IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

230 გვერდი V « < 84 85 86 87 88 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Jul 30 2017, 02:36 PM
პოსტი #1701


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,800
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთხელ წმინდა ამბროსი ოპტელთან პეტერბურგიდან ორი და მოვიდა. უმცროსი დანიშნული იყო, მხიარული ხასიათისა, უფროსი და კი წყნარი, ჩაფიქრებული, ღვთისმოშიში გახლდათ. ერთმა სთხოვა, ქორწინებაზე მაკურთხეო, მეორეს კი მონასტერში წასვლა უნდოდა. მამა ამბროსიმ სარძლოს სკვნილი მისცა, უფროსს კი უთხრა: "რა მონასტერი? შენ გათხოვდები ამა და ამ გუბერნიაში" და ისეთი გუბერნია დაასახელა, სადაც გოგონა არასოდეს ყოფილა. დები შინ დაბრუნდნენ. მალე უმცროსმა შეიტყო, რომ საქმრომ უღალატა. ამან მიახვედრა წუთისოფლის ამაოებას, ფიქრებით ღვთისკენ მიიქცა და მალე მონასტერში წავიდა. ამასობაში უფროსმა დამ შორეული გუბერნიიდან მივიწყებული დეიდის წერილი მიიღო. ის დედათა მონასტრის ახლოს ცხოვრობდა და დისშვილს მონასტრის დათვალიერება შესთავაზა. დეიდასთან ყოფნისას გოგონამ გაიცნო ერთი კაცი, თავისი ხასიათის შესაფერისი, და ცოლად გაჰყვა."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 30 2017, 02:53 PM
პოსტი #1702


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,800
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მინახავს ისეთი ადამიანები, რომლებიც მავნე ჩვევებით - ნარკომანიით მოსულან მონასტერში. ზოგი მათგანი დღეს მონასტრის წევრია, ზოგმა ძველი ცხოვრება არჩია. საშინელი სენია ნარკომანია. ნარკომანის ღვთისკენ მობრუნება ძალიან რთულია.
მონასტერში მისვლის კიდევ ერთი გზაა - საპყრობილე. ბევრი იქ მიდის ღვთისკენ. სასულიერო პირები შედიან პატიმრებთან და ესაუბრებიან მათ. არაერთი იქიდან გამოსული მონასტერში სასულიერო ცხოვრებას აგრძელებს. შესაძლოა, ბევრს გაუკვირდეს, როგორ შეიძლება, ნასამართლევი სასულიერო პირი გახდესო. მაცხოვარმა ავაზაკს მიუტევა სინანულის ჟამს. კაცის ცხოვრება წარსულის გამო კი არ უნდა განისაჯოს, არამედ სინანულის მიხედვით."

/მამა თეოდოსი (ხაჩიძე)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 31 2017, 10:32 AM
პოსტი #1703


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,800
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მონასტერში ყოფნა პირველ რიგში არის განკრძალულობა ცხოვრების ორომტრიალისგან, სიმშვიდე და ლოცვა."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 31 2017, 10:55 AM
პოსტი #1704


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,800
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ანტონი დიდს ჰკითხა მორჩილმა - რა შეიძლება გავაკეთო, რომ ბერად აღვიკვეცოო. წმინდა მამამ სკუფია მოხადა, ძირს დააგდო და დამტვერიანებული დაახურა, - ვიდრე ამ სკუფიასავით არ გაითელები, შენგან ბერი არ დადგებაო."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 31 2017, 04:55 PM
პოსტი #1705


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,800
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერში მსახურების დროს ერთმა ნასვამმა ადამიანმა მაგინა და წვერში წამავლო ხელი, რადგან მივუთითე, ხატებთან სიგარეტი არ მოეწია. ეს ყველაფერი მორჩილების დროს გამოვიარე. წელიწადი და სამი თვე დავყავი მორჩილებაში. ბერობის ღირსად არ ვთვლიდი საკუთარ თავს."

/მამა თეოდოსი (ხაჩიძე)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 31 2017, 11:25 PM
პოსტი #1706


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,800
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"არქიმანდრიტი ეფრემ ფილოთეველი წერს მონაზვნების ქალწულებრივი ცხოვრების შესახებ:

ქალწულებრივი ცხოვრება მენავეს ჰგავს, რომელიც განუწყვეტლივ ებრძვის ძლიერ ქარიშხალს, ნავსაყუდელს ვერ პოულობს და ტალღებისგან მუდმივად ირყევა. იმის გამო, რომ ქალწული საკუთარ თავში ხორციელი აზროვნების ალს ატარებს, დროებითი ზავიც კი დაუშვებელია. იარაღით ხელში გამუდმებული ბრძოლაა საჭირო.

მაშინ, როცა გათხოვილი ქალი ქარიშხლის ამოვარდნისთანავე ნავსადგურს ანუ ცოლქმრულ კავშირს მიაშურებს და საფრთხეს ამით აარიდებს თავს, ქალწული მოვალეა, არაფრად ჩააგდოს გრიგალი, ზღვაში გავიდეს, სულის ხომალდის საჭევარს მაგრად ჩაეჭიდოს და ხორცის გაშმაგებულ ტალღებს შეებრძოლოს. გამუდმებით უხმოს იესოს, სანამ უფალი საშველად არ მოვა და სიტყვებით: "დადუმდი, დაეყუდე!" ზღვას არ შერისხავს.

ოჰ, რარიგ ამაღლებულია სიწმინდე! როგორ ბრწყინავს მისი ნათელი სამოსელი და რა უდიდესი კადნიერება აქვს, რადგან ადამიანს არა მარტო ანგელოზებს ამსგავსებს, არამედ უფრო მაღლაც კი აჰყავს.

ანგელოზები უშრომლად არიან უბიწონი, რადგან ეს მათი ბუნებაა, მაშინ როცა ქალწული ბუნებაზე აღმატებულ გზას ადგება, არა მარტო იმისთვის იღვწის, რომ ბუნებას სხვა მიმართულება მისცეს, არამედ მთელი სიცოცხლე მუდმივად ებრძვის საშინელ დემონებს. დემონები საზარელ კბილებს აღრჭიალებენ, რომ იგი უფლისკენ მიმავალ გზას ააცდინონ, ანუ ქრისტეს წმინდა სასძლო ღვთის სიყვარულს განაშორონ და ვნებიანი ტკბობის წუმპის მთქვლეფავი ღორის მსგავს პირუტყვად აქციონ."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 1 2017, 10:25 AM
პოსტი #1707


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,800
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ექვთიმე ათონელი თითქმის ოცი წელი წინამძღვრობდა მონასტერს. ღამე თარგმნიდა, დღე კი მონასტრის საქმეებით იყო დატვირთული. როდესაც დაინახავდა, ტრაპეზის დროს სუფრაზე რაიმე აკლდა, დაუძახებდა ტრაპეზარს და მიუთითებდა ტრაპეზის გაუმჯობესებაზე. ტრაპეზის დასრულების შემდეგ დაიმარტოხელებდა და არიგებდა, - შვილო, ამ ხალხს თავი უფლისთვის აქვს შეწირული და ამ მცირეოდენ ნუგეშსაც ნუ მოაკლებო."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 1 2017, 10:57 AM
პოსტი #1708


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,800
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სრული მამაკაცი და სრული ბერი შეიქმნა"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 1 2017, 11:14 AM
პოსტი #1709


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,800
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბერად აღკვეცამდე, როცა მონასტრის წევრი მორჩილია, განსაკუთრებით მძიმე მორჩილებებს აძლევენ - საქონლის მიხედვას და ტრაპეზარობას. თუ ადამიანი წინააღმდეგია მორჩილების შესრულებისა, იგულისხმება, რომ ის მონასტერში ყოფნაზეც უარს ამბობს."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 1 2017, 02:41 PM
პოსტი #1710


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,800
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ამქვეყნიური ცხოვრების დატევების შემდეგ მონასტერში მთელი გულისყური და მოსაგრეობა სულიერზე გადადის და ღვთის ნებით და წინამძღვრის მორჩილებაში მყუდროდ ცხოვრობს მონასტრის თითოეული წევრი."

"უმჯობესია, წინასწარ არაფერი ჩაიფიქროთ - არც მონასტერში წასვლა და არც მონასტრის იქით, რამეთუ ამის ძალები არა გაქვთ. თქვენი შინაგანი უნდა შეაშფოთოთ და ააფორიაქოთ, რომ არ დაეძინოს. ძილში სამსონიც კი შეკრეს, თმა შეაჭრეს და ძალები წაართვეს. როცა გულში მონასტერია, მაშინ მონასტრული წყობა გინდა იყოს და გინდა არა. გულში მონასტერი, აი, რა არის: ღმერთი და სული კაცისა. ოღონდ თუკი ღმერთი მოგიხმობს მონასტერში, უნდა წახვიდე. წინასწარ კი ნუ იფიქრებთ, რა შეგხვდებათ იქ. წარმოდგენაც არ შეგიძლიათ. თითოეული იქ ხვდება იმას, რაც სწორედ მას სჭირდება. ერთის მაგალითი მეორისას არ ჰგავს. უმჯობესია, ღვთის ნებას მიენდო და ყოველივე მიიღო ისე, როგორც ღვთის ხელიდან მომავალი".



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 1 2017, 03:15 PM
პოსტი #1711


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,800
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მონასტრის მადლმა და მამათა სიწმინდემ ყმაწვილ მეთოდეს უფლისთვის ცხოვრება განაზრახვინა."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 2 2017, 11:56 AM
პოსტი #1712


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,800
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სრული განმხოლოებული ცხოვრება"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 2 2017, 12:21 PM
პოსტი #1713


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,800
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თებერვალში ვნახეთ კიდევ ერთი კაცი, სახელად ამონი. იგი იყო მამა 3000 მონაზვნისა, რომელთაც ტავენელებს ეძახდნენ. ისინი გამოირჩეოდნენ გასაოცარი თავშეკავებით. ემოსათ უხეში ტილოს ტომრის მსგავსი სახელოებიანი ტუნიკი, თავზე კუნკულს იხურავდნენ, განსაკუთრებით ტრაპეზობისას. მისით სახეს იფარავდნენ, რომ ვერ შეემჩნიათ, მათგან რომელი მიიღებდა ნაკლებ საზრდელს. ტრაპეზზე სრული სიჩუმე სუფევდა. ისეთი მორიდებულები იყვნენ, რომ ერთის თავშეკავებას მეორე ძნელად თუ შეამჩნევდა. სუფრასთან იმისთვის კი არ ისხდნენ, რომ საჭმლით გამძღარიყვნენ, არამედ მხოლოდ შეხებოდნენ საკვებს. მით უფრო ფასეულია თავშეკავების სათნოება, თუ თავს შეიკავებენ იმისგან, რაც თვალთა წინაშეა და ხელთა აქვთ."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 2 2017, 12:33 PM
პოსტი #1714


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,800
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"განსაკუთრებით მინდა ვთხოვო ახალგაზრდებს, მოვიდნენ და გაეცნონ მონასტრულ ცხოვრებას. მშობლები თავად უნდა ინტერესდებოდნენ ამით, რათა შვილები ჯანსაღი ცხოვრების წესით აღზარდონ.

შეიძლება ბავშვს უფალი მოუწოდებს, თუ არადა, ცხოვრებაში ეცოდინება იმაზე მეტი, რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ოჯახში ხედავს: მოთმინება, პატივისცემა, სხვათა აზრის გათვალისწინება და უსიტყვო მორჩილება, თავმდაბლობა, უფროსის პატივისცემა - ამ სათნოებებს მონასტერი შესძენს."

/სქემმღველმონოზონი თეოდოსი (ხაჩიძე)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 2 2017, 01:00 PM
პოსტი #1715


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,800
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დღეს ერში ცხონება ძალიან ძნელია. მრავალი საცდურია ირგვლივ. ჩემი სულიერი შვილი, 22 წლის გოგონა, პროფესიით დიზაინერი, აპირებდა მონასტერში წასვლას. მეუფე იობის კურთხევით, ორთუბნის დედათა მონასტერში გავგზავნე. რამდენიმე თვის შემდეგ მეუფემ მკითხა მისი მდგომარეობის შესახებ. ფიქრობს-მეთქი. მეუფემ თქვა, - ახლა ფიქრის დრო აღარ არის, დასწრების დროაო. იმას კი არ ვქადაგებ, რომ ყველა მონასტერში წავიდეს, ძალიან კარგი იქნება, ხშირად თუ ესტუმრებიან მონასტერს."

/სქემმღველმონოზონი თეოდოსი (ხაჩიძე)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 2 2017, 08:49 PM
პოსტი #1716


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,800
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"...ალბათ მოხდება ის, რაც ჩემმა მეგობარმა, 85 წლის ბერმა მიამბო. მისმა სიტყვებმა კიდევ უფრო მეტად შემაყვარა იგი. მან მითხრა: - დამიჯერე, მონასტერში როგორიც მოვედი, ისეთივე დავრჩი, იმავე ვნებებით, იმავე შეცდომებით, იმავე სისუსტეებითადა იმავე ხასიათით.

ის არ მატყუებდა, ეს არ იყო სიტყვებით თავის დამდაბლება, მე ამას ვხედავდი და ჩემი მეგობრის გულწრფელობა დიდად დავაფასე. ის არ განასახიერებდა არარსებულ სიწმინდეს, არ თამაშობდა წმინდანს, თავს წმინდანად არ მაჩვენებდა, ის სიმართლეს ამბობდა. რა თქმა უნდა, ეს არ იყო აბსოლუტური სიმართლე, რადგან ცხოვრების მანძილზე მან გარკვეული ნაბიჯები გადადგა, უკეთესობისკენ შეიცვალა, მაგრამ მან თქვა სიტყვები, რომლებიც ბევრს ნიშნავს..."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 2 2017, 09:00 PM
პოსტი #1717


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,800
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მონასტერში ვიპოვე საკუთარი თავი"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 2 2017, 11:29 PM
პოსტი #1718


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,800
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მონასტრული ცხოვრება ფესვია ჩვენი ეკლესიისა".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 3 2017, 10:38 AM
პოსტი #1719


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,800
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დღეს ურწმუნო ადამიანებისგან ხშირად ვისმენთ - რა სარგებელი მოაქვს მონასტერში მყოფს ერისთვის, ის არც მრავლდებაო. ლოცვაზეა დამყარებული წუთისოფელი. წმინდა მამა ეფრემი ამბობს: თუ ლოცვა შეწყდება, დედამიწა აღარ იარსებებს - თუ ადამიანი სულიერი თვალით შეხედავს და გააცნობიერებს, რა შეუძლია მონაზვნის ლოცვას წუთისოფლისთვის, მაშინ ყველაფერი სხვაგვარად წარიმართება."

/მამა გიორგი რაზმაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 3 2017, 11:00 AM
პოსტი #1720


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,800
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გარეგნულად ძალიან ლამაზად ჩანს ბერმონაზვნური ცხოვრება, შინაგანად კი ეს ყოველდღიური ბრძოლაა საკუთარ ვნებებთან".

/მამა გიორგი რაზმაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

230 გვერდი V « < 84 85 86 87 88 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th June 2025 - 05:50 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი