![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#1889
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,844 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მონაზვნები - დედა ეკლესიის „რადისტები“ არიან და, ცხადია, თუ ამა სოფლისგან შორს მიდიან, ამას მხოლოდ სიყვარულით აკეთებენ; ისინი „რადიოხარვეზებს“ გაურბიან, რომ უკეთესი კავშირი იქონიონ უფალთან და ქვეყანას უფრო გამოადგნენ."
/ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1890
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,844 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ბერობა - ეს არის სიხარული და სიტკბოება გამოუთქმელი, რომელსაც ადამიანი ქრისტესთან მყოფობით, მასზე სრული მინდობით განიცდის. ბერობა არის დაცემული ადამიანური ბუნების მუდმივი იძულება ქრისტეს სიყვარულით განღმრთობისათვის. როგორც წმინდა იოანე სინელი წერს: "სადაცა ბუნებისა ძლევაი იქმნა, მუნ უეჭველად ბუნებისა შემოქმედი დაემკვიდრა".
/არქიმანდრიტი საბა (კუჭავა)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1891
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,844 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ადამიანი ამქვეყნიურ ცხოვრებას რომ დაუტევებს და მონასტერში მიდის, ამით აცხადებს, რომ სურს განიწმინდოს მიწიერი სურვილებისა და ზრახვებისგან, რაც მღვიძარების - სულიერი სიფხიზლის - გარეშე შეუძლებელია.
არა მარტო მონასტერში მოღვაწემ, არამედ ნებისმიერმა მორწმუნემ განუწყვეტლივ უნდა ადევნოს თვალყური გულისა და გონების მოძრაობას, კეთილი, ღვთივსათნო აზრები შეიწყნაროს, ურიგო კი განაგდოს. სწორედ ეს არის მღვიძარება - სულიერი სიფხიზლე, რომელიც აუცილებელია, რათა ადამიანმა თავი დააღწიოს ეშმაკეულ აზრებს, უკუაგდოს ისინი, ვიდრე ბოროტის ნებას დაჰყვება და ცოდვას ჩაიდენს." /არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1892
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,844 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ხორციელი მღვიძარება მხოლოდ იმას როდი გულისხმობს, რომ ადამიანმა რაც შეიძლება ნაკლები იძინოს; შესაძლოა, ადამიანი ღამეებს ათენებდეს, მაგრამ არა იმისთვის, რომ ილოცოს ან სულისთვის სასარგებლო სხვა საქმე აკეთოს, არამედ იმისთვის, რომ უცქიროს ტელევიზორს ან სხვაგვარად გაერთოს. ამას სჯობია, იძინოს - ძილის დროს მისი სული უკეთეს მდგომარეობაში იქნება.
მაგრამ როდესაც მონასტერში მოღვაწე ფხიზლობს, ის აუცილებლად ლოცულობს ან საღმრთო წერილისა თუ სხვა საღმრთო წიგნების კითხვით არის დაკავებული, ანუ იძენს სულიერ სარგებელს, რაც სულიერი მღვიძარების მოსაპოვებლად და ამ სათნოებაში განსამტკიცებლად არის საჭირო. ამასთანავე, ღამით ლოცვასა თუ სხვა სულიერ საქმეს უფალი მეტადაც შეიწირავს და განსაკუთრებულ მადლსაც მოგვმადლებს - ის ხედავს, რომ იმ დროს, როდესაც თითქმის ყველას სძინავს, ვიღაც დგება და ლოცულობს, რაღაცას იკლებს უფალთან ყოფნისთვის. ღმერთს ჩვენი არც მღვიძარება სჭირდება, არც სხვა რამ შესაწირი; ეს ყოველივე თავად ჩვენ გვჭირდება უფალთან თანამყოფობისთვის, მისგან მადლისა და წყალობის მისაღებად." /არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1893
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,844 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ბერთა საძვალე (კრიპტა)"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1894
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,844 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“- მონასტერში მოღვაწეს, ალბათ, ზედმეტი ძილის სურვილი არც უჩნდება... - კაცი მონასტერში რომ მიდის, უკვე იცის, რომ ფიზიკური მღვიძარებაც მოეთხოვება და ამის მნიშვნელობაც გაცნობიერებული აქვს, შემდეგ კი, როცა სამონასტრო ცხოვრებას შეუდგება, გადაეწყობა იმ განრიგზე, რასაც სამონასტრო წეს-განგება მოითხოვს, თავისთავად, ძილიც ნაკლები სჭირდება. მონასტერში ბერების მოსასვენებელი საწოლებიც კი არ არის ისეთი, რომ ძილისკენ მიდრიკოს ადამიანი. თუ კაცი რბილ და მოხერხებულ საწოლში წევს, გაღვიძების შემდეგ კვლავ ძილისკენ მიუწევს გული, ამიტომ სასურველია, მორწმუნემ თავს უფლება არ მისცეს, იძინოს მეტისმეტად რბილ საწოლში, ბერ-მონაზონთათვის კი ეს მით უმეტეს არ არის საკადრისი, რადგან ადამიანი საერო ცხოვრებას რომ ტოვებს, ის უარს ამბობს ყველაფერზე, რაც ხორციელ სიამოვნებას ანიჭებს.” /არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1895
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,844 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ვისი ბერობაც საჭიროა, მას უფალი ყოველთვის მისცემს საამისო ძალას და რწმენას. ღმერთისთვის არ არსებობს სიტყვა "შეუძლებელი".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1896
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,844 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"არ არის გამორიცხული, სიფხიზლე მონასტერში მოღვაწემაც მოადუნოს. ცხადია, მონასტერში ადამიანი ტელევიზორის ცქერითა თუ სხვა საერო გასართობებით ვერ შეიქცევს თავს, მაგრამ შეიძლება გადაერთოს მიწიერ საზრუნავზე, მისკენ მიუწევდეს გული (შრომა მონასტერში მოღვაწესაც მოეთხოვება, მაგრამ ხორციელი ღვაწლი აქ ლოცვასა და სხვა სულიერ საქმეებთან უნდა იყოს შერწყმული).
თუკი ასეთ მდგომარეობაში მყოფმა ადამიანმა არ მოიკრიბა ძალა და შემწეობა არ სთხოვა უფალს, ვერასგზით ვერ მოახერხებს სულიერ მწყობრში ჩადგომას, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვერც მოღვაწეობას გააგრძელებს. მომეტებული ძილისა და უქმადყოფნისთვის მონასტერში არავინ რჩება, ფიზიკური და სულიერი მღვიძარების გარეშე მოღვაწეობა შეუძლებელია. ეს ბერმონაზვნობის უმთავრესი პირობაა, ურომლისოდაც სულიერი ღვაწლი ვერ მიიღწევა." /არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1897
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,844 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
- განუწყვეტელი ფიზიკური მღვიძარება ორგანიზმის გამოფიტვას ხომ არ იწვევს? ბერ-მონაზვნებს ხომ დღე-ღამეში მხოლოდ ოთხი ან ხუთი საათი სძინავთ...
- იყვნენ ბერები, რომლებმაც საუკუნეზე მეტხანს იცოცხლეს და დღე-ღამის განმავლობაში მხოლოდ ერთი-ორი საათი ეძინათ. ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე მამა ილარიონ ქართველს დღე-ღამეში ორი საათი ეძინა: ერთი საათი - იატაკზე მჯდომს, ერთიც - კვერთხზე დაყრდნობილს, - მაგრამ რაკი მისი ორგანიზმი ღვთისთვის სათნომყოფელი ცხოვრებით იყო განბრძნობილი და განმტკიცებული, ამას არც გამოფიტვა გამოუწვევია და არც სხვა სახის ხორციელი დარღვევა. ამ ყველაფერს ამქვეყნიური ამაო ცხოვრება უფრო იწვევს, ვიდრე ღვთისთვის სათნო საქმეთა გამო სიფხიზლე. /არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1898
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,844 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ბერი საკუთარ თავზე არ უნდა ზრუნავდეს"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1899
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,844 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“სამწუხაროდ, მადლის დრო წავიდა! ახლა ყველაზე თბილ ადგილებში - ბერთა და მეუდაბნოეთა დასახლებებშიც კი ცივა. კეთილი მაგალითები და თვით სათნოებაც შემცირდა!“
/არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1900
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,844 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მამა კალენიკე ათონელი (+1930) ამბობდა: როცა ბაგირზე მოსიარულე სახიფათო, ბობოქარი მდინარის თავზე გაჭიმულ თოკზე გადის, თუ ყურადღებით არ იქნება, შეიძლება საშინელი სიკვდილით დაიღუპოს. ასეთივე ბედი ელის ბერს, რომელიც გამუდმებით არ ფხიზლობს."
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1901
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,844 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მონაზონი - სინათლეა, შუქურაა კლდეზე და არა ქუჩის ფარანი".
/ბერი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1902
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,844 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მამა იაკობ ევბეელი (+1991) ერში სულიერ სიფხიზლეზე ამბობდა: როცა მონასტრიდან სხვადასხვა სოფელში ღვთისმსახურებისთვის გავდიოდი, ვიდრე უკან არ დავბრუნდებოდი, ვითმენდი ყოველგვარ ბუნებრივ მოთხოვნილებას. რა თქმა უნდა, შაბათ საღამოს ღვთისმოშიშ ადამიანებთან ვრჩებოდი. ადამიანები სიამოვნებით გემსახურებოდნენ, მაგრამ ძალზე ყურადღებით უნდა ყოფილიყავი, რადგან მღვდელმონაზონს შეიძლება ყველაფერმა ავნოს.
რომ გაჩვენოთ, როგორ ფხიზლობდა მამა იაკობი, რომ თავისი გულის სიწმინდე შეენახა, საკმარისია ერთი ამბის გახსენება: გარშემო სოფლებში უამრავ ბავშვს ნათლავდა, მაგრამ ნათლობის საიდუმლოს აღსრულებისას არასოდეს უნახავს მათი გაშიშვლებული სხეული. "ყველას თვალდახუჭული ვნათლავდი, თმას ვკვეცდი და წმინდა მირონს ვცხებდი. ვფრთხილობდი, ჩემს მეხსიერებაში არ აღბეჭდილიყო მათი შიშველი სხეული, თუნდაც ის ყრმისა ყოფილიყო". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1903
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,844 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ბერი იოსები [ისიქასტი] მონაზონთათვის ყველაზე მაღლა მორჩილებას აყენებდა, ერისკაცთათვის კი - უპირატესობას შინაგან ლოცვას ანიჭებდა, მაგრამ მხოლოდ გამოცდილი მოძღვრის ხელმძღვანელობით, რადგან ბევრი ენახა მოხიბლული".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1904
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,844 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"როცა პირველად მივედი მონასტერში, სულიერ ცხოვრებაში სრულიად გამოუცდელი ვიყავი. ჩემმა მოძღვარმა - მამა მაკარიმ, მაშინვე შეამჩნია ეს და ერთ-ერთ პირველ აღსარებაზე მითხრა: - თუ სრულად მომენდობი, უფალი მალე გაჩუქებს მადლს და მონასტრული ცხოვრება სიხარულად გადაგექცევაო".
/ბერი ერმოლაოსი (ჭეჟია)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1905
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,844 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ნეტარია ის ძმა, რომელიც ღვაწლისადმი მოშურნეობას მთელი სიცოცხლე შემოინახავს, იმიტომ რომ არ იცის, რამდენი წელი იცხოვრებს მონასტერში".
/მამა ეფრემ კატუნაკელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1906
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,844 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონასტერში არის უპოვარებსი წესი, ანუ მონაზვნებს რაც აქვთ, მათი არ არის. მათ თავისი პირადი არაფერი გააჩნიათ, ყველაფერი საერთოა, მონასტრისაა. მონაზონმა ყველანაირი კომფორტი დათმო და არ აქვს იმის განცდა, რაიმე ნივთი დაკარგოს, თუმცა ყველაფერს, როგორც ღვთისას, ისე უფრთხილდება. სურვილი არ აქვს, რაიმეს მიაღწიოს, არც იმის შიში - ვინმემ სიმდიდრე წაართვას. მის სულში სიმშვიდეა“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1907
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,844 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"შინაგანი მონაზვნური ცხოვრება ერთი და იგივეა, დამოუკიდებლად იმისა, მონასტერში იმყოფება თუ უდაბნოში, მისიონერულ სამსახურში თუ სხვა ადგილას, სამონაზვნო ცხოვრების წესი ყველგან ერთი და იგივეა".
/მიტროპოლიტი ათანასე ლიმესოელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1908
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,844 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მონაზვნობა არის ქრისტესთან ერთად ჯვარცმა".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd July 2025 - 08:01 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი