა შეეძლოთ.
ერთხელ მონაზონმა ბერის რჩევა დაარღვია და საუბარი გაუბა ერთ ხნიერ სტუმარს, რომელიც მისი თანასოფლელი აღმოჩნდა. თავისი ოჯახის შესახებაც ჰკითხა. სტუმარმა გულისტკივილით უპასუხა: - როგორ უნდა იყვნენ, მამაო! დიდ გაჭირვებას ებრძვიან. ქვრივ-ობლებმა ისიც არ იციან, სად დაიკარგა მათი ერთადერთი პატრონი ვაჟი, ცოცხალია თუ არა... არიან ასე უნუგეშოდ.
ჭაბუკი შეწუხდა და ბერს მიადგა: - მამაო, ამას ვეღარ გავუძლებ. წავალ და მათზე ვიზრუნებო.
ბერმა ვერც დაამშვიდა აღელვებული და ვერც გულისსიტყვა შეაცვლევინა. ბერის მცნების დარღვევამ - არ ელაპარაკა მომსვლელებთან - მორჩილთან ბრძოლის უფლება მისცა სატანას, რომელმაც მიზანს მიაღწია.
მორჩილი კურთხევის გარეშე, ფეხით გაემართა თავისი სოფლისკენ. ბინდისას უდაბურ ადგილას ღამის გასათევად გაჩერდა. ბერმა კი მორჩილის წასვლისთანავე დაიწყო ლოცვა: - უფალო ჩემო, დაიცავი იგი ყოველგვარი საცდურისა და საფრთხისგან და მოაქციე თავისი სინანულის ადგილას; აპატიე შეცდომები, შეისმინე ლოცვა ჩემიო.
მორჩილმა განთიადისას დაინახა ნათლის ანგელოზი, რომელმაც უთხრა: - შენი შინიდან წამოსვლის წამიდან ღმერთმა შენს ახლობლებზე საზრუნავად მიმავლინა. მაგრამ რახან შინ ბრუნდები, მე საჭირო აღარ ვარო. გონს მოეგო მორჩილი და შეჰყვირა: - ამას რას ვაკეთებ?! მათ გადასარჩენად მივდივარ თუ მათთან ერთად დასაღუპავად?! თუ მათზე ღმერთი ზრუნავს, შენ რაღა გინდა, უგუნურო მონაზონო?!
უმალ დაბრუნდა თავის კალივაში. ბერმაც სიხარულით მიიღო და განცვიფრება ვერ დამალა, თუ რაოდენი ძალა ჰქონია ლოცვას.
მალე მორჩილის თანასოფლელი ესტუმრათ. ბერმა მას ჩუმად გამოჰკითხა მორჩილის ოჯახის ამბავი.
- მამაო, - უპასუხა სტუმარმა, - ამ სახლში დიდი სასწაული მოხდა. ერთი მეტად შეძლებული ჩვენი თანამემამულე ამერიკიდან სოფელში ჩამოვიდა. ერთი ქალიშვილი ცოლად შეირთო, მეორეს კი მზითევი განუმზადა. ჩვენმა სოფელმა დიდად გაიხარა, რადგან იმედიც არ გვქონდა, რომ ეს ობლები ფეხზე დადგებოდნენო.
ბერმა უხმო მორჩილს და უამბო, რა სასწაულს მოუვლენს ქრისტეს განგებულება მათ, ვინც მისდამი სიყვარულით განუდგება ყოველ თავის მონაგებს".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 26 2017, 03:46 PM
პოსტი #1628


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,813
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ყველა მონაზონი ბედნიერია"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

230 გვერდი V « < 80 81 82 83 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 4 მომხმარებელი (მათ შორის 4 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th June 2025 - 01:46 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი