IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

230 გვერდი V « < 92 93 94 95 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Sep 28 2017, 10:11 AM
პოსტი #1849


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,838
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გამოცდილებამ მასწავლა ამგვარი წესი: როცა საჭიროა, ვინმეს საყვედური გამოვუცხადო ან შენიშვნა მივცე, საჭიროა ჯერ გულში ვილოცო მისთვის. ზოგჯერ ფიქრობ, რომ ის ძმა არ მიიღებს შენიშვნას, მაგრამ თუ ილოცებ მისთვის, ხედავ - მოულოდნელად შენიშვნასაც მშვიდად იღებს და გამოსწორებაც ხდება".

/წმ. მოსე ოპტელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 29 2017, 10:45 AM
პოსტი #1850


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,838
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როდესაც მონაზონი აღთქმას დებს, მასაც აღთქმის შესაბამისად მოეკითხება და პასუხს აგებს უფლის წინაშე. ვფიქრობ, ბერები ხშირად უნდა კითხულობდნენ და ახსენებდნენ საკუთარ თავს იმ აღთქმას, რომელიც აღკვეცის დროს დადეს მაცხოვრის წინაშე. ალბათ ამის შეხსენება აუცილებელია, რათა არ აღმოჩნდე დადებული აღთქმის მოღალატე. ერისა და ბერის ღალატი უფლის წინაშე თანაბრად განისჯება. შეიძლება ბერმა ფიქრით, გონებით და სხვა მოქმედებით უღალატოს უფალს, ერის ადამიანმა კი სხვაგვარად. ამას ძალიან დიდი განსხვავება და მნიშვნელობა აქვს. თუმცა ღალატის ცოდვა ყველას ერთნაირად მოეკითხება."

/მამა ეგნატე კურტანიძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 30 2017, 10:20 AM
პოსტი #1851


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,838
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ღირსი მამა [წმ. ალექსი შუშანია] მოუწოდებს მონაზვნებს და ქრისტიანებს: არა ესვიდეთ თავთა თქვენთა, ზრუნვასა და ქონებასა ზედა თქვენსა არა იმედობდეთ, არამედ ერთ არს იმედი - იესო მზრდელი ყოველთა. ამას შეეხიზნეთ, ამას მიანდვეთ ზრუნვა თქვენი. ამან ტკბილმან იესომ განაგოს ცხოვრება თქვენი."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 30 2017, 10:37 AM
პოსტი #1852


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,838
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მონასტერში ომონიის მოედნის (ათენის მთავარი მოედანი) ყავახანის ყოფილი მფლობელი მოვიდა - მონაზვნობა განეზრახა. მისი ამბავი გამოვიძიეთ.

ყავახანაში მიღებული იყო კარტის თამაში, ისიც თამაშობდა და ყველაფერი წააგო, თვით ყავახანის სკამებიც კი, ამას ცოლიც მიაყოლა. როცა მიხვდა, რა ჩაიდინა, აღაპყრო თვალნი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს შეევედრა: - დედა ღვთისავ, დამეხმარე წამოვდგე და გპირდები, ათონზე შევმონაზვნებიო.

ანგელოზთა დედოფალმა ისმინა მისი და მოგების საშუალება მისცა.

ცოლის თანხმობით, იგი ათონზე გაემგზავრა და გრიგორიატის მონატერში მოეწყო. მტერი (ეშმაკი) ისე ხშირად ესხმოდა თავს, რომ მალე მთლად გაჭაღარავდა.

ორჯერ სცადა ერში წასვლა, მაგრამ შემდეგ განთავისუფლდა ბრძოლისაგან და მონასტერშივე მშვიდად გარდაიცვალა".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 30 2017, 10:25 PM
პოსტი #1853


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,838
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



IPB-ს სურათი


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 1 2017, 08:40 PM
პოსტი #1854


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,838
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"[გრიგორიატის] მონასტრის მამებმა რომ შეიტყვეს, სავანეში ექიმი ჩამოვიდაო, მაშინვე იღუმენთან მივიდნენ და სთხოვეს, გავესინჯებითო, რადგან ყველა რაღაც უძლურებით იტანჯებოდა. მამა სიმეონი მუხლებში ჩაუვარდა იღუმენს - არავინ გაეშვა ექიმთან, თორემ არავინ დარჩება, ვინც ტაძარში იგალობებს, იმსახურებს, ანდა მოემსახურება მღვდელსო.

იღუმენმა თავისი უბრალოებით უთხრა: - ძმაო, თუ ისინი ავად გახდნენ, როგორ შემიძლია, ექიმთან არ გავუშვაო. მამა სიმეონი გაჩუმდა, მეორე დღეს არც ერთი მონაზონი სამუშაოდ აღარ გამოვიდა: ყველანი თავიანთ კელიებში დარჩნენ, რადგან დაიჯერეს, რომ ავად იყვნენ.

ღირსსახსოვარი იღუმენი გიორგი ძალზე გაბრაზდა და მამა სიმეონს უთხრა: - უნდა დამეჯერებინა შენთვის, ახლა რაღა ვქნაო.

მან კი თავმდაბლურად ურჩია: ექიმისთვის ავადმყოფების შემოვლა ებრძანებინა და დაემშვიდებინა ისინი, ეთქვა, - უკვე გამოჯანმრთელება დაგეტყოთო.

ექიმი დაემორჩილა იღუმენს. მან ყველა მონაზონი მოინახულა, მათაც ისმინეს ექიმისა და სამუშაოდ წავიდნენ.

როცა დაინახეს, რომ მონაზვნები სამუშაოდ გამოვიდნენ, იღუმენმა ჰკითხა მამა სიმეონს:

- ღმერთმა გაკურთხოს, ამას როგორ მიხვდი?

- მამაო, - უპასუხა მამა სიმეონმა, - მთაწმინდაზე ყველანი უძლურები ვართ. ჩვენ ხომ ღამისთევის ლოცვებზე ვდგავართ, ბევრს ვმარხულობთ, მოვიკვეთავთ საკუთარ ნებას და გულისთქმებს, რაც მთავარია, ხშირად მძიმე სამუშაო გვაქვს. მივდივართ მთებში, ვჭრით შეშას და გუდურებით ზურგით მოგვაქვს. განსაკუთრებით უჭირთ მათ, ვინც ათონის ზედა ტყეებიდან მოათრევს შეშას.

მაგრამ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დაგვპირდა, რომ იგი იქნებოდა ჩვენი მკურნალი, გამომზრდელი და უძლურების ჟამს მანუგეშებელი. იგი თავისი მადლითა და ძალით გვაძლიერებს და ჩვენ ყველა იმ 650 სახის უძლურებაზე მაღლა ვდგებით, რომელიც შეიძლება თითოეულ ადამიანს დაემუქროს. ამიტომაც, მამაო, სჯობს მიხედო იმ მამებს, რომლებიც აქ დიდი ხანია ცხოვრობენ, მარტო პურსა და წყალზე არიან და ას წლამდე ცხოვრობენ".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 2 2017, 11:02 AM
პოსტი #1855


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,838
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ღირსი მამა [ავგუსტინე] კი ყოველთვის ბრწყინავდა, რადგან ის საღმრთო მადლით იყო მოცული. საკმარისი იყო მისთვის შეგეხედა, რომ ყველანაირი მწუხარება გავიწყდებოდა, შინაგანი სიკეთით სავსე, გარშემო სიხარულს აფრქვევდა. ეცვა ძველი, დაბებკილი კაბა. როცა რაიმე კარგ სამოსს ჩუქნიდნენ, იმწამსვე სხვას აძლევდა. ხშირად მიდიოდნენ მასთან მუშები, რომლებიც გემზე მონასტრის ხეტყეს ტვირთავდნენ. თუ რამე სჭირდებოდათ, დაუკითხავად იღებდნენ, ხშირად უკანასკნელ ნივთსაც კი. ამიტომ ღირსი მამა ბევრჯერ უნახავთ საწოლზე მიწოლილი, შიმშილით ღონემიხდილი. აქედან მხოლოდ ერთი გამოსავალი იყო - მონასტერს მისთვის ფქვილი გაეგზავნა.

ბერმა სადღაც ძველი ტაფა იშოვა და ლავაშებს აცხობდა. როცა ზეთით ხსნილი იყო, ფუნჯით საჭმელს ჯვრის სახით ზეთსა სცხებდა და ამგვარად ინუგეშებდა. ზოგიერთი ბერი ეხუმრებოდა ხოლმე: რასა სჭამ, მამაო? მთელი ეს ხანი ლავაშებს ვჭამდიო, - პასუხობდა ბერი. თუ ვინმე დამარილებულ ქაშაყს მისცემდა, სიხარულით მიჰქონდა კელიაში და სტუმრებს უმასპინძლდებოდა. ყოველთვის ასე იქცეოდა, ამიტომაც ქრისტე მას თავისი საღმრთო მადლით ასაზრდოებდა. მამა ავგუსტინე განსაკუთრებით ერისკაცებს და ფილოთეოსის მონასტრის ბერებს უყვარდათ. როცა მას თვალისჩინი დააკლდა, მათ მონასტერში გადასვლაც შესთავაზეს. ბერი უარობდა - რა ეშველება ჩემს ბებერ და სახიჩარ პირუტყვსო. საბოლოოდ მამებმა თავის ცხოველებიანად წაიყვანეს მონასტერში."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 2 2017, 10:28 PM
პოსტი #1856


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,838
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მონასტრის მამები გულით ზრუნავდნენ მამა ავგუსტინეზე, ის კი ამას ღვთისმშობლის წყალობად თვლიდა და მადლიერებით მუდამ "ღირს არსს" გალობდა, თვალები სიხარულის ცრემლით ჰქონდა სავსე. მონასტრისთვისაც ღვთის კურთხევა იყო მამა ავგუსტინეს იქ ყოფნა. მასთან ბევრი მნახველი მოდიოდა და მათი შესაწირავით ღირსი მამა მონასტრის სასნეულოში მყოფ მოხუც ბერებს შეეწეოდა. სტუმრად კი ბევრი ვინმე ეწვეოდა ხოლმე: კაცნი, წმინდანები, ანგელოზები და თვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელიც კი. ძალზე წუხდა ხოლმე, როცა უფლის დედას ანდა წმინდანებს ხედავდა და სხვა ბერები ამ დროს ისხდნენ ან იწვნენ. ხელსა ჰკრავდა მათ, წამოაყენებდა: - უფლის დედა არის აქო, თუ ანგელოზს ხედავდა, - ანგელოზიო. ბერები, რა თქმა უნდა, ვერაფერს ხედავდნენ, მაგრამ ხვდებოდნენ, რომ რაღაც ხდებოდა, წამოიჭრებოდნენ ზეზე და იდგნენ კეთილმოკრძალებულად. ერთი მოხუცებულთა მომვლელი ბერი ამას ხიბლს ეძახდა და მამა ავგუსტინეს ლანძღავდა: დაანებე მამებს თავი, ის არ ეყოფათ, შენს ნაბოდვარს რომ ისმენენო.

უდიდესი სიკეთით სავსე ღირს მამას მუდამ უხაროდა, ადიდებდა ღმერთს, განუწყვეტლივ ლოცულობდა და ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე, როგორც სამოთხეში, ისე ცხოვრობდა. მასში ყოველთვის ქრისტე იმყოფებოდა, გული მისი სამოთხე იყო. ის ღირსი შეიქმნა მიწიერ ცხოვრებაშივე ეხილა ანგელოზები, წმინდანები და ღვთისმშობელი, გარდაცვალების მერე კი გაეხარა საუკუნო სიხარულით. როცა მამა ავგუსტინე აღესრულებოდა, სახე სამჯერ ელვასავით გაუბრწყინდა. ღმერთმა ისე მოაწყო, რომ ამ დროს მის გვერდით სწორედ ის განმკითხავი ბერი იმყოფებოდა. განცვიფრებული, დარწმუნდა მამა ავგუსტინეს ხილვების ჭეშმარიტებაში.

83 წლის მამა ავგუსტინემ ღმრთივ შეისვენა 1965 წლის 27 მარტს. გვფარავდეს მისი წმინდა ლოცვები. ამინ!


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 3 2017, 10:01 AM
პოსტი #1857


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,838
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ცოდვასთან შებრძოლება ბერს უფრო უხდება. უფალმა რომ გამოირჩია, ეს იცის ეშმაკმაც და ცდილობს, ისეთი რამ შეამთხვიოს, რომ შინაგანად დაანგრიოს. ამიტომაც მეტი სიფრთხილე მართებს ყოველგვარ ქმედებაში, სიტყვაში. წინდახედულად უნდა მოქმედებდებს და ფიქრობდეს იმაზე, მისი საქციელი რა ნაყოფს გამოიღებს, იქნება თუ არა ღვთისთვის სათნო. ასევე პასუხს აგებს საკუთარ თავზე და სამწყსოზე, რომელიც მთელი არსებით მინდობილია მას."

/მამა თეოფანე (არღვლიანი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 3 2017, 02:46 PM
პოსტი #1858


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,838
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"კარიესელი მონაზონი მამა ა-ი წმინდა ხარლამპეს კელიიდან იმდენად უპოვარი იყო, რომ თავისი მოძღვრის ანაფორის გარდა, სხვა არაფერი ეცვა"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 4 2017, 11:48 AM
პოსტი #1859


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,838
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მონასტერში წასვლა ჩვენი ნებით არ ხდება. ღმერთი აძლევს ადამიანს ძალას წავიდეს მონასტერში. ჩემს შემთხვევაში ისე მოხდა, რომ უფალს თავად მივყავდი თავისთან. მწამდა რომ ღმერთის წყალობით შევძლებდი ბერულ ცხოვრებას. ბერობა შინაგანი, გულის აზრების განწმენდაა. ყოველწუთს ღმერთს უნდა ესაუბრებოდეს ბერი და ამქვეყნიურ საზრუნავებში არ ჩაებას."

/მამა ისიდორე (ოქროპირიძე)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 5 2017, 11:23 AM
პოსტი #1860


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,838
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სასოწარკვეთილება - იმედის საპირისპირო გრძნობაა. ის არის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი საშუალება, რომელსაც ბოროტი ძალა იყენებს ადამიანის წინააღმდეგ და ამით ხშირად იმარჯვებს მასზე. როგორც დიდი წმინდა მამა იოანე კიბისაღმწერელი აღნიშნავს: "არც ერთ ვნებაზე გამარჯვება ისეთ გვირგვინს არ ადგამს ბერს, როგორც გულგატეხილობაზე". მიუხედავად იმისა, რომ ეს გამონათქვამი სასულიერო პირს შეეხება, იგი გარკვეულწილად შეიძლება ყველაზე გავრცელდეს, მათ შორის - უბრალო ერის ხალხზეც."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 5 2017, 11:39 AM
პოსტი #1861


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,838
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ძალიან კარგი იქნებოდა, თუ თითოეულ მონასტერში ერთი ხელნაწერი წიგნი მაინც შეიქმნებოდა."

/კალიგრაფი რაფაელ გოგიტიძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 6 2017, 10:53 AM
პოსტი #1862


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,838
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმინდა ბარსანოფი ოპტელი მოჰყვა ამბავს, რომელიც ბერობის აღთქმის ღალატზე მოგვითხრობს.

ერთი მდიდარი კაცის შვილი ერთ-ერთ წმინდა სავანეში შედგა ბერად, მაგრამ ვერ გაძლო და ერში დაბრუნდა. უღალატა ბერობის აღთქმას და მეფის სასახლის ნაცვლად მყრალი ჭაობი არჩია. დაოჯახდა, შვილები შეეძინა. მონასტრიდან წამოსვლის მერე მალევე მიხვდა, რას მოაკლდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო.

ერთხელ მეძველმანისგან გაცრეცილი, დახეული საბერო კაბა იყიდა და შინ მიიტანა. დიდ დღესასწაულებზე განმარტოვდებოდა ხოლმე მოშორებით მდებარე სამლოცველო ოთახში, ჩაიცვამდა ამ კაბას და მწარედ ატირდებოდა, იხსენებდა თავის ცხოვრებას წმინდა სავანეში."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 6 2017, 09:07 PM
პოსტი #1863


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,838
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჩვენი მონაზვნური მსხვერპლი ძირითადად ისაა, რომ საკუთარი თავი ყოველგვარი მიწიერი უმსგავსოებისთვის მოვკლათ".

/მონაზონი ვერონიკა/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 7 2017, 10:15 AM
პოსტი #1864


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,838
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როცა მონასტერში მივედი, გულმოდგინედ დავიწყე ლოცვა, - ჰყვებოდა მამა პაისი, - მაგრამ საკუთარი თავის მიმართ ყურადღება მცირედით მოვასუსტე. მცირე ხნის შემდეგ მივხვდი, რომ მაკლია სიფხიზლე, მუდმივი კონტროლი საკუთარი თავისა. სულიერი ცხოვრების დასაწყისში უფრო მეტი ყურადღებაა საჭირო, ვიდრე ლოცვა. ჩვენი შინაგანი კაცი მუდმივად ფხიზელი უნდა იყოს. ჩვენი ყოველი მოძრაობა უნდა შევამჩნიოთ. საკუთარი თავის თვალყურის დევნება, მღვიძარება უფრო მეტად გვეხმარება, ვიდრე ლოცვა და სულიერი წიგნების კითხვა".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 8 2017, 01:14 PM
პოსტი #1865


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,838
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საკუთარ თავს რომ მეტად ჩაღრმავებოდა და გონება არ გაჰფანტვოდა, მამა პაისი მონასტრის სამორჩილო საქმეების აღსრულებისას განცალკევებით, მდუმარედ მუშაობდა. "პანაღუდაში" ცხოვრებისას კარიესში იმ ბილიკით მიდიოდა, რომლის არსებობა ცოტამ თუ იცოდა."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 9 2017, 10:44 AM
პოსტი #1866


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,838
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"...მერე გაუსაძლისი გახდა ერში ცხოვრება და წამოვედი მონასტერში..."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 9 2017, 08:30 PM
პოსტი #1867


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,838
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მღვიძარება მონაზონს ყველა სულიერ ასაკში სჭირდება: "თავიდან ის გონების მოკრებაში ეხმარება, მერე კი ხიბლში რომ არ ჩავარდეს. თუ არ არის მღვიძარება, მაშინ გულისთქმები განვითარდება და ვნებებად გადაიქცევა. და კაცი ვნებების გამყიდველ მაღაზიად იქცევა".

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 10 2017, 10:32 AM
პოსტი #1868


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,838
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერობა შინაგანი - გულის, აზრების განწმენდაა“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

230 გვერდი V « < 92 93 94 95 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 3rd July 2025 - 03:50 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი