IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

231 გვერდი V « < 110 111 112 113 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Nov 25 2018, 10:44 AM
პოსტი #2209


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,969
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გონიერი ლოცვის წყალობით მონაზონი ქერუბიმის თვალებს შეიძენსო".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 26 2018, 11:29 AM
პოსტი #2210


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,969
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



სლავი ბერი

"რამდენიმე წლის წინ წმინდა ილია წინასწარმეტყველის სკიტში, რომელიც პანტოკრატორის მონასტერს ეკუთვნის, რამდენიმე სლავი მონაზონი დასახლდა. ისინი კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ ჯაშუშებად გამოაცხადა და წმინდა კინოტის მეშვეობით ათონიდან გააძევეს.

ერთმა მღვდელმონაზონმა, ეტყობა, მათმა იღუმენმა, ამ ბრძანების გამცემს უთხრა: "ახლა ჩვენ გვაძევებთ, მაგრამ ერთხელაც იქნება, ზარების რეკვით შეგვხვდებითო". მართლაც, რამდენიმე წლის მერე იგი ბულგარეთის ეპისკოპოსი გახდა და ათონის მთის სტუმრობის სურვილი გამოთქვა, ახლა უკვე როგორც მღვდელმთავარმა. აღსრულდა მისი წინასწარმეტყველება, რამეთუ იმ მონასტრებში, სადაც ის მიდიოდა, ზარებს რეკავდნენ და მღვდელმთავრის პატივით იღებდნენ."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 27 2018, 10:53 AM
პოსტი #2211


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,969
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონასტერი მიწიერი სამოთხეა. უცხოობაში, უნუგეშობაში ხორცს უჭირს, ხოლო სული იზრდება, ამიტომ მონაზვნური ცხოვრებისათვის უცხოობაში ყოფნა აუცილებელია. წმინდა მამებიც სამოღვაწეოდ შორს მიდიოდნენ. თუმცა, ყოფილა შემთხვევები, სახლთან ახლოს უმოღვაწიათ და სულის ისეთი სიმაღლისათვის მიუღწევიათ, წმინდანები გამხდარან“.

/მონაზონი ელისაბედი (დანელია)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 28 2018, 10:31 AM
პოსტი #2212


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,969
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ქალწულება და უბიწოება მონაზვნობის მეორე ძირითადი აღთქმაა. ქალწულების, როგორც იესო ქრისტეს მსგავსი ცხოვრების წესის გაგება იმდენად მცირედ აქვს შეთვისებული თანამედროვე სამყაროს და თვით მის ქრისტიანულ ნაწილსაც კი, რომ მისი დოგმატური დასაბუთება განსაკუთრებით საჭირო ხდება.

ეკლესიის ათასწლოვანი გამოცდილება დიდი დამაჯერებლობით აჩვენებს, რომ ადამიანის პიროვნების ცხოვრებიდან სქესობრივი ფუნქციის გამორიცხვას არავითარი ზიანი არ მოაქვს მისი ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის. პირიქით, ამ ღვაწლის სწორი აღსრულება ზრდის ფიზიკურ ამტანობას, ცხოვრების ხანგრძლივობას, ფსიქიკურ ჯანმრთელობას და ხელს უწყობს სულიერ განვითარებას“.

/არქიმანდრიტი სოფრონი (სახაროვი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 29 2018, 10:49 AM
პოსტი #2213


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,969
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ღირსი ფილოთეოს დიონისელი

“ღირსი ფილოთეოსი XIV საუკუნეში ცხოვრობდა. ის და მისი ძმა ბავშვობაში აგარიანებმა მოიტაცეს. მათი დაქვრივებული დედა ტიროდა და ღვთისმშობელს შვილების ტყვეობიდან დახსნას ევედრებოდა. მართლაც, უფლის დედამ საოცარი სახით გაათავისუფლა ისინი და ქალაქ ქრისოპულოს სიახლოვეს მონასტერში მიიყვანა. ამასობაში დედაც მონაზვნად აღიკვეცა იმ მხარის ერთ-ერთ მონასტერში, რომლის სულიერი წინამძღოლი იყო იმ სავანის იღუმენი, სადაც მისი შვილები მოხვდნენ.

ერთხელ ისინი შეხვდნენ დედას, გაიხარეს და განადიდეს ამ სასწაულის მოქმედი ღვთისმშობელი და მადლობა შესწირეს მას.

ჯერ კიდევ ყმაწვილ ფილოთეოსს განსაცდელი შეემთხვა იმის გამო, რომ ურთიერთობა ჰქონდა დედამისის მონასტერთან. ერთმა ახალგაზრდა მონაზონმა, სატანის ჩაგონებით, ურცხვად სცადა მისი სიძვაზე დაყოლიება. მან ყველაფერი იღუმენს უამბო, რათა მონაზვნისთვის გამოსასწორებლად ეპიტიმია დაედო. იღუმენმა კი ის მონასტრიდან გააგდო.

როცა მონაზვნებმა ეს ამბავი შეიტყვეს, ფილოთეოსს წმინდანად და ზნემაღალ ადამიანად მიიჩნევდნენ. ღირსმა მამამ კი, რომ გაქცეოდა სულის გამხრწნელ პატივს, დატოვა მონასტერში, წავიდა ათონზე და დიდხანს ცხოვრობდა დიონისეს სავანეში. მერე მოშორებით კელია აიშენა და იქ დაეყუდა. სიკვდილის წინ ღირსი შეიქმნა საღმრთო ნიჭისა, უფლისა მიერ რომელი განადიდებს მადიდებელთა თვისთა.”



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 30 2018, 12:57 PM
პოსტი #2214


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,969
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზონი მაინც მარტოსული უნდა იყოს, უფალთან შეერთებული. მას მეგობარი და ამხანაგი არ სჭირდება, მაგრამ ყველა უნდა უყვარდეს“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 1 2018, 10:43 AM
პოსტი #2215


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,969
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„თუ ადამიანი თავის სულიერ მოძღვარს ყველაფერს არ ეუბნება, იგი მცდარ გზაზე დგას, რომელიც ცხოვნებისკენ არ მიდის. ხოლო ვინც ყველაფერს აღიარებს, ის პირდაპირ ცათა სასუფევლისკენ მიდის.

ერთმა ბერმა მკითხა: „მითხარი, რა გავაკეთო, რომ ჩემი ცხოვრება გამოსწორდეს?“ მას ბევრი და უდროოდ ჭამა უყვარდა. მე ვუთხარი: „ყოველდღე ჩაიწერე, რამდენს ჭამდი და რას ფიქრობდი და საღამოს ეს მოძღვარს წაუკიხე“. მან მითხრა: „მე ამის გაკეთება არ შემიძლია“.

ამ ბერმა ვერ შეძლო თავისი უძლურების აღიარებით გამოწვეული მცირე სირცხვილის გადატანა, ამიტომაც ვერ გამოსწორდა და დამბლით გარდაცვალა. უფალმა შეუნდოს ჩვენს ძმას და ჩვენ კი ასეთი სიკვდილისგან გვიხსნას“.

/წმ. სილოვანე ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 2 2018, 09:52 AM
პოსტი #2216


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,969
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



კავსოკალიველი მამა ევსტრატე

" ეს ნეტარი მამა მორჩილად იყო ერთ მამასთან წმინდა პავლეს მონასტრის ყოვლადწმინდა სამების სახელობის კელიაში. როცა მისი მამა გარდაიცვალა, იგი კავსოკალივის სიახლოვეს მდებარე ერთ-ერთ კელიაში მივიდა მხცოვან მეუდაბნოე მამებთან შესაერთებლად. არ მიიღეს, ვინაიდან ოცდაათი წლის კაცი უწვერული იყო. ის გაჯიუტდა. მოძღვარმა ღამისთევის ლოცვის ჩატარება მოინდომა, რათა ევსტრატეს წვერი ამოსვლოდა. ამგვარად მიიღეს ის საძმოში. მოგვიანებით მისი წვერი მუხლებს ჩასცდა და მიწას დაეფინა.

ის კარიესში მიიწვიეს წმინდა კინოტის წევრებმა, როცა 1864 წელს ათონის მთაზე სალონიკის გენერალ-გუბერნატორი ჰუსეინ-ფაშა ჩამოვიდა ათონის ოც სავანეს შორის ადმინისტრაციული დავის გადასაწყვეტად. როცა ფაშამ დაინახა პროტატის ტაძარში ხატი გრძელწვეროსანი წმინდა ონუფრე ეგვიპტელისა და პეტრე ათონელისა, არ დაიჯერა, გაიძახოდა, ასეთი რამ არ ხდებაო. მაგრამ როცა მამა ევსტრატეს წვერი დაინახა, რომელიც აღემატებოდა მის სიგრძეს, დაიჯერა და ბერს სამი ოქროს ლირა აჩუქა.

სწორედ მამა ევსტრატეზე წერდა რუსი ბერი მამა პართენი გასულ საუკუნეში - გრძელწვერა ბერიო. ეტყობა, საკმარისი ცნობები არ ჰქონდა, თორემ დანარჩენი ყველაფერი ემთხვევა ზემოთქმულს. ოღონდ სალონიკის გუბერნატორის ნაცვლად სულთან მაჰმუდს ახსენებს, ხოლო კარიესის პროტატის ტაძრის ნაცვლად - კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტაძარს.

კიდევ ამბობს, ბერსა და მის მორჩილს სამი ოქრო კი არ მისცეს, არამედ სამუდამოდ გაათავისუფლეს გადასახადებისგანო."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 3 2018, 09:51 AM
პოსტი #2217


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,969
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზვნისთვის საშინელი შინაგანი წამებაა მადლის დაკარგვა. ტკივილისაგან გული გეკუმშება, ფიზიკურადაც კი გრძნობ მის მომწვავ ცეცხლს. აქ ერთი გზაა - სინანული და თავმდაბლური მორჩილება.“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 4 2018, 11:09 AM
პოსტი #2218


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,969
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონასტერი პირველ რიგში ღვთის სადიდებელი და სულის ჩამოსაყალიბებელი ადგილია. ერთადერთი ცოცხალი ადგილი, რომელიც სიყვარულს აფრქვევს და ნაყოფს იღებს, - გვიამბობს დედა საბიანა, - ამქვეყნად თითქოს ქრისტიანული და სულიერი სიყვარულის ნაკლებობა შეინიშნება. მონასტერში კი სიყვარული მარადიულია.

ასე მგონია, ყველაფერი გამარტივდა, გაუფასურდა და მარტო ხორციელ ვნებებზე, ხორციელ დამოკიდებულებებზეა ხალხი გადასული. დედაშვილობის სიყვარული, რა თქმა უნდა, არასდროს მოკვდება. მადლობა ღმერთს, რომ მონასტერი არის ერთადერთი ცოცხალი ხე, სადაც შემორჩენილია სულიერი სიყვარული. სიყვარულით და ერთობით ვაკეთებთ ყველაფერს. ვცხოვრობთ ჩვეულებრივი მონასტრული ტიბიკონით. თავის დროზე ლოცვა გვაქვს, ვსაქმიანობთ, როგორც შეგვიძლია. პატარა ეზოც გვაქვს და ვამუშავებთ“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 5 2018, 11:18 AM
პოსტი #2219


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,969
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზონი რაც შეიძლება დიდხანს უნდა იდგეს ღვთის წინაშე“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 6 2018, 10:32 AM
პოსტი #2220


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,969
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ფაშისტებმა დაიპყრეს ესპანეთი, გადაწვეს სოფელი კალიანაც. სოფლის მოსახლეობამ ზირიაში გადამალვა მოასწრო. სოფელში მარტოდმარტო დარჩენილი მონაზონი კასიანა გერმანელებმა შეიპყრეს და აიძულეს, ეთქვა, თუ სად დაიმალნენ კალიანას მკვიდრნი. რა თქმა უნდა, სიტყვა ვერ დააცდენინეს და მისი ჩამოხრჩობა გადაწყვიტეს. იმ დროს, როცა მას სახრჩობელაზე კიდებდნენ, სასწაული მოხდა - ყელზე გამობმული მკვრივი ქსოვილი ორად გაიპო და შეშინებულმა გერმანელებმა მოკურცხლეს, რადგან მონაზვნის გარშემო კაშკაშა ნათელი იხილეს. დედა კასიანა 1986 წელს 103 წლისა გარდაიცვალა."



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 7 2018, 11:12 AM
პოსტი #2221


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,969
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„სამყარო წმინდანების ლოცვით დგას. ბერებიც მთელი ქვეყნიერებისთვის ლოცვისკენ არიან მოწოდებულნი. ამაში მდგომარეობს მათი მსახურება, ამიტომ არ შეიძლება საერო საზრუნავებით მათი დატვირთვა.

ბერი მუდმივად თავშეკავებით უნდა ცხოვრობდეს, ხოლო თუ იგი საერო საზრუნავებითაა დაკავებული, იძულებული ხდება ბევრი ჭამოს, რაც ძალზე ცუდია, რადგან ზედმეტი ჭამის შემდეგ იგი ისე ვეღარ ილოცებს, როგორც საჭიროა. მადლს გამხდარ სხეულში უყვარს დამკვიდება.“

/წმ. სილოვანე ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 8 2018, 10:43 AM
პოსტი #2222


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,969
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მორჩილებამ და თავმდაბლობამ უშველა

"ერთხელ მთაწმინდაზე ერთი ახალგაზრდა ჩამოვიდა, სახელად გიორგი. მას სიყრმიდანვე ეშმაკის ხილვა ტანჯავდა. თანასოფლელმა ღვთისმოშიშმა ქალმა ურჩია, - მთაწმინდაზე წადი, წმინდა მოძღვრები და ღირსი მამები თავიანთი ლოცვით გაგათავისუფლებენ ამ ხილვებისგანო.

გიორგიმ დაუჯერა და მთაწმინდაზე, წმინდა ანას სკიტში მორჩილად შედგა. იქ მას ბასილი დიდის შეფუცვის ლოცვებს უკითხავდა კეთილად მოღვაწე ბერი მამა პავლე. ერთხელ დაჩოქილ მორჩილს მოესმა, რომ მოძღვარი შეფუცვის ლოცვისას ტიროდა. წამოდგა - მამა პავლეს თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე. მაგრამ ეშმაკის შემოტევა მაინც გრძელდებოდა.

მერე ის სკიტიდან ფილოთეოს მონასტერში გადავიდა. იქ მცირეაზიელმა ბერმა სიმონმა ბერად აღკვეცა. ცხოვრობდა ამ მონასტერში, აღსარების სათქმელად კი ივერიის მონასტერში დადიოდა მოძღვარ მამა მაქსიმესთან, მაგრამ ეშმაკის განსაცდელები გრძელდებოდა.

სახიერმა ღმერთმა ჩააგონა მის სულიერ მოძღვარს, მამა მაქსიმეს, ერჩია, ყარაყალის მონასტერში გადასულიყო. ამ მონასტერში ძმები აკლდათ, განსაკუთრებით ახალგაზრდა ბერები, რომლებიც უფრო მოხუცებული მამების მოსავლელად სჭირდებოდათ. იმედი მაქვს, რომ ღმერთი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი შეგეწევიან და კურნებას მოგცემენო, - უთხრა გიორგის მამა მაქსიმემ. ასეც მოხდა.

მონაზონი ანდრია (ასე დაარქვეს ბერად აღკვეცისას), შვილი მორჩილებისა და თავმდაბლობისა, დამორჩილდა სულიერი მამის ნამცნევს. როცა მისი ფილოთეველი მოძღვარი მოკვდა, იგი ყარაყალის მონასტერში გადავიდა და მოხუცებულ მამებს უვლიდა. ამ სავანეში ათამდე მოხუცი ბერი ცხოვრობდა, რომელთაგან ყველამ შეისვენა უფლისა მიმართ. იქაც ლოცვებს უკითხავდნენ.

ბოლოს მოახლოვდა მისი განკურნების ჟამიც. მონაზონ ანდრიას მორჩილებამ, რომლის გამოც მოვიდა ამ სავანეში, მისმა მოთმინებამ, რომლითაც ის ზრუნავდა მამებზე, თავმდაბლობამ, უდრტვინველად რომ ეხმარებოდა მათ სიკვდილამდე და ბოლოს ქრისტიანულმა სიყვარულმა, რომელსაც იჩენდა მოყვასის მსახურებისას, შედეგი გამოიღო. ეშმაკის ოცნებები, ხილვები და საერთოდ უხილავი მტრის საცდურ-განსაცდელები შეწყდა. ღელვა დაცხრა.

კურნება კი ამგვარად მოხდა: ერთხელ ყარაყალის სავანის სარკმელთან მდგარმა ქალი-ჭინკა დაინახა, რომელმაც ველური ხმით უთხრა: სიყრმიდანვე - ოცდაჩვიდმეტი წელი ჩემს ხელთ იყავი, ახლა კი მიდიხარ ჩემგან! მე დაგკარგე და სხვამ წაგიყვანაო! ამის მერე ეშმაკი გაქრა და როგორც თვითონ მამა ანდრიამ მითხრა, თითქოს მხრებიდან ტვირთი ჩამოშორდა, შვებით ამოისუნთქა.

ეს სასწაული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით აღესრულა, რომელსაც ის ხშირად მოუხმობდა.

იმავე დღეს, როცა ეშმაკის ხილვები შეწყდა, იგი სხვა სნეულებისგანაც განიკურნა, რომელიც ასევე მრავალი წელი ტანჯავდა. ტანჯვისაგან დახსნილმა მონაზონმა ადიდა ღმერთი და მადლობა შესწირა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. მას მერე მშვიდად მიუყვება მონაზვნური ცხოვრების გზას და ღვთის შიშით იღვწის თავისი ცხონებისათვის."



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 9 2018, 12:23 PM
პოსტი #2223


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,969
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ცილისწამების გარეშე ვერ გახდება ბერი წმინდანი.“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 10 2018, 10:49 AM
პოსტი #2224


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,969
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„სამთავრო ძალიან დიდი მონასტერია, 60-მდე მონასტრის წევრი ცხოვრობს. ოდითგანვე დედა-მონასტრად ითვლებოდა. უწმინდესს სამთავროში სტუმრობისას დედებისთვის უთქვამს, - წმინდა ნინოს ნატერფალზე ფეხაკრეფით უნდა დადიოდეთ და ჩურჩულებდეთო... ყური დაუგდეთ, რა დიდია სიჩუმეო...“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 11 2018, 12:31 PM
პოსტი #2225


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,969
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„უპოვარი მონაზვნის ლოცვა წმინდაა... იმის გამო, რომ ზეციერი სიკეთის სიტკბოების გემო იცის. იგი ადვილად უარყოფს მიწიერს... უპოვარი მეფეა ამ წუთისოფლისა... ძეა უვნებელობისა... რაც გააჩნია, იმას არაფრად მიიჩნევს“ (სიტყვ. 17), არ წუხს იმის გამო, რომ არაფერი აბადია და ისე ცხოვრობს, თითქოს ყვველაფერი ჰქონდეს“.

/არქიმანდრიტი სოფრონი (სახაროვი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 12 2018, 10:33 AM
პოსტი #2226


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,969
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ანდრიას ჰქონდა სურვილი და გადაწყვეტილება, აღკვეცილიყო მონაზვნად, მაგრამ ამისთვის მას უნდა გაევლო გამოსაცდელი ვადა. ორი წელი წადი ის უნდა ყოფილიყო მორჩილი და ამ ხნის მანძილზე გამოჩნდებოდა, იყო თუ არა იგი მონაზვნად აღკვეცის ღირსი.

მრავალი სიძნელე გამოიარა ანდრიამ ამ ორ წელიწადში. მან გამოსცადა მონასტრული მორჩილების ყველა სახე და იყო უფროსების უსიტყვო მორჩილებაში. ბევრი მწუხარებაც განიცადა: მოთმინებით იტანდა ზოგიერთი ძმის მძიმე ხასიათს, მკვახე და უხეშ სიტყვებს, განუწყვეტელ საყვედურებს - წვიმის წვეთებივით რომ ეცემოდნენ მას ერთიმეორის მიყოლებით.

ასეთ ახალგაზრდა ასაკში ნაზი, მგრძნობიარე ბუნების მქონე ადამიანისთვის ბევრი რამ აღმოჩნდა საძნელო, მაგრამ სხვაგვარად არც შეიძლებოდა: რაღა თქმა უნდა, მტკივნეული იყო თბილი, ოჯახური ატმოსფეროდან მკაცრ მონასტრულ ყოფაში გადასვლა. ყველანი - იღუმენიდან დაწყებული უკანასკნელი მორჩილით დამთავრებული - უნდა დახმარებოდნენ მას ახალ ცხოვრებასთან შეგუებაში: ყველა თავისებურად - თავისი ხასიათისა და ცოდნის შესაბამისად.

ამ ყოველდღიურ ბრძოლაში ახალგაზრდა ანდრიას ჰქონდა საიმედო საყრდენი, და ეს იყო, პირველ რიგში, მისი ღირსად პატივსაცემი მოძღვარი - იღუმენი სვიმეონი - მისი მიწიერი მამა. „ჭეშმარიტი მამა ხომ, უპირველესად, ჩვენი საერთო მამაა, მერე კი ის, ვინც ჩვენს სულიერ ცხოვრებას ხელმძღვანელობს“ (წმ. ბასილი დიდი). თავის მოძღვარს იგი ყველანაირ აზრს, ეჭვსა და გაჭირვებას ეუბნებოდა და მისგან ნუგეშს იღებდა. მოძღვრის სიყვარული და განსჯის უნარი მას მონასტრული ცხოვრების პირველი ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარა“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 13 2018, 11:00 AM
პოსტი #2227


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,969
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ერთადერთი მიზეზი მონაზვნის დაცემისა გახლავთ რწმენა თავისი აზრისადმი და კრიტიკულად აღქმა მოძღვრის სიტყვებისა, ანუ ადამის ცოდვის გამეორება, რომელსაც სიამაყე და ურჩობა ჰქვია.”

/ღირსი ამბა დოროთე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 14 2018, 01:16 PM
პოსტი #2228


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,969
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



საცდური

“ერთმა კარიესელმა მონაზონმა კანონად დაიდო, ათონი არასოდეს დაეტოვებინა, მაგრამ ეშმაკმა არც ამ ბერს დაანება თავი. ერთხელ, როცა ვათოპედის მონასტერში ზეთისხილს კრეფდა, ტოტზე შემოხვეულმა გველმა ლოყაზე უკბინა. ლოყა დაუსივდა და გაუშავდა. იმ ადგილას წვერი გასცვივდა. ზოგიერთმა სალონიკში ექიმთან წასვლა ურჩია. მან კეთილის მსურველებს უთხრა: - რადგან აქამდე არაფერი შემემთხვა, აწი არაფერი მომივა. ღვთისმშობელი სიკვდილის ნებას არ მომცემს და განმკურნავსო. მართლაც, ღვთისმშობელმა, რომელიც ათონელ მონაზონთა მფარველი და პატრონია, ბერი სავსებით განკურნა.”


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

231 გვერდი V « < 110 111 112 113 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 9th July 2025 - 12:53 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი