![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
G_I_O_R_G_I_ |
![]()
პოსტი
#29
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 ![]() |
ციტატა მე ვფიქრობ გარკვეული ასაკის შემდეგ, როცა უკვე ერში პროფესიული თვალსაზრისით ნაკლებად სასარგებლო გავხდები მონასტერს მივაშურო, შემდეგ, შემდეგ უფრო ასკეტურ მონასტერს, შემდეგ განდეგილობას და ა.შ. თქვენ რას ფიქრობთ რამდენას სწორია ეს აზრი? ჩემს აზრს მოგახსენებ ამის შესახებ.აქ დიდი სიფრთხილე გვმართებს ბერობა მითუმეტეს განდეგილობა და სხვა ასკეტური მოღვაწეობა დიდ სირთულესთან არის დაკავშირებული და ყველას არ ძალუძს ამ ჯვრის ტვირთვა.ხშირია შემთხვევა პატერიკებში რომ ბერები რომლებიც ზოგადცხოვრებულთა მონასტერში ცხოვრობდნენ გადაწყვიტეს რომ ისინი შესძლებდნენ განდეგილობას,დაყუდებულ ცხოვრებას და აშ.და თავიც დაიღუპეს.ამიტომ როგორც წმიდა მამები:ბერი პაისი,ბერიიოსებ ათონელი და სხვა მამები გვირჩევენ თუ ადამიანმა გადაწყვიტა ბერობა პირველ რიგში უნდა შეარჩიოს გამოცდილი მოძღვარი და მას დაემორჩილოს.ისწავლოს მორჩილება.მოძღვარი კი თვითონ გადაწყვეტს ბერს რომელი ჯვრის ტვირთვა შეუძლია.ბერისთვის დამღუპველია საკუთარ ჭკუაზე სიარული. |
G_I_O_R_G_I_ |
![]()
პოსტი
#30
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 ![]() |
ახლა რაც შეეხება იმ საკითხს ბერს შეუძლია თუ არა ერში ასკეტურად ცხოვრება და მოღვაწეობა.თუ გადავავლებთ თვალს წმიდა მამათა ცხოვრებას ისეთი ცნობილისა როგორებიცაა:იოანე ნათლისმცემელი,ბასილი დიდი,იოანე ოქროპირი,გრიგოლი ღვთისმეტყველი,იოანე სინელი,ანტონი დიდი,მაკარი დიდი,სიმონ მესვეტე,ასურელი მამები და სხვა გამოჩენილი პატრიარქები,მღვდელთავრები,მღ
ვდლები და სხვა.მათ ცხოვრების გარკვეული ნაწილი უდაბნოში აქვთ გატარებული ეს პერიოდი განეკუთვნება მათი სულიერი ცხოვრების საწყის და შემდგომ სულიერი ზეახსვლის პერიოდს.მონასტერში ბერი სწავლობს საკუთარ თავთან,ვნებებთან,ცოდვებთან ბრძოლას და მათ დამარცხებას.წმიდა მამები მონასტრებში ასკეტური მრავალწლიანი მოღვაწების შემდეგ რაც დაამარცხებდნენ საკუთარ ვნებებს და განიწმენდნენ თავს შემდგომში გამოდიოდნენ ერში სამოღვაწეოდ.მაგალითად იოანე ოქროპირი,გრიგოლი ღვთისმეტყველი,ბასილი დიდი,და აშ მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.ამიტომ ძალიან ძნელია და თითქმის შეუძლებელი ბერმა იცხოვროს მარტო ერში და მიაღწიოს სულიერ წარმატებებს. |
shota1 |
![]()
პოსტი
#31
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 163 რეგისტრ.: 2-September 06 წევრი № 138 ![]() |
კი სოლომონ, მამა თეოდორეს ქადაგებები ჩემი ერთე–ერთი მნიშვნელოვანი სულიერი საზრდო...
შენი მოსაზრებები ძალიან საინტერესოა, შესაძლებელია ჯერ მონასტერში ცხოვრება და შემდეგ ერში დაბრუნება უფრო სწორი ტაქტიკა იყოს... მაგაზე ვიფიქრებ და გადავხედავ ჩემს გრძელვადიან გეგმებს... |
G_I_O_R_G_I_ |
![]()
პოსტი
#32
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 ![]() |
შოთა1 მეც ძირითადად ვუსმენ მამა თეოდორეს ქადაგებებს ასევე ძაან მომწონს მამა არჩილის და მამა გიორგი გამრეკელის ქადაგება.მათი ქადაგებები გამოირჩევა განსაკუთრებული გულში ჩამწვდომი სიღრმისეული და ბევრ რამეზე დამაფიქრებლობით
![]() |
G_I_O_R_G_I_ |
![]()
პოსტი
#33
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 ![]() |
![]() ძაან მიყვარს ასეთი სურათები ამ სურათზე არისრუსი სქიმ მონაზონი |
მნათე |
![]()
პოსტი
#34
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
-------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
ზებედე |
![]()
პოსტი
#35
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
მე ვფიქრობ გარკვეული ასაკის შემდეგ, როცა უკვე ერში პროფესიული თვალსაზრისით ნაკლებად სასარგებლო გავხდები მონასტერს მივაშურო, შემდეგ, შემდეგ უფრო ასკეტურ მონასტერს, შემდეგ განდეგილობას და ა.შ. თქვენ რას ფიქრობთ რამდენას სწორია ეს აზრი? მე ვერაფერს გირჩევ, უბრალოდ ერთი შეკითხვა მინდა დაგისვა-თუ დარჩენილხარ რომელიმე მონასტერში გარკვეული დროით? -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
shota1 |
![]()
პოსტი
#36
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 163 რეგისტრ.: 2-September 06 წევრი № 138 ![]() |
ციტატა მე ვერაფერს გირჩევ, უბრალოდ ერთი შეკითხვა მინდა დაგისვა-თუ დარჩენილხარ რომელიმე მონასტერში გარკვეული დროით? კი საქმე იმაშია რომ მაგ გზას ადამიანი კი არა, როგორც ერთ-ერთ ქადაგებაში მოვისმინე, ღმეღტი ირჩევს, ანუ ღმერთი ირჩევს მაგ გზით წამსვლელებს... მე მაქვს იმედი რომ ასეთი დღე ჩემს ცხოვებაშიც დადგება ![]() ოღონდ შესაბამის დროს |
leqso |
![]()
პოსტი
#37
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 89 რეგისტრ.: 18-August 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 73 ![]() |
შოთა, ძალიან გთხოვ მოძებნე და წაიკითხე მამა ლაზარეს წიგნი "მონაზვნობის შესახებ". თუ ვიპოვე ელექტრონული ვერსია, მოგაწოდებ. ძალიან სასარგებლოა იმათთვის, ვინც მონაზვნობაზე ფიქრობს.
-------------------- დაუთმე უფალსა; მხნე იყავნ და განძლიერდინ გული შენი და დაუთმე უფალსა.
|
Irma |
![]()
პოსტი
#38
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 239 რეგისტრ.: 28-September 06 მდებარ.: skami წევრი № 228 ![]() |
მე ვფიქრობ რომ მონაზვნობა ღვთის სიყვარულია...
ვინც ერისაგან გაქცეულა არა ღვთის სიყვარულითა და მოშურნეობით ისევ ერში ბრუნდება ხოლმე ... რაც შეეეხება შოთა 1-ს მოსაზრებას რჩეულობის შესახებ, სახარებაში ცერია რომ არიან საჭურისნი რომელნიც დედის მუცელშივე იყვნენ დასაჭურისებულები და რიან რომლებმაც საკუთარი თავი დაისაჭურისეს ღვთის სიყვარულისა გამო -------------------- ...ვაი არს კაცისა მის, რომლისა სახელი უმეტეს არს საქმეთა მისთა და ესე დამემართა მე...
|
mr_morrison |
![]()
პოსტი
#39
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 376 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 164 ![]() |
შოთა 1 გირჩევ ნილოს მირონმდინარე ათონელის წიგნი წაიკითხო. დიდი წიგნია და ყველაპერზე აქვს საუბარი რაც მონაზონს ჭირდება. წიგნს ასე ქვია ”სიკვდილისშემდგონი წინასწარმეტყველებანი და შთაგონებანი ღირსისა მამისა ნილოს მირონმდინარისა ათონელისა”. ნამდვილად კარგი წიგნია და არამარტო მონაზვნობის მსურველებისთვის ისე ერისკაცებისთვისაც კარგია.
ისე ბევრი წასულა მონასტერში და მერე გაუხდია კაბა, მაგას მაინც დიდი რწმენა ჭირდება. -------------------- მიმცხე ძია მიმცხე მე ცუღლუტს :*
|
leqso |
![]()
პოსტი
#40
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 89 რეგისტრ.: 18-August 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 73 ![]() |
შოთა 1 გირჩევ ნილოს მირონმდინარე ათონელის წიგნი წაიკითხო. დიდი წიგნია და ყველაპერზე აქვს საუბარი რაც მონაზონს ჭირდება. წიგნს ასე ქვია ”სიკვდილისშემდგონი წინასწარმეტყველებანი და შთაგონებანი ღირსისა მამისა ნილოს მირონმდინარისა ათონელისა”. ნამდვილად კარგი წიგნია და არამარტო მონაზვნობის მსურველებისთვის ისე ერისკაცებისთვისაც კარგია. ისე ბევრი წასულა მონასტერში და მერე გაუხდია კაბა, მაგას მაინც დიდი რწმენა ჭირდება. სად შეიძლება ამ წიგნის შეძენა ქართულად? -------------------- დაუთმე უფალსა; მხნე იყავნ და განძლიერდინ გული შენი და დაუთმე უფალსა.
|
ana-xatia |
![]()
პოსტი
#41
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 377 რეგისტრ.: 8-October 06 წევრი № 261 ![]() |
ჩემი მოძღვარი ამბობდა რომ ათონზე ყოფნისას რამოდენიმე მღვდელმსახურთან საუბარში ვკითხე რომ აი ცხონება ყველგან შეიძლება ერშიც და ბერშიც, მაგრამ თქვენი აზრი მაინტერესებსო.
და ძლივს, ძლივს, მაგრამ ბოლოს მაინც ამოთქვეს რომ მონაზვნობა აუცილებელია ცხონებისთვისო. როცა გაზრდი შვილებს, დააყენებ გზაზე, როცა გექნება რაიმე დასათმობი ამ ქვეყანაში, მაშინ უნდა წახვიდე მონასტერში, ყველას გზა იქ უნდა მიდიოდესო (ზუსტად სიტყვები ვერ გადმოვეცი, მაგრამ შინაარსი ვეცადე ზუსტად გადმომეცა, როგორც გავიგე) ასევე ჩემი მოძღვრის სიტყვებით: შეიძლება უდაბნოში იყო და ყირაზე გადადიოდე და შეიძლება ქორწილში იყო და კრძალვით იყოო. ვისაც რა გზა გვეძლევა ის უნდა მივიღოთ ![]() |
მარიამი |
![]()
პოსტი
#42
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
QUOTE ძლივს, ძლივს, მაგრამ ბოლოს მაინც ამოთქვეს რომ მონაზვნობა აუცილებელია ცხონებისთვისო ვითომ? ![]() ![]() ![]() -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
ana-xatia |
![]()
პოსტი
#43
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 377 რეგისტრ.: 8-October 06 წევრი № 261 ![]() |
მარიამი
ციტატა ვითომ? მეც გამიკვირდა. მაგრამ ესიცი როგორ თქვესო? თითქოს ამის თქმაც არ უნდოდათო. შეიძლება ცოტა უხეში ნათქვამი გამომდის და ვერ გადმოვცემ, მაგრამ სიტყვა "აუცილებელიაო" , ნამდვილად მახსოვს. |
მარიამი |
![]()
პოსტი
#44
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
QUOTE შეიძლება ცოტა უხეში ნათქვამი გამომდის და ვერ გადმოვცემ, მაგრამ სიტყვა "აუცილებელიაო" , ნამდვილად მახსოვს. შეიძლება რამე სხვაც დააყოლეს, თორემ ამ ფორმით ნათქვამი ეგ წინადადება აშკარად არაა სწორი ![]() მაშინ გამოდის, რომ ეჭვი უნდა შევიპაროთ ყველა იმ წმინდანის ცხონებაში, რომელიც მონაზონი არ ყოფილა ![]() -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
ana-xatia |
![]()
პოსტი
#45
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 377 რეგისტრ.: 8-October 06 წევრი № 261 ![]() |
მარიამი
ალბათ შემეშალა, როგორც კი ვნახავ მოძღვარს, აუცილებლად ვკითხავ. |
მარიამი |
![]()
პოსტი
#46
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
მარიამი ალბათ შემეშალა, როგორც კი ვნახავ მოძღვარს, აუცილებლად ვკითხავ. ჰო კითხე აბა... რამეს კიდევ იტყოდნენ დამატებით... -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
G_I_O_R_G_I_ |
![]()
პოსტი
#47
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 ![]() |
საკითხის ასე დაყენება ადამიანი მონაზვნობაში ცხონდება თუ ერში,ცოტა არასწორედ მიმაჩნია.ადამიანი ყველგან ცხონდება ერშიც და ბერშიც თუ იგი თავისი ცხოვრებით სათნო ეყოფა უფალს.უბრალოდ მონაზვნური ცხოვრება ნიშნავს უფრო მძიმე ჯვრის ტვირთვას.ყველამ თავისი შესაძლებლობების ჯვარი უნდა იტვირთოს.უფალი ხომ ამბობს ბერობაზე "არიან საჭურისნი რომელთაც თავი თავისი ნებით დაისაჭურისეს და იქვე ამბობს ვისაც შეუძლია დატევნა დაიტიოს
|
ალექსანდრე |
![]()
პოსტი
#48
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 ![]() |
shota1
ციტატა მე ვფიქრობ გარკვეული ასაკის შემდეგ, როცა უკვე ერში პროფესიული თვალსაზრისით ნაკლებად სასარგებლო გავხდები მონასტერს მივაშურო, შემდეგ, შემდეგ უფრო ასკეტურ მონასტერს, შემდეგ განდეგილობას და ა.შ. ვერ დავეთანხმები შენს აზრს, არასწორად მიმაჩნია იმის ფიქრი რომ მონასტერში წავიდე მაშინ როდესაც ერში აღარაფერი შემეძლება და აღარავის დავჭირდები. ბერ მონაზვნები აღთქმას დებენ უპოვარობისა, მაშინ გამოდის მე ჩემი საკუთარი ნებით კი არ ვტოვებ ყოველივე ამყვეყნიურს, არამედ იზულების გამო, სხვა გზა აღარ დამრჩება და აბა მეტი რაღა უნდა ვქნა. მაგრამ იქნება კი ეს ჩემი მოწოდება? გულწრფელი იქნება ჩემი სიყვარული რომ უფლისათვის ყოველივე დავუტევო? მე ხომ ამ შემთხვევაში არა მოწოდების გამო, არამედ იზულების გამო გადავდგამ ამ ნაბიჯს. ბოდის ვიხდი ცოტა აბდაუბდად ვიბჟუტურე ![]() -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd August 2025 - 05:44 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი