![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#1749
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,831 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
- როგორია აღკვეცის რიტუალი?
- თავდაპირველად აღსაკვეცს ეკითხებიან: "რისთვის მოსულხარ?" იგი პასუხობს: "მსურს განშორება". კვლავ ეკითხებიან: "ნებითა შენითა მოხვალა?" პირველ კითხვაზე აღსაკვეცი პასუხობს, რომ თავისი ნებით არის მოსული ("ჰე, პატიოსანო მამაო!"), ხოლო დანარჩენ კითხვებზე: "დაადგრებია მონასტერსა შინა განუშორებლად?" - და ა.შ. პასუხობს, "ჰე, ღვთისა ძალითაო". ეს იმას ნიშნავს, რომ აღსაკვეცის ერთადერთი და უკანასკნელი სურვილი მონაზვნობაა, ხოლო ამიერიდან იგი ყველაფერს გააკეთებს ღვთის ძალითა და ნებით, რადგან ადამიანი მხოლოდ საკუთარი ძალით უძლურია. /მამა დემეტრე (დავითაშვილი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1750
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,831 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მამა ეფრემის [კატუნაკელი] დედა, მარიამი, ძალზე მოწყალე და ღრმად სულიერი ადამიანი იყო. შვილიშვილებს ხშირად ესმოდათ, როგორ ევედრებოდა ჩურჩულით ღვთისმშობელს: "ყოვლადწმინდაო დედოფალო, ცოდვილი დედაკაცი ვარ, მაგრამ გთხოვ, შემეწიე, მონაზონი გავხდეო".
ქალი გულით ავადმყოფი იყო. მომაკვდავი ჰოსპიტალში მიიყვანეს. მამა ეფრემმა, ეს ამბავი რომ შეიტყო, სამონაზვნო ტანსაცმელი გაუგზავნა და ახლობლებს სთხოვა, მონაზვნად აღეკვეცათ, რადგან ჰოსპიტლიდან ცოცხალი ვეღარ გამოვიდოდა. მონაზვნად აღკვეცის შემდეგ მარიამს სახე უბრწყინავდა, რაღაცას ჩურჩულებდა და ზეცისკენ იყურებოდა. "რას ამბობდი, დედიკო? რას ხედავდი?" - ჰკითხა ქალიშვილმა. "რა გითხრა, შვილო, იქ ისეთი სილამაზეა! ეჰ, რას ვხედავდი და სად ვარო", - უპასუხა დედამ. ეგონათ, გამოკეთდებოდა, მაგრამ ორი დღის შემდეგ, ვნების პარასკევს, გარდაიცვალა. როცა საერო ტანსაცმელი გახადეს და მონაზვნის შესამოსელი ჩააცვეს, გარდაცვლილის სხეულს კეთილსურნელება აუვიდა, წესის აგებისას კი მირონით დაიცვარა. ვინც კი ცხედარს შეეხო, სამოსელი ნელსურნელებით გაეჟღინთა. დაკრძალვისას ნეშტი ისეთ კეთილსურნელებას აფრქვევდა, თითქოს ყვავილებით შემკული გარდამოხსნააო. "ეს რომ მიამბეს, - ამბობდა მამა ეფრემი, - თითქოს შემშურდა კიდეც და ვაღიარებ ამ ცოდვას. უბრალო ქალმა, სოფლელმა, უსწავლელმა, რა სიმაღლეს მიაღწია! ათონზე კი წლობით ვიღვწით, რომ ასეთ სიმაღლეს მივაღწიოთ. მისთვის რომ ვლოცულობდი, კი არ გავცემდი, პირიქით, სიხარულით ვივსებოდი; ხილვასავით მქონდა: მივიდა დედაჩემი ქრისტესთან; "კეთილი იყოს შენი მობრძანება, მარიამ", - უთხრა უფალმა... ხშირად ვხედავდი, თითქოს დედაჩემი მამა იოსები (მღვიმელი, მისი მოძღვარი) იყო, მამა იოსები კი - დედაჩემი, ვხედავდი, რომ მათ ერთნაირი სულიერი მდგომარეობა ჰქონდათ. ღვთისაგან მეუწყა, რომ დედაჩემმა დიდი მადლი მიიღო. მას თვალწინ არავინ ჰყავდა მისაბაძი, თავად ცხონდებოდა განსაცდელთა დათმენით". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1751
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,831 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მცირე აზიაში ასეთი ტრადიცია ჰქონდათ - თითოეულ გვარს ერთი ბერი მაინც უნდა ჰყოლოდა მისთვის მლოცველი".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1752
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,831 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მონასტერში მისულს უწესებენ გამოსაცდელ პერიოდს, რომელიც შეიძლება რამდენიმე თვე გაგრძელდეს. მონასტრის გამოცდილი წინამძღვარი მალევე მიხვდება, მოწოდებულია თუ არა ეს ადამიანი მონაზვნური ცხოვრებისთვის. როდესაც წინამძღვარი გადაწყვეტს, რომ მისი მონასტერში დარჩენა შეიძლება, შეატყობინებენ მის სულიერ მოძღვარს, რომელიც ერში ჰყავდა და ეს ადამიანი მონასტრის წინამძღვრის მორჩილებაში გადადის. ერში მყოფ მოძღვართან მას უკვე აღარაფერი ესაქმება, რადგან თავისი სული მონასტრის წინამძღვარს ჩააბარა.
მონასტერში იგი რამდენიმე ხანს დაყოფს (ამ პერიოდის ხანგრძლივობას მონასტრის წინამძღვარი განსაზღვრავს). შემდეგ მას სამორჩილე კაბას აცმევენ, აძლევენ განსაკუთრებულ მორჩილებას (ტაძრის დალაგება, სატრაპეზოს მოვლა და ა.შ.). როდესაც წინამძღვარი ჩათვლის, რომ მისი აღკვეცა უკვე შეიძლება, გაუწევს რეკომენდაციას ეპარქიის მღვდელმთავრის წინაშე, მისი ლოცვა-კურთხევით კი უკვე კათოლიკოს-პატრიარქს წარედგინება. მხოლოდ ამის შემდეგ აღკვეცენ მონაზვნად ამ ადამიანს. მანამდე იგი არის სამონაზვნე (თუ დედაკაცია) ან საბერო მორჩილი (თუ მამაკაცია). საბერო მორჩილი კაბას და სკუფიას ატარებს, სამონაზვნე კი ლეჩაქს. სამონაზვნეს არ უკურთხებენ მანტიას. არც საბერო მორჩილს ეკუთვნის კუნკულ-ბარტყული და მანტია. სამონაზვნე (საბერო მორჩილი) აღთქმას არ დებს. თუკი სამონაზვნე (ან საბერო მორჩილი) გადაწყვეტს, რომ მონასტერში ცხოვრება მისი საქმე არ არის, შეუძლია განიმოსოს, ერში დაბრუნდეს და ოჯახი შექმნას. ამაში დასაძრახი არაფერია." /მამა დემეტრე (დავითაშვილი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1753
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,831 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ოთხი წლისა იყო პაისი ველიჩკოვსკი, მამა რომ გარდაეცვალა, 13 წლისას ძმა მოუკვდა და ერთადერთ იმედადღა შერჩა დედას. ჩვიდმეტი წლისამ მიატოვა ეს სოფელი და მონასტერში გაიპარა. დედამისი ირინე მორწმუნე ქალი იყო, მაგრამ შვილის გაპარვამ ჯავრისგან ლოგინად ჩააგდო. არც ჭამდა და არც სვამდა - თავის მოკვლა ჰქონდა განზრახული. გონებითაც მოუძლურდა და ნათესავები უკვე მის გარდაცვალებას ელოდნენ. უეცრად ავადმყოფი წამოდგა, ახლობლებს ღვთისმშობლის დაუჯდომელი მოსთხოვა და ლოცვა დაიწყო.
დიდხანს ილოცა, შემდეგ მოძღვარი იხმო და ასეთი რამ უამბო: "როცა მწუხარებისგან დავსუსტდი და სიკვდილის პირას მივედი, გარს უამრავი დემონი შემომეხვია. მაშინ აკათისტო მოვითხოვე და კითხვა დავიწყე. დღედაღამ ვკითხულობდი. ეშმაკები შიშისგან კანკალებდნენ და მოკარებას ვერ ბედავდნენ. გული სიხარულით ამევსო. უცებ ცა გაიხსნა, იქიდან, ვითარცა ელვა, ანგელოზი ჩამოეშვა, წინ დამიდგა და მითხრა: "ჰოი, უგუნურო, ეს რა ქენი? ნაცვლად იმისა, რომ მთელი სულითა და გულით გყვარებოდა უფალი, ქმნილება - შენი ძე - შეიყვარე და ამ უგუნური სიყვარულის გამო თავი სიკვდილისა და საუკუნო სატანჯველისთვის გაიმეტე. იცოდე, შენი ვაჟი ღვთის მადლის შეწევნით ბერი გახდება. შენც მის კვალზე შედგომა და მონაზვნობა გიჯობს, რადგან ასეთია ღვთის ნება, ხოლო თუ მას წინ აღუდგები, ნაბრძანები მაქვს, მიგცე ამის მომლოდინე ეშმაკებს, რათა გტანჯონ და შეგარცხვინონ, რათა სხვა მშობლებმა დაინახონ, რომ შვილები ღმერთზე მეტად არ უნდა უყვარდეთო". ამის გაგონებაზე წამოვიძახე: თუ ასეთია ნება ღვთისა, ჩემს ვაჟზე აღარ ვიდარდებ-მეთქი. ეშმაკები მყისვე გაქრნენ, გახარებული ანგელოსი კი ზეცად ავიდა". მალე მამა პაისის დედა მონასტერში წავიდა და ათი წლის შემდეგ მშვიდობით აღესრულა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1754
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,831 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მაშ ასე, თავი აიძულეთ, მდუმარება დაიცავით, ილოცეთ, დაემორჩილეთ, დამდაბლდით, რათა მოიპოვოთ ყოველგვარი სიკეთე. თქვენ გყავთ ღვთივკურთხეული დედა იღუმენია, ქრისტეს კეთილსურნელება. არ დაამწუხროთ ის, არ შეეპასუხოთ. მდუმარებასა და ლოცვაში იყავით და მასაც მიეცით მდუმარების საშუალება. რადგან როდესაც გარდაიცვლება, დაკარგავთ მას და დარჩებით, "ვითარცა ბუი ნატამალსა", მაშინ გაცხადდება მისი ღირსება, მაგრამ თქვენთვის უკვე გვიან იქნება... მიწად იქეცი, რომ გაგთელონ და მორჩილება გამოიჩინე შენი სულის ცხოვრებისათვის."
/ბერი იოსებ ათონელი/ "ეშმაკს, როგორც არაწმიდასა და ღვთისგან გაუცხოებულს, უსაზღვროდ სძულს ქალწულება, ამდენი უხამსი გულისსიტყვაც იმიტომ მოაქვს, რომ უბიწოების მშვენიერება შეაგინოს და მას ანგელოზებრივი ბრწყინვალება დააკარგვინოს." /არქიმანდრიტი ეფრემ ფილოთეველი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1755
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,831 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"რა არის ბერი? ეს უფსკრულია მოთმინებისა, ზღვა სიმდაბლისა და ოკეანე მორჩილებისა".
/მამა იუსტინიანე ბალაამელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1756
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,831 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მონასტერში ადამიანი ღვთის უსაზღვრო სიყვარულს მიჰყავს. ერშივე უჩნდება სურვილი და ტრფიალება სპეტაკი მონაზვნური სამოსისა, იქაური მყუდრო და მშვიდი ცხოვრებისა. ვისაც ნაკლებად სწამს საიქიო მარადიული ცხოვრების, ჰგონია, მონასტერში ადამიანი ვისიმე ძალდატანებით მიდის. ადამიანი ერთ ოთახში რომ გამოკეტო, თუ ღვთის სიყვარული არა აქვს, იქ როგორ გაჩერდება? ის ყოველნაირად შეეცდება, თავი დააღწიოს არასასურველ გარემოს. ყველაფერი ღვთის ნებით, ღვთის ჩაგონებით ხდება. თუ ძალიან გინდა, ამ გზას დაადგე, წინ ვერავინ გადაგეღობება. ასევე, თუ არ გსურს მონასტრული ცხოვრება, ვერავინ დაგატანს ძალას."
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1757
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,831 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ტკივილის გარეშე ბერი არ არსებობს"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1758
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,831 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მან სიყრმიდანვე აირჩია ბერული ცხოვრება"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1759
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,831 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"- მონაზვნის შავი შესამოსელი შეხედვისთანავე კრძალვას ბადებს...
- ძალიან მომწონდა შემოსილი დედები, შავი ფერი კი ისეთი ლამაზი არასოდეს მომჩვენებია, როგორიც მონასტერში მოსვლის შემდეგ. მონაზვნის შესამოსელის მიმართ კრძალვა უნდა ჰქონდეს ადამიანს. მას დიდი სულიერი დატვირთვა აქვს. აღკვეცის დროს შესამოსელიც იკურთხება, ამიტომ მას განსაკუთრებულ ჭურჭელში რეცხავენ - არ შეიძლება, ყველაფერს შეეხოს, ახალნაკურთხი ტანსაცმლის ნარეცხი კი სუფთა ადგილას უნდა გადაიღვაროს. როცა ასეთი კრძალვაა შესამოსლის მიმართ, თავისთავად ცხადია, მისი მატარებლისადმი დამოკიდებულებაც ვერ იქნება ჩვეულებრივი." /დედა ნინო (მაზანიშვილი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1760
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,831 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"თუ მონაზვნობა გსურს, ყველა ჟინისა და ამა სოფლიურ მიდრეკილებათა ნახევარი ჯერ კიდევ ბერად აღკვეცამდე უნდა მოიკვეთო, მერე კი იღვაწო, რათა შენი არსებიდან ქვეყნიერი ცხოვრების კვალიც კი აღმოფხვრაო".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1761
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,831 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ბერს არ ჰყავს ცოლ-შვილი, ამიტომაც მისი შინაგანი ენერგია უფრო მეტად იხარჯება საზოგადოებაზე".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1762
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,831 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"უფლის აღთქმათა სიყვარულით ბერი თმობს წუთისოფლის ყველა სიამოვნებას და საკუთარ ნებას. ის უფლის მიმართ თავისი ლოცვით უფრო მეტად შეეწევა სოფელს, ვიდრე ეს ერისკაცს ადამიანური ძალისხმევით შეუძლია."
"მამა ბარსანოფისთვის ერში გატარებული წლებიც თავისებური ღვთისმსახურება იყო. მისივე თქმით, მას არასოდეს უფიქრია ყოფითზე, მატერიალურზე; ის თავის შემოქმედს და მისკენ სავალ გზას ეძიებდა. მონასტერზე ფიქრი თავდაპირველად აშინებდა, წარმოუდგენლად ეჩვენებოდა, მაგრამ ნელ-ნელა მომწიფდა მის სულში ამა სოფლის დატოვების სურვილი." "პირველი დღეებიდანვე, როცა ეკლესიაში მოვედი, მონაზვნობა მსურდა". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1763
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,831 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ადამიანი რამდენიმე გზით მიდის მონასტერში. ერთ-ერთი და ალბათ ყველაზე ძლიერი გზაა, როცა ამაზე მოძღვარი გაკურთხებს. ის შენი სულის ექიმია - ხედავს შენს სულს, იცის, რა უჭირს მას და საჭიროების შემთხვევაში გამოუწერს წამალს, რასაც მონასტრული ცხოვრება ჰქვია - უბრალოდ, შემოგთავაზებს, ხომ არ წახვიდოდი ცოტა ხანს, ხომ არ გამოსცდიდი საკუთარ თავს მონასტერშიო."
/არქიმანდრიტი მიქაელი (გაბრიჭიძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1764
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,831 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"- ვისაც მონაზვნობა აქვს გადაწყვეტილი, როგორ უნდა მოიქცეს?
- პირველ რიგში, უნდა ილოცოს, რომ მცდარი არჩევანი არ გააკეთოს. შესთხოვოს უფალს, განუცხადოს ნება თვისი და მოძღვარსაც დაეკითხოს. ღმერთმა ინებოს, ყველას მისცემოდეს იმის ძალა, რა გზაზეც უფალი აყენებს. იოანე ოქროპირს აქვს ასეთი ლოცვა: "უფალო, მომეცი ძალა, რათა აღვასრულო ნება შენი". მონაზვნად რომ აღიკვეცება, ეს იმას ნიშნავს, რომ მასში ხორციელი კაცი მოკვდა და მის ადგილას სულიერი უნდა დაიბადოს." /დედა ნინო (მაზანიშვილი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1765
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,831 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"- მამაო, ვგრძნობ საფრთხეს და მეშინია მომავლის.
- ეს შიში გვეხმარება, ქრისტეს ჩავებღაუჭოთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ქრისტეს გულისთვის გმირობა მოგვიწევს. გამარჯვებისთვის არც ტყვიამფრქვევები და, მით უმეტეს, არც ატომური ბომბები არ გვჭირდება; დღეიდან ბრძოლა სულიერი იქნება. ჩვენ თვით ეშმაკთან მოგველის ორთაბრძოლა, მაგრამ მას, თუ თვითონვე არ მივცემთ ნებას, არავითარი ხელმწიფება არ აქვს ჩვენზე. რისი უნდა გვეშინოდეს? თუ მონაზვნურად ცხოვრობთ და ფხიზლად ხვდებით ეშმაკის ყოველ შემოტევას, მაშ, საღმრთო შეწევნის უფლებაც გაქვთ. ლოცვა და თავმდაბლობა, თანაგრძნობა და სიყვარული ხომ ნამდვილი სულიერი კაპიტალია... თუ მონასტერში არის ორი-სამი კაცი, რომელიც სხვის ტკივილზე ფიქრობს და ლოცულობს, ისინი სულიერ ციხესიმაგრედ იქცევიან და მტრის ყოველ ღონეს შებორკავენ." /ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1766
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,831 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"[მონასტერში] მდუმარების დღეც გვაქვს გამოცხადებული"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1767
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,831 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ადამიანის ბუნებას გააჩნია; თუ რბილი, მორჩილი და დამთმობია, მიუხედავად ასაკისა, მისი მონაზვნად ჩამოყალიბება ადვილია, ხოლო თუ ჯიუტია, რა ასაკისაც არ უნდა იყოს, ძნელია მისი დამორჩილება. მეუფემ ასეთი ფუნქცია დაგვაკისრა: გულისსიტყვების გახსნა. მამაო კი მოდის ჩვენთან, წირვას ატარებს, წერილობითაც ვაბარებთ აღსარებას, მაგრამ ეს არ კმარა; წინამძღვარმა უნდა იცოდეს მონაზვნისა თუ მორჩილის სულში მიმდინარე პროცესების შესახებ, რათა მისი სულიერი განვითარება სწორად წარმართოს."
/დედა ნინო (მაზანიშვილი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1768
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,831 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"უფალს შევთხოვე: მე უსუსურს გადაწყვეტილების მიღება არ შემიძლია-მეთქი... როგორც ბავშვი, ისე ხელჩაკიდებული მიმიყვანა მონასტერში.
მონასტერმა შეავსო ის სიცარიელე... ვერ გეტყვით, რა მოხდა, მაგრამ მოწყენა ერთი დღით, ერთი წუთით არ მიგრძნია. სირთულეები არის, მაგრამ მონასტერში მაინც ყველაფერი მიხარია. ერში თითქოს არაფერი მაკლდა, მაგრამ გული სევდით მქონდა სავსე. ტაძარში რომ მივედი, ცოცხი ავიღე, ეკლესია დავგავე და ის მტვერი ჩავყლაპე, უბედნიერეს ადამიანად ვიგრძენი თავი. მივხვდი, ჩემი ადგილი იქ იყო." /დედა ნინო (მაზანიშვილი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 30th June 2025 - 11:57 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი