![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#181
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,649 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
...ახლა ბერობა ხანძთელის უნდა, არა სილაჩრის, არა სიშიშვლის, არა მღვიმეში მოკალათების, ან რუდუნებით დაცდა სიკვდილის, არამედ მისვლა პატრონად ერის, მამად, მომვლელად თავის ჯილაგის, ახლა ბერებად ლომები გვინდა, რომ ხიდი დადონ ციდან მიწამდის! არქიმანდრიტი შიო! ზური, ეს ჩემი საყვარელი ლექსია!! მამა შიოს დაწერილი ![]() დიდი მადლობა, რომ გამახსენე ![]() -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#182
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,649 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ეს სიტყვები ჩვენი მამა ანდრიასია:
"მამა კირილე (პავლოვის) ინტერვიუ წავიკითხე. ეკითხებიან, როგორ გაიგოსო ადამიანმა, რომ სამონასტრო სულის არისო. პასუხობს: თუ კაცს უმძიმს ოჯახური ცხოვრების თვირთის წარმოდგენაც კი, არ აქვს გულში სურვილი ჰყავდეს ოჯახი, არამედ ეკლესია მისთვის უფრო საამოა, ე.ი. მონასტრის არისო." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
Floyd |
![]()
პოსტი
#183
|
![]() ზურაბი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,316 რეგისტრ.: 4-February 07 მდებარ.: პროვინცია-”გლდანი” :D წევრი № 1,001 ![]() |
marine
![]() ![]() -------------------- And the times , they are all changin' ...
|
marine |
![]()
პოსტი
#184
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,649 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მისი უწმიდესობა იხსენებს: "უკვე აკადემიის მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი, გადაწყვეტილი მქონდა, ბერი და სასულიერო პირი გავმხდარიყავი. მინდოდა სულ პატარა სოფელში ვყოფილიყავი მოძღვარი და აი, ლოცვა-კურთხევა მომცა აკადემიის რექტორმა. მანვე სთხოვა ლოცვა-კურთხევა რუსეთის პატრიარქს ალექსი I-ს, მანაც თანმხობა განაცხადა და ჩამოვედი თბილისში, რათა ლოცვა-კურთხევა უწმინდესისა და უნეტარესის მელქისედეკ III-ისგან ამეღო. უწმინდესმა გამოცდა მომიწყო და მითხრა, გირჩევნია ოჯახი იყოლიოო. ვუთხარი - უწმინდესო და უნეტარესო, მე უკვე გადაწყვეტილი მაქვს ბერობა-მეთქი. მაშინ გაჩერდა, დაურეკა მეუფე ზინობს და უთხრა: თქვენთან მოვა აკადემიის სტუდენტი და ბერად აღკვეცეთო. ეს იყო 1957 წლის ვნების შვიდეულის სამშაბათი. სამწუხაროდ, იმდენად გაციებული იყო ქართველი ადამიანის გული და გონება, რომ არცერთი ქართველი არ ესწრებოდა ჩემს აღკვეცას. აღკვეცის დროს რაღაც საოცარი ბრძოლა დამეუფლა: თითქოს ვშორდებოდი ამ ქვეყანას, ყველაფერს მიწიერს, საოცარი ტანჯვა იყო ჩემს სულიერ სამყაროში, მაგრამ, ღვთის მადლით, როგორღაც ავიტანე ეს ბრძოლა. დადგა ხუთშაბათი. უწმინდესი და უნეტარესი მელქისედეკი წირავდა სიონის საკათედრო ტაძარში და იქ მოხდა ჩემი დიაკვნად კურთხევა. საოცარი მადლი გადმოვიდა ჩემზე, თითქოს ვერაფერს ვხედავდი და თითქოს დავფრინავდი. თითქოს ფრთები შემესხა და მიწაზე არ ვიყავი. ისეთი სიხარული და ბედნიერება დამეუფლა, რომ, როცა მარტო დავრჩი, დაახლოებით, საღამოს 5 საათზე, მივედი წმინდა ნინოს ჯვართან, ამ დროს მოვიხადე კუნკულ-ბარტყული, იგი კანდელს წამოედო და მთელი ზეთი თავსა და შესამოსელზე დამესხა. ერთი მხრივ, გამიხარდა, რადგან ხალხი ამბობდა, მასზე ღვთის მადლი გადმოვიდაო, მაგრამ სხვა რამესაც ვფიქრობდი: აკადემიის მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი, ეს ერთი შესამოსელი მქონდა და როგორ უნდა წავსულიყავი ამ ზეთიანი ტანსაცმლით? მაგრამ სახლში რომ მივედი და შესამოსელი მშრალი ტილოთი გავწმინდე, იმდენად კარგად გაიწმინდა, რომ ზეთის არავითარი კვალი აღარ ეტყობოდა და სასულიერო აკადემიაც იმ შესამოსელით დავამთავრე. ეს იყო უბედნიერესი დღე ჩემს ცხოვრებაში და ვმალდობ უფალს მისი დიდი წყალობისათვის." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
lele_lele |
![]()
პოსტი
#185
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15 რეგისტრ.: 30-June 07 წევრი № 2,347 ![]() |
gamixarda es tema rom vnaxe porumze. 2 dgis win chamovedi ert erti monastridan ar davasaxeleb..ik wasvlamde sul sxva azri mkonda monazvnebze ikidan dabrunebulms ki shtabechdileba samwuxarod sul damekarga
![]() ![]() |
mariami-k |
![]()
პოსტი
#186
|
![]() მარიამი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 ![]() |
lele_lele
ძალიან ცუდია ასე რომ დაბრკოლდი. იქნებ იმის ბრალი იყო რომ როგორიცწარმოგედგინა მთლად ისეთი არ დაგხვდა. მე პირასდად ძალიან ბევრ მონასტრებში დავდივარ და ძალიან დიდ სიყვარულს ვხედავ მონასტრებში. თუმცა მონასტრებში ძალიან ბევრი საქნე და ღვაწლია. ბევრი პრობლემებიც, აქედან გამომდინარე შეიძლება ისეთი დიდი ყურადღება ვერ მოგაქციეს როგორსაც შენ ელოდი. სამწუხაროა შენი ამბავი. ღმერთმა გაგაძლიეროს -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
lele_lele |
![]()
პოსტი
#187
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15 რეგისტრ.: 30-June 07 წევრი № 2,347 ![]() |
ციტატა ძალიან ცუდია ასე რომ დაბრკოლდი. იქნებ იმის ბრალი იყო რომ როგორიცწარმოგედგინა მთლად ისეთი არ დაგხვდა. მე პირასდად ძალიან ბევრ მონასტრებში დავდივარ და ძალიან დიდ სიყვარულს ვხედავ მონასტრებში. თუმცა მონასტრებში ძალიან ბევრი საქნე და ღვაწლია. ბევრი პრობლემებიც, აქედან გამომდინარე შეიძლება ისეთი დიდი ყურადღება ვერ მოგაქციეს როგორსაც შენ ელოდი. სამწუხაროა შენი ამბავი. ღმერთმა გაგაძლიეროს ara sxva monastrebshi mec vici ra xdeba swored amitom mkonda aseti reakcia :(tumca miuxedavad amisa mat martlac didi tvirti akvt,ase tu ise mteli sakartvelostvis loculoben da adzliereben |
marine |
![]()
პოსტი
#188
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,649 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
lele_lele
ჩვენი მამა ანდრიას სიტყვებს დაგიწერ: "მონასტრული ცხოვრების მოსინჯვა–გაცნობა არ არის ურიგო. მხოლოდ შესარჩევია – სად. ზოგ ადგილას შეიძლება უფრო დაბრკოლდე, ვიდრე წარემატო. უპირველესად ერიდე ხმაურიან პოპულარულ მონასტრებს, მით უფრო ქალაქში მყოფთ. სასურველია მონასტერში იყო ხშირი წირვა–ლოცვა. და, რაც მთავარია, მონასტერი არის საკუთარ თავთან გაძლიერებული ბრძოლის ადგილი და არა სანატორიუმი, სათაც შეიძლება კომფორტულად დაისვენო." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
perikardi |
![]()
პოსტი
#189
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 12 რეგისტრ.: 27-June 07 წევრი № 2,307 ![]() |
marine ციტატა მონასტერი არის საკუთარ თავთან გაძლიერებული ბრძოლის ადგილი და არა სანატორიუმი, სათაც შეიძლება კომფორტულად დაისვენო." lele_lele თუ ამ აზრს გაიტვალისწინებ არასდროს დაბრკოლდები |
marine |
![]()
პოსტი
#190
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,649 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ბერობა ეს არის თავგანწირვა, ეს არის თავისი პირადის უარყოფა, ეს არის სამშობლოსადმი სამსახური, ეს არის ღვთის დიდება და მადლობა. მე ვიყავი აღკვეცილი ბერად იმ დროს, როცა თითქმის საქართველოში ბერები ილეოდა. ბერები ივნენ - იოანე და გიორგი ბეთანიელები, მამა გაბრიელი, მამა კონსტანტინე, მამა შიო (ძიძავა), მამა პართენი და მეტი თითქმის არც არავინ.
აღკვეცამდე ძალიან მძიმე დღეები იყო ჩემთვის. ისეთი განსაცდელი იყო თითქოს სული შორდებოდა სხეულს. მაგრამ ღვთის მადლით, ეს საქმე მაინც აღსრულდა." კათოლიკოს-პატრიარქი ილია II -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#191
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,649 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"იღუმენია ტაისიას ჩანაწერები"
- მონასტრის საერთო საცხოვრებელში, სენაკში თითქმის გადაუვალია შეჯახება, მწუხარება და ა. შ. აი, აქ იპოვი შენთვის საბაბს მორჩილებისათვის, მწუხარების უდრტვინველად ტარებისათვის. ისწავლი მორჩილებას არა მარტო უფროსების მიმართ, არამედ შენს თანაბართან და უმცორსებთანაც. - როცა ქრება ყოველგვარი ადამიანური იმედი, ზემოდან მოდის დახმარება. - არ ყოფილა შემთხვევა, მეუბნებოდა ჩემი მოძღვარი, რომ ჩემთვის დამეტოვებინოს თუნდაც ერთი კაპიკი, ღვთის წყალობისაებრ ყოველთვის ვურიგებდი ღარიბებს, იქ, მათ ხელში უკეთ ინახება, ვიდრე ყველაზე მოსახერხებელ საფულეში. - მელაპარაკებოდა რა მონასტრული ცხოვრების გმირობაზე, იგი მირჩევდა, არ მივცემოდი რაღაც განსაკუთრებულ გმირობას თვითნებურად, რათა მტერს არ დაეცინა ჩემთვის, როგორც გამოუცდელისთვის და უარეს ტანჯვაში არ ჩავეგდე. "გაუფრთხილდი - ამბობდა იგი, - გაუფრთხილდი ზედმეტობას, სად შეგვიძლია ჩვენ ცოდვილებს და უძლურებს თავს ვიდოთ სიმძიმეები? ძნელია გმირობანი. ღმერთმა მოგვაპოვებინოს მორჩილება, რაც ყველა გმირობაზე მაღლა დგას. გეტყვი ერთი ბერის სიტყვებს: "გმირობანი მონაზვნისათვის ტკბილეულია, ხოლო მორჩილება - საკვები." საკვების გარეშე ცხოვრება არ შეიძლება, ხოლო ტკბილეულის გარეშე - კი." - მინდა მხოლოდ ჩაგინერგო, რომ მონაზვნური მორჩილება ეს სულიერი გმირობა, ყველა დანარჩენზე მაღლა დგას. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მაგდალინა |
![]()
პოსტი
#192
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 924 რეგისტრ.: 15-September 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 194 ![]() |
marine
ეს წიგნიდანაა ნაწყვეტი თუ საიდან მოიპოვე? ძალიან მომინდა სრულად წაკითხვა და... რა ვქნა? ![]() -------------------- დიდ არს უფალი!!!
|
marine |
![]()
პოსტი
#193
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,649 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
marine ეს წიგნიდანაა ნაწყვეტი თუ საიდან მოიპოვე? ძალიან მომინდა სრულად წაკითხვა და... რა ვქნა? ![]() ეს წიგნი გუშინ შევიძინე, მაგდალინა, და საოცარია!! გათხოვებ აუცილებლად ![]() -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
ქავთარაძე |
![]()
პოსტი
#194
|
დაურეგისტრირებელი ![]() |
ციტატა მონასტერი არის საკუთარ თავთან გაძლიერებული ბრძოლის ადგილი და არა სანატორიუმი, სათაც შეიძლება კომფორტულად დაისვენო." სიმართლეა, 100% აქ შეიცნობ შენ თავს , აქ ბრძოლები გაქ არა შენ თავთან არამედ ეშმაკთან პირდაპირი გაგებით, აქ შენ სწავლობ თუ როგორ უნდა იყო ადამიანი და მონასტერში წასულმა ადამიანმა თავისი ნაკლოვანებების 60% მაინც უნდა დაძლიოს. |
ქავთარაძე |
![]()
პოსტი
#195
|
დაურეგისტრირებელი ![]() |
მონასტერსში გავიცანი ჩემი თავი და დავინახე თუ როგორი სუსტი ვარ , ახლა კი ვცდილობ ის ნაკლოვანებები რაც ვნახე ჩემში ნელ-ნელა გამოვასწორო...
|
მაგდალინა |
![]()
პოსტი
#196
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 924 რეგისტრ.: 15-September 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 194 ![]() |
სქემით შემოსვაზე ვინ რა იცით?
-------------------- დიდ არს უფალი!!!
|
marine |
![]()
პოსტი
#197
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,649 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მაგდალინა |
![]()
პოსტი
#198
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 924 რეგისტრ.: 15-September 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 194 ![]() |
marine
როგორც ვიცი, არსებობს დიდი და მცირე სქემა და მხოლოდ ერთხელ ხდება სქემით შემოსვა (შეილება ვცდები)... -------------------- დიდ არს უფალი!!!
|
marine |
![]()
პოსტი
#199
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,649 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
marine როგორც ვიცი, არსებობს დიდი და მცირე სქემა და მხოლოდ ერთხელ ხდება სქემით შემოსვა (შეილება ვცდები)... მე ის ვიცი, რომ სქემით შემოსვისას განსხვავებულ სამოსს აცმევენ მონაზვნებს.. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მაგდალინა |
![]()
პოსტი
#200
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 924 რეგისტრ.: 15-September 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 194 ![]() |
marine
კი, ეგრეა, მე მაქვს ფოტო, ნაქარგებითაა, ქერუბიმები არიან მოქარგულნი მგონი.. სამების გახსნა რომ იყო, რამდენიმე წლის წინ, იქ იყვნენ სქემოსნები, კარგად მახსოვს.. და მე რომ მონასტერში ვიყავი, წინამძღვარი მისი, სქემოსანი იყო -------------------- დიდ არს უფალი!!!
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 08:22 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი