![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2229
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,969 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“როცა ადამიანი მონასტერში მიდის და საკუთარ ოჯახს, ხორციელ და-ძმას განერიდება , ის უკვე სულიერ წინამძღვარს, დებს, ძმებს იძენს და ქრისტესმიერი სიყვარულით მათთან ერთად ყოვლითა გულითა, ყოვლითა გონებითა და ყოვლითა სულითა ადიდებს უფალს.
მონასტრის წევრებს თავად უფალი ირჩევს თავისთან მისაყვანად. სხვადასხვა ხასიათის, ზნე-ჩვეულების მქონე ღვთის შვილები უფლის სიყვარულით ურთიერთსიმძიმის ზიდვით აღასრულებენ ქრისტეს სჯულს. მათი ღვთივსათნო ცხოვრების წესი კი ერში მყოფი თითოეული მრევლისთვის მისაბაძი და სანეტაროა.“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2230
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,969 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“ჩვენთან ასეთი შემთხვევა მოხდა. მონასტრის ეკონომოსი ერთ მუშას საქმეზე გზავნიდა, მაგრამ იგი გამოუცდელობის გამო, წასვლაზე უარს ამბობდა. როცა ეკონომოსმა წასვლა მკაცრად მოსთხოვა, მუშა გაბრაზდა და იქ მყოფი, დაახლოებით 40 კაცის გასაგონად, მას ძაღლი უწოდა. მაგრამ ეკონომოსმა შეიბრალა მუშა, ჩაი და შაქარი მისცა და უთხრა: „ყოველთვის ძაღლი დამიძახე“. მუშას ისე შერცხვა, რომ სირცხვილისგან სახე აეწვა და ამის შემდეგ ყველაზე მორჩილი გახდა“.
/წმ. სილოვანე ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2231
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,969 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“სახემნათი მოხუცი სქემმონაზონი“
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2232
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,969 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“ერთხელ ერთმა ძმამ მუხლი მომიდრიკა: - მაკურთხე, მამაო. მე ერთი ჩვენი ძმა შევაწუხე და ამიტომ ლოცვა არ მომდისო. საშიში არაფერია. მუხლი მოიდრიკე ძმის წინაშე, რათა სიყვარული გეწვიოს და ლოცვაც კვლავ დაგიბრუნდება-მეთქი.
"მამაო, მე ხომ მუხლი შენ მოგიდრიკე, განა ეს საკმარისი არ არის?" - შეცბა. "არ არის საკმარისი. რაც მის წინაშე შესცოდე, მასზე სთხოვე შენდობა". ვხედავდი, რომ მასში შინაგანი ბრძოლა მიმდინარეობდა. ბოლოს წავიდა და შენდობა ითხოვა. მეორე დღეს კვლავ მოვიდა: "გმადლობ, მამაო, რჩევისთვის. მთელი ღამე სიხარულით და გულის შემუსვრილებით ვილოცე". - მამაო, შენდობა ითხოვო, ეს კარგია. მაგრამ ხდება ხოლმე, ვინმეს შენდობას სთხოვ და ის არ გპატიობს. როგორ მოვიქცე? - შენ შენდობა ითხოვე? ესე იგი თავისუფალი ხარ. მხოლოდ ეცადე, სიყვარული გქონდეს ძმისა და შემდგომში, ვიდრე ის არ მიიღებს შენს სინანულს, მისთვის სკვნილზე ილოცე.” -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2233
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,969 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მამა ქრისოგენ დაყუდებული
"ყუთლუმუშის სავანის ერთ-ერთ კელიაში ცხოვრობდა მონაზონი, რომელიც არ ზრუნავდა ცხოვრებისეულ საგნებზე. მრავალი წელი თავისი კელიიდან ფეხი არ გაუდგამს, არც ტაძარში, არც საზიარებლად, არც მამათა კრებაზე, არც მორჩილებაზე, არც სასტუმროში, არც მონასტრის ალაყაფთან, რათა ადამიანისთვის შეეხედა, თუნდაც მონაზვნისთვის ანდა ერისკაცისთვის. იგი სრულიად განშორებული იყო მონასტრის სხვა ძმათაგან და არაფერი ამსოფლიური არ აინტერესებდა. მისთვის შეგეძლო დაგეძახა "არამიწიერი", ცნობისმოყვარეობას მოკლებული, დაყუდებული, მყუდროების მოყვარული, რომლის მსგავსიც არავინ იყო ათონზე. მისი გონება მიჯაჭვული იყო მისსავე იდეებს, ხილვებსა და "გამოცხადებას", მიპყრობილი იყო "ზეცისკენ" და საკუთარი ბრძნობისკენ. ის საკუთარ სამყაროში ცხოვრობდა საკუთარი მშვიდი ცხოვრებით. მისი და ყოვლისმხედველი ღმერთის გარდა, არავინ იცის, რას აკეთებდა, რას ხედავდა, რას ფიქრობდა. ერთხანობა, როცა ამ მონასტერში მორჩილი ვიყავი, მისთვის საჭმელი მიმქონდა. ის არასდროს აღებდა კარებს საჭმლის გამოსართმევად. გარეთ, თაროზე ვტოვებდით და მეორე თეფშს ვაფარებდით. ის კელიიდან მხოლოდ ტუალეტში წასასვლელად გამოდიოდა, ანდა კელიასთან ონკანზე ჭურჭლის დასარეცხად ან ხელების დასაბანად. ერთხელ მას კელიის გარეთ შევხვდი და ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა ვისაუბრეთ - რამდენიმე უაზრო სიტყვა მითხრა. როგორც მივხვდი, მის "გამოცხადებებს, ხილვებსა" და "ანგელოზებს" ეხებოდა, რომლებიც მას სხვადასხვა "საიდუმლოს" და "არამიწიერ იდეებს" აცნობდნენ. ამ მონასტრიდან წამოვედი. რამდენიმე წლის მერე შევიტყვე, რომ არქიმანდრიტმა ქრისტოდულომ, ვითარცა ჭეშმარიტმა მწყემსმა, სცადა მისი დარწმუნება, ტაძარში ჩამოსულიყო და ზიარებოდა უწმინდეს საიდუმლოს, რაც შეძლო კიდეც. ასე გამოიტაცა იგი მამა ქრისტოდულომ ეშმაკის კბილთაგან და ხიბლის ბნელი ღრუბლისაგან. ამიტომ კაცთა მოდგმის მტერმა, რომელმაც დაკარგა სული, რომლისთვისაც მახე დააგო, შური იძია ძმობაზე. დაახლოებით 1984 წელს საშინელი ხანძარი მოხდა მონასტრის სწორედ იმ ფლიგელში, სადაც მამა ქრისოგენის კელია იყო. ბოლოს მამა ქრისოგენი ეზიარა საღმრთო საიდუმლოს, გახდა ჭეშმარიტი შვილი ქრისტეს ეკლესიისა და დაახლოებით 1984 წელს წარვიდა მონაზონთა ზეციურ დასთან. ღმერთმა არ დაუშვა, ხიბლში დაღუპულიყო და სიკვდილის წინ იხსნა მისგან, რამეთუ, როგორც შევიტყვე, ვიდრე ის დაეყუდებოდა, საავადმყოფოში სწევდა მორჩილებას, მრავალ მოხუცს უვლიდა და ეხმარებოდა მათ ყველაფერში." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2234
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,969 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონაზვნები ჯარისკაცებივით ვართ. სადაც გვიბრძანებენ, იქ უნდა წავიდეთ. მხედართმთავარმა იცის, ვინ სად გამოდგება. ჩვენ არ გვაქვს შეწინააღმდეგების უფლება. მონაზვნები შესამოსელს არ ვიხდით, ლეჩაქით და კაბით ვიძინებთ. ჩვენ არ ვიცით, უფალი თავისთან როდის გვიხმობს“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2235
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,969 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ყველა ადამიანი ეძებს სიმშვიდეს და სიხარულს. მაგრამ ცოტამ თუ იცის, სად იპოვოს იგი და რა არის საჭირო მის მისაღწევად. აი, უკვე 35 წელია ერთ ბერს ვხედავ, რომლის სული მუდამ მხიარულია, ხოლო სახე სასიამოვნო, მიუხედავად იმისა, რომ იგი უკვე მოხუცია. ეს იმიტომ, რომ მას მორჩილება უყვარს და სულით უფლის ნებასაა მინდობილი. ამიტომ არაფერზე ზრუნვა არ სჭირდება, რადგან მის სულს უფალი უყვარს და მას ჭვრეტს“.
/წმ. სილოვანე ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2236
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,969 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
აღკვეცა
„ანდრიამ წარმატებით გაიარა გამოსაცდელი მორჩილება და მონასტერში ორი წლის ცხოვრების შემდეგ მამა სვიმეონმა აუწყა, რომ მოახლოებული იყო მისი აღკვეცის დღე. ამ ცნობამ სიხარულით აღავსო ჭაბუკის გული: მალე ის შეიმოსება ანგელოზებრივ სქემაში! რა დიდი პატივია! აღკვეცამდე რამდენიმე დღით ადრე ანდრიას მოუხსნეს ყველანაირი მორჩილება და მან უდიდესი მოვლენისთვის მზადება დაიწყო. სენაკის სიჩუმეში, სიმარტოვეში, ლოცვაში დანთქმული მოუთმენლად ელოდა ამ სანატრელ დღეს და წუთებს ითვლიდა მის დადგომამდე; კითხულობდა სქემაში აღკვეცის წესს და მღელვარებისგან ცრემლები სდიოდა. აღთქმებს, რომლებსაც ის დადებს, ანგელოზები ზეცაში აიტანენ და ოდესმე თვით ღმერთი მოჰკითხავს მათთვის პასუხს. აღკვეცის წინა ღამეს ანდრია მოძღვართან მივიდა და მორჩილის ხარისხში უკანასკნელი აღსარება ჩააბარა, მიიღო მისგან ლოცვა-კურთხევა და ღვთივგანბძნობილი დარიგებები. მთელი ის ღამე მან, ათონური ტრადიციისამებრ, მღვიძარებასა და ლოცვაში დაჰყო. აღკვეცის დროს ლმობიერებისა და სიხარულის გრძნობა დაეუფლა. ის მონაზვნად აღიკვეცა და მისი აღთქმები ზეციურ წიგნში ჩაიწერა. მანტიაში შემოსილს, მას ხელში სანთელი და ჯვარი ეჭირა და მამებისგან ცრემლებით იღებდა კურთხევას. - რა არს სახელი შენი, ძმაო? - ეკითხებოდნენ მამები, როგორც ამას ტრადიცია ითხოვდა. - ცოდვილი მონაზონი ათანასე, - მღელვარედ მიუგებდა იგი. ყველასთვის სასიხარულო იყო ეს დღე, რადგან გულწრფელად უყვარდათ და პატივს სცემდნენ ახალაღკვეცილს მისი წყნარი ყოფაქცევისთვის. და, რა თქმა უნდა, მამა ათანასეს აღკვეცის გამო ანგელოებიც ხარობდნენ ზეცაში“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2237
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,969 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“მონაზონი ყველაზე ბედნიერი ადამიანია“
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2238
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,969 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„იმ პირების აღკვეცის დროს, რომლებიც მონაზვნობაში ქორწინების, ან ქორწინების გარეშე ურთიერთობების შემდეგ მოვიდნენ, დაიდება უბიწოების, ან შემდგომი სრული თავშეკავების აღთქმა. ხოლო იმ პირების აღკვეცის დროს, რომლებსაც ხორციელი ურთიერთობების გამოცდილება არ ჰქონიათ, იდება ქალწულების აღთქმა“.
/არქიმანდრიტი სოფრონი (სახაროვი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2239
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,969 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„თუ მონაზონს წაართმევ ლოცვას, მას ართმევ უფლებასაც, იგრძნოს თავი ღვთის ჭეშმარიტ შვილად“
/არქიმანდრიტი იოაკიმე (ნიკოლაიდისი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2240
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,969 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“ერთხელ, ამბა დანიელი წავიდა ქალაქს, რათა გაეყიდა თავისი ხელ-საქმე. შეხვდა მას ერთი ყმაწვილი კაცი. მან სთხოვა მას და უთხრა „სიკეთისთვის, ძმაო, გთხოვ, წამომყევი სახლში მისთვის, რომ ილოცო ჩემი ცოლისათვის, რათა მიწყალობოს ღმერთმა შვილი, რამეთუ იგი უშვილოა“.
ბერი წაჰყვა მას. ილოცა მისთვის, ცოლისათვის და იმ წელს დაფეხმძიმდა. და აი, ხალხმა, რომელთაც არ ეშინიათ ღვთისა, შესაზიზღი გახადა ბერი და თქვა, რომ ჭაბუკი უშვილოა. მას მხოლოდ ამბა დანიელისგან უჩნდება შვილი. ბერამდეც მიაღწია ამ სიტყვებმა. ბერმა გააგზავნა კაცი ჭაბუკთან და უთხრა: როდესაც ცოლი შვილს გაგიგჩენს - მაცნობე. როდესაც ქალმა შვა, ჭაბუკმა შეატყობინა ბერს, მოვიდა ბერი და უთხრა ჭაბუკს, გამართე სადილი და მთელი ნათესავები და ახლობლები დაპატიჟე. ჭამად როდესაც დასხდნენ, ბერმა აიყვანა ყრმა და ხელზე დაიწვინა. შემდეგ უთხრა: კრების წინაშე გვაუწყე, ვინ არის შენი მამა, ყრმაო? ყრმამ დაილაპარაკა, თითი მამისკენ გაიშვირა და თქვა: „ეს“ და იყო ყრმა მხოლოდ ოცდახუთი დღის. მაშინ განცვიფრდნენ ყველანი, რომელნიც იქ ესწრებოდნენ, ადიდეს ღმერთი და მადლი შესწირეს მას“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2241
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,969 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"- როგორ დაიწყეთ ბერმონაზვნური ცხოვრება?
- 22 წლის ვიყავი, როდესაც მონასტრისკენ გამიწია გულმა. მოგეხსენებათ, ყოველ ადამიანს თავისი გზა აქვს უფალთან მისასვლელი, თავისი ჯვარი - ღვთისგან ბოძებული. ზოგი ერში, ზოგსაც ეს არ აკმაყოფილებს და სურს თავი სრულად ღმერთს, ქრისტეს მიუძღნას, რომელიც მოკვდა ჩვენთვის, რათა გავეცოცხლებინეთ. ერთ დღეს, მონასტერში წასვლამდე, სოფელში ბაბუის მოსანახულებლად წავედი. თან მქონდა ღვთისმშობლის პატარა ხატი, რომელსაც სულ თან დავატარებდი და სასთუმალთან დავაბრძანე. ერთ დილას მთელი ჩემი სული რაღაც გამოუთქმელმა სინანულმა მოიცვა. დავემხე ღვთისმშობლის ხატთან და ცოდვათა სიჭაბუკისა და უმეცრებისაგან ჩადენილთათვის შენდობას ვთხოვდი. ღვთისმშობელს შევთხოვდი, ეჩვენებინა გზა, თუ როგორ გამეგრძელებინა ცხოვრება. ლოცვის შემდეგ ჩემში სიშვიდემ დაისადგურა. სახლიდან გამოსული აღმართს მივუყვებოდი. ძირს დავიხედე, ჩემს თავზე ვიხილე - მეცვა საბერო შავი შესამოსელი, რომლის კალთებიც ფეხზე მედებოდა. ეს მივიღე ლოცვის პასუხის ხილული ნიშანი - საით მიხმობდა ღმერთი. იმ დღიდან ჩემს გულში გაჩნდა სიტყვა მონასტერი". /მარნეულისა და ჰუჯაბის მღვდელმთავარი, მეუფე გიორგი (ჯამდელიანი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2242
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,969 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მამა დანიელ კატუნაკელი (+1929): "მონაზვნური ცხოვრება აღსავსე უნდა იყოს სიყვარულით და არა პირქუშობითა და ზიზღით".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2243
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,969 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„როცა წმინდა მეუფე ანტონ სუროჟელი ახალგაზრდობაში ვარლაამის მონასტერს ესტუმრა, იქ მან შეამჩნია მოხუცი კაბოსანი, რომელიც გამოირჩეოდა თავისი კეთილკრძალულებით. იგი 50 წელი ცხოვრობდა მონასტერში, ბერად კი არ აღიკვეცებოდა.
მომავალი მეუფე მას სენაკში ეწვია და ცოტაოდენი გულითადი საუბრის შემდეგ შეჰბედა, - რატომ არ აღიკვეცებით, როცა უკვე ფლობთ ბერულ ღვაწლსო. მოხუცმა უპასუხა: მართალია, შვილო, მე მონასტერში დავბერდი, ბერივით ვშრომობ, ვმარხულობ, მაგრამ ბერი მაინც არა ვარ, რადგან ბერივით არ მიყვარს ეს სოფელი. მონაზვნობა ხომ წუთისოფლისთვის ცრემლით ლოცვაა, მე კი სწორედ ეს ყველაზე მთავარი არა მაქვსო.“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2244
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,969 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონასტერში ლოცვა და შრომა შეზავებულია“
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2245
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,969 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“მონასტერში განსაკუთრებით საჭიროა სიყვარულის ქონა, რაც, უწინარეს, ერთმანეთისადმი სულგრძელ, მომთმენ დამოკიდებულებას გულისხმობს. მოციქულის სიტყვები "ურთიერთას სიმძიმილი იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი", მგონი, ყველაზე ცხადად მონასტერშია საგრძნობი და რეალიზებადი.
ჩვენ წესად გვაქვს, ყოველი დილა დავიწყოთ ლოცვით: "ღმერთო, შემაძლებინე, დღეს იმაზე მეტად მიყვარდეს ჩემი დები, ვიდრე გუშინ მიყვარდა". ეს მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან უფალმა მოყოს ყური თვისი და ისმინოს ლოცვა ჩვენი, მაგრამ ვერ აღიწევა და ვერ მიეფინება ღვთის წინაშე. ამიტომაც მონასტერში განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ერთმანეთთან დამოკიდებულებას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთმანეთის წინაშე შეუცდომლად ვცხოვრობთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი გაუგებრობის შემდეგ შენდობის თხოვნის, აღსარების და სინანულის საშუალებით სინდისს ვათავისუფლებთ სიმძიმისაგან და სხვა დროისთვის ვფრთხილობთ, ისევ გული არ ვატკინოთ ერთმანეთს.” /იღუმენია ეფემია (ჩირგაძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2246
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,969 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მამა დანიელ კატუნაკელი (+1929): "ისევე, როგორც სხეულს თან სდევს ჭუჭყი და რკინას - ჟანგი, ასევე მონასტრიდან მონაზვნის გამოსვლას შეუძლია შებილწოს კეთილშობილება მისი სულისა". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2247
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,969 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ერთი სოფლის მახლობლად ცხოვრობდა განდეგილი, რომელმაც მდუმარების ღვაწლი იტვირთა მას შემდეგ, რაც მოისმინა სიტყვა მაცხოვრისა, სიტყვათა შენთაგან განმართლდე და სიტყვათა შენთაგან დაისაჯოო. მან აღთქმა დადო, დაედუმებინა საკუთარი ენა ამა სოფლისათვის. არათუ ცხადში, სიზმარშიც კი არ დასცდენოდა სიტყვა, რომელიც ღვთის შიშით კარგად ჰქონდა დახშული.
სოფლის მცხოვრებნი დიდ პატივს სცემდნენ ბერს და საზრდოთიც ამარაგებდნენ. ის კი თავისი სიყვარულითა და მათთვის აღვლენილი ლოცვებით უხდიდა. ერთხელ ბოროტმა სულმა განსაცდელი მოუვლინა სოფლელებს და მათ შორის შუღლი ჩამოვარდა. მაშინ თავკაცებმა გადაწყვიტეს ბერისთვის ეთხოვათ, დამრიგებლური სიტყვით შეერიგებინათ ერთმანეთთან სოფლის მკვიდრნი. ასეც მოიქცნენ, მაგრამ ბერი ნიშნებით უხსნიდა, რომ მისი სიტყვა სიკვდილამდე მდუმარების აღთქმით იყო შეკრული. მისულებმა განუცხადეს, თუ სიყვარულის შესახებ სიტყვას არ გვეტყვი, მაშინ ჩვენი სისხლი შენ მოგეკითხება და დაიტირე ჩვენი დაღუპვაო. დაე, მშვიდობისა და სიყვარულის საწყისმა - ქრისტემ, მან, ვისთვისაც იტვირთე შენ ეს ღვაწლი, მოგცეს გულისხმიერება. ჩვენ კი კვირა დღეს ეკლესიაში დაგელოდებითო. დამწუხრებულმა ბერმა გააძლიერა მარხვისა და მღვიძარების ღვაწლი. დანიშნულმა დღემაც მოაწია. მთელი სოფელი დილიდანვე ეკლესიაში შეიკრიბა. განვლო შუადღემ, მოვიდა მწუხრის ჟამიც, ბერი კი არ ჩანდა, მაგრამ, აი, ჩურჩული გაისმა, რომელიც ჟრიამულში გადაიზარდა, ბერი მოდის, ჩვენმა მამამ არ მიგვატოვაო. ბერი შემოვიდა ტაძარში, სადაც უკვე ბნელდებოდა და ყველა მის სიტყვას ელოდა. მან კი უხმოდ აიღო სანთელი, დიდ ჯვარცმას მიეახლა. აუჩქარებლად მიიტანა სანთელი ჯვარცმული ქრისტეს სახესთან, ეკლის გვირგვინით შემკულ თხემთან, შუბლზე მომდინარე სისხლის წვეთებთან და აცრემლებულ თვალებთან, შემდეგ ნელა გადაიტანა ჯვარზე მიმსჭვალულ ქრისტეს მარჯვენასთან და გაანათა ჭრილობა, საიდანაც მისი ყოვლადწმინდა სისხლი წვეთავდა. მერე კი სანთელი მიიტანა ქრისტეს მარცხენასთან, შემდეგ მუხლი მოიდრიკა და სანთლით გაანათა მაცხოვრის ფერხთა ჭრილობები, მერე სანთელი მიიტანა ლახვრით განგმირულ გვერდთან, საიდანაც გადმოედინებოდა მარადიული ცხოვრების სისხლი და წყალი, ადამიანის გამომსყიდველი და ცოდვების განმბანელი. ბოლოს ბერმა სანთელი დადო და წყნარად გავიდა ტაძრიდან. ხალხი ატირდა. ეს იყო სიტყვა სიყვარულის შესახებ, უსაზღვრო, ყოვლის მიმტევებელი სიყვარულისა, ღმრთის სიყვარულისა ადამიანის მიმართ.“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2248
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,969 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“მონაზვნები დიდ ღვაწლს და მძიმე შრომას ტვირთულობენ უფლის გულისთვის“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th July 2025 - 06:03 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი