IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

231 გვერდი V « < 107 108 109 110 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Sep 27 2018, 10:23 AM
პოსტი #2149


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,964
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“დროის მაქსიმალურად და კეთილგონივრულ გამოყენებას მონასტერში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. იქ დადგენილი წესით მიდის ცხოვრება - გარეგნულად თითქოს ერთფეროვანი ჩანს, შინაგანად კი ღრმა და ტევადია. ქრისტიანობა მოქმედი და მოძრავი ცხოვრების წესია. როგორც მამა სერაფიმე როუზი ამბობს, მხოლოდ ღვაწლი ანიჭებს სიცოცხლეს აზრსა და სიცხადეს. შესაბამისად, უმოქმედობა სიკვდილია. თითოეულ დღეს, წუთს გონივრულად და ბეჯითად დახარჯულს თუ მცონარებითა და უდებებით დაკარგულს, შეუძლია გადაწყვიტოს ჩვენი ხვედრი მარადიულობაში.”

/დედა ეფემია (ჩირგაძე)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 28 2018, 10:31 AM
პოსტი #2150


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,964
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381




“რევოლუციის შემდეგ ბოდბის მონასტრის იღუმენიად ნინო ვაჩნაძე დანიშნეს. მონასტერში რუსი დები ცხოვრობდნენ და უნდობლად შეხვდნენ მას. ეგონათ, იმიტომ დანიშნეს, რომ აქედან გაგვყარონო.

იღუმენია ჰყვებოდა: "მაწუხებდა დების ამგვარი დამოკიდებულება და გადავწყვიტე, მათთვის სიყვარულით მეჯობნა. მონასტრისთვის, როგორც შემეძლო, ისე ვიღვწოდი. მალე დების შიში და უნდობლობა ნდობითა და გულწრფელი სიყვარულით შეიცვალა. ამბობდნენ, შენს გარდა სხვა იღუმენია არ გვინდა, შენი სახით თითქოს იღუმენია იუბენალია (სქემიღუმენია თამარ მარჯანიშვილი) დაბრუნდა მონასტერშიო.

როცა ბოლშევიკებმა ხელისუფლება ჩაიგდეს, მიუხედავად ჩემი დიდი მცდელობისა, მონასტერი მაინც დახურეს. კომისარი ჩექმებიანად ხარხარით ჩაწვა ჩემს ლოგინში. მონასტრის დახურვის შემდეგ ის დედები, რომლებიც საქართველოში დარჩნენ, თავიანთ იღუმენიად მთვლიდნენ, რჩევისა და კურთხევისთვის მაკითხავდნენ".

მონასტრის დახურვის მერე იღუმენია ნინო ნათესავებმა საცხოვრებლად მიიწვიეს - შენს ოთახში შენი კურთხევის გარეშე ვერავინ შემოვაო, მაგრამ უარი თქვა ერში ცხოვრებაზე და კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით ანჩისხატის ტაძრის სამრეკლოს პატარა ოთახში დასახლდა. ამ ცივ, ნახევრად ბნელ ოთახში იღუმენიამ მრავალი წელი გაატარა.

როცა ბოდბის ტაძარი გაიხსნა, პატრიარქ ეფრემის კურთხევით, დედა ნინოს ცხედარი ქალაქის სასაფლაოდან ბოდბის მონასტერში წმინდა ნინოს განსასვენებლის ახლოს გადაასვენეს.”


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 29 2018, 10:40 AM
პოსტი #2151


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,964
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"პახუმმა გვიამბო, რომ ამ ამბის მერე უეცრად დაბრმავდა. დაწვა საწოლში და მხედველობა დაუბრუნდა. მაგრამ როცა წამოდგომა დააპირა, კვლავ ვერაფერი დაინახა. ლოგინში დიდი ხნით ჩაწვა. დასუსტდა, გახდა, ოჯახის წევრებიც ცუდად უვლიდნენ. მაშინ ღმერთს შეჰღაღადა, ჯანმრთელობა დამიბრუნე და მთელი ცხოვრება შენ გემსახურებიო. "ყველაფერს მოგცემ, ღმერთო", - ამბობდა ის, თუმცა მაშინ არ იცოდა ამ სიტყვების მნიშვნელობა. ღმერთმა მას ჯანმრთელობა დაუბრუნა.


განკურნების შემდეგ რჩევისთვის მღვდელს მიმართა: "ღმერთმა ჯანმრთელობა დამიბრუნა და არ ვიცი, რა მსხვერპლი უნდა შევწირო". მღვდელმა ურჩია, მონასტრისთვის რაიმე შეეწირა. მან ზეთი და სანთლები იყიდა და ხოპოვის მონასტერში წავიდა. გზა აერია, დიდხანს დახეტიალობდა და ბოლოს ტყიდან რებეტის მონასტრის სიახლოვეს გამოვიდა. მონაზვნებს შესაწირი გადასცა. მათ უთხრეს, სწორედ ზეთი და სანთლები შემოგვაკლდა ამ ბოლო დროსო. მონასტრის წინამძღვარი რუსი იყო.


მცირე ხნის საუბრის შემდეგ წინამძღვარმა სტუმარს უთხრა: "თავს მთლიანად რატომ არ მიუძღვნი ღმერთს, ყველაფერს რატომ არ აძლევო?" სწორედ ის სიტყვები უთხრა, რომელიც სტუმარმა ოდესღაც ღვთისადმი აღთქმად წარმოთქვა! ამ ყველაფერმა ახალგაზრდა ნიკოლას (ასე ერქვა ერისკაცობაში) მონასტერში წასვლა გადააწყვეტინა და მონაზონი შეიქმნა."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 30 2018, 11:46 AM
პოსტი #2152


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,964
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ახალგაზრდა მონოზონი საშინელი სიძვის ბრძოლებით იტანჯებოდა უდაბნოში. ვნებათაგან მიმოტაცებულმა ბოლოს გადაწყვიტა, უდაბნო დაეტოვებინა და ერში დაბრუნებულიყო. და აი, გზად სხვა მონოზონი შეხვდა, რომელსაც სთხოვა: ჩანს, ჩვენი შეხვედრა ღვთის ნებაა. მოდი, ძმაო, ვილოცოთ, რომ ღმერთმა ჩემგან სიძვის ეშმა განაგდოს და ერში არ დავბრუნდეო.

არა, ჩემო კეთილო, ეს კი არა, ძალა და მადლი უნდა გამოსთხოვო უფალს, რომ ბრძოლებიდან გამარჯვებული გამოხვიდეო, - ურჩია შემხვედრმა, მაგრამ რადგან თავისას დაჟინებით ითხოვდა, მუხლი მოიყარეს, ლოცვა ჰყვეს უფლისა მიმართ და მონოზონიც განდეგილობის ადგილს დაუბრუნდა.

გამოხდა ხანი და ამ უკანასკნელმა სულ სხვა მოტივით მოიწადინა უდაბნოს დატოვება. და ღვთის განგებულებით ეს ორი მონოზონი ერთმანეთს ისევ შეხვდა.

- გაგიქარწყლდა, ძმაო, სიძვის ბრძოლები? - დაეკითხა ერთი მეორეს.

- კი გამიქარწყლდა, მამაო, მაგრამ სხვა უბედურება მეწია - მოწყენილობაში ჩავვარდი, მარხვაც გამიჭირდა, ლოცვაც და უდაბნოს მიტოვება საბოლოოდ გადავწყვიტე. რადგან ისევ შევხვდით, კვლავაც მოვიდრიკოთ მუხლნი და უფალს ახლა ის შევთხოვოთ, რასაც უწინ მირჩევდიო...

და მართლაც, მამათა ლოცვით განუახლდა სიძვის ბრძოლები და უფლისგან ამ ბრძოლებში მადლი და შემწეობა მიიღო.

მაშ, ვინც არ იბრძვის, ის არც იმარჯვებს, ხოლო ვინც არ იმარჯვებს, მას უფალი არც აჯილდოებს.”


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 1 2018, 10:47 AM
პოსტი #2153


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,964
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“სიძნელეები, განსაცდელები, გულისთქმათა ჯანყი, ეს - ყოველდღიური ხვედრია მონაზვნისა“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 2 2018, 11:14 AM
პოსტი #2154


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,964
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ერთ განდეგილ მამას სიძვის ეშმაკი ებრძოდა. დიდხანს დაითმენდა ამ სატანჯველს, ბოლოს კი ბოროტმა შეიმეგობრა, გაიქცა და ერთ ღამეს უახლოეს სოფელში დაეცა.

უკან რომ ბრუნდებოდა, ეშმამ მისი საბოლოოდ დაღუპვა განიზრახა და გულში საუბარი უწყო: ათეული წლების ღვაწლი წყალს მიეცი, რაღა ფასი აქვს შენს სინანულს. ადექი, ეგ ბერული ჩოხა გაიხადე, ერში დაბრუნდი, რომ სასუფევლის დამკარგველმა ამქვეყნიური სიამენიც არ დაკარგოო.

მაგრამ ბერი მიუხვდა ხრიკებს და მყის უპასუხა: შევცოდე? მაგრამ შენ ვინ ხარ? უფალს შევცოდე, ღმერთი ჩემი კი მიმტევებელი მამააო. და ამ სიტყვებით დაუბრუნდა სენაკს, დაემხო წმინდა ხატების წინაშე და თავდავიწყებულ სინანულს მიეცა. ამ ყოფაში ჩავარდნილს მესამე დღეს სინათლის ანგელოზი ეჩვენა და აუწყა: მამაო, აწ საკმარისია, ღმერთმა შეგინდო, შეწყვიტე მოთქმაო.

სჯულის კანონის თანახმად, თუ ბერი სიძვის ცოდვით დაეცა, სულ მცირე, 15-წლიანი უზიარებლობით ისჯება. მაგრამ რაოდენი სინანული უნდა ჰქონოდა ამ ბერს, რომ სამდღიანი სინანული აკმარა ღმერთმა...

- რით მივხვდები, რომ ღმერთმა შემინდოო? - დაეკითხა ბერი ანგელოზს.

- ამის ნიშნად დღეიდან საკვირველთმოქმედების მადლი გეძლევაო, - მიიღო პასუხად.

მაშ, უფალმა არათუ შეუნდო დაცემულს, ეს მადლიც უწყალობა.”


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 3 2018, 10:33 AM
პოსტი #2155


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,964
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ოლღას მონასტერში სადღესასწაულო წირვის შემდეგ სტუმრებმა დედა ანგელინას გუნდის მშვენიერი გალობისთვის მადლობა გადაუხადეს. განსაკუთრებით მოეწონათ მონაზონი, რომელიც დაბალი კონტრალტოთი (ბასით) გალობდა და ითხოვეს მისი გაცნობა. იღუმენიამ უთხრა, - ჩვენთან ბასია, ისე კოლტის მწყემსიაო. როცა პასუხით ნირწამხდარი სტუმრები წავიდნენ, იღუმენიამ თქვა: - სადაც ხმით იწონებენ თავს, იქ ეშმაკია ჩასაფრებულიო. ასე ასწავლიდა მონაზვნებს სიმდაბლეს.”


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 4 2018, 10:43 AM
პოსტი #2156


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,964
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"XX საუკუნის ათონის ბერმონაზვნობის მშვენება იყო მამა დანიელ კატუნაკელი, მაგრამ მასაც ჰყავდა უძღები შვილები. დანიელის საძმოში ერთი ბერი მიიღეს, მამა დამასკინი, რომელიც დიდი მონდომებით შრომობდა და მორჩილებდა მოძღვარს, ამის გამო მონაზვნის სქემაც კი შემოსეს.

მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, მოძღვარი მას აღარ ეჩვენებოდა სულიერად გამოცდილად. მოძღვარსა და საძმოს ბევრ ნაკლს, ბევრ არასრულყოფილებას ამჩნევდა. გადაწყვიტა, რაღაც ეღონა. "უკეთესი მოძღვარი უნდა მოვძებნო, უნდა ვიპოვო ჩემი ფიქრებისნაირი მოძღვარიო", - ფიქრობდა.

ამ გულისთქმებით ერთ დილას ყარაყალის მონასტერში გაემგზავრა სახელგანთქმულ მოძღვარ მამა კონდრატესთან. სჯეროდა, რომ ის სულს დაუმშვიდებდა და ღირსეულ მოძღვარს გამოუძებნიდა. ყველაფერს მოუყვა, გარდა იმისა, რომ ის "უღირსი" მოძღვარი მამა დანიელი იყო და მის პასუხს დაელოდა.

ღვთივგანბრძნობილმა მამამ ურჩია, - წადი კატუნაკში დიდ მამა დანიელთან და ის დაგმოძღვრავს. შენ კი მის მორჩილებაში იქნებიო.

მეხივით დაატყდა თავს მამა დამასკინს ეს სიტყვები. დაფიქრდა და კატუნაკში დაბრუბდა. ამ უჩვეულო "დამთხვევამ" გონს მოიყვანა და მას მერე სიმდაბლით და მორჩილებით იყო მოძღვართან."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 5 2018, 06:47 PM
პოსტი #2157


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,964
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“მაშინ განმაცვიფრა მონაზონმა ვიტალიმ - მას ადამიანების თითოეული სიტყვისა სჯეროდა. არც ეეჭვებოდა, ეგებ მატყუებენო. ადამიანში მხოლოდ კარგს ხედავდა. წესად ჰქონდა, - ყველას დამორჩილებოდა. იგონებდა: "როცა მწირული ცხოვრება დავიწყე, ერთმა სალოსმა მითხრა: - იყავი ვითარცა ვირი, რომელზეც ყველა ჯდება, ვისაც მოუნდება და იმდენ ხანს ზის, რამდენიც უნდაო".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 6 2018, 10:59 AM
პოსტი #2158


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,964
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ნეტარი პავლე, ყოვლადუბრალო, მოწაფე ანტონი დიდისა, ერთი სავანის ძმობას ესტუმრა. ყველა საღამოს ლოცვისთვის ეკლესიისკენ გაემართა. წმინდა პავლე კარებთან დადგა და უყურებდა, როგორი სულიერი განწყობით შედიოდნენ შიგნით ძმები, რამეთუ მას ჰქონდა ნიჭი დაფარულთმცოდნეობისა.

მიდიოდნენ ძმები მხიარული სახით და გვერდით ასევე სახემცინარი მფარველი ანგელოზნი მიჰყვებოდნენ. მათ შორის იყო ერთი პირმოღუშული ბერი, რომელზეც ბოროტ სულს ხელი ჰქონდა ჩაჭიდული და ტაძრის გარეთ მიათრევდა. იქვე იდგა მისი დამწუხრებული ანგელოზი. შეწუხდა წმინდა პავლეც. მწარედ ატირდა, გულში მჯიღს ირტყამდა და თვალნი უბედური ძმისკენ მიეპყრო.

ჩამთავრდა წირვა, გამოვიდნენ ბერები, ღირსი მამა დაკვირვებით უცქერდა მათ. მოქუფრული ძმა ტაძრიდან მხიარული სახით გამოვიდა, უფლის ანგელოზი ხელიხელჩაკიდებული მოჰყვებოდა, ეშმაკი კი ახლოს ვერ ეკარებოდა.

ღირსმა პავლემ მოიხმო ძმები, მოუთხრო ნანახი, მერე კი იმ ძმას ჰკითხა ასეთი ფერისცვალების მიზეზი. ღირსი მამისგან მხილებულმა უთხრა, რომ ტაძარში შესულს ღვთის სიტყვა მოესმა ესაია წინასწარმეტყველის პირით, რომელიც ცოდვისგან მოქცევას და კეთილის ქმნას მოუწოდებდა.

"ეს რომ გავიგონე, სინდისის მხილება ვიგრძენი და სიღრმით გულისათ ვთქვი: უფალო, რომელი მოხვედ ცოდვილთა ცხონებად, რომელთაგან პირველი მე ვარ, აღმისრულე ეს სასოწარკვეთილს, რომელიც დამპირდი წინასწარმეტყველის პირით: უკეთუ იყვნეს ცოდვანი თქვენნი, ვითარცა ღებილნი, ვითარცა თოვლი განვასპეტაკო" (ესაია 1,17-18).

ამიერიდან წმინდა გულით გეფიცები, რომ ბოროტებას აღარ ჩავიდენ შენს წინაშე. განვუდგები ყოველგვარ სიბილწეს და წმინდა გულით გემსახურები. უფალო, მიიღე სინანული ჩემი". ამის მერე წმინდა პავლემ ადიდა ღმერთი."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 7 2018, 10:47 AM
პოსტი #2159


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,964
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ღირსი პაფნუტი, როგორც სრულყოფილი მონაზონი, თითქმის არასოდეს სვამდა ღვინოს. ერთხელ, მოგზაურობისას, ავაზაკთა ბრბოს გადაეყარა - ღვინოს შეექცეოდნენ. მეთაური იცნობდა პაფნუტის და იცოდა მისი მარხულობაც, მაგრამ მისი დაცინვა გადაწყვიტა. ღვინიანი თასით მიუახლოვდა და უთხრა: ან დალიე, ან მოკვდიო.

წმინდა მამას სიკვდილისა არ ეშინოდა, მაგრამ წარწყმედული ცხოვარის მოძიება არჩია. დაემორჩილა და დალია. მეთაურმა მუხლი მოუდრიკა: "მაპატიე, გაწყენინე, კაცო ღმრთისაო". "მწამს ღვთისა, რომ ამ თასისთვის მოიღებს შენთვის წყალობას მომავალ საუკუნეში", - უთხრა ღირსმა მამამ. მან: მე კიდევ ვპირდები უფალს, ამიერიდან სიავეს აღარ ჩავიდენო და თან გაჰყვა ღირს მამას. მის კვალს მისი ბანდის წევრებიც გაჰყვნენ."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 8 2018, 10:52 AM
პოსტი #2160


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,964
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მთაწმინდელ მონაზონ-კელიოტებს ტრადიციად აქვთ, კელიის ან კალივის ხატობაზე (ანუ იმ წმინდანის სახსოვრად, ვის სახელზეც არის ნაკურთხი ეკლესია) სხვა მხრიდან იწვევენ ნაცნობ მონაზვნებს დღესასწაულის სამზადისში დასახმარებლად, ასევე ათონზე სტუმრად მყოფ ღვთისმოშიშ ქრისტიან ერისკაცებს, რათა დღესასწაულებს ერთად შეხვდნენ.

დიდმოწამე მინას კალივაში, რომელიც დიდ ლავრას არის მიწერილი და ვიგლას ახლოს მდებარეობს, კალივის მოძღვარი ამ წმინდანის დღესასწაულისთვის ემზადებოდა. დღესასწაულის წინა დღეს გაწვიმდა და სტუმრების მოპატიჟება ვერ შეძლო, რის გამოც ძალიან წუხდა.

საღამოს მწუხრისა და შუაღამიანის მერე, ძილის წინ, მონაზონმა დაახლოებით ამგვარი სიტყვებით ილოცა: "წმინდაო მინა! მაპატიე, რომ ამ წელს წვიმიანი ამინდის გამო ვერავინ მოვიწვიე შენს დღესასწაულზე, გთხოვ, სტუმრებს შენ თვითონ მოუხმო, შენ ხომ მეტი შესაძლებლობა გაქვს".

ბერმა დამშვიდებულმა დაიძინა. დილით კი ტაძარი სავსე იყო მომლოცველებით, რათა წმინდანის დღესასწაული აღენიშნათ. საგულისხმოა, რომ იმ წელს დღესასწაულზე უფრო მეტი ხალხი შეიკრიბა, ვიდრე ადრე, როცა სტუმრებს ეპატიჟებოდნენ."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 9 2018, 10:54 AM
პოსტი #2161


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,964
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



უზრუნველი მონაზონი

"კაფსალის ერთ-ერთ კელიაში დაყუდებული იყო კრეტელი კელიოტი ბერი. ის სულიერადაც მუშაკობდა და ხელსაქმესაც აკეთებდა. მაგრამ ხშირად ხელსაქმე სულიერ ცხოვრებაში აბრკოლებდა, მის გონებას მოსწყვეტდა ღმერთთან ერთობას, ხელს უშლიდა თვალი ედევნებინა თავისი გულისთქმებისთვის.

ერთხელ, როგორც ის ჰყვება, გადაწყვიტა, ხელსაქმეზე უარი ეთქვა და მხოლოდ სულიერად ემუშაკა, ელოცა და ღვთის სასუფეველი მოეძია, რადგან სჯეროდა, "ცხოვრებისეულ გასაჭირზე" ღმერთი იზრუნებსო. ასეც მოიქცა. ერთ შუადღისას კელიის ეზოში გამოვიდა და დაინახა, კედელზე ტომარა ეკიდა. გახსნა. მასში პური და სხვა სანოვაგე ეწყო.

მადლობა შესწირა ღმერთს, რომელიც ზრუნავს მასზე, ისევე როგორც პირუტყვსა და ფრთოსნებზე. ამ შემთხვევაში მტკიცდება ჭეშმარიტება ქრისტეს სახარებისეული სიტყვებისა: "ეძიეთ პირველ რიგში ღვთის სასუფეველი და მისი სიმართლე და ყველაფერი ეს შეგეძინებათ" (მათე 6,33)."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 10 2018, 11:02 AM
პოსტი #2162


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,964
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ვინც მონასტერში მოდის, ის ღვთის რჩეულია.”


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 11 2018, 10:48 AM
პოსტი #2163


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,964
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



უბრალო მამა

"როგორც მოგვითხრობდა ნეტარი მამა პაისი კაპადოკიელი, დიდი ხნის წინ ესთიგმენუს მონასტერში ცხოვრობდა უბრალო მამა, რომელიც მოხუცებულ ძმებს უვლიდა. ერთხელ სნეულმა მამამ სთხოვა, თევზი მომიტანეო. ის წავიდა მონასტრის ერთ-ერთ სარდაფში. დაემხო მუხლებზე ზღვისკენ გამავალ სარკმელთან და დაიწყო ლოცვა: "წმინდაო ამაღლებავ! გამოუგზავნე სნეულ ბერიკაცს თევზი".

ჰოი, სასწაული! ზღვიდან ამოხტა თევზი და მის ფერხთით დაეცა. მან მადლობა შესწირა კეთილისმყოფელ უფალს, აიღო თევზი და საჭმელი მოუმზადა სნეულ მამას. ეს უბოროტო და უბრალო ბერი ფიქრობდა, რომ "ამაღლება" - წმინდანის სახელი იყო. ესთიგმენუს მონასტერი ზღვის პირას მდებარეობს და მისი საკრებულო ტაძარი უფლის ამაღლების სახელზეა ნაკურთხი."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 12 2018, 10:51 AM
პოსტი #2164


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,964
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"აი, კიდევ ერთი მსგავსი მაგალითი მონაზვნის დასჯისა, რომელმაც თანდათანობით დაკარგა მონაზონთა უმთავრესი სამკაული - სიმდაბლე და სიმშვიდე.

იგი მოხუც მღვდელმთავარს ემსახურებოდა, რომელთანაც ბევრი ხალხი მოდიოდა. მისი ერთ-ერთი სამორჩილო საქმე იყო, მოეხსენებინა მღვდელმთავრისთვის, თუ ვის უნდოდა მისი ნახვა, შემდეგ კი ეთქვა სტუმრისთვის, რა დროს მიიღებდა მღვდელმთავარი.

თანდათან ამ მონაზონმა მდგომარეობის ბატონ-პატრონად იგრძნო თავი და მღვდლებთან ქედმაღლურად დაიწყო მოქცევა. უნდა ითქვას, რომ მან ბევრი დაითმინა ქრისტესთვის - გამოიარა ჩრდილოეთის ციხეები და ბანაკები და მხოლოდ 40-იან წლებში ეღირსა თავისუფლება. იყო ძალზე ფაქიზი და შრომისმოყვარე.

მიუხედავად ხანდაზმულობისა, დილიდან საღამომდე მუშაოდა, მაგრამ ჯერ კიდევ ისააკ ასური გვაფრთხილებს, რომ პატივი და მდგომარეობა ცვლის ადამიანს, მას კი ხალხი ვნებდა იმით, რომ ისე ექცეოდნენ, თითქოს მღვდელმთავრის მერე მეორე პირი ყოფილიყო. და მაინც, ამ სიცრუით ბოლომდე არ იყო წამხდარი - ერისკაცებთან თავისებურად კეთილი და ყურადღებიანი იყო, თუმცა სასულიერო პირებს ისე ეპყრობოდა, როგორც მის მამულში მცხოვრებ სოფლელ მღვდელს.

ეპისკოპოსისთვისაც კი შეეძლო ეპასუხა: - ეს თქვენი საქმე არ არისო. როცა მღვდელმთავარი გარდაიცვალა, იგი უკვე 90 წლის იყო. განსვენებული ეპისკოპოსის პატივისცემის გამო მონაზონს საცხოვრებლად ტაძრის ახლოს მიუჩინეს პატარა ოთახი და მოხდა ის, რასაც ვერავინ იფიქრებდა. მოხუც მონაზონს, რომელმაც ქალწულება შემოინახა ციხეებსა და გადასახლებებში, ვიღაც უცნობმა ნამუსი შეუგინა. ამის მერე მცირე ხანს იავადა და გარდაიცვალა".



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 13 2018, 10:30 AM
პოსტი #2165


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,964
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ადრევე დავიწყე მონაზვნობაზე ფიქრი. სამონაზვნოდ თავს ვამზადებდი ლოცვით, მარხვით, სიმძიმეების დათმენით“.

/მონაზონი ელისაბედი (დანელია)/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 14 2018, 01:36 PM
პოსტი #2166


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,964
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონასტერში მსახურებას საფუძვლად უდევს მორჩილება. მორჩილება იგულისხმება ყველაფერში. ჩაცმა, კვება, წამლის მიღება და ყოველი მოქმედება უნდა ხდებოდეს საკუთარი ნების გაუთვალისწინებლად, მოძღვრის კურთხევით.

წმინდა მამათა გადმოცემით, ურჩი ვერ მოერევა ვერც მრისხანებას, ვერც გაბრაზებას, არ ექნება სიმშვიდე, ჭეშმარიტი სიმდაბლე, სიყვარული, ვერ იქნება ერთობაში დებთან და ყოველთვის უარყოფითად იმოქმედებს მონასტრის ცხოვრებაზე.

წინამძღვარს ევალება, გაარკვიოს ყოველი წევრის მორჩილების ხარისხი - ჭეშმარიტია, მოჩვენებითი თუ ოცნებით (ხიბლით) ხდება იგი და მიიღოს სწორი გადაწყვეტილება. მონასტრეში ცხოვრებისას ყოველი ადამიანი იერარქიულ საფეხურებს გადის. ჯერ ხდება მორჩილი, შემდეგ სამონაზვნე, მონაზონი, სქემმონაზონი.

როცა მონასტრის წევრები ნებსით თუ უნებლიეთ ცოდვაში ვარდებიან, აღიარებენ მოძღვართან და წინამძღვართან. მაგალითად, როდესაც მონასტრის წევრს უფუჭდება რაიმე ნივთი, აღსარების გარდა, ეს უნდა უთხრას წინამძღვარს, არ უნდა წარიკვეთოს სასო და მეტი გულმოდგინებით გააგრძელოს მორჩილება, რაც შესძენს სიმშვიდეს, სიმდაბლეს, სიყვარულს. უპირველესი მორჩილება მონასტრისთვის ლოცვაა. ტრაპეზი მონასტერში ლოცვის გაგრძელებაა.

ტიბიკონის მიხედვით, მონასტრის წევრს არ უნდა ჰქონდეს ზედმეტი ნივთი. მონასტრის წევრებს ეკრძალებათ საკუთარი ფულის ქონა. თუ აქვთ, უნდა ჩააბარონ იკონომოსს ან აღნიშნონ, რისთვის სჭირდებათ და მხოლოდ კურთხევის შემდეგ გამოიყენონ.

მაშინ, როცა უპირატესი აძლევს შენიშვნას ან სასჯელს მონასტრის წევრს, რომელიც ვარდება უსასოობასა და მწუხარებაში, თვითონვე უნდა მოახერხოს ამ მდგომარეობიდან გამოსვლა. ამ დროს აკრძალულია დებს შორის თავისუფალი დამოკიდებულება, რასაც მოჰყვება კადნიერება. ეს კი არის ყოველი ბოროტების სათავე, რომელიც იწვევს ათასგვარ ვნებას და ცოდვას, გაორებულ ცხოვრებას, რომელმაც საბოლოოდ შეიძლება მონასტრიდან გაიყვანოს ადამიანი.

როცა ადამიანი მონასტრულ ცხოვრებას ირჩევს, დასაწყისშივე ძირფესვიანად უნდა გააანალიზოს, როგორ ცხოვრებას უძღვნის თავს, რა თვისებების მოკვეთა მოუწევს და რა უნდა იყოს მისი ცხოვრების მეგზური.

ხორციელ და-ძმებთან ურთიერთობას სულიერ დებთან და ძმებთან ურთიერთობა ენაცვლება. მისი ოჯახის წევრები ხდებიან მონასტრის წევრები - ერთმანეთის ჭირისა და ლხინის გამზიარებლები, სიხარულის და სინანულის ცრემლის გულშემატკივრები. ყველა ერთურთისთვის ზრუნავს და ემსახურება უფალს, რომელიც თითოეული მონანულის სულის ცხონებაზე ზრუნავს.“



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 15 2018, 10:30 AM
პოსტი #2167


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,964
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„თავისი გულისთქმების ყოველდღიური აღსარების გარეშე მონაზონი ვერ ისწავლის ბრძოლის ხელოვნებას და ვერ გაიმარჯვებს“.

/არქიმანდრიტი იოაკიმე (ნიკოლაიდისი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 16 2018, 11:31 AM
პოსტი #2168


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,964
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთხელ ჩვენმა ბერმა იოსებმა თავისი ძმობის ორი წევრი ყურძნის საკრეფად გააგზავნა. ვენახის მეპატრონე ბერი მამა ეფრემს უამბობდა: - ხედავთ, მამა ეფრემ, როგორი მონაზვნები ჰყავს ბერ იოსებს! მთელ დღეს კრეფდნენ ყურძნის მტევნებს და ერთი მარცვალიც არ ჩაუდიათ პირში. მე ვეუბნებოდი: - მიირთვით, მამებო, კურთხევა გაქვთ-მეთქი. ისინი კი მპასუხობდნენ: - შეგვინდე, მამაო, ახლა ჭამის დრო არ არისო.“



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

231 გვერდი V « < 107 108 109 110 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 8th July 2025 - 10:19 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი