![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
ugirsi |
![]()
პოსტი
#269
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 30 რეგისტრ.: 18-January 08 წევრი № 3,675 ![]() |
მონაზვნად როცაა დაააპირებ აღკვეცას კარგათ უნდა აწონდაწონო შენი შესაძლებლობები და ისე უნდა მიიღო გადაცკვეტილება,ღგმერტმა გააძლიეროსს ყველა მონოზონი
აი ტელევიზორში რო იყო აღკვეცა ხო არავინ იცის არი თუ არა რომელიმე საიტზე ან ვინმეს ხო არ გაქვთ დადეტ რა არ მინახია როგორ ხდება |
*ნინო* |
![]()
პოსტი
#270
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 836 რეგისტრ.: 16-November 07 წევრი № 3,193 ![]() |
როცა, მათ გვერდით ვარ,თავს ძალიან მშვიდად ვგრძნობ და ბედნიერი ვარ.
|
marine |
![]()
პოსტი
#271
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,998 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ბერ-მონაზვნობაზე
მონაზვნები არა მხოლოდ ფარნები არიან, ქუჩაში რომ ანათებენ, რათა ხალხმა არ წაიბორძიკოს, არამედ შორ კლდეზე მდგარი შუქურები, რომელთა მეშვეობით გემები გზას პოულობენ აზვირთებულ ზღვაში და ნავსაყუდლამდე აღწევენ. ბერი პაისი ათონელი ვისთვისაც ცნობილია ანგელოზებრივი სახის დიდი ღირსება, ის სხვა წოდებას არ ესწრაფვის, თუ ნამდვილი მონაზონი გახდები, სულიერი სიხარული გექნება, როგორც მიწაზე, ასევე ცაში. ბერი პაისი ათონელი როცა მონაზონი ქრისტეს გულისათვის უარს ამბობს ადამიანების ნახვაზე, მაშინ ის ხედავს მრავალ ადამიანს და ღვთაბრივი სახით ლოცვით შეეწევა მათ იმ საქმეებში, რომელთა შესრულება ადამიანური საშუალებებით შეუძლებელია. ბერი პაისი ათონელი მონაზვნები ჩვენი ეკლესიის მეკავშირეები არიან, ისინი განეშორებიან მიწიერ დაბრკოლებებს, რათა მუდმივი ლოცვითი კავშირი იქონიონ ღმერთთან და შეეწევიან სხვა ადამიანებს. ბერი პაისი ათონელი ათონელი წმინდა მამები, ისე როგორც ჩვენ, ადამიანები იყვნენ, ათონი კი, როგორც სხვა მთები, იყო ველური მთა, მაგრამ რადგან ჩვენი მამები მოშურნეობით იღვწოდნენ, თვითონაც განიწმინდნენ და მთაც განწმინდეს. ასე რომ, მას ახალ წმინდა მთა ეწოდება, ჩვენ კი თავს ვიწონებთ იმით, რომ მთაწმინდელები ვართ. ბერი პაისი ათონელი მონაზონი წუთისოფლიდან შორს მიდის არა იმიტომ, რომ ეს ქვეყანა სძულს, არამედ იმიტომ, რომ უყვარს და ამ გზით შეუძლია უფრო მეტად დაეხმაროს ლოცვებით იმ საქმეებში, რომელთა აღსრულებაც ადამიანთა ძალისხმევით შეუძლებელია და მხოლოდ ღმერთის ჩარევით აღესრულება. ასე მოდის ღმერთისგან ქვეყნის ხსნა. ბერი პაისი ათონელი მონაზვნები - დედა ეკლესიის „რადისტები“ არიან და, ცხადია, თუ ამა სოფლისგან შორს მიდიან, ამას მხოლოდ სიყვარულით აკეთებენ; ისინი „რადიოხარვეზებს“ გაურბიან, რომ უკეთესი კავშირი იქონიონ უფალთან და ქვეყანას უფრო გამოადგნენ. უგუნურ მოთხოვნას, რომელსაც ზოგიერთი ეკლესიის მსახური აყენებს, ანუ მონოზონის საწუთროში დაბრუნებას, ზოგიერთი უგუნური ჯარისკაციც გამოთქვამს, როცა საბრძოლო რაზმს საფრთხე ემუქრება. ეს ჯარისკაცები მოითხოვენ, რომ რადისტმა რაცია დატოვოს და სროლებში მიიღოს მონაწილეობა. თითქოს მდგომარეობის ხსნა შეიძლებოდეს, თუ ორ შაშხანას კიდევ ერთი მიემატება. როცა რადისტი მთელი ხმით გაჰყვირის კავშირზე გასასვლელად: „იხსენით ჩვენი სული!“ და ასე შემდეგ, სხვებს ჰგონიათ, რომ იგი ამაოდ ყვირის, თუმცაღა გონიერი რადისტები არ უსმენენ მათ ლანძღვას და მთელი ძალისხმევით ცდილობენ კავშირზე გასვლას, შემდეგ კი დაუყოვნებლივ დახმარებას სთხოვენ გენერალურ შტაბს („მხსნელს“), და მაშინ მოდიან ავიაციის დიდი ძალები, ბრონირებული სატანკო დივიზია, ფლოტი და ამგვარად ხდება მდგომარეობის გამოსწორება, და არა ამ ერთეული ჯარისკაცის ბრძოლით. ზუსტად ასევე - მონაზვნების ლოცვების მეშვეობით მოქმედებენ საღმრთო ძალები, ჩვენ კი, ჩვენს დროში, როცა ბოროტებამ უაღრესად იმატა, დიდად ვსაჭიროებთ საღმრთო შეწევნას. ბერი პაისი ათონელი მონოზვნები, რომლებიც ადამიანთა სულების ხსნით არიან დაინტერესებულნი, უფრო სიყვარულუხვი მამები არიან, ვიდრე ხორციელი მშობლები და უფრო მეტი შვილი ჰყავთ, ვიდრე ყველაზე მრავალშვილიან მამას, რამეთუ ყველა საღმრთო ქმნილებას ისინი თავიანთ შვილებად და ძმებად მიიჩნევენ და თანაგრძნობით ლოცულობენ, რომ თითოეულმა მათგანმა თავის დანიშნულებას მიაღწიოს - ღმერთთან მიახლოებას. ბერი პაისი ათონელი მშობლებმა ხელი არ უნდა შეუშალონ თავიანთ შვილებს, როცა მათ ღმერთი მონოზვნობისაკენ უხმობს, რამეთუ ეს მისია უაღრესად დიდია და იმაზე მეტია, რასაც თვითონ სწირავენ ღმერთს საკუთარი მისიით. ერისკაცები გარკვეულ დროს დადიან ეკლესიაში და ღმერთს დიდი ან პატარა სანთლის დანთებას აღუთქვამენ. მონოზონი კი ყოველღამ ფხიზლობს ეკლესიაში და მთლიანად საკუთარი თავი აღუთქვა ღმერთს; მისი სიყვარულით არის ანთებული, მას ადიდებს და მადლობას სწირავს როგორც თავისთვის, ასევე მთელი ერისთვისაც. ბერი პაისი ათონელი სადაც არ არის მართლმადიდებლური ბერ-მონაზვნობა, იქ არც ეკლესიაა. ასევე წარმოუდგენელია ქვეყანა უჯაროდ და სამართლებრივი სახელმწიფო - უპოლიციოდ. ბერები იცავენ ეკლესიის საზღვრებს, იცავენ ეკლესიას მტრებისაგან, მათგან, ვინც, ამ ჩვენი მატერიალიზმის ეპოქაში, მგლებივით მიესივნენ ეკლესიას დასაგლეჯად. ბერი ამფილოქე ბერმონაზვნური ცხოვრება მსხმოიარე ხეა, რომლის ფესვი სიყვარულია, ხოლო საზრდო - სინანულის ცრემლები. ბერი იოილი http://www.orthodoxy.ge/mamebi/monazvnoba.htm -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
კავკასიელი |
![]()
პოსტი
#272
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 147 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 677 ![]() |
რას იტყვით ამ ხალხზე... ქრისტეზე შეყვარებულნი თუ ერისგან გაქცეულნი... ქრისტეზე შეყვარებულნი რაღა თქმა უნდა. ვინც ასე არ ფიქრობს ძალიან, ძალიან ცდება. ზოგი ფიქრობას, რომ მონასტერში ცოდვებისგან გაწმენდილი უნდა წავიდეს ადამიანი თუ "ცოდვებისგან განწმენდილი" ხარ მაშინ ან მონასტერში რა გინდა ან ერში რას ფიქრობთ შესაძლებელია ადამაინი ცხონდეს თუ სამონაზვნო წესით არ ცხოვრობს... ცხონება ყველგან შესაძლებელია ერშიც, მონასტერშიც, მთაშიც, ბარშიც, უდაბნოშიც ... აქ მთავარი ადგილმდებარეობა არ არის, აქ მთავარი ისევ და ისევ გულია, გული. -------------------- "უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარი ჩემდა; ვისა მეშინოდის?" (ფსალმუნი 26;1)
|
marine |
![]()
პოსტი
#273
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,998 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ქარელის ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრისტი სტეფანე (კორინთელი)
/ნაწყვეტი ინტერვიუდან/ - მამაო, თქვენი სულიერი შვილები იყვნენ მესტიისა და ზემო სვანეთის ეპისკოპოსი ილარიონი, ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსი გერასიმე, ბოდბელი ეპისკოპოსი დავითი, ბოლნელი ეპისკოპოს ეფრემის მოძღვარი კი დღემდე ბრძანდებით... - ქრისტიანული სიხარულით მიხარია, რომ ღმერთმა ღირსმყო, ამ ოთხ ადამიანს - ოთხ მღვდელმთავარს სულიერად დავკავშირებოდი. უფალმა ინებოს, უფრო მეტი კარგი სასულიერო პირი ჰყავდეს ჩვენს დედაეკლესიას. ბერობა თავგანწირვაა, უნაპირო თავგანწირვა. თუ თავგანწირვა არ შეგიძლია, სიყვარულიც არ შეგძლებია, რადგან სიყვარული თავგანწირვის გარეშე წარმოუდგენელია. ბერობა მოყვასისთვის თავდადებაა. თუ ეს არ შეგიძლია, ბერობაზე არც უნდა იფიქრო. გვირგვინი ბერობისა - თავმდაბლობაა. წილად მხვდა ბედნიერება, წავსულიყავი აფხაზეთის უდაბნოში (სოხუმიდან ორმოც კილომეტრზე) და XX საუკუნის განდეგილი ბერები მენახა, ისეთი ბერები, რომელთაც ეპისკოპოსები ხელზე ემთხვევიან, 46 წელი მარტოდმარტო რომ იღწვიან უდაბნოში. ნამდვილი ბერი თავის სახეს არასოდეს ანახებს, სულიერ სამყაროში არავის ჩაახედებს, იმ სამყაროში, რომელსაც წლების განმავლობაში ელოლიავებოდა და ცრემლიანი ლოცვითა და მარხვით შექმნა. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#274
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,998 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"როცა მეუფე იობმა მაკურთხა, ასეთი რამ თქვა - წინამძღვარს უნდა დაემორჩილოთ ყველაფერში, გარდა ათი მცნების საწინააღმდეგოსი, მაშინ შეიმოსებით მართალი ბერ-მონაზვნური ღვაწლით."
ბერდიაკონი იოანიკე -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#275
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,998 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
როცა მამა ხარლამპემ (ათონელი, +2000) ეს სოფელი დატოვა, ყველაზე ძალიან დედა ენატრებოდა. დაემხობოდა ღვთისმშობლის ხატის წინ, ევედრებოდა, ეს მონატრების გრძნობა ჩამიქრე - ახლა შენ ხარ ჩემი დედა. მხოლოდ შენ გეძიებ და შემეწიეო.
უფლის დედის დახმარებით მამა ხარლამპემ გაუძლო და დაითმინა მონატრება და სიყვარული. მიუხედავად იმისა, რომ დედა წერილებში ევედრებოდა, - შვილო, ურანოპოლისში მაინც ჩამოდი, რომ შეგხედოო. სანამ მისი მოძღვარი, მამა იოსებ მღვიმელი გარდაიცვლებოდა, ამ თხოვნას ყურს არ უგდებდა, მერე კი მისწერა, - დათქმულ დროს თესალონიკში შევხდეთ ერთმანეთს, ოღონდ იმ პირობით, თუ მონაზვნად აღიკვეცებიო. "ვიცოდი, რომ დედაჩემი მუდამ მონაზონზე მკაცრად ცხოვრობდა, ამიტომ მისთვის ბუნებრივი იქნებოდა ანგელოზის სქემა," - ჰყვებოდა მამა ხარლამპე. ასეც მოხდა, დედამ თესალონიკში შვილი ინახულა, პირობისამებრ მონაზვნად აღიკვეცა და მერე აღარსოდეს უნახავს თავისი ხარლამპე. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#276
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,998 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"სამოციქულოში ნათქვამია, "რაჟამს მოგიწოდოთ უფალმა, ნუ განიფიცხებთ თქვენს გულებსო." უფალი მონაზვნობის მსურველს თავის კარამდე მაინც მიიყვანს, მაგრამ არა ისე, როგორც თავიდან მოუწოდა - მსუბუქად, არამედ განსაცდელების გზით მიდიან ხოლმე ხშირად ასეთი ადამიანები.
თუ მართლა არჩევანის წინაშე დგებიან და გრძნობენ, რომ უფლისგან მიცემული აქვთ მონაზვნობის ნიჭი, თავიდანვე უნდა გადადგან ეს ნაბიჯი და როგორც მსუბუქი ტვირთი, ისე ზიდონ." /დედა მატრონა (სხირტლაძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#277
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,998 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მონაზვნური გამოცდილების მთელი სიღრმე ამ სიტყვებითაა გადმოცემული:
"არ ეცემა მხოლოდ ის, ვინც უკვე დაცემულია, ხოლო ვინც დგას, შესაძლოა დაეცეს კიდეც, მაგრამ შეუძლია ადგეს..." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
galateli |
![]()
პოსტი
#278
|
![]() ugirsi shvili ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 90 რეგისტრ.: 27-February 08 წევრი № 4,039 ![]() |
აუუუუუუ მაგარია რაააააა. როგორ გამოვხცატო ემოციები არ ვიცი
![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() -------------------- ხოლო ჩუენ, რამეთუ დღისანი ვართ ნაშობნი, განვიფრთხოთ, შევიმოსოთ ჯაჭჳ იგი სარწმუნოებისაჲ და სიყუარულისაჲ და ჩაფხუტი იგი სასოებისაჲ და ცხოვრებისაჲ. (თეს.I; თავი I;მუხლი8;)
|
კესო |
![]() ![]()
პოსტი
#279
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,095 რეგისტრ.: 21-March 08 მდებარ.: ბათუმი წევრი № 4,269 ![]() |
რა კარგი თემაა... ძაან მიყვარს მონაზვნები... მათ გვერდით თავს განსხვავებულად ვგრძნობ... მათ გვერდით კი არა მათ სურათებსაც რომ ვუყურებ მაშინაც... რა საყვარლები არიან???!!! ღმერთმა ყველა გააძლიეროს და ღირსეულად ეტარებინოთ ეს მძიმე ჯვარი... მაგათი ლოცვით ვარსებობთ!!!:wub:
-------------------- შემეწიე მე, უფალო, ღმერთო ჩემო, და მაცხოვნე მე, წყალობითა შენითა...
|
marine |
![]()
პოსტი
#280
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,998 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ადგილი კი არ განწმენდს ადამიანს, არამედ ადამიანი ადგილს. სადაც მონაზონია, იქ მონასტერია. იცხოვრეთ მონაზვნურად და მონასტერიც ეგ არის."
/სქემარქიმანდრიტი ანდრონიკე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#281
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,998 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ჰამლეტის ქნარით
/გალაკტიონი/ ამაოა მთლად ცხოვრება, დრტვინვის წუთისოფელია, წადი... წადი მონასტერში, მონასტერში, ოფელია! ტკბილი ნანა სულს უთხარი, უბედობა ხატს აჩვენე, დამაშვრალი სული, გული მონასტერში მოასვენე! მაშ შორს მტვერი, შორს, შორს მიწა! - ის ცის უარმყოფელია... წადი... წადი მონასტერში! მონასტერში, ოფელია!.. ძალიან ლამაზი ლექსია და რატომღაც ამ თემაში გადავწყვიტე რომ დამედო ![]() -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#282
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,998 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ყველაზე მთავარი ღვაწლი კი, ვნებიანი მოძრაობებისა და აზრებისაგან გულისა და გონების დაცვაა. ამიტომ გულში უნდა იყურებოდეთ და რაც მიუღებელია იქიდან ყველაფერი განდევნოთ. თუ ამას შეძლებთ, მონაზონს მიემსგავსებით და შესაძლოა გახდეთ კიდეც მონაზონო. ისიც შეიძლება მონასტრის გარეთ მონაზვნურად იცხოვროთ, მონასტერში მისულმა კი ერისკაცივით განაგრძოთ ცხოვრება."
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
ლეონტი |
![]()
პოსტი
#283
|
![]() ილოცე!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 ![]() |
marine
კი ეგ ყველაფერი ვიცით , ყველგან ეგ წერია. აქაც მილიონჯერ გაიმეორეს. აი როგორ მოვახერხოთ პრაქტიკულად ეს ყველაფერი ამ ორომტრიალში და ამაო წრებრუნვაში, რომლის სიჩქარე სულ მატულობს. საქმე ეგ არის. ![]() -------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
marine |
![]()
პოსტი
#284
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,998 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
marine კი ეგ ყველაფერი ვიცით , ყველგან ეგ წერია. აქაც მილიონჯერ გაიმეორეს. აი როგორ მოვახერხოთ პრაქტიკულად ეს ყველაფერი ამ ორომტრიალში და ამაო წრებრუნვაში, რომლის სიჩქარე სულ მატულობს. საქმე ეგ არის. ![]() როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, მხოლოდ გულში ჩასვლით და მუდამ იქ ყოფნით, უფლისადმი საუბრით, ლოცვით, სინანულით და ა.შ. ![]() ამ ყველაფერს დიდი შრომა სჭირდება, მაგრამ მისაღწევადია ![]() -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
ლეონტი |
![]()
პოსტი
#285
|
![]() ილოცე!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 ![]() |
marine
ჰო კი რავა არა, ოპტიმიზმი კაია. მიღწევადია ზღაპარში. და არა ორომტრიალში. -------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
marine |
![]()
პოსტი
#286
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,998 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
marine ჰო კი რავა არა, ოპტიმიზმი კაია. მიღწევადია ზღაპარში. და არა ორომტრიალში. ვისაც სურს მუდამ უფალთან იყოს კავშირში, ის შეძლებს ![]() ლეონტი ლეონტი, თუ დაინტერესებული ხარ, შეიძინე და წაიკითხე წიგნი: "გონებრივი ღვაწლი. იესოს ლოცვის შესახებ." ვფიქრობ შენ კითხვებს სრულად გასცემს პასუხს ![]() ეს წიგნი არის წმიდა მამათა სწავლებათა კრებული, შედგენილი იღუმენ ხარიტონის მიერ. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#287
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,998 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"თუ აირჩიე მონასტერი, მაშ განემზადე მარტოობისათვის!
მონასტერში იმ ადამიანს ძალზე გაუჭირდება, ვინც ისეთივე ურთიერთობებს გააგრძელებს ყველასთან, როგორიც ერში ჰქონდა. მონასტერში მხოლოდ წინამძღვარს და სულიერ მამას ან უხუცესს უნდა ვცნობდეთ, სხვები თითქოს იქ არც იმყოფებიან. მაშინ ყველაფერი კარგად წარიმართება, უამისოდ კი ისეთი შინაგანი შფოთი და აურზაური ატყდება, საერო წვეულებებზეც რომ ვერ ნახავთ." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
llaasshhaa |
![]()
პოსტი
#288
|
![]() ლაშა ქებაძე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,929 რეგისტრ.: 18-November 07 მდებარ.: საქართველო წევრი № 3,209 ![]() |
ძალიან მინდა რაც შეილება მალე წავიდე ასე 1 კვირით მინიმუმ მონასტერში
![]() ![]() -------------------- ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th July 2025 - 04:36 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი