IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

231 გვერდი V « < 123 124 125 126 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Aug 13 2019, 11:09 AM
პოსტი #2469


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,979
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“მართლმადიდებლურ სამყაროში მონაზვნური და მონასტრული ცხოვრების აღორძინება და გავრცელება ღირსი მამა პახომის, ანტონი დიდის, მაკარი დიდის და ექვთიმე დიდის (III-IV სს.) სახელს უკავშირდება. სწორედ მათ შექმნეს პირველი დიდი მონასტრები.
მესამე საუკუნის ბოლოსთვის მონაზვნურ ცხოვრებას ზოგადცხორებულთა მონასტრის სახე არ ჰქონდა. მანამდე ასკეტი მოღვაწე მამები განმარტოებულად მსახურებდნენ და საკუთარ თავში ვნებების დათრგუნვასა და ღვთის მადლის მოძიებას ცდილობდნენ.”


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 14 2019, 10:37 AM
პოსტი #2470


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,979
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„რამდენიმე სიტყვით თვალი პახომი დიდის ცხორებასაც გადავავლოთ. ღირსი მამა წარმართთა ოჯახში დაიბადა, ქრისტიანობასთან შეხება არ ჰქონდა. ბავშვობაშიც კი ნაკერპავი საკვების მიმართ გაღიზიანებასა და უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავდა. ოჯახის წევრები და წარმართი ქურუმები ღირს მამას თავისიანად არ მიიჩნევდნენ. პახომი დიდი ღმერთმა გამოარჩია.

საერო განათლების მიღების შემდეგ სამხედრო სამსახურში დაიწყო მსახურება, სადაც 20 წლის ასაკში პირველად შეხვდა ქრისტიანებს. გაუკვირდა და გაუხარდა, რომ იხილა სათნო ცხოვრებით გამორჩეული ადამიანები. გადაწყვიტა, ქრისტიანი გამხდარიყო და თავიდანვე მონაზვნური გზა აირჩია. 10 წლის განმავლობაში ერთი სულიერი წინამძღოლის ზედამხედველობის ქვეშ ცხოვრობდა და მკაცრი, ასკეტური ცხოვრებით გამოირჩეოდა.

ბევრი რამ დათრგუნა ღირსმა მამამ საკუთარ თავში, მრავალი ბრძოლა გადაიტანა. ერთ დღესაც გამოეცხადა ანგელოზი, რომელმაც აუწყა, დაეტოვებინა ადგილი, სადაც მოღვაწეობდა და მონასტრის მშენებლობა დაეწყო. წინამძღოლის კურთხევით, იგი ამ საქმეს შეუდგა. მისი მოღვაწეობის შედეგად მონასტრების რიცხვმა 7-მდე მიაღწია. უამრავი ადამიანი შეიკრიბა მის გარშემო.

ამ საოცარი ადამიანის მიერ დაწყებული საქმე დაახლოებით 7 000-მა ადამიანმა გააგრძელა. კეთილი ანგელოზის გამოცხადებითა და უწყებით მან დაადგინა, როგორი წესით უნდა ეცხოვრათ მონასტრის წევრებს. მართალია, დღევანდელი მონასტერი ზუსტად არ იმეორებს მის მიერ მოცემულ წესებსა და კანონებს, მაგრამ თითოეული მონასტერი ამ სულისკვეთების მატარებელია. სხვა მრავალი წესის შემოღებასთან ერთად, მის სახელს უკავშირდება ასევე მოზავნებისათვის საერო სამოსელისგან განსხვავებული შესამოსელის დადგინება.”


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 15 2019, 12:11 PM
პოსტი #2471


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,979
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მონაზვნობა – ეს გახლავთ დიდი მსახურება ღვთის წინაშე. ადამიანმა თუ თვითონ არ განიცადა ეს მდგომარეობა, მისი არსის გადმოცემა და გაგება რთულია. უფალი ამბობს: “არა თქუენ გამომირჩიეთ მე, არამედ მე გამოგირჩიენ თქუენ და დაგადგინენ თქუენ, რაჲთა თქუენ წარხჳდეთ და ნაყოფი გამოიღოთ” (იოან.15:16). ეს მიანიშნებს, რომ მონაზვნური ცხოვრება ისევე, როგორც ეკლესიური ცხოვრება ჩვენ კი არ მოვინდომეთ, არამედ ღმერთმა მოგვიწოდა, გამოგვირჩია და იგია წინამძღოლი ამ გზაზე ჩვენთვის.

ნუ ვიტყვით, რომ ყველა მონაზონი ღვთისგან რჩეულია, რადგან ღმერთი არავის ნებას არ ეწინააღმდეგება, მან მოგვცა თავისუფალი ნება, მოგვანიჭა გონიერება და არ ერევა ჩვენს არჩევანში. რადგან არ დაგვავიწყდეს რას გვეუბნება უფალი: “რამეთუ მრავალ არიან ჩინებულნი და მცირედ – რჩეულნი” (მათ.22:14).

ადამიანი, რომელიც მონასტერში წასვლას მოინდომებს, მას ღმერთი არ გადაეღობება. შეიძლება გახდეს მონაზონი, მაგრამ, სამწუხაროდ, არის შემთხვევები, ზოგიერთი მათგანი ვერ ამართლებს თავის სახელს ისევე, როგორც ბევრი მორწმუნე და ეკლესიურად მცხოვრები ადამიანი."

/მამა დიონისე გვიმრაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 16 2019, 12:45 PM
პოსტი #2472


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,979
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბერ-მონაზვნები უფალთან სიახლოვეს გრძნობენ, ამიტომაც ირჩევენ ცხოვრების ამგვარ წესს და საკუთარ თავს უფალს უძღვნიან."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 17 2019, 11:10 AM
პოსტი #2473


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,979
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერის ცხოვრება ძალიან რთულია. ბერი არის ის ადამიანი, რომელიც არასდროს არის კმაყოფილი თავისი მდგომარეობით, თავისი თავით.

ბერი ის ადამიანია, რომელიც ცდილობს და ადის აღმასვლის კიბეზე.

ბერი ის ადამიანია, რომელიც არ არის კმაყოფილი წინა დღით და დღეს უნდა იყოს უკეთესი, ვიდრე იყო გუშინ.

ბერების ლოცვამ გადაარჩინა ქვეყანა და ეკლესია“

/ილია მეორე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 18 2019, 11:03 AM
პოსტი #2474


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,979
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„პოჩაევოს ლავრის მღვიმეში ორი წმინდანი განისვენებს: წმიდა მამა ამფილოქე, რომელიც 1970 წელს გარდაიცვალა და 2000 წელს წმინდანად შერაცხეს; და დიდი მამა იობი, რომელიც 12 წლის ასაკში უკვე მონაზონი იყო, 21 წლისა კი - იღუმენი“



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 19 2019, 12:04 PM
პოსტი #2475


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,979
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"-მამა დიონისე, ყველა მონაზონი ღვთის რჩეულია? რა მიზეზით ირჩევენ ადამიანები მონასტრული ცხოვრების გზას?


-წმიდა მამები ამ თემას ძალიან ფრთხილად ეკიდებიან და მონასტერში წასვლის მსურველთ აფრთხილებენ, რომ მთავარია მონასტერში წასვლის სურვილი კარგად გამოვიძიოთ.

წმიდა იოანე კიბისაღმწერელი მონასტერში წასვლის მსურველებს სამ ნაწილად ყოფს. ერთი ნაწილი ადამიანებისა მონასტერში ერის ცხოვრებაში ჩადენილი დიდი ცოდვების მიზეზით მიდის; მონასტერში წასვლითა და ცოდვებისგან განრიდებით ღვთის სასჯელისგან თავის არიდებას ფიქრობენ. წმიდა მამა ასეთ ადამიანს მრავალგზის დამწვარ საკმეველს ამსგავსებს. ნახშირზე დადებული საკმეველი იწვის, საამო სურნელს აფრქვევს, მაგრამ კვამლად იქცევა და სულ ქრება, კარგავს თავის უნარს. შესაბამისად, ადამიანიც, რომელიც მონასტერში ცოდვებისგან გაქცევის მიზნით მიდის, ღირსეული მონაზონი ვერ გახდება. შესაძლოა მას მონასტერში ცხოვრების გამო ამ ცოდვებთან შეხება აღარ ჰქონდეს, ამიტომ მათ გამო გამოწვეული პირველადი შიშიც გაქრეს, ყველანაირად სიზარმაცეს მიეცეს და საბოლოოდ მიზანიც დაკარგოს. ამიტომ ასეთ მონაზონს ხშირად ტანჯვა-წამებად ექცევა მონაზვნური ცხოვრება და ცდილობს, გაუძლოს იმ წლებს, რაც სიცოცხლის ბოლომდე დარჩენია. ასეთ დროს, მხურვალების შენარჩუნების აუცილებელ პირობად, წმიდა მამა მუდამ გლოვასა და სიკვდილის ხსოვნას ასახელებს, რაც ურთულესი საქმეა.

თუ ამ მაგალითს გავითვალისწინებთ, მივხვდებით, როგორც ერში მცხოვრებ მორწმუნე ადამიანებში, ასევემონაზვნებშიც ბევრი ისეთი მაგალითია, რომელიც ჩვენთვის სანიმუშოდ ვერ გამოდგება. მაგრამ მათი განსჯის უფლება არ გვაქვს. პირიქით, ამ ყოველივესგან გარკვეული გაკვეთილი და სიბრძნე უნდა მივიღოთ.
სამაგიეროს მიღება – ეს არის მონასტერში წასვლის მეორე მიზეზი. ანუ ფიქრობენ, თუ ღმერთს ემსახურებიან, ლოცვაში იქნებიან, ღმერთი მათ ამ სიკეთეს დაუფასებს და სამოთხეში მოხვედრის ღირსნიც გახდებიან. წმიდა მამა ასეთ ადამიანს ერთ უცნაურ შემთხვევას ადარებს: ვირი, რომელიც ხედავს რა გასამრჯელოს, წისქვილის ქვას ატრიალებს და ერთ ადგილს ტკეპნის. ეს არის ნიმუში იმისა, რომ ადამიანი არ უნდა ელოდებოდეს სამაგიეროს და ამის გამო არ უნდა ცხოვრობდეს მონაზვნურად. იგივე ითქმის ერის ადამიანებზეც. ასეთი საქციელიც არ არის უფლისთვის მოსაწონი.


წმიდა მამა მონასტერში წასვლის მესამე მიზეზად ღვთის სიყვარულს ასახელებს. ვისაც ამგვარი სანატრელი ცეცხლი მოუპოვებია, მონასტერში ცხოვრების პერიოდში უფრო მეტად უძლიერდება მოშურნეობა. შესაბამისად, არც ნაყოფი აყოვნებს: სულიერი განვითარება, მადლის მოპოვება და მოუკლებელი სიყვარული.


საბოლოოდ წმიდა იოანე ასეთ რამეს ამბობს: “თუ ამ სამიდან არც ერთი არ იყო მათი განზრახვის მიზეზი, მაშინ ამ უკანასკნელთა სოფლიდან გასვლის მიზეზი უგუნურება ყოფილა.” ამდენად, ძველთაგანვე წმიდა მამები გვაფრთიხლებენ, ეს ნაბიჯი დაუფიქრებლად არ გადავდგათ.

მიუხედავად ამგვარი გაფრთხილებისა, იგივე წმიდა მამა იოანე სინელი მიიჩნევს, რომ შესაძლოა დაუფიქრებლობით გადადგმული ნაბიჯიც კი საბოლოოდ დიდი სიკეთის მომტანი გახდეს. “ნურც მათ ვაძაგებთ, რომლებსაც რაიმე იძულებისა და გაჭირვების გამო დატოვეს სოფელი; რადგან მინახავს მიწაზე შემთხვევით დავარდნილი თესლი, რომელიც აღმოცენდა, გაიხარა და უხვი ნაყოფი გამოიღო; სხვა კი საგანგებოდ დათესეს და უნაყოფო აღმოჩნდა”-ამბობს წმიდა მამა.

თუმცა, ამგვარი შემთხვევები იშვიათი გამონაკლისია. ამიტომ გამართლების პრინციპით არ უნდა ვიხელმძღვანელოთ მონაზვნური ღვაწლის შედგომისას."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 20 2019, 12:36 PM
პოსტი #2476


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,979
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„სასიხარულოა, როცა ადამიანს აქვს ღრმა რწმენა, ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოება და ბერულ ღვაწლში უფალს და მოყვასთ სიყვარულით და კეთილი საქმეებით ემსახურება“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 21 2019, 10:32 AM
პოსტი #2477


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,979
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„პოჩაევოს ლავრაში მონაზონმა იობმა იპოვა კლდეში პატარა ხვრელი, რომლის ზომებია დაახლოებით: სიგანე 40 სმ, სიმაღლე - 70 სმ. ამ ხვრელით ჩადიოდა პატარა მღვიმეში, სადაც ლოცვაში ღამეებს ათევდა. მისი გარდაცვალების შემდეგ ეს ადგილი წმინდად მიაჩნიათ. თითქმის ყოველდღე იქ ძალიან ბევრი სასწაული ხდება.

შაბათს ესწრებია ლოცვას, ხოლო კვირას წირვის შემდეგ შეუძლიათ ჩავიდნენ ამ წმინდა ადგილზე და მოილოცონ. ბევრი ადამიანი ჩადის იქ და თავისუფლად ამოდის. ზოგი კი იჭედება ხვრელში და იძულებული ხდება, ისევე მღვიმეში ჩაბრუნდეს, სანამ მღვდელი არ ჩავა და აღსარებას არ ათქმევინებს“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 22 2019, 12:24 PM
პოსტი #2478


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,979
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ - დღეს მონასტერში წასვლის სურვილი მიმბაძველობითაც უჩნდებათ…

- დიახ, ამგვარი ტენდენცია გარკვეულწილად მართლაც შეიმჩნევა. დღეს მორწმუნე საზოგადოებაში დიდი პატივისცემით ეკიდებიან მონაზვნებს. ხშირად გვსმენია, მონაზონთა ხოტბის შესხმის რეალური თუ გადაჭარბებული მაგალითები, რითაც უნებურად მსმენელში მონაზვნობის ფარულ სურვილს აღვძრავთ. ხშირად ამგვარი სურვილი გაუაზრებლად, საკუთარი რეალური შესაძლებლობების გათვალისწინების გარეშე და რაც ყველაზე სამწუხაროა, მზაკვრული პატივმოყვარეობითაა განპირობებული. ამიტომ, საქმე შეიძლება ნაჩქარევ გადაწყვეტილებამდე მივიდეს.“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 23 2019, 11:02 AM
პოსტი #2479


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,979
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„იოანე კიბისაღმწერელი ამბობს, რომ მონაზონი – ეს არის ჯარისკაცი, რომელიც მიდის ძალიან მძვინვარე ომში და მისი მოწინააღმდეგე ძლიერი მტერია. თუკი ჯარისკაცი, ანუ მონაზონი წავა ამ ომში და ძალიან მალე დამარცხდება, მოკვდება, მაშინ ყველა, ვინც მის მაგალითს დაინახავს, მის გზაზე წასვლას აღარ მოინდომებს.

ე.ი. მონაზონი არის სახე მიწიერი ანგელოზისა, თუ ის ვერ ასრულებს ამ ანგელოზის მსახურებას და ვერ მიემსგავსება მას, მაშინ არავის გაუჩნდება მონასტერში წასვლის სურვილი. ასევე, ეკლესიის წიაღში მყოფი ადამიანები ყველასთვის მაგალითს უნდა წარმოვადგენდეთ, რათა ტაძარში სიარულის სურვილი სხვასაც გავუღვივოთ“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 24 2019, 12:45 PM
პოსტი #2480


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,979
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- როგორ მივხვდეთ, რომ ჩვენი მონასტერში წასვლა ღვთის მოწოდებაა?

-უკვე განვიხილეთ ის მიზეზები, რომელთა გამოც მონასტერში წასვლა მოსაწონი არაა. ჩვენს სურვილთან ერთად თუ ღმერთის მოწოდებაც იქნება, ადამიანი აღარაფერზე იდარდებს და ამ წუთისოფელსაც ადვილად განერიდება. მონასტერში წასული პიროვნება თუ აღმოაჩენს, რომ დროის სვლასთან ერთად, შინაგანად თავისუფლდება და მსუბუქდება, სიხარული და მონდომება უძლიერდება, მაშინ მან მიაგნო ღვთის ნებასა და საკუთარ სამყოფელს. თუ აღნიშნული პროცესი არ მიმდინარეობს, მაშინ ჩვენი ადგილი მონასტერში არაა.

ზოგადად, უნდა გავითვალისწინოთ, რომ პრობლემებისგან გაქცევის მიზნით ამ გადაწყვეტილების მიღება გამოსავალი არაა. ღმერთმა უნდა აანთოს ჩვენში მონაზვნური ცხოვრებისაკენ სწრაფვის სურვილი. თუკი ადამიანი იმ ჯვრის ტვირთვას შეეცდება, რაც ღმერთს მისთვის არ აქვს განკუთვნილი, მთელ ცხოვრებას ტანჯვად და წამებად იქცევს. ყველამ უნდა გამოვიძიოთ და შემდეგ მადლიერებით ვიტვირთოთ ჩვენთვის განკუთვნილი ჯვარი, რომლის ზიდვასაც შევძლებთ. სამწუხაროდ, მას ხშირად ხელოვნურად თავად ვამძიმებთ იმის ფიქრით, რომ მძიმე ჯვარი გვერგუნა. ამის გამო ვვარდებით გმინვასა და დრტვინვაში, მწუხარებასა და მოწყინებაში.

აღნიშნული საუბრის შემდეგ შეგვიძლია დავასკვნათ შემდეგი: მონაზვნობის მსურველმა სიღრმისეულად უნდა გამოიძიოს გულის წადილის მიზეზი, გაარკვიოს საკუთარი შესაძლებლობები და ღვთის მოწოდება, რათა არ აღმოჩნდეს გამოუვალ მდგომარეობაში. თუმცა წმ. იოანე ზემოთ თქმულ წინაპირობათა გაუთვალისწინებელ შემთხვევაშიც კი საბოლოოდ ჩვენი მოღვაწეობისა და მონდომების შედეგად ღვთისაგან მოწყალების მიღების იმედს არ გვიკარგავს და ამბობს: “თუმცა კეთილი მეუფე ყოველი საქმის დასასრულს ელოდება, თუ როგორი იქნება ის”.

იგივეს მიგვანიშნებს ორი ძის შესახებ სახარებისეული იგავიც. მამისაგან ორივეს ერთნაირი მოწოდება ჰქონდათ; ერთმა თავიდან უარი განაცხადა, მაგრამ მაინც წავიდა სამოღვაწეოდ, ხოლო მეორემ თავდაპირველი თანხმობის მიუხედავად, მაინც აარიდა თავი შრომას. ამ ორთაგან მხოლოდ პირველი ძე გახდა მამის ნების გამომხატველი. ეს იმას ნიშნავს, რომ ღვთისგან მოწოდებაც კი ჩვენი მოღვაწეობის გარეშე არაფერს ნიშნავს. ხოლო თავდაპირველ უდებებას ფარავს ჩვენი ქმედითი მონდომება.

ღმერთმა ყველას მოგვცეს უნარი, გამოვიძოთ, რომელია ჩვენი ჯვარი და მერე ღირსეულად, მადლიერებით და უდრტვინველად გვეტარებინოს იგი."

/მამა დიონისე გვიმრაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 25 2019, 12:25 PM
პოსტი #2481


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,979
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“მონაზვნობა დიდი სიხარული და ბედნიერებაა. მონაზონი ლოცულობს თითოეული ადამიანის სულის გადასარჩენად, სამშობლოს კეთილდღეობისა და მშვიდობისთვის.”


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 26 2019, 12:48 PM
პოსტი #2482


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,979
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“მონასტრული ტიბიკონის მიხედვით, მონასტრის წევრს არ უნდა ჰქონდეს ზედმეტი ნივთები. მონასტრის წევრებს ეკრძალებათ საკუთარი ფულის ქონა. თუ აქვთ, უნდა ჩააბარონ იკონომოსს ან აღნიშნონ, რისთვის აქვთ განსაზღვრული იგი და მხოლოდ კურთხევის შემდეგ გამოიყენონ.”




--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 27 2019, 11:57 AM
პოსტი #2483


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,979
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თუ ღვთისმოსავი მოდიხარ მონასტერში და უფალი გიყვარს, მის მცნებებს ასრულებ, არ ჭირს დობის წევრებს შორის ურთიერთობა. ახლობლებთან კავშირი იშვიათად უნდა იქონიო. ყველაზე წინ მონასტრის დობა დგას. პირადი მორჩილების შესრულების შემდეგ ერთმანეთს ვეხმარებით ხოლმე. მონასტერი თავშესაფარი არ არის. აქ ღვთის სიყვარულმა უნდა მოგიყვანოს."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 28 2019, 12:32 PM
პოსტი #2484


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,979
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“რატომ მოვედით მონასტერში? იმიტომ, რომ სიყვარულია ღმერთში ჩაქსოვილი. სიყვარული გადაგაჩვევს ცუდ ზნე-ჩვეულებას. თუ დას გული დასწყვიტე, თავი უნდა დაიდანაშაულო და მას პატიება სთხოვო, თანაც სიკეთით უპასუხო. არქიმანდრიტი ვიტალი ამბობს, თორმეტი მეტანია გაუკეთე იმ ადამიანს, რომელსაც აწყენინე და რომელმაც გაწყენინა და 150-ჯერ თქვი "ღვთისმშობელო ქალწულოს" ლოცვაო. ვისურვებდი, ამ ქვეყანაზე ბოროტება წაშლილიყოს და ყველას გვიყვარდეს ერთმანეთი”.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 29 2019, 11:26 AM
პოსტი #2485


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,979
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მონასტერში მთავარია სიყვარულით, უდრტვინველად შევასრულოთ მორჩილება, რასაც უფალი იწირავს."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 30 2019, 11:35 AM
პოსტი #2486


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,979
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ადამიანი იოლად როდი ხდება მონაზონი. მონაზონი უნდა იყოს გინებული, აბუჩად აგდებული, განცდილი; უნდა დაეცეს, ადგეს, ადამიანი გახდეს. ეს დედის კალთის ქვეშ ყოფნა როდია. განა შესაძლებელია, განა სმენია ვინმეს, რომ ადამიანი მონაზონი გამხდარიყოს დედისაგან მოუშორებლად."

/იოსებ ათონელი/




--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 31 2019, 11:58 AM
პოსტი #2487


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,979
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“თუ ადამიანები არ გიყვარს, მონასტერში ვერ გაძლებ.”


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 1 2019, 12:38 PM
პოსტი #2488


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,979
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"არ წახვიდეთ მონასტერში, თუ თქვენ მთლიანად ვერ იმორჩილებთ გულს, იმიტომ რომ აუცილებლად დამარცხდებით."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

231 გვერდი V « < 123 124 125 126 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 13th July 2025 - 12:01 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი