![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#1829
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,837 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"აუცილებელი როდია, ყველა ადამიანი მონასტერში ცხოვრობდეს. უფალს ორივე ცხოვრება აქვს დადგენილი - სასულიეროც და საეროც. ერშიც შეიძლება კაცი ცხონდეს და მონასტერშიც. ღვთის ნიჭის უგულებელყოფაა ისიც, როდესაც ადამიანი მიაღწევს გარკვეულ ზღვარს და ოჯახის გარეშე ცხოვრობს. თან არც მონასტერში წასვლაზე ფიქრობს. თუკი უფალმა არ ინდომა მისთვის ოჯახი, შეუძლია საეკლესიო ოჯახს შეუერთდეს და მონასტერში გამოავლინოს საკუთარი ნიჭები."
/მამა თეოდოსი (ხაჩიძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1830
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,837 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მონაზვნებგამრავლებული სავანე"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1831
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,837 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მუდმივად წმინდა და განუფანტველი ლოცვა არის მიზანი და სრულყოფილება ბერისა"
/კასიანე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1832
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,837 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"გლინის უდაბნოს დახურვის შემდეგ მონაზვნები აქეთ-იქით გაიფანტნენ. მამა სერაფიმე ახალგაზრდობაში სოხუმთან ახლოს მთებში ცხოვრობდა, კარგად იცნობდა ამ მხარეს და გადაწყვიტა, დროებით აქ დასახლებულიყო. მასთან იყო მორჩილი და მესენაკე, ოდესღაც სადესანტო ჯარებში ნამსახური მონაზონი, რომელსაც პარაშუტით გადმოხტომისას თავის ტრავმა მიეღო და დემობილიზებული, მონასტერში მივიდა. ის გამოირჩეოდა უსიტყვო მორჩილებით. გეგონებოდათ, ჰაერში იჭერდა მამა სერაფიმეს თითოეულ სიტყვას, ხელის თითოეულ მოძრაობას. მუდამ დუმდა და შეკითხვას მოკლედ და ერთი სიტყვით პასუხობდა. მამა სერაფიმე ამბობდა, კონტუზიამ დაუცხრომელი თავის ტკივილი დაუტოვაო. მიუხედავად სნეულებისა, მონაზონს სახე წრფელი სიხარულით ჰქონდა გაბრწყინებული."
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1833
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,837 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"სული ღმრთისა - სული ჭვრეტისა - სული წინასწარმცნობელობისა ღვთის უდიდესი ნიჭია და მხოლოდ დიდი ღვაწლის შემდეგ მიეცემა თავმდაბალ ადამიანებს, ანდა მაშინ, როცა ამას ღმერთი ინებებს.
გრიგორიატის მონასტრის ბერი, მამა სოფრომი ჰყვებოდა: "ჩემი მონაზვნური ცხოვრების დასაწყისში ასკეტური მისწრაფებით გამოვირჩეოდი და რაღას აღარ ვიგონებდი სხეულის დასათრგუნად. ტანზე მძიმე ჯაჭვები ავისხი, საწოლზე ბალიშის ნაცვლად ქვები დავაწყვე და გადავაფარე საბანი. მეგონა, ამით ძველი დროის მამებს მივემსგავსებოდი. ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა, მათ შორის არც მონასტრის წინამძღვარმა მამა ათანასემ. ერთხელ იგი მოვიდა ჩემთან და მკითხა: - როგორ ცხოვრობო. - თქვენი წმინდა ლოცვებით, კარგად ვარ, მამაო. - თავს დაშვებულზე მეტად ხომ არ ითრგუნავ? - ჩვეულებრივი ბერი ვარ, მამაო. - მაინც ვნახოთ, რას ინახავ საბნის ქვეშ. ეს რა არის, ქვები?! სასწრაფოდ გადაყარე. გაოცებულმა გავიფიქრე: ჩვეულებრივ ადამიანს არ უნდა შეეტყო ეს, ალბათ ჯაჭვების შესახებ არაფერი იცის-მეთქი, მაგრამ მამა ათანასემ წამის შემდეგ მითხრა, - მოდი, ახლოდან შეგათვალიერო. ეს რა რკინებია, მოიშორეო". ამის მერე მამა სოფრომი უფრო დიდი პატივით ექცეოდა თავის წინამძღვარს და აღარაფერს უმალავდა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1834
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,837 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"კაბაშემოსილი ახალგაზრდა მორჩილის, მამა პლატონის კელია სკიტის სიახლოვეს იყო. ერთხელ პლატონმა ცისკრის ზარების რეკვა ვერ გაიგონა და ლოცვაზე დააგვიანა. როცა ტაძარში მოვიდა, სახარება წაეკითხათ და კანონს ლოცულობდნენ. პლატონს შერცხვა - სვეტს ამოეფარა და ტირილი დაიწყო.
დამთავრდა ლიტურგია, ძმები ტრაპეზზე შეიკრიბნენ და პლატონი არ ჩანდა. წინამძღვარმა ეს შეამჩნია და მამა ათანასე გაგზავნა მის მოსაძებნად. მამა ათანასემ ძლივს იპოვა პლატონი და ძალისძალად წამოიყვანა. პლატონი, როცა დაინახა სატრაპეზოდ მჯდარი წინამძღვარი და ბერები, უფრო დაიბნა, დაემხო მიწაზე, თან მწარედ ტიროდა. გულამომჯდარმა ვერ უთხრა წინამძღვარს ტირილის მიზეზი, ისევ მამა ათანასემ აუხსნა. ამის მომსმენმა ძმებმა ამოიოხრეს და დადუმდნენ. პლატონმა პირში ლუკმა ვეღარ ჩაიდო, ტრაპეზის მერეღა შეჭამა რაღაც. სანამ ძმები ტრაპეზობდნენ, წინამძღვარი მათ უქადაგებდა, რომ ისეთივე მხურვალე რწმენა, სიყვარული და შიში ღვთისა მოეპოვებინათ, როგორიც ამ ახალგაზრდა მორჩილს ჰქონდა. ეს ახალგაზრდა შემდგომში დიდი მამა პაისი (ველიჩკოვსკი) გახლდათ." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1835
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,837 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ბერებს მთავარ ლოცვის წიგნად "ფსალმუნნი" ჰქონდათ"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1836
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,837 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მონასტერში ძირითადი ყურადღება გადატანილია ლოცვაზე, მარხვაზე და საკუთარ თავში ღრმად ჩაძიებისა და მეთოდების აღმოჩენისკენ".
/მამა მათე ვაშაყმაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1837
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,837 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მონასტერში ადამიანი განსაკუთრებით ამჟღავნებს საკუთარ ნიჭს. ერში მყოფნი ხშირად ფლანგავენ, არ ახმარენ იმას, რისთვისაც უფალმა უბოძა. როცა წლების განმავლობაში იცხოვრებს ადამიანი მონასტერში, უფალი მისთვის შესაფერისი ნიჭის საქმეს ანდობს. წინამძღვარი და სულიერი მოძღვარი ხვდება, რისკენ აქვს მონასტრის წევრს მიდრეკილება და ღმერთმა რისი უნარი მისცა.
საბაწმინდის ლავრაში სამოღვაწეოდ მისულ წმინდა მამა იოანე დამასკელს დასაწყისში ის საქმე არ მიანდეს, რაც ღმერთმა ნიჭად უბოძა - გალობის, ლოცვებისა და საეკლესიო ლიტერატურის შედგენის ნიჭი. ვიდრე მამებს ღვთისგან არ ეუწყათ, მისთვის მიეცათ ის საქმე, რისთვისაც მონასტერში მივიდა, მანამდე არ მიანდეს." /მამა თეოდოსი ხაჩიძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1838
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,837 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მონასტრის წინამძღვრობა განსაკუთრებულად მძიმე ტვირთია. ადამიანი ინდივიდია და წინამძღვარი ვალდებულია, მონასტრის თითოეულ წევრთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს. მაგრამ ზოგჯერ ადამიანი ვერ ეთვისება მონასტრულ ტიბიკონს და ტოვებს მონასტერს. ეს უკვე წინამძღვრის ბრალი აღარაა. წინამძღვარი მშობელია მათი, მას უნდა შეეძლოს, ყველანაირ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის დამშვიდება და სწორ გზაზე დაყენება.
/მამა თეოდოსი ხაჩიძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1839
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,837 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ზეციური სასიძოს გარდა სხვა სასიძო აღარ უნდოდა"
"მორჩილება - მონაზვნის ფრთებია" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1840
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,837 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ღარიბი ასკეტი ანატოლი, რომელიც 1938 წელს მშვიდობით მიიცვალა, ათონის მწვერვალზე აგროვებდა მთის ჩაის და უკვდავას ყვავილებს. ამით ის არსობის პურს გამოიმუშავებდა.
- შენ ალბათ თავს ხიფათში იგდებ, როცა კლდეებსა და უფსკრულების პირას დაცოცავ? - ეკითხებოდნენ. - არა, დალოცვილო, თავს თოკით ვიბამ. ეს ვისწავლე ჯერ კიდევ ერში, როცა მეზღვაური ვიყავი, - პასუხობდა იგი. მამა ანატოლი კავსოკალივის სკიტის კირიაკონის გვერდით, პატიოსანი ჯვრის კალივაში ცხოვრობდა და ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი, უპოვარი და კეთილმოკრძალებული მონაზონი იყო. სკიტის მეწისქვილესგან ყველაზე პირველი იღებდა ფქვილს (როცა წისქვილის ქვებს კოდავენ, პირველ ჩამოფქვას ბევრი ქვიშა მოჰყვება). კვირის ამ დღეებში, როცა სახსნილო საჭმლის ჭამა შეიძლებოდა, მცირეოდენ ზეითუნის ზეთს ჭამდა, რომელსაც ყავის ლამბაქზე ისხამდა. ზეთში პურის ნაცვლად ხახვს აწებდა... მომზადებულ საჭმელს მხოლოდ მაშინ ჭამდა, როცა სტუმარი ჰყავდა. მამა ანატოლის ძალზე უყვარდე მაცხოვრის ჯვარცმის ხატი. მის წინ ის მოუკლებლად ცრემლებით ლოცულობდა, ხოლო ზოგჯერ თვითონ ხატიც ტიროდა... იმავე დროს მას უდიდესი კეთილკრძალულება ჰქონდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი. როცა ღამით, დასვენებისას გადაბრუნდებოდა ხოლმე მეორე გვერდზე, დაძინებამდე ხმამაღლა იგალობებდა "ღირს არსს". მან ციტათი იცოდა ბიზანტიური გალობა და დაბალი, მეხისებრი ხმა ჰქონდა. ამ ჰიმნს ის მეორე ხმას გალობდა, სწორედ ისე, როგორც პირველად იგალობა იგი მთავარანგელოზმა. შეეძლო, ღამის განმავლობაში ათჯერ მაინც ეგალობა. მის მოწაფეს ეს თავიდან აწუხებდა, მერე მიეჩვია. როცა მამა ანატოლი კარიესში ჩაის ჩასაბარებლად მიდიოდა, აუცილებლად მუხლი უნდა მოედრიკა "ღირს არსის" კელიაში (ეს კელია პანტოკრატორის მონასტერს ეკუთვნის), სადაც მოხდა მთავარანგელოზის გამოცხადება, რომელმაც ღვთისმშობლის ჰიმნი იგალობა. ის მუხლს მოიდრეკდა და მერე კრძალვით გალობდა "ღირს არსს". როცა ის გალობდა, ხატის წინ ჩამოკიდებული კანდელი რხევას იწყებდა! ერთხელ მამებმა უთხრეს, კანდელმა შენი მეხივით ხმის მიზეზით დაიწყო რხევაო. მაშინ მამა ანატოლი კარიბჭეში გამოვიდა და კვლავ იგალობა. კანდელმა კვლავ რხევა დაიწყო. იგალობეს სხვა მამებმაც, მაგრამ კანდელი უძრავად რჩებოდა. აი, როგორი გასაოცარი და ღირსეული იყო მისი სული, უბრალო და ბავშვური. მასში მადლი იყო დავანებული და მოქმედებდა თვით "დიდ განზრახვითა და ძლიერ საქმეებითა ყოვლისმპყრობელი" უფალი". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1841
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,837 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მაოცებდა დედათა მონასტრების მკვიდრ მონაზონთა გონიერება. ისინი ფულს ხელში არ იღებდნენ და თავიანთ ნაკეთობებს ცვლიდნენ ნემსებში, ძაფში, ნართში და აგრძელებდნენ თავიანთ სამუშაოს".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1842
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,837 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ჩვენ ვიცნობდით მეუდაბნოეებს, რომელებმაც მოუმზადებლად იტვირთეს მყუდროებისა და განმარტოების ღვაწლი, ამიტომაც გონებააშლილობამდე მივიდნენ. დემონებისგან ერთი ასეთი მოხიბლული უდაბნოში დარბოდა და ყვიროდა: "სერაფიმე ჯადოქარია, არც დღისით და არც ღამით მოსვენებას არ მაძლევსო".
მამა მერკური აღწერს მონაზონს, რომელმაც ბერებისთვის განკუთვნილი შეწირულობით თავისთვის სოხუმში სახლი იყიდა და ჩაეწერა. მაგრამ, ეტყობა, მამა მერკურიმ არ იცოდა, რომ ამ მონაზვნის დაცემის თავდაპირველი მიზეზი ურჩობა იყო საკუთარი სულიერი მამის მიმართ. ეს ურჩობა დაიწყო გლინის მონასტრის არსებობის ბოლო წლებში და უსაშინლესად დასრულდა. გლინის მონასტრის ყოფილმა მონაზონმა ჯვარი მოიხსნა, ერში წავიდა და გალოთდა. ძალიან ჯავრობდა ხოლმე ამ კაცზე მამა სერაფიმე! ტიროდა, ლოცულობდა, რომ უფალს არ გაეწირა უბედური სული! მართლაც, სიკვდილის წინ ეს მონაზონი, თითქოს გამოიღვიძაო, გონს მოვიდა, ღრმა სინანული აჩვენა, კვლავ ჩამოიკიდა ჯვარი, აღიარა ცოდვები, ეზიარა და გარდაიცვალა." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1843
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,837 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მონაზონი უნდა ემორჩილებოდეს მოძღვარს და ძმათა წინაშე მოიკვეთოს საკუთარი ნება. მონაზვნობის ამ დოგმატზე ღირსი ეფრემ ასური წერდა, - მონაზვნის თავმდაბლობა საშიშია დემონებისთვისო."
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1844
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,837 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მამა სერაფიმემ მონასტრული მორჩილების მრავალწლიანი სკოლა განვლო, შემდეგ სწავლობდა სიმდაბლის "აკადემიაში" - ციხეებში, გადასახლებებსა და ბანაკებში, ყირგიზეთის სტეპებსა და კავკასიის მთებში შეიძინა მეუდაბნოე ცხოვრების გამოცდილება. ამიტომაც შეგვიძლია მას "მონაზვნური მეცნიერების დოქტორი" ვუწოდოთ."
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1845
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,837 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ერთი მონაზონი ჰყვებოდა, რომ იგი ერთხანს თავის მოძღვართან ერთად მღვიმის კელიაში ცხოვრობდა. სიკვდილის წინ მოძღვარმა უბრძანა, მღვიმეში დაემარხა, თვითონ კი მაშინვე სოხუმში წასულიყო. თანაც მიუთითა შემოვლითი გზა - გრძელი და მძიმედ გადასალახი. მაგრამ მოძღვრის დამარხვის მერე მონაზონმა ნაცნობი და მოკლე გზა ირჩია. თავს იმშვიდებდა - მოძღვრის ნება მხოლოდ სოხუმში წასვლა იყო, ხოლო რა გზით, ეს სულერთიაო.
ნათელი დილა იდგა. ბერი სწრაფად მიდიოდა, თან ლოცვას კითხულობდა. უეცრად დაუბერა ქარმა და ზეცა ღრუბლებით აივსო. დაიწყო თოვა. ნამქერით დაფარული ბილიკით წასვლა უკვე აღარ შეიძლებოდა, ვეღარც უკან დაბრუნდებოდა. დაღამდა. იდგა ბერი კლდეს მიყრდნობილი, სიცივით გაფიჩხებული. მიხვდა, რომ მორჩილება და ურჩობა სიკვდილ-სიცოცხლის არჩევნად ექცა. ეტყობა, განსვენებული მოძღვრის მრავალწლიანი შრომისა და ლოცვის გამო ღმერთმა შეიწყალა ურჩი მორჩილი. ცოცხალმკვდარი და გაყინული შემთხვევით იპოვეს მგზავრებმა და ქალაქში ჩაიყვანეს. ამის მერე დიდხანს ავადმყოფობდა. ხშირად ყვებოდა, რაც შეემთხვა და ამბობდა, ურჩობა - ღალატია საკუთარი თავისა და ეს ცოდვა მონაზვნისთვის თვითმკვლელობის მსგავსიაო". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1846
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,837 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მეუფე ილარიონს ჰკითხეს, - მონასტერი თუ არის სვანეთშიო. სვანეთი თავად მონასტერიაო, - მიუგო მეუფემ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ სვანეთში სასულიერო ცხოვრება ჩქეფდა."
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1847
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,837 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მონაზვნად აღკვეციდან სიკვდილამდე მონაზონი ამბაკუმი ფეხშიშველი დადიოდა. ფეხსაცმელს მხოლოდ მაშინ იცვამდა, როცა დიდი ლავრა დღესასწაულობდა (5 ივლისს, წმინდა ათანასე ათონელის ხსენებას)".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1848
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,837 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ღვთისმშობლის შობის ეკლესია მიწით იყო დაფარული. მოძღვარმა ტაძარში მცირე პანაშვიდი გადაიხადა. მამა დიონისეს გავუმხილე - ძალიან მინდა, აქ მონასტრული ცხოვრება დავიწყო-მეთქი. მართლაც საოცარი სამონასტრო ადგილია. სულიერი მოძღვრის ლოცვა-კურთხევით ნელ-ნელა დავიწყე მონასტრული ცხოვრება. ვიდრე ქციის ხეობიდან წამოვიდოდი, ღვთისმშობელს ვთხოვე, - დედაო ღვთისა, აქ მინდა დარჩენა, მონასტრული ცხოვრება, ღმერთთან სიახლოვე, მაგრამ ერშიც მინდა ცხოვრება-მეთქი. ვთხოვდი, როგორმე ეჩვენებინა მომავალი ცხოვრების გზა.
მონასტრიდან ერში რომ დავბრუნდი, ვიგრძენი ცივი დამოკიდებულება. მივხდი - ეს იყო ღვთისმშობლის მინიშნება და დიდი შემართებით წამოვედი მონასტერში. ისეთი ძალა შემოვიდა ჩემში, მეგონა, ყველა დაბრკოლებას გადავლახავდი. ჩემი განზრახვა მხოლოს სულიერ მოძღვარს გავუმხილე და დმანისში მამა დიონისესთან წავედი. ექვს თვეში შევიმოსე. ოჯახის წევრებმა არ იცოდნენ ჩემი გადაწყვეტილება. ღვთისმშობელს ვთხოვდი, დედას იოლად გადაეტან ჩემი დანახვა. მადლობა ღმერთს, სიხარულით შემხვდა, ცრემლები წამოუვიდა. მადლობა ღმერთს, ჩემი მშობლები გვერდით მიდგანან. მამა ჩემთან არის მონასტერში. შესაძლებელი რომ იყოს, დედაც აქ იქნებოდა. ჯერჯერობით ასეა, მომავალში ვნახოთ, ყველაფერი ღვთის ნებაა. შემდეგ ბერად აღვიკვეცე. წლების შემდეგ ქციის ხეობის პირველი ბერი ვარ. გადმოცემით ვიცით, რომ XVII საუკუნეში აქ ერთი ბერი მოღვაწეობდა. მას შემდეგ ამ მონასტეში არავის უმსახურია. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის". /მღვდელმონაზონი ხარიტონი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd July 2025 - 12:51 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი