![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2649
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,991 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
(გაგრძელება)
"მაშინ დაიწყო სასტიკი ბრძოლა სხეულთან, ეშმაკები დღე და ღამე ერთი წუთითაც არ ტოვებდნენ. ყოველ ღამეს გააფთრებული ხორციელი ბრძოლა, დღისით კი ომი ხორციელ გულისთქმებთან. თვალის მოხუჭვა არ შეიძლებოდა, ჩათვლემდა თუ არა ეცემოდა და იბილწებოდა. ან კუთხეში მდგარს ეძინა, ან მის მიერ გამოჩორკნილი ხის სავარძლის მსგავსზე იჯდა იდაყვებდაბჯენილი. ამგვარად ეძინა რვა წელს - ანუ სანამ გრძელდებოდა ეს ბრძოლა. თავს არასდროს აძლევდა დაწოლის და დასვენების უფლებას. წარსულში არასდროს არ ჰქონია ხორციელი ურთიერთობების გამოცდილება. ერში წმინდად, ქალწულებრივად ცხოვრობდა. ამის მიუხედავად, იმისათვის რომ გამოევლინა საკუთარი ნება და მოღვაწის სული, საღმრთო განგებულების შესაცნობად ასეთი ბრძოლა დასჭირდა. ამ ბრძოლის აუცილებლობა გაცნობიერებული ჰქონდა, ამიტომაც იღწვოდა ასე გულმხურვალედ, მკაცრად მარხულობდა და მთელი ღამე ლოცვით ფხიზლობდა. იკვებებოდა მხოლოდ ხმელი პურით და მცირეოდენი წყლით. როცა აუტანელი დაღლა ეუფლებოდა, მადლი აძლიერებდა და ყველაფერი თავიდან იწყებოდა. დროის მდინარებას ეშმაკებისაგან სასტიკი და თითქმის უწყვეტი ბრძოლა სდევდა, თუმცა თვითანაც გააფთრებით ესხმოდა მათ. ფრანცისკი იჯდა ზედიზედ ექვსი საათი და გონებას გულიდან გავსლის ნებას არ აძლევდა, გონიერი ლოცვით იღვწოდა. სხეულიდან ნაკადებად ეღვრებოდა ოფლი, გვერდით ჯოხი მოემარჯვებინა და დაუნდობლად იგვემდა სხეულს, განსაკუთრებით თეძოებსა და წვივებზე. ისინი ცემისაგან ჩალურჯებული ჰქონდა, დღეში 2-3-ჯერ სხეულს იჩხვლეტდა. ბევრი ჯოხი გადაიმტვრია თეძოებზე, საკუთარ თავს ჯალათივით ექცეოდა. ის რომ ჯოხს წამოავლებდა ხელს - სხეული შიშით უთრთოდა. ეშმაკები ფრთხებოდნენ, ვნებები ცხრებოდა, ეუფლებოდა სულიერი ნუგეში და სიხარული. მან იცოდა, რომ არსებობს ღვთაებრივი კანონი: ნაგემები ტკბობა ტანჯვით უნდა განიკურნოს. მრავალი ცრემლი დაღვარა ღვთისადმი მუდარაში, რათა ამ სასტიკი ბრძოლისგან განთავისუფლებულიყო, მაგრამ - ამაოდ. ფრანცისკი ვაჟკაცი იყო. თვითონაც თავს ესხმოდა მტერს, ენით აღუწერელ მოთმინებას ავლენდა, იძულებით იღვწოდა, იმუქრებოდა: „ან მე, ან - თქვენ!“ განა შეიძლებოდა უფლის მადლი არ შესწეოდა ფრანცისკის თავისუფალი ნების ასეთ გამვლინებას, არ აემაღლებინა სულერების მაღალ საფეხურებზე, რომელზეც ის აღმოჩნდა მომავალში..." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2650
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,991 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
(გაგრძელება)
"მთელ რვა წელიწადს - ყოველღამეული მოწამეობა, მთელი ღამე ჯოხებით, ნაჯახებით შეიარაღებული ეშმაკთა ურდოები გააფთრებით აწამებდნენ. ერთი ეშმაკი ჯერ კიდევ მოკლე წვერში ჩააფრინდებოდა, სხვები - თმებში, კიდურებში... ტანჯვის მრავალნაირ ხერხს იყენებდნენ, ყვიროდნენ: „დავახრჩოთ! მოვკლათ!“„დამიფარე ღვთისმშობელო!“ - შესძახოდა ფრანცისკი, და ერთ-ერთ მათგანს რომ მოიხელთებდა, დანარჩენებს იმასვე ურტყამდა. სცემდა ისევე, როგორც ხორციელს გალახავდა: ახეთქებდა კედლებზე ისე ძლიერად, რომ ხშირად ხელებსაც დაიშავებდა ხოლმე. მისი მუშტების კვალი ემჩნეოდა კელიის კედლებს. ფრანცისკმა შეამჩნია რომ იესოსა და ღვთისმშობლის მოხმობისთანავე ისინი ქრებოდნენ, ეშმაკთა ძალა კვამლივით ქრებოდა და თანაც ყვიროდნენ: „ვიწვით! ვიწვით!“ ბრძოლა გაგრძელდა. თვითონ ბერი იოსები გვიყვებოდა; „ერთხელ ავტირდი: „უფალო ჩემო, ვცდილობ ვიღვაწო მშიერ-მწყურვალმა, მაგრამ ვერ ვიმარჯვებ. მტერმა რომ გამანადგუროს?!“ ხუთ წუთსაც არ გაევლო, რომ სატანა გამომეცხადა, ყელში ჩამაფრინდა ის ქაჩალი და ცდილობს მომგუდოს, გააფთრებულმა მხარზე ვუკბინე, კბენის მომენტი ისეთი რეალური იყო რომ ტუჩებზე მისი ჯაგარი შევიგრძენი. გამეღვიძა. მისი სუნისგან კელია აუტნლად ყარდა. გარეთ გამოვვარდი, სუნი იქაც იგრძნობოდა.“ ამ ბრძოლაში ხშირად გრძნობდა ღვთისმშობლის შეწევნას და მიხვდა რომ დედოფალი სიწმინდეს აფასებს. ამიტომაც მონდომებით ებრძოდა ხორციელ სურვილებს. ბერი გვეუბნებოდა: „ვერც კი გადმოგცემთ, თუ როგორ უყვარს ღვთისმშობელს უმანკოება და სიწმინდე, თვითონ ხომ სავსებით წმინდაა, ამიტომაც სურს წმინდანნი ვიყვეთ და ვუყვარვართ ასეთები.“ ის ტიროდა, ემუდარებოდა და ღმრთისმშობელიც ხშირად ანუგეშებდა, მაგრამ ტანჯვას ბოლო არ უჩანდა. თითქოს ჩაწყნარდებოდა ყველაფერი, მაგრამ სულის მოთქმისთანავე განახლდებოდა ბრძოლა. ფრანცისკის სხეული თითქოს დანებებას აპირებდა, ვაჟკაცობა შეერყა, რადგან მისი იარაღი ძალას კარგავდა. სწორედ ამ დროს გამოჩნდა ღვთაებრივი ნუგეში. თვითონვე ყვებოდა ამ სასწაულებრივი ხილვის შესახებ: „ არ ვცრუობ, ჭეშმარიტებას გეუბნებით, ვიცნობდი ძმას მჯდომარეს მთვარით განათებული უკაცრიელი უდაბნოს იდუმალებაში. იგი იესოს ლოცვით გათანგული ფხიზლობდა. სწორედ ამ დროს მოვლენილმა ჩიტის ტკბილხმოვანმა გალობამ აიყოლია მისი გონება და შეისრუტა მისი გრძნობები. მიჰყვა ხმის პატრონის სანახავად. მიდის თავდავიწყებით და ათვალიერებს შეშლილივით გაოგნებული და აღფრთოვანებული! მოშორებით შეამჩნია, მადლითა და კეთილსურნელებით სავსე სინათლე, რამაც უცხო გალობა გადაავიწყა, დაატყვევა და ჭვრეტად აღიტაცა. ასეთ სალოსურ მდგომარეობაში გავიდა თოვლივით ქათქათა გზაზე. კედლები ბრილიანტისაა, სამოთხესავით ბაღი ოქროსფურცლოვანი ყვავილებითაა მორთული. ადამიანური ენით ამის გადმოცემა შეუძლებელია... ფრანცისკი შიშლილივით მიაბიჯებს ცენტრში მდგარი, ცამდე ატყორცნილი ქათქათა სასახალისაკენ. მის კარებთან ანგელოზთა დედოფალი, ჩვენი ერთადერთი შვება, ყოველი ქრისტიანისთვის ნუგეში და ამოსურნელის დამაფრქვეველი - ღვთისმშობელი იდგა. ხელში ათას მზეზე უფრო აღმატებულად ბრწყინვალე ყრმა ეკავა. ღვთაებრივი სიყვარულით აღგზნებული ძმა ისე მიეკრა დედოფლის კალთას - როგორც შვილი დედას, ღვთისმშობელი კი დედაშვილურად მოეხვია და ეამბორა. ასეთია ღვთაებრივი დედაშვილური სიყვარული და მზრუნველობა. ღვთისმშობელმა საკუთარი შვილივით ჩაკოცნა და აღუწერელი სურნელებით აავსო იგი. ალალ-მართალი ძმა გამომიტყდა: ამ ხილვის გახსენებისას ჩემი სული ისევ გრძნობს იმ სურნელსა და ტკბობას. ხოლო ღვთაებრივი ყრმა ფუნჩულა ხელით მოეალერსა ძმის სახეს და უთხრა, რომ აი ამ დიდი სიხარულით ტკბობის სანაცვლოდ სიცოცხლის ბოლომდე ტანჯვით უნდა იღვაწოს. ამ ძმას ღვთისმშობლისგან ეუწყა აგრეთვე საიდუმლო, რომლის ახსნასაც დიდი ხანია მხურვალედ ევედრებოდა. შემდეგ იგი თავისი სურვილის გარეშე უკან დაბრუნდა და კვლავ მოესმა ის დამატკბობელი გალობა, აიხედა და დაინახა დიდი, ათას ფერად მოელვარე ფრინველი, ამ სამოთხეს ფრთებით რომ გადაფარებოდა. ირგვლივ ტახტები იდგა და პატარა ერთმანეთის მსგავსი ფრინველი გალობდა ამ გამოუთქმელ მელოდიას, იქ მყოფნი კი მხიარულობდნენ. აქ დამთავრდა ეს ხილვა, ძმა კი თავის მიწიერ მდგომარეობას დაუბრუნდა.“ ბერ იოსებს ვეკითხებოდით: - მამაო, როგორი თვითიძულებით მიაღწიე ისეთ წარმატებას, რომ დაიმსახურე ღმრთისმშობლის ამბორი? მან გვიპასუხა რომ ყველაზე მეტად გულზე მოხვდა მცნება „შეიცან თავი შენი“. მთელი არსებით ცდილობდა მას ჩასწვდომოდა და აღესრულებინა. რა ხარ შენ? არაფერი, არარაობა. მატლიც კი არ ხარ. მადლი რომ მოდის, ადამიანი განიღმრთობა! მიდის და... შეიძლება ყველა ერესი აღიარო, ყველა დანაშაული ჩაიდინო, ჯოჯხეთის ლუკმად იქცე. უფლის წყალობაზე ვართ დამოკიდებული, ეს კი მოითხოვს შრომას, გარკვეული პირობების შერულებას, რათა მოვიდეს და დაემკვიდროს ჩვენს შორის. ფრანცისკი ცდილობდა თვითშემეცნებას, ადამიანის არსის შეცნობას. კაცი თვითმოძრავი არ არის - იგი გარედან იმართება. თუ მადლი მართავს, ანგელოზად გარდაიქმნება. თუ ცოდვების გამო მადლი დატოვებს - დემონად იქცევა. აი ეს ავითვისეო, გაგვიზიარა ბერმა და გვითხრა: „მადლმა რომ მიმატოვოს, ყველაზე უარეს დანაშაულსაც კი არ მოვერიდები, ეს იმიტომ რომ ჩვენში ორივე თესლია ჩანერგილი - კარგიც და ცუდიც. რომელი თესლიც აღემატება, სწორედ ის დაგეუფლება. ვინ იცის რამდენი ადამიანი იგერიებდა ეშმაკებს, მერე კი დაეცნენ." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2651
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,991 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
(გაგრძელება)
"ზემოთ აღწერილ ხილვას რამდენიმე დღიანი შესვენება მოჰყვა, მერე კი უფრო სასტიკი ხორციელი ბრძოლა დაიწყო. რათქმაუნდა ლოცვასა და ცრემლს ნუგეში მოჰქონდა, მაგრამ აუტანელი ბრძოლა უწევდა როცა მადლი ტოვებდა, სამწუხაროდ ირგვლივ მყოფთაგან არავის სურდა მისი შველა, დარიგება და გამხნევება. უფრო პირიქით - სხვა მამები, ვისაც ამგვარი არაბუნებრივი ომის გამოცდილება არ ჰქონდათ - გულს სტკენდნენ და ხიბლს აბრალებდნენ. ამიტომაც არიდებდა თავს ყველას და უმეტეს დროს მღვიმეში ან უდაბნოში მოღვაწეობდა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2652
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,991 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
(გაგრძელება)
მამა ეფრემი ერში "გერმანული ოკუპაციის პირველი წლების გასაჭირის გამო სკოლა მივატოვე და მუშაობა დავიწყე. ვოლოსში ორიდან ერთ-ერთში -ძველმესტილეთა ეკლესიაში, სამრევლოს მოძღვრად წმინდა მთიდან მობრძანდა იერომონახი, რომელმაც თავის სულიერ მოძღვრად ბერი იოსებ ისიხასტი დაასახელა. ეს იერომონახი ჩვენი სულიერი ცხოვრების შემწედ და მრჩევლად მომევლინა, ამიტომაც სულიერ მოძღვრად ავირჩიე. მისი მონათხრობისა და რჩევების გავლენით გულმა წმინდა მთისკენ გაიწია. როცა ამ დიდი ბერის ცხოვრებაზე მომითხრობდა, მის გასაცნობად ჩემი გული მხურვალე ლოცვას აღავლენდა. 14 წლისას უკვე მონაზვნობა მსურდა, ამიტომ ღვაწლს ვცდილობდი, თუ კი საერთოდ ეს შესაძლებელია ბავშვისთვის. მაგრამ ჩემმა სულიერმა მამამ ეფრემმა ამიხსნა: იანაკის ჯერ რა დროს მონაზვნობაა, ძალიან ახალგაზრდა ხარ, გაიზრდები და ვნახოთ..." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2653
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,991 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
(გაგრძელება)
"დედაჩემს მონაზვნები უყვარდა, თავადაც მონდომებით მარხულობდა, ლოცულობდა. სათნო და მაღალზნეობრივი იყო. ჯერ კიდევ ახალშობილი ვიყავი ჩემი სამომავლო ბერობის შესახებ რომ ეუწყა, ამიტომ გვერდიდან არ მიშორებდა. ლოცვის დროს დაუნახავს ვარსკვლავი, რომელმაც ჩვენი სახლი დატოვა და ათონისკენ გაემართა. ხმამ კი გააფრთხილა: -შენი სამი შვილიდან მხოლოდ ეს იცოცხლებსო. იფიქრა, რომ დანარჩენები გარდაიცვლებოდნენ, მაშინ ვერ შეძლო ამ უწყების სწორედ ახსნა- რომ ერთი შვილი უფლის მახლობლად იცხოვრებდა. მოგვიანებით კი გააცნობიერა და თვალყური გაამკაცრა, რათა უფლისთვის წმინდა ძღვენი მიერთმია. ხშირად მინახავს სამზარეულოში განმარტოებული, მუხლმოდრეკით ცრემლით მლოცველი, ამიტომაც ის ჩემთვის მისაბაძი ადამიანი იყო. უფლის წყალობით და დედის ზედამხედველობით ერში ჩემი ცხოვრება ძალიან მკაცრი იყო. ოკუპაციის წლებში ოჯახი ყოველდღიური შიმშილის ტიბიკონით ცხოვრობდა. შიმშილისგან ფეხზე ძლივს ვდგებოდით. მე ძირითადად მამაჩემის ფოლადის სახელოსნოში ვმუშაობდი. ზოგჯერ კი რას აღარ ვყიდდი ქალაქის ბაზარში: ბუბლიკს, ქინა-ქინას, ღილებს, ასანთს. ერთგან შევიძენდი- სხვაგან ვყიდიდი. ეს დიდი რისკი იყო, რადგან გერმანელები და იტალიელები გვაკონტროლებდნენ და გვიკრძალავდნენ. მახსოვს ერთხელ ამ ვაჭრობის გამო ჩემი ძმა დაიჭირეს, ჯერ კიდევ უწვერული ბიჭუნა და მისი მეგობრები კონდახებით სცემეს. სინამდვილეში იტალიელებს რათქმაუნდა ფულის და საქონლის წართმევა სურდათ. ამ „ვაჟკაცებმა“ ბავშვები სასტიკად გალახეს ასანთისა და ძონძების გულსითვის. ჩემს მეხსიერებას კიდევ ერთი საშინელება შემორჩა: ჩემთვის უცნობი ბერძნები გესტაპომ დახვრიტა და კომენდატურის გვერდით ხეზე დაკიდა. წამების დროს თურმე ფრჩხილის ძირებში ნემსებს ურჭობდნენ, ამიტომ საშინლად გასიებული ხელები ჰქონდათ. სხვათა დასაშინლებლად გვამები დიდხანს დატოვეს ხეზე. ამ უმძიმეს წლებში ჩვენი იმედი და ნუგეში მხოლოდ ღმერთი იყო. სამუშაოს შემდეგ დედას ეკლესიაში მსახურებაზე და მამა ეფრემთან აღსარებაზე მივყავდი. ის კი საუბრობდა ცხოვრების ცვალებადობაზე, ღვთაებრივ სიყვარულზე, აღსარებაზე, გონიერ ლოცვაზე, ცრემლზე, ბერ იოსებზე და წმინდა მთაზე. ასე იზრდებოდა ჩემი სიცოცხლის უფლისადმი მიძღვნის სურვილი. შიმშილი და მალარია მოსავალს იმკიდა ვოლოსში. მეც ავად გავხდი, არ ვიცი რატომ, გამუდმებით სიცხე და სისუსტე მქონდა. ბოლოს და ბოლოს დამაწვინეს საავადმყოფოში. ექიმებმა მიზეზი ვერ გამოარკვიეს და მეც სიკვდილს ვებრძოდი. ბოლოს სახლში გამომწერეს. ეს მოვლენა იმის გაცნობიერებაში დამეხმარა, თუ როგორი ფუჭი და ამაოა მიწიერი ცხოვრება, ამან ბერობის სურვილი განამტკიცა. ამასობაში 19 წელი შემისრულდა. ჩემს მიერ ერიდან გასვლამდე ერთი თვით ადრე, ქალაქის ახალგაზრდობა წმინდა მთაზე მოსალოცად შეიკრიბა თან ბერი იოსების ნახვაც სურდათ. ჩემი მოძღვარი ხომ მისი მორჩილი იყო და ხშირად იმეორებდა: „ბერი იოსები წმინდა კაცია, დიდ ღვაწლშია.“ ქალებმა ნივთები და პროდუქტები შეაგროვეს გასაგზავნად. წასვლა მეც მსურდა, მაგრამ ვიცოდი მამა არ გამიშვებდა. ის ახალგაზრდები ჩემზე უფროსები იყვნენ. მინდოდა რაიმე მაინც გამეგზავნა, მაგრამ არაფერი გამაჩნდა! დედაჩემის კარადაში ცოტა ვერმიშელი ვიპოვე, წერილთან ერთად ჩავდე ტომსიკაში: „მამაო იოსებ, ამას გიგზავნით ჩემი სიყვარულისა და პატივისცემის ნიშნად, გთხოვთ ილოცეთ ჩემი გადარჩენისათვის, ვემთხვევი თქვენს მარჯვენას. იოანე.“ ეს იყო ჩემი სახელი ერში. გზავნილი დავბეჭდე და გავატანე. როდესაც ბერი წერილებს კითხულობდა ჩემზე უთქვამს: - ეს ბავშვი აქ იმონაზვნებს. ბიჭებმა უპასუხეს - გამორიცხულია. მისი მოძღვარი მონასტრის გახსნას აპირებს და იოანეს თავისთვის ამზადებს. ასე რომ, მაგაზე ფიქრიც არ ღირს. - ის აქ მოვა. აი შენ კი ერში დაბრუნდები და მღვდელი გახდები. შენ მონაზონი გახდები. შენ მთაზე აღარასოდეს მოხვალ. ასე ჩამოუთვალა ყველა მათგანს თავისი ხვედრი. ბერის ნათქვამი ზუსტად ასრულდა, თუმცა მის დანაბარებს მაშინ ყურადღება არ მივაქციე, კიდევაც გადამავიწყდა, ათონზე წასვლა რომ მელოდა. წერილს როცა ვწერდი, ბერობა უკვე მინდოდა, მაგრამ არ ვიცოდი სად, მითუმეტეს - ათონზე. ბერმა იოსებმა კი უფლის უწყებით წინასწარ იცოდა ჩემი მომავალი." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2654
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,991 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
(გაგრძელება)
"სხვათაშორის, ჩემი მოძღვარი მამა ეფრემი მთავაზობდა: - დარჩი ჩემთან, მონასტერი ავაგოთ. ძალიან მჭირდები, აბა ვინ მყავს შენს მეტი? - თანახმა ვარ მამაო. დავრჩები, დაგეხმარები. ამას თოთხმეტი წლისა ვაპირებდი. ცხრამეტისამ კი სხვაგვარად ვიფიქრე: „სჯობს წავიდე, არამგონია ამან მონასტერი ააშენოს.“ ოთახში ჩავიკეტე და ვილოცე: „ყოვლადწმინდა ღვთისმშობელო, გახსენი შენი მოწყალების კარები და მიმიღე.“ ქალაქის ციხის მახლობლად წმინდა ელეფთერის სალოცავი მდებარეობდა. იქ ხალხი პატიმრებისთვის მოწყალებას ტოვებდა. მეც ვწირავდი რაც გამაჩნდა და წმინდა ელეფთერს ვემუდარებოდი - მიცემული პირობისგან გავენთავისუფლებინე. აღსარებაში მოძღვარს ვერ გამოვუტყდი, ამიტომაც მივწერე. ცოტა გაბრაზდა, მერე შეეგუა და გამიშვა: „წადი შვილო, მე არ დაგაბრკოლებ.“ ერთ ბერს ვიცნობდი, რომელმაც ათონზე ერთობლივი მოღვაწეობა შემომთავაზა და დამითანხმა მაგრამ უფალი წინ აღუდგა ჩემს გადაწყვეტილებას. მან გონება გაუნათა დედას და სულიერ მამას. - მე ათონზე გგზავნი დიდ ბერთან, იოსებთან. - როგორც მაკურთხებთ. ვუთხარი მე, თუმცა - კი სიამაყე შემელახა, მაინც რწმენითა და მორჩილებითდავთანხმდი. უფალმა წილად მარგუნა სულიერი მოძღვარი, დამრიგებელი და ზეციური წარმომადგენელი დიდი ბერი იოსები. ვლოცავ იმ დღესა და იმ წამს, როცა უფალმა ჩამაგონა დავყოლოდი სულიერი მამისა და ღირსი დედის მკაცრ მითითებას - დიდი ბერის მორჩილი ვყოფილიყავი. მე რომ იქ წავსულიყავი, სადაც მანამდე ვაპირებდი, ასპროცენტიან მარცხს ვიგემებდი. არ შევმცდარვარ ღვაწლისთვის წმინდა მთა რომ ავირჩიე. სულიერი მამის მორჩილებით თავი ვის წაუგია? მისი საქმე, დავალება თუ რჩევა უაზროდაც რომ მოგეჩვენოს, ღმერთი სასიკეთოდ შემოაბრუნებს." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2655
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,991 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
(გაგრძელება)
თავი მეორე წმინდა მთაზე "ეს დროც დადგა. 1947 წ 26 სექტემბერს დილით ხომალდმა ერიდან ათონზე მიგვიყვანა. სიმბოლურად ეს იყო წუთისოფლის სანაპიროდან მარადიულობის სანაპიროსკენ სვლა. შევჩერდით დაფნაში - ათონის მთავარ ნავსადგურში. ნავით გავცურეთ წმინდა ანას მცირე სავანისაკენ. ყველა მონასტერთან გვიწევდა შეჩერება. გზაშივე ვიწვნიე ეშმაკთან ბრძოლა: შევყურებ მონასტრებს, ბერებს. პარალელს ვავლებ ციხეებთან და პატიმრებთან! აქ როგორ ძლებენ? სად მივდივარ? ამას როგორ მივეჩვიო?! მგზავრობაში გამოუცდელი ვიყავი. მანამდე ჩემი მარშრუტი იყო: სახლი, მამის სახელოსნო, ბაზარი, ტაძარი. აქ კი რამდენი სიახლეა! საკუთარი სურვილით მივდივარ, მაგრამ სად?! ეშმაკები ყოველი მხრიდან გულისთქმებს მტყორცნიან: “მაშ მიდიხარ, რომ შენივე ნებით ჩაიმარხო თავი? ვაი შენს პატრონს! დაბრუნდი, სანამ დროა!“სულიერადაც და სხეულითაც ძალიან ცუდად გავხდი. ჩემს გვერდით ვიღაც ბერი ღიღინებს:„ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ...“ მშვნიერ განწყობაზეა; მე კი შფოთისგან გული მიწუხს. ავდექი და შევაწყვეტინე: - მამაო, სად არის ბერი იოსების სავანე? - რატომ მეკითხები? - იქ მივდივარ - იქ რაღა გინდა? - ბერობას ვაპირებ. ამათვალიერ-ჩამათვალიერა, თითქოს თვალით მზომავს. - მაგისთვის მიდიხარ? - კი, მაგისთვის - ეგ საშენო ადგილი არ არის. იქ მარხვაა, ფხიზელი ლოცვა და მუხლმოდრეკა. პირჯვრის გამოსახვით ეგ მკლავი მოგძვრებაა. იქ რა გაგაძლებინებს - მისავათებული ხარ. მე ხომ დიდხანს ვიავადმყოფე. გამაწვალა მაღალმა ტემპერატურამ. ექიმები ვერაფერს მიგებდნენ. სიცხიანი და მშიერი ვმუშაობდი, მთლად გავილიე. მქონდა სურვილი, ნება, მაგრამ ძალა არ შემწევდა. - ხელები კი არა, ფეხებიც რომ მომძვრეს, ბერთან მაინც მივალ! მიჩვენე საით წავიდე. - აგერ მთაზე თეთრ სენაკებს ხომ ხედავ. მანდ არის. დავინახე! სულაც არა ჰგავს ციხეს! იქ სინათლე და თავისუფლებაა. მაშინვე გაქრა შფოთი. დიახ! ჩემი იქ მისვლა მართლაც ღვთის ნება იყო." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2656
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,991 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
(გაგრძელება)
"მზის ჩასვლისასღა მივაღწიეთ წმინდა ანას ნაპირებს. რა სიჩუმეა, კაციშვილი არ ჩანს. ბერი არ მელოდა - ტელეფონი მაშინ არ არსებობდა... ვდგავარ და ვამჩნევ თოფრაკიანი მოხუცი მოდის, ჯოხს ებჯინება. ეს მამა არსენია. მივირბინე მიწამდე მოვუხარე თავი და ხელზე ვემთხვიე. - მაკურთხეთ, მამაო. - ვოლოსელი იანაკისი ხარ? - დიახ, მაგრამ თქვენ რა იცით? - ბერ იოსებს წუხელ პატიოსანი წინამორბედი გამოეცხადა: „ცხვარი მოგიყვანე და შეიფარეო.“ მაშინ აზრობრივად მადლობა შევწირე იოანე წინამორბედს, ჩემს ციურ მფარველს - მე ხომ მისი დაბადების დღეს დავიბადე. მადლიერი ვარ ასეთი მფარველობისთვის. კიდევ ერთი მოხუცი , მამა კორნელი მოგვიახლოვდა. მამა არსენმა მითხრა: - იგი აქ დარჩება შენი ნივთების სადარაჯოდ, ჩვენ კი ვიაროთ - ბერი გვიცდის. აღმართს შევუყევით, მაგრამ რას განვიცდიდი, როგორი გრძნობები მომეძალა - ამას ვერავითარი ნიჭი ვერ აღწერს! თან მხოლოდ აუცილებელი ნივთები მიმქონდა. სანამ ავაღწევდით, დაბნელდა კიდეც. ჯერ იმ სენაკებს გავუარეთ, ბერი იოსების საძმოში მოსულს პირველად რომ შეხვდება გზად. ყველა მათგანი ციცაბო ფერდობებზე მდებარეობდა. ხოლო ბერდიდის სენაკი უფრო მოშორებით და მიუვალ, უდაბურ ადგილასაა. პირველივე სენაკთან მღვიმეში პატარა ეკლესია იყო პატიოსანი წინამორბედის სახელობისა. მამა არსენმა რკინის სარეკელას დაარტყა - ეს იყო სიგნალი ჩვენი მოსვლის მანიშნებელი. იგივე მოგვესმა ბერი იოსებისგანაც, ანუ გვანიშნა, მისვლა რომ გაიგო და გონიერი ლოცვისთვის თავის სენაკს მიეფარა. ჩვენ დასასვენებლად წავედით. შაბათის საღამოა, კატუნაკიდან ლიტურგიის შესასრულებლად მამა ეფრემი უნდა მობრძანდეს. მამა არსენი მეუბნება: - ლიტურგია გვექნება. - გამაღვიძეთ, გთხოვთ. ოჰ, ძილის უფლებას ვინ მოგცემს? თუმცა, შე საწყალო ჯერ ხომ არ იცი სად მოხვდი! ამიერიდან მიგიწევს - ხოლმე ადრიანად წამოხტომა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2657
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,991 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
(გაგრძელება)
თავი მესამე პირველი დღე "რაღაც საკუჭნაოში ფიცრებზე წავუძინე. ბერი იოსები ლიტურგიისთვის მოსულა და ჩემს გასაღვიძებლად კარს უახლოვდებოდა. მე კი ამ დროს ეშმაკისგან მოვლენილი საშინელი სიზმრისგან ვყვირი: - მეშინია! დავიმტვრევით! მან ფანჯარა გახსნა, რომელიც ამავდროულად კარიც იყო და მკითხა? - რა დაგემართა, შვილო? - არ ვიცი, მამაო. ჩვენი ხომალდი სადღაც მღვიმეში შეცურდა, კინაღამ დაიმსხვრა. გაიღიმა და მამა არსენს მიმართა: - ეს ყმაწვილი უკვე ხელში მოიგდეს ეშმაკებმა. ადექი, ადექი! ლიტურგია იწყება. როგორც იქნა გონზე მოვედი და უცნობ ბერს ფეხებში ჩავუვარდი - მაკურთხეთ, მამაო! - მღვიმეში შევიდეთ შვილო მსახურებაზე. ეკლესია ისეთი პატარაა, რომ ბერისთვის განკუთვნილი სკამი კანკელს ებჯინება, სინათლე მხოლოდ ხატებთან ციმციმებს. ორ სკამს შორის გამაჩერეს. პირველად აქ შეიცნო ჩემმა სულმა წმინდა მამის ნათელი სახე. ეს იყო საშუალო სიმაღლისა და წონის მამაკაცი მშვიდი ცისფერი თვალებით. ოდესღაც წაბლისფერი თმა გასთეთრებოდა - უკვე ორმოცდაათი წლისა იყო. მიუხედავად იმისა, რომ არ ივარცხნიდა და ფრჩხილებს არ იჭრიდა, მისი იქ ყოფნა მეფურ დიდებულებასა და კეთილშობილებას გაგრძნობინებდა. ის არასოდეს ბანაობდა და მძიმე სუნის მომლოდინე სტუმრები მისგან მომდინარე ოდნავ საგრძნობი კეთილსურნელებით სასიამოვნოდ გაოცებულნი რჩებოდნენ. ეს მართლაც საოცარი და ზებუნებრივი რამ იყო - ბერი ხომ ბევრს შრომობდა, ოფლიანობდა. მისი გარეგნობა ისეთი კეთილსახიერი და სათნო იყო - შეხედავდი და ნერვები გიმშვიდდებოდა. შინაგანი სამყაროც გარეგნულის შესაბამისი ჰქონდა; სახეც მეტისმეტად სასიამოვნო. ტკბილხმოვანი იყო მის მიერ ნათქვამი „უფალო შეგვიწყალენ.“ საოცარი იყო მისი წაკითხული სამოციქულო. ძალზედ ლამაზი ხმა ჰქონდა და როცა ლიტურგიაზე ხმაშეწყობილად ვერ ვგალობდით, ტონს გვისწორებდა. თვით მას გალობის კილო არასოდეს ეშლებოდა. პერიოდულად შეგვკრებდა რამეს სათქმელად და მე ვფიქრობდი: „ნუთუ ეს ხმა ოდესმე დადუმდება?“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2658
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,991 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
(გაგრძელება)
"ლიტურგიის დაწყებამდე მღვდლის შესამოსელი ჩამაცვეს. იმდენი საკერებელი ედო, თავდაპირველ ქსოვილს ვერ გამოარჩევდი. ამას ჭუჭყიც ემატებოდა და ალბათ ხუთ კილოს იწონიდა. მაგრამ შემოვიცვი თუ არა, ისეთმა სიხარულმა ამიტანა, როგორიც ალბათ მეფეს დაეუფლება ბრწყინვალე სამეფო მანტიით შემოსვისას. ბერმა მომაწოდა ქსოვილის ქამარი და დიდი ხნის გაურეცხავი, ჭუჭყისგან ბრეზენტივით გაუხეშებული სკუფია. - გაჩერდი ერთი აქ! - მითხრა მან. მომაწოდა უკვე გარდაცვლილი წმინდა მონაზონ თეოდორას ანაფორა. ჩავიცვი, ვიგრძენი კეთილსურნელებას აფრქვევდა. სწორედ ამ დროს საკურთხევლიდან მამა ეფრემი გამოვიდა - სურდა დიდი ბერისგან ლიტურგიის დაწყების ნებართვა ეთხოვა. შემომხედა და მეუბნება: - ეგ ანაფორა რატომ ჩაიცვი? აბა, ჩქარა გაიხადე! ბერი იოსები მას მიუბრუნდა: - ჩუმად მამაო, მადროვე, კარგად შევათვალიერო პატარა მონაზონი. ჩემი წვერ-ულვაში ჯერაც ღინღლივით ბიბინებდა. მაშინ დიდმა ბერმა მამა ეფრემს უთხრა: - კარგია, მღვდელს წააგავს. სულ ისეთი ბერის მოლოდინში ვიყავი, მღვდლობას რომ შესძლებდა და აი ისიც გამოჩნდა. მერე შემპირდა: - ხელდასხმის შემდეგ კოხტა შესამსელს შეგიკერავთ. ჯერ წესიერად არც გვისაუბრია, მან კი უკვე იცის მღვდელმსახურებას რომ შევძლებ და ამით ხარობს, რადგან მამა ეფრემს ხშირად ვერ გვიგზავნიან წირვის ჩასატარებლად." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2659
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,991 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
(გაგრძელება)
"უკვე გათენებული იყო ლიტურგია რომ დამთავრდა. გამოსვლისთანავე ბერი მეუბნება: - ის რაც ნავით მოიტანე და ქვემოთ დატოვე, შენივე ზურგით უნდაამოზიდო, ამიტომ წავიდეთ საკვებით მომაგრდი. მამა ეფრემის სულიერმა შვილებმა იცოდნენ ბერ იოსებთან რომ მოვდიოდი. ხორბალი და სხვა ათასი რამ შეაგროვეს და გამომატანეს. ახლა ეს ყოველივე ზურგით იყო ამოსატანი. ბერი გაგვიმასპინძლდა როზმარინის ჩაით, ნოესდროინდელი ჭიანაჭამი სუხარით, უცხიმო, გაქვავებული, მატლებიანი ყველით, რომელსაც ნაჯახითაც ვერაფერს დააკლებდი! ვინ იცის, რომელი საუკუნისა იყო? - კარგად დანაყრდი პატარა ბერო, მუშაობა მოგიწევს. ზღვის ღელვის გამო ნავში სულ მაღებინებდა და ახლა საკვების დანახვაც არ მინდოდა. - არ მინდა, იმიტომ რომ კუჭი .. - ჭამე-მეთქი; მძიმე შრომა მოგელის. რაღას ვიზამდი? სანამ ვსაუზმობდი, ის მათვალიერებდა. ეტყობა სიგამხდრე შემამჩნია. მეუბნება: - ნეტავ სული რაში გიდგას?! - გარეგნობით ნუ შემაფასებთ მამაო. მთავარი შინაარსია, ქრისტესვით მშრომა მსურს. საუზმის შემდეგ თქვა: - ახლა აიღე თოფრაკი და არგანი და საქმეს შეუდექი. ჩონჩხი ვიყავი,სიცხიანი ჩონჩხი. როგორ შევძლო ტვირთაკიდებულმა კლდეებზე ფორთხვა! - ეს მე უნდა ვზიდო? - დიახ, შენ. - როგორც მაკურთხებთ. და აი ასე, დილაადრიან-ზღვიდან მთაზე, კლდეში გამოკვეთილი საფეხურებით საქმეს შევუდექი და ვეზიდებოდი ღვთის წყალობით. როგორც იქნა მოვრჩით. ბერი მეუბნება: - ღამე გამოძინების იმედი ნუგექნება. შებინდებისას ორი საათი გვძინავს. მერე კი იწყება ფხიზლობა იესოს ლოცვით. ვინ - რვა, ვინ - ათი საათი, ხმით ლოცვა მუხლმოდრეკით და სკვნილით. ხუთასიოდე მეტანია შეასრულე და მერე მოვიფიქრებ როგორ მოგექცე. ცუდად თუ გახდები, აი იმ კელიაში მომაკითხე. ასე დაიწყო ჩემი ღამეული ფხიზლობა, მაგრამ ძალიან მებრძოდა ძილი, ამიტომ ბერთან ერთად ვლოცულობდი. შემდეგ კელიასთან ჩამოვსხდებოდით და მარიგებდა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2660
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,991 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
(გაგრძელება)
"დასაწყისში გულისთქმებმა შემაწუხა, პირველ რიგში - სიამაყის გულისთქმამ. ჩემი სიამაყე ეურჩებოდა მის რჩევებსა და მითითებებს. სულ განმარტებებს მოვითხოვდი: „ამას რატომ მეუბნება? ასე რატომ მექცევა?“ მივხვდი ეს ეშმაკის ხრიკები იყო, რომელიც ცდილობდა ურთიერთობა გამფუჭებოდა ჩემს მასწავლებელთან, დამრიგებელთან. გადაკეტილიყო სულიერი კვების წყარო, რომლითაც მორჩილი თავისი მამისგან უფლის მადლს ღებულობს. როდესაც ბერს შევჩივლე, მან ამიხსნა: - დაფიქრდი შვილო აქ რისთვის მოხვედი - სულის გადარჩენისთვის; მოხვედი, რათა უარყო შენი თავი, მოიკვეთო ვნებები, ისწავლო მორჩილება. მოხვედი, რათა შენ დაგდონ მსჯავრი და არა თვითონ განიკითხო სულიერი მამა და ძმები. - გეთანხმები, - ვუპასუხე მე. - იცი როგორ დაგვარიგეს აქაურმა მამებმა, დიდმა ბერებმა? აი რა გვასწავლეს: აამებ შენს სულიერ მამას - ეს იგივეა ღმერთს რომ აამო. ვერ მოიგებ მამის გულს - ვერც უფლისას. ღმერთს ვერ ხედავ - მამაოს ხედავ, რამდენადაც იგი წარმომადგენელია ღმერთისა. რა დამოკიდებულებაც გაქვს მოძღვართან, ის ღმერთთან დამოკიდებულებასაც შეეხება. ეს ძალიან წააგავს ხატებთან ურთიერთობის საშუალებით ღმერთთან და წმინდანებთან კავშირს. შევხედოთ ხატს, ხე და საღებავია, ადამიანების ხელით არის შექმნილი. ხომ ასეა? ასეა. მაგრამ მასზე უფალია გამოსახული ან ღმრთისმშობელი, ან წმინდანი. თუმც თვითონ ხატი ნივთია, მაგრამ ჩვენი დამოკიდებულება პირდაპირ კავშირშია მასზე გამოსახულ სიწმინდესთან - ხატის საშუალებით მათ გადაეცემათ მოწიწებაც და შეურაცხყოფაც. ჩვენს შემთხვევაშიც იგივეა, მოძღვარი უფლის სახეა, მისი წარმომადგენელია. ბერი მორჩილისთვის ეპისკოპოსზე უპირატესია. დანარჩენებისთვის ის იქნებ არც არაფერს ნიშნავდეს, მაგრამ შენთვის ასეა, რადგან მისი მორჩილი ხარ. კარგი და წარმატებული სულიერი შვილი რომ დადგე, გევალება მორჩილების მიღებისთანავე აღიარო მისი მამობრივი მფარველობა, დაემორჩილო, მისი გული მოიგო და ამით აამო უფალს. მორჩილი მოძღვარს ვერ აამებს, თუ მხოლოდ ფიზიკურ სამუშაოს შეასრულებს. აქ მთავარია წარმატებები სულიერ ცხოვრებაში. რამდენადაც სულიერად წარმატებულია მორჩილი, იმდენად ხარობს მოძღვრის სული. ხოლო მამის სიხარული ღვთის კურთხევად გადმოდის მორჩილზე. თუ ასე არ მოხდება, ეს ნიშნავს შენს დამარცხებას. ერთმა სენატორმა დატოვა საერო წოდება, წმინდა ვასილი დიდთან მივიდა და მონაზვნად აღიკვეცა, მაგრამ გაუჭირდა ამ ტვირთის ზიდვა. მაშინ წმინდანმა უთხრა: „შენ დათმე სენატორის წოდება და მდგომარეობა, მაგრამ არც ბერი ხარ, რადგან ბერულ მოვალეობებს ვერ ასრულებო.“ დიდი წმინდა მამები ამბობდნენ: ბერის თავაზიანობა იმაში მდგომარეობს, რომ მის ბაგეთაგან მუდამ ისმოდეს „მომიტევეთ“ და „დამლოცეთ.“ ანუ თუ დანაშაულში გამხელენ, თავის მართლების ნაცვლად შენდობა ითხოვე. თუ შენთვის უსიამოვნო დავალებას მიიღებ, მოიკვეთე შენი ნება, დამორჩილდი, უთხარი „დამლოცეთ“ და დავალება შეასრულე. მამები იმასაც ამბობდნენ: „კარგი დასაწყისი საუკეთესო დასასრულია, ცუდი დასაწყისი კი - ყველაზე ცუდი დასასრულიაო.“ - მამაო, რას ნიშნავს კარგი დასაწყისი? - ეს ნიშნავს, რომ მორჩილებას ასრულებ, არ თავნებობ, წესებს ემორჩილები, გულს არ ატკენ მოძღვარს, არაფერს უმალავ - ყველაფერს უყვები - ეს არის კარგი დასაწყისი. თუმცა უფრო აღმატებულიც არსებობს: სრულყოფილი, ანუ სულიერი მორჩილება; ეს აზროვნებას, ანუ აზრებს მოიცავს. შენ და მოძღვარს ერთნაირი ზრახვა, ფიქრი და გულისთქმები უნდა გქონდეთ. ის თუ შეცდება, შენც უნდა შეცდე. ოღონდ ეს არ არის შენი შეცდომა. სულიერი მორჩილების დროს ჩადენილი შეცდომა მორჩილის შეცდომად არ ითვლება, იგი მას ვერ დაღუპავს. დახუჭე თვალები და შეასრულე მორჩილება - შიში გულში არ გაივლო. - როგორც მაკურთხებთ, მამაო. მაშინვე ავითვისე ყველაფერი. გამეორება აღარ დასჭირვებია. მოძღვარის გულის მოგება განვიზრახე. თავში მუდამ ეს ფიქრი ტრიალებდა - საქმედ როგორ მექცია წმინდა მამების ეს მარტივი რჩევა - დარიგება. ეს პატარა, მაგრამ უზარმაზარი სულიერი ძალის მქონე რჩევა სულში ჩავისვი, ჩემს კრედოდ და მონაპოვრად ვაქციე. თავს ვუთხარი: „მთელი ცხოვრების მანძილზე წარმატების იმედს ამ წესზე დავამყარებ.“ და რადგანაც ვინც მას გამოიყენებს და შეასრულებს, უზარმაზარ სარგებელს იღებს, მეც შევასრულებ ღვთის შეწევნით და ბერის ლოცვებით. ვცადე ორმაგად მომეგო ბერის გული: არასოდეს გამებრაზებინა და ჩემი საქციელითაც მეამებინა. ვფიქრობდი: „ეს რომ ვერ შევძლო, წარმატებული ვერ ვიქნები, ანუ დავმარცხდები იმ მიზნისთვის ბრძოლაში, რის გამოც ერში ყოფნა მივატოვე.“ მხოლოდ ღმერთმა უწყის გული ვატკინე, თუ გავახარე. მაგრამ საქმით კი დავრწმუნდი: თუ მორჩილი ცდილობს შეასრულოს ბერის მცნებები და დავალებები, მაშინ გზას თვით უფლის კურთხევა გაუკვლავს. მოძღვრის მორჩილი და თვინიერი შვილი სულიერ ცხოვრებაში არ დამარცხდება. მითუმეტეს შეუძლებელია ვერ მოიპოვოს ღვთის სასუფეველი. ასეთი რამ უბრალოდ შეუძლებელია - ეს ათასი პროცენტით ასეა. თუ მორჩილი ბერს უთანხმებს ყველაფერს, წარუმატებლობა გამორიცხულია. შეუძლებელია მადლი ვერ შეიძინოს. ჩვენ ვიცით სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი სრულყოფილი რწმენის, სრული მორჩილების და თვინიერების ცხოველმყოფელი ძალით იმის ღირსი გახდა, რომ მადლს არა მხოლოდ გემო გაუსინჯა, არამედ სულისწმინდის მადლით პირთამდე სავსე ფიალა დაცალა და ჩვენი ეკლესიის მიერ, ვითარცა უშუალოდ სულიწმინდის მიერ განსწავლელულს - ახალი ღვთისმეტყველი ეწოდა. მან ღვთისმეტყველება მერხთან მჯდომმა კი არა, სულიერი მამის მორჩილებასა, ერთგულებასა და გულმოდგინე შრომაში შეისწავლა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2661
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,991 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ბერი ეფრემ ფილოთეველი
„ჩემი ცხოვრება ბერ იოსებ ისიხასტთან“ (გაგრძელება) იესოს ლოცვა "ერიდან გამოსულს, რამდენიმე დღის შემდეგ მამა არსენმა მითხრა: - კელიაში შემომიარე ყმაწვილო, ლოცვას შეგასწავლი. მაშინ ჯერ არ ვფლობდი გონიერ ლოცვას, მაგრამ მისი კელია ორივეს რომ ვერ დაგვიტევდა ეს ვიცოდი. - მე იატაკზე ვიდგები, შენ - საწოლის ფიცარზე, გონება გულში ჩავკეტოთ და ვთქვათ: „უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მე!“ - ვნახოთ რა გამოვა. გასაგებია? - მესმის - იცოდე, ყურადღებით! წარმოთქვი გონებით და არა ბაგეებით. ორივენი ფეხზე ვიდგებით და არ ჩაგეძინოს. - რა დამაძინებს! ჩავთვალე რომ უკვე ყველაფერს მივხვდი, გონიერ ლოცვას ჩავწვდი და ვცადე მელოცა. ცოტა ხნის შემდეგ მამა არსენი მეკითხება: - თუ გრძნობ, ან ამჩნევ რამეს? ღვთის მადლი იგრძენი? - ვერა, მამაო - დაიკარგე აქედან შე საქონელო! ჩემი გული განათდა, ხარობს. შენ კი ამდენ ხანს რას აკეთებდი, რატომ ვერაფერი იგრძენი ჩლუნგი თუ არ ხარ? - მეც არ ვიცი, რას ვაკეთებდი. - შენს კელიაში დაბრუნდი და გააგრძელე. დავბრუნდი ჩემთან და დავიწყე: „უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მე!“ ჩვენს შორის თხელი კედელია. ის მიკაკუნებს: „ჩუმად, ხელს ნუ მიშლი, მხოლოდ გონებით!“ არაფერი გამომდის: ფიქრები დახტიან, გონება ბუქსაობს, მეყვინთება. პატარა კელიაში სიარული შეუძლებელია, ჩამეძინება - წავიქცევი და ვიტკენ რამეს. დავიწყე ჩურჩული: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე!“ მამა არსენს სიცოცხლის ბოლომდე (ის 97 წლის ასაკში გარდაიცვალა) ახალშობილივით მახვალი სმენა ჰქონდა. ჩურჩული გაიგონა და მიკაკუნებს. მივხვდი მეძახდა და შევედი. - რატომ საუბრობ? ღმერთო რა მეშველება! - მაპატიეთ მამაო. დავბრუნდი და ლოცვა განვაგრძე, მაგრამ ტვინი არ მუშაობს, მეძინება, გადავედი ჩურჩულზე, მაგრამ ესმის და მიკაკუნებს. - გონებით-მეთქი! რას ვიზამდი, შევედი და ჩემი გასაჭირი ავუხსენი. მან მანუგეშა: - კარგი, იჩურჩულე. არაფერია, გაიზრდები! ჩვენ ათ-თორმეტ საათს ვლოცულობთ, მაგრამ შენ კვიცი ხარ - არ შეგკაზმავთ - ილოცე რვა საათი. როცა უნაგირს დაგადგამთ მაშინ შემოგვიერთდები." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2662
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,991 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
(გაგრძელება)
"თავიდან სხვა სიძნელეც იყო, არ შემეძლო ქრისტეს სახელის წარმოთქმა. გონება ბუქსაობს, შინაგანი მეტყველება ვერ ავამოძრავე. სიტყვა „უფალოსაც“ - კი ვერ ვამბობ. რა ხდება? ბერმა ამიხსნა: - კოკორო, გული არ გაიტეხო. დაჟინებით ილოცე. ეგ ნაჭურჭია, თუ დააკაკუნებ - გატყდება და ... მაშინ! აი, მაშინ!.. მიწაში ჩაგდებულ თესლს ჰგავს - სუსტი ღივი დედამიწის გამხმარ ზედაპირსაც არღვევს - ჰოპ! - და იზრდება. როდესაც მტრის ჯარი უკან დაიხევს, შენ გადადიხარ შეტევაზე, არღვევ ფრონტის ხაზს და გიხარია, იპყრობ სიმაღლეებს. შენ ყოველივეს გამოსცდი, იგრძნობ სიხარულს, მადა მოგემატება. ასე იქნება! მისი სიტყვები მართლაც საქმედ გადაიქცა. მისი ლოცვებით ვქმნიდით ჩვენს ლოცვებს. სამი, ოთხი, ხუთი საათის მანძილზე გონიერი ლოცვა - თავმოდრეკილნი სულიერ გულში მყოფი გონებით, ღვთაებრივი სუნთქვით. ზოგჯერ თავს წამოვწევდი ჰაერის ჩასასუნთქად, მაგრამ რაღაც მეწეოდა კვლავ შიგნით, უკანვე! გაუგო რა - გემო, ეს სული მთხოვდა:“ სხვას ნურაფერს ეძებ, აქაა საუნჯე. დააკაკუნე!“ ჭეშმარიტად, ეს იყო საუნჯე!" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2663
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,991 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
(გაგრძელება)
"საძმოსთვის შემომატებული ახალი წევრებისგან ბერი იოსები ითხოვდა დუმილში და იესოს ლოცვაში თვითიძულებას. - შვილო, იესოს ლოცვა! მსურს მოვისმონი, როგორ წარმოთქვამ მას. მან, ბრძენმა იცოდა, რომ დამწყები ამით საიმედო საძირკველს შეუქმნიდა საკუთარ მომავალს. ამას გამუდმებით გვახსენებდა და აკონტროლებდა - დუმილს და ლოცვას. ცხოვრებამ გვიჩვენა, რომ ვინც თავი აიძულა, მან შეიმეცნა საღმრთო განგებულება და რომ ეს მარტო ბერის თეორია არ იყო. ამიტომაც გვეუბნებოდა: - მე მოგიმზადებთ სადილს, მოგემსახურებით. სხვას არაფერს გთხოვთ: ოღონდ იყავით მდუმარებაში, სინანულში, თავი აიძულეთ რომ ილოცოთ დღე და ღამე, ცრემლიანი ლოცვით." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2664
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,991 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
(გაგრძელება)
„ჩვენი სამონასტრო ცხოვრების დასაწყისში ბერმა გვითხრა: „ ერიდან გამოსულებს თან მოგვყვება მხუთრი, ბოლი: გონება დაკავებულია ძველი ცხოვრებით. ჩვენი არსება სავსეა წარმოსახვებით, ვნებებით, შთაბეჭდილებებით, აზრებით. იქიდან მოვათრიეთ ტონობით სიამაყე. ეს ყოველივე აქაც შესაბამისი აზრებით გვავსებს. არაფერი არ გამოგვივა, ლოცვაში წარმატების მიზნით თუ შევეცდებით მათ მოშორებას. რატომ? იმიტომ რომ სულიერად სუსტნი ვართ, მგზენებარე ოცნებებში კი ძლიერნი. რადგან გონებაში ლოცვას ვერ ვატევთ და ვერ ვაჩერებთ ეკლესიის მამების, ასკეტის წმინდანების გამოცდილებით და რჩევით, ბაგეებით ლოცვას უნდა შევეჩვიოთ, რათა სიტყვების ჟღერამ გონება ოცნებას მოსწყვიტოს. თანდათანობით ლოცვა გონებას დაატკბობს, მოსწყვეტს საერო საკვებისგან, ფუსფუსისგან. შემდეგ ჩაკეტავს შიგნით, საკუთარ არსებაში შეუწყვეტელი ლოცვით. ამიტომ, მოვეშვათ ფუჭ ლაპარაკს და მთელი დრო ლოცვას მივუძღვნათ. გონება სულ ჩვენს მიერ მიტოვებულ ერს მისტირის, თუ შეუწყვეტელი ლოცვის საძირკველს არ ჩავუყრით ჩვენს ცხოვრებას - სულიერი წარმატებები არ გვექნება.“ მისი ნათქვამის ჭეშმარიტებას ცხოვრება ადასტურებს, მაგრამ თუ მაინც გაუჩნდება ვინმეს ეჭვი და კამათის სურვილი, ის წააწყდება გამოცდილების მძლავრ კლდეს და მიხვდება, რომ თვითონ ჯერ არ განუცდია ნამდვილი მონაზვნური ცხოვრება. ბერი იოსები გვარიგებდა: „ძილის შემდეგ, თვალის გახელისთანავე დაიწყე იესოს ლოცვა. არ მისცე გონებას ფუსფუსის უფლება. თუ თავის იძულებით ამას შესძლებ, უფალიც შეგეწევა და ეს წმინდა ჩვევად გექცევა: გაახელ თვალს - იესოს ლოცვა - და ასე - მთელი დღე ლოცვა პირველ ადგილზე. ამგვარად, შრომობ ლოცვის წარმოთქმის თანხლებით. ასე იკურთხება და დალოცვილი ხდება შრომა, ბაგეები, ენა, გული, ლოცვის დრო და ადგილი, იმ ადამიანისა, ვინც უფლის სახელს წარმოთქვამს. სამომავლოდ კი ამგვარი ლოცვით, ანუ ღვთაებრივი ძალით შეიარაღებული კაცი უნაკლო და მოუწყვლადი ხდება. ბოროტი ვეღარ ნახულობს მასში სუსტ ადგილს კბილის გასაკრავად, რადგან მათ განდევნის და ფერფლავს იესოს ლოცვა.“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2665
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,991 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
(გაგრძელება)
"ჩვენც ამ დარიგებით ვცხოვრობდით. უდაბნოა. ირგვლივ არავინაა. თვალის გახელისთანავე - ჩქარა, ჩქარა! იესოს ლოცვა! ვასრულებთ მორჩილებას, დავალებებს, მივათრევთ ტვირთს - შეუჩერებლად ვლოცულობდით „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე!“ სარგებელიც დიდი იყო. სულს ეფინება სიხარული, გვერევა გრძნობები, გული ჩვილდება - იმდენი ცრემლია, ვერ გადმოგცემთ. ხმით ლოცვისას ხშირად ისეთი მადლი გვეძლეოდა, რომ აშკარად გვაგრძნობინებდა ღვთაებრივ სიყვარულს, გონება აღტაცებაში მოდიოდა და რაღაც საოცარი ფორმით მარტო კი არ ლოცულობდა, არამედ თან ჭვრეტდა კიდეც უფალს და უხილავ სამყაროს. ამასვე განვიცდიდი მეც ღამით ეკლესიაში მიმავალი.აღმართში ასვლა რომ გამეადვილებინა ბერს ზურგიდან ხელს ვაშველებდი. იგი წყალმანკით იყო დაავადებული და მთის ციცაბოებზე სიარული უმძიმდა. ხშირად მქონია შეგრძნება: ასვლაში კი ვეხმარები, მაგრამ ამავ დროს მის გვერდით არ ვარ! ეს რათქმაუნდა მისი ლოცვით ხდებოდა; ვგრძნობდი, ჩემი გონება სხვაგან იყო, თითქოს მოვათვალიერებდი მთის ფერდობს და კვლავ თავს ვუბრუნდებოდი. აღმოვაჩენდი, რომ ბერის და მამა არსენის გვერდით ვარ და კვლავ გონებრივად გავსხლტებოდი. მოგვიანებით ამის გაანალიზებისას დავასკვენი: „ხედავ როგორია სულიერი ცხოვრება! რა დიდებულია მონაზვნობა, როგორ გარდაქმნის ადამიანს! გონება მსუბუქი და სულიერი ხდება, ადვილად გადალახავს სირთულეებს და მიდის იმ ზღვართან, რომლის გადმოცემაც შეუძლებელია!“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2666
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,991 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
(გაგრძელება)
„რაც არ უნდა გვეკეთებინა, ბერი მოგვიწოდებდა: „შვილებო ხმამაღლა ილოცეთ!“ ეს ნიშნავდა იესოს ლოცვის ხმამაღლა, თვინიერად, თავშეკავებით წარმოთქმას. გვერდით მყოფი რომ არ შეგვეწუხებინა, არ გვეხმაურა და მეორე ძმასაც შესძლებოდა ლოცვა, ჩურჩულით ვლოცულობდით. ოღონდ მას არასდროს ვწყვეტდით. ხმამაღალი ლოცვის გამო ხიბლსა და ამპარტავნებას გვაბრალებდნენ, მაგრამ ჩვენ ხომ მლოცველებად არ მოგვქონდა თავი. სხვების დასანახად და საქებრად ხომ არ ვიქცეოდით ასე. უბრალოდ, ეს ჩვენთვის დიდი სარგებლის მომცემი ლოცვის მეთოდი და ღვაწლის ხერხი იყო. ჯერ ერთი ქრისტეს სახელის ხსენებით იკურთხება ჰაერი და წკავწკავებენ ეშმაკები. მეორეც, ამგვარად მლოცველთან სხვები სალაყბოდ აღარ მივლენ - ჩვენთვის არ სცალიაო. მესამეც, წყდება საკუთარი გონებისმიერი უაზრო საუბარი. გონებამ თუნდაც გაქცევა სცადოს, ლოცვის სიტყვების ჟღერადობა მოაბრუნებს. მეოთხეც - თავად მოლაყბე ან ოცნებაში გართული ძმა მლოცველის შემხედვარე გონზე მოვა: „ის ლოცულობს, მე კი დროს ვკარგავო.“ ასეთია ნაყოფი იესოს ხმით ლოცვისა, თუ კი მას წარმოვთქვამთ მშვიდად, ხმადაბლა, რათა სხვას სიმშვიდე არ დავურღვიოთ. უფლის სახელი ფუტკრის ზუზუნივით უნდა ისმოდეს. მათი ფრენა, ზუზუნი არაა ფუჭი, არამედ ტკბილი და სასარგებლო ნაყოფის მომცემია. ასე ვართ ჩვენც - სულიერი ფუტკრები - ხმით ლოცვისას სულისთვის სასარგებლო თაფლი გვიგროვდება“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2667
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,991 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
(გაგრძელება)
„სამომავლოდ, იესოს ბაგეებისმიერი ლოცვა შინაგან ლოცვად გარდაიქმნება. გონებას შიგნით მიმავალი გზა ეხსნება, რის შედეგადაც ადამიანი ძალდატანების გარეშე ლოცულობს. გაღვიძებისთანავე მასში თავისთავად ჩაირთვება იესოს ლოცვა! დასაწყისში ლოცვას მცირედი მცდელობა უნდა მიახმაროთ, ხოლო, როცა ამ გზაზე დაწინაურდება, როცა ბაგეებისმიერი ლოცვის ბულდოზერი გულის მიმართულებით გზას გაკვალავს, მაშინ შინაგანი ლოცვა საკუთარი გონების ავტომობილით ლაღად გაუყვება გზას. გონება თავისუფლად წარმოთქვამს ლოცვას. ხოლო თუ ადამიანი წარმატებით მიიწევს, რაც დიდი ისიხასტი მამების ხვედრია, მაშინ მის გულში გზა კი არა პროსპექტი გაიხსნება. როცა გულის ერთადერთი საზრუნავი იესოს ლოცვის აღსრულებაა, იწყება დიდი დღესასწაული. იქ გამართულ ვაჭრობას უზარმაზარი მოგება მოაქვს. თავიდან წვრილმანებით მოვაჭრე ადამიანი სულიერი შენაძენებით მდიდრდება. დასაწყისში სწორედ ამიტომაა საჭირო ხმით ლოცვა. უკვე ვთქვი, რომ სხვათა ლაპარაკს ყურადღებას არ ვაქცევდით და ჩვენი გზით მივიწევდით. მდუმარება რომ არ დაგვეცვა და იესოს ლოცვის ხმამაღალი წარმოთქმისთვის თავი არ გვეიძულებინა, მაშინ გონება აქეთ-იქით წანწალიდან ათასგვარ ნაგავს მოგვიტანდა. ეს დიდი ბერი რომ ვერ გვეპოვა, მაშინ ხომ ჩვეულებრივი მსახურებით დავკმაყოფილდებოდით. ერთხელ ერთმა ეშმაკეულმა შემოგვიარა. ის აყვირდა: „გადააგდე ეგ სკვნილი და წადი საღამოს მსახურებაზე“. ანუ თვით ეშმაკი გამოტყდა თუ რა დიდი ძალა აქვს უფალთან ჩვენს საუბარს. ამიტომაც, ისიხასტური ცხოვრება, ანუ მეტანიის თანხლებით სკვნილზე იესოს ლოცვა აღემატება ფსალმუნთა გალობას. საეკლესიო ტროპარები კარგია, მაგრამ იესოს ლოცვას ვერ შეედრება (ამაში რათქმაუნდა საღმრთო ლიტურგია, ანუ წირვა-ლოცვა არ იგულისხმება). ამიტომ ვიძინებდით ადრე და მზის ჩასვლისას ვდგებოდით, რათა მთელი ღამე იესოს ლოცვისთვის მიგვეძღვნა.“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2668
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,991 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
(გაგრძელება)
„მარტოობის გამო, ხმამაღლა განუწყვეტლივ, შეუნელებლად ვლოცულობდი. ყელი რომ ამტკივდა დავიჩივლე: - ლოცვისგან პირი და ენა მტკივა, ყელი გამისივდა. ჩასუნთქვა მიჭირს. გული მტკივა. ყელში თითქოს ჭრილობა მაქვს, მალე წყლულად იქცევა. - დიდი ამბავი! არაფერი მოგივა, მოითმინე! ლოცვა არ შეწყვიტო, უფალს ელაპარაკე. ეს ტკივილი სულიერ სიტკბოებას მოგიტანს. თუ არ გეტკინა, ლოცვის ნაყოფს ვერ იგემებ. ეგ ლოცვა შეგეწევა და გიხსნის, განუგეშებს, გასწავლის. ის კურთხევად გექცევა. ეხვეწე, შესძახე! ჭკუა და გონება გარეგანზე კი არა, შინაგანზე დააყრდენი. განამტკიცე. არა სიტყვები და თეორიები, ქადაგებები და ზრუნვა - ფაცაფუცი, არამედ სიფხიზლე, ლოცვა, სიმდაბლე და მორჩილება. ამაშია წმინდა მამათა ანდერძის, რჩევა-დარიგების და ცხოვრების წესის არსი. დააგროვე გამოცდილება, თორემ პრაქტიკის გარეშე თეორიაზე როგორ ისაუბრებ? - მაგრამ სუნთქვისას გული მტკივა. - მას არაფერი დაემართება! როცა ვცდილობდი ლოცვაში ჩავფლულიყავ და ყველა აზრი და წარმოსახვა მომეშორებინა, მაშინ მოდიოდა საცდური. გულისთქმა მაშინებდა: „გასკდები ასეთი დაძაბულობისგან.“ მე ვპასუხობდი: „მართლაც რომ გავსკდე, რომ დავიშალო, მაინც შევეჭიდები. ვიბრძოლებ.“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th July 2025 - 05:58 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი