IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

231 გვერდი V « < 125 126 127 128 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Sep 22 2019, 12:09 PM
პოსტი #2509


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,980
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მორჩილი ოთარი (მხეიძე):

„- მადლობა ღმერთს, რომ უფალმა მონასტერში მომიყვანა. დაახლოებით ოცი წლის წინ ბიძაჩემმა, რომელიც სასულიერო პირია, წმინდა ნინოს გზაზე წამიყვანა. მაშინ 12-13 წლის ვიყავი. ძალიან გამაკვირვა იმ ცხოვრებამ, მთაში მოვხვდით და ტაძრის ეზოში გვიწევდა ღამისთევა. ეს ბავშვური შეხედულება ხშირად მახსენებდა თავს და მონასტერში წასვლის სურვილი მიძლიერდებოდა. დედასაც სურდა სასულიერო პირი ვყოფილიყავი, მაგრამ ერში.

როცა პირველად მოვედი წმინდა სტეფანე ხირსელის მონასტერში, მწუხრის ლოცვა იყო, ძალიან თბილად მიმიღეს, მატრაპეზეს, დამაბინავეს. ჩემი მონასტრული ცხოვრება ძალიან მონდომებით დაიწყო. ერული ცხოვრებისგან განსხვავებით, აქ სიმშვიდე ვიგრძენი. აღარ მინდოდა ერში დაბრუნება. შემიყვარდა ლოცვაზე დგომა, აღსარების ჩაბარება. ვგრძნობდი დიდ სითბოს მონასტრის ძმებისგან, რომლებიც ძალიან მეხმარებოდნენ. ვმადლობ უფალს, რომ ჩემი ოცდარვა წლის ცხოვრების შემდეგ დარჩენილი სიცოცხლის წლები მონასტერში უნდა ვიცხოვრო.“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 23 2019, 11:59 AM
პოსტი #2510


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,980
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"განმარტოვებული ყოფნა სულიერ განძს აგროვებს, მასთან განშორება კი - სადღაც გაფანტავს მას."

/წმიდა ტიხონ ზადონელი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 24 2019, 11:28 AM
პოსტი #2511


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,980
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ღვთის შეწევნითა და კურთხევით, ჩვენ ისეთ ცხოვრებას ვიწყებთ, რაზეც მამები ამბობენ - ანგელოზთა სადარი და მტრისა განმაცოფებელი გზა ეკლიანი და ვიწრო უსისხლო მოწამეობის - მორჩილების. "მე გამოგირჩიეთ და არა თქვენ, - ამბობს უფალი, - რომელიც შემომიდგეს, ბნელსა არა ვიდოდეს"... განსაცდელი მრავალია, ბრძოლა - ძნელი. მხედართმთავარი უძლეველი გვყავს - ქრისტე. მას უერთგულე. ჯილდო ერთია, ბრწყინვალე, მათთვის, ვინც დაითმენს"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 25 2019, 11:40 AM
პოსტი #2512


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,980
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონასტერი ცოცხალი ორგანიზმია, ერთობაა მრავალი სულისა ერთ სხეულში“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 26 2019, 11:28 AM
პოსტი #2513


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,980
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"არა მხოლოდ გარეგნულად, არამედ - შინაგანად და საქმითაც მონაზონი ანუ განმარტოვებული იყავი."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 27 2019, 12:59 PM
პოსტი #2514


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,980
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთხელ, როცა [მამა თეოფილე მმარხველი] ავად გახდა და სალონიკის საავადმყოფოში მოათავსეს, ექთნებმა მისი დაბანა მოისურვეს. უარი უთხრა: "ბოლოს თავი 37 წლის წინ დავიბანე და ახლა ჩემი მამის კურთხევა უნდა დავარღვიო და ვიბანაოო? არა, თანახმა არ ვარო!"



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 28 2019, 11:33 AM
პოსტი #2515


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,980
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზონი ორჯერ არის მონათლული. პირველი ნათლისღებისას წინაპართა ცოდვებს მოშორდა, მეორეთი კი ჭვრეტის სიმაღლეზე ავიდა“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 29 2019, 11:59 AM
პოსტი #2516


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,980
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„დაყუდებულობის თემას დიდსქემოსან მარიამის [ძაკუ ივანეს ასული ძიძავა] გახსენების გამო შევეხე. მაშინ ასაკის სიმცირის მიზეზით, რა თქმა უნდა, არაფერი გამეგებოდა, მაგრამ ის კი კარგად მახსოვს, დედას რომ პირველად ვკითხე, ძაკუ ცირა ოთახიდან რატომ არ გამოდის-მეთქი, არც ის დამავიწყდება, რა სერიოზულად დამიწყო ბალღს ახსნა, რომ ის უფლის წინაშე დადებული პირობის გამო აივანზე ვერ გამოვიდოდა.“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 30 2019, 12:11 PM
პოსტი #2517


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,980
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზვნისთვის მთავარი საქმე სულიერი, დაფარული ღვაწლია, საკუთარ ცოდვებზე ტირილია“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 1 2019, 11:38 AM
პოსტი #2518


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,980
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბერმონაზვნური ცხოვრება მსხმოიარე ხეა, რომლის ფესვი სიყვარულია, ხოლო საზრდო - მონანიების ცრემლები."

/ბერი იერონიმე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 2 2019, 12:09 PM
პოსტი #2519


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,980
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მონაზონი როცა ლოცულობს, ყოვლადმოწყალე ღმერთის გარდა, არაფერზე უნდა იფიქროსო"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 3 2019, 10:35 AM
პოსტი #2520


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,980
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„კეთილკრძალული მონაზვნები“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 4 2019, 10:53 AM
პოსტი #2521


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,980
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



წმინდა მღვდელმთავართა კალიველი მამა ნექტარიოსი

„წმინდა მღვდელმთავართა კალივაში ახალგაზრდა მორჩილი ჰყავდათ, ნექტარიოსი. მისი მოძღვარი რუმინეთში დაიბადა და მდუმარებით გამოირჩეოდა.

სკიტელმა მამებმა, რომელთაც სულთა განხილვის ნიჭი მოიპოვეს, გადაწყვიტეს, ნექტარიოსი შეემოწმებინათ - შეეტყოთ, "მის კასრში ტკბილი ღვინო ესხა, მჟავე თუ ჩვეულებრივი".

ერთხელ მამა თეოდოსი რამდენიმე სხვა მონაზონთან ერთად ნავმისადგოისკენ გაემართა, მათ შეუერთდა მამა ნექტარიოსიც. მამებმა ჩათვალეს, რომ მისი გამოცდის დრო დადგა. მამა თეოდოსიმ უთხრა: "მამა ნექტარიოს, შენ ჩვენზე ახალგაზრდა ხარ,შეგიძლია ფეხით წახვიდე კარიესამდე და შენი ნაკეთობები ჩანთით წაიღო, ჩვენ კი დავბერდით, თანაც ბევრნი ვართ და ნავში შენი ადგილი აღარ არის".

მამა თეოდოსი წინადაცვეთის კალივიდან იყო. მამა ნექტარიოსმა თავის დაცვა და წინააღმდეგობა დაიწყო. მაშინ მამებმა თავი გადააქნიეს - შენს კასრში ღვინო მთლად დაძმარებულაო. მამა ნექტარიოსი მიხვდა, ეს რასაც ნიშნავდა, დავარდა მიწაზე და ყველას წინაშე შეინანა.

მათ უთხრეს, - ვფიქრობდით, რომ თავს დუმილს აიძულებდი, ახლა თუ მიხვდი, რომ ენა გესლიანი გაქვს და შხამი კეთილი გულისთქმების სიტკბოებით უნდა განაზავოო. მამა ნექტარიოსმა მადლობა გადაუხადა მამებს, რომლებიც მას ვნების შეგრძნებაში დაეხმარნენ. მას მერე იგი თავს მონაზვნური ღვაწლის აღსრულებას აიძულებდა და ცდილობდა, გული ყველაზე უმნიშვნელო ვნებისგანაც კი განეწმინდა. კითხულობდა ღირსი იოანე დამასკელის "საგანძურს". მცირე ხანს ეძინა, ღამისთევის ლოცვის მერე უბრალო დაფაზე წვებოდა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს შესთხოვდა, ამ მიწიერი ცხოვრებიდან ათონელ მამათა ხსენების დღეს გაეყვანა.

მართლაც ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ლოცვაში ითხოვდა. სწორედ ამ სასურველ დღეს ღამისთევის მერე გაემგზავრა იგი ზეციურ სავანეში. მთელი ცხოვრება მდუმარების მადლმოსილი ნიჭი განამშვენებდა, რომლის წყალობითაც ვერანაირი საცდური ვერ შეაწყენდა“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 5 2019, 12:02 PM
პოსტი #2522


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,980
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ჭეშმარიტი მონაზონი თავის წინ ჭვრეტს გამოცხადებულ უფალს, რომელსაც სურს, ყველას წმინდა ანგელოზად ხედავდეს“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 6 2019, 11:05 AM
პოსტი #2523


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,980
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერ-მონაზონი არის ეკლესიის „ძარღვი და ნერვი“, „მარილი მიწისა და ნათელი ქვეყნისა“, „მაგალითი და მტკიცე დასაყრდენი“, „სინათლე ბნელში მყოფთათვის“.

/თეოდორე სტუდიელი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 7 2019, 12:16 PM
პოსტი #2524


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,980
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ყოველთვის, როდესაც მეუდაბნოის კელიაში შედიხარ, თვინიერების გრძნობა უნდა გეუფლებოდეს. რა იყავი, ისიც უნდა დაივიწყო და რას წარმოადგენ, არც ის უნდა გახსოვდეს. ქედმაღლისა და ეგოისტის გზა კელიისკენ არ მიდის“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 8 2019, 11:41 AM
პოსტი #2525


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,980
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„როგორ მონასტერშიც არ უნდა მოხვდე, პირველი, რასაც შემოგთავაზებენ მონასტრის ხატების თაყვანისცემა იქნება და რასაც გიწყალობებენ, შესაძლებლობა მოგეცემა ემთხვიო ტაძარში არსებულ წმინდა ნაწილებს“



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 9 2019, 11:32 AM
პოსტი #2526


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,980
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ - თქვენ საიდან ხართ?

- მე სოხუმელი ვარ. რუსეთში გაზრდილი. მონასტრულმა ცხოვრებამ რომ დამაინტერესა, საქართველოში 2013 წელს ჩამოვედი. რამდენიმე მონასტერი მოვიარე და მერე აქ დავფუძნდი. საბოლოოდ მივხვდი, ბერობის იქით გზა არ მაქვს. ღმერთმა გოგნის მონასტერში მომიყვანა. 5 წელია, აქ ვარ“.

/მორჩილი გაბრიელ ქარჩავა/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 10 2019, 12:34 PM
პოსტი #2527


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,980
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



უცნობი წმინდანები და მეუდაბნოენი

"ლავრასა და კავსოკალივას შორის რაიონში მრავალი წელი ცხოვრობდა მოხუცი ბერი პანარეტი. გადაწყვიტა, ხორციელი ღვაწლისთვის თავისი კალივის წინ პატარა ბაღი გაეშენებინა, რომლის ნაყოფნიც ერთგვარად ანუგეშებდა ამ მკაცრ უდაბნოში.

მრავალი წელი გავიდა შრომასა და ღვაწლში. ერთ დღეს მისი წერაქვი რაღაც ფილას მოხვდა. დიდი გაჭირვებით ასწია ქვა - ქვეშ აკლდამა აღმოჩნდა, შიგ გაუხრწნელი წმინდა ნაწილნი ესვენა. სამღვდელო სამოსით შემოსილი განსვენებული თითქოს გუშინ დაეკრძალათ და საკვირველ, ენით აუწერელ სურნელებას აფრქვევდა.

მამა პანარეტი აქ ნახევარი საუკუნე მოღვაწეობდა და არ გაეგონა, ამ ადგილას ვინმე დიდ მეუდაბნოეს ეცხოვრა, როგორიც უეჭველად იყო აკლდამაში დასვენებული წმინდანი.

"წმინდაო ღვთისაო, გამომიცხადე, ვინ ხარ და რამდენ წელს ცხოვრობდი ამ უდაბნოში. გმადლობ, რომ ღირსმყავ მე უღირსი და შენი სიწმინდე მახილვე", - ცრემლმორეული შეჰღაღადებდა განსვენებულს.

ბერმა მთელი ღამე ილოცა, უნდოდა, დილით ეს ამბავი ლავრაში შეეტყობინებინა. განთიადისას ჩაეძინა. ძილში ეს წმინდანი იხილა, რომელმაც მკაცრად ჰკითხა, - ამბა, რას აპირებო.

- წმინდაო ღვთისაო, მინდოდა, ლავრაში წავსულიყავი, რათა იქ წამესვენებინე, ვინაიდან აქ მივიწყებული და უპატიოდ ხარ, - უპასუხა თრთოლით.

- მათთან ერთად არ გვიმოღვაწია!.. მე აქ ორმოცდაათ წელზე მეტხანს ვმოღვაწეობდი. გთხოვ, ძველ ადგილას დამასვენო, კუბოს ფილა დააფარე და სანამ ცოცხალი ხარ, ნურავის ეტყვი.

მამა პანარეტი ასეც მოიქცა. განმარტოებული ცხოვრება განაგრძო და მუდამ ევედრებოდა უცნობ წმინდანს. სიბერეში კავსოკალივაში გადასახლდა. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ეს ამბავი მამებს მოუთხრო, თუმცა არ გაუმხელია საფლავის ადგილი.“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 11 2019, 01:02 PM
პოსტი #2528


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,980
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„თაბორის ნათლის ჭვრეტის გამო ბერს ფერცვლილი თვალები აქვს და ეს ნათელი მოწმობაა ცვლილების მადლმოსილებისა“



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

231 გვერდი V « < 125 126 127 128 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 13th July 2025 - 02:42 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი