![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2129
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,941 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მამა ნიკიფორე 1973 წლის 25 სექტემბერს გარდაიცვალა. მეორე დღეს მამა ეფრემმა ერთ-ერთ სულიერ შვილს მისწერა: "გწერ ამ წერილს, თუმცა ჩემგან უსულო სხეულიღა დარჩა. ჩემმა მოძღვარმა, ჩემმა კეთილმა მოძღვარმა შეისვენა. გუშინ ის დავკრძალეთ. ნუ დაიზარებ და ეს ამბავი მის ახლობლებს შეატყობინე".
ერთი სულიერი შვილი სალონიკში ზღვის პირას სეირნობდა. დაინახა ათონისკენ მიმავალი იალქნიანი გემი. ბაზარში გაიქცა და უგემრიელესი ვაშლით სავსე ყუთი გაუგზავნა მამა ეფრემს. მალე მან მისგან მადლიერებით აღსავსე წერილი მიიღო. თურმე მამა ნიკიფორეს ორმოცის აღსანიშნავად აღაპის სუფრა გაეშალა და ამ ვაშლით გაუმასპინძლდა კატუნაკელ მამებს (ვაშლი კი იშვიათი ხილი იყო იმ დროის კატუნაკისთვის).“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2130
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,941 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“ვისაც მონაზვნობა სურს, მან თავი უნდა არიდოს ხალხთან შეხვედრას. ცოტას უნდა საუბრობდეს და მდაბალი იყოს“.
/მამა ქრისანთე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2131
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,941 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ღირსი პეტრე ათონელის მღვიმე
“დღეს ამ მღვიმის ადგილმდებარეობა უცნობია. XIX საუკუნის ბოლომდე ამ ადგილს მომლოცველნი არ აკლდა. შემდგომში აქ სახლდებოდნენ მონაზვნები, რომელთაც საკმარისი სულიერი ძალა არ ჰქონდათ და ამის გამო ჭკუიდან იშლებოდნენ. უპირველესი მონასტერი - დიდი ლავრა იძულებული გახდა, მღვიმე ამოექოლა. ძველად აქ ერთი ძლიერი სულის დაყუდებული ბერი ცხოვრობდა. მღვიმეში მოწყობილი იყო პატარა ეკლესია, როგორც წერდა 1904 წელს ესთიგმენელი განსწავლული მონაზონი, მამა გერასიმე (სმირნაკისი) თავის "ათონის ისტორიაში". კელიის გვერდითაა კალივა, სადაც ორი ძმა ცხოვრობს - მოძღვარი და მისი მორჩილი. ხმაურისა და ცოდვის სამყაროსგან მოშორებულნი, ნამდვილი მეუდაბნოენი, ესაუბრებიან უტკბეს უფალს და მოელიან სიცოცხლის ბოლოს, როცა გადავლენ წამიერიდან საუკუნოში და უდაბნოდან ანგელოზთა უკვდავ კრებულს შეუერთდებიან. მღვიმეზე როცა ვკითხე, ამ კელიის მამამ მითხრა, რომ ის სადღაც ახლოსაა, უფრო ალბათ ტაძრის საკურთხევლის ქვემოთ მდებარეობს. როცა მღვიმე ღია იყო, აქ მოდიოდნენ და სახლდებოდნენ რუსი მოსაგრეები. ხან სინესტის გამო, ხანაც ეშაკების შემოტევისა - ყველა იხოცებოდა და გარდაცვლილებს პოულობდნენ მომლოცველები. ამიტომაც დიდი ლავრა იძულებული გახდა, მღვიმე ამოექოლა.” -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2132
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,941 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონაზვნური ცხოვრება მძიმეა! უნდა იმარხულო, ილოცო, რასაც გიბრძანებენ, ყველაფერი შეასრულო და მონაზვნობის უღელი სიყვარულით უნდა იტვირთო, ვიდრე სიკვდილამდე“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2133
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,941 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“როცა სიმონ-პეტრას ახალბედა მორჩილი ვიყავი, ურთიერთობა დავამყარე ჩემს ახალ თანამოსაგრეებთან. ერთ-ერთს, ღამის დარაჯს, იოანეს ეძახდნენ. ერთხელ მოზილეს ცომი, გაახურეს ღუმელი. ცერცვის შეჭამანდის სურნელმა თავგზა დამაკარგვინა, ვთხოვე ძმას, კერძის დასხმა და მალულად შევჭამე.
შემამჩნია ნეტარსახსენებულმა მამა იერონიმემ, რომელმაც, როგორც მოსალოდნელი იყო, დუმილი არჩია. მაგრამ საღამოს მწუხრის მერე ვეღარ გავუძელი სინდისის მხილებას და ჩემი ცოდვა ვაღიარე მის წინაშე. მითხრა: "ამიერიდან ყურადღებით მოიქეცი. როგორც ამბობს ამბა ესაია: "ისინი, ვისაც სურს მონაზვნური ტიპიკონის დაცვა და მონასტერში ყოფნა, უნდა გაექცნენ ხშირ მეგობრულ ურთიერთობებს". ხშირი მიზიდულობა განხრწნის ახალგაზრდა სულებს და აღარ იციან, რა გააკეთონ მონასტერში. გინახავს, ოდესმე მოძღვარს ფარულად ყურძენი მოეცა? დაგინახავს როდისმე, რომ არქონდარიკის მმართველს, რომლის თანაშემწეც იყავი, სხვისი ტრაპეზიდან რამე ეჭამა და შენთვის ერთი ქლიავი მაინც მოეწოდებინა? მას კი ჰქონდა ამის უფლება. ამიტომაც, თუკი ცხონებისთვის ისწრაფვი, არ დაუჯერო თვით მღვდელსაც კი, თუნდ ჩაის კოვზით წანდილი შემოგთავაზოს. განეშორე, თუ ძმა სულიერი საკითხების განსჯისკენ გიბიძგებს - თუ რა არის მონასტრული ცხოვრება, ლოცვა, ჭეშმარიტი დაყუდება და სხვა, თორემ გაკადნიერდები. აღარც სირცხვილი გაგახსენდება და აღარც მორჩილება; დაგიძახებს ძმა, წახვალ მასთან კელიაში, დაივიწყებ მორჩილებას, მონაზვნური ცხოვრების კანონებს და ყველაფერი უკუღმა წავა. ამიტომ, როგორც ბრძანებს ღირსი ეფრემი, ფხიზლად იყავი, ვიდრე ახალგაზრდა ხარ. ორი ახალგაზრდა მარტო დარჩება და არაწმინდა ფიქრებიც მათთან ერთად დარჩება". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2134
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,941 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“ბევრი ილოცე და მონასტერში განსაცდელი დაითმინე”
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2135
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,941 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ერთხელ ჩვენი ახალგაზრდობის გამო გზაზე ხმამაღლა ვლაპარაკობდით. ბერიკაცებმა გვითხრეს, - ფხიზლად იყავით, ხმამაღლა ნუ ისაუბრებთ, თავმდაბლად ილაპარაკეთ: თქვენ ხომ მონაზვნობას აპირებთო.“
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2136
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,941 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ერთ ერისკაცს მონაზვნობა სურდა, დედა ეწინააღმდეგებოდა. ის კი არ იშლიდა, - სულის ცხონება მინდაო. ბოლოს, დედამ თავი ანება, ვაჟი მონასტერში წავიდა და იქ უდებებით ცხოვრობდა. გამოხდა ხანი, მოკვდა დედამისი, მცირე ხნის შემდეგ დასნეულდა ვაჟიც. ერთხელ სულით ის ჯოჯოხეთში ჩაიყვანეს, სადაც დედის სული იხილა. "შენც აქ მოხვდი, შვილო? აკი მეუბნებოდი, სულის ცხონება მინდაო?" შერცხვენილი შვილი დუმდა. ამ დროს გაისმა ღვთის ბრძანება,- წაიყვანეთ ეს ბერი უკან, რამეთუ მე სხვა მონასტერში გაგგზავნეთ სხვა ბერის მოსაყვანადო. ის სხვა ბერი ახალი გარდაცვლილი აღმოჩნდა, ხოლო სულით ჯოჯოხეთში ჩასული - ხორციელადაც გამოჯანმრთელდა, სენაკში დაყუდებული შეინანებდა თავის უდებებას. ისეთ გლოვას მიეცა, ზოგიერთი ეუბნებოდა, ცოტათი მაინც დაინდე საკუთარი თავიო. ის კი პასუხობდა: დედაჩემის ყვედრება თუ ვერ დავითმინე და პასუხი ვერ გავეცი, რას ვეტყვი ქრისტეს და მის წმინდანებს მე უდებიო." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2137
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,941 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ამ ათი წლის წინ კავსოკალივის გავლით დიდ ლავრაში მივდიოდი. გზად ერთ სქემოსან ბერს შევხვდი. დიდხანს მიყურა, მერე კი ასე მომესალმა: "ქრისტე აღსდგა!" გამაოცა ამ შემთხვევამ, აღდგომის დღეები არ იყო. ჩანს, ბერი სალოსობდა.“
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2138
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,941 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონასტრულ ცხოვრებაში მცონარება შეიძლება გამოიხატოს როგორც ფიზიკური შრომის დაზარებაში, ასევე სულიერი ღვაწლის უგულებელყოფაში. მცონარება მონაზვნობის მტერია. მონაზვნობა ღვაწლია, შრომაა, თავდადებაა და თუ ეს ყოველივე შორსაა, არ არის ჭეშმარიტი მონაზვნობაც. ქრისტიანობა ხომ ქმედითი ცხოვრების წესია, იგი მოძრაობაა წინ, სასუფევლისკენ. უმოქმედობა კი ნიშნავს სვლას ჯოჯოხეთისკენ.
სულიერი ღვაწლის დაზარება მოწყინებას იწვევს, რომელიც, წმინდა იოანე კიბისაღმწერელის თქმით, "არის სულის სისუსტე, გონების დაუძლურება, მოღვაწეობის უგულებელყოფა. ის სუსტია ფსალმუნებში, უძლურია ლოცვაში". მოწყინება იწვევს ძილისმოყვარეობას, სულიერ და ხორციელ მოდუნებას, გულგრილობას ცხონების საქმეში, უმოქმედობას და უგრძნობობას. "ყველა სხვა ვნება საწინააღმდეგო სათნოებით აილაგმება, მოწყინებას კი მონაზვნობისთვის ყოველმხრივ სიკვდილი მოაქვს", მაგრამ, სამაგიეროდ, თუ მონაზონს მამაცი სული აქვს, სხვა ვერაფერი მოუტანს იმდენ გვირგვინს, რამდენსაც მოწყენილობა, როცა მას არ ემორჩილება, როცა მას ეწინააღმდეგება, როცა თავს ძალას ატანს სიზარმაცის დასათრგუნად“. /დედა ეფემია (ჩირგაძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2139
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,941 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“მონასტერში ადამიანი სრულად უნდა დაიხარჯოს. ზოგმა შეიძლება უფრო მეტად იშრომოს და ილოცოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვინც ნაკლებად შრომობს და ლოცულობს, მას არა აქვს ღვაწლი. შეიძლება მისი მცირედიც სრულყოფილი შესაწირი იყოს უფლისთვის.”
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2140
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,941 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“მონასტერში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მორჩილებასა და სიმდაბლეს. მორჩილება ყველა სხვა სათნოებათა საფუძველია. ის არის განცდა საკუთარი დაცემულობისა, უარყოფა საკუთარი თავისა, საკუთარი ნებისა. მონასტერში საჭიროა სრული მორჩილება წინამძღვრისადმი, რომელიც შუამავალია უფლის წინაშე და გამცხადებელი უფლის ნებისა. ამისთვის ბრძანებს მაცხოვარი: "უარყავ თავი შენი, აღიღე ჯვარი და შემომიდეგ მე" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2141
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,941 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“- დედაო, უძღები შვილი ყველა ადამიანის რეალური სახეა?
- უძღები შვილი მართლაც ყოველი ადამიანის სახეა, განსაკუთრებით კი მონაზვნისა. მონაზვნობა უძღები შვილის მამის წიაღში დაბრუნებაა, აღკვეცისას იგალობება ტროპარი: "წიაღნი მამულნი განმიხვენ წყალობით, რომელმან ესრეთ უძღებებით წარვაგე ცხოვრება ჩემი, სიმდიდრესა მას დაულევნელსა მოსავ-ვარ კაცთმოყვარებისა შენისასა, მაცხოვარ. დაგლახაკებულსა ამას ნუ უგულებელს-ყოფ სულსა ჩემსა, რამეთუ შენ, უფალო, სინანულით გიღაღადებ: ვცოდე, მამაო, ცად მიმართ და წინაშე შენსა". შეიძლება ითქვას, რომ ამ ტროპარში მონაზვნის სამოქმედო პროგრამაა მოცემული. დღეს მონასტერში კაცი მრავალნაირმა მიზეზმა შეიძლება მიიყვანოს. წმინდა იოანე კიბისაღმწერელი უმთავრესად მიუთითებს ცოდვისგან გაქცევისა და საკუთარი უძლურების გამო საცდურთაგან განშორების სურვილზე. უძღები შვილის მამასთან დაბრუნების მიზეზიც ცოდვის სიმძიმე და აუტანლობა იყო ("სიყმილი ძლიერი"). გადაწყვეტილების მიღებისთანავე იგი განეშორა "შორსა სოფელსა და აღდგა და მოვიდა იგი მამისა თვისისასა". მონაზვნობის მსურველთა პირველი ნაბიჯიც განშორებაა სოფლისგან: "ყოველთა, რომელთა ნებავს მონაზვნობა, ყოველნიმცა საქმე სოფლისა დაუტევებიეს და ყოველივემცა შეურაცხ-უყოფიეს, ყოველივემცა უარუყოფიეს, მორავიდოდინ მონაზვნობად, რათა კეთილი საფუძველი დადვან" (წმინდა იოანე კიბისაღმწერელი). და კიდევ, "სოფლისგან განშორების გარეშე ვერავინ მიუახლოვდება ღმერთს. განშორებას კი ვუწოდებ არა სხეულით გადასახლებას, არამედ ამ სოფლის საქმეებისგან განდგომას. სოფლისგან განშორების სათნოება მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი გონება არ დავაკავოთ ამა ქვეყნით" (წმინდა ისააკ ასური). სწორედ საამისო მზადყოფნას და სურვილს გამოხატავს აღსაკვეცი, როცა აღმკვეცელის შეკითხვაზე, თუ რისთვის მოსულა შევრდომით წმიდასა ამას მსხვერპლის შესაწირავსა და წმიდათა ამათ კრებულსა, პასუხობს: "მნებავს განშორებაი სოფლისგან". აქედან იწყება მონაზვნობა. აქედან დაიწყო უძღები შვილის გადარჩენის გზაც. როგორც მამები ამბობენ, ამ ღრმა შინაგანი განშორების გარეშე მონაზვნობა ძალიან რთულია. მოციქულებიც შეგვაგონებენ: "არა უწყითა, რამეთუ სიყვარული სოფლისა ამის მტერობაი არს ღმრთისა? აწ უკვე რომელსა უნდეს მეგობარ ყოფად ამის სოფლისა, მეტად ღმერთსა აღუდგების" (იაკ. 4,4); "ნუ გიყვარან სოფელი ესე, ნუცა რაი არს სოფლისა ამის. უკეთუ ვისმე უყვარდეს სოფელი ესე, არა არს სიყვარული მამისაი მისთანა" (I ინ. 2,15). უმრწემესმა ძემ არჩევანი გააკეთა მამასა და სოფელს შორის, სიცოცხლესა და სიკვდილს შორის. მონაზვნობის მსურველნიც არჩევანს აკეთებენ სულიერ და ხორციელ ცხოვრებას შორის და მათი პირველი ნაბიჯი, უძღები შვილის მსგავსად, ეს არის განშორება ამქვეყნიურ ამაო სიამეთაგან და მონასტრის ნავსაყუდელში თავდრეკა, მაგრამ მონაზონი ამ მომენტებზე არ ჩერდება, გარეგნული განდგომა შინაგან განშორებად უნდა იქცეს იმდენად, რომ მან უარყოს თავისი თავი და საკუთარი მეც, სძლიოს ყოველგვარ ცხოვრებისეულ მიჯაჭვულობას, ჩაკლას საკუთარი ნება, ეს "ჯოჯოხეთური თესლი", რომელიც კედელივით დგას ღმერთსა და ადამიანს შორის. ვიდრე მამის წიაღში დაბრუნდებოდა უძღები შვილი, მოეგო თავსა თვისსა, რაც ნიშნავს, რომ მან გააცნობიერა სრულად თავისი დაბეჩავებული მდგომარეობა და სავალალო ყოფა, იგრძნო სიყმილი ძლიერი ანუ მასში ღმერთის არყოფნით გამოწვეული სიცარიელე. იგი შეაძრწუნა ამგვარმა ყოფამ და დაიწყო შემობრუნების პროცესი. როცა გონება საკუთარ ზღვის ქვიშასავით მრავალრიცხოვან ცოდვებს დაინახავს, სწორედ მაშინ იწყება ზრუნვა სულის განათლებასა და გამოჯანსაღებაზეც, - წერს ღირსი პეტრე დამასკელი. იმ მომენტიდან, როცა ძე მოეგო თავსა თვისსა, დაიწყო მამისკენ სავალი გზა, გზა მძიმე და იწრო, გზა სინანულისა. მონაზვნისთვისაც "სინანული ღმერთთან შერიგებაა ცოდვების შესაბამისი სიკეთის ქმნით. მონაზონი არის მჭმუნვარე სული, ძილსა და ღვიძილში სიკვდილის გამუდმებული ხსოვნით დამწუხრებული" (წმინდა იოანე კიბისაღმწერელი). სინანული არის ის, რისთვისაც მონაზონია მოწოდებული და მთელ თავის ცხოვრებას უძღვნის, მონაზვნად აყალიბებს. "ვცოდე, მამაო", - ეს სიტყვები ღმერთთან გვარიგებს. წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი ამბობს: "სიმდაბლე და მისგან წარმოშობილი სინანული არის ერთადერთი პირობა, რომლითაც მიიღება ქრისტე! სიმდაბლე და სინანული არის ერთადერთი ზნეობრივი მდგომარეობა, რომლითაც შესაძლებელია ქრისტეს გზაზე შედგომა და უფალთან შეთვისება! სიმდაბლე და სინანული არის ერთადერთი მსხვერპლი, რომლითაც გვაზღვევინებს და რომელსაც შეიწირავს ღმერთი ცოდვილი კაცობრიობისაგან". მონაზვნობის და ზოგადად ადამიანის მიზანი სულიწმინდის მადლით ღმერთთან ერთობის მოპოვებაა, მაგრამ საამისოდ ჯერ აუცილებელია, ადამიანმა საკუთარ თავში მოიხვეჭოს მშვიდობა და სულიერ ძალთა ერთობა და მათი ღმერთის ნების მორჩილებაში მოყვანა. ადამიანი ღმერთის ხატად და მსგავსად არის შექმნილი და მის ხატად და მსგავსად შექმნილ სულსაც სამი ძალა აქვს: აზროვნება, გრძნობა და ნება. ცოდვით დაცემის შემდეგ ადამიანში სულის ძალთა ერთობა ერთმანეთთან და ღმერთთან მიმართებაში დაირღვა. ისინი ღმრთისაგან განდგნენ: გონება, გული, ღმერთის სიყვარულის ნაცვლად, თავმოყვარეობის ვიწრო ჩარჩოებშია მოქცეული. ნება, იმის ნაცვლად, რომ ღმერთთან ერთობისა და ურთიერთობისკენ ისწრაფოდეს, ვნებათა სამსახურში დგას. ვიდრე სულის ეს სამი ძალა არ განიწმინდება, არ განიკურნება და სწორად არ იქნება ორიენტირებული, ადამიანი მიზანს ვერ მიაღწევს ანუ სულიწმინდის მადლს ვერ მოიხვეჭს. წმინდა მაქსიმე აღმსარებლის განმარტებით, სამი ძალის ბუნებრივი მდგომარეობა იმაში მკვიდრობს, რომ გონებამ ღმერთი შეიცნოს, სურვილმა მხოლოდ ღმერთი ისურვოს და შეიყვაროს და ნებამ ღმრთის ნება აღასრულოს. "შეიყვარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა". /დედა ეფემია (ჩირგაძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2142
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,941 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„კიეველ მოღვაწე პართენს, რომელსაც სურდა გაეგო, რას ნიშნავს მონაზვნის სქემა, ღვთის დედამ აუწყა: - სქემით შემოსილი - ეს არის მთელი მსოფლიოსთვის მლოცველი“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2143
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,941 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ერთი კუნძულ სიროსელი გოგონა ცუდ წრეში მოხვდა და ბოლოს სხეულით ვაჭრობაც დაიწყო. რამდენიმე წლის შემდეგ ცოდვების გამო სინანულში ჩავარდა და გადაწყვიტა, თავისი ხორციელი და, ფერისცვალების მონასტრის მონაზონი, მოენახულებინა.
იმედი ჰქონდა, ანუგეშებდა, მაგრამ დამ ხელი ჰკრა, მონასტერში შესვლა აუკრძალა და ზოგიერთი მონაზონი აუმხედრა. მათ სცემეს გოგონას, უყვიროდნენ, - სიკვდილის ღირსი ხარ, ოჯახის შემარცხვენელოო. გოგონა გაიქცა. ტირილით დაუძლურებული, შავ ფიქრებში გახვეული ჩამოჯდა გზის პირას. ამ დროს გამოჩნდა წმინდა არსენ პაროსელი (+1879) - მონასტერში მიდიოდა. მამა არსენმა მოუსმინა მას, ანუგეშა, დაუბრუნა ღვთის გულმოწყალების იმედი, სავანეში მიიყვანა და მაშინვე შერთო დათა რიცხვს, რათა თავისი ცხონებისთვის ეღვაწა. მონაზვნები მკაცრად ამხილა: "მე, თქვენი სულიერი მამა, გეუბნებით: თქვენ არც მონაზვნები ხართ, არც ქრისტიანები და არც ადამიანები. უფსკრულის პირას მდგარი ცხვარი რომ დაგენახათ, ალბათ მის გადასარჩენად გაიქცეოდით - ცოცხალი არსებააო. თუ ამდენს ზრუნავთ ცხოველზე, განა არ უნდა იზრუნოთ დაზე, რომელიც უფრო ძვირფასი სულის პატრონია, ვიდრე მთელი სამყარო? ის დაღუპვის პირას იდგა, მოვიდა თქვენთან დახმარების სათხოვნელად, თქვენ კი უფსკრულში გადასაჩეხად ხელი ჰკარით". მონაზვნებმა საქციელი შეინანეს. ღირსმა მამამ იმ გოგონას და ერთი წლით განაყენა წმინდა ზიარებისაგან, დანარჩენები კი ნახევარი წლით". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2144
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,941 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„როდესაც ახალგაზრდას სურვილი აქვს უფლის სამსახურში ჩადგომისა და ამას მოძღვრის ლოცვა-კურთხევა ახლავს, მშობელმა ხელი უნდა შეუწყოს მას. უძველეს ეკლესია-მონასტრებს ხომ ბერ-მონაზვნები უვლიან და იქ აღავლენენ ღვთისმსახურებას. ზოგს ერში მოუწოდებს უფალი სამშობლოს მსახურებისთვის, ზოგს კიდევ ბერში“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2145
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,941 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“გლინელი მამები: ეპისკოპოსი ზინობი, სქემიღუმენი სერაფიმე და სქემიღუმენი ანდრონიკე წუხდნენ, რომ ერთ-ერთი ბერი, ხეზე მკვეთელი, მშვიდი და სიმდაბლით გამორჩეული, დაუკავშირდა დედაკაცს, რომელიც კარგა ხანს მის ღვიძლ დად ასაღებდა თავს. ეს უბედურება, მათი თქმით, ბერს ურჩობის და აღსარებაზე ცოდვათა დაფარვის გამო დაემართა.
ერთმა მღვდელმონაზონმა, რომელიც შემთხვევით ესწრებოდა ამ საუბარს, ეპისკოპოსს ჰკითხა: "მეც ხომ იმ ბერივით მორჩილება არა მაქვს, მეუფეო?" მღვდელმთავარმა შეათვალიერა და უთხრა: "არა, შენ რატომღაც ხანდახან მორჩილებ ხოლმეო". მღვდელმონაზონი მიხვდა შეკითხვის უაზრობას და თავისი "მორჩილების" ფასს. ცოტა ხნის შემდეგ იღუმენმა ფ-მ ეს ბერი თანამცხოვრებ ქალზე დააქორწინა. გლინელმა მამებმა არ მოიწონეს იღუმენის საქციელი - ასეთი ქორწინება ღვთისგან არ არის, ცოტათი უკეთესია მრუშობაზე და მას მწუხარებისა და უბედურების გარდა არაფერი მოაქვს. იღუმენმა თვითნებური გადაწყვეტილებით ბერს სინანულისა და უკან დასაბრუნებელი გზა მოუჭრაო.” -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2146
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,941 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ნიშანდობლივია ის, რომ მონაზვნები თითქმის შემოსილნი იძინებენ, რათა შუაღამისას ზარის დარეკვისთანავე წამოდგნენ და ბეჯითი მასპინძლებივით უფლის შესაგებებელ სამზადისს შეუდგნენ.
მონასტერში ძალიან ადვილია დროის სწორი გამოყენება ტიბიკონის გამო. აქ განსაზღვრულია დრო ლოცვის, მორჩილების, ხელსაქმის, ტრაპეზის, კითხვის, და თუკი დაგვრჩება თავისუფალი წუთები, მაშინ შეგვიძლია ლოცვით შევეწიოთ ჩვენს ირგვლივ განსაცდელში, მწუხარებაში მყოფ ადამიანებს, მოვიხსენიოთ პატიმრობაში მყოფები და მიცვალებულები. ქრისტიანი, მით უფრო კი მონაზონი, განუწყვეტლად უნდა ლოცულობდეს, მაგრამ რადგანაც ძალიან შორს ვართ სულიერების ამ საზომიდან, ის მაინც შევძლოთ, რომ წუთები, რომლებსაც თავისუფალს ვუწოდებთ, ამაოდ არ დავკარგოთ და მწირი ლოცვით ერთ ადამიანს - ცოცხალს თუ მიცვალებულს ცოტათი მაინც შევეწიოთ, რაც მთავარია, ამით საკუთარი სულიც გადავირჩინოთ იმ ვნებებისგან, რომლებსაც მცონარება წარმოშობს.“ /დედა რუთი (ღლონტი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2147
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,941 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“მე ვიყავი მოწამე, რა მკაცრად ისჯებოდნენ, საშინელი სიკვდილითაც კი, იმ საეკლესიო კანონების დამრღვევნი, რომლებიც კრძალავს ერეტიკოსთა და თვითმკვლელთა მოხსენიებას.
სოჭში ერთი მონაზონი ცხოვრობდა, რომელიც გამოირჩეოდა მდაბალი ხასიათით, მცირედის მეტყველებით და ლოცვის სიყვარულით. ის ხშირად ჩამოდიოდა გუდაუთასა და სოხუმში. ქსოვაც შეეძლო და ცდილობდა, ტაძრისთვის რაიმე გაეკეთებინა. მისი სულიერი მამა არქიმანდრიტი კონსტანტინე (ქვარაია) გახლდათ. მაგრამ ამ მონაზონს ერთი საიდუმლო ჰქონდა, რომელსაც სულიერ მამასაც კი უმალავდა. მამამისმა, რომელიც მას ძალზე უყვარდა, უცნობი მიზეზების გამო შინ თავი ჩამოიხრჩო. მონაზონმა შვილმა მას დაუსწრებლად წესი აუგო, თუმცა მღვდლისთვის არ უთქვამს, რით მოკვდა მამამისი, თან მიცვალებულისთვის ფსალმუნების კითხვა დაიწყო. მრავალი წლის შემდეგ საშინელი ამბავი მოგვიტანეს - იმ მონაზონს თავი ჩამოეხრჩო. მაგიდაზე იდო მისი გულსაკიდი ჯვარი. თურმე თვითმკვლელობა ორჯერ უცდია. პირველად თოკი გასწყვეტია და უფალს გადაურჩენია, მაგრამ გულიდან ჯვარი მოუხსნია და ხელახლა ჩამოკიდებულა თოკზე. რა საშინელი განსაცდელი უნდა შემთხვეოდა ამ მონაზონს ეშმაკისგან, რომ მას შემდეგ, რაც თოკი გაუწყდა, ღვთის წინაშე შენანების მაგიერ ეშმაკის ნების ასრულება ისურვა! განსაკუთრებით ჯავრობდა სულიერი შვილის დაღუპვას მამა კონსტანტინე: - რომ მცოდნოდა, მამამისმა თავი მოიკლა, მაშინ უფლის სახელით ავუკრძალავდი მასზე ლოცვას, მაგრამ დამიმალაო. ღვთის ნების ურჩობამ იგი ეკლესიის ურჩობამდე მიიყვანა და აღსრულდა წმინდა დავით წინასწარმეტყველის სიტყვები: ლოცვა მისი ცოდვად შეერაცხა. არასოდეს მსმენია, ამ მონაზონს კაცთაგან ვინმე განეკითხა, მაგრამ მან თავის სულში ეკლესია განიკითხა, თვითმკვლელთა მიმართ უმოწყალოდ ჩათვალა და მოისურვა, მამა სიცრუის გზით გადაერჩინა. თვითონაც დაიღუპა ამ საბედისწერო ცოდვით.” -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2148
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,941 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ბერ-მონაზვნობის ჯვარი მძიმეა, მაგრამ ტკბილიო“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th July 2025 - 05:18 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი