![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2089
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,938 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მამა ანტონ ბალაამელი უდაბნოში ცხოვრობდა და ძალიან უყვარდა ის ადგილი. როცა მონასტერში გადასვლის კურთხევა მისცეს, შეწუხდა, მივიდა წინამძღვართან და თავისი კუნკულ-ბარტყული ფეხთით დაუდო - უდაბნოდან მიგყავართ და ბარემ ბერობაც ჩამომართვითო."
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2090
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,938 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"როცა მამა ხარლამპემ (ათონელი, +2000) ეს სოფელი დატოვა, ძალიან ენატრებოდა დედა. დაემხობოდა ღვთისმშობლის ხატის წინ და ევედრებოდა, ეს მონატრების გრძნობა ჩამიქრე, ახლა შენ ხარ ჩემი დედა. მხოლოდ შენ გეძიებ და შემეწიეო.
უფლის დედის დახმარებით მამა ხარლამპემ გაუძლო და დაითმინა მონატრება და სიყვარული. მიუხედავად იმისა, რომ დედა წერილებში ევედრებოდა, - შვილო, ურანოპოლისში მაინც ჩამოდი, რომ შეგხედოო, - სანამ მისი მოძღვარი, მამა იოსებ მღვიმელი გარდაიცვლებოდა, ამ თხოვნას ყურს არ უგდებდა, მერე კი მისწერა, - დათქმულ დროს თესალონიკში შევხვდეთ ერთმანეთს, ოღონდ იმ პირობით, თუ მონაზვნად აღიკვეცებიო. "ვიცოდი, რომ დედაჩემი მუდამ მონაზონზე მკაცრად ცხოვრობდა, ამიტომ მისთვის ბუნებრივი იქნებოდა ანგელოზის სქემა", - ჰყვებოდა მამა ხარლამპე. ასეც მოხდა, დედამ თესალონიკში შვილი ინახულა, პირობისამებრ მონაზვნად აღიკვეცა და მერე აღარასოდეს უნახავს თავისი ხარლამპე." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2091
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,938 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"როცა პატრიარქი დავითი მღვდელმთავრად ხელდასხმის წინ მონაზვნად აღიკვეცა, თქვა, რომ ამიერიდან აღარასოდეს გადააბიჯებდა თავისი სახლის ზღურბლს. შეასრულა კიდეც. მაშინაც კი, როცა მისი ცოლყოფილი გარდაიცვალა, დასამშვიდობებლად არ მისულა. უთქვამს: მიცვალებულისათვის ლოცვაც საკმარისიაო. ასე დაიმარხა მან თავისი მონაზვნობა."
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2092
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,938 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ერთხელ ამბა ანტონმა იმპერატორ კონსტანცისაგან წერილი მიიღო - კონსტანტინოპოლში ეპატიჟებოდა. რა ვქნაო, ფიქრობდა ღირსი ანტონი, მერე კი თავის მოწაფეს, პავლეს ჰკითხა: უნდა წავიდეო? მან უპასუხა: თუ წახვალ, ანტონი იქნები, თუ არ წახვალ, ამბა ანტონიო... მამა ანტონიც არ წავიდა."
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2093
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,938 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“ერთხელ ვინმე ბერი მონაზვნებს შეხვდა და გზიდან გადავიდა. იღუმენიამ უთხრა: - შენ რომ სრულყოფილი მონაზონი იყო, როგორც დედაკაცებს, ისე არ შემოგვხედავდიო.”
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2094
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,938 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„როცა მონაზვნობის სურვილი შევამჩნიე, აღვკვეცე“
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2095
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,938 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„შესაძლებელია ბერებთან საცხოვრებლად გარკვეული დროით ჩავიდეს ერისკაცი, მაგრამ სასურველია, მანამდე ეკლესიურად (აღსარებით, ზიარებით) იცხოვრობს, ქრისტიანული ცხოვრების გარკვეული გამოცდილება შეიძინოს და შემდეგ პირადი მოძღვრის კურთხევით გადაწყვიტოს ბერებთან გარკვეული დროის გატარება“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2096
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,938 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„დაიწყო მამა იოანეს [მაქსიმოვიჩი] ბერული ღვაწლი. დიდი ხნის შემდეგ თვითონვე გამოტყდა, რომ მას შემდეგ, რაც ბერად შედგა, არასოდეს დაწოლილა ლოგინში, ღამეს ლოცვაში ათენებდა და მხოლოდ ორიოდე საათს თუ მიიძინებდა იატაკზე მჯდომარე ანდა ხატების წინ დამხობილი.“
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2097
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,938 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„თუ მონასტრული ცხოვრების სიყვარული არ გაქვს, ათასგვარი დაბრკოლების გადალახვა გაგიჭირდება. როცა ბერი ხარ ან მონაზვნობისკენ მიისწრაფვი, სიმტკიცე და თავდაჭერილობა გმართებს. მონაზვნობა მარტოობის სურვილი და განცდაა, მხოლოდ შენ და ღმერთი - აი, ამის განცდა. ამას ვეძებდი და გარკვეულწილად შევიძინე კიდეც.“
/მამა იოანე გვაჯაია/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2098
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,938 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“მოსაგრე მამა ტიხონი ამბობდა, მონაზონმა ერთი საათის მუშაობის შემდეგ ერთი საათი უნდა ილოცოსო“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2099

"სოლომონ ბრძენმა სიბრძნე ითხოვა და უფრო მეტი მიეცა. თითოეულმა ჩვენგანმა სიბრძნით უნდა განსაჯოს, რომელი გზა აირჩიოს ამქვეყნად. როცა ბრძოლით დაიღლები, სიმშვიდეს ეძიებ, განსასვენებელს, და ამ სიმშვიდეში გიჩნდება სურვილი საკუთარ თავთან მარტო დარჩენისა. ამის საუკეთესო გზა კი მონასტერში ყოფნაა. იქ რამდენიმე დღის განმავლობაში ცხოვრებაც კი წმენდს ადამიანის გონებას. ვისაც ეს განუცდია, ყველაფერს სხვაგვარად უყურებს.
მონასტერს რომ ვამბობ, საზოგადოდ, ეკლესიურ ცნობიერებაზე მოქცევას ვგულისხმობ. თუ ადამიანის ცხოვრება ქრისტეს, ქრისტიანულ ცხოვრებას უკავშირდება, რა თქმა უნდა, მის გულში სიხარული იქნება." /მამა იოანე გვაჯაია/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2100
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,938 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ერთხელ ამბა სილუანე სინას მთაზე მივიდა. მისი მორჩილის, მარკოზის დედამ სთხოვა, - ჩემი შვილი გამოუშვი, რათა ვნახოო. ბერმა გაუშვა მარკოზი. მარკოზი წასასვლელად მოემზადა, ლაბადა მოისხა და დასამშვიდობებლად მოძღვართან მივიდა. მაგრამ უეცრად ატირდა და... აღარ წავიდა."
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2101
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,938 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ეგებ მონასტრული გამოცდილება დღეს ისეთი არ იყოს, როგორიც საჭიროა, მაგრამ, მადლობა ღმერთს, იხსნება მონასტრები, მრავლდებიან სასულიერო პირები, ბერები, ახალგაზრდები მოდიან მონასტერში... მადლობა ღმერთს ამისთვის.“
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2102
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,938 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„სქემიღუმენი სერაფიმე (კოვში) იხსენებს თავისი ერისკაცობის ამბავს, როცა ის ერთ მდიდარ კაცს ემსახურებოდა. ამ კაცს ერთადერთი ქალიშვილი ჰყავდა, რომლის შერთვასაც მიტროფანეს (ასეთი იყო მამა სერაფიმეს ერისკაცობის სახელი) სთავაზობდა: "ეს ხომ გაგაბედნიერებს, ღმერთი ამ ბედს მოთმინებისთვის გაძლევს. ქორწილისთვის 70 ოქროს მონეტას მოგცემ, ჯვრისწერის მერე კი შინ წაგიყვან და იმდენ ოქროს მოგცემ, სიცოცხლეში რომ არ გინახავს!"
ძნელი იყო ამის დათმენა იმ ყმაწვილისთვის, ვისაც ბერობა ენატრებოდა. მშობლები აღარ ჰყავდა, რჩევა ვერავის ჰკითხა და უეცარი დამუნჯება მოიგონა, პირში ქვა ჩაიდო. რა თქმა უნდა, არავინ დაიჯერა, მაგრამ ყმაწვილი თავისაზე იდგა. ბატონმა წვეულებაც კი გამართა, სასიდედრომ ქუდი და თბილი ქურთუკი დაუმალა, რომ არ გაპარულიყო. მაგრამ მიტროფანე ღუმელზე აძვრა და მიუხედავად დიდი თხოვნისა, დაბლა არ ჩამოსულა. საღამოს კი წერილი დაწერა: "ნეტარ იყვნენ, ვინც სიგლახაკე და უპოვარება შეიყვარა. ძებნას ნუ დამიწყებთ. ოთხივე მხრივ გზა ხსნილი მაქვს". შუაღამისას დაუტევა ბატონის სახლი და მონასტერში წავიდა.“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2103
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,938 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“ათონზე, წმინდა ანას სკიტის ერთ-ერთ კალივაში, ცხოვრობდა ოთხი ხორციელი ძმა: მღვდელმონაზონი გაბრიელი, მოძღვარი კალივისა, მამა სერფიმე, მამა დიონისე და მამა ოქროპირი. ისინი ერისკაცობაში გვარად კარცონესები იყვნენ და მესინის ქალაქისთავის შვილები გახლდნენ. მაგრამ რადგანაც "არა პურითა ხოლო ცხონდება კაცი", მათ სიყმაწვილეშივე მოისურვეს მონაზვნობა და მამამაც, ამ კეთილშობილმა ადამიანმა, თვითონვე მიიყვანა შვილები ათონზე. ისინი დიდებული ხატმწერები იყვნენ და არასოდეს უღალატიათ აღთქმისთვის, მონაზვნად აღკვეცისას რომ დადეს. თუმცა ბევრ ადამიანს იცნობდნენ, მაგრამ მათთან ურთიერთობით არასოდეს შეუცვლიათ მთაწმინდური ცხოვრების პრინციპები.“
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2104
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,938 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“მოსაგრე მამა ტიხონი ამბობდა, მონაზონმა ერთი საათის მუშაობის შემდეგ ერთი საათი უნდა ილოცოსო“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2105
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,938 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ბერდიდმა დანიელ ახალსკიტელმა 115 წელი იცოცხლა. მას მახვილი მხედველობა ჰქონდა. სკვნილზე ლოცვისას მასთან ტურის სახით ეშმაკი მიდიოდა და სკვნილზე ეკიდებოდა, მაგრამ ის თავის ღვაწლს აგრძელებდა“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2106
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,938 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“წმინდა დავითის ლავრის ბერებზე ჰყვება წმინდა გაბრიელ მცირე. ერთ მის თანამედროვე კეთილ მონაზონს, ფრიად ლმობიერს, დუმილის შემატკბობელს, თავის სენაკში ჰქონდა წმინდა შიო ახლის თავის ქალა და მის წინ ყოველ ღამეს გლოვასა და ცრემლთა ღვრაში განლევდა. თუ სხვათა სიკვდილი ყოველთვის საშინელი და შემაძრწუნებელია, ამ ნეტარმა მამამ ყოველგვარი სნეულებისა და ტკივილის გარეშე საუკუნო ძილით მიიძინა.” -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2107
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,938 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მამა ეგნატე კატუნაკელი (ერისკაცობაში იოანე) ათონზე დასახლდა და მორჩილად მამა ნეოფიტეს დაუდგა. ერთხელაც გაუმხილა: - მამაო, სოფელში ყოფნისას ვმუშაობდი და საკმაოდ დიდი ფული - სამასი გირვანქა მოვაგროვე. მინდა გადმოგცეთო.
წმინდა ნეოფიტეს გაეცინა: - აქ რაში გვჭირდება? თუ მართლა გინდა მონაზონი გახდე, მაშინ უნდა განთავისუფლდე ამ ტვირთისგან. აიღე ეს ფული და მთელი მთაწმინდა მოიარე. სადაც გაჭირვებულ მონაზონს შეხვდები, ცოტა მიეცი და ხელწერილი ჩამოართვი. უკან დაბრუნებისას ამ ხელწერილებს მაჩვენებ და მაშინ მიგიღებო. იოანეს ეგონა, ეს ადვილი საქმე იქნებოდა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. ბევრი მონაზონი, მიუხედავად დიდი გაჭირვებისა, უარს ამბობდა ფულის აღებაზე. ოთხი თვე იწვალა, რომ ისეთი ბერები მოენახა, ვინც ამ ფულის აღებას დასთანხმდებოდა. ამ ოთხ თვეში მან ასკეტიზმის გაკვეთილები მიიღო და შემდგომში სხვებსაც ასწავლიდა, რომ არა პურითა ხოლო ცხონდება კაცი". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2108
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,938 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონაზვნობა იქნება ეს თუ ქორწინება, მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, ერთგულად და მამაცურად მიჰყვე ქრისტეს გზას.“
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th July 2025 - 02:50 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი