![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2329
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,976 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"- წმინდა იოანე კიბისაღმწერელი წერს: "ვერვინ შევა ცათა სასუფეველში გვირგვინოსანი, თუ არ აღასრულებს პირველ, მეორე და მესამე განშორებას. პირველია განშორება ნივთების, ადამიანებისა და მშობლებისგან, მეორე - უარყოფა საკუთარი ნებისა, მესამე - უარყოფა პატივმოყვარეობისა, რაც მორჩილების შემდეგ მიიღწევა". რა იგულისხმება ამ ნათქვამში?
- ალბათ, ძნელია დღეს მონასტერში მცხოვრებმა ადამიანმა ამ თეზისების მიხედვით იღვაწოს. სოფლისგან განშორება - ეს განსაკუთრებული სულიერი მდგომარეობაა, რაც არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს მხოლოდ გეოგრაფიული ადგილის შეცვლას. პირველ რიგში, უნდა შეიცვალოს ადამიანის სულიერი მდგომარეობა. ძველად მონაზვნები უდაბნოში გადიოდნენ და იქ მოღვაწეობდნენ. ასეთები იყვნენ მონაზვნობის საძირკვლის ჩამყრელი პავლე თებაიდელი, მონაზვნობის მამად წოდებული ანტონი დიდი, ძველ აღთქმაში ასეთებადვე გვევლინებიან ელია თეზბიტელი, ძველი და ახალი აღთქმის გარდამავალი წინასწარმეტყველი იოანე ნათლისმცემელი." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2330
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,976 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“უპოვარი ბერი ქვეყნიერების მფლობელია. მან საკუთარ თავზე ზრუნვა უფალს მიანდო და თავისი სარწმუნოებით ყველა დაიმონა. ის ადამიანს თავის გასაჭირზე არ დაელაპარაკება, არამედ ყველაფერს, რაც ეძლევა, იღებს როგორც ღმერთის ხელიდან ბოძებულს.”
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2331
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,976 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"- რა სახის აღთქმებს დებს მონაზონი და რომელია მათგან უპირატესი?
- როდესაც ადამიანი მონაზვნად აღიკვეცება, იგი ღვთის წინაშე დებს სამი სახის აღთქმას: პირველია მორჩილება ანუ მონასტრიდან გაუსვლელობა, მეორე - ქალწულება, უქორწინებლობა, მესამე - უპოვარება. ეს იმას ნიშნავს, რომ მონაზონს საკუთარი არაფერი გააჩნია. ამ აღთქმათაგან მთავარი მორჩილებაა. პატერიკში უამრავი მაგალითია იმისა, რომ ადამიანი შეიძლება მხოლოდ მორჩილებით ცხონდეს." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2332
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,976 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"- როგორია აღკვეცის რიტუალი?
- თავდაპირველად აღსაკვეცს ეკითხებიან: "რისთვის მოსულხარ?" იგი პასუხობს: "მსურს განშორება". კვლავ ეკითხებიან: "ნებითა შენითა მოხვალა?" პირველ კითხვაზე აღსაკვეცი პასუხობს, რომ თავისი ნებით არის მოსული ("ჰე, პატიოსანო მამაო!"), ხოლო დანარჩენ კითხვებზე: "დაადგრებია მონასტერსა შინა განუშორებლად?" - და ა.შ. პასუხობს, "ჰე, ღვთისა ძალითაო". ეს იმას ნიშნავს, რომ აღსაკვეცის ერთადერთი და უკანასკნელი სურვილი მონაზვნობაა, ხოლო ამიერიდან იგი ყველაფერს გააკეთებს ღვთის ძალითა და ნებით, რადგან ადამიანი მხოლოდ საკუთარი ძალით უძლურია." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2333
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,976 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"- აღსაკვეცს ეუბნებიან შემდეგ სიტყვებს: "შვილო, უკეთუ ერქვანსა ხელი დასდევ და იწყე სლვად გზასა მას, რომელსა მიჰყავს მისლვად სასუფეველსა ღვთისასა, ნურღარამცა უკუღმართ ჰხედავ... და აწ, შვილო, ნურვინ გიყვარან, ნურცა ვის პატივსცემ უფროის ღვთისა..." ზოგს ებადება კითხვა, როგორ შეიძლება ამ პირქუში სიტყვების შეთავსება იმ სიმშვიდესა და სიყვარულთან, რომლისკენაც უფალი მოგვიწოდებს?
- ყველას გახსოვთ ფილმი "დიდოსტატის მარჯვენა". შორენას აღკვეცის ეპიზოდში ეს სიტყვები მართლაც სასტიკად ჟღერს: "ნურვინ გიყვარან, ნურვინ გიყვარან!.." რადგან არ ამბობენ მთავარს: "უფროის ღვთისა". მონაზვნობა, რაღა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა უარი უნდა თქვას დედაზე, მამაზე, შვილზე და ა.შ. მონაზონს ყველას სიყვარული მართებს. თუკი, დავუშვათ, მონაზვნის საპატრონოა უძლური დედა ან მამა, განა ღვთის წინაშე სათნო იქნება მათ მიმართ უყურადღებობა?! სახარება გავიხსენოთ; შეკითხვაზე: "რითი ვცხონდე?" - მაცხოვარი პასუხობს, რომ ორი უმთავრესი მცნება უნდა დავიცვათ: შეიყვარე ღმერთი ყოვლითა გულითა, ყოვლითა სულითა და ყოვლითა გონებითა შენითა და შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი. აღკვეცისას წარმოთქმული სიტყვები მხოლოდ იმას გვავალებს, რომ ღმერთზე მეტად არავინ გვიყვარდეს. თუ მონაზვნობა და ქრისტესთვის მარტომყოფობა გადაწყვიტე, მაშინ ნუღარ მიხედავ სოფელს. ის დასრულდა. როდესაც სახარებაში მოციქული ეუბნება მაცხოვარს, მამა მყავს დასამარხიო, იესო პასუხობს: "აცადეთ მკვდარნი დაფლვად თვისთა მკვდართა". დაანებე ამა სოფლის საზრუნავს თავი, მას სხვები მიხედავენ; სახნავი, რაც იქ იყო, დატოვე; აქ ახალი სახნავი გელოდება, რათა წაადგე შენს ერს და სათნო ეყო ღმერთს." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2334
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,976 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"- ამბა პაფნუტი წერს, რომ მონაზვნობის გზაზე ადამიანი სამი მიზეზით შედგება: ღვთის მოწოდებით, ადამიანის მეოხებით და გაჭირვების გამო. თუმცა ალბათ მიზეზი არც იმდენად მნიშვნელოვანია, მთავარია, შემდეგ როგორ იღვაწებს მონაზონი...
- თუ ადამიანი სოფელს ყოფითი მიზეზების გამო გაურბის, მისი მიღება მონასტერში არ შეიძლება. თუკი იგი გაურბის რაიმე პასუხისმგებლობას, ის ლაჩარია, მშიშარა კაცი კი ვერც მონასტერში ივარგებს. ადამიანი, რომელიც ერს განსაცდელის გამო ტოვებს, სასოწარკვეთილია, ხოლო სასოწარკვეთილს მონასტერში შეიძლება კიდევ უფრო მეტად წარეკვეთოს სასო და ტრაგიკულადაც კი დაამთავროს სიცოცხლე. თუმცა ყოფილა შემთხვევებიც, როდესაც კაცი მონასტერში განსაცდელს მიუყვანია, შემდეგ მას ამ განსაცდელისთვის თავი დაუღწევია და მონაზონი გამხდარა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2335
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,976 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონაზვნური განსჯა და გონიერება იმაშიც მდგომარეობს, რომ მათ სამაგალითო ქცევა მართებთ. "
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2336
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,976 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„სხვა ძმამ უთხრა მამა ხარლამპეს [დიონისიატელი], წუხელ ძილში შევიბილწეო. მოძღვარმა უპასუხა: "აქ დიდი მნიშვნელობა ენიჭება კაცის სულიერ აგებულებას. ასეთი რამ ვინმეს შეიძლება შეემთხვას მხოლოდ განკითხვის გამო. მე, ჩემი აგებულებით, აქეთკენ არ ვარ მიდრეკილი. ამიტომაც, მას მერე, რაც მონაზონი გავხდი, ღამის შებილწვა მხოლოდ ერთხელ შემემთხვა, ახალბედობისას.
წმინდა ანას სკიტის ნავსადგურთან განსაცდელი შემემთხვა. ერთი კაცი გადამეკიდა - არაწმინდა განზრახვა ჰქონდა. თავი ვერ შევიკავე და ვუთხარი: - გიხაროდეს, რომ ეს სამოსი მაცვია (ანაფორაზე მივუთითე), თორემ სხვანაირად დაგელაპარაკებოდი-მეთქი. იმ ღამეს, ღვთის დაშვებით, ძილში შევიბილწე. აცრემლებული მივედი მამა იოსებთან. მითხრა: - მომიყევი, დღისით რაც შეგემთხვაო. ყველაფერი ვუამბე. მან მაშინვე მიმითითა: აი, მიზეზიცო. მას მერე უფრო ფხიზლად ვიყავი და მისი ლოცვით ძილში ამგვარი რამ აღარ დამმართია". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2337
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,976 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"- აღკვეცის საიდუმლოს აღსრულების დროს აღსაკვეცი მოჰყავთ თეთრი კვართით შემოსილი, თმაგაშლილი, ფეხშიშველი. მას ხელისმომკიდე მონაზვნები მიჰყვებიან და ჯვარის სახედ აწვენენ იატაკზე. რას გამოსახავს ეს რიტუალი?
- მონაზვნობა მეორე ნათლისღებაა. მონათვლისას ადამიანს უსათუოდ თეთრ კვართს აცმევენ. ეს მის სულიერ მდგომარეობას, ხელახალ შობას გამოხატავს. მონაზვნობაც, ფაქტობრივად, ხელახალი ნათლისღება და შობაა. თეთრი პერანგი ნიშნავს იმას, რომ აღსაკვეცი ღვთის წინაშე შიშველია, ახალდაბადებული, ხოლო იატაკზე დაწვენა და წამოდგომა - გარდაცვალებას და მკვდრეთით აღდგომას. ეს სამგზის ხდება. გავიხსენოთ, რომ ნათლისღების დროსაც სამგზის ხდება წყალში შთაფლვა წმინდა სამების სახელზე. ეს განასახიერებს სამი დღის განმავლობაში მაცხოვრის საფლავში ყოფნას და იმის სიმბოლოა, რომ ძველი ადამიანი მოკვდა. ჯვარის სახედ დაწვენა კი იმას გვახსენებს, რომ მხოლოდ ჯვარშია ჩვენი ხსნა და ცოდვები ჯვრით მოგვეტევება. მონაზვნობა განსაკუთრებული ჯვარის ტვირთვაა. თითქმის ყველა საიდუმლოში აუცილებლად მონაწილეობს ხელისმომკიდე: ნათლისღებაში - მიმრქმელი, ქორწინებაში - მეჯვარე. მონაზვნობა არ არის შვიდ საიდუმლოთაგანი, მაგრამ წმინდა მამები მას "საიდუმლოთა საიდუმლოს" უწოდებენ, იმიტომ, რომ აქ ადამიანი ხელახლა იბადება სულიერად. ისევე როგორც მიმრქმელმა უნდა ასწავლოს თავის მონათლულს ქრისტიანულად ცხოვრება, ასევე ხელისმომკიდე ახალაღკვეცილ მონაზონს უნდა დეხმაროს პირველი ნაბიჯების გადადგმაში." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2338
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,976 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"დასდებს ფარსა მტერთა მოსაგერიებელსა და სარწმუნოების ფარს იპყრობს, თავიდან რკინის ჩაფხუტს იხდის და ცხოვნებისას იდგამს, განიძარცვავს ჯაჭვსა რკინისასა და შეიმოსს სიმართლესა, მოიხსნის ვერცხლის სარტყელს და შეირტყამს ჭეშმარიტებას... ჩამოიხსნის ერთგულსა თოფსა, მეხებრ მგრგვინავსა დღესა ბრძოლისასა, დასაშრეტელად განხურვებულთა ისართა ბოროტისათა და ქვეყნიერი უშიშარი მხედარი ხელმწიფისა ზეციერი მეუფის კეთილმორწმუნე მხედრად გარდიქცევა..."
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2339
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,976 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„- დედა ქეთევანი წინამძღვრად რომ დაადგინეს, ოთხმოცდაათ წელს გადაცილებული ყოფილა. ხომ არ გაუჭირდა მონასტრის მართვა, ურწმუნო ხელისუფლებასთან ურთიერთობა?
- სქემიღუმენია ქეთევან ახვლედიანი მტკიცე ნების ადამიანი გახლდათ. მონასტრის ისტორიისა და სულიერი ცხოვრების მემატიანემ ზედმიწევნით იცოდა სავანის ყველა განაწესი და პირველი, რაც მოიმოქმედა, დასის წირვაზე გამოსვლის რიტუალი აღადგინა. შემოჰკრავდნენ თუ არა ზარს, ანაფორითა და სამონაზვნო ლეჩაქით შემოსილი, საწინამძღვრო ჯვრით მკერდდამშვენებული, თავჯვრიანი კვერთხით ხელში მობრძანდებოდა სენაკიდან. ორ მწკრივად ჩარიგებული მონაზვნები მოწიწებით ელოდნენ იღუმენიას, რომელსაც წინ მგალობლები მოუძღოდნენ. ვიდრე დედა იღუმენია ტაძრის ყველა ხატს არ ემთხვეოდა, გუნდი შეუწყვეტლივ გალობდა. მოლოცვის შემდგომ იგი, უძლურებისა გამო, საწინამძღვრო ტახტზე დაბრძანდებოდა და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებოდა ღვთისმსახურება. ვისაც კი დედათა დასის ეს ლამაზი და ტრადიციული მსვლელობა ერთხელ მაინც ენახა, მთელი ცხოვრება არ ავიწყდებოდა... ასე იყო ყოველცისმარ, წლიდან წლამდე, ნებისმიერ ამინდში, დარსა თუ ავდარში. მისი წინამძღვრობის ჟამს, კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით, თეკლათში მღვდელმსახურად ბერ-მონაზონი მამა კონსტანტინე (ქვარაია) დაემკვიდრა. იღუმენია ქეთევანისა და კონსტანტინე ბერის თანამოღვაწეობა განსაკუთრებული სულიერებით გამოირჩეოდა. მათი ერთობლივი ძალისხმევით მონასტრის მინავლებულმა ცხოვრებამ აღმავლობა იწყო. დედა იღუმენიას გარდაცვალების შემდეგ კონსტანტინე ბერმა თითქმის ნახევარი საუკუნე იცოცხლა და ის წმინდა აღმაფრენა თეკლათს არ განელებია. დედა ქეთევანისა და მისი თაობის ღირსეული მემკვიდრის - მამა კონსტანტინეს მოწამებრივი გარჯა-ამაგი მართლაც რომ სამაგალითოა. ქეთევან ახვლედიანის წინამძღვრობისას კრებულს ადგილობრივი ხელისუფალება უწინდებურად არ ავიწროებდა, მაგრამ ოფიციალურად არც მონასტრის არსებობას აღიარებდა. მონაზონთა სენაკები დანომრილი იყო, როგორც ქუთაისის ქუჩის გაგრძელება, ხოლო მონასტრის შემოგარენი ქალაქ ცხაკაიის ერთ-ერთ უბნად აღირიცხებოდა, მონაზვნები კერძო სახლის მფლობელ მოქალაქეებად მიიჩნეოდნენ. კრებული დაცარიელებულ საცხოვრისზე პრეტენზიას ვერ განაცხადებდა. სახლს გარდაცვლილის ნათესავები ეპატრონებოდნენ და ძირითადად საზაფხულო აგარაკებად იყენებდნენ. სქემიღუმენია ქეთევანს დიდ პატივს მიაგებდნენ არა მარტო სამღვდელონი და მოსიყვარულე მრევლი, არამედ თვით საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლებიც. არაერთი მათგანი ცდილა, ოფიციალურ დოკუმენტებში მოხსენების გარეშე და უცხო თვალისაგან მალულად მისი მოკრძალებული თხოვნის შესაძლებლობისდაგვარად დაკმაყოფილებას.“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2340
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,976 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ბერობა ჩემთვის ყველაფერია. ეს მართლაც უდიდესი ბედნიერებაა. ამ გზაზე შეიძლება ბევრი გაჭირვება შეგხვდეს, განსაცდელი, მაგრამ არაფერი არ არის. ღმერთი შეგეწევა და გადალახავ ყოველგვარ დაბრკოლებას.“ /მამა ეგნატე (გოგალაძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2341
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,976 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"- მონაზვნად აღკვეცის დროს იბადება ახალი ადამიანი. მიეტევება თუ არა მას განვლილი ცხოვრების მანძილზე ჩადენილი ყველა ცოდვა?
- ზრდასრულმა ადამიანმა, ვიდრე ნათელს იღებს, აუცილებლად უნდა გაიაროს კატეხიზაცია. კატეხიზაციის პერიოდში იგი უნდა ამბობდეს აღსარებას და ინანიებდეს განვლილი ცხოვრების მანძილზე ჩადენილ ცოდვებს. ნათლობის დროს მას ის ცოდვები მიეტევება, რომლებიც მოძღვრის წინაშე წარმოუთქვამს. ასევე მონაზვნად აღკვეცის დროს ადამიანს მიეტევება ყველა ის ცოდვა, რომლებიც მას მანამდე აღსარებაში უღიარებია. ის ძველი ადამიანი, რომელმაც ეს ცოდვები ჩაიდინა, კვდება და იბადება ახალი, რომელსაც ამის დასტურად ახალ სახელს (რომელიმე დიდი წმინდანის სახელს) არქმევენ." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2342
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,976 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„რა სიმბოლური დატვირთვა აქვს აღკვეცის დროს თმის შეკვეცას, მაკრატლის სამჯერ გადაგდებას აღსაკვეცისათვის და შემდეგ მის მოტანას?
- მაკრატელი ადამიანის ამქვეყნიურ საქმიანობას, ხელსაქმეს უკავშირდება. მისი გადაგდებით მოძღვარი კიდევ ერთხელ შეახსენებს აღსაკვეცს, რომ იგი შორდება ამქვეყნიურ ცხოვრებას. აღსაკვეცმა მაკრატელი უკან უნდა დააბრუნოს. წმინდა მამები ამბობენ, რომ ეს ის ეტაპია, როდესაც იგი უკანასკნელად უნდა დაფიქრდეს, დარჩეს თუ არა მონასტერში. თუ მაკრატელს აღარ დააბრუნებს, ეს ნიშნავს, რომ მან უარი თქვა მონაზვნობაზე და მას შეუძლია, უკან, ერში დაბრუნდეს, მაგრამ თუ სამივეჯერ დააბრუნა, ის მონასტერში რჩება და ამ მაკრატლით თმას კვეცენ, რაც იმის მაუწყებელია, რომ მაცხოვარმა იგი დანიშნა, თავისი ბეჭედი დაადო". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2343
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,976 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"- აღკვეცის დროს საგანგებო ლოცვები იკითხება. აგრეთვე იკითხება საკითხავი სამოციქულოდან და სახარებიდან. რა შინაარსის გამომხატველია ეს საკითხავები?
- ამ ლოცვებით აღმკვეცელი აღსაკვეცს შეახსენებს: ძალას არავინ გატანს, ეს გზა შენი ნებით აირჩიე და თუ აირჩიე, მაშინ კეთილი ინებე და კეთილად ემსახურე შენს საქმესო. სამოციქულოს საკითხავში კი ნათქვამია, რომ აქ ბრძოლა მიმდინარეობს არა ხილულ, არამედ უხილავ მტერთან, რომელიც, ადამიდან მოყოლებული, ებრძვის ადამიანს. ლოცვებში აღმკვეცელი შესთხოვს უფალს, მოხედოს და შეეწიოს ახალშემომატებულ ძმას ან დას." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2344
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,976 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"- აღკვეცის დროს მონაზონს შემოსავენ მანტიით, კუნკულ-ბარტყულით, სანდლებით; აძლევენ სარტყელს, საბეჭურს, სკვნილს, სანთელს. რა სიმბოლური მნიშვნელობა აქვს თითოეულ მათგანს და როგორ უნდა მოეპყრას მათ მონაზონი?
- საბეჭური ტილოზე ამოქარგული ჯვარია. აქვეა გამოსახული ჯვარცმის ელემენტები: ლურსმანი, ჩაქუჩი, მამალი, რომელმაც პეტრე მოციქულს მაცხოვრის სამგზის უარყოფა ამცნო. და რაც მთავარია, საბეჭურზე ამოქარგულია სიტყვები: "საწერტელნი უფლისა ჩემისა იესო ქრისტესნი ბეჭთა ჩემთა ზედა მიტვირთავს". ეს ნიშნავს, რომ მონაზონი ნებით იტვირთავს ვნებას, რომელიც მაცხოვარმა ჯვარზე განიცადა. საბეჭურს მონაზონი მთელი სიცოცხლე ატარებს. მანტია ერთგვარი სუდარაა, რომელიც გამუდმებით შეახსენებს მონაზონს, რომ ის ამ სოფლისთვის მკვდარია. ამავე მანტიაში წარიგრაგნება მონაზონი, როდესაც გარდაიცვლება. კუნკულ-ბარტყულიც კუბოს განასახიერებს. ადრე მონაზონს მანტიაში წარგრაგნილს, კუნკულ-ბარტყულით, კუბოს გარეშე კრძალავდნენ აკლდამაში. სანდლები მონაზონს ეძლევა "ჭეშმარიტების გზაზე წარსამართებლად". სკვნილი მონაზვნის ბეჭედია. როგორც სასიძო - პატარძალს, ასევე ნიშნავს უფალი თავისი ბეჭდით მონაზონს, ოღონდ ეს სულიერი ქორწინებაა. სკვნილზე მონაზონი იესოს ლოცვას ამბობს. როდესაც მონაზონს სანთელს აძლევენ, ასეთ სიტყვებს ეუბნებიან: "ჰრქუა უფალმან, ესრეთ ბრწყინავდინ ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რათა იხილონ საქმენი თქვენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქვენსა ზეცათასა". სანთელი სიმბოლურად ადამიანის წვას განასახიერებს. როგორც სანთელი იწვის, ასევე უნდა იწვოდეს მონაზონი ღვთის სიყვარულში. როდესაც ჯვარს აწვდიან, იკითხება შემდეგი სიტყვები: "თქუა უფალმან, უკეთუ უნდეს ვინმეს შემოდგომა ჩემი, უარყავნ თავი თვისი, აღიღე ჯვარი და შემომიდეგ მე". ჯვრის ტვირთვა ქრისტეს გზაზე შედგომას ნიშნავს." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2345
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,976 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"- ზოგიერთი მონაზონი განსაკუთრებულ ღვაწლს იდებს თავს...
- თითოეული მონაზონი დიდი მარხვის დროს რაღაც ღვაწლს იღებს, რომელიც არასოდეს არავის უნდა გაუმხილოს. მაგალითად, უწმინდესი ეფრემ II (სიდამონიძე) ატარებდა რკინის საბეჭურს, რომელიც რკინისავე ჯვარზე ჯაჭვით იყო დამაგრებული და მას თეთრი პერანგით ფარავდა. ერთხელ, მუშაობისას, უწმინდეს ეფრემს პერანგი დაუსველდა, ჟანგი პერანგზე გადავიდა და ამით გაცხადდა მისი ღვაწლი. შემდეგ მან ეს ღვაწლი შეწყვიტა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2346
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,976 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"- აუცილებელია თუ არა, მონაზონი მუდმივად მონასტერში ცხოვრობდეს?
- თუ მონაზონს აქვს ქალაქში ყოფნის ლოცვა-კურთხევა და შესაბამისი მორჩილება, ქალაქში უნდა იყოს, სხვა შემთხვევაში კი, რა თქმა უნდა, მონასტერში ყოფნა ევალება." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2347
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,976 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ერთი მონაზონი გათხოვდა და მერე ოლღას მონასტერს ეწვია. დედა ანგელინამ ის თავის კელიაში მიიღო. დედაკაცმა უთხრა: - სულ ვნანობ, რაც ჩავიდინეო. იღუმენიამ უპასუხა: - რომ ინანიებდე, მონასტერში დაბრუნდებოდი, თუნდაც შიშველი ფეხებით მინის ნამსხვრევებდაფენილ გზაზე მოგწეოდა გამოქცევაო.
ერთხელ ამ დედაკაცმა ისევ ჰკითხა იღუმენიას, გეჯავრებიო? მან უპასუხა: - მე არ მეჯავრება ღვთის ქმნილება, მაგრამ ეშმაკს, რომელმაც გაცდუნა, იმას კი სძულხარ და დაგცინისო.“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2348
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,976 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"- სამწუხაროდ, ოჯახში გაუსაძლისი მდგომარეობა მაქვს. ხანდახან თავის მოკვლასაც ვფიქრობ. ჩემი აზრით, მეტი გამოსავალი არ მაქვს, მინდა, ეკლესიაში წავიდე და მონაზვნად აღვიკვეცო. თქვენ რას მირჩევთ?
- რაც უნდა გაუსაძლისი მდგომარეობა გქონდეთ, მონაზვნად წასვლა გამოსავალი არ არის. ეს არ არის ცხელ გულზე მისაღები გადაწყვეტილება. მონაზვნობას სჭირდება შემზადება, თავდაპირველად ეკლესიაში სიარული, ქრისტიანულად ცხოვრება. მცირე ხნით მონასტერში წასვლაც. ამით გამოცდით საკუთარ თავს, რამდენად შესძლებთ ასეთ ცხოვრებას. ხოლო, ხართ თუ არა მზად მონაზვნობისთვის, დრო გიჩვენებთ". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th July 2025 - 04:38 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი