![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#1989
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,852 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“ტაძარი ჩაბნელებული იყო, მხოლოდ კანდელები და სანთლები ციმციმებდნენ, ისმოდა ბერთა ტკბილი გალობა, ბერები იდგნენ გაუნძრევლად, ზოგი - თვალდახუჭული, ზოგი - თავჩაღუნული, ზოგიც კი თვალებდახრილი, სახეს კუნკულ-ბარტყული უფარავდათ“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1990
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,852 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"იღუმენია თამარ მარჯანიშვილი და მისი მონასტრის დები ყოველ მარხვას მკაცრად იცავდნენ და ზეთიან საზრდელსაც კი არ იხმევდნენ, ხოლო ვნების კვირაში მხოლოდ შავი პურით კმაყოფილდებოდნენ. თავად დედა თამარი არც უძლურებაში დაუტევებდა მარხვას.
ერთ ზამთარს მძიმედ დასნეულდა - პლევრიტს გადაურჩა და სასტიკად დასუსტდა, თუმცა ძველებურად მკაცრად მარხულობდა და ისე ცოტას ჭამდა, ყველა იოცებდა, სული როგორ უდგასო - სადილად ორი შემწვარი კარტოფილი და ერთი შემწვარი ვაშლი ჰყოფნიდა. ძალიან რომ დასუსტდა, ისურვა - ცოცხალს შევჭამდიო, მაგრამ იმ წლებში, თანაც ზამთარში, კარტოფილსაც გაჭირვებით შოულობდნენ, თევზის ფული სად ექნებოდათ? ორი მონაზონი თევზის დასაჭერად მდინარისკენ გაეშურა, თან ლოცულობდნენ: წმინდა მამა სერაფიმე, გამოუგზავნე ჩვენს დედას თევზიო. მდინარესთან რომ მივიდნენ, უეცრად ყინულჭრილში ორი ქარიყლაპია დაინახეს და დაიჭირეს. ასე ანუგეშა წმინდა სერაფიმემ დედა თამარი." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1991
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,852 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„დრო წამია, უკვდავია ბერი“
/მამა არჩილ გვიმრაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1992
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,852 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„წმინდა იოანე ჩაკეტილი (ასე ეძახდნენ მღვიმეში მარტო ჩაკეტილ ბერებს, რომლებიც წლების განმავლობაში არ გამოდიოდნენ გარეთ) წმინდანთა დასში შეირაცხა 1995 წლის 24 აგვისტოს. დიდია მისი ღვაწლი, 17 წელი არ გამოსულა სენაკიდან, დღეს და ღამეს ლოცვაში ატარებდა“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1993
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,852 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონოზონი მონოზონთა შორის“

#1994
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,852 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“ათონზე, წმინდა ანას სკიტის ერთ-ერთ კალივაში, ცხოვრობდა ოთხი ხორციელი ძმა: მღვდელმონაზონი გაბრიელი, მოძღვარი კალივისა, მამა სერფიმე, მამა დიონისე და მამა ოქროპირი. ისინი ერისკაცობაში გვარად კარცონესები იყვნენ და მესინის ქალაქისთავის შვილები გახლდნენ. მაგრამ რადგანაც "არა პურითა ხოლო ცხონდება კაცი", მათ სიყმაწვილეშივე მოისურვეს მონაზვნობა და მამამაც, ამ კეთილშობილმა ადამიანმა, თვითონვე მიიყვანა შვილები ათონზე.
ისინი დიდებული ხატმწერები იყვნენ და არასოდეს უღალატიათ აღთქმისთვის, მონაზვნად აღკვეცისას რომ დადეს. თუმცა ბევრ ადამიანს იცნობდნენ, მაგრამ მათთან ურთიერთობით არასოდეს შეუცვლიათ მთაწმინდური ცხოვრების პრინციპები.” -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1995
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,852 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"გულთამხილავი ბერი"
„მამა საბამ სოხუმთან ახლოს მდებარე უდაბნოს მკვიდრ ორ ღმერთშემოსილ დედაზე, სქემმონაზონ ელენესა (დედა ელენე ახალმოწამეა, მისი თმიდან, რომელსაც მამა საბა სასოებით ინახავს, 15 წლის წინ მირონი გადმოდინდა) და მის დაზე, მონაზონ ნინოზე, გვიამბო.“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1996
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,852 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონასტერი არის ერთგვარი ნავსაყუდელი ადამიანისთვის, ეხმარება სულიერი სიმშვიდის მოპოვებაში, საკუთარი თავის პოვნაში, თავის დამკვიდრებაში“.
/იღუმენი ანდრია (ორმოცაძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1997
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,852 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"წმინდა ფებრონიას სიწმინდესა და სიბრძნეზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ წმინდა მამათა კრებული "თვინიერ დედისა ფებრონიას განზრახვისა საქმესა არა ხელ-ჰყოფდა". წმინდა ფებრონიას ჩააბარა წმინდა გრიგოლ ხანძთელმა მეფე აშოტ კურაპალატის სახლიდან ძალით წამოყვანილი ქალი, რომლის მიმართაც მეფეს "გარდარეული სიყვარული" ჰქონდა. წმინდა ფებრონიამ შეძლო, მეფისთვის მტკიცე უარი ეთქვა დედაკაცის სასახლეში დაბრუნებაზე. ცნობილია, რომ წმინდა ფებრონიას ზეციური ანგელოზები აუწყებდნენ ღვთის ნებას.
წმინდა ფებრონიასთან ერთად მოღვაწეობდა წმინდა თემესტია, რომელიც ორმოცი წლის განმავლობაში ემსახურებოდა მერეს დედათა მონასტერში მწირველ მღვდელ წმინდა მატოს. ისეთი მოკრძალებული იყო მათი ურთიერთობა, რომ წმინდა მატოს უშუალოდ მისი ხელიდან საცეცხლურიც კი არ მიუღია არასდროს. მერეს დედათა მონასტერში დაყუდებით მოღვაწეობდა წმინდა ანატოლე ("რომელსა უწოდეს ანტონიოს"). ზეციურ უხორცო ძალთა მსგავსი ცხოვრებით გაბრწყინებულ წმინდა დედას ხშირად ეცხადებოდნენ ანგელოზები. სანატრელ დედებს თემესტიასა და ანატოლეს ანგელოზთაგან ეუწყათ მათი მოძღვრის, წმინდა მატოს ამ ქვეყნიდან განსვლაც. წმინდა დედათა დასში ასევე გამორჩეული სიწმინდითა და სიმდაბლით მოღვაწეობდა წმინდა ანასტასია. იგი წარმოშობით აფხაზეთიდან იყო. შემორჩენილია მისი საერო სახელი - ბევრელი. იგი მეფე ადარნასეს ცოლი იყო და, როგორც დედოფალი, უაღრესად შეეწეოდა მერეს დედათა მონასტერს. მეფე ადარნასეს მიერ დედოფლის უკანონოდ მოძულების შემდეგ ბევრელი დედათა მონასტერში აღიკვეცა ანასტასიას სახელით. წმინდა ანასტასია მონასტერში ყველაზე მძიმე მორჩილების საქმეებს აღასრულებდა, მარადჟამ ძაძა ემოსა, თავისი ხელით ეზიდებოდა შეშას ტყიდან და გამუდმებით ლოცულობდა. წმინდა ანასტასიას ყოფილი მეუღლე ადარნასე მოულოდნელად დასნეულდა. მან მოციქულები გაგზავნა ფერსათის მონასტერში, სადაც იმ დროს წმინდა ანასტასია მოღვაწეობდა და შენდობა ითხოვა წმინდანისგან. წმინდა ანასტასიამ ილოცა დასნეულებული მეფისათვის, რის შემდეგაც ადარნასე განიკურნა. სიწმინდითა და სიმდაბლით გაბრწყინებული წმინდა ანასტასია სიცოცხლის ბოლომდე ფერსათის დედათა მონასტერში მოღვაწეობდა. სიცოცხლეში სასწაულთქმედებით ცნობილი წმინდანი მიცვალების შემდგომაც სასწაულებით განაბრწყინა ღმერთმა - მის საფლავთან განიკურნენ მისი დასნეულებული შვილები, გურგენ კურაპალატი და სუმბატი, რამაც დასაბამი მისცა სხვადასხვა სნეულებით შეპყრობილთა განკურნებას წმინდა ანასტასიას საფლავთან. 2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ აღადგინა და თავის იურისდიქციაში გამოაცხადა ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქია. ამ წმინდანების სახით კი მოხდა ტაო-კლარჯეთში მოღვაწე, "დიდი სულიერებით, სასწაულთქმედებით, მონასტერთა აღმშენებლობით" გამორჩეულ ღირს მამათა და დედათა კანონიზაცია." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1998
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,852 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„[ღირსმა იღუმენია ნინომ (ამილახვარი)] იწყო ზრუნვა ეკლესიისა და მონასტრის შენობის განწესიერებისათვის“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#1999
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,852 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“მოემზადე, რომ როცა წმინდა ღმერთი ისურვებს, კარგი, ღვთისა და ადამიანებისთვის სათნო მონოზონი დადგე“
/ბერი იოსებ ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2000
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,852 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მონაზონი ანგელინა
"უდაბნოში ცხოვრობდა მონაზონი ანგელინა. წარმოშობით მორდოველი იყო, მშვიდი და უჩვეულოდ კეთილი. მისი ერთ-ერთი ღვაწლი იყო ქალაქიდან პროდუქტების ამოტანა ზოგიერთი დაუძლურებული მეუდაბნოისთვის და შეშის დაჩეხვა. ის სიხარულით ხვდებოდა მწირებსა და მნახველებს და რაც თავის ღარიბულ კელიაში ჰქონდა, უშურველად უნაწილებდა. მცირედ განსწავლულ დედა ანგელინას წიგნებით ლოცვა არ შეეძლო და რაც ზეპირად იცოდა, შეცდომებით წარმოთქვამდა. მაგრამ მისთვის ლოცვა ადვილი იყო. არავის განიკითხავდა. უფალმა მასზე მძიმე განსაცდელი დაუშვა. ერთხელ კელიაში ავაზაკები შეიჭრნენ და ფული მოსთხოვეს. მერე კი ისე სცემეს, რომ ნეკნები ჩაუმტვრიეს. როცა ამას იხსენებდა, ამბობდა: როგორი ღვთის სასწაულია! მცემდნენ, მაგრამ არ მტკიოდა, თითქოს მე კი არ მირტყამდნენ, შეშას ურახუნებდნენო. მერე მას სხვა განსაცდელი შეემთხვა. ხიბლში მყოფმა მონაზონმა კელია დაუწვა. თავის მორჩილთან ერთად ტყიდან უყურებდა ხანძარს და ამბობდა, თუ ანგელინა მოღვაწეა, მაშინ არაფერი უნდა ჰქონდესო. ანგელინა არ დრტვინავდა, მხოლოდ იმაზე წუხდა, რომ ცეცხლში ხატებიც დაეწვა. ეს რომ შეიტყო, ცხუმელი მღვდელმთავარი აღშფოთდა და ქადაგებისას თქვა, მონაზვნის კელიის დაწვა ისეთივე ცოდვაა, როგორიც ტაძრისაო. მახსენდება მონაზონ ანგელინასთან პირველი შეხვედრა უდაბნოში. გაციებული ვიყავი, ძლივს ვიდექი ფეხზე. ის ისე მესაუბრებოდა, თითქოს მრავალი წლის ნაცნობი ვყოფილიყავი და ახლა მოულოდნელად შევხვედროდით ერთმანეთს. დედა ანგელინამ შემომთავაზა, ცარიელ კელიაში დავსახლებულიყავი. მპირდებოდა, საკვებსა და ყველა აუცილებელ საგანს მოგიტან, რომ ლოცვას არ მოსწყდეო. ის წმინდა უბრალოების განსახიერება იყო. მადლობა გადავუხადე და თანამგზავრებთან ერთად გზა გავაგრძელე. მან კი მითხრა: - ნებისმიერ დროს მოდი; შენთვის აქ კელია მოიძებნება, და თუ არ იქნება, ერთად ავაშენებთო. ჩემმა მეხსიერებამ აქამდე შემოინახა ასეთი სურათი: ზამთარია. ცა რძისფერია. ხეები თოვლში ჩაძირულან და უზარმაზარ ყვავილებს ჰგვანან. სიჩუმეა. ფეხქვეშ თოვლი ხრაშუნობს. თუ შემთხვევით მოხვდები ტოტს, ხეებიდან თოვლი თეთრ წვიმასავით ცვივა. თოვლი ცეცხლივით გწვავს სახეს. სული გრძნობს განსაკუთრებულ მშვენიერებას თეთრი ფერისას, როგორც სიმბოლოს მარადისობისა და უსაზღვრო სივრცისა, როგორც სიმბოლოს სულიერი სისპეტაკისა და მყუდროებისა, და გგონია, რომ სპეტაკი ყველაზე მშვენიერია და ყველაზე ღრმაა ფერთა შორის. ბილიკზე დგას მონაზონი ანგელინა, მუხლს გვიდრეკს და მზერით მოგვაცილებს. მე ის ტყის დიასახლისს მაგონებს, რომელიც თავისი კოშკიდან სტუმრებთან გამოსამშვიდობებლად გამოვიდა." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2001
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,852 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
[წმ. გაბრილე სალოსი] ამბობდა ხოლმე: "კარგ ბერს ერთი სეფისკვერი უნდა ეყოსო".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2002
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,852 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ამბავი კაცისა, რომელსაც მონასტრები ეჯავრებოდა
"მსოფლიო ომის დროს ერთი ჩვენებური მოხელე საფრანგეთში შეხვდა ლტოლვილ ჩვენებურ ბერს. გაჭირვებული ბერი მას რამდენიმე ოქროს მონეტას ესესხა. ომის დამთავრების მერე ორივენი შინ საღ-სალამათნი დაბრუნდნენ. ბერმა ვალის დაბრუნება რატომღაც არ ისურვა, რის გამოც მონასტრები და მათი მკვიდრნი მთლად შეიჯავრა. ორი წლის შემდეგ ავად გახდა და ექიმებმა ურჩიეს, ოვჩარის კურორტზე გაეკაჟებინა ჯანმრთელობა. მოხუცი, ავადმყოფი მოხელე იძულებული გახდა, მონასტერში ეცხოვრა, რაც თავიდან არ მოსწონდა, მაგრამ სავანის უხუცესების სიკეთემ და სიყვარულმა მისი გული დაატყვევა, მასში მონასტრებისა და მონაზვნების პატივისცემა გააღვიძა. ღვთის განგებულებით, მოხელე ამავე მონასტერში მოკვდა. ცოლმა ის მონასტრის გვერდით დაკრძალა იმედით - შემდგომში ბელგრადში, საგვარეულო აკლდამაში გადავასვენებო. როცა ამისთვის ყველაფერი მოამზადა, სიზმარში ქმარი ნახა, რომელმაც მკაცრად გააფრთხილა, დამტოვე აქ, სადაც ვარ, ეს წმინდა ადგილიაო." /წმ. ნიკოლოზ სერბი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2003
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,852 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"...მონასტრის შესასვლელთან გამოვფინე დაფა, რომელზეც მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ეწერა - "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!" მანამდე, ოცი წუთის სავალზე ორი დაფა იყო. ერთზე ეწერა - "შეუფერებლად ჩაცმულები მიბრძანდით მდინარეზე". აქვე იყო ისარი, რომელიც მდინარის გზას მიანიშნებდა. მეორე დაფაზე კი ეწერა: "შესაფერისად ჩაცმულები - წმინდა სავანისკენ" და აქაც ისარი უჩვენებდა მონასტრის გზას. ასე რომ, შეკერეთ ქვედაკაბები და მოსასხამები და თავაზიანად შესთავაზეთ შარვლიან და მოკლეკაბიან მანდილოსნებს, რომლებიც პირველად არიან მონასტერში და წესები არ იციან - ამით მიხვდებიან, რომ პატივით უნდა მოექცნენ იმ ადგილებს, სადაც მივიდნენ".
/წმინდა პაისი მთაწმინდელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2004
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,852 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“ი. ყანჩიშვილი სულ განმარტოებით ცხოვრობდა (“სამხოლოეში“).
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2005
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,852 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"სადაყუდებულო"

#2006
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,852 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"- ბერმონაზვნობაში თუ განირჩევა მამაკაცი და დედაკაცი თავისი დანიშნულებითა და მოვალეობებით?
- განსხვავება ისაა, რომ კაცი ბერმონაზონი შეიძლება გახდეს მღვდელმსახური, ხოლო დედაკაცი მღვდელმსახური ვერ გახდება. დედათა და მამათა მონასტრების ტიპიკონი არ განსხვავდება ერთმანეთისაგან. როგორც მამაკაცი, ასევე დედაკაციც ერთნაირად დებს ქალწულების აღთქმას, ტოვებს სოფელს და მთელ ცხოვრებას უძღვნის უფალს." /მეუფე იოანე (გამრეკელი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2007
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,852 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"...სიკვდილის წინ მამამ შვილს ანდერძად დაუბარა, ეზრუნა ოჯახისათვის. ამ დროს მომავალი მღვდელმონაზონი ალექსი შუშანია 16 წლისა იყო. მამის გარდაცვალების შემდეგ იერუსალიმში გაემგზავრა და იქაური სიწმინდეები მოილოცა, შემდეგ კონსტანტინოპოლში ჩავიდა ბიძასთან, ისლამ შუშანიასთან.
ერთხელ ალექსიმ ბიძას გამოართვა წმინდა ნათლისმცემლის პატარა ხატი, თავის ოთახში განმარტოვდა და დაეწყო დიდი შინაგანი ბრძოლა: ცალკე საერო ცხოვრება იზიდავდა, ცალკე კი უხილავი ძალა მოუწოდებდა წმინდა და მაღალი ცხოვრებისაკენ. ასეთ ბრძოლაში გავიდა რამდენიმე საათი. ბოლოს ალექსიმ იკითხა: - რა ვუყო მამის ანდერძს, მან ხომ ოჯახი ჩამაბარა, რა ვუყო ჩემს ვალდებულებას? უხილავმა მოძღვარმა უპასუხა: ახლა რომ მოკვდე, ვინ გაარიგებს შენს საქმეს? ალექსიმ მიუგო: "ღმერთი". კვლავ გაისმა ხმა: "მაშინ შენც მოკვდი ღვთისთვის საწუთროსგან და ღმერთს მიანდე ყოველივე შენი საქმე და იგი გაარიგებს". მას შემდეგ ალექსი საოცრად გამოიცვალა. თითქმის გამუდმებით, თვეობით იჯდა თავის ოთახში, კითხულობდა საღმრთო წიგნებს და მკაცრადაც მარხულობდა. ალექსის ამგვარმა ყოფამ ბიძამისს კონსტანტინოპოლზე გული აუცრუა და მალე საქართველოში დაბრუნდნენ. ალექსიმ ოჯახს განუცხადა, რომ ბერად აღკვეცის აღქმა დადო. დები და ძმა შეწუხდნენ, დედამ კი მადლობა შესწირა ღმერთს და დალოცა შვილი. იმ დღიდან მან მკაცრი ასკეტური ცხოვრება დაიწყო. გადიოდა სოფლებში, უვლიდა ჭლექით, ქოლერით და სხვა მძიმე ავადმყოფობებით დასნეულებულებს, მარხავდა უპატრონო მიცვალებულებს. მისი ქადაგების გავლენით მალე მონაზვნად აღიკვეცნენ დედამისი ელენე, უმცროსი და სალომე და ძმა ბესარიონი (შუათანა და, სოფიო, ღვთის განგებით, ალექსიზე ადრე აღიკვეცა მონაზვნად თეკლათის დედათა მონასტერში). ბესარიონი მარტვილის მონასტერში მღვდლად აკურთხეს, სადაც სიკვდილამდე მოღვაწეობდა. ათონის მთის სიწმინდეების და კიევის მღვიმეთა მონასტრის მოლოცვის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და მოღვაწეობა გელათის მონასტერში გააგრძელა. იგი ხელდასხმულ იქნა ჯერ დიაკვნად, მერე მღვდელმონაზვნად. ღვთის განგებით, ალექსი ბერმა ბერული სენაკის მშენებლობა დაიწყო მენჯში - მთავარანგელოზთა გორაზე. ღვთისნიერ ადამიანთა დახმარებით ნელ-ნელა გამოიკვეთა ძველი, სანახევროდ დანგრეული მთავარანგელოზთა ტაძარი. შემოიკრიბა მოწაფეები და შეუდგა ამ სავანეში დაყუდებულ მოღვაწეობას. სენაკში მას ჰქონდა კაცის სიმაღლის ხის ჯვარი, რომელსაც ლოცვის დროს ზურგით იპყრობდა ხოლმე, რადგანაც, როგორც თვითონ ამბობდა, ჯვრის ასე პყრობა გოლგოთაზე ამავალ ქრისტეს აგონებდა. მნახველების მისაღებად მხოლოდ შაბათ-კვირას გამოდიოდა. ცხოვრების უკანასკნელ ხანებში ალექსი ბერი მძიმედ დასნეულდა. გარდაიცვალა 1923 წლის 18 იანვარს, 70 წლის ასაკში. მისი გარდაცვალების შემდეგ მის სავანეში მოღვაწეობდნენ მისი დები სქემმონაზონი აკეფსიმა და იღუმენია ფასტო. სავანის მოსალოდნელი დარბევის შიშით დებმა წმინდა ბერი თეკლათის დედათა მონასტერში დაკრძალეს, თვითონ მთავარანგელოზების მონასტერში დარჩნენ. 1960 წლის 8 იანვარს ბათუმ-შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, ეფრემ სიდამონიძის (შემდგომში კათოლიკოს-პატრიარქის), ლოცვა-კურთხევით, მამა ალექსის ნეშტი თეკლათის დედათა მონასტრიდან გადაასვენეს და მენჯში დაკრძალეს. როცა საფლავი გახსნეს, ალექსი ბერის ნეშტი უხრწნელი იყო. მოგვიანებით წმინდა ალექსი ბერის საფლავზე პატარა ეკლესია აიგო." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2008
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,852 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„[ანტონ ცაგარელ-ჭყონდიდელმა] დატოვა ჭყონდიდის კათედრა და ნახარებუს მონასტერში დასადგურდა“
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th July 2025 - 09:32 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი