![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2249
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,975 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ყუთლუმუშის სკიტელმა მამა კირილემ (XIXს.) უთხრა თავის მორჩილს: "ღმერთშემოსილი წმინდა მამები მონაზვნურ ცხოვრებას მოწამეობად თვლიდნენ, კარგი მონაზონი და განსაკუთრებით მორჩილებაში მცხოვრები იესო ქრისტესგან მოწამის გვირგვინს (ნიშნებს) მიიღებს".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2250
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,975 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მონაზვნის მიზანი არც ხელსაქმის დაბეჯითებით კეთებაა და არც ბევრი ფულის დაგროვება ღარიბების დასახმარებლად, ვინაიდან ეს სულიერი დაცემაა. მაგრამ მონაზონს შეუძლია თავისი ლოცვებით გვალვის დროს მთელი სამყაროს ბეღლები აავსოს.
მონაზვნები არ ტოვებენ მონასტერს და არ მიდიან ერში, რომ მოინახულონ ავადმყოფი, მიუტანონ მას ფორთოხალი ან სხვა რამ სანუგეშოდ (რაც, ჩვეულებრივ, ერისკაცთა საქმეა და რასაც მათგან ითხოვს ღმერთი). მონაზვნები ლოცულობენ ყოველი სნეულისათვის, რათა მათ მიეცეთ სულიერი და ხორციელი ჯანმრთელობა. მონაზვნები არც პატიმართა მოსანახულებლად დადიან, რადგან თავად არიან ნებაყოფლობითი პატიმრები იმ დიდი მოშურნეობის გამო, რომელიც აქვთ ქრისტესათვის. მონაზვნები ლოცულობენ და ევედრებიან უფალს, რომ ის სამოთხისეული სიხარული, რომელსაც გრძნობენ, მიანიჭოს ამქვეყნიურ საპატიმროებში გამომწყვდეულ ძმებს. ამქვეყნიური პატიმრების გარდა, მონაზვნები ეხმარებიან იმ გარდაცვლილ ძმათა სულებს, რომლებიც არა ათი ან ოცი წლით, არამედ უფრო მკაცრად, მარადიულად არიან დასჯილნი და უფრო მეტად საჭიროებენ შემწეობას. მონაზვნები ადამიანებს ამბიონიდან სახარების ქადაგებით კი არ ეხმარებიან, რომ განათლდეს დიდი და პატარა, არამედ თავად ცხოვრობენ სახარებით. მოკლედ რომ ვთქვათ, მონაზვნები არიან არა უბრალოდ ფარნები, ქალაქის ქუჩებს რომ ანათებენ (ადამიანებმა რომ არ წაიბორძიკონ), არამედ კლდეებზე აღმართული შორეული შუქურები, თავიანთი ნათებით გზას რომ უჩვენებენ ამა სოფლის ხომალდებს, რომელთა წყალობითაც მეხომალდეები გზას იკვლევენ ზღვის სიღრმიდან, დანიშნულების ადგილს რომ მიაღწიონ". /წმ. პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2251
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,975 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მორჩილება მონაზვნობის საფუძველია“
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2252
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,975 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მამა დიონისე კავსოკალიველი (1854). "როგორც ძაღლები ყეფენ მგლის მოახლოებისას და მას ცხვართან არ უშვებენ, ასევე მოძღვარმაც რჩევა უნდა მისცეს მორჩილს და გამოასწოროს იგი, როცა ხედავს, რომ მორჩილის სული საფრთხეშია". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2253
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,975 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ერისკაცთა გონებაც მიწიერითაა დაკავებული და ამიტომ მათ არ შეუძლიათ უფლის ისე შეყვარება, როგორც ის ბერებს უყვართ“.
/წმ. სილოვანე ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2254
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,975 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“ერთხელ მორჩილმა ჰკითხა მამა ხარლამპეს [დიონისიატელი]: - მამაო, როცა სოფელი დატოვე, ყველაზე მეტად ვისი მიტოვება გაგიჭირდა? - მე ყველა ახლობელი მიყვარდა და პირველ რიგში ჩემი ობოლი ტყუპი ძმა. დედას განსაკუთრებით ვიყავი მიჯაჭვული. ის მართლაც წმინდა სულის ადამიანი იყო. ჩვენ ერთად მთელი ცხოვრება გავატარეთ, ის მე მირეცხავდა, მიუთოებდა, ყველანაირად ზრუნავდა ჩემზე... ზოგჯერ, განსაცდელების ჟამს რომ დავცემულიყავი, ეშმაკი მე მათ მაგონებდა და გულში მათდამი უგუნურ სიყვარულს მიდებდა. როცა სატანა ამგვარად მაწამებდა , ვფიქრობდი, რომ ჩვენ, საკუთარი დედის უარმყოფელებს, ახლა დედად გვყავს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. დავემხობოდი მიწაზე აქვითინებული: "პანაღეა, გევედრები, სწრაფად მოდი ჩემთან. ჩააქრე ჩემში საკუთარი დედისადმი მიჯაჭვულობა, შენ ხარ ახლა ჩემი დედიკო. მე მხოლოდ და მხოლოდ შენ გეძებ, დამეხმარე". როცა მთელი სულით ამ სიტყვებს წარმოვთქვამდი, მაშინ ჩემში ღვთისმშობლისადმი მხურვალე სიყვარულს ვგრძნობდი. სიყვარულის ეს ცეცხლი აქრობდა ჩემს ხორციელ სურვილებს და მიზიდულობას. საკმარისია გაიხსენო ზეციური დედოფალი, რომ უტკბეს სამოთხეს იგრძნობ, შენ ამ სამოთხეში იმყოფები. ამ დროს არაფრის წარმოთქმა არ შეგიძლია, მხოლოდ ამისა: "პანაღეა ჩემო, პანაღეა ჩემო, უტკბესო ჩემო დედიკო, პანაღეა ჩემო, ახლა ამ წუთშივე წამიყვანე შენთან... ვერ დავითმენ შენთან განშორებას. შენკენ ვისწრაფვი". ასეთი განსაცდელი რამდენჯერმე შემემთხვა, რამეთუ მადლი, გამოსაცდელად, ხშირად გვტოვებს ხოლმე, რათა ჩვენ თვითონ ვიბრძოლოთ, მაგრამ მერე ბრუნდება. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი სიყვარულმა განახმო დედისადმი ჩემი ვნებიანი მიჯაჭვულობა. და მიუხედავად იმისა, რომ იგი ხშირად მთხოვდა წერილებში, "ჩემო შვილო, ურანიპოლისში მაინც ჩამოდი, რომ შეგხედოო", არ ვუჯერებდი. ჩემი მოძღვრის მამა იოსების სიკვდილის შემდეგ, როცა მან კვლავ შემაწუხა ამგვარი თხოვნით, მივწერე: - მოდი, ერთდროულად ჩავიდეთ თესალონიკში, ოღონდ იმ პირობით, თუ დამთანხმდები მონაზვნად აღკვეცაზე-მეთქი. ვიცოდი, დედაჩემი ყოველთვის მონაზონზე მკაცრად ცხოვრობდა, ამიტომ სწორედ მას შეჰფეროდა ანგელოზებრივი სქემის შემოსვა. ასეც მოხდა, დაახლოებით 1961 წელს ჩავედი თესალონიკში და იგი მონაზვნად აღვკვეცე მართას სახელით. მას მერე აღარ მინახავს". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2255
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,975 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მამა სტრატონიკე იმასაც ამბობდა, რომ მოვა დრო, როცა ბერები საერო სამოსით შემოსილნი იღვაწებენ ცხოვნებისთვის“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2256
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,975 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მამა დანიელ კატუნაკელი (+1929): "როცა, ბერო, გზად რომელიმე მონაზონს შეხვდები და დაგიწყებს გამოკითხვას, რა გქვია, რომელი სავანიდან ხარო და ასე შემდეგ, უპასუხე - განსჯით და მოკლედ. მაგრამ შენ ნუ შეეკითხები მსგავს რამეს. დაე, შენი გასაღები ნუ გააღებს სხვის კარს".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2257
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,975 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ქრისტიანული ფილოსოფია განასახიერებს ცხოვრების გარკვეულ წესს, რომელიც ბერმონაზონთა ასკეტიზმის სახით იჩენს თავს. ამდენად, ამ ტიპის ფილოსოფია მხოლოდ თეორიის სახით კი არ ხორციელდება, არამედ პრაქტიკითაც, ხოლო ამ ყაიდის ფილოსოფოსობის შესატყვისი ადგილი მონასტერია.
ბერმონაზონი კი წარმოდგება, როგორც ჭეშმარიტი ფილოსოფოსი, რადგან მხოლოდ იგი წვდება ყოველგვარი ფილოსოფოსობის საკუთრივ მიზანს, კერძოდ კი, ტრანსცენდენტურს, უმაღლეს არსებას, ღმერთს. ბერმონაზონი გრძნობს და განიცდის იმას, რასაც თითოეული ადამიანი უნდა ესწრაფოდეს. მაშასადამე, მხოლოდ ბერმონაზონს, ჭეშმარიტ ქრისტიან ფილოსოფოსს, ძალუძს ანტიკური ხანის ფილოსოფოსთა და ბრძენთა ცალმხრივი მიდგომების გადალახვა". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2258
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,975 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„თავისუფალი დამოკიდებულება, ანუ „კადნიერება“, მამათა სწავლების თანახმად, სიკვდილია მონაზვნისთვის“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2259
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,975 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მამა ნეოფიტე (+1882): "მონასტერშიც შეგიძლია ღირსეული და მართალი ცხოვრებით იცხოვრო. ოღონდ გამოცდილი მოძღვარი უნდა გყავდეს და დანარჩენებს რაც შეიძლება ნაკლებად ესაუბრო".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2260
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,975 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"გლინელმა ბერმა ილიოდორმა მონასტრის დახურვის მერე სოხუმის გარეუბანში პატარა ოთახი შეიძინა. მის მეზობლად ერთი შარიანი დედაკაცი ცხოვრობდა და განუწყვეტლივ ცილს სწამებდა.
ერთხელ რწმუნებულ ლაგვილავასთან იჩივლა, - ბერი მოკვლით მემუქრებაო. რწმუნებულმა მოუსმინა და უთხრა: "თქვენი არ იყოს, მეც შეშფოთებული ვარ. ამ დილით მეზობლის ქალმა ისეთი საქმე მიქნა, ნაჯახით გამოვენთე. კიდევ კარგი, დროზე შემაჩერესო". ამით დამთავრდა მათი საუბარი." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2261
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,975 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
საძმოს ჩამოყალიბება
"საძმოში ახალი წევრის მიღებისას მამა ხარლამპე თავის ჩვეულ ტაქტიკას იყენებდა. ახალმოსულს აღსარების თქმის მერე იესოს ლოცვას ასწავლიდა. გააცნობდა ძმობის ტიპიკონს. თუ კაცი მაშინვე შეეწყობოდა ამ ტიპიკონს, მამა ხარლამპე ღმერთს შესთხოვდა, ეუწყებინა, ახალმოსული დაეტოვებინა საძმოში თუ არა. თუ უფლისგან დადებით პასუხს მიიღებდა, მაშინ პირდაპირ ეტყოდა, დარჩიო. მასაც ან კი, ან არა უნდა ეთქვა. იყო შემთხვევები, როცა ღვთაებრივი ცეცხლით აენთებოდნენ ახალმოსული ძმები და იესოს ლოცვაში წარემატებოდნენ, მაგრამ მზაკვრული ფიქრები მათ შთააგონებდა: - გაიქეცი აქედან, ნუ დააყოვნებ, თორემ მოგეწონება და მერე წასვლა აღარ მოგინდებაო. ვინც სულით მხნე იყო, შეეპასუხებოდა, - სად წავიდე, უფალო? სიტყვანი ცხოვრებისანი შენ გაქვს. ასეთი ბრძოლის მერე თუ ვინმე ვერ უძლებდა და მიდიოდა, მთელ დაგროვილ სიმდიდრეს კარგავდა, სასოწარკვეთილი თმას იგლეჯდა და გარკვეული დროის მერე მამა ხარლამპეს ლოცვით უკან ბრუნდებოდა. იყო მეტად უცნაური შემთხვევებიც. ამ დროს საბოლოო სიტყვა ყოველთვის მამა ხარლამპეს უცვლელ მრჩეველს, მამა არსენს ეკუთვნოდა. ერთხელ ერთმა ახალგაზრდამ საძმოში დარჩენის მხურვალე სურვილი გამოთქვა. მამა ხარლამპეს პირველი გაკვეთილის მერე მეტად იგულმოდგინა თავისი პირველი ღამისთევის ლოცვისას. მაგრამ იმავე ღამეს მამა ხარლამპეს გულზე რაღაც საშინელი სიმძიმე დააწვა. ეს მან უარყოფით პასუხად მიიღო. მეორე ღამეს მოძღვარს ჩვეული განწყობა დაუბრუნდა, ახალგაზრდა კაცმა კი, პირიქით, დაკარგა. აღსარებაზე თქვა, - ღამისთევის ლოცვაზე გაძლება აღარ შემიძლიაო. ასე გაგრძელდა რამდენიმე დღე. მამა ხარლამპე დარწმუნებული იყო, რომ ყმაწვილი საძმოში ვერ გამოდგებოდა. მივიდა მამა არსენთან და უთხრა, - უკან უნდა გავუშვაო. მან კი მოულოდნელად უპასუხა, - არა არ გააგდო... ცოდოაო. - მამა არსენს დავმორჩილდი, - ჰყვებოდა მამა ხარლამპე, - მაგრამ რამდენიმე წლის განმავლობაში ჩემთვის ვამბობდი: - მამა არსენს და მე ყოველთვის ერთი აზრი გვქონდა, ამ მონაზვნის ხვედრის გარდა. არ ვიცი, რატომ მთხოვა საძმოში დამეტოვებინა, ეს ძმა ხომ ამდენ პრობლემას მიჩენს-მეთქი. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ მამა არსენი მართალი იყო. თუმცა ძმა მამა ხარლამპეს ბევრ პრობლემას უჩენდა, მაგრამ გონებისმიერი ლოცვის მოსაპოვებლად დაუცხრომლად, მოთმინებით და სიჯიუტით იღვწოდა. სხვა ძმებს, რომლებსაც, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდათ ლოცვის ნიჭი, "რული მოეკიდებოდათ ხოლმე", ეს ძმა მტკიცე იყო და, ბოლოს და ბოლოს, სულიერად წარემატა. სხვა ყმაწვილი თითქოს მთლიანად შეეწყო ძმობის განრიგს, მაგრამ მამა ხარლამპემ ლოცვისას მასზე უარყოფითი პასუხი მიიღო და იმ ძმას უთხრა: - შვილო, სხვა ადგილი იპოვეო. არა, მამაო, მე აქ სიმშვიდე ვპოვე, ნუ გამაგდებო, - სთხოვა მან. ბერმა იფიქრა: "უფალმა თქვა, ჩემთან მოსულებს არ გავაგდებო. ახლა კი ჯერი ჩემს მოძღვარზეა (მამა იოსები). დაე, მან ნიშანი მომცეს". "ძმას ვუთხარი, - ჰყვებოდა მამა ხარლამპე, - შვილო, მამა იოსების საფლავთან ლეღვის ხე დგას. ტრაპეზისთვის ცოტა ლეღვი ჩამოკრიფე-მეთქი. ძმა ხისკენ გაიქცა, მაგრამ მიუახლოვდა საფლავს თუ არა, უეცრად ხმამაღლა დაიყვირა და მიწაზე დაეცა. მივედი. გაფითრებულს პირიდან დუჟი სდიოდა. ეს მამა არსენს მოვუყევი. მითხრა, - "ეს ცუდის ნიშანია. კვლავ გამოსცადე. თუ იგივე დაემართება, მაშინ ეს ნამდვილად ჩვენი მოძღვრის პასუხიაო". მეორე დღესაც იგივე განმეორდა. მაშინ არსენმა მითხრა: - ხვალვე უთხარი, წავიდესო. ასეც მოვიქეცი". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2262
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,975 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“ასეა, ღმერთს მონასტრის ნესტიან კედლებში ვერ იპოვი, თუ გულში არ გყავს”
/მამა პეტრე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2263
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,975 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
დაფარულმცოდნე მამა ილარიონ ქართველმა (+1864) რუს მეუდაბნოეს, რომელმაც მარხვაზე რჩევა ჰკითხა, უთხრა: "ჭამე დღეში ერთხელ, შაბათ-კვირას კი ორჯერ და საჭმელს ზეთი დაუმატე".
ძილზე კი ურჩია: "იძინე, რამდენსაც ჩათვლი საჭიროდ, მაგრამ როცა გაიღვიძებ, მაშინვე წამოდექი და საწოლში ნუღარ ჩაწვები". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2264
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,975 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ღირსი კონსტანტინე [სინადელი] ქალაქ სინადში დაიბადა. მისი მშობლები იუდეველები იყვნენ. ერთხელ, ყრმობაში, კონსტანტინემ დაინახა, თუ როგორ გადაიწერა პირჯვარი ერთმა ქრისტიანმა. ეს მას ძალიან მოეწონა და იმავე მოძრაობის გამეორება დაიწყო, თუმცა თავისი მოქმედების აზრი არ ესმოდა.
ამან თანდათან ყმაწვილის სულზეც იქონია გავლენა: იგი ყველგან გულმოდგინედ უსმენდა მონათხრობებს ქრისტიანობაზე, შემდეგ კი მთელი გულით ირწმუნა ქრისტე. ირგვლივ მყოფნი დასცინოდნენ ნეტარს. ერთხელ ერთმა ებრაელმა ქალწულმა იგი საშინლად შეურაცხჰყო. კონსტანტინემ პირჯვარი გადასწერა უსჯულოს, რომელმაც მაშინვე სული განუტევა, მაგრამ შემდეგ უბოროტო და გულმოწყალე ჭაბუკს შეებრალა ქალიშვილი, მხურვალედ ილოცა და ისევ გააცოცხლა. ნეტარი კონსტანტინე წმიდა გულით მიენდო უფლის ხმას, დატოვა მშობლიური სახლი და მონასტერში დამკვიდრდა, სადაც იმჟამად მონაზვნური სათნოებებით გაბრწყინებული დიდი მოსაგრეები მოღვაწეობდნენ. იღუმენი გაესაუბრა, შემდეგ კი ჯვარი გაუწოდა და უბრძანა, მთხვეოდა. წმიდანიც სიყვარულით ეამბორა მას, შუბლი მიადო და ზედ გამოესახა მაცხოვნებელი ნიში, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე არ მოშორებია. უფლის რჩეული კონსტანტინეს სახელით მონათლეს და ბერად აღკვეცეს. როცა იგი მონაზვნურ აღთქმას დებდა, საოცარი კეთილსურნელება დაიფრქვა ირგვლივ, ტაძრის კარებიც თავისით გაიღო მის წინაშე. მკაცრი და დაუცხრომელი ღვაწლით წმიდა მამამ ნათელხილვის მადლი მიიღო: იგი ცხადად ჭვრეტდა ძმათა აზრებს, საკუთარი აღსასრულის მოახლოებაც წინასწარ ეუწყა. ბოლოს ღირსმა კონსტანტინემ მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2265
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,975 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მამა დანიელ კატუნაკელი (+1929): "მონაზვნური ცხოვრება - დიდებული სასწავლებელია, სადაც ღვთის მართლცხოვრებას ასწავლიან, და სადაც სახარებისეული სიმკაცრე მოქმედებს".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2266
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,975 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“ერთი ძმა აბბა ამონს სთხოვდა, დამარიგე, როგორ მოვიქცეო. ბერმა უპასუხა: "ისეთი აზრები გქონდეს, როგორიც დამნაშავეებს აქვთ ციხეში. ისინი ყოველთვის სხვებს ეკითხებიან: მოსამართლე სად არის? როდის მოვა? – და ტირიან მის მოლოდინში. მონაზონიც ასე უნდა იყოს, გამუდმებით უნდა ამხელდეს თავის სულს და ამბობდეს: ვაი ჩემს თავს! ქრისტეს სამსჯავროზე როგორ წარვდგები, მის წინაშე თავს რითი ვიმართლებ? თუ მუდამ ასე იფიქრებ, შეძლებ გადარჩენას".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2267
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,975 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონასტერმა ძალიან დიდი სიყვარული შემძინა. ულოცველად არ შემიძლია ყოფნა. სულს სწყურია ლოცვა.“
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2268
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,975 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მამა დიონისე, ქრისტესთვის სულელი (+1880): "რადგანაც დღეს აღარ არის სათნოებები, მონაზვნები მხოლოდ განსაცდელებით ცხონდებიან. ამიტომაც დამთმენნი იმ ძველ მამებთან ერთად იქნებიან, ვინც ბევრს მოსაგრეობდა. განსაცდელის დათმენა უკვე საკმარისია, უდრტვინველი დათმენა იგივე ლოცვაა".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th July 2025 - 12:50 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი