![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#1689
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,830 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ბერმონაზვნური ცხოვრება, - ამბობდა ბერი იოილი, - ფარული, მადლმოსილი მოწამეობაა. ყოველი სული, ვინც ბერმონაზვნურ ცხოვრებას მიუძღვნა თავი, ხანგრძლივი მარტვილობის გზას ირჩევს, უარს ამბობს მიწიერ და ხორციელ სიამოვნებაზე. ჭეშმარიტი ბერის მთავარი ნიშანი - ვინც ხსნისათვის ნამდვილ ხელოვნებას მიმართა, - უცნობად დარჩენაა, ე.ი. ნებაყოფლობით დამალვა ბერმონაზვნურ უჩინარობაში, სრული გაქრობა იესო ქრისტეს მორჩილებაში".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1690
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,830 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"- ადამიანს ფერისცვალებაში მოძღვარი ეხმარება...
- რა თქმა უნდა, მაგრამ ადამიანმა დასაწყისში ეს თავად უნდა იგრძნოს, დაინახოს, რომ ღმერთი არსებობს მის სულში. პირადად მე ისეთი განცდა მქონდა, თითქოს რაღაც გასაღები მეჭირა და რაღაცას ვარიგებდი. ეს გასაღები ერთ-ერთ კარს არ აღებდა და ძალიან ვწუხდი. სულისთვის სასარგებლო კარის გაღება მონასტერში მოსვლით შევძელი და ჩემში ფერისცვალება დაიწყო. ცხოვრება რადიკალურად შევცვალე. ცხოვრების წესთან ერთად მთავარია, შეიცვალოს ადამიანის მსოფლმხედველობა, მიზანი. ბერად აღკვეცისას აღმკვეცელი ეკითხება: - "რაისათვის მოსულხარ, ძმაო?" მეტად მნიშვნელოვანი კითხვაა, რადგან ადამიანი როცა ამ ცხოვრების წესს ირჩევს, ხშირად უნდა იმეორებდეს: - რისთვის მოვსულვართ მონასტერში, რატომ დავტოვეთ ყველაფერი ამქვეყნიური? წუთისოფელი საპყრობილეს ჰგავს, ადამიანისთვის სასჯელის მოსახდელი ადგილია. პატიმარმა რაც არ უნდა კარგად მოაწყოს თავისი საკანი, ის მაინც პატიმარია. მისთვის თავისუფლება ყველაზე მეტად არის სანატრელი. ამიტომ ჩვენ არ უნდა მოვეწყოთ ამ საკანში, არ მივეჯაჭვოთ მას. თუ სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, მუდამ გამოსვლის მოლოდინში უნდა იყოს და უფალთან ყოფნა სურდეს. დავით მეფსალმუნე ამბობს: "გამოიყვანე საპყრობილით სული ჩემი, რათა აღუარო სახელსა შენსა". /არქიმანდრიტი მარკოზი (გურგენიძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1691
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,830 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"- მონასტრული ცხოვრების დაწყების შემდეგ თუ ხდება ერული თვისებების მოკვეთა?
- მონასტერში ერული თვისებები უფრო მეტად მჟღავნდება. როცა ქრისტიანულ ცხოვრებას იწყებ და დიდი ხანი ხარ უფალთან კავშირში, მეტად ამჟღავნებ შენს თვისებებს. მონასტერში უფალი გადაგიშლის შენი გულის წიგნს და ერთიორად წამოწევს წინ ერულ თვისებებს. ეს რომ დაინახოს ადამიანმა, სასოწარკვეთილებაში ჩავარდება. ამიტომ უფალი მონასტერში ახალმისულს ერთბაშად კი არ ანახებს ამას, არამედ ნელ-ნელა. ეს არის პირველი ეტაპი და აუცილებელი ფერისცვალებისთვის. თუ ადამიანმა ეს არ მოიშორა, ბინძური გულით ვერაფერს შეცვლის. მხოლოდ ბერმონაზვნური შესამოსელით და თავზე კუნკულბარტყულით ვერ შეიცვლები. ფერისცვალება მხოლოდ მაშინ მოხდება, როცა თვალხილულად დანახულ არასწორ თვისებებს მოიკვეთ და იცხოვრებ ქრისტიანული ცხოვრებით. უნდა განვიწმინდოთ და განვსპეტაკდეთ, როგორც თოვლი." /არქიმანდრიტი მარკოზი (გურგენიძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1692
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,830 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მოწამეები თუ ერთხელ კვდებიან ქრისტესთვის, ჭემშარიტი მონაზონნი დღეში მრავალგზის მოაკვდინებენ ხორცს იესოს გულისთვის. სწორედ ასეთი მონაზონი გახლდათ სამცხიდან მოსული დედა ფებრონია, რომელიც მერეში დასახლდა. საოცარი სულიერი დაძმობის, სულიერი მეგობრობის ძაფნი გაიბა გრიგოლსა [ხანძთელი] და ფებრონიას შორის. "რა გითხრა ანგელოზმან?" - ეკითხებოდნენ ერთმანეთს. ანგელოზებთან იყო მათი გონება, მაგრამ კაცთა თანა იქცეოდნენ."
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1693
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,830 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
უეცარი სიხარული
"ოდესღაც ოლღას მონასტრის იღუმენია ანგელინა გვიყვებოდა: "რევოლუციის შემდეგ საშინელი დრო დაგვიდგა, გამოვიარეთ შიმშილი, სიცივე. ზოგჯერ ლუკმაპურიც კი არ გვქონდა, მაგრამ ამ განსაცდელებისას უფალს არ მივუტოვებივართ და ყველაზე მძიმე წლებში, არცთუ იშვიათად, შეგვეწეოდა ისეთი ადამიანების მიერ, რომელთაც ვერ წარმოვიდგენდით. სავანეში თავს ღვთისმშობლის საფარველქვეშ ვგრძნობდით. სავანეში არის მისი ხატი, "უეცარ სიხარულად" წოდებული, და როცა გვეგონა, რომ უკვე გამოსავალი აღარ იყო და ვერც ვერავინ შეგვეწეოდა შეჭირვების ჟამს, ღვთისმშობელი მოულოდნელად მოგვივლენდა შეწევნას. საოცრად ახლობელი და გასაგები იყო ჩვენი გულებისთვის ზეციური დედოფლის სახელი - "უეცარი სიხარული". ყოველდღიურად ვევედრებოდით წმინდა ნიკოლოზს ან ტაძარში, ან კელიაში, ვინმე მონაზონთაგან დაუჯდომელს უკითხავდა. კეთილისმყოფელნი თბილისშიც გვყავდა. ზოგჯერ ისინი ჩვენთვის პროდუქტს ყიდულობდნენ ან ფულს აგროვებდნენ და ალექსანდრე ნეველის ტაძრის კარიბჭეში გვიტოვებდნენ, სადაც ახლა სანთელს ყიდიან. ერთხელ სავანეში პურის ნამცეციც კი აღარ დაგვრჩა. ადუღებულ ბალახის ნაყენს ორცხობილის ნამცეცები შევატანეთ. გადავწყვიტეთ, თბილისიდან წამოგვეღო ჩვენი კეთილისმყოფელების შემოწირულობა. ჩვეულებისამებრ, ტაძარში შევედით, მაგრამ იმ დღეს ჩვენს ნაცნობთაგან ვერავინ ვნახეთ. ვისხედით იქ საღამოს მსახურებამდე. მწუხრი დაიწყო, მე და მონაზონმა ვალენტინამ გულმხურვალედ დავუწყეთ ვედრება წმინდა ნიკოლოზს - დაპურებას ვთხოვდით. დამთავრდა ლოცვა, მაგრამ ტაძრიდან გამოსვლა არ გვინდოდა. ვგრძნობდით, წმინდა ნიკოლოზი დაგვეხმარებოდა, მაგრამ ნაცნობი მაინც არავინ ჩანდა. ტაძრის დაკეტვის დროც დადგა. აცრემლებულნი გამოვედით ტაძრიდან. "ეტყობა, წმინდა ნიკოლოზმა ჩვენი ცოდვების გამო არ შეისმინაო", - გავიფიქრეთ, სხვა გზა აღარ იყო - სადგურზე უნდა წავსულიყავით და მცხეთის მატარებელს დავლოდებოდით. იმ დროს მონაზონი ქუჩაში თავს ვერ გამოაჩენდა სამონაზვნე სამოსით, ამიტომ უბრალო ერისკაცული ტანსაცმელი გვეცვა და თავზეც საგანგებოდ ფერად-ფერადი თავსაბური გვეხურა. მატარებელი იგვიანებდა. მცხეთაში დაღამებისას ჩავედით. მონასტრის გზა ტყეში გადიოდა. მაშინ მცხეთის მიდამოებში ავაზაკები იმალებოდნენ, მაგრამ სხვა გზა აღარ დაგვრჩა. ღამის სიბნელეში ლოცვით მივდიოდით ტყეში. უეცრად ჩვენს წინ რამდენიმე კაცი აღიმართა და ადგილიდან არ დაიძრეთო, - გვიყვირეს. მივხვდით, ავაზაკთა ხელში ჩავცვივდით. "ჩქარა, ფული მოგვეცით", - იყვირა ერთმა. "ჩვენ თვითონ ღატაკები ვართ", - ვუთხარი. "ახლავე გაგჩხრეკთ და გავიგებთ ამას", - თქვა ერთმა კაცმა. შევშინდით, ყვირილი არაფერს გვიშველიდა, ყელი გამიშრა. "ჩვენ მონაზვნები ვართ, გაგვიშვით ღვთის გულისათვის", - ვითხოვე. "ტყუი, მონაზვნები ღამით არ დადიან. თუ მონაზონი ხარ, რატომ მონასტერში არ ზიხარ?" - მითხრა ერთმა. ქვითინით მოვუყევი, მონასტერში ვშიმშილობთ, სავანიდან იმიტომ გამოვედით, რომ მოხუცებული დედებისთვის პური გვეშოვა-მეთქი. არ დამიჯერა. ეტყობოდა, მეთაური იყო. მეგობრებს უბრძანა, - არ გაუშვათ, სანამ არ მოვალო. რას შეიძლება ველოდოთ? - ძალადობას, შესაძლოა სიკვდილსაც. გადიოდა დრო, ის კაცი კი არ ჩანდა. გავიდა ერთი საათი, ორი. როგორც იქნა, გამოჩნდა (როგორც შემდგომში შევიტყვეთ, იგი, თურმე, თავზარს სცემდა ხელისუფლებას). მოვიდა ჩემთან და ტომარა გამომიწოდა: "წადით და ღამე მეტად აღარ იაროთ". "რა გქვიათ?" - ვკითხეთ. "რა თქვენი საქმეა", - გვიპასუხა უხეშად. ტომარაში ახალგამომცხვარი ლავაშები აღმოჩნდა. მთელი ცხოვრება ღმერთს ვევედრები, რომ უფალმა აცხოვნოს სული იმ კაცისა ისევე, როგორც თავის მარჯვნივ გაკრული ავაზაკი აცხოვნა". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1694
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,830 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მონაზონ ირაიდას დედაშვილური სიყვარულით მოვიხსენიებ და მის მადლიან სულსა და გულს მოვეფერები."
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1695
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,830 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"უდიდესი მამა პახუმი დიდი თავისი შეხედულებისამებრ აწესებდა მონასტერში ცხოვრების წესს. მისი შესრულება ყველას უჭირდა. ღვთის ნებით, ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა მონასტრული წეს-განგებულება. გაუკვირდა პახუმი დიდს - ეს რა მარტივად შესასრულებელიაო. თუ მეტი გინდა, პირადად შენს თავს დააკისრე და სხვას ნუ მოსთხოვო, - იყო ანგელოზის პასუხი."
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1696
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,830 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"დედა პელაგია ჩვენთვის მართლაც დედაა. იმდენად ყურადღებიანია, რომ პაწია რამ არ გამოეპარება. შეიძლება მაშინვე არაფერი გითხრას, მაგრამ ტრაპეზის დროს წმინდა მამათა ცხოვრებიდან მოგვიტანს მაგალითებს და ამით მიგვითითებს შეცოდებაზე."
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1697
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,830 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"- მონასტერში რას ეჩვევა ადამიანი?
- პირველ რიგში საკუთარი თავის შეცნობას. თუ ადამიანი მონასტერში არ არის ნამყოფი, ნაკლებად ესმის თავისი სულის მდგომარეობა. მონასტერში ლოცვას ეხამება მორჩილება, მორჩილებას კი ტრაპეზი. დღის განმავლობაში ორჯერ ტრაპეზობენ. ამ დროს წინამღვრისა და ტრაპეზარის გარდა სხვას არავითარი უფლება არ აქვს საკვების დამატებით მიღებისა. ამისათვის მას მკაცრად მიუთითებენ. თუ მონასტრის წევრი მართალია, ტრაპეზარი გაიკიცხება." /მამა თეოდოსი (ხაჩიძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1698
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,830 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"სქემმღვდელმონაზონ მამა მიხეილ ბალაამელთან (+1962) ერთი ქვრივი დედაკაცი მივიდა სულიერი რჩევისთვის. ორი დღის შემდეგ წასვლა დააპირა, ბილეთიც აიღო ორშაბათისთვის. შაბათი დღე იდგა. ორშაბათს ნუ წახვალ. გამგზავრება გადადე. მონაზვნად უნდა აღგკვეცოო, - უთხრა მოძღვარმა. ქალს მონაზვნობის საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა, მაგრამ ახლა შინ საქმეები ელოდა - გაისად ჩამოვალ და მაშინ აღმკვეცეთო. "არა, ახლაა საჭირო", - უთხრა მამა მიხეილმა, - თუ წასვლას ვერ გადადებ, ხვალ, კვირას აღგკვეც. ამის გადადება არ შეიძლება". მეორე დღეს მამა მიხეილმა ქალი საიდუმლოდ აღკვეცა და ანა უწოდა. ორშაბათს დედა ანა შინ გაემგზავრა. ორთვენახევრის შემდეგ ის საკუთარ სახლში ხატების წინ მკვდარი იხილეს, მონაზვნის კაბით მოსილი.
მეორე ზაფხულს მამა მიხეილს სულიერმა შვილმა ეს ამბავი შეახსენა და ჰკითხა: "მამაო, საიდან იცოდით, რომ ანა მოკვდებოდა? ამიტომ აიძულებდით მონაზვნად აღკვეცას?" "ვინც არ უნდა სცადოს მონაზვნად გახდომა, ღვთის ნების გარეშე არასოდეს მოხდება. მე არ ვიცოდი, რომ მოკვდებოდა, - მიუგო მამა მიხეილმა და დაუმატა, - მაგრამ ნაბრძანები იყო გადაუდებლად აღმეკვეცა. მე ამას მხოლოდ სამი რამის გამო ვაკეთებ ხოლმე: უკიდურესი საჭიროების, ღვთის გამოცხადების და უმაღლესი იერარქიის ნებისა და კურთხევის გამო. მეორე შემთხვევისას, როცა უფალი მიბრძანებს, - არ შემიძლია ვეურჩო ღვთის ბრძანებას". * თანამედროვე ათონელ ბერს, ვლასის, ერთმა მთაწმინდელმა მეუდაბნოე მამამ თავისი ამბავი უამბო. თურმე, როცა დედამისი მასზე ფეხმძიმედ დარჩა, ოჯახს ეკონომიურად უჭირდა. შვილები უკვე ჰყავდათ და მისი მოშორება გადაწყვიტა. ექიმმა რაღაც წამალი მისცა, რომელსაც რეგულარულად იღებდა. მაგრამ ამან შედეგი არ მისცა. ბოლოს ყველაფერი ღვთის ნებას მიანდეს. ასე გაჩნდა ბავშვი, რომელიც მერე მონაზვნად აღიკვეცა და ძალზე მოსაგრე მამა შეიქმნა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1699
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,830 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"არის ისეთი ბერი, რომელმაც მთელი მონაზვნობა ისე ღვთისმოსაურად განვლო, რომ არც ერთი დღე, საათი და წამი არ დაუკარგავს, მთელი დრო ღმერთს უძღვნა, რადგან ფიქრობდა, რომ ცხოვრებაში ერთი და იგივე დღე ორჯერ არ გაუთენდებოდა".
/წმ. იოანე სინელი(კიბისაღმწერელი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1700
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,830 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"- მონასტერში ადამიანი რა შემთხვევას მიჰყავს?
- ამის ძალიან ბევრი მიზეზია. რამდენი კაციცაა მონასტერში, იმდენი მიზეზია." "თანამედროვე ათონელ ბერს, ვლასის, ერთმა მთაწმინდელმა მეუდაბნოე მამამ თავისი ამბავი უამბო. თურმე, როცა დედამისი მასზე ფეხმძიმედ დარჩა, ოჯახს ეკონომიურად უჭირდა. შვილები უკვე ჰყავდათ და მისი მოშორება გადაწყვიტა. ექიმმა რაღაც წამალი მისცა, რომელსაც რეგულარულად იღებდა. მაგრამ ამან შედეგი არ მისცა. ბოლოს ყველაფერი ღვთის ნებას მიანდეს. ასე გაჩნდა ბავშვი, რომელიც მერე მონაზვნად აღიკვეცა და ძალზე მოსაგრე მამა შეიქმნა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1701
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,830 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ერთხელ წმინდა ამბროსი ოპტელთან პეტერბურგიდან ორი და მოვიდა. უმცროსი დანიშნული იყო, მხიარული ხასიათისა, უფროსი და კი წყნარი, ჩაფიქრებული, ღვთისმოშიში გახლდათ. ერთმა სთხოვა, ქორწინებაზე მაკურთხეო, მეორეს კი მონასტერში წასვლა უნდოდა. მამა ამბროსიმ სარძლოს სკვნილი მისცა, უფროსს კი უთხრა: "რა მონასტერი? შენ გათხოვდები ამა და ამ გუბერნიაში" და ისეთი გუბერნია დაასახელა, სადაც გოგონა არასოდეს ყოფილა. დები შინ დაბრუნდნენ. მალე უმცროსმა შეიტყო, რომ საქმრომ უღალატა. ამან მიახვედრა წუთისოფლის ამაოებას, ფიქრებით ღვთისკენ მიიქცა და მალე მონასტერში წავიდა. ამასობაში უფროსმა დამ შორეული გუბერნიიდან მივიწყებული დეიდის წერილი მიიღო. ის დედათა მონასტრის ახლოს ცხოვრობდა და დისშვილს მონასტრის დათვალიერება შესთავაზა. დეიდასთან ყოფნისას გოგონამ გაიცნო ერთი კაცი, თავისი ხასიათის შესაფერისი, და ცოლად გაჰყვა."
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1702
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,830 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მინახავს ისეთი ადამიანები, რომლებიც მავნე ჩვევებით - ნარკომანიით მოსულან მონასტერში. ზოგი მათგანი დღეს მონასტრის წევრია, ზოგმა ძველი ცხოვრება არჩია. საშინელი სენია ნარკომანია. ნარკომანის ღვთისკენ მობრუნება ძალიან რთულია.
მონასტერში მისვლის კიდევ ერთი გზაა - საპყრობილე. ბევრი იქ მიდის ღვთისკენ. სასულიერო პირები შედიან პატიმრებთან და ესაუბრებიან მათ. არაერთი იქიდან გამოსული მონასტერში სასულიერო ცხოვრებას აგრძელებს. შესაძლოა, ბევრს გაუკვირდეს, როგორ შეიძლება, ნასამართლევი სასულიერო პირი გახდესო. მაცხოვარმა ავაზაკს მიუტევა სინანულის ჟამს. კაცის ცხოვრება წარსულის გამო კი არ უნდა განისაჯოს, არამედ სინანულის მიხედვით." /მამა თეოდოსი (ხაჩიძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1703
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,830 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მონასტერში ყოფნა პირველ რიგში არის განკრძალულობა ცხოვრების ორომტრიალისგან, სიმშვიდე და ლოცვა."
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1704
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,830 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ანტონი დიდს ჰკითხა მორჩილმა - რა შეიძლება გავაკეთო, რომ ბერად აღვიკვეცოო. წმინდა მამამ სკუფია მოხადა, ძირს დააგდო და დამტვერიანებული დაახურა, - ვიდრე ამ სკუფიასავით არ გაითელები, შენგან ბერი არ დადგებაო."
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1705
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,830 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ერში მსახურების დროს ერთმა ნასვამმა ადამიანმა მაგინა და წვერში წამავლო ხელი, რადგან მივუთითე, ხატებთან სიგარეტი არ მოეწია. ეს ყველაფერი მორჩილების დროს გამოვიარე. წელიწადი და სამი თვე დავყავი მორჩილებაში. ბერობის ღირსად არ ვთვლიდი საკუთარ თავს."
/მამა თეოდოსი (ხაჩიძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1706
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,830 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"არქიმანდრიტი ეფრემ ფილოთეველი წერს მონაზვნების ქალწულებრივი ცხოვრების შესახებ:
ქალწულებრივი ცხოვრება მენავეს ჰგავს, რომელიც განუწყვეტლივ ებრძვის ძლიერ ქარიშხალს, ნავსაყუდელს ვერ პოულობს და ტალღებისგან მუდმივად ირყევა. იმის გამო, რომ ქალწული საკუთარ თავში ხორციელი აზროვნების ალს ატარებს, დროებითი ზავიც კი დაუშვებელია. იარაღით ხელში გამუდმებული ბრძოლაა საჭირო. მაშინ, როცა გათხოვილი ქალი ქარიშხლის ამოვარდნისთანავე ნავსადგურს ანუ ცოლქმრულ კავშირს მიაშურებს და საფრთხეს ამით აარიდებს თავს, ქალწული მოვალეა, არაფრად ჩააგდოს გრიგალი, ზღვაში გავიდეს, სულის ხომალდის საჭევარს მაგრად ჩაეჭიდოს და ხორცის გაშმაგებულ ტალღებს შეებრძოლოს. გამუდმებით უხმოს იესოს, სანამ უფალი საშველად არ მოვა და სიტყვებით: "დადუმდი, დაეყუდე!" ზღვას არ შერისხავს. ოჰ, რარიგ ამაღლებულია სიწმინდე! როგორ ბრწყინავს მისი ნათელი სამოსელი და რა უდიდესი კადნიერება აქვს, რადგან ადამიანს არა მარტო ანგელოზებს ამსგავსებს, არამედ უფრო მაღლაც კი აჰყავს. ანგელოზები უშრომლად არიან უბიწონი, რადგან ეს მათი ბუნებაა, მაშინ როცა ქალწული ბუნებაზე აღმატებულ გზას ადგება, არა მარტო იმისთვის იღვწის, რომ ბუნებას სხვა მიმართულება მისცეს, არამედ მთელი სიცოცხლე მუდმივად ებრძვის საშინელ დემონებს. დემონები საზარელ კბილებს აღრჭიალებენ, რომ იგი უფლისკენ მიმავალ გზას ააცდინონ, ანუ ქრისტეს წმინდა სასძლო ღვთის სიყვარულს განაშორონ და ვნებიანი ტკბობის წუმპის მთქვლეფავი ღორის მსგავს პირუტყვად აქციონ." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1707
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,830 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ექვთიმე ათონელი თითქმის ოცი წელი წინამძღვრობდა მონასტერს. ღამე თარგმნიდა, დღე კი მონასტრის საქმეებით იყო დატვირთული. როდესაც დაინახავდა, ტრაპეზის დროს სუფრაზე რაიმე აკლდა, დაუძახებდა ტრაპეზარს და მიუთითებდა ტრაპეზის გაუმჯობესებაზე. ტრაპეზის დასრულების შემდეგ დაიმარტოხელებდა და არიგებდა, - შვილო, ამ ხალხს თავი უფლისთვის აქვს შეწირული და ამ მცირეოდენ ნუგეშსაც ნუ მოაკლებო."
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1708
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,830 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"სრული მამაკაცი და სრული ბერი შეიქმნა"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 30th June 2025 - 03:30 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი