![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#1869
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,838 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"სამონასტრო ცხოვრების აღორძინება სამხრეთ საქართველოში VIII საუკუნეში, ჯერ კიდევ გრიგოლ ხანძთელამდე დაწყებულა. ჩანს, ქართლიდან და საქართველოს სხვა კუთხეებიდან, იმ დროისთვის არაბთაგან შედარებით დაცულ მხარეში ბერები უკვე VIII საუკუნის პირველ ნახევარშივე გადადიოდნენ. ამას მიუთითებს ის, რომ ოპიზის ახლოს, ხანძთაშიც, მარტომყოფელი ბერი - ხუედიოსი, გრიგოლამდეც ცხოვრობდა, მაგრამ ხანძთის მონასტრისათვის საბოლოო სახე და საერთოდ, მონასტრის შენება გრიგოლს დაუწყია".
/მეუფე ანანია ჯაფარიძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1870
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,838 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მეუფე [ალავერდელი მიტროპოლიტი გრიგოლი (ცერცვაძე)] უდიდესი მოწიწებითა და სიყვარულით ასე იგონებდა თავის გამზრდელ მამებს:
"ბავშვი ვიყავი, როდესაც მშობლებმა ამ [სოფელ აწყურის თეთრი გიორგის სახელობის] მონასტერში მიმიყვანეს. 25 წელიწადს იქ ვიცხოვრე და რც კი ვიცი, ყველაფერი იმ წმინდა ბერებმა მასწავლეს. მართლაც ყოვლისმცოდნენი იყვნენ ის მადლიანები..." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1871
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,838 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ერთი ახალსკიტელი ბერი ჰყვებოდა მასზე [მამა დანიელზე]: "ერისკაცი ვიყავი, ათონზე რომ ჩამოვედი, ახალი გასრულებული მქონდა სამხედრო სამსახური. ჩემი მოძღვარი ძველი მეგობარი იყო მამა დანიელისა და როცა მის სანახავად წავიდა, მეც თან წამიყვანა.
როცა შევედით, ჩემი მოძღვარი მდუმარედ, თაყვანისცემით მიესალმა მას და მეც იმავეს გაკეთებაზე მანიშნა. როცა მივედი, მამა დანიელმა ხელი ჩამომართვა და სახელით მომმართა: "გამარჯვება, სტერგიოს. კარგი ქენი, რომ მოხვედი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრ მხარეში, მამა ნეოფიტესთან. მალე მოვა ნიკოსიც და ერთად იქნებით". ნიკოსი ჩემი უმცროსი ძმა იყო, მაგრამ მას მერე, რაც დავობლდით, დიდ ხანია დავშორდით და არაფერი ვიცოდით ერთმანეთის. მამა დანიელმა ახლა ჩემს მოძღვარს მიმართა, გაამხნევა და ურჩია, რომ ჩვენ მივეღეთ. მერე კი თავის მორჩილს, ანტონს ჩაის მოტანა უბრძანა. მან ჩაი მოიტანა, მაგრამ ერთი შეხედვითაც ეტყობოდა, რომ არ ვარგოდა. ერთგვარი ზიზღი ვიგრძენი და ჭიქა დავდე. "მოგწონს ჩაი, სტერგიოს?" "არა, მამაო, ბუხრიდან მური ჩავარდნილა და საწამლავის გემო აქვს". "არა, ჩემო შვილო, - მითხრა მან, - ეს მური კი არა, მუხის რკოა, ის გემოთი მწარეა, მაგრამ სიმბოლოა ჩვენი აქაური მოსაგრე ცხოვრებისა, რომელიც მწარედ გვეჩვენება, მაგრამ უფალი დაგვიტკბობს თავის სასუფეველში". ეს სიტყვები მუდმივად მახარებს, თითქოს გუშინ ეთქვას. რაც შეეხება ჩემს ძმას, ის მართლაც ჩამოვიდა ორ წელში და მას მერე ერთად ვართ". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1872
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,838 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ბერ-მონაზვნური გამოცდილებით, სათნოებას ვიძენთ მაშინ, როდესაც მის შესახებ ვევედრებით უფალს და ვიწვრთნებით მასში".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1873
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,838 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ბერობა უდიდესი მადლია. ბერი მკვდარია ამ ქვეყნისათვის, თავად შეიცნო უფალი და იცის, რას ნიშნავს ამაოება, ხრწნადობა, მადლი. ყველაფერი ის, რაც უფალთან კავშირშია და უფლისთვის გამაღიზიანებელია, მისთვის ცნობილია. ბერი უკვე შეწირულია ამ ყველაფრისათვის და ღვთის შეწევნით მომზადებულია იმისათვის, რომ დაუხვდეს ბოროტ ძალას და ღვთის წყალობით და მადლით გაძლიერებული შეებრძოლოს. "
/მამა თეოფანე (არღვლიანი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1874
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,838 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მონოზონს არ შეუძლია, შეიცვალოს ცხოვრების წესი, რომელიც აირჩია. მონასტრის კუთვნილი ნაგებობები მხოლოდ სულიერი საჭიროებისთვის უნდა გამოიყენებოდეს, ისინი ხომ ღვთისთვისაა მიძღვნილი. ამ წესის დარღვევა კი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაშია შესაძლებელი.
თუკი შენობა-ნაგებობებზე ვრცელდება ასეთი კანონი, მით უმეტეს მონაზვნის გული უნდა იყოს დაცული და სხვა რაიმე გარეშეს არ ემსახურებოდეს, რადგან ისიც ღვთისადმია მიძღვნილი. აღკვეცის შემდეგ მონაზვნისთვის შეუსაბამოა ერისკაცისთვის დამახასიათებელი საქმიანობა. იგი ვერ იქნება ვერც ვაჭარი, ვერც ბიზნესმენი, ვერც ექიმი და საერთოდ, ვერც ერთი ერისკაცული პროფესიით ვერ დაკავდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს გამოიწვევს მთელი მისი არსების ცვლილებას, რასაც მოჰყვება ღვთაებრივი მოწოდების განქარვება. მონაზონი მუდმივად მონაზვნად უნდა რჩებოდეს და მუდმივად ცდილობდეს ღმერთთან მიახლებას. ცხოვრობდეს ლოცვით, მარხვით, მღვიძარებით, მდუმარებით და ყველაფერი იმით, რაც წარმოადგენს მონაზვნობის არსსა და საფუძველს. მას არ შეუძლია, შეიცვალოს ცხოვრების წესი, რომელიც აირჩია, ასკეტური მჭვრეტელობითი გზა. ღვთის ძიება ერთადერთია, რაც დღეიდან აღკვეცისა შეესაბამება მის ცხოვრებას". /არქიმანდრიტი ემელიანე (ვიფიდისი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1875
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,838 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მონაზვნობა ნეტარებაა, რაც კი შესაძლებელია ქვეყნად ადამიანისთვის; ამ ნეტარებაზე აღმატებული არაფერია. ეს იმიტომ, რომ მონაზვნობა იძლევა შინაგანი ცხოვრების გასაღებს. ნეტარება ჩვენშია, მხოლოდ მისი აღმოჩენაა საჭირო. სრული ნეტარება ზეცაშია, მომავალ ცხოვრებაში, მაგრამ მისი ქვედა საფეხური მიწაზეა. იმ ცხოვრებაში ის მხოლოდ გრძელდება".
/წმ. ბარსანოფი ოპტელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1876
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,838 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"დღეს პირველად უნდა გიამბო მონაზონზე, უმშვენიერეს, დიდი სულიერების მქონე დედა ელეონორა დადიანზე.
იგი სამეგრელოში თეკლათის დედათა მონასტრის წინამძღვარი იმ წლებში იყო, როცა ახალგასაბჭოებულ საქართველოში ხელისუფლებამ მღვდლებსა და მონაზვნებს სასტიკი განაჩენი გამოუტანა, მაგრამ დედა ელეონორას უდიდესი ძალისხმევით მონასტერი განადგურებას ბევრჯერ გადაურჩა. უსათნოესი იღუმენია ელეონორა სამეგრელოს მთავრის ძმისწულის, გრიგოლ დადიანის მეუღლე იყო, ათი შვილის დედა, რომელთაგან უმრავლესობა კომუნისტურმა ტერორმა იმსხვერპლა... უმძიმესი ცხოვრება ჰქონდა ულამაზეს, ერთი შეხედვით, ნაზ ქალბატონს, უბედურება თითქოს კვალდაკვალ დაჰყვებოდა, მაგრამ იმხელა რწმენა ჰქონდა, ღვთისადმი მადლობის გარდა არასოდეს არაფერი დასცდენია... 1913 წელს, როცა მისი მეუღლე, 47 წლის გრიგოლ დადიანი უეცრად გარდაიცვალა, მონაზვნად აღიკვეცა. მისი ერთ-ერთი ნათესავი იგონებდა: - თუ დედა ელეონორა თბილისში ჩამობრძანდებოდა, სიონში ესწრებოდა ხოლმე წირვა-ლოცვას. ღვთისმშობლის ხატთან უყვარდა დგომა... სიტყვაც კი არ მყოფნის მისი სულიერი და გარეგნული სილამაზის აღსაწერად... მეოცე საუკუნის ოციან წლებში წირვაზე დასწრება ძალიან სახიფათო იყო, რადგან ყველგან ხელისუფლების წარმომადგენლები გვითვალთვალებდნენ. შიშით დაზაფრული ადამიანები ეკლესიებს ვეღარ ეკარებოდნენ. ლოცვებზე ხალხი კანტიკუნტად იდგა... მაშინდელი პატრიარქი, აწ წმინდანად შერაცხული ამბროსი ხელაია, გადასახლებიდან რომ დაბრუნდა, დედა ელეონორამ თბილისში მოინახულა. არასოდეს დამავიწყდება მისი სახე... სიონიდან ფეხით წამოვედით და მთელი ქუჩა ჩვენ გვიყურებდა. სამონაზვნო მანტიით შემოსილს და მდუმარედ მომავალს, მისი სულიერი და გარეგნული სილამაზით აღფრთოვანებული ადამიანები უნებურად გზას უთმობდნენ... ამ ჩუმი თაყვანისცემითა და ყურადღებით შეწუხებული დედა ელეონორა კი ცდილობდა, ჩქარა გასცლოდა ქუჩას... ვეღარ გაუძლო ამდენ გასაჭირს, 1933 წლის შემოდგომას უკანასკნელი ძალა მოიკრიბა, სოფელ ხორშში მეუღლისა და ერთ-ერთი შვილის საფლავები მოინახულა და რძლის ხელში დალია სული... იმ დროს მთავრობამ სასტიკად აკრძალა მონაზონთა მონასტრის ტერიტორიაზე დასაფლავება, მაგრამ მონასტრის მცველმა, ებრაელმა კაცმა, ორი დღით დატოვა თეკლათის ეზო და დედა ელეონორას ნათესავებს მისი მონასტრის ეზოში დაკრძალვის საშუალება მისცა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1877
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,838 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მონაზვნის ლოცვას დიდი ძალა აქვს და მასზე ბოროტი ვერ იმარჯვებს".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1878
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,838 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"როცა ადამიანი მონასტრულ ცხოვრებას იწყებს და ღვთის ნებას საკუთარ ნებას უთავსებს, ის ყოველგვარ ამქვეყნიურზე უარს ამბობს. უფალს სწირავს თავს და დადებული აღთქმით ღვთისთვის სათნოდ იღვწის. მათეს სახარებაში ვკითხულობთ: "და ყოველმან, რომელმან დაუტევა სახლი, გინა ძმანი ანუ დანი, ანუ მამაი და დედაი, ანუ ცოლი, ანუ შვილნი, ანუ აგარაკნი სახელისა ჩემისათვის, ას წილად მიიღოს და ცხოვრებაი საუკუნოი დაიმკვიდროს".
მონასტერში ყველა სხვადასხვა გზით მიდის - ზოგი მწუხარების, სიხარულის მიზეზით ეწირება, ზოგიც დაბადებიდანვე შეწირულია - "ვითარცა კრავი". არიან ისეთებიც, ვისი ცხოვრებაც მხოლოდ ღვთის ნებით გახანგრძლივებულა და უფლის ხმას მონასტერში წაუყვანია. ერისკაცს მცირეოდენი წარმოდგენა მაინც რომ ჰქონდეს მონასტრულ ცხოვრებაზე, თუ როგორი კეთილი მოშურნეობით ემსახურებიან ტკბილი ბერ-მონაზვნები უფალს, თუნდაც რამდენიმე დღით ეს თავად უნდა გამოცადოს." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1879
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,838 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"დედა მართა მონასტრის თითოეულ კუთხე-კუნჭულს სულს უბერავს".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1880
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,838 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მონაზვნობა ყველაზე კარგია, ცოდვებიც მაშინ გეხსნება და უფლის პატარძალი ხდები".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1881
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,838 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ყველაზე მეტად მაშინ არის ბედნიერი მონასტრის წევრი, როცა ამქვეყნიურს თმობს და უფლისთვის თავს წირავს. როგორც ცხვარი შესწირო უფალს, ისე ეწირება მონაზონიც ღმერთს, მთელი მისი ცხოვრება უფლის მორჩილებაა."
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1882
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,838 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მონასტერში მიმავალი ადამიანი ტოვებს ოჯახს, ახლობლებს და უფლის შეწირული შვილი ხდება"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1883
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,838 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მონასტერში ზოგი გაჭირვებას მიჰყავს, ზოგს სიყვარული არ უმართლებს... როცა მონაზვნად აღიკვეცები, შეწირული ხარ უფლისთვის. ტოვებ ხორციელ მშობლებს, მაგრამ იძენ სულიერს - მაცხოვრისა და ღვთისმშობლის სახით. სულის გადასარჩენად მონასტრული ცხოვრება საუკეთესო საშუალებაა. პირადად მე თბილისში აღარ მინდა ჩამოსვლა, ტრანსპორტით მგზავრობა, აღარც ხორციელ შვილებთან მისვლა. მხოლოდ განმარტოებული ლოცვა მწადია, რითიც უფალს მეტად ვუახლოვდები."
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1884
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,838 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"- მონასტერში ხშირია მოწყინება და გონებრივი ბრძოლები?
- პირველი ბრძოლა - მოწყინებაა. მოწყინების შემოსვლით ეშმაკი ცდილობს მონასტრიდან გაგიშვას, მოულოდნელად სინანულის გრძნობას გიგზავნის და ერის ცხოვრებისკენ გიბიძგებს. შეიძლება ასეთი აზრიც გაგიჩნდეს - ერში კარგად ცხოვრობენ, დროს ატარებენ, შეიძლება იქაც ვიარო ეკლესიაშიო... ეშმაკი ცდილობს, როგორმე დაგაშოროს ეკლესიას. ეკლესიის სწავლების მიხედვით, მონასტერში ასეთ ბრძოლებს უნდა ველოდეთ და გავუძლოთ კიდეც. ამგვარი აზრებისაგან თავი უნდა დაიცვა წმინდანთა ცხოვრების კითხვით და წმინდა მამათა მიბაძვით" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1885
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,838 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ცოდვა არ არის ერში ცხოვრება, მაგრამ უფრო დიდი მადლი - ბერული ცხოვრებაა."
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1886
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,838 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ზოგი პრობლემებს მოჰყავს მონასტერში და ხშირია შემთხვევა, როცა ვერ ჩერდება. მერე უფრო დიდ ცოდვებში ვარდება. ბერობა ან მონაზვნობა არ არის გამოსავალი რთული მდგომარეობიდან. ბერობა - ღვთის სიყვარულია და თავგანწირვაა უფლისთვის"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1887
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,838 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
უკანასკნელი ცოდვა
ეს ამბავი XIX საუკუნის რუსეთში მოხდა, კორენის მონასტერში. ბერი ვინმე გარდაიცვალა. იმ დროს მონასტრის წინამძღვარი პეტერბურგში იყო წასული საქმეზე და მხოლოდ ბერის დაკრძალვის დღეს, გვიან საღამოს დაბრუნდა სავანეში. გზისაგან დაქანცული, სარეცელზე მიწვა დასასვენებლად, ჩათვლიმა და ასეთი ჩვენება იხილა: გარდაცვლილის სული ორ ანგელოზს აჰყავდა ზეცად. სულმა საზვერეები დაუბრკოლებლივ გაიარა. მიუახლოვდნენ ღვთის სასუფეველს, მაგრამ უეცრად აქამდე ღია სამოთხის კარი დაიხშო და შიგნიდან ხმა მოისმა: "ამ ცოდვის გამო ბერის სული ვერ შევაო ღვთის სასუფეველში!" მაგრამ რა ცოდვა იყო ეს, წინაძღვარმა ვერ გაარჩია. ანგელოზები დაბნეულები შედგნენ, არ იცოდნენ, რა ექნათ. ცოტა ხნის შემდეგ კვლავ მოისმა ხმა: "იმ შეურაცხყოფისთვის, იმ უპატიობისთვის, რაც ბერის სხეულმა დაკრძალვისას განიცადა, მიეტევოს ეს ცოდვა და ნება მიეცეს ღვთის სასუფეველში შესვლისაო" (თურმე დაკრძალვისას, როცა კუბოს სამარეში უშვებდნენ, ბერებს ცხედარი გადმოუვარდათ და ისეთი ძალით დაენარცხა მიწას, რომ გარდაცვლილს თავი გაუტყდა). სასუფევლის ბჭენი განიხვნა და გახარებულმა ანგელოზებმა შეწყალებული ბერის სული სამოთხეში შეიყვანა. წინაძღვარს გამოეღვიძა, იხმო მონასტრის ძმები, მოუთხრო სიზმრად ნანახი და დაკრძალვის ამბავი ჰკითხა. აღმოჩნდა, რომ გაუფრთხილებლობის გამო მიცვალებულის სხეული მართლაც გადმოვარდნოდათ კუბოდან, მაგრამ რაკი ცხედარი, წესისამებრ, მანტიაში იყო გახვეული, მათ არ იცოდნენ, მართლაც გაუტყდა თუ არა მას თავი. ხილვის ჭეშმარიტებაში რომ დარწმუნებულიყო, წინამძღვარმა მონასტრის ძმებთან მოითათბირა და გადაწყვიტა, ბერის საფლავი გაეთხარა. ასეც მოიქცა. გახსნეს კუბო და აღმოაჩინეს, რომ ბერს მართლაც გასტეხოდა თავის ქალა. ღვთის უსაზღვრო მოწყალებით გულშემუსვრილმა ბერებმა ადიდეს სახიერი უფალი, რომელიც საბაბს ეძებს კაცთა გადასარჩენად. დაილოცოს ღვთის მოწყალება და სამართალი, რომელიც აგრერიგად განსხვავდება კაცობრივი სიმართლისაგან". /ს. ვესნინი "მთაწმინდელის წერილები"/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1888
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,838 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"თუ ადამიანს სურს და ღმერთი მოუწოდებს მონასტრული ცხოვრებისკენ, ამაზე უკეთესი გზა არ არსებობს. ანგელოზებრივ ცხოვრებას უტოლდება."
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd July 2025 - 10:23 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი