![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2269
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,975 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონაზვნური ცხოვრება ძალიან რთულია, თუ არ არის ღვთის ნება, მონასტერში ვერავინ გაჩერდება. მონაზვნობა განა რთული და ძნელია. სირთულეა მორჩილება და სიმდაბლე. როცა გეტყვიან, ასეთი და ასეთი ხარო, უნდა უპასუხო, - კურთხეულია, რომ ასეთი ვარო. როცა რაიმეს კარგად გააკეთებ, ის კი არ უნდა თქვა, კარგიაო, თავი უნდა დაიმდაბლო და არ შეიქო. მონასტერში როცა მიდის ადამიანი, ყველა ცუდი თვისება უნდა მოიკვეთოს. ეს არის რთული და არა მონასტრის ტიპიკონი.“
/გერონდისა მაკარია/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2270
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,975 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“როდესაც ბერი ლოცვას იწყებს, ხელში ფსკვნილს იღებს და ადამიანებს მოიხსენიებს, მათთვის მსხვერპლის გაღებით იგი სიყვარულს იხვეჭს“.
/არქიმანდრიტი ანდრია (კონანოსი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2271
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,975 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“დედა თამარს [მარჯანიშვილი] საოცრად ლამაზი ჰქონდა ყველაფერი. ბრწყინავდა საოცარი სინატიფითა და თვალწარმტაცი სისუფთავით. ეკლესიაში წინ ხელსახოცს იფენდა და ლოცვისას ზედ იჩოქებდა. სისუფთავის ასეთ მოყვარულს ცხოვრება მოუხდა ჯერ ციხის საერთო საკანში, ხოლო შემდეგ - გლეხის ღარიბულ ქოხში.
დედა თამარი თურმე განდეგილის ჯაჭვს ატარებდა ტანზე. შეუძლებელი იყო იმის წარმოდგენა, რომ კოხტად მორგებული მონაზვნის ფაქიზი ტანსაცმლის ქვეშ, რომელიც სისუფთავისგან ქათქათებდა, ჯაჭვს ატარებდა. ისევე როგორც ძნელი იყო იმის წარმოდგენა, რომ საწოლზე ულეიბოდ, შიშველ ფიცარზე იწვა. საერთოდ კი ეძინა? იმ ოთახიდან, სადაც პერხუშკოვოში დებს ეძინათ ღამე, თუ ვინმე გამოიღვიძებდა, აშკარად ხვდებოდა, რომ ტიხარს იქით, სენაკში, დედა თამარი ფხიზლობდა. ცხადი იყო, ლოცულობდა. დიდი ძალა ჰქონდა მის ლოცვას! იგი რწმენის უზარმაზარი ცეცხლით იყო აღვსილი. მკაცრიც იყო. ხანდახან ბრაზდებოდა კიდევ, თუ ხედავდა, რომ რაიმე ისე არ კეთდებოდა, როგორც საჭირო იყო, ბრაზდებოდა, როცა რომელიმე დას შეეშლებოდა გალობა, რომელიც მას ძალიან უყვარდა. ყველა ერიდებოდა დედა თამარის განაწყენებას ან მისგან შენიშვნების მიღებას. მაგრამ მის წყენასა და შენიშვნაში პირქუშობის ნატამალიც კი არ იყო, ეს უფრო სრულყოფილებისა და წესრიგის მოთხოვნა იყო, რომელსაც ასე ელტვოდა მისი მგზნებარი გული. რაღაცნაირი ალერსითა და სიყვარულით წარმოთქვამდა შენიშვნასაც.” -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2272
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,975 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მამა ეგნატე მოძღვარი (+1925): "მონაზონმა გემრიელი საჭმელები არ უნდა ჭამოს".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2273
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,975 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"აქაურმა მთვარემ იცის ეს ამბავი და ახლაც კი ახსოვს, ადრე როგორ იჭვრიტებოდა გაძარცვულ ტოტებში და დაჰნათოდა მოხუცი მონაზვნის დაღარულ სახეს. ღამე ეხურა სოფელს, მონასტერს, ირგვლივეთს".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2274
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,975 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ღირსი პეტრე ათონელი
"ღირსი პეტრე, ღვთის გამოცხადებით, ათონის სამხრეთით ერთ მღვიმეში დასახლდა. მან ამ მღვიმეში 53 წელი იცხოვრა და მარავალი ბრძოლა-განსაცდელი დაითმინა ეშმაკებისგან, ღირსი გახდა ზეციური მანანის გემოს ხილვისა, რომელიც მის გამოსაკვებად იქვე ახლოს ზეციდან უფლისა მიერ ცვიოდა. მას სამოსი არ ეცვა. ჰქონდა გრძელი წვერი და გრძელი, ჭაღარა თმა. ის ამ მღვიმეში ერთმა მონადირემ ნახა, თუმცა თავის ძმასთან და ორ მონაზონთან ერთად ღირსი მამის სანახავად მისულს ის გარდაცვლილი დახვდა". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2275
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,975 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მამა გედეონ კავსოკალიველი (+1896): "მონასტერში არის ხალხი, რომელიც მკაცრად იცავს ღვთის მცნებებს, მაგრამ არიან საპირისპირო მიდრეკილებისანიც".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2276
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,975 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“ეცადე, მატერიალურზე არ იოცნებო, მხოლოდ შენს მონასტერზე იფიქრე. ამ ყველაფერს მხოლოდ იმის ხსოვნა შეგიცვლის, ვისაც ვემსახურებით - იესო ქრისტესი.
თუ შენს კელიაში რაიმე ნივთი ერს გახსენებს, აუცილებლად გადააგდე, რათა ნებისმიერი საშუალებით ახალი სულიერი ბრძოლის საბაბი აღმოიფხვრას. ეცადე, წარსული დაივიწყო, როდესაც ის თავს წამოყოფს და შენს დახრჩობას შეეცდება, მოუხმე იესოს და ის დაგეხმარება“. /არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2277
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,975 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“ის განუდგა სოფელს და ყველაფერს, რაც სოფელშია“
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2278
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,975 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ღირსი ნიკოლოზ მონაზონი (ხს. 6 იანვარს, ახ. სტილით) მხედართმთავარი იყო ბიზანტიის იმპერატორის, ნიკიფორე I - ის (802-811) ზეობისას. იგი ბულგარელებთან ომში გაგზავნეს. გადამწყვეტი ბრძოლის წინა დღეებში ბანაკში მეომრებთან დარჩენის ნაცვლად ნიკოლოზმა სასტუმროში გადაწყვიტა გამოძინება.
ღამით მასთან მოულოდნელად მივიდა სასტუმროს მეპატრონის ქალიშვილი და მის ცდუნებას შეეცადა, მაგრამ უფლის რჩეული ახოვნად წინ აღუდგა მას. მეომარმა აუხსნა ქალს, რომ მისთვის ქრისტიანისთვის მრუშობის ცოდვა მიუღებელი იყო , რადგან მისი სხეული სულის ჭურჭელი იყო და ცოდვით ვერ დააბინძურებდა. მეორე ღამით ნიკოლოზს უფლის ანგელოზმა აუწყა, რომ ბულგარელებზე ბრწყინავლედ გაიმარჯვებდნენ ბიზანტიელები, თუმცა, მის გარდა ყველა ბრძოლის ველზე დაიღუპებოდა. მართლაც, მეორე დღეს ასეც მოხდა, რომ სიცოცხლე საცთურის დაძლევისათვის ებოძა. ამის შემდეგ მან მონასტერს მიაშურა, სქიმა შეიმოსა და დაუდუმებლად ლოცულობდა ომებში დაღუპული მეომრებისთვის. დაუცხრომელი ღვაწლით ნეტარი სათნოეყო უფალს და განჭვრეტის ნიჭი მოიგო“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2279
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,975 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მამა ხარიტონი (+1878): "ადამიანებს შეემთხვევათ ის, რომ კარგავენ სულიერ ორიენტირს და ზოგჯერ მონაზვნობის მიზანსაც".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2280
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,975 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონაზვნურ ცხოვრებაში გამორიცხულია ისეთი რამ, როგორიცაა მაგალითად მოწევა“
/არქიმანდრიტი სოფრონი (სახაროვი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2281
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,975 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"როცა მამა ნეოფიტე საუბარს იწყებდა, მის ბაგეთაგან კეთილსურნელება იფრქვეოდა. ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, მაგრამ ერთ ღამეში მთლიანად გათეთრდა. ერთხანობა მამა ნეოფიტე მღვიმეში მოღვაწეობდა. ერთ საღამოს, ღვთის დაშვებით, მას დემონთა საშინელი ჯარი გამოეცხადა. საზიზღრები, უსახურები, დაუწყეს მუქარა, ცემა. ისე შეაძრწუნეს, რომ დილით, როცა მღვიმიდან გამოვიდა, თმა-წვერში ერთი შავი ღერი აღარ ერია."
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2282
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,975 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"შრომა მონაზვნისთვის უმთავრესი საქმეა: იგი ფუტკარივით დაუღალავად უნდა ირჯებოდეს."
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2283
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,975 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"როცა მამა ხარლამპეს მოწაფეთა რიცხვი ისე გამრავლდა, რომ ახალ სკიტში კელიები აღარ ჰქონდათ, გადაწყვიტეს, საცხოვრებელი ადგილი შეეცვალათ, ამისთვის კი რომელიმე მონასტერი, რუსების მიტოვებული შენობა ან სკიტი უნდა მოეძებნათ, სადაც ბევრი კელია იქნებოდა.
მამა ხარლამპე რამდენიმე მოწაფესთან ერთად შესაფერის ადგილს ეძებდა; ნახეს სამი ორსართულიანი დანგრეული შენობა, ეკლესიასა და სატრაპეზოსთან ერთად. გადაწყვიტეს კიდევ ეძებნათ. წავიდნენ ღვთისმშობლის სახელობის დანგრეული რუსული სკიტის სანახავად (ბოლოს და ბოლოს, ისინი ბურეზარში დასახლდნენ). სკიტის ბილიკზე შიშველ მიცვალებულს წაადგნენ. ტანსაცმელი გვერდით ედო. გაოცდნენ. წესისამებრ დაკრძალეს. ეტყობა, ამ მოღვაწემ იცოდა თავისი სიკვდილის ჟამი, წავიდა მიყრუებულ ადგილას და ტანსაცმელი გაიხადა, რათა მხეცებს ადვილად შეეჭამათ და სული თვისი მდაბლად ჩააბარა ღმერთს. მაგრამ ყოვლადსახიერმა ღმერთმა დაინახა მისი თავმდაბლობა და ისე მოაწყო, რომ მის გვერდით ძმებს ჩაევლოთ და დაეკრძალათ". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2284
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,975 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მამა ნეოფიტე: "მონაზვნური ცხოვრება სავსეა განსაცდელებით, რომლებიც ნადირივით ეძგერებიან ადამიანს".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2285
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,975 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„- თუ არ დამდაბლდები, მონასტერში მოთმინებით არ იშრომებ და არ დაითმენ მამათა საყვედურებს, რისთვისღა უნდა ცხონდე? მამები იმიტომ გსაყვედურობენ, რომ გაათავისუფლონ შენი გული ვნებებისგან.
მონასტრის მამები ჩვენს დროში ყველანი უბრალო გლეხები იყვნენ, მაგრამ უდავო იყო მათი სულიერი გამოცდილება.“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2286
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,975 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ძმისგან შეურაცხყოფილი ერთი მონაზონი მივიდა მასთან შესარიგებლად, მაგრამ არ მიიღო და არც კარი გაუღო. უარყოფილი მონაზონი ამის მერე ერთ დიდ მამასთან წავიდა და ყველაფერი მოუყვა, მან კი უთხრა:
"იცი, შენგან განაწყენებულმა ძმამ რატომ არ ინება შენთან შერიგება? შენ მასთან შესარიგებლად მიდიოდი, გულში კი თავს იმართლებდი და მას ამტყუნებდი. გირჩევ, გულში განიმტკიცე აზრი, რომ შენ ხარ დამნაშავე, შენ შესცოდე მის წინაშე. ის განამართლე, თავი კი გაიმტყუნე". ბერი ასე მოიქცა და ძმასთან შესარიგებლად წავიდა. კარზე დაკაკუნებაც კი ვერ მოასწრო, რომ ძმამ კარი გააღო და გულში ჩაიკრა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2287
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,975 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„თუ გინდა კარგი მონაზონი გახდე, ყველას წინაშე სულელი იყავი.“
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2288
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,975 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"კონიცის სკიტის ერთ-ერთ კელიაში, რომელიც ვათოპედის მონასტერს მიეკუთვნება, მონაზვნურ ცხოვრებას ეწეოდა მორჩილი აღაპი. ღირსი აღაპი ერთხელ ტყვედ ჩაიგდეს აგარიანებმა და მონად გაყიდეს. დიდი ხნის მერე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დახმარებით, ის გაიპარა და თავის მოძღვარს დაუბრუნდა.
მოძღვარმა გაკიცხა, რად გამოიპარეო და უკან, ბატონთან გაგზავნა. ღირსი აღაპი დამორჩილდა, დაუბრუნდა მონობას და თავისი სათნო ცხოვრებით დაარწმუნა თავისი ბატონი და მისი ორი ვაჟი, გაჰყოლოდნენ ათონის მთაზე, სადაც მოინათლნენ და მონაზვნები გახდნენ." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th July 2025 - 05:32 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი