IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

231 გვერდი V « < 131 132 133 134 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Jan 20 2020, 02:58 PM
პოსტი #2629


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,991
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბერ - მონაზვნობა პირველ ფაზაში - ფარული ვნებების გამჟღავნების მეთოდია, შემდეგ კი - სამკურნალო აღზრდის სახე, ბოლოს - ხორციელდება სათნოება და იწმინდება გული."

/ათონელი ბერი გაბრიელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 21 2020, 11:54 AM
პოსტი #2630


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,991
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მონაზვნობა განწმენდილი ხორცი, წმინდა ბაგე და განათლებული გონებაა."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 22 2020, 12:09 PM
პოსტი #2631


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,991
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ბერი ეფრემ ფილოთეველი


„ჩემი ცხოვრება ბერ იოსებ ისიხასტთან“


ბავშობა

"ბერი იოსების სამშობლო კიკლადის არქიპელაგის პატარა, მშვიდი კუნძული პაროსია. განთქმულია მონასტერ ლონგოვარდით და დედოფალ ელენეს მიერ მეოთხე საუკენეში აგებული სტოვრატის ღვთისმშობლის ტაძრით. ეგეოსის ზღვაში მდებარე ამ კუნძულზე ერთი ქალაქი და რვა სოფელია. კუნძულის ცენტრში, პატარა სოფელ ლევკიში დაიბადა ბერი იოსები.

ამავე სოფელში, 1871 წ. დაიბადა დედამისი, მარია. 17 წლის დაქორწინდა მისსავე თანატოლ ლეონარდ ზუმისზე, რომლის მშობლებიც ოდესიდან იყვნენ გადმოსახლებულნი. მათ შეეძინათ ვაჟი მიხაილი და კიდევ ერთი ბავშვი, რომელიც მალევე დაიღუპა. 2 წლის შემდეგ ლეონარდიც გარდაიცვალა. მარია მეორედ დაოჯახდა 4 წლით უფროს, ღარიბ, გაუნათლებელ, უაღრესად კეთილშობილ და მოკრძალებულ მიწათმოქმედზე - გიორგი კოტისზე. მამის კეთილი თვისებები მემკვიდრეობით დაჰყვათ შვილებსაც. მძიმე პირობებისა და სამედიცინო დახმარების უქონლობის გამო ცხრა ბავშვიდან სამი მალევე გარდაიცვალა. მომდევნო გოგონებს დაარქვეს: ერგინა და მარუსო. 1897 წ. ორ ნოემბერს შეეძინათ ვაჟი ფრანცისკი, შემდეგში - ბერი იოსები. მომდევნო სამ ვაჟს დაარქვეს: ემანუილი, ლეონარდი და ნიკოლაი (ბერობაში - ათანასე). მალევე, ორმოცი წლის ასაკში მათი მამა გარდაიცვალა.

სოფლის ბიბლითეკის პირდაპირ მდებარე პატარა სახლის ქვის რვასაფეხურიანი კიბით შეხვიდოდით ორ პატარა ოთახში, ზომით 3.5x2.5 მეტრზე. პირველი მათგანი დიდი ფანჯრით სტუმრების მისაღებიც იყო და მშობლების საძინებელიც, მეორეში კი - სამზარეულო და ბავშვების საძინებელი. აქ 17 წელი გაატარა ფრანცისკმა, მშობლებთან და ექვს და-ძმასთან ერთად. მოთმინებით და ურთიერთსიყვარულითიტანდნენ სიძნელეებს და სივიწროვეს. ამ სახლში ახლა მომცრო სავაჭროა."

/გაგრძელება იქნება/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 23 2020, 01:16 PM
პოსტი #2632


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,991
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ერში

"ბერი იოსების დედას - ჭეშმარიტად მორწმუნე ადამიანს ხილვები ჰქონდა ღვთის მსახურებისა და ტაძრის დასუფთავების დროს, მაგრამ უბრალო და ფაქიზი სულის მქონეს ეგონა, რომ მათ ყველა ხედავდა. ერთ-ერთი მათგანია: მტირალი ფრანცისკის გვერდით მწოლიარე დედამ შეამჩნია, რომ სახლის სახურავი გაიხსნა და გამოჩნდა მშვენიერი ახალგაზრდა. მის სხივმოსილებას მარიამ თვალი ვერ გაუსწორა. ანგელოზი ახალშობილს დაფით ხელში მიუახლოვდა და მისი სახელი ჩაიწერა. შეშფოთებულმა და გაკვირვებულმა დედამ კითხა:

- რას აკეთებ? რატომ ჩაიწერე ჩემი ვაჟის სახელი?

- ჩავიწერე, რადგან მეუფეს სჭირდება.

- არა! ვერ წაიყვან, ჩემია!

- გეუბნები, უკვე ჩავიწერე.

ორი ახალშობილის დაკარგვის მწარე გამოცდილების მქონე დედამ იფიქრა, ფრანცისკიც მალე მოკვდებაო და ანგელოზის გახსნებისას ხშირად ტიროდა. ბავშვი კი გაიზარდა და მარია მიხვდა ხილვის მნიშვნელობას: ციური მეუფე მას ბერული ომისკენ მოუწოდებდა. მეორეჯერ, მან ფრანციკს გაუზიარა ჯოჯოხეთის ხილვის საშინელება, სადაც ადამიანები ლობიოსავით იხარშებოდნენ, ზედაპირზე ამოდიოდნენ და კვლავ იძირებოდნენ...

ცოდვილობის განცდისა და თვითგაკიცხვის ღვთივსულიერი ნიჭი მარიას შვილებსაც დაჰყვათ. ალბათ ამით აიხსნება, მათი საოჯახაო ფოტოების ნაკლებობა. თვითონ გაურბოდა ფოტოგრაფირებას და შვილებსაც ამასვე ურჩევდა. დედისა და ფრანცისკის თითო ფოტოა შემორჩენილი."

/გაგრძელება იქნება/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 24 2020, 01:10 PM
პოსტი #2633


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,991
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბავშვი ძალიან ხალისიანი, გონიერი და დამჯერი იყო. მისი ცელქობით გაბრაზებული მამის მუქარაზე: „უნდა გაგლახოო“ არც ეურჩებოდა, არც გაურბოდა და არც ყვიროდა, არამედ მორჩილად თავდახრილი მიდიოდა მამასთან. ამ საქციელით გულმომბალი, მორწმუნე და გულკეთილი მამა ამბობდა: „მაგ თვინიერების გამო შენი დასჯის სურვილს ვკარგავო“.

იმ ეპოქაში ერის ადამიანები ძალიან ღვთის მოსავნი იყვნენ. ბერი იხსნებეს: „პატარებს გვარიგებდნენ, დიდმარხვაა ბევრი არ იცინოთ, არ იცელქოთ - წმინდა პერიოდიაო“.

1904 წ. ფრანცისკი დაწყებითი სკოლის პირველ კლასში შევიდა, მისი მასწავლებელი ფლორინის ცნობილი მიტროპოლიტის, ავგუსტის დედა სოფია პემპსიადუ - კანდიოტუ იყო. ამ სკოლის სწავლების მეთოდიკა ურთიერთგანათლება ყოფილა. ყველა კლასის მოსწავლე ერთ აუდიტორიაში იჯდა და უფროსკლასელები უმცროსებს ეხმარებოდნენ.

ამას მარტივი ახსნა აქვს: სასოფლო თემს სკოლისთვის შენობები არ ჰყოფნიდა. ფრანცისკი საზრიანი და ნიჭიერი მოსწავლე იყო, სკოლაშივე ამზადებდა გაკვეთილებს. სკოლის არქივის ჟურნალიდან ირკვევა, რომ ფრიადოსანია. სწავლის გაგრძელების საშუალება რომ ჰქონოდა, მაღალ საზოგადოებრივ მდგომარეობას მიაღწევდა. მაგრამ მეოთხე კლასელს მამა გარდაეცვალა და ოჯახის დასახმარებლად სწავლა მიატოვა.

დასავლეთელი მოგზაურების გადმოცემით XX საუკუნის დასაწყისის ბერძნული სოფლების ყოფა ჰომეროსის ეპოქის პატრიარქალური უბრალოებით ხასიათდებოდა. პატარა მთიან სოფელ პაროსშიც ჭირდა ცხოვრება. მისი ერთადერთი სიმდიდრე ლიხნიტი, ანუ პაროსის თეთრი მარმარილოს მცირე საბადო იყო.

სოფელი თავს ირჩენდა ხორბლითა და წვრილფეხა პირუტყვით. 1907 წ. მამა გარდაეცვალათ. მძიმე იყო მარიას ხვედრი, 36 წლისამ 2-ჯერ დაქვრივება და 4 შვილის სიკვდილი გამოსცადა.

ფრანცისკი ყოველგვარ საოჯახო საქმეს ასრულებდა: აგროვებდა საკვებად ვარგის ველურ ბალახს, შურდულით ნადირობდა სკვინჩაზე, შინ მობრუნებული სადილს ამზადებდა. ასე იკვებებოდნენ.

ბერი იოსები იგონებს: „ერთი წყვილი ქათამი გვყავდა. მათ კვერცხებს ვცვლიდით სარდინებში. კვერცხს რამდენად გაყოფ? სარდინები კი შეგიძლია დაჭრა... იკვებებოდნენ თხის რძითაც."

/გაგრძელება იქნება/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 25 2020, 12:07 PM
პოსტი #2634


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,991
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"1932 წ. მისი ძმა ნიკოლაი ბერად აღიკვეცა და ძმასთან ერთად მოღვაწეობდა. დანარჩენები დაოჯახდნენ. კიდევ ორი ნათესავი: მისი დის ერგინას ქალიშვილი ვარვარა აღიკვეცა მონაზვნად და იღუმენია ვრიენა გახდა. დიდი სიყვარულის გამო მას ფრანცისკი „ჩემი სულის სულს“ ეძახდა. მეორე კი მისი ძმის ცოლი მარია 1975 წ აღიკვეცა მირდიტიოტისის ღვთისმშობლის მონასტერში მელანის სახელით. იგი 1997 წ. გარდაიცვალა. დედა მელანია იგონებდა: რომ ფრანცისკი ბავშობიდან გამოირჩეოდა სულის განსაკუთრებული სიფაქიზით და სულიერებით. ოჯახში მიხვდნენ, რომ ბავშვი ღვთის რჩეული ჭურჭელი გახდებოდა.

მოგვიანებით როდესაც ფრანცისკი ათენიდან წმინდა მთაზე გაემგზავრა, დედამისიც გადასახლდა ათენში, რათა ახლოს ყოფილიყო საყვარელ შვილიშვილთან ლეონარდ ზუმისთან - მისი სიყრმის შვილის მიხაილის შვილთან პირველი ქორწინებიდან. უკვე ბერობაში მყოფმა ფრანცისკმა ისინი ორჯერ ინახულა. ლეონარდი გააკვირვა თავისი ბიძის მადლიანმა სიტყვებმა. ძალზე შთამბეჭდავი იყო, რომ ბიძა გარშემომყოფებთან არ საუბრობდა სულიერებაზე, რადგან მათ სულიერება არ აინტერესებდათ. ვაჟის ნათელი მაგალითით შთაგონებული მარიაც მონაზვნად აღიკვეცა. ბერი იოსები ესწრებოდა პროცესს, როცა დედამისმა დიდი სქემა შეიმოსა აგაფანგელას სახელით. მარია რვა წლის შემდეგ 1937წ. გარდაიცვალა 66 წლის ასაკში."

/გაგრძელება იქნება/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 26 2020, 12:53 PM
პოსტი #2635


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,991
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



(გაგრძელება)

ათენში

"1914წ. 17 წლის ფრანცისკი დედამ ათენში გაგზავნა მუდმივ სამსახურში. იგი პორტპირეიდან გარეუბან ლავრიონში დასახლდა დეიდამის ალექსანდრასთან და გამდიდრებისა და ოჯახის დახმარების მიზნითმოწყურებული დაეწაფა საქმეს. „უპოვარებითა და სიღატაკით ყელამდე ავივსე, სიკვდილი ან გამდიდრება!“ მუშაობდა შეძლებულ ოჯახებში მცხობელად, მზარეულად. მოგვიანებით ეს ცოდნა გამოადგა წმინდა მთაზე. რამდენიმე თვის შემდეგ ქალაქის რკინიგზაზე კონდუქტორად მოეწყო. ხალხმრავლობისას ბევრი მგზავრი ფულს კი უხდიდა, მაგრამ სიჩქარეში ბილეთს არ ართმევდნენ. ფრანციკს შეეძლო უბილეთო მგზავრების ფული თვითონ დაეტოვებინა - მას ამას ვერავინ გაუკონტრლებდა. ამის მიუხედავად ბილეთებს წერდა, შემდეგ ყრიდა. მოგვიანებით, ბერობაში თავისი საქციელი ასე ახსნა: „სინდისს ვერ ვუღალატებდი - კომპანიის წარმატება ხომ გაყიდული ბილეთების რაოდენობაზე იყო დამოკიდებული. მათ კუთვნილ თანხას ჯიბეში ხომ ვერ ჩავიდებდი?“ ამის მიუხედავად დღის ბოლოს 50-60 დრაჰმა ზედმეტად რჩებოდა, რაც მისი თვიური ხელფასის ტოლი იყო. ღარიბი ახალგაზრდისთვის ეს საგრძნობი შემოსავალი იყო. ასე აჯილდოებდა უფალი ფრანცისკის პატიოსნებას.

სიჭაბუკემდე ფრანცისკმა თითქმის არაფერი უწყოდა ღვთის შესახებ. სრულიად არარელიგიურს დედისგან მრავალი სათნოება და ზნეობრიობა გადაეცა, ამიტომაც იყო სპეტაკი, გონიერი, სამართლიანი და პატიოსანი. ფულს უფრთხილდებოდა, თუმცა მოწყალებასაც გასცემდა. თვითონ გადაუხადა თანხა მონაზონს, რომელსაც ყურძნის შესაძენად ფული არ ყოფნიდა. მადლობის ნიშნად იღუმენიამ მონასტერში მიიწვია. როცა ფრანცისკმა შეიტყო რომ იქ ჭლექით დაავადებული ავადმყოფი ყავდათ, სამი ოქროს ლირა აჩუქა."

***
"18 წლის ფრანცისკი სამეფო ფლოტის სამსახურში გაიწვიეს. იქ მან კარგად შეიწავლა ცურვა. მოგვიანებით თვითონ ყვებოდა: ათეულში ყველას ვასწრებდი და წყალში შემხვედრი ყველა არსების მოკვლა შემეძლოო. ჩაყვინთულ მდგომარეობაში შეეძლო დარტყმით გაენადგურებინა მოწინააღმდეგე. ასე წვრთნიდნენ ფლოტში. კეთილსინდისიერი სამსახურისთვის ხელმძღვანელობისგან ჯილდოდ საათი მიიღო."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 27 2020, 11:05 AM
პოსტი #2636


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,991
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



(გაგრძელება)

"ფლოტიდან დაბრუნებულმა დამოუკიდებლად დაიწყო მუშაობა - გახსნა მაღაზია და საზრიანობის წყალობით სავაჭრო აგენტი გახდა, დააგროვა ქონება. თუმცა სინდისთან კომპრომისზე არ მიდიოდა და უპატიოსნო გზებით გამდიდრებას ერიდებოდა.

მის ერთ-ერთ სათნოებას წარმოადგენდა სპეტაკი სული. დეიდა ალექსანდრას დიშვილის დანიშვნა სურდა, მაგრამ ფრანცისკი ძალზე ფრთხილობდა შემთხვევით არ შეხებოდა ქალიშვილს.

ფრანცისკი მამაცი ახალგაზრდაც იყო, იგი თვითონ იგონებდა: ახალგაზრდობაში ლომგული ვიყავი, შემეძლო ერთდროულად ბევრთან მეჩხუბა. ერთხელ ათენში ჩამოსულ უფროს ძმას ნიკოლაის სთხოვა სავაჭროს მიმიხედე საყიდლებზე მივდივარო. ძმა დასთანხმდა. უკან მობრუნებული ფრანცისკის გამჭრიახმა თვალმა დანაკლისი შეამჩნია. ძმამ აუხსნა: რუსმა ლტოლვილებმა შემოიარეს, მაგრამ არაფერი შეუძენიათ, მე ვიოლინოზე ვმეცადინეობდიო. ფრანცისკი მათ გაედევნა და ნახა 7-8 ადამიანი ნაქურდალს ინაწილებდა. არც კი დაფიქრებულა ნაქურდალი წაართვა და გალახა.

მოგვიანებით, თავის ფიზიკურ და სულიერ ძლიერებას საბერო ასპარეზზე უმკაცრესი ღვაწლისთვის იყენებდა. წმინდა მთაზე წასულმა საკუთარ თავს აღუთქვა: „როგორიც ერში ვიყავი, ისეთივე ვიქნები ეშმაკებთანო!“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 28 2020, 12:22 PM
პოსტი #2637


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,991
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



(გაგრძელება)

მოქცევა ღვთისკენ

"ამჩნევდა რა ფრანცისკის უბიწო ცხოვრებას, უფლის საპოვნელად ღვთაებრივი სიზმრის სახით მას მოევლინა წყალობის სხივი, რის შესახებაც ასე ყვება: „მესიზმრა, ვითომ სასახლეს ჩავუარე. გვერდით ამომიდგა მისი მცველი ორი ოფიცერი და შიგნით შემიყვანეს. ვერაფერს მივხვდი ამიტომ გავაპროტესტე. ამიხსნეს, რომ საშიში არაფერია, მათ უნდა მივყვე, რადგან ასეთია მეუფის ნება. ჩვენ ავედით ულამაზეს, ყველა მიწიერ შენობაზე მაღალ სასახლეში. შემმოსეს ძვირფასი, ქათქათა სამოსლით და მითხრეს: „ამიერიდან შენ აქ იმსახურებ“ - და მეუფის თაყვანისცემა მიბრძანეს.

უცებ გამომეღვიძა. ნანახი და მოსმენილი ისე ჩამებეჭდა, რომ საქმიანობა კი არა, აზროვნებაც აღარ შემეძლო. შევწყვიტე მუშაობა და ვფიქრობდი, ვფიქრობდი. ჩემს შიგნით თითქოს უწყვეტად ჟღერდა ბრძანება „ამიერიდან შენ აქ იმსახურებ“. ჩემს არსებაშიც და გარეთაც ყოველივე გამოიცვალა. მიწიერი არაფერი მიზიდავდა, თუმცა არც ის ვიცოდი რა ვიხილე ან რა უნდა მეკეთებინა.“

ფრანცისკის სული მოიცვა სევდამ და მოწყენამ, ყველაფერი ამქვეყნიური გულს უმძიმებდა. სახლის მეპატრონის ქალიშვილებმა, შეიტყვეს რა - ამგვარი განწყობილების მიზეზი, დახმარების მიზნით წასაკითხად მისცეს „ახალი ეკლოგიონი“ - წიგნი წმინდათა ცხოვრებაზე. წაკითხულმა გააოცა ფრანცისკი. უჭირდა დაეჯერებინა ისეთ ადამიანთა არსებობა, რომლებიც მთელი სიცოცხლე მკაცრად იღვწოდნენ უფლისთვის და მისი შემწეობით ზეციურ ნიშნებსა და სასწაულებს ახდენდნენ."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 29 2020, 01:14 PM
პოსტი #2638


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,991
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



(გაგრძელება)

"ასე მოვიდა მასთან უფლის ხსოვნა. უფალმა უძღვნა სინანული, კურთხევა, გაუხსნა გონება და ფრანცისკი საკუთარ სულზე დააფიქრა - დაიწყო სულიერი ასპარეზი, პირველად ჩააბარა ცრემლიანი აღსარება. გაუუცხოვდა ვაჭრობას, თვლიდა რა მას ცოდვად და დაბრკოლებად, მიატოვა დალუკმა-პურისთვის ეძებდა უბრალო , შემთხვევით სამუშაოებს. ეს სჭირდებოდა, რათა არაფერზე ეზრუნა და მთელი არსებით ლოცვას მისცემოდა. დანაზოგიდან მოწყალებას გასცემდა მამის სულის მოსახსენებლად.

რწმენასა და სინანულში განმტკიცების მიზნით მომლოცველობა დაიწყო. იმყოფებოდა კუნძულ კეფალინზე ღირსი გერასიმეს მონასტერში, კუნძულ თინოსზე არსებულ ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში, სადაც უწყვეტად აღესრულება სასწაულები. მათმა ნახვამ ფრანცისკი „ახალ ეკლოგიონში“ ამოკითხული ისტორიების ჭეშმარიტებაში დაარწმუნა.

გაურბოდა ხმაურიან ქალაქს და მიყრუებულ ადგილებში გულისყურით გაუბნევლად ლოცვას ცდილობდა. ათენიდან ჩრდილო - აღმოსავლეთით 16 კილომეტრში პენდელის მთებში, სადაც მაშინ არავინ ცხოვრობდა, იპოვა მიტოვებული მონასტერი. აინტერესებდა ფლობდა თუ არა მონასტრული ცხოვრების უნარს. ცდილობდა თავისი მწირი ცოდნის შესაბამისად ეღვაწა.

მონდომებით მარხულობდა მცირეოდენი პურით და რახათლუქუმით. ატარებდა უბრალო სამოსს. გასცემდა მოწყალებას, მოკლედ წმინდანებს ბაძავდა. სურდა მიებაძა მესვეტეებისთვის, ამიტომ ღამეებს ხეებზე ატარებდა. წმინდა დავით სოლუნელის მსგავსად ნუშის ხეზე მყოფს უნდოდა ლოცვაში გაეთენებინა, მაგრამ მარხვისა და ურვისგან დაუძლურებულს ჩაეძინა. დილით სიცივისგან გაფიჩხებულმა აღმოაჩინა, რომ არე-მარე თოვლს გადაუთეთრებია და ნამქერშია გახვეული. ამ თავგადასავლით გამხიარულებული გაჭირვებით ჩამოვიდა ხიდან.

ყმაწვილი საკვებისთვის ყოველდღე ჩამოდიოდა ქალაქში. ყიდულობდა ნახევარ შეკვრა ლუქუმს. მას დიდი კოლოფებით ყიდდნენ, თითოში ექვსი ნაჭერი იდო და კილოგრამზე მეტს იწონიდა. ერთხელ იფიქრა: ორი დღის სამყოფად მთელი კოლოფი შეეძინა, რომ ასეთ შორ მანძილზე ყოველდღე არ ევლო, მაგრამ ძალზე უყვარდა ტკბილეული და იმ დღესვე შემოეჭამა. მაშინ გადაწყვიტა ყოველდღე გარჯილიყო შორ გზაზე სიარულით და ერთი დღის ნორმა შეეძინა.

თანდათან ოსტატდებოდა გმირულ ღვაწლში. მოგვიანებით იგი თვითონვე წერდა: „ვცხოვრობდი ერში და იდუმალ აღვასრულებდი სისხლის დათხვევამდე მკაცრ, უმოწყალო გმირობებს. ვიკვებებოდი ორ დღეში ერთხელ - 9 საათის შემდეგ(დღის 3 საათია). პენდელის მთებმა და მღვიმეებმა შემაცნობინეს ფსალმუნის სიტყვები: „უძილ ვიქმენ და ვიყავ, ვითარცა სირი მხოლოი სართულსა ზედა“ (ფსალ. 101.7). მსურდა გამერკვია გავუძლებდი თუ ვერა წმინდა მთაზე ბერული ყოფის სიმძიმეს. ასე ვივარჯიშე რამდენიმე წელს, ორ დღეში ერთხელ კვებისთვის უფალს შენდობას ვთხოვდი და მსურდა წმინდა მთაზე დიდ მოღვაწეთა მსგავსად რვა დღეში ერთხელ მიმეღო საკვები.“

დარწმუნდა - რა თავის უნარებში, ორი წლის შემდეგ გადაწყვიტა პირველი შესაძლებლობისთანავე გამგზავრებულიყო. ათენში ერთ-ერთი დაბრუნებისას გაიცნო ბერი კარიესიდან და დახმარება სთხოვა. ასე აღმოჩნდა ათონის მთაზე. ხოლო მანამდე დააქორწინა თავისი და ერგინა, უმცროსს - მარუსოს აჩუქა მზითევი, თავისი დანარჩენი დანაზოგი სამოწყალოდ გასცა და 1921 წ დასაწყისში 24 წლის ასაკში, მიწიერ ვალდებულებათაგან თავისუფალი, ღვთისმშობელის კურთხეულ ბაღში გაემგზავრა."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 30 2020, 11:49 AM
პოსტი #2639


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,991
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



(გაგრძელება)

მეორე თავი წმინდა მთაზე

მგზნებარე ახალბედა

"ფრანცისკმა მიზნად დაისახა ისეთი მოღვაწის მორჩილება, რომელსაც სიფხიზლესა და ლოცვაში მთელი ღამის გატარება შეეძლო, ვინც პურით კი არა, მცენარეულით იკვებებოდა, ამიტომ მაშინვე წმინდა მთის ნახევარკუნძულის სამხრეთ-დასავლეთი კალთის ფლატეებიანი, დამრეცი ფერდობების უდაბნოსკენ გაემართა. მეუდაბნოე მამათა სავანეები მის მთიან, უწყლო, ძნელადმისასვლელ ადგილებში მდებარეობს.

მიმოივლიდა ხეობებსა და მღვიმეებს, ეძებდა მოღვაწეთა და მეუდაბნოეთა კვალს, მწყურვალი ირემივით ეძებდა წყაროსთვალს სულიერი წყურვილის დასაამებლად (ფსალ. 41.2). ბერი იოსების სიტყვითვე: „ვეძებდი, ვტიროდი, ვუხმობდი ხიბლისაგან შეუცდომელ მოძღვარს, რომ მისგან ფუჭი და ამაო კი არა - მაცოცხლებელი სიტყვა გამეგო, მეპოვნა სულისთვის სასარგებლო ცხოვრების წესი.“

ფრანცისკმა ერშივე გამოსცადა თავი - შესძლებდა თუ არა ბერობას. უფლისმიერი განსწავლით, წიგნებით, საკუთარი ღვაწლით, თვითგამოცდით, მაშინვე ჩასწვდა ჭეშმარიტი ბერმონაზვნობის არსს. ისწრაფვოდა ისეთი მოძღვრისკენ, ვისგანაც ისწავლიდა მკაცრ ბერულ ცხოვრებას, ღვთაებრივ ჭვრეტას, ზებუნებრივ გამოცდილებას.

ის გვეუბნებოდა: „მონაზვნური ცხოვრება მარტო ერიდან გასვლასა და აღკვეცას არ გულისხმობს, ეგ ადვილია. მისი არსი ისეთი ბერის პოვნაა, რომელიც შეგასწავლის ღვთაებრივი მადლის მარგალიტის აღმოჩენისა და დაუფლების მეთოდს. ბერად არ ჩაითვლება, ვისაც არ შეუძლია სიფხიზლე, იესოს ლოცვა, სიფხიზლის გარეშე ვერ განიწმინდები. შესაბამისად გარეგნულად ვიქნებით ბერი, არსით კი - არა; მონაზვნობის მადლს ვერ შევიგრძნობთ, განახლება არ მოხდება."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 31 2020, 12:50 PM
პოსტი #2640


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,991
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ფრანცისკმა ვერ მიაგნო წიგნებში ამოკითხულის მსგავს მოღვაწეს. იქნებ იმიტომ რომ ასეთები აღარ არსებობენ. იპოვა მამები, რომლებიც დღეში ერთხელ იკვებებოდნენ, მაგრამ არა მცენარეებით. გაიცნო ერთი, რომელიც მეცხრე საათის წესს იცავდა; რა თქმა უნდა ხორციელი გმირობაც სულიერი ბრძოლის კუთვნილებაა, მაგრამ აქ გადამწყვტი მაინც ზოგადი სულიერი ნებელობაა. ვისაც მატერიალური ღვაწლის კადნიერება გააჩნია, ის სულიერ ღვაწლშიც წარემატება.

ჭაბუკი ძლიერ დაამწუხრა ამ წარუმატებლობამ. მოგვიანებით თქვა: „მაშინდელი ჩემი განწყობა, ჩემი სულის კივილი მთებს დაამსხვრევდა. დღე და ღამე მოვთქვამდი, რადგან ათონის მთა არ დამხვდა იმგვარი - ძველი დროის წმინდა მამები რომ აღწერდნენ.“

ხელი არ ჩაუქნევია, არ დაუკარგავს იმედი, რომ ამგვარ სულიერ გმირს რომელიმე მღვიმეში იპოვიდა. მაგრამ ვერ იპოვა, ან იქნებ უცნობმა მოღვაწემ გამოჩენა არ ისურვა."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 1 2020, 11:58 AM
პოსტი #2641


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,991
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ბერი ეფრემ ფილოთეველი


„ჩემი ცხოვრება ბერ იოსებ ისიხასტთან“


(გაგრძელება)


"მან გაიცნო ყველა მეუდაბნოე. ასე მიაგნო 90 წლის ბერს, მდუმარე გერასიმეს. ეს საოცარი მამა გონიერი ლოცვის ღვაწლში იმყოფებოდა, რომელმაც 17 წელი გაატარა კლდის წვერზე ყინვასა და ქარიშხალში, ელვას ხშირად დაუწვავს მისი ტანსაცმელი და სხეულის ნაწილები, უკიდურესი მოთმინებით უძლებდა ბოროტ სულთა შემოტევებს. იესოს ლოცვისასცრემლის ნაკადი მოსდიოდა თვალთაგან.

გაიცნო მამა ეგნატეც- 95 წლის ბრმა მოხუცი, მისგან ბევრი სულიერი ბრძნული ცოდნა და რჩევა მიიღო. ბერი ეუბნებოდა: „ვინც ახალგაზრდობაში ბევრს მუშაობს, მას უზრუნველი სიბერე ელოდება. სანამ ახალგაზრდა ხარ ილოცე, იმარხულე, მეტანიებით იღვაწე. ეს სიბერეში გამოგადგება.“ ამ მოხუცს საოცარი რამ სჭირდა - საუბრისას ბაგეებიდან საამურ სურნელს აფრქვევდა.

ფრანცისკი სტუმრობდა ცნობილ მოღვაწე ბერს, კალინიკეს, კატუნაკის სავანიდან . ის წმინდანად მიაჩნდათ. ბერი იოსების გადმოცემით: „ეს იყო დიდებული მოღვაწე. 40 წლის განმავლობაში დაყუდებაში მყოფი. დაუცადებელი გონიერი ლოცვით ეგემა ღვთაებრივი სიყვარულის ღვაწლი. სხვისთვის მისაბაძ მაგალითს გამოეცადა გონებისმიერი აღტაცების გემო. ბერმა კალინიკემ არ ასწავლა ფრანცისკს გონებისმიერი ლოცვა, ვერაფრით ანუგეშა, პირიქით: - მხოლოდ ჩემი სიკვდილის შემდეგ ისწავლი ამ ლოცვასო. ახალგაზრდამ მთელი თვე იტრიალა მის სავანესთან და ბოლოს ხელცარიელი წამოვიდა.

იპოვა მოხუცი, კატუნაკელი ბერი, რომელიც შეუჩერებლად იმეორებდა: „უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მე, უფალო შემიწყალე;“ შესვენებისას იგივეს ამბობდა შინაგანი ლოცვით. მერე, კვლავ ბაგისმიერ ლოცვას აგრძელებდა. ფრანცისკი მასთან საკუთარი ზრახვების და გულისწადილის გასანდობად მივიდა, ბერმა კი უთხრა; , შვილო ჩემო, შვილო ჩემო - იესოს ლოცვა, იესოს ლოცვა შვილო!უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მე!“

ერთი მოღვაწე თავის მღვიმეში ყოველდღიურად შვიდჯერ ტიროდა. მისი ბალიში მუდამ სველი იყო ღამეული ტირილისგან. ამ არაბუნებრივი ცრემლის დაკარგვის შიშით ახლოს არავის იჩერებდა. ამიტომ მორჩილი დღეში 2-3-ჯერ სტუმრობდა. ის კითხულობდა:

- მამაო ამდენს რატომ ტირი?

- შვილო, უფლის ჭვრეტისას სიყვარულის ცრემლის შეკავება არ შემიძლია.

სხვა ასკეტმა მამამ ფრანცისკს გაანდო, რომ ერთხელ ანტიდორი უბოძა უჩინარ, შიშველ მოღვაწეს და აზიარა შუაღამის ლიტურგიაზე. გაიცნო მთის მწვერვალზე მცხოვრები რუსი განდეგილი. ის ათ წელში ერთხელ ეშვებოდა ქვევით, სხვა მეუდაბნოესთან შესახვედრად და სწორედ ამ მიზნით ჩამოსულიყო ამჯერადაც, მაგრამ უცხო მეუდაბნოე არ მოვიდა - ალბათ გარდაიცვალა.

ეს განდეგილები წმინდა ნაწილებივით სურნელს აფრქვევდნენ. თურმე სხვა ნათელმხილველ მამებსაც უღვაწიათ, მაგრამ ფრანცისკის მოსვლამდე ორიოდე წლით ადრე გარდაიცვალნენ. ყმაწვილს მოუთხრობდნენ მათი საოცარი გმირობის ამბებს.

ასეთი მამების ღვაწლის გაგონება ფრანცისკის ინტერესს აღვივებდა: რით იკვებებოდნენ, რით იმოსებოდნენ, რას ჭვრეტდნენ, რა იდუმალებას ჩასწვდნენ. მომაკვდავებისკენ მიიჩქაროდა მათი საუბრის მოსასმენად. ერთი ღვთისმშობელს ხედავდა, მეორე - ანგელოზებს. უფალი მათ ნუგეშს არ აკლებდა, რათა მშვიდად დაელიათ სული.

ამ წმინდათაგან ფრანცისკმა თავისი ცხოვრების მოსაწყობად წესი და ტიბიკონი აითვისა. ბერი იოსების ნათქვამის თანახმად: ამ წმინდანებმა დამოძღვრეს იგი. თვითონ არ მოუგონია, არამედ წმინდათა გამოცდილება და სწავლება განავრცო. სამწუხაროდ ყველანი უკვე სიცოცხლეს ემშვიდობებოდნენ, ამიტომ ფრანცისკის სულიერი მოძღვარის ტვირთს ვერ იტვირთებდნენ."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 2 2020, 12:41 PM
პოსტი #2642


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,991
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



(გაგრძელება)

"ეს დიდებული მამები გამონაკლისს ეკუთვნოდნენ, რადგან ათონზე, იმ ეპოქაში სულიერი გულგრილობა შეიმჩნეოდა. მაგალითად უდაბნოში ფრანცისკი შეხვდა კატასთან მოთამაშე მოხუცებულ, უსინათლო ბერს. სულიერი გულმოდგინებითა და მუყაითობით გულანთებულმა ჰკითხა:

- მამაო, იესოს ლოცვის ნაცვლად კატით რატომ ერთობი?

საბრალო მოხუცმა, მისი აზრით სასარგებლო რჩევა მისცა:

- შვილო ხიბლში ჩავარდნისა მეშინია

- მამაო, ნუთუ ეს სწორი საქციელია?

რას იზამ, შეაყარე კედელს ცერცვი. იგი ასე აღზარდეს და მასაც ეგონა, რომ იესოს ლოცვა ხიბლს იწვევდა. პირდაპირ უბედურებაა! ჩვენი დროის მონაზვნებიც ფიქრობენ ასე. უფრო ცუდი კი ისაა რომ უვიცობის აღიარების ნაცვლად ცდილობენ დაიყოლიონ და ჭეშმარიტ სულიერ ცხოვრებას აარიდონ მათთან რჩევისთვის მისულები.

ბერი იოსების დროს ამ მხრივ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობა იყო. იგი თავის სულიერ შვილს სწერდა : „იმას, რასაც მე გწერ, ყველას ნუ გაანდობ, თავის სიცოცხლეში ვერ ჩასწვდებიან ამას, არ აინტერესებთ. გონიერი ლოცვა ერესი
ჰგონიათ. ასეთია ჩვენი ცბიერი და მზაკვარი ეპოქა. ჭეშმარიტი ბერი მუდამ უფალს უნდა ჭვრეტდეს: მგზავრობს, შრომობს, სადილობს... ძილშიც კი.“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 3 2020, 11:49 AM
პოსტი #2643


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,991
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



(გაგრძელება)

დანიელ ბერის კალთის ქვეშ

"მოძღვრის ძიებამ ფრანცისკი ისევ კატუნაკში, ბერი დანიელის საძმოში დააბრუნა. ეს იყო უმაღლესი საღვთისმეტყველო განათლებისა და მღვდლობის ხარისხის მქონე, უაღრესად გონიერი ბერი. ამიტომ ახალბედამ აქ დარჩენა გადაწყვიტა. მას ევალებოდა ფსალმუნების კითხვა წირვაზე, ტრაპეზობისას და სხვა... კითხულობდა უშეცდომოდ, სხაპასხუპით, მშვენიერი ტემბრით და თან ტიროდა.

ბერი დანიელი, თავის პატარა თემში მოღვაწეობის ყველასთვის შესაძლებელ და უსაფრთხო წესს იცავდა: ეს იყო ოქროს შუალედი - მოძღვარი არ იყო მკაცრი, მაგრამ, მორჩილებს მოდუნების უფლებასაც არ აძლევდა. ღვაწლის წყურვილით გულანთებული ფრანცისკის სულს მეტი გულმოდგინება და მუყაითობა სურდა. საძმო ტრაპეზზე თეფშს მიჩერებული ყმაწივილი საზრდელს არ იღებდა.

- მიირთვი, ფრანცისკ, მიირთვი

- როგორც მაკურთხებთ ძმებოო, ამბობდა, მაგრამ არ მიირთმევდა, არც ეკამათებოდა.

ძმებს ეძინათ, ის კი იესოს ლოცვაში ფხიზლობდა, ბევრს შრომობდა. ამგვარი განწყობის გამო, თავისი ახალგაზრდობის მიუხედავად, მისაბაძ მაგალითად იქცა. მაგრამ, სული არ მშვიდდებოდა - მდუმარება სწყუროდა.

ბერი დანიელი ყველაფერს მიხვდა და დაარიგა:

- შვილო, შენ ასკეტის სული გაქვს, ამიტომ ეს საძმო არ შეგეფერება. დაუბრუნდი შენს მღვიმეს, მაგრამ მარტოობა საშიშია - ხიბლი იცის, ამიტომ გამოგიძებნი შესაფერის ძმას.

- როგორც მაკურთხებთ მამაო, - უპასუხა ფრანცისკმა."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 4 2020, 12:02 PM
პოსტი #2644


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,991
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



(გაგრძელება)

"ბერის რჩევით დასახლდა ვიგლში-განმარტოებულ, მყუდრო ადგილას, წმინდა ათანესის მღვიმის მოშორებით და მკაცრ ღვაწლს მიეცა. მარხულობდა, ღამეებს გონიერ ლოცვაში ატარებდა. სიფხილზე რომ არ მოდუნებოდა, იდგა, ან მოძრაობდა; მთელი ღამე დადიოდა ძილის ბუნებრივი მოთხოვნილების დასათრგუნად. გაუძლო რვადღიან ლოცვას ფეხზე მდგომმა, საკვებისა და ძილის გარეშე. ვიგლში ექვსი თვე გაატარა. ამ ხნის მაძილზე ყოველდღე სტუმრობდა წმინდა ათანესის მღვიმეს.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიმართ დიდი მოწიწების გამო ცდილობდა მღვიმეში კანდელი არასოდეს ჩამქრალიყო. კითხულობდა წმინდა მამათა ნაშრომებს, ცდილობდა ჩასწვდომოდა გონიერი ლოცვის არსს. იმდენად სურდა მისი შესწავლა, რომ უწყვეტად ემუდარებოდა უფალს - მიენიჭებინა მისთვის ეს ლოცვა.

ჩვევად ექცა უდაბნოში ყოველ საღამოს 2-3 საათიანი უნუგეშო ქვითინი. ცრემლის ღვარი ფეხებქვეშ მიწას უსველებდა, ბაგეებით კი იესოს ლოცვას წარმოთქვამდა. „სათნოებათმოყვარეობიდან“ მან უკვე იცოდა გონიერი ლოცვის არსებობის შესახებ, მაგრამ არ იცოდა, როგორ სრულდებოდა იგი, ამიტომაც ემუდარებოდა უფალს და ღვთისმშობელს - მიემადლებინათ ეს ნიჭი მისთვის."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 5 2020, 01:09 PM
პოსტი #2645


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,991
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



(გაგრძელება)

"ლოცვის ღვაწლსა და სულიერი მოძღვრის ძიებაში რომ არ შეზღუდულიყო, მისთვის ნაცნობ ბერთაგან არავის დაემოწაფა, მხოლოდ ერთს სთხოვა: სულიერი მოძღვრის პოვნამდე ჩემთან დასახლდი იმ პირობით, რომ ურთიერთის თავისუფლებას ნუ შევზღუდავთო.

შეთანხმდნენ და ამ თანაცხოვრებისათვის ფრანცისკმა მას მცირეოდენი თანხა გადაუხადა. მაგრამ მოხუცმა სიტყვა ვერ შეასრულა: თავი ახალგაზრდა მოღვაწის მოძღვრად წარმოიდგინა, ადებდა ეპიტემიებს, უხეშად და სასტიკად ექცეოდა. ფრანცისკი გმირულად უძლებდა.

ერთხელ ფრანცისკმა მღვდელი მოიწვია საკუთარ ოთახში წყალკურთხევის ჩასატარებლად და მადლობის ნიშნად ჩაით გამასპინძლება გადაწყვიტა. ამის შემხედვარე მოხუცმა ლანგარს ხელი აჰკრა და ყველაფერი მიწაზე დაცვივდა...

ყმაწვილმა თავი ჩაქინდრა, მეტანია შეასრულა და პატიება ითხოვა! ამით გაიმარჯვა ცდუნებაზე. მაგრამ ძალიან კი შეფიქრიანდა. მოწვეული მღვდელი მის დამშვიდებას ცდილობდა, ჯერ კიდევ ერისკაცს მოთმინება გმართებსო. მაგრამ ფრანცისკმა ისინი მიატოვა, უკაცრიელ ხეობას შეეფარა.

ტირილისგან ღონემიხდილი დარდობდა, თუ რატომ გახდა შეუძლებელი ათონზე ისეთი მოძღვრის პოვნა, ვინც გონიერ ლოცვაში გაწვრთნიდა. ყველაფერზე მეტად სწორედ ეს კითხვა უკლავდა გულს. აღმოჩნდა, რომ უდაბნოშიც ბობოქრობდნენ ვნებები! მაცდურმა ამ შემთხვევით ისარგებლა და ჩააგონა: „ტყუილად გაისარჯე, შენ რომ ეძებ ისეთები აღარ არსებობენ, უკან დაბრუნდი.“

ახალგაზრდა მოღვაწე ამ თავდასხმებს გაბედულად შეეწინააღმდეგა: „ერში დავბრუნდე? არასოდეს! არც ყალბი მონაზვნობა მსურს! ან მოვკვდები, ან სულიერ სიმდიდრეს მოვიპოვებ.“

შებინდდა, მზე ჩადიოდა. მშიერი, გატანჯული ფრანცისკი ძლივს დამშვიდდა, გაჰყურებდა ათონის თავზე მდებარე უფლის ფერისცვალების ეკლესიას და მთელი მისი არსება, მთელი მისი განაწამები სული ლოცულობდა: „უფალო, როგორც შენი მოწაფეების თვალწინ იცვალე ფერი, ისევე განმაახლე და გარდამქმენი! დაამშვიდე ჩემი გული, ამოშანთე ვნებები, მოთოკე ჩემი დაუოკებელი გონება. მომმამდლე ლოცვა შენს თაყვანისმცემელს!“

თითქოს, ამ დიდი ტკივილით ამოთქმულის პასუხად, ტაძრიდან მოღწეულმა მსუბუქმა ქროლვამ, ნელსურნელებით სავსემ მისი სული სიხარულით, სინათლით, ღვთაებრივი სიყვარულით გათანგა.

გულიდან გადმოეღვარა შეუწყვეტელი ლოცვა, ისეთი ტკბილი და ნეტარების მომგვრელი, რომ აფიქრებინა:“აი სამოთხე! მე სხვა სამოთხე აღარ მსურს.“ მოხდა უცნაური რამ - ახალგაზრდამ თავი ორ ადამიანად აღიქვა. შიგნითი ადამიანი საათივით, მათემატიკური სიზუსტით ლოცულობდა. საკვირველი იყო ის, რომ ეს გარეგანი ადამიანის მცდელობისა და ძალდატანების გარეშე ხდებოდა. ამ მოვლენამ გააკვირვა და ათქმევინა: „ნეტავ რა დამემართა? აქამდე ჩემი ძალებით რამდენს ვცდილობდი, მაგრამ ვერ შევძელი, ახლა კი ჩემს შიგნით ლოცვა თავისთავად მიედინება.“

ბრმასავით ხელის ცეცებით რამდენს ხანს ეძებდა ამ ლოცვას, რამდენი წაუკითხავს და მოუსმენია მის ღვთაებრივ ნათელზე; მისი არსებობა სწამდა და მისი შეძენა სურდა. აღსრულდა, გრძნობს, რომ აღარ ჩერდება შინაგანი ლოცვა - თურმე როგორი გემო ჰქონია, რამდენი ნეტარება და სიტკბო მოაქვს!

მადლითა და უზომო სიხარულით სავსე შეეფარა მღვიმეს. ნიკაპი მკერდს დააბჯინა და ჩასუნთქვა-ამოსუნთქვას იესოს ლოცვა ააყოლა. მაშინვე შეიგრძნო ნაჩუქარი ლოცვიდან წამოსული სიტკბო. სულ რამდენიმეჯერ მოასწრო მისი წარმოთქმა, რომ ჭვრეტამ წაიტაცა.

სხეული კვლავ კარჩაკეტილ მღვიმეში დარჩა, ხოლო, მისი მდუმარე სული უსაზღვრო სამყაროს მშვენიერებაში აღმოჩნდა: მშვიდი, უვნებო, უსურვილო მხოლოდ ერთს ფიქრობდა: „ხომ არ დავრჩე აქ, აღარ დავბრუნდე იმ დაწყლულებულ სოფელში!“ უფალმა ამ ხილვით ინება მისი ნუგეშისცემა, რის შემდეგაც მიხვდა რომ კვლავ მღვიმეშია. ამიერიდან მის არსებაში ბოლო ამოსუნთქვამდე აღარ შეწყვეტილა ღვთის მიერ ასე სასწაულებრივად ბოძებული იესოს ლოცვა."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 6 2020, 12:02 PM
პოსტი #2646


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,991
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



(გაგრძელება)

"თუკი რომელიმე ქრისტიანს ერში, ან ბერში ეღირსება გონიერი ლოცვის ნიჭი, მან ეს სასწაულად და ღვთის კურთხევად უნდა ჩათვალოს. ასეთ შემთხვევაში უპირობოდ უნდა შესძლოს თავისი ყოველგვარი უნარის გამოყენება. უნდა დაიდუმოს გარეგანი და შინაგანი მეტყველება. არა დაუფიქრებლად და გაუცნობიერებლად, არამედ წინდახედულად, შეგნებულად გაიაზროს, რომ გარეგანი და შინაგანი მდუმარება გონიერი ლოცვის შეთვისების გზა და საშუალებაა.

როცა ბერი დუმილით, თვითიძულებით და გონიერი ლოცვით უფალთან შეერთებას შეეცდება, არაერთ სიძნელეს გადაეყრება. განსაკუთრებით კი - ბერი თუ მიზნად დაისახავს გონიერი ლოცვის შესწავლას, რომელიც ბერობის დანიშნულება, საძირკველი და მწვერვალია, მაშინვე, ბოროტი ძალა არა მხოლოდ შესაძლებელ, არამედ შეუძლებელსაც კი შეეცდება, რომ ქრისტიანი ვერ მიუახლოვდეს ამ მიზანს - ვერ დააგემოვნოს იესოს ლოცვის სიამენი.

ხოლო თუ ადამიანმა იმარჯვა და ლოცვაში წარემატა, მაშინ მას ვერანაირი ძალა ვეღარ შეაკავებს; ის ხვდება: როცა შინაგანი ლოცვის დასაწყისს ამდენი რწმენა და ღვთაებრივ ნათელთან თანაზიარება ახლავს - ბეჯითს ხომ მეტი ჯილდო მოელის და ამისათვის შრომა ღირს! დამწყები რომ გონიერი ლოცვის იდუმალებას შემთხვევით არ შეეხოს და რათა ვერაფერს მიხვდეს, ბოროტი ძალა თავიდანვე ქმნის წინააღმდეგობებს ათასგვარი გულისთქმების სახით, თავი გვევსება ფიქრებით, გონება დაფარფატებს. უფლის მიერ დადგენილი წმინდა მიზნისკენ მიმავალ გზაზე ეს დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს.

წლები გარბიან, ხელში გვადნება ძვირფასი დრო. გონებას ჩვევად ექცევა ქრონიკული დაფანტულობა. ყოველგვარ უსარგებლო აზრებზე და მოვლენებზე შეჩერება, ჩაკირკიტება, ენა კი - ლაყბობს. როგორც არ ტოვებენ კვალს: სიზმარი, ჩრდილები, ფრინველები, ასევე უაზროდ, უშედეგოდ გვისხლტება დრო... ამ ხაფანგით მაცდური აგვაცდენს იმ მიზანს, საითაც უსაზღვრო მოწაყლებისა და სიყვარულის ძალით უფალი ღვაწლმოსილი მონაზვნობისკენ მოგვიწოდებს.

ჩვენ გვევალება წარვემატოთ ლოცვაში, შევიცნოთ გონიერი ლოცვის ჭეშმარიტება და სილამაზე, მისი კეთილსურნელება. უნდა ვიგრძნოთ უფლისა და სულის დიალოგი, ურთიერთკავშირი. ამ ლოცვით იგი გვიმჟღავნებს ღვთაებრივ სახეს და ადამიანის სულის განღმრთობის შანსს.

გონიერი ლოცვა რწმენაში გვაძლიერებს. მისი საშუალებით გრძნობ რწმენის სიდიადეს და მაშინ მილიონი ფილოსოფოსიც ვერ შეგვირყევს მას. უბრალო ბერი შეძლებს რწმენით დაამსხვრიოს მათი დასაბუთებანი. რატომ? ისინი საუბრობენ ცდომილებებით, მიკიბულ-მოკიბულად, ტვინს იჭყლეტენ. მონაზონს კი თავისმტვრევა არ სჭირდება; მან ხომ ღვთის არსებობის ჭეშმარიტება შეიგრძნო, ასე ვთქვათ „დააგემოვნა.“

ადამიანმა ლოცვა შეიძინა - ეს საოცრებაა. ის უნდა მოიპოვოს იძულებით, დაჟინებით. ღმერთი უნდა დარწმუნდეს, რომ ღარიბმა, არარაობამ, მაგრამ თვინიერმა კაცმა მთელი არსებით იბრძოლა ღვთაებრივთან კავშირისათვის. სწორედ ეს დაამტკიცა ფრანცისკმა: დასაწყისშივე ის იქცა გულშემუსვრილებად - ერთ დიდ ტკივილად, თვითაღკვეთად და ასკეზად. გმირულ შრომას მოანდომა ცხოვრება, ჯანმრთელობა და სინორჩე იმ იმედით, რომ შინაგანი ლოცვის მადლის მფლობელი შეიქმნებოდა. სწორედ ამ ნიადაგზე მოხდა ის სასწაული, რომელსაც უფლის ჩარევის გარდა სხვა სახელს ვერ მოვუძებნით. გონიერი ლოცვა არა მოძღვრისაგან, არამედ პირდაპირ ციდან მოვიდა. ზუსტად იგივე მოხდა ღირს მაქსიმე კავსოკალიველთან და სხვა დიდ მოღვაწეებთანაც."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 7 2020, 01:31 PM
პოსტი #2647


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,991
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



(გაგრძელება)

"ფრანცისკმა მოინახულა ბერი დანიელი, მომხდარის შესახებ აცნობა და ჩანაფიქრიც გაუმხილა:

- მე მოვიპოვე ლოცვა. შევიგრძენი იგი, ახლა აღარავინ მჭირდება. სადმე, კლდის ძირში დავბინავდები.

- ფრთხილად, ხიბლსა და დაუდევრობას უფრთხილდი, ან ბოროტმა ძალამ არ შეგამთხვიოს რამე, ჭკუიდან არ შეგშალოს.

- ვიპოვე, რასაც ვეძებდი ახლა აღარაფრის მეშინია, როცა ლოცვა ჩემთანაა, ის რაღას დამიშავებს?

- კარგი, მაგრამ მარტო მაინც არ უნდა დარჩე. თანამოძმე გჭირდება.

ფრანცისკი ვიგლიდან წავიდა. მღვიმეში დასახლდა და გონიერ ლოცვაში მეცადინეობას შეუდგა. ადამიანებს ერიდებოდა, რათა გონებას ლოცვა არ შეეწყვიტა. მაგრამ ეშმაკსაც არ ეძინა და ერთ შუადღეს ლომის სახით ეჩვენა. ახალგაზრდას ლამის სული გასძვრა შიშისგან, თუმცა პირჯვარის გამოსახვა მოახერხა და ისიც გაქრა.

ორი თვე გაატარა ამ ვიწრო მღვიმეში, სადაც წელშიც ვერ იმართებოდა და გამხმარი პურის დასადები ადგილიც კი არ იყო. კლდის შვერილს ჯვარს გადასახავდა და იქ დებდა. თაგვები არ ერიდებოდნენ, ხელითაც კი ეფერებოდა, მაგრამ პურის მარაგი გაუნადგურეს. ორი თვე მოთმინებაში გაილია, ბუჩქნარის ტოტებით ცოცხებს კონავდა და ლავრაში პურზე ცვლიდა - ხალხმრავალ მონასტრებში ტრაპეზიდან მორჩენილ პურს ახმობდნენ, რომ არ დაობებულიყო და ჭიშკართან დიდ კასრებში ინახავდნენ, ხოლო განდეგილებს საჭიროებისშემთხვევაში ჩანთებით მიჰქონდათ. ფრანცისკიც ასე იმარაგებდა ორცხობილას."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 8 2020, 12:36 PM
პოსტი #2648


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,991
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



(გაგრძელება)

ეშმაკებთან ბრძოლა

"ერთ ღამეს იელვა სინათლემ და უსიტყვო, გულისმიერი ლოცვით მოღვაწე ფრანცისკი კვლავ ჭვრეტამ აღიტაცა. თავად ასე ყვებოდა: „ჩემი გონება ატაცებული იქნა უცნაურ მინდორზე. იქ იყვნენ წოდებების მიხედვით საბრძოლო რიგებად დაწყობილი ბერები. მათგან ერთი - მაღალი წოდების სამხედრო წინამძღოლი მომიახლოვდა: „გსურს შენც შეურთდე მეომართა მოწინავე რიგს?“ ვუპასუხე, რომ იმ შავ ეთიოპიელებთან ხელჩართული ბრძოლა მწყუროდა.

ისინი ჩემს პირდაპირ იდგენენ და მართლაც შიშის მომგვრელნი იყვნენ - ბრდღვინავდნენ და ცეცხლს აფრქვევდნენ, მაგრამ რატომღაც არ მეშინოდა, პირიქით ისე ვიყავი გააფთრებული, მეგონა კბილებით დავფლეთდი. მე ხომ ერშიც გაბედული, მებრძოლი სული მქონდა. მაშინ ჩვენმა წინამძღოლმა 3-4 რიგით წინ წინახაზზე გადამანაცვლა, სადაც გაავებული ეშმაკების წინაშე ერთი თუ ორი ბერიღა შემართულიყო.

ბოროტი სულები ჩვენთან შესაბმელად მოემზადნენ. მეც დავიწყე მათ წინაშე სუნთქვა ცეცხლითა და გააფთრებით. წინამძღოლმა მიმატოვა ასეთი სიტყვებით: „ვისაც ვაჟკაცური ბრძოლა სურს, კი არ ვაბრკოლებ, არამედ ვეხმარები.“ მალევე გონზე მოსული დავინტერესდი: „ნეტავ როგორია ეს ომი?“...


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

231 გვერდი V « < 131 132 133 134 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th July 2025 - 02:33 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი