![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2309
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,976 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“- ადგილმდებარეობა განსაზღვრავს ლოცვით განწყობას?
- თითქოს არ უნდა განსაზღვრავდეს, მაგრამ ბერები გარემო ფაქტორზე მაინც ვართ დამოკიდებულნი. შინაგან სიმშვიდეს თუ ვერ მიიღებ, ვერც იმ ადგილას გაჩერდები. რამდენი ადამიანიცაა, იმდენი სურვილი და განყობაცაა. აქედან გამომდინარეა მონასტრებიც. ჩვენი მონასტრის [დიღმის მღვიმევი] სახით დედა ეკლესიას კიდევ ერთი მონასტერი შეემატა... ადგილმა იმხელა ძალა მოგვცა, მონასტერი ავაშენეთ. მონასტერი კიდევ იმხელა ძალას მოგვცემს, სხვა დანარჩენიც შევმატოთ“. /არქიმანდრიტი ფოკა (მარკოზია)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2310
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,976 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“ძველად, როდესაც მონასტრებში სამი ათასი კაციც კი ცხოვრობდა, ყოველდღიური წირვისთვისაც ათეულობით ლიტრი ღვინო იყო საჭირო, ამიტომ ზვრებიც ცალკე ჰქონდათ გაშენებული საბარძიმე ღვინის დასაყენებლად“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2311
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,976 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“მონასტერში ყოფნისას გავიცანი დედა მარიამი (გიგინეიშვილი), ხოლო დედა დომენიკას (ხონელიძე) მონასტერში მისვლამდეც კარგად ვიცნობდი. დედა დომენიკა არ იყო მონასტრის იღუმენია, მაგრამ მასთან ინახებოდა წინამძღვრის ჯვარი, ის ჯვარი, რომელიც წარსულში არაერთი ღირსეული იღუმენიას მფარველი გახლდათ.
მას დიდი და მოსიყვარულე გული ჰქონდა. მონასტერში მისულ ყველა სტუმარს სითბოთი და სიყვარულით ხვდებოდა და, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად, ჩაისა და პურის გარდა, არაფერი ებადა, იმდენად სტუმართმოყვარე იყო, მასთან შეხვედრით ყველანი კმაყოფილნი რჩებოდნენ. მის სენაკში ყოველთვის პიტნის სურნელი იდგა. გულღიად და სულიერი სიმშვიდით შემოთავაზებული ჩაის გემო არასოდეს დამავიწყდება. მიუხედავად სიბერისა, დედა დომენიკა შუაღამის ლოცვას არასოდეს ტოვებდა. როცა გარდაიცვალა, გამოსათხოვებლად უამრავი მოსამძიმრე მოვიდა. დედა მარიამი პატარა ტანისა იყო, მაგრამ სულით მდიდარი და გაუტეხელი, დიდებული მედავითნე და მგალობელი. სიდაბლის გამო საწიგნობელს ვერ სწვდებოდა, ამიტომ პატარა სკამზე შემდგარი კითხულობდა და გალობდა. ერთხელ მიამბო: "13-14 წლისა მომიყვანეს მშობლებმა თეკლათში, ქალთა სასულიერო სასწავლებელში. იმხანად ხშირად ვესწრებოდი წირვა-ლოცვებს, ვესაუბრებოდი მონაზვნებს. ისე შემიყვარდა მონასტრული ცხოვრება, გადავწყვიტე, საბოლოოდ აქ დავრჩენილიყავ და ღვთის შეწევნით გავხდი მონაზონი". ერთ დილას სახლის კუთხეში მორიელი შევნიშნე. შეშინებული გავიქეცი. ლამაზად გაეცინა და მითხრა, - შვილო, ამ მონასტერში სამასამდე მონაზონს უმოღვაწია, მაგრამ არ მახსოვს, მორიელს რომელიმე დაეკბინოსო. ღრმად მოხუცი გარდაიცვალა. ძალიან დამწყდა გული, დიდი მადლის მატარებელი ადამიანი იყო. ღმერთმა ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს მის სპეტაკ სულს და ყველა იმ მონაზონს, რომელთა ღვაწლით მტკიცედ დგას თეკლათის დედათა მონასტერი". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2312
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,976 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მძიმეა ბერობის უღელი, მაგრამ სანატრელიაო".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2313
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,976 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“იუდეის უდაბნოში გამორჩეული მონასტერია წმინდა საბას ლავრა, რომელიც ღირსმა საბამ 502 წელს დააფუძნა. ეკლესია იყო დიდ მღვიმეში. მცირე ხნის შემდეგ იმპერატორმა იუსტინიანემ, იხილა რა წმინდა საბას სათნოებანი, მონასტერი გალავნებითა და ციხეებით გარშემოზღუდა.
ღირსი მამის ლოცვით მრავალი სასწაული აღსრულდა. ლავრის შუაგულში წყარომ ამოხეთქა, გვალვის დროს უხვი წვიმა მოვიდა, იკურნებოდნენ სნეულნი და ეშმაკეულნი. წმინდა საბას ლავრა ხუთი ათასზე მეტ მონაზონს იტევდა იმათ გარდა, ვინც გარშემო მღვიმეებში მოღვაწეობდა. დამფუძნებლის ანდერძით, ლავრაში შესვლა ქალებს აეკრძალათ და ამ წესს დღემდე იცავენ. საბა განწმენდილის მონასტერი ერთ დროს ქართველების იყო. საოცარია - იქ მოღვაწე მამებს დღემდე ძალიან უყვართ ქართველები. საბა განწმენდილის ლავრაში წმინდანის უხრწნელ სხეულთან მხოლოდ მამაკაცებს უშვებენ. ეს სიწმინდეები ბერებს მომლოცველი მანდილოსნებისთვის გარეთ გამოაქვთ და ამთხვევინებენ. წმინდა საბა განწმენდილის კანდელის ზეთს და მირონს სჩუქნიან. იქ არის კიდევ საბა განწმენდილის მიერ დარგული პალმა, რომელიც VII საუკუნიდან ხარობს. საბა განწმენდილის პალმის რტოს საოცარი ძალა აქვს. უშვილო ცოლ-ქმარი 40 დღე თუ იმარხულებს და მერე პალმის ჩაის დალევს, შვილი ეძლევა. იქაურ მამებს აქვს პალმის რტოთი შეძენილი უამრავი ბავშვის სურათი. იქ მოღვაწე მამები ძირითადად ბერძნები არიან. ქართველების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ. ამას გამოხატავენ კიდეც” -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2314
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,976 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“შეიმოსა სახე მონაზონებისაი“
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2315
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,976 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“შენ [არქიმანდრიტი კონსტანტინე (ქვარაია)] ღმერთმა იმითაც გამოგარჩია, რომ შენღა იყავი ერთადერთი იმ ქართველ ბერთაგან, ვინც ბერად აღკვეცილი იყავი ქართველივე ბერის მიერ, რომელიც, თავის მხრივ, ქართული აღკვეცის კურთხევის მფლობელი იყო და ესრეთ შენს მიერ შემონახულ იქმნა ქართულ ეკლესიაში და განმრავლდა ძველქართველთა ბერული კურთხევის მომდინარეობა.
შენგან ვისწავლე მე სისრულით მართლმადიდებლური წირვა-ლოცვის ტიპიკონი, ბერული ლოცვების კანონი და უკეთუ ახლა ჩემს მიერ სხვანი მიიღებენ ცოდნას, ამ მადლის დიდი წილი შენ მიგიძღვის.” -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2316
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,976 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონასტერი - ეს არის ცხოველი წყარო, საიდანაც ადამიანები იღებენ დახმარებას, ძალას და სიმშვიდეს“.
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2317
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,976 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მებაღე მონაზონი. ყმაწვილი ვიყავი, კავსოკალივაში მამებთან ცხოვრება რომ მოვინდომე. იქ კვირა დღეს მივედი. ორშაბათს, სისხამზე, ზეთისხილის საკრეფად წამიყვანეს - ოქტომბერი იდგა და მთელი ძმობა ამ საქმით იყო დაკავებული.
მითხრეს, ტრადიციით, მთაწმინდაზე მისულმა მორჩილმა მებაღედ უნდა იმუშაოსო. ბაღი მთელი მონასტრის მომმარაგებელია. სტუმრების წვევისას მესტუმრეთუხუცესი მებაღეს სთხოვს, სამასპინძლოდ მისცეს ფორთოხალი, ლიმონი, ატამი ანდა სხვა რამ წლის იმ დროის შესაფერისი ხილი. ამიტომაც ყველა მონაზონმა უნდა იცოდეს მებაღეობა. მე კი უდიდესი მეცნიერების - მონასტერში მონაზვნური ცხოვრების შესწავლა დავიწყე. მამებმა მაჩვენეს წმინდა მამათა წიგნებში დაცული პირველი მცნება - მიწის დამუშავებისა, რომელიც ჩვენს პირველ მამას, ადამს მისცა ყოვლადსახიერმა ღმერთმა. ურჩობის მერე იგი მიწისმხვნელი გახდა და მიწის ნაყოფს უკვე მძიმე შრომით იღებდა. მხოლოდ მიწის ნაყოფით იკვებებოდნენ ნოემდე, რამეთუ წარღვნამდე ხორცს არ ჭამდნენ. მათ მითხრეს: "მამა ქრისტო, ამის შესახებ დაწვრილებით აღარ მოგიყვებით, რადგან მომავალში შენ თვითონვე წაიკითხავ..." მონაზვნობის მოთავენი პატარა წყაროს პოულობდნენ, რამდენიმე კვალ ბოსტანს გააშენებდნენ, ამით იკვებებოდნენ და აღწევდნენ წმინდანთა საზომს. მონასტრის ქტიტორის, წმინდა სვიმეონის მღვიმეში ნახავ ამ წმინდანის მიერ ნაკურთხ ნაკადულს და მცირე ბოსტანს, იქ მოწეული ბოსტნეულით ირჩენდა თავს. გაიზრდები და უკეთესად გაიგებ. აქ დაფარულად მოვიდა იოსები, ძე სერბთა მეფის, უგლეშისა. მას სამუშაო ბაღში მიუჩინეს. 6 წელი მებაღეობდა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გაიგეს, რომ უფლისწული იყო. მონასტრის მებაღედვე მოკვდა. ხედავ იმ ტანდაბალ, სახეგაბრწყინებულ პაპას? ის სხვა ადგილას აღკვეცეს. ამერიკაში მთელი თავისი ქონება გაყიდა და მოწყალებად გასცა. მოვიდა აქ და ითხოვა, წმინდა სვიმეონის მღვიმის სიახლოვეს კელიის აგების ნება მომეცით, ქვით კი არა, ზეთისხილის მორებით ავაგებო. ნეტარმა მოძღვარმა, დაფარულმცოდნელმა მამა ნეოფიტემ აკურთხა იგი. ისიც ასე მოიქცა, ხოლო რით ირჩენს თავს, მხოლოდ თვითონ იცის. ზედმეტი მოსავალი საავადმყოფოში მიაქვს. ტაძარში შემოდის და წირვის შემდეგ სხვებზე ადრე მიდის, არავის შეხედავს - თავისი სათნოებები ხომ საიდუმლოდ შეინახა. იმ ქედზე, იოანე ღვთისმეტყველის სავანესთან, მშვენიერი ლობიო მოჰყავს და ყველა განდეგილსა და მეუდაბნოეს ურიგებს. ისინი მადლობენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ასეთი წყალობისთვის და მამებს - შრომისთვის. შენ თუ მებაღეობა არ მოგწონს, აკრიფე შენი ნივთები და წადი მონასტრიდან. მონასტრიდან წმინდა ანას სკიტში წავედი. იქ მითხრეს: - აქ მიწას ხნავენ, თუ ნათესს არ მორწყავ, დასალევ წყალსაც არ მოგცემენ - თუ არ ისწავლი მებაღეობას, სკიტში გაჩერებას ვერ შეძლებო. სკიტში არაფრის მეშინოდა, მაგრამ ზეთისხილიანი კალათების თრევა არ მიყვარდა. ამის მერე ბეჭები მტკიოდა ხოლმე. ნეტარხსენებული მოძღვარი, რაც შეეძლო, მამხნევებდა. თქვენ მეკითხებით და მე გპასუხობთ, თქვენ კი მოიქეცით ისე, როგორც გნებავთ. რამდენი წელია ამის შესახებ არაფერი მითქვამს, რადგან მეშინოდა, ახალგაზრდა ათონელები საცდურში არ ჩამეგდო. მაგრამ როცა ამის შესახებ მკითხა ერთ-ერთი მონასტრის იღუმენმა, მაგალითად მოვუყვანე დიონისეს მონასტრის იღუმენის მოადგილე მამა გაბრიელი, რომელიც 90 წლისაც კი მიწას ბარავს. ვისაც მონაზვნობა უნდა, დაე, ისწავლოს მებაღეობა, ამ საქმეს დღეში ერთი საათი მაინც დაუთმოს, თორემ ისე ვერ ისწავლის მონაზვნობას, როგორც საჭიროა. როცა დაინახავს მონასტერში გაზრდილ პომიდორსა და კიტრს, აღივსება სიხარულით და სითბოთი.“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2318
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,976 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მონაზვნად აღკვეცის გადაწყვეტილებას ადამიანი ერთხელ და სამუდამოდ იღებს. აღკვეცის დროს მრავალ მოთხოვნას უყენებენ ამ გზაზე შემდგარს. მაგალითად, "განსწმიდე თავი შენი ყოვლისაგან მწიკვლოვანებისა ხორცთასა და სულისა. ჰქმენ სიმდაბლე... უვნებელ იქმენ სოფლისა ამის ჩვეულებისგან, მღვიძარებასა შინა - ნუ მცონარ, საცთურთა შინა - ნუ სულმოკლე, მარხვასა შინა - ნუ უსასო..." საბოლოოდ კი ყოველივე ეს სამ აღთქმაში იყრის თავს. ესენია მორჩილება, ქალწულება და უპოვარება."
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2319
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,976 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“ბერობა განსაკუთრებული მდგომარეობაა. იგი მონაზვნობაზე მაღლა დგას. შეიძლება ადამიანი ისე დაბერდეს მონაზვნად, რომ ვერ მიაღწიოს ბერობის საფეხურს.”
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2320
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,976 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“სიტყვა "მონაზონი" ბერძნული წარმოშობისაა. იგი ორი სიტყვისაგან შედგება: "მონოს" და "ზოინ". "მონოს" - მარტოს ნიშნავს, ხოლო "ზოინ" - ცხოვრებას. მონაზონი არის ადამიანი, რომელიც მარტო მყოფობს, მარტო ცხოვრობს. აქედან წარმოდგება წმინდა ანტონი მარტომყოფელისა და წმინდა დავით გარეჯელის ზედწოდებანი - "გარესჯა" სოფლიდან გასვლას, სოფლის გარეთ ყოფნას ნიშნავს.”
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2321
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,976 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"- ქრისტიანული სრულყოფილების მისაღწევად აუცილებელია თუ არა მონაზვნობა?
- ამქვეყნად სრულყოფილების მიღწევა წარმოუდგენელია. დიდ წმინდა მამებსაც კი სიცოცხლის ბოლომდე არ შეწყვეტიათ სულიერი ბრძოლები. სრულყოფილებას ადამიანი აღწევს მხოლოდ და მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ, სასუფეველში. იმისთვის, რომ ვცხონდეთ, სრულებით არ არის აუცილებელი მონაზვნად შედგომა. იყვნენ ადამიანები, რომელთაც მთელი სიცოცხლე ქრისტეს სამსახურში განვლეს, მაგრამ მონაზვნები არ ყოფილან. თუნდაც წმინდა ილია მართალი, ექვთიმე ღვთისკაცი (თაყაიშვილი)... მათ მონაზვნური აღთქმა არ დაუდვიათ, მაგრამ მთელი თავიანთი ცხოვრებით ქრისტეს და თავიანთ ქვეყანას ემსახურებოდნენ და წმინდანთა დასს შეერთნენ." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2322
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,976 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“თითოეული ქრისტიანის მიზანი, რა თქმა უნდა, ცხონება უნდა იყოს. ქრისტიანობა არ არის არც გვარიშვილობა და არც ოჯახური მდგომარეობა, რომელიც შთამომავლობით გადაეცემა. ეს ცხოვრების წესია. ადამიანი, რომელიც ინათლება და ქრისტიანი ხდება, მარადიული ცხოვრებისთვის იბადება. მონაზვნობა კი ქრისტიანობის ზეწესია.”
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2323
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,976 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"დღეს საქართველოში მიღებულია აღკვეცის ორი სახე: მცირე სქემაში და დიდ სქემაში აღკვეცა. სულიერი მოძღვრის ლოცვა-კურთხევის გარეშე მონასტერში წასვლა არ შეიძლება. ეს თვითნებობაა. ადამიანი უთუოდ უნდა დაეკითხოს მოძღვარს, რომელსაც საკუთარი სული ჩააბარა. მოძღვარმა უკეთ იცის ამ ადამიანის სულიერი მდგომარეობა, იცის, მოწოდებულია თუ არა იგი მონაზვნური ცხოვრებისთვის... შემდეგ კი მონასტრის წინამძღვარზეა დამოკიდებული, მიიღებს თუ არა მას."
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2324
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,976 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მონასტერში მისულს უწესებენ გამოსაცდელ პერიოდს, რომელიც შეიძლება რამდენიმე თვე გაგრძელდეს. მონასტრის გამოცდილი წინამძღვარი მალევე მიხვდება, მოწოდებულია თუ არა ეს ადამიანი მონაზვნური ცხოვრებისთვის.
როდესაც წინამძღვარი გადაწყვეტს, რომ მისი მონასტერში დარჩენა შეიძლება, შეატყობინებენ მის სულიერ მოძღვარს, რომელიც ერში ჰყავდა და ეს ადამიანი მონასტრის წინამძღვრის მორჩილებაში გადადის. ერში მყოფ მოძღვართან მას უკვე აღარაფერი ესაქმება, რადგან თავისი სული მონასტრის წინამძღვარს ჩააბარა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2325
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,976 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მონასტერში იგი რამდენიმე ხანს დაყოფს (ამ პერიოდის ხანგრძლივობას მონასტრის წინამძღვარი განსაზღვრავს). შემდეგ მას სამორჩილე კაბას აცმევენ, აძლევენ განსაკუთრებულ მორჩილებას (ტაძრის დალაგება, სატრაპეზოს მოვლა და ა.შ.). როდესაც წინამძღვარი ჩათვლის, რომ მისი აღკვეცა უკვე შეიძლება, გაუწევს რეკომენდაციას ეპარქიის მღვდელმთავრის წინაშე, მისი ლოცვა-კურთხევით კი უკვე კათოლიკოს-პატრიარქს წარედგინება. მხოლოდ ამის შემდეგ აღკვეცენ მონაზვნად ამ ადამიანს. მანამდე იგი არის სამონაზვნე (თუ დედაკაცია) ან საბერო მორჩილი (თუ მამაკაცია).
საბერო მორჩილი კაბას და სკუფიას ატარებს, სამონაზვნე კი ლეჩაქს. სამონაზვნეს არ უკურთხებენ მანტიას. არც საბერო მორჩილს ეკუთვნის კუნკულ-ბარტყული და მანტია. სამონაზვნე (საბერო მორჩილი) აღთქმას არ დებს. თუკი სამონაზვნე (ან საბერო მორჩილი) გადაწყვეტს, რომ მონასტერში ცხოვრება მისი საქმე არ არის, შეუძლია განიმოსოს, ერში დაბრუნდეს და ოჯახი შექმნას. ამაში დასაძრახი არაფერია." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2326
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,976 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
" მონაზვნის ცხოვრებაში ყოველი საქმე, სიტყვა, ფიქრი და მოქმედება გონივრული უნდა იყოს".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2327
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,976 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ერთხელ მან [მამა ხარლამპე დიონისატელმა] ძმებს უთხრა: "ფრთხილად იყავით, გაექეცით ცოდვის საბაბს, მონაზონი, მას მერე, რაც მას ანაფორას შემოსავენ, თუ უგრძნობი დარჩება თავს მოწეული ცთუნებისადმი, ძილშიც კი არ ხედავს თავს ერისკაცულ სამოსში.
როცა ახალბედა მონაზონი ვიყავი, განსაცდელს საბაბი მივეცი და ძილში თავი ერისკაცად ვიხილე. აღელვებულმა გავიღვიძე, დიდხანს ვტიროდი ჩემს შესაბრალის მდგომარეობაზე და ვევედრებოდი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, მეტად აღარ დაეშვა ჩემზე ამგვარი განსაცდელი. საბედნიეროდ, მას მერე ძილში თავი მეტად აღარ მინახავს უანაფოროდ". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2328
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,976 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონაზონთა ნათელი - ანგელოზები არიან, ხოლო კაცთა ნათელი - მონაზვნები“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th July 2025 - 02:58 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი