![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2689
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,992 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
სულის მოსაპოვებლად სისხლი უნდა გაიღო (გაიღე სისხლი - მიიღე სული)
(გაგრძელება) "ბევრი აკრძალვა და სხეულებრივი უძლურება გვქონდა, თავს ვერ ვუვლიდით. გაიჭერი რამე - გადაიბანე წყლით ან დაიყარე მიწა. სპირტის გამოყენების შანსი არ იყო. მას ალბათ ვეღარასოდეს ვნახავდით. წამალი თვალით არ გვინახავს. ღმერთიც ვერ გვიშველიდა, მას რომ ჩვენს ხელთ წამალი შეემჩნია - შხამის დანახვის მსგავსი რეაქცია ექნებოდა. მისი განაჩენი „სიკვდილი“ იყო. სიკვდილისთვის მუდამ მზად უნდა ვყოფილიყავით, კბილი გტკივა? აა! გვერდიც? გაცივდი? „საიმქვეყნოდ მოემზადე, მოკვდი! მოკვდი, რომ ქრისტესთან მიხვიდე. აქ მაგისთვის არ მოხვედი? ცხადზე ცხადია აქ დასასვენებლად არ მოსულხარ.“ და დაამატებდა: „აქ ყველა სიძნელესთან პირისპირ შესახვედრად მოვედითო.“ ექიმი რომ ახსენო შეიძლება თავი დაკარგო: - ექიმი თუ გინდა, ერში დაბრუნდი. შენ, ბერმა ექიმი მოისურვე! ბერი რომ გახდე, სიკვდილის განაჩენს უნდა მოაწერო ხელი. სიკვდილისთვის მზად თუ ხარ - დარჩი. მზად ხარ? - დიახ. - მაშინ ექიმს ნუ მთხოვ, მკურნალობას ნუ მთხოვ, საერთოდ ნურაფერს ნუ მთხოვ. ან მოკვდი, ან წადი. მე ვამბობდი: „სად წავიდე? ვის მივადგე?“ და მივხვდი: აი ამ დიად შრომასა და გმირულ მოთმინებაში იყო დამალული უფლის მადლის განძი." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2690
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,992 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
(გაგრძელება)
„ფეხის დასაბანი წყალი არ გვქონდა. „წყალი დასალევადაც არ გვყოფნის. შენ თუ ფეხის დაბანა გინდა, ჩადი ზღვაზე, ამოტანე წყალი და დაიბანე.“ კოვზს და ჩანგალსაც ვერ ვრეცხავდით. ჭამის მერე ნაჭრის ხელსახოცით ვწმენდიდდით და მასშივე ვახვევდით. ჭუჭყისგან კაპრონივით გაუხეშებულიყო. რომ გაგვერეცხა სუფს მივიღებდით. მასზე წყალს ვინ დაგვახარჯინებდა. თეფშების გარეცხვაც გვასწავლა. ნასადილევს წყალს დავასხავდით, მოვავლებდით და ვსვამდით. მერე კი ცარიელ თეფშს მოვლოკავდით. ასე იმიტომ ვიქცეოდით რომ არაფერი გადაგვეგდო. ყველაფერზე შრომა იხარჯება, გადაგდება არ შეიძლება. ჩვენს სტუმრებსაც იგივე ევალებოდათ. გვეწვია ცნობილი ბანკირი, გაიშალა სუფრა. სადილის შემდეგ ჩვენებურად დავიწყეთ თეფშების „რეცხვა“. ბერმა მას უთხრა: „ბატონო, შენც ასევე უნდა მოიქცე“. და მანაც „გარეცხა“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2691
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,992 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
(გაგრძელება)
„წყალი არც სადილის გასაკეთებლად გვყოფნიდა. ავზში იმდენი უწმინდურობა ცვიოდა: თაგვი, გველი... პირდაპირ, ყარდა! ორი ფორთოხლის ხე გვედგა და იმას ვუსხამდით. ბერი ხშირ-ხშირად მეუბნებოდა: „ყმაწვილო წყალი მოარბენინე“. ზემოთ მამა გერასიმე მიკრაიანანიტუ ცხოვრობდა, საგალობლებს თხზავდა, იქნებოდა ასე 45 წლამდე. ავიღებდი ბენზინის სამხედრო კანისტრებს, ბიდონს ვეძახდით, ბლომად წყალი ჩადიოდა, პირჯვარს გადავისახავდი, ერთს ზურგზე მოვიგდებდი, მეორე ხელით მიმქონდა. ძალიან მძიმეები იყო. ციცაბო კლდეზე ფეხი რომ დამსხლტომოდა, სიკვდილი არ ამცდებოდა. თუ არ დავიშლებოდი, დავსახიჩრდებოდი მაინც, შიშით და კანკალით ვეშვებოდი, მაგრამ ბერის ლოცვა მფარავდა - არცერთხელ არ დავგორებულვარ. მამა გერასიმე მიცქერდა და ვებრალებოდი: - ასეთი სავსე ბიდონებით როგორ ივლი ბერუკავ? ალერსით ჩამაცივდებოდა, გამასპინძლებას ცდილობდა, არაფერს ვართმევდი. მოძღვარი მეუბნებოდა: „არ აიღო არაფერი!“ ანგელოზიც რომ დაშვებულიყო ციდან, იმასაც არ გამოვართმევდი. რას იზამ მორჩილებაა! მორჩა და გათავდა! - ვჩქარობ, მამაო, სადილის მოსამზადებელი წყალი არ გვაქვს. წყალს ოქროს ფასი ედო. პირს ცრემლებით ვიბანდით, ფეხებს კი- ზღვაზე ჩასვლისას. ტანსაცმლიდან მხოლოდ საცვლებს ვრეცხდით. მძიმე, მაგრამ ღვაწლით სავსე წლები გავიარეთ. შრომის და ოფლის მიუხედავად ცხოვრება არაჩვეულებრივი იყო, ხოლო ყოველი ღამე- განსაკუთრებული.“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2692
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,992 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
(გაგრძელება)
„ერთხელ ჩვენი წინამძღოლის ნაცნობი მღვდელი გევსტუმრა საბერძნეთის ვაკეებიდან. ღამის გასათევადაც დარჩა, აბა სად უნდა დაგვეძინებინა? ადგილი არ გვქონდა. ჩემი საწოლი დავუთმე, მე კი ეზოში გავათენე. ღამე გაეღვიძა, გამოვიდა გარეთ. სულიერი არ ჩანს. შეშინდა. მე სკვნილზე ვლოცულობ. ვეკითხები: - როგორ დაისვენეთ? - აქ როგორ ძლებ? მე შიშმა ამიტანა! - რამ შეგაშინათ? - უდაბნოს მდუმარებამ.. - ეს ხომ ჯადოსნურია, ნამდვილი ტკბობაა! - რა არის ეს, ლამის გული გამისკდეს? - რა გაშინებთ, აგერ ეზოში ვართ, გდარაჯობთ, გამოიძინეთ. ხოლო დილით გამოსულმა ჩემი სენაკის თავზე გადმოკიდებული კლდე რომ შეამჩნია: - აქ რა გაძლებინებს? რომ ჩამოვარდეს ხომ გაგსრესს. - რას ბრძანებთ! არ ჩამოვარდება. - არა, რომ ჩამოვარდეს? - თუ უფალს სურს, ჩამოვარდება. მაგრამ მე დამიცავს. - მის ქვეშ დგომისას რომ ჩამოვარდეს? - მაგ დროს ღმერთი შეაკავებს ერთმანეთს ვერაფერი გავაგებინეთ - სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობდით. ის ყველაფერს ჭკუა-გონებით ზომავდა, ჩვენ კი მოძღვარმა რწმენით აზროვნებას მიგვაჩვია.“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2693
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,992 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
(გაგრძელება)
„ბერი იოსების გასაცნობად ათონის მთის წმინდა პავლეს მონასტრიდან ხუცესი გვესტუმრა, დავითი ერქვა, ნამდვილი გოლიათი. ბლომად მწვანილი და ბოსტნეული მოგვიტანა. მოძღვრის ნებით მას ჩემი სენაკი დავუთმე. შეიხედა შიგნით და თავზარდაცემული მეკითხება: - ძმაო, აქ რა გაძლებინებს? - რას გულისხმობთ მამაო დავით? - ამ მკაცრ პირობებში რა გაძლებინებს-მეთქი? - ვერც კი გადმოვცემ როგორ სიხარულში ვცხოვრობთ, პირდაპირ სამოთხე გვაქვს. ამას მე არაფერზე არ გავცვლი. - მე უარს ვამბობ. მონასტერში უნდა დავბრუნდე. ჩვენმა ბერმა ერთი ბოთლი ღვინო აჩუქა. გაიარა დრომ და წმინდა დიონისეს მონასტრის საეკლესიო სკოლაში მას ისევ შევხვდი. მოვიდა ჩემთან და იგივეს მეკითხება: - თქვენც ხომ ჩვენნაირი ბერები ხართ, ნეტავ იქ რა გაძლებინებთ? - უფლის მადლით ვცხოვრობთ. ის რომ არ გვაძლიერებდეს, ვერც ჩვენ შევძლებდით. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2694
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,992 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
(გაგრძელება)
უკანა საღეჭი კბილი მქონდა გამოხრული, ერთხელაც ისე ამტკივდა რომ ვეღარ გავუძელი: - მამაო, შეიძლება კბილის ამოსაღებად წავიდე? - ვერ წახვალ, უნდა მოითმინო. - როგორც მაკურთხებთ. გავბრუნდი სალოცავად, მაგრამ ტკივილი გონებას აბნელებს, ლამის ფანჯრიდან ვისკუპო. - მამაო, ეს ტკივილი შემშლის, ვეღარ ვუძლებ, ფანჯრიდან გადავხტები! - ეგ არაფერი! სიკვდილამდე მოთმინება გვმართებს. - მოთმინება?! როგორც მაკურთხებთ. ჩემი ტანჯვა მამა არსენმა შეამჩნია და ჩარევა გადაწყვიტა, მივიდა და უთხრა: - მამაო, შენ კბილის ტკივილი არ გამოგიცდია, აი როცა აგტკივდება მაშინ მიხვდები რაც არის. - მართლაც, ბერს კბილი არასდროს სტკიებია, სწორედ ამ გამოუცდელობის გამო არ მიშვებდა; ეკითხება მამა არსენს: - ამისთანა განა რა არის? - რა ტკივილიაო? ეგ მე მკითხე, გამოცდილი მაქვს - ის ტვინს ურტყავს, თავს ბურღავს, გაუშვი ამოსაღებად. - უნდა მოითმინოს. ოჰ, ღვთისმშობელო! ამას როგორ გავუძლო? ახლა თავი გასკდება, ნერვები დამაწყდა, ეს ტკივილი გადამიტანს! გაჭრა მამა არსენის შუამდგომლობამ, ბერი მეუბნება: - კარგი, ხო, კარგი - გაგიშვებ მამა არტემთან, მარწუხით ამოგაძრობს. ის ბერი, ორი მორჩილით წმინდა ანას სავანეში მოღვაწეობდა, შესაფერისი განათლება არ მიუღია, მაგრამ მაინც ექიმობდა, რაც ღვთის წყალობა იყო. აბა ამ კლდე -ღრეში სხვა ვინ გვიმკურნალებდა. მაგრამ - უკანა კბილის მარწუხით ამოძრობა?! თუმცა, ჩვენი ბერის არ იყოს, მანამდე არც მე მტკიებია კბილები. ამიტომაც გაბედულად წავედი მამა არტემის საძებნელად. მამა ხარლამპი ამბობს: - ცუდად არის ამ ყმაწვილის საქმე. ცოცხალი ვეღარ მობრუნდება. მე კი გავეშურე კბილის ამოსაღებად. წმინდა ანას სავანესთან დიდი ეკლესიაა, დავიწყე ლოცვა: - წმინდაო ანა, ახლა საით მივდივარ თვითონაც არ ვიცი. ცუდი რამ რომ არ დამემართოს გთხოვ მიხსენი ამ ტკივილისგან. მან შეისმინა და ტკივილი გაქრა. შესამოწმებლად ბალახი გავკვნიტე, ჩავღეჭე - არ მტკივა, უკანვე გავბრუნდი, ბერი მეკითხება: - უკვე ამოგაძრო? მე მოვუყევი რაც გადამხდა. - კარგია, გაგმართლებია, შენს ადგილზე დაბრუნდი. მაშინ ნამდვილად გამიმართლა. მამა არტემი ვერ მიხვდებოდი თუ რომელი კბილი მტკიოდა. შეიძლება საღი ამოეღო. მამა ხარლამპის რომ მოვუყევი, მითხრა: - შენ რომ კბილი ამოგეღო, გრძნობას დაკარგავდი. კიდევ კარგი რომ წმინდა ანა შემეწია! -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2695
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,992 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
(გაგრძელება)
„ორი წლის შემდეგღა მივხვდი რასაც გადავურჩი. მაშინ უკვე ახალ სავანეში ვმოღვაწეოდბით. იგივე კბილი ამტკივდა, მივედი ჩვენს ბერთან: - მის ამოსაღებად მაკურთხეთ. - წადი კარიესში, ამოიღე და დღესვე დაბრუნდი. მე კი იქამდე მისაღწევად დაფნისთან უნდა მივიდე. ამას ორი-სამი საათი სჭირდება. იქიდან ხომალდით ვიმგზავრო და კარიესში ფეხით ავიდე - ესეც ორი-სამი საათი. ძნელია ერთ დღეში მოასწრო. სხვა მამები ან იქვე ათევდნენ ან კუტლუმუშის მონასტერში. მაგრამ, ბერმა მითხრა ღამე არ დარჩეო! კარიესში კბილის ექიმად ბერი ნიკიტა გვემსახურებოდა. ეს პირველი, ძალიან გამოცდილი პროფესიონალი სტომატოლოგი იყო წმინდა მთაზე. ჩამხედა და მითხრა: - ჯანმრთელი კბილია, ცოდოა მაგის ამოღება, ამიტომ გიმკურნალებ. - ბერმა მითხრა ამოიღეო. - მოდი ვუმკურნალოთ, ახალგაზრდა ხარ, საცოდაობაა მაგის ამოღება, მერე ხელოვნური დაგჭირდება. - ბერმა მითხრა ამოიღეო. მიდი, მიდი ამოიღე! ექიმი მიხვდა: ეს პატარა, მოსულელო ბერი მოძღვრის მორჩილებას ასრულებს. გამიყუჩა. ექაჩება, ექაჩება... ცოტა სული მოითქვა. ისევ დაქაჩა, როგორც იქნა ამოაძრო. მაშინღა მივხვდი თუ რას გადავიტანდი ორი წლის წინ მარწუხით რომ ამოეღოთ. - ესეც ასე, ამას მე დავიტოვებ, იმიტომ რომ ტყუილად ამომაღებინე. ღირებულება გადავიხადე და წასასვლელად ავჩქარდი - საით? მეკითხება ის. - ახალ სავანეში ვბრუნდები - არ შეიძლება, სისხლდენა რომ დაგეწყოს პასუხსმე მომთხოვენ. - ვერ დავრჩები. ბერმა დაბრუნება მიბრძანა- ე.ი. ვბრუნდები. - რა გელაპარაკო, შეშლილი ხარ! სისხლის შესადედებელ წამალს დაგადებ და დაფნში რომ მიხვალ წამლიანი საფენი გამოცვალე, მერე კი მარილიანი წყალი გამოივლე. - კარგი. დაფნიში საფენი შემიცვალეს და მოძღვრისკენ გავეშურე. გზა და გზა ზღვის წყალს ვივლებდი. მკაცრი მოძღვარი არ ხუმრობდა: „მოითმინე! და რაც იქნება - იყოს.“ მე არ ვიცი XX საუკუნის ათონზე, სხვა ასეთი წმინდა მამაც თუ იღვწოდა. ის იყო მკაცრი, მამაცი, ძლიეირ ხასიათის ადამიანი, ღვთის ნების ძლიერი რწმენით: - თუ სიკვდილი გიწერია, მოკვდები. თუმცა, სიცოცხლის მიწურულს, მედიცინისადმი მიდგომა შეცვალა. სწორედ მისი გარდაცვალების წინა დღეებში გავხდი ავად, მაგრამ მორჩილი ვიყავი და ექიმთან არ წავედი. ბოლოს რჩევა ვკითხე, თუ როგორ მოვქცეულიყავი. მან მითხრა: - შენ ავადმყოფობ, ფიზიკურად სუსტი ხარ, ამიტომ უნდა იმკურნალო. ამ საკითხის მიმართ ჩემს შეხედულებას ნუ მიაქცევ ყურადღებას იმიტომ, რომ ავად ხარ. მკურნალობა და წამალი რომ დაგჭირდება ექიმს მიმართე, მაგრამ მისი ეს გაკვეთილი სიბერეშიღა ავითვისე, მივხვდი რომ უნდა შევისმინო. ბრძენი სოკრატი გვარიგებს - მოსწავლე სულ უნდა სწავლობდესო. შვილებო, როცა სამედიცინო დახმარება დაგჭირდებათ, მოძებნეთ ექიმი, წამალი და სხვა საჭიროებები." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2696
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,992 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
(გაგრძელება)
„ყოველდღე ზურგით ტვირთის თრევა გვიხდებოდა, მაშინ მანქანა კი არა სასაპალნე ცხოველებიც არ გვყავდა. ქვიშა, შეშა, პროდუქტი ჩვენი მისატანი იყო, რაც ძალიან გვიმძიმდა. ბერმა რამდენიმე საათის სავალ გზაზე გაგვიშვა - ათონის ქედის განშტოებაზე ნაძვები უნდა დაგვეხერხა. აღმართი, დაღმართი, ტყიანი ხევები, ზოგან რამდენიმე მეტრი სიმაღლის თოვლია. სენაკების ასაშენებლად დახერხილ მასალას მხრებით ვეზიდებოდით. ადრიანად გასულები შეღამებისასღა ვბრუნდებოდით. ის სენაკები ჩვენი სისხლით არის აგებული, ეჰ, ჩვენი სენაკები... გველები და მრავალფეხები! ვუძლებდით, როგორც ფოლადით ნაწრთობნი. გვიმძიმდა, მაგრამ ხომ სწორედ ამისთვის მოვედით, დიდება უფალს! ბერი რომ მეტყოდა ზღვაზე ჩაირბინეო, ათ წუთში იქ ვიყავი, მივხტოდი ხელით გამოკვეთილ საფეხურებზე. ფეხი რომ ამცდენოდა - ჩემს ძვლებს აკრეფდნენ! ამავე საფეხურებზე ტვირთით ამავალნი ოფლად ვიღვრებოდით „ეს ხომ მოწამეობრივი სისხლის ტოლფასია“ ვფიქრობდი მე და ამის შეგნება შრომის სიმძიმეს მიმსუბუქებდა.“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2697
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,992 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
(გაგრძელება)
"ჩვენი კვების მენიუში რძე არ იყო. თუ შემთხვევით შედედებული რძის ქილა ჩაგვივარდებოდა ხელში, წყლით ვაზავებდით. მიუხედავად იმისა, რომ რძეს მხოლოდ ფერით წააგავდა - მეფური საჭმელი იყო. ცხვრები პარტიზანების გამო გადამალესბდა ეს იყო რძის ნაკლებობის მიზეზი. ერთხელ გავიგეთ, რომ წმინდა პავლეს მონასტრის პოლიციის საგუშაგოსთან ახლოს, ათასი მეტრის სიმაღლეზე ცხვრის ფარა ჰყავთ. ბერმა თქვა: - მამა ათანასე, ცოტაოდენი რძე მოგვიტანე. ავადუღებთ, პურს ჩავფხვნით და ბავშვობის დროინდელი საჭმელი გვექნება. - წავალ, მამაო. - ფული და ბიდონი წაიღე. ხვალ სადილი აღარ გვექნება მოსამზადებელი. რძეს შევჭამთ. წავიდა საწყალი მამა ათანასე, მაგრამ მასაც იმდენი დრო დასჭირდა, რამდენიც წარღვნის დასრულების ცნობის მოსატანად ნოეს კიდობინდან გაშვებულ ყვავს. უღელტეხილს რომ მიაღწია, გულისთქმები შემოესია: „აბა რა არის მარტო რძე? ბარემ კარაკალადან პამიდორსაც გამოვიყოლებ“. მაგრამ ამისთვის კიდევ ერთი უღელტეხილი უნდა გადაიაროს და გზა გაიგრძელოს 5-6 საათით. გამოართვა პამიდორი და შეიტყო, რომ მონოქსილიტში რთველი აქვთ! ბარემ იქაც შევივლი, მაგრამ ამ პამიდორს თან ხომ არ ვატარებ? ათი საათის გზაა! პამიდორი ბიდონში ჩაალაგა და ხის ტოტებში ჩამალა - უკანა გზაზე ავიღებო. მოკლედ, რძეზე წასულმა რთველში ამოყო თავი. წამოიღო ყურძენი, იპოვა ბიდონი, მაგრამ შიგ პამიდორი გაფუჭებულა - წვენი გასდის. მამა ათანასემ ყურძენი დაფნში დატოვა და ახალი პამიდორისთვის კარაკალაში გაბრუნდა, რითიც, ათი საათით გაიგრძელა გზა. გაჰყურებს ჩვენი დიდი ბერი მამა ათანასეს ბილიკს. ის არ ჩანს. მაშინ გვითხრა: - დავკარგეთ მამა ათანასე. პამიდორზე და ყურძენზე გულისთქმებმა გაიტაცა. რაღას ვიზავთ? ამჯერად ვერ დავლევთ რძეს. პატარავ, შენ ხომ არ წახვიდოდი? - წავალ მამაო, როგორც მაკურთხებთ. - მაშ ასე მოვიქცეთ: ფხიზლობითი ლოცვა შეამოკლე და ექვსზე დაიძინე. მე ძილს არ ვაპირებ. რვა საათზე გაგაღვიძებ. სამი საათის გზაა. თერთმეტზე აქ იქნები. გზად უნდა გამევლო წმინდა ანას სავანე, ახალი სავანე, წმინდა პავლეს მონასტერი, იქიდან ათას მეტრზე ავსულიყავი... ჯერ კიდევ სიბნელეში უნდა დავადგე გზას! სიზმარში ვხედავ, როგორ დამესხნენ ეშმაკები, რათა მორჩილება ვერ შემესრულებინა. მე ვპასუხობდი: „არაფერი გამოგივათო“. რვას თხუთმეტი ეკლდა მოძღვარმა რომ გამაღვიძა. წამოვხტი. - წასასვლელად მაკურთხეთ, მამაო. დავუმალე ეშმაკები რომ მესიზმრა - იფიქრებს წასვლა ეზარებაო. ზურგზე თოფრაკი მოვიგდე და რძის ბიდონს დავავლე ხელი. - ეს თოფრაკიც წაიღე - წმინდა პავლეს სავანიდან ბოსტნეულს გამოიყოლებ. რძესაც მოგვიტან და ბოსტნეულსაც. საკვებიდან საკუთარი არაფერი მოგვეპოვებოდა - ჩვენი საცხოვრებლის ქვა-ღორღში მხოლოდ ბუჩქები ხარობდა. - მიდი, მიდი ჩემო ბარტყო, ცოტა ბოსტნეული მოგვირბენინე. - როგორც მაკურთხებთ მამაო. მივიღე დალოცვა და ფანრით, ბიდონით და ტომრით ხელში გზას გავუდექი. სამივე სავანე გავიარე და ჯერ ისევ ბნელა. დაიწყო აღმართი. მომესივნენ ტურები, პატარა ბავშვებივით გაჰკივიან. მონასტრის ზარების ხმაზე ყმუილი გაძლიერდა. უდაბნოა, ბნელა. ვიფიქრე: ეს ტურა კი არა, მგლები ყმუიან. დავიწყე სიმღერა. მშვენიერი კონცერტი გამოვიდა. ისინი ბევრნი იყვნენ. მე კი - ერთი - სკვნილით და ფარნით. უკვე თენდებოდა მთის წვერზე მწყემსის ბანაკს რომ მივაღწიე. იქ მე ორი ქოფაკი მეცა..! წმინდაო ღვთისმშობელო! ვერ გადავურჩები, გამგლეჯენ. გადავიფარე ტომარა. აქეთ მე ვყვირი, იქით მწყემსი - ძლივს დაამშვიდა. - შვილო, პატარა ბერო, ასეთ დროს აქ რამ მოგიყვანა? ბერისგან მხოლოდ ამ სიტყვების თქმის უფლება მქონდა: „რძისთვის მოვედი. ბიდონი გამივსეთ. რა ღირს?“ - შემოდი, ცოტა მომაგრდი. - რძე ჩამისხით და წავალ. რა ღირს? - დამაცადე, ჩამოვწველი. იქვე ჩამოვჯექი. რძე მოიტანა და დალევას მაძალებს. მე არ ვართმევ. - დალიე, დალიე. - კურთხევა არ მაქვს. დილიდან მშიერი ვარ, მაგრამ არ ვსვამ. - რა ღირს? გადავიხადე. ბიდონი ტომარაში ჩავდე და წმინდა პავლეს მონასტრის მებაღისკენ დავეშვი. მებაღემ ბიდონი ტომრიდან ამოიღო და გაავსო ბოსტნეულით - კარტოფილი, ბადრიჯანი, პამიდორი. - მითხარი ერთი, ამას როგორ მოერევი? - მოძღვრის ლოცვით შევძლებ. ჩააწყვე კიდევ თუ მოგჭარბდება. ხომ იცი ჩვენთან არაფერი ხარობს. - ხოო, მაგრამ როგორ უნდა ზიდო? ამას მეც კი ვერ წავიღებდი! მამა დანიელი უზარმაზარი იყო, მე კი - მოლეული. - ჩვენთან მარტო ბუჩქებია. დაამატე რამე, მოძღვარს წავუღებ. კი დაამატა, მაგრამ ისეთი სიბრალულით მიყურებდა! დავავლე ხელი და წავედი. არ მეგონა ასე თუ გამიჭირდებოდა ზევით ასვლა. ერთ ხელში ტომარა, მეორეში - ბიდონი, რომელშიც რძე ჭყაპუნობს. სანამ ავიტან კარაქად იქცევა. ოხ როგორ გამიჭრდა! მოძღვრის ლოცვით ღმერთმა საშველი მომივლინა - მამა ილია მამა არტემის საძმოდან. - ეფრემ, აქ საიდან გაჩნდი? გამოამრთვა ბიდონი. მას საკუთარი ტვირთიც ჰქონდა, მაგრამ ჩემზე უფროსი და ძლიერი იყო. წმინდა ანას სავანეს მივაღწიეთ - ზღვასთან ვართ. ვებრალები მამა ილიას: - ოჰ, ეფრემ ამდენ რამეს როგორ წაიღებ? - მომაწოდე ყველაფერი. ავიღე ტვირთი, მაგრამ ატანა არ გინდა? რძემდე მისასვლელად სამი საათი დამჭირდა.უკან გზაზე კი -ხუთი საათი, თან არსად შემისვენია. ავდივარ კლდეში გამოკვეთილ საფეხურებზე და ვფიქრობ: ალბათ აქ გამძვრება სული. მეც არ ვიცი როგორ ავაღწიე მაღლა. რადგან ბუჩქებს ჩრდილი არ ჰქონდა, საჩრდილობელი მოვაწყეთ, მაგიდასთან ვსაქმიანობდით და ვსადილობდით ხოლმე. მივედი იქ და ჩავიკეცე. - მამაო... - აა, მოაღწიე? - მოვაღწიე, მაგრამ ცოცხალ-მკვდარი ვარ, აი, ჩაიბარეთ. - წადი დაისვენე, მე მივხედავ. მამა დანიელის გამოტანებული პამიდორი, ბადრიჯანი, ნესვი... ჩავაბარე. მე კი წავიქეცი. არ მახსოვს როდის გავიღვიძე, რა უყვეს იმ პროდუქტს, ან რძეს რა ბედი ეწია? მამა ათანასე ერთი კვირის მერე დაბრუნდა და ქვემოდან ყვირის; „მამაო არსენი!“ ჩვენმა დიდმა ბერმა გვითხრა: „ცოცხალი ყოფილა! ჩააკითხეთ, იქნებ მართლა რამე მოიტანა.“ ჩავედით. ბერი იოსები დიდ მოღვაწედ იყო ცნობილი, ამიტომ სხვა მონასტრები მისგან გაგზავნილ ბერებს დიდი ხალისით ატანდნე პროდუქტს, ტანსაცმელს, ფეხსაცმელს. მაგრამ მამა ათანასემ ამჯერად ნახევრად დამპალი და ფაფასავით აზელილი საკვები მოიტანა: ერთი კვირის პამიდორი, ყურძენი, ზეთისხილი... მაინც ავზიდეთ. ჩვენი მოძღვარი გაწაფული ფსიქოლოგი იყო. იცოდა, რომ მძიმე შრომით დატანჯულისთვის საყვედური არ უნდა ეთქვა. - ეს რა მოგსვლია, რა დაგემართა, მამა ათანასე? ის კი სელაპივით ქსუტუნებს: - რა დამემართა? გულისთქმები დამემართა. - რა გულისთქმები? - როგორც კი იქ მივაღწიე, მივწექი და დამეძინა - დაღლილი ვიყავი. გულისთქმები ჩამძახიან: „რძე რად უნდათ, პამიდორი ჯობია.“ აბა რაღა მექნა? - კარგი, ხო, თავგადასავლებიც საჭიროა. - ათას ბოდიშს ვიხდი! ბერმა დაამშვიდა, ალბათ იფიქრა: „უაზროდ, მაგრამ მაინც იშრომა, საყვედური ზედმეტი იქნებაო.“ მან ხომ წინასწარვე გვითხრა: გულისთქმებმა პამიდვრისთვის კარაკალაში წაიყვანა, იქიდან კი რთველში გაუტევსო. ასეც მოხდა. აი, ასეთი მოძღვარი გვყავდა! შეიძლება ითქვას, ის იყო წმინდა მთის უკანასკნელი წმინდანი. მე ვშრომობდი მამა ათანასე საქმეზე დარბოდა, ბერი მშვიდად იყო. მამა ათანასეს გულისთქმებით ილაჯი გაუწყდა. ჩვენი ბერი კი ამხნევებდა: - მამა ათანასე, ცხვირი ნუ ჩამოგიშვია, ააწყვე შენი ვიოლინო და ხმა აგვაყოლე!" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2698
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,992 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
(გაგრძელება)
"ჩვენ ძალიან ბევრს ვშრომობდით, მთელი დღე სიმძიმეს ვეზიდებოდით. ბერი კი წუთით არ წყვეტდა საყვედურებს, თანაც მკაცრი ცხოვრების პირობები, ღამითი ფხიზლობა, გულისთქმები, ვნებებთან ბრძოლა, ძილშიც და აშკარადაც ეშმაკთა თავდასხმა. საცხოვრებელი გარემოც ძალიან მკაცრი იყო. ახლანდელს კი არ ჰგავდა: სითბო, ღუმელი, ბატარეა. მეც უხვად მაქვს ეს ყველაფერი. მაშინ კი სრულიად სხვა იყო. მაგრამ სწორედ იმ მძიმე შრომამ და ბერი იოსების ლოცვამ შექმნა საძირკველი, რომელზეც დღეს ვდგევარ. მე სულიერად სისხლნაკლული ვარ, სულიერად დავილიე, დავკნინდი, ისევ ბერის ლოცვით ვდგავარ ფეხზე. მაინც რა მშვენიერი იყო ის შრომა, რა კურთხეული წლები იყო! ვიხსენებ, თითქოს კიდეც ვხედავ იმ სენაკებს; იცით როგორი იყო მაშინდელი ცხოვრება?- ავადმყოფიბის და მძიმე შრომის მხრივ ეს იყო ვატერლოო! ღვაწლსა და შრომაში გატარებულ დროს მოჰქონდა მადლი, უმანკოება, შინაგანი და გარეგანი სიწმინდე. უმანკო სული და სხეული რა თქმა უნდა ბერის ლოცვის გამო გვქონდა. ის თეორიაშიც გვწვრთნიდა, რათა არ მივდრეკილიყავით მარჯვნივ ამ მარცხნივ. დროს ჩვენთვის დიდი სულიერი სარგებელი მოჰქონდა. მკაცრი აღზრდა ვნებების დასაცხრომად იყო საჭირო. ძალიან ახალგაზრდები ვიყავით და სიმკაცრე გვჭირდებოდა. თანაც გვწამდა, რომ ეს შრომა უფლის მადლს გაგვიმრავლებდა. ცდუნებებიც იყო, გულისთქმებიც, გრძნობათა ამბოხიც, მაგრამ ჩვენ ყურადღებას არ ვადუნებდით და ბერიც გვაკონტროლებდა. მისი დაჟინებით ფხიზლობდა ჩვენი გონება. მუდამ მზად ვიყავით ღვთისთვის მიუღებელი აზრების დაუყონებლივ განსადევნად, რომ მათ ცოდვის ფორმა არ მიეღოთ. ბერი ფხიზლად აკვირდებოდა ჩვენს ცხოვრებას. ვმარხულობდით, ვფხიზლობდით, ვლოცულობდით, გონებას საერო ცხოვრების გახსენებას ვუკრძალავდით და მართლაც, ჩვენი გონება სენაკს და მის შემოგარენს არ გასცდენია - მხოლოდ ზევით ისწრაფვოდა. სულიერი წარმატების შესაძენად ნებაყოფლობით ვთქვით უარი მრავალ ნივთზე. ძირითადად ღამე ვიღწვოდით, იმიტომ რომ ღამეს ასე სჩვევია - გონებას ამშვიდებს და სალოცავად განაწყობს." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2699
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,992 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
(გაგრძელება)
სულიერი ნაყოფი "ჩვენი შრომა შედგებოდა მრავალ საათიანი ფხიზლობის, სკვნილზე ლოცვის, მეტანიების, კითხვის, ჭვრეტის, აღსარების, გულისთქმათა აღიარების, ხელსაქმის და სხვა ფიზიკური სამუშაოსგან. შაბათ-კვირას საღვთო ლიტურგიაზე ვეზიარებოდით. დუმილი - სრული. სავსებით მდუმარენი - განსაკუთრებით ახალგაზრდები გავურბოდით ურთიერთში საუბარს. ლაყბობა აკრძალული იყო. ეს ყველაფერი შეადგენდა ჩვენი ყოფის ქვაკუთხედს. სულიერ ასპექტში ჩვენი ცხოვრება ნათელი და მშვენიერი იყო. ბერის ლოცვით და ამგვარი ცხოვრების წესით გვეძლეოდა მადლი." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2700
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,992 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
(გაგრძელება)
"მკაცრად ვიცავდით ბერის მითითებას: იესოს ხმით ლოცვაზე, აზრების კონტროლზე, დუმილზე. იცით შედეგი რა იყო? მიწა ჩვენი ცრემლით ირწყვებოდა. ცრემლისგან თვალს რული არ ეკარებოდა. თვალის გახელას სიკვდილის ხსოვნა მოსდევდა. რაც არ უნდა გვეკეთებინა გონება სულიერებაზე ფიქრობდა. ეს ყველაფერი არის სულიერი მორჩილების ნაყოფი! ცრემლი ძალდატანების გარეშე მოდიოდა, არსებითად ეს ერთგვარი სულიერი სიხარულის გამოხატვა იყო, ღვთის კურთხევის შინაგანი განცდის გარეგანი გამოვლენა. შეიძლება ითქვას, ეს იყო მწიფე ნაყოფი, რომელიც მორჩილების მძიმე შრომამ გამოიღო. მაგონდება, ახალდამწყები რომ ვიყავი, შიგადაშიგ დედაჩემისგან წერილს ვიღებდი. ბერი მას ცენზურაში გაატარებდა და მეტყოდა: „შენც წაიკითხე, უპასუხე ორი სიტყვით.“ და მე ვწერდი: „დედა აქ წყლით კი არა ცრემლით ვიბანებით. სახესაც ცრემლებით ვიბანთ.“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2701
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,992 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
(გაგრძელება)
„არასდროს დამავიწყდება განსაკუთრებულად საკვირველი მოვლენა, ბერის ლოცვით რომ შემემთხვა. ის უზრუნველი მორჩილი ვიყავი, ახლა ხშირად ნატვრით რომ ვიხსენებ. დიდმარხვის პირველ შვიდეულში განცალკევებით ვცხოვრობდით. გაძლიერებული ღვაწლისგან და შრომისგან ჩამოვხმი და დავსუსტდი. მკერდში რაღაცა ძალიან მტკიოდა. პარასკევს ბალახის შესაგროვებლად უდაბნოში მარტო გავედი. იესოს ლოცვას მაღალი ხმით ვამბობდი და ამ დროს ფსალმუნთა გალობის მსგავსი რამ შემომესმა. სიხარულმა ამიტანა, არ ვიცი ეს როგორ მოხდა - თითქოს გონება ზეცაში აიტაცეს. ადამიანური ენით ღვთაებრივის გამოხატვა შეუძლებელია, მაგრამ მაინც შევეცდები: სხეულის გარეშე ანგელოზების სამყოფელში აღმოვჩნდი - მხოლოდ სულით და გონებით. უფლის ტახტის გარშემო ანგელოზები გალობდნენ. მეც ღმერთს ვადიდებდი. დაახლოებით ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, იმ ქვეყნად რომ მივდივართ - მომაკვდავის სული ცაში რომ ადის. ეს იყო გაოგნება და გამოუთქმელი სიხარული, ტკბობა და ნეტარება, რომელიც სულ რამდენიმე წუთს გაგრძელდა. კიდევ ათი წუთიც რომ გაგრძელებულიყო არა მგონია საღი განსჯის უნარი შემრჩენოდა! უფრო სწორედ რომ ვთქვა: იმ ქვეყნიური მადლი, ტკბობა და ნეტარება ისეთი ძლიერი იყო, რომ სული ჩემთან აღარ დარჩებოდა - ალბათ რაღაც დამემართებოდა. ზუსტად გადმოცემა შეუძლებელია. ეს დაუჯერებელი, წარმოუდგენელი რამ იყო! ამიტომაც ამბობენ: ადამიანის ბუნება ზებუნებრივს ვერ იტევსო. მოციქული პავლეც იგივეს გვიმხელს: „რომელი თვალმან არა იხილა და ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა მოუხდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყვარეთა თვისთა“ (1. კორ. 2:9). მე ვფიქრობ, რომ ეს მადლი საათობით და დღეობით არ სტოვებდათ წმინდა მამებს, ამიტომაც ხანგრძლივი ლოცვის დროს დაღლას ვერ გრძნობდნენ. წმინდა ირინე, ქრისტოვალანტელი მზის ჩასვლისას აღაპყრობდა ხელებს და დები მეორე დღესღა ჩამოაშვებინებდნენ. ღმერთო ჩემო! ეს რა იყო? ერთი წუთით მე სულ სხვა ადამიანად ვიქეცი. მაშ რაღა იქნება იმ ქვეყნად მარადიულად ამ მდგომარეობაში ყოფნა! ამიტომაც ამბობს მოციქული პავლე: „ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი მერმისა მისთანა დიდებისა, რომელ გამოჩინებულ არს ჩვენდა მომართ (რომ 8:18). ტანჯვა, ცდუნება, აკრძალვა, რასაც უფლის სიყვარულის გამო დავითემნთ სრულიად არაფერია, იმ მარადიულ ნეტარებასთან შედარებით - დამთმენისთვის რომ არის გამზადებული და საერთოდ ურთიერთშედარებაც კი უადგილოა. ეს საოცრება როცა დამემართა, მაშინ მეუდაბნოეც კი არ ვიყავი, არამედ მხოლოდ უბრალო მორჩილი. მოძღვარი მყავდა, სასჯელებს ვითმენდი. ბევრი საზრუნავიც მქონდა. ოჰ! როგორ მსჯიდა მოძღვარი! დღევანდელი მორჩილები ამას ვერც კი წარმოიდგინენ. მაგრამ სწორედ ამ შრომის გამო მეძლეოდა ღვთაებრივი მადლი. რა თქმა უნდა ეს მოძღვრის მონაპოვარი იყო, რომლიდანაც ცოტაოდენი მეც მერგებოდა - ხოლმე. მის ლოცვას სულიწმინდის მადლის ჩამოყვანის ძალა ჰქონდა. ბერს ჰქონდა დიდი შემმართებლობა და კადნიერება. მისი ნათქვამი სრულდებოდა. ჩვენ სისტემატიურად ვიყავით მოწმე, რომ ღმერთს მისი ესმოდა და თავის კურთხევას უგზავნიდა. ყოველივე ეს მისი შრომის შედეგი იყო. მან ღმერთს უძღვნა თავი. მთელი არსებით იღვაწა, რომ ღმერთი შეემოსა. ჩვენ ბევრი გაგვიგონია და ბევრს ვკითხულობთ ძველი დროის წმინდანთა გმირობაზე. ბერ იოსებს ჩვენს ეპოქაში გააჩნდა იგივე მადლი. და როგორც მოციქულებმა იცნეს ქრისტე და მისი სასწაულები, ისევე მეც - მის გვერდით მყოფმა, საკუთარი თვალით ვიხილე იგივე, რასაც ძველ წიგებში ვკითხულობთ. მაშ ასე, ვინც თავს აიძულებს მორჩილებას, ლოცვას, მდუმარებას, სულიერ ვალდებულებათა აღსრულებას, სიფხიზლეს, ის გაღებული ძალისხმევის შესაბამისად მიიღებს ღვთის მადლს. „იესუ ქრისტე გუშინ და დღეს და იგი თავადი არს უკუნისამდე“ (ებრ. 13:8). -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2702
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,992 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
(დასასრული)
„ერთ დღეს სეფისკვერისთვის ფორმებს ვამზადებ, თან მაღალი ხმით ვამბობ იესოს ლოცვას. ამ დროს ვიგრძენი რომ ჩემი მოძღვრის ლოცვის შემწეობით სულს ისეთი განცდა დაეუფლა, როგორიც ალბათ დაცემამდე ადამს ექნებოდა სამოთხეში. მისი აღწერა ნამდვილად არ შემიძლია, საკვირველი ის არის რომ იესოს ლოცვას გონებით კი არა ხმით ვამბობდი, ოღონდ შეუჩერებლად. იმ დროს მარტო ვიყავი. გვერდით რომელიმე ძმა რომ მყოლოდა - ასევე ხმით მლოცველი - ეს ნამდვილად დამეხმარებოდა იმ საოცრების შეგრძნებაში, იმიტომ რომ, ყურადღების გაფანტვის გამო ჩემი ბაგეები ლოცვას თუ შეწყვეტდნენ, ლოცვის დაბრუნებაში ძმის ხმა შემეშველებოდა. ავღნიშნე, რომ მარტო ვიყავი და ხმამაღალ, შეუწყვეტელ იესოს ლოცვაზე ბერის მითითებას ვასრულებდი. მჯეროდა რომ ბერის სიტყვები ფუჭი არ იყო, არამედ ჰქონდა მნიშვნელობა და ძალა. ეს რწმენა ძალას მმატებდა და აღარ მაღელვებდა მყავდა თუ არა გვერდით მოძღვარი. 1953 წლის მერე წმინდა ანას მცირე სავანიდან გადავედით და მოძღვარს ტრაპეზზე, მეტანიის შესრულებასა და ლიტურგიის ჩასატარებელი კურთხევის დროსღა ვხვდებოდით. მაგრამ მარტონიც ისევე გულმოდგინებით ვაგრძელებდით მისი მითითებების შერულებას. იესოს ლოცვა არ წყდებოდა. ზრახვებს და გულისთქმებს ვჯაბნიდით, რის გამოც ლოცვისას გონება არ გვებნეოდა. რატომ? იმიტომ რომ მოძღვარი ასე თვლიდა საჭიროდ და უნდა დავმორჩილებოდით. მაშ რისთვისღა მოვედი აქ. თუ მორჩილება არ მინდოდა - ვმჯდარიყავი ერში. თალხი სამოსისა და ბერის სახელისთვის ხომ არ მოვსულვარ? რა იყო მოსვლის მიზანი? რაიმე ხელობის შეძენა? არა, აქ მაგგვარს ვერაფერს ვისწავლიდი. მოვედი იმისთვის რომ მესწავლა ხელოვნებათა ხელოვნება და მეცნიერებათა მეცნიერება. მოვედი რათა გავხმდარიყავი მეცნიერი, მონაზვნური, სულიერი გაგებით. ჭეშმარიტება სწორედ ეს არის და ვისაც მისი დაგემოვნება სურს, თავი უნდა შეიწუხოს და იშრომოს. თუ არ იშრომებ, ვერაფერსაც ვერ იპოვი. მე არ ვგულისხმობ ცოტაოდენ წამუშავებას და შეჩერებას. არა! საჭიროა დაუცხრომელი შრომა, თავის იძულება და ისევ ბოლო შესაძლებლობის ზღვრამდე შრომა - იესოს ლოცვა დღისით და ღამით - უფლის სახელით სუნთქვა.“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2703
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,992 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მონაზვნობა არის უხორცო ძალების წესი და საქმე, რომელიც ნივთიერ და მოკვდავ ხორცში ყოფნისას აღესრულება."
/ღირსი იოანე სინელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2704
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,992 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ბერ-მოძღვრობის ნიჭი, უპირველეს ყოვლისა, მჭვრეტელობაში მდგომარეობს. განსაკუთრებული, ბერ-მოძღვრებისათვის ბოძებული მადლით, მათთვის გაცხადებულია ადამიანური არსების მთელი სიღრმე, მათ მიერ გამოიკვლევა სულის იდუმალი კუთხე-კუნჭულები და ყოველივე გონებაში მიმალული, ყოველივე, რაც ჩვეულებრივი ადამიანის ცნობიერებისათვის დაფარული რჩება".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2705
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,992 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მონაზონი იგია, რომელიც მხოლოდ საღმრთო საქმეს ხედავს და აღასრულებს ყოველთვის, ყველგან და ყოველგვარ ქმედებაში."
/ღირსი იოანე სინელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2706
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,992 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"რუსული ბერ-მოძღვრობის (старчество) აყვავება იწყება დაახლოებით მეთვრამეტე ასწლეულის ბოლო მესამედში, თავის აპოგეას აღწევს მეცხრამეტეში და შეუწყვეტლად გრძელდება 1917 წლის რევოლუციამდე.
ეს სულიერი ტრადიცია რუსეთში წარმოიშვა მონასტრული ცხოვრების აღორძინების პარალელურად, როდესაც არქიმანდრიტ პაისი ველიჩკოველის შეწევნით, მოხდა ჭეშმარიტ თემად-მცხოვრებთა მონოზვნობის აღორძინება მოლდავეთის მონასტრებში, საიდანაც ბერის მოწაფეები მოეფინენ მისი სამშობლოს სივრცეებს, კერძოდ, კალუგის, კურსკის და ორლოვის გუბერნიებს. ეს ტრადიცია მთავრდება, ან, შეიძლება ითქვას, გარეშე მზერისგან დაფარული ხდება მაშინ, როდესაც თემად-მცხოვრებთა მონოზვნობა რუსეთში წყდება. ამ ასორმოცდაათი წლის განმავლობაში, რუსეთის მიწაზე, მონასტრებსა და სკიტებში უამრავი ბერი მოღვაწეობდა, მაგრამ არსებობდა მხოლოდ ერთი, ოპტინა, - ადგილი გამორჩეული, სადაც ბერობის განსაკუთრებული ქარიზმა ადგილობრივ ტრადიციად იქცა; ერთგვარ მადლის მომცემ სკოლად, რომელმაც ბერების ოთხი თაობა გამოზარდა; რომლისკენაც ხალხის ნაკადი დიდი ჯგუფებით მიედინებოდა რუსეთის იმპერიის ყველა კუთხიდან". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2707
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,992 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მონაზვნობა არის ის, რომ კაცმა საკუთარი ნება უარყოს, გაბნეული ზრახვები მოიკრიბოს და სამუდამოდ უფრთხილდებოდეს მათ."
/ღირსი იოანე სინელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2708
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,992 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ბოლო ჟამს მცხოვრებთ არ ექნებათ მონაზვნური ღვაწლი; მაგრამ მათ დროს ისეთი ჭირი იქნება, რომ ვინც მას გაუძლებს ჩვენზე და ჩვენს მამებზე უმეტესნი აღმოჩნდებიან ცათა სასუფეველში"
/ღირსი ამბა ისხირიონი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th July 2025 - 03:28 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი