IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

232 გვერდი V « < 8 9 10 11 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
abo
პოსტი Apr 14 2007, 11:30 PM
პოსტი #169


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



marita26მონაზვნებიც ჩვეულებრივი მოკვდავები არიან, ისინი არაჩვეულებრივი მხოლოდ გადაწყვეტილების სიმტკიცეში არიან,.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ana-xatia
პოსტი Apr 14 2007, 11:40 PM
პოსტი #170


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 377
რეგისტრ.: 8-October 06
წევრი № 261



marita26
ჩემმა მოძრვარმა იცის თქმა ხოლმე.

წმინდა მამებს ნათქვამი აქვთ, რომ ადამიანს მზის ამოსვლიდან დაღამებამდე შეუძლია წმინდანი გახდესო.

ჩვენი მრწამსი კი იმიტომაა ყველაზე დიადი, რომ ავაზაკიც კი, რომელიც მთელი ცხოვრება არაწმინდად ცხოვრობდა და მხოლოდ სკივდილამდე ცოტა ხნით ადრე აღიარა უფალი, სასუფეველში შევიდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Floyd
პოსტი Apr 14 2007, 11:58 PM
პოსტი #171


ზურაბი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,316
რეგისტრ.: 4-February 07
მდებარ.: პროვინცია-”გლდანი” :D
წევრი № 1,001



ana-xatia
სრული ჭეშმარიტებააა smile.gif
მონაზვნებიც და ბერებიც ისეთები იყვნენ როგორიებიც ჩვენმაგრამ უფალმამათი გარდაცვალება და თავიდან შობა ისურვა !

solomony
შენ მოინდომე ძმა და სამშაბათს მივდივარ და წაგიყვან მონასტერში smile.gif


--------------------
And the times , they are all changin' ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Apr 15 2007, 02:11 AM
პოსტი #172


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



ციტატა
solomony
შენ მოინდომე ძმა და სამშაბათს მივდივარ და წაგიყვან მონასტერში

Floyd შემოთავაზებისთვის მადლობთ,მაგრამ ჯერ ვერ მოვახერხებ.მომავალში ვნახოთ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 26 2007, 02:39 PM
პოსტი #173


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,045
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მე არ ვიცი სხვა მიზეზი მონოზონის დაცემისა, თუ არ მინდობა საკუთარი შეხედულებისადმი."

აბბა დოროთე


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 30 2007, 11:22 AM
პოსტი #174


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,045
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მამა პიმენმა უთხრა მამა იოსებს: "მითხარი, როგორ შევიქნე მონაზონი?"

მამა იოსებმა უპასუხა: "თუ გსურს განსვენება ჰპოვო აქაც და იქაც, ყველა საქმის დროს თქვი: მე ვინ ვარ? და ნურავის განიკითხავ!"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
takusha
პოსტი Apr 30 2007, 04:31 PM
პოსტი #175


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 82
რეგისტრ.: 16-March 07
წევრი № 1,397



,,ბერმონაზვნური ცხოვრება მსხმოიარე ხეა,რომლის ფესვი სიყვარულია,ხოლო საზრდო- სინანულის ცრემლები,,(ბერი იოილი) ,,როცა მონაზონი ქრისტეს გულისათვის უარს ამბობს ადამიანების ნახვაზე,მაშინ ის ხედავს მრავალ ადამიანს და ღვთაებრივი სახით ლოცვით შეეწევა მათ იმ საქმეებში,რომელთა შესრულება ადამიანური საშუალებებით შეუძლებელია,,(ბერი პაისი ათონელი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 4 2007, 02:25 PM
პოსტი #176


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,045
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ლიბერალიზმი, ლოცვა და მონაზვნობა

ლიბერალიზმს არ ესმის, თუ რას ნიშნავს ლოცვა. მისთვის მონაზვნური ცხოვრება ეგოიზმია და ეს მაშინ, როცა მონაზვნებს დემონურ ძალებთან ბრძოლის მთავარი სიმძიმე აწევთ, რის შესახებაც სოფელმა არა უწყის რა. ლოცვა არც ფსიქოთერაპიაა არც თვითშეგონება, როგორც განმარტავს არასულიერი სამყარო, არამედ იგი ძალაა, რაც აპოკალიფსისის სიტყვების მიხედვით, დემონებს აშვების საშუალებას არ აძლევს, ანუ - მადლის ძალა. განა შეიძლება ადამიანებისთვის იყოს იმაზე მეტი, ვიდრე ის სიხარულია, რომელსაც ისინი მონასტრის კარიბჭეში შესვლისას განიცდიან, სადაც ჰაერი და მიწა ლოცვით არის განწმენდილი? განა შესაძლოა ადამიანებს ვინმემ იმაზე მეტი სარგებლობა მოუტანოს, ვიდრე იმან, ვინც კაცთა ცოდვების მოტევებისათვის თავის გულის საკურთხეველში ლოცულობს? ერთ ასეთ მლოცველსაც კი შესწევს ძალა, ისტორიის მსვლელობა შეცვალოს!

ღირსი არსენი დიდი ხალხს გაურბოდა და ზოგიერთ მონაზონს არაკეთილგანწყობილი და მკაცრი ეჩვენებოდა, მაგრამ იგი სენაკში ყველაზე ძნელს, თვითდაწვისადარ საქმეს აღასრულებდა, - ეს იყო ქვეყნიერებისათვის ლოცვა. უფალმა მისი ლოცვით შეიწყალა ბიზანტია (ისევე როგორც წინასწარმეტყველ იონას დროს ნინევია): მიწისძვრა, რომელსაც მთელი ოლქები უნდა გაენადგურებინა (როგორც ეს შემდგომში ეგვიპტელ მამებს ეუწყათ), სწორედ ამ უდიდესი მოღვაწის ლოცვით არ მოხდა.

სატანური ძალა მსოფლიოზე დასხივებულ საშინელ რადიაცას ჰგავს. ლოცვა, განსაკუთრებით კი მონაზვნებისა, დაბრკოლებაა ამ სასიკვდილო ნაკადისათვის. სულიერად ბრმა ადამიანები იმეორებენ: ის ვინც განმარტოვდება და ლოცულობს თავისთვის ცხოვრობსო. ასე იმიტომ ამბობენ, ან ფიქრობენ, რომ თავად "ხორცნი" არიან და სიკეთეც და ბოროტებაც ხორციელად ესმით.

მონაზვნობის დასაბამი უდაბნოში მცხოვრები ნათლისმცემლის ღვაწლი და მაგალითია, ასევე იოანე ღვთისმეტყველისა, რომელიც ცხოვრებას ლოცვასა და ჭვრეტაში ატარებდა. პირველ მათგანს "დედაკაცთაგან შობილთა შორის უპირველესი" ეწოდა, მეორეს - "საყვარელი მოწაფე ღვთისა." მათ თავიანთი გული წმიდანად შეინახეს, ეს იყო მათი მთავარი ღვაწლი, ამიტომაც მათი გულები მადლის უშრეტ წყაროდ იქცა და ქვეყნიერებას ეფრქვეოდა.

შინაგანი ლოცვით დაკავებული ადამიანი დამაკავშირებელი რგოლივით ხდება - ჩაუმქრალი შუქი მისი გულის გავლით ქვეყნიერებას ანათებს. ამიტომ თქვეს წმიდა მამებმა: "ანგელოზები სინათლეა მონაზვნებისათვის, მონაზონი კი სინათლეა ქვეყნისა."

არქიმანდრიტი რაფაელი


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Floyd
პოსტი May 4 2007, 08:51 PM
პოსტი #177


ზურაბი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,316
რეგისტრ.: 4-February 07
მდებარ.: პროვინცია-”გლდანი” :D
წევრი № 1,001



marine
დიდი მადლობა wub.gif გვანებივრებ ასეთი საინტერესო იფორმაციებით 2kiss.gif


--------------------
And the times , they are all changin' ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 7 2007, 01:50 PM
პოსტი #178


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,045
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



Floyd
wub.gif wub.gif რისი მადლობა..


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 10 2007, 02:04 PM
პოსტი #179


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,045
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბერი ზრუნავს საკუთარ ცხონებაზე და ყოველთა ცოცხალთა და გარდაცვლილთა ცხონებაზე.
ნამდვილი, საღვთო სიყვარული ბერისათვის იფარება საკუთარი სულისა და მთელი სამყაროს ხსნის ტკივილში.
ბერის ღვთისადმი მიძღვნილი სული შეეწევა არა მხოლოდ თავისი ახლობლების ცხონებას, არამედ - თანამემამულეებისასაც.
ღმერთს სურს, რომ ბერებმა პირადი გამოცდილებით, ლოცვით, სწორი და მიზანმიმართული ცხოვრებით, პირადი მაგალითით ადამიანებს მისცენ ნათელი და ამგვარად უხელმძღვანელონ მათ მარადიული ცხოვრებისათვის."

მამა პაისი მთაწმინდელი


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Floyd
პოსტი May 14 2007, 05:03 PM
პოსტი #180


ზურაბი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,316
რეგისტრ.: 4-February 07
მდებარ.: პროვინცია-”გლდანი” :D
წევრი № 1,001



...ახლა ბერობა ხანძთელის უნდა,
არა სილაჩრის, არა სიშიშვლის,
არა მღვიმეში მოკალათების,
ან რუდუნებით დაცდა სიკვდილის,

არამედ მისვლა პატრონად ერის,
მამად, მომვლელად თავის ჯილაგის,
ახლა ბერებად ლომები გვინდა,
რომ ხიდი დადონ ციდან მიწამდის! არქიმანდრიტი შიო!


--------------------
And the times , they are all changin' ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 14 2007, 05:08 PM
პოსტი #181


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,045
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(Floyd @ May 14 2007, 06:03 PM) *

...ახლა ბერობა ხანძთელის უნდა,
არა სილაჩრის, არა სიშიშვლის,
არა მღვიმეში მოკალათების,
ან რუდუნებით დაცდა სიკვდილის,

არამედ მისვლა პატრონად ერის,
მამად, მომვლელად თავის ჯილაგის,
ახლა ბერებად ლომები გვინდა,
რომ ხიდი დადონ ციდან მიწამდის! არქიმანდრიტი შიო!


ზური, ეს ჩემი საყვარელი ლექსია!! მამა შიოს დაწერილი smile.gif

დიდი მადლობა, რომ გამახსენე wub.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 14 2007, 05:23 PM
პოსტი #182


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,045
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ეს სიტყვები ჩვენი მამა ანდრიასია:

"მამა კირილე (პავლოვის) ინტერვიუ წავიკითხე. ეკითხებიან, როგორ გაიგოსო ადამიანმა, რომ სამონასტრო სულის არისო. პასუხობს: თუ კაცს უმძიმს ოჯახური ცხოვრების თვირთის წარმოდგენაც კი, არ აქვს გულში სურვილი ჰყავდეს ოჯახი, არამედ ეკლესია მისთვის უფრო საამოა, ე.ი. მონასტრის არისო."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Floyd
პოსტი May 14 2007, 05:23 PM
პოსტი #183


ზურაბი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,316
რეგისტრ.: 4-February 07
მდებარ.: პროვინცია-”გლდანი” :D
წევრი № 1,001



marine
wub.gif მეც ბევრს ვხედავ ამ სიტყვებში smile.gif


--------------------
And the times , they are all changin' ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 18 2007, 11:51 AM
პოსტი #184


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,045
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381




მისი უწმიდესობა იხსენებს:

"უკვე აკადემიის მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი, გადაწყვეტილი მქონდა, ბერი და სასულიერო პირი გავმხდარიყავი. მინდოდა სულ პატარა სოფელში ვყოფილიყავი მოძღვარი და აი, ლოცვა-კურთხევა მომცა აკადემიის რექტორმა. მანვე სთხოვა ლოცვა-კურთხევა რუსეთის პატრიარქს ალექსი I-ს, მანაც თანმხობა განაცხადა და ჩამოვედი თბილისში, რათა ლოცვა-კურთხევა უწმინდესისა და უნეტარესის მელქისედეკ III-ისგან ამეღო.

უწმინდესმა გამოცდა მომიწყო და მითხრა, გირჩევნია ოჯახი იყოლიოო. ვუთხარი - უწმინდესო და უნეტარესო, მე უკვე გადაწყვეტილი მაქვს ბერობა-მეთქი. მაშინ გაჩერდა, დაურეკა მეუფე ზინობს და უთხრა: თქვენთან მოვა აკადემიის სტუდენტი და ბერად აღკვეცეთო. ეს იყო 1957 წლის ვნების შვიდეულის სამშაბათი.

სამწუხაროდ, იმდენად გაციებული იყო ქართველი ადამიანის გული და გონება, რომ არცერთი ქართველი არ ესწრებოდა ჩემს აღკვეცას. აღკვეცის დროს რაღაც საოცარი ბრძოლა დამეუფლა: თითქოს ვშორდებოდი ამ ქვეყანას, ყველაფერს მიწიერს, საოცარი ტანჯვა იყო ჩემს სულიერ სამყაროში, მაგრამ, ღვთის მადლით, როგორღაც ავიტანე ეს ბრძოლა.

დადგა ხუთშაბათი. უწმინდესი და უნეტარესი მელქისედეკი წირავდა სიონის საკათედრო ტაძარში და იქ მოხდა ჩემი დიაკვნად კურთხევა.

საოცარი მადლი გადმოვიდა ჩემზე, თითქოს ვერაფერს ვხედავდი და თითქოს დავფრინავდი. თითქოს ფრთები შემესხა და მიწაზე არ ვიყავი. ისეთი სიხარული და ბედნიერება დამეუფლა, რომ, როცა მარტო დავრჩი, დაახლოებით, საღამოს 5 საათზე, მივედი წმინდა ნინოს ჯვართან, ამ დროს მოვიხადე კუნკულ-ბარტყული, იგი კანდელს წამოედო და მთელი ზეთი თავსა და შესამოსელზე დამესხა.

ერთი მხრივ, გამიხარდა, რადგან ხალხი ამბობდა, მასზე ღვთის მადლი გადმოვიდაო, მაგრამ სხვა რამესაც ვფიქრობდი: აკადემიის მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი, ეს ერთი შესამოსელი მქონდა და როგორ უნდა წავსულიყავი ამ ზეთიანი ტანსაცმლით? მაგრამ სახლში რომ მივედი და შესამოსელი მშრალი ტილოთი გავწმინდე, იმდენად კარგად გაიწმინდა, რომ ზეთის არავითარი კვალი აღარ ეტყობოდა და სასულიერო აკადემიაც იმ შესამოსელით დავამთავრე. ეს იყო უბედნიერესი დღე ჩემს ცხოვრებაში და ვმალდობ უფალს მისი დიდი წყალობისათვის."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lele_lele
პოსტი Jul 18 2007, 07:22 PM
პოსტი #185


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 15
რეგისტრ.: 30-June 07
წევრი № 2,347



gamixarda es tema rom vnaxe porumze. 2 dgis win chamovedi ert erti monastridan ar davasaxeleb..ik wasvlamde sul sxva azri mkonda monazvnebze ikidan dabrunebulms ki shtabechdileba samwuxarod sul damekarga sad.gif sad.gif pirvel dges rom chavedit,samni viyavit,ise miggviges titkos mattvis sruliad zedmeti adamianebi viyavit,ar igrdznoboda siyvaruli da iseti grdznoba mkonda rom mattvis arasasurveli sutmrebi viyavit:( samwuxarod imdenad davitrgunet rom meore dgesve wamovedit:( wamosvlis dros ik axali stumari mivida da mas iseti ambit sheegebnen ragac momentshi vipikre rom albat monazvnebisgan es damokidebuleba gulis dasawyveti iyo,shemdge im mamaosac vutxari vinc wasvlaze kurtxeva momca da dzalian ewyina,gabrazebuli viyavi ramdenime dge,tumca rom davpikrdi mere martalia me damicrebulad vigrdzeni tavi magram miuxedavad amisa mat dzalian didi pasuxismgebloba akisriat eklesia monastrebis wyalobit dgas sakartvelo dgemde pexze..tumca chem adgilze sxvam sheildzleba aseti usiyvarulobis danaxvis shemdeg tadzars zurgic ki sheakcios:(
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mariami-k
პოსტი Jul 18 2007, 09:17 PM
პოსტი #186


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,841
რეგისტრ.: 12-December 06
წევრი № 671



lele_lele
ძალიან ცუდია ასე რომ დაბრკოლდი. იქნებ იმის ბრალი იყო რომ როგორიცწარმოგედგინა მთლად ისეთი არ დაგხვდა. მე პირასდად ძალიან ბევრ მონასტრებში დავდივარ და ძალიან დიდ სიყვარულს ვხედავ მონასტრებში. თუმცა მონასტრებში ძალიან ბევრი საქნე და ღვაწლია. ბევრი პრობლემებიც, აქედან გამომდინარე შეიძლება ისეთი დიდი ყურადღება ვერ მოგაქციეს როგორსაც შენ ელოდი.
სამწუხაროა შენი ამბავი. ღმერთმა გაგაძლიეროს


--------------------
"შეიყვარეთ სიყვარული"


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lele_lele
პოსტი Jul 18 2007, 11:31 PM
პოსტი #187


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 15
რეგისტრ.: 30-June 07
წევრი № 2,347



ციტატა
ძალიან ცუდია ასე რომ დაბრკოლდი. იქნებ იმის ბრალი იყო რომ როგორიცწარმოგედგინა მთლად ისეთი არ დაგხვდა. მე პირასდად ძალიან ბევრ მონასტრებში დავდივარ და ძალიან დიდ სიყვარულს ვხედავ მონასტრებში. თუმცა მონასტრებში ძალიან ბევრი საქნე და ღვაწლია. ბევრი პრობლემებიც, აქედან გამომდინარე შეიძლება ისეთი დიდი ყურადღება ვერ მოგაქციეს როგორსაც შენ ელოდი.
სამწუხაროა შენი ამბავი. ღმერთმა გაგაძლიეროს



ara sxva monastrebshi mec vici ra xdeba swored amitom mkonda aseti reakcia :(tumca miuxedavad amisa mat martlac didi tvirti akvt,ase tu ise mteli sakartvelostvis loculoben da adzliereben
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 19 2007, 05:31 PM
პოსტი #188


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,045
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



lele_lele

ჩვენი მამა ანდრიას სიტყვებს დაგიწერ:

"მონასტრული ცხოვრების მოსინჯვა–გაცნობა არ არის ურიგო. მხოლოდ შესარჩევია – სად. ზოგ ადგილას შეიძლება უფრო დაბრკოლდე, ვიდრე წარემატო. უპირველესად ერიდე ხმაურიან პოპულარულ მონასტრებს, მით უფრო ქალაქში მყოფთ. სასურველია მონასტერში იყო ხშირი წირვა–ლოცვა. და, რაც მთავარია, მონასტერი არის საკუთარ თავთან გაძლიერებული ბრძოლის ადგილი და არა სანატორიუმი, სათაც შეიძლება კომფორტულად დაისვენო."



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

232 გვერდი V « < 8 9 10 11 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th July 2025 - 03:57 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი