![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2809
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,994 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
" - რა არის მღვდლისა და ბერ-მონოზვნის განსაკუთრებული მოვალეობა?
- მღვდელი და ბერ-მონოზონი უცილობლად უნდა ლოცულობდნენ სხვებისთვის" /მამა ვალენტინი (მორდასოვი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2810
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,994 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„- მონაზვნობა, თავისი არსით, ღვთისადმი საკუთარი თავის სრულ შეწირვას გულისხმობს...
- დიახ. ეს სრული მსხვერპლშეწირვაა. მონაზონი მკვდარია ამ სოფლისათვის და ის მხოლოდ ღვთის გულისათვის არსებობს. მაგრამ ეს აღთქმა მონაზვნობისა, სამწუხაროდ, ხშირად ირღვევა. ირღვევა არა მარტო საქმით, არამედ შინაგანადაც, ამპარტავნების, ხიბლის, მრისხანებისა თუ სხვა ცოდვათა გამო. ამიტომაც ასეთ დროს ყველაზე მძიმე ადამიანისათვის არის ის, რომ თუმცა მან გადადგა ნაბიჯი სრული შეწირვისათვის, მაგრამ მაინც ვნებებს, ცოდვებს ეწირება. გარეგნულად სხვა ჩანს, შინაგანად კი სხვა მდგომარეობა აქვს. მონაზვნის, ისევე როგორც ნებისმიერი ერისკაცის, ცხოვრება მუდმივი ბრძოლაა საკუთარ თავთან. ბრძოლით ყველაფერი მიიღწევა. ყველამ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი შესაწირი, კონკრეტული საქმით იქნება აღსრულებული, ქცევით თუ შინაგანი განწყობით, იყოს აბელის მსხვერპლი და არა კაენისა.“ /მეუფე იოანე (გამრეკელი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2811
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,994 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"საჭიროა გამოვიკვლიოთ, თუ რატომაა, რომ ერში ყოფნისას მარხვის, მღვიძარებისა და განსაცდელთა დათმენის ღვაწლს აღასრულებენ, ხოლო, როდესაც სოფელს განშორებულნი შეუდგებიან მონაზვნურ ცხოვრებას, როგორც გამოცდისა და სამოღვაწეო ასპარეზს, საკუთარ ცრუ და მოჩვენებით ღვაწლს ვეღარ ტვირთულობენ."
/ღირსი იოანე სინელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2812
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,994 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ერისკაცული პირობები და ლოგიკა
"ერთხელ ახალსკიტელმა ბერმა, მამა თეოფილაქტემ დაინახა, როგორ დადიოდა სკიტის კალივებს შორის ენაგადმოგდებული ეშმაკი და დასცინოდა ბერებს: "ჰა-ჰა-ჰა! დაუტევეს ბერებმა ლოცვა და ერისკაცებივით ამაოებაში არიან, მუდამ შრომაში გართულნი". ხოლო როცა სკიტში ზოგიერთმა ტელეფონი დაიდგა, მამა თეოფილაქტემ ძალზე დამწუხრებული იხილა წმინდა იოანე ნათლისმცემელი. მას აღონებდა ზოგიერთი ბერი, რომლებიც ცხოვრების წესით ერისკაცებს უფრო ბაძავდნენ, ვიდრე წმინდა მამებს, რომლებიც მოშურნედ იღვწოდნენ ქრისტესთვის, არა მარტო თვითონ გახდნენ წმინდანები, ათონის გაუვალი მთაც განწმინდეს ისე, რომ მას მთაწმინდა ეწოდა. ჩვენ კი დღეს თავს მთაწმინდელობით ვიქებთ." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2813
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,994 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"სამონასტრო ცხოვრება ერში მყოფთათვის ბოლომდე შეუცნობლად რჩება"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2814
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,994 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ჭეშმარიტი მონოზონი ის არის, ვინც განეშორა ვნებიან ზრახვებს. გარეგნული ადამიანის გადაქცევა მონოზვნად ადვილია, მაგრამ დიდი ღვაწლია საჭირო იმისათვის, რომ ადამიანი შინაგანად გარდაიქმნას მონოზვნად"
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2815
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,994 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„- ბერული ცხოვრების ერთ-ერთი ნიშან-თვისებაა განუწყვეტელი ლოცვა. შესაძლებელია თუ არა ასეთი რამ ერისკაცისთვის?
- როდესაც ბერები დიდ სულიერებას აღწევენ, განუწყვეტლივ ლოცულობენ, ძილშიაც კი. კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა უფლის განუწყვეტლივ განდიდება, ნეტარი ავგუსტინე პასუხობდა: "მე ერთ ხერხს გასწავლი: თუ გსურს, გამუდმებით ახერხებდე ამას, რასაც არ უნდა აკეთებდე, აკეთე სამართლიანად. მხოლოდ ამითაც კი განადიდებ უფალს!" წმინდა ბასილი დიდი კი ამბობს: "განუწყვეტლივ უნდა ილოცო, მაგრამ არა სიტყვებით, არამედ მთელი შენი მოღვაწეობით. როცა ცდილობ, ამგვარად შეერწყა უფალს, მთელი შენი ცხოვრება უწყვეტი ლოცვაა". ჩვენი ლოცვა, ჩვეულებრივ, გაფანტული, არაგულისხმიერია. ამასაც სიმშვიდით უნდა შევეგებოთ, რადგან მისი შინაარსი ჩვენში თანდათანობით შემოდის. როდესაც იესოს ლოცვის სწავლას იწყებენ, თავდაპირველად მას მხოლოდ გარეგნულად, მექანიკურად იმეორებენ; სულიერი განვითარების კვალდაკვალ ხდება ლოცვის შინაარსის აღქმა, ბოლოს კი გულიც აინთება ხოლმე მისი მადლით.“ /დეკ. დავით ციცქიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2816
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,994 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ჭეშმარიტი მონაზონი თავის გულში მოუკლებლად უნდა წარმოთქვამდეს ლოცვას და ფსალმუნებს"
/წმ. ეპიფანე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2817
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,994 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ეგვიპტის უდაბნოში მოღვაწე ღირს მამას, ანტონი დიდს ეკუთვნის საბერმონაზვნო კანონის, ტიპიკონის შედგენა და დამკვიდრება. დროთა განმავლობაში ბერმონაზვნური ცხოვრების წესის სხვადასხვა ტრადიცია ჩამოყალიბდა, გაჩნდა საძმოები და მონასტრები. შეიქმნა მონაზვნად შედგომის განსაკუთრებული წესიც, რომლის თანახმად სამონაზვნედ მოწოდებაზე იერარქი კითხულობს "სქემის კურთხევის" ლოცვას და სამონაზვნეს, წესისამებრ, შემოსავს კაბით, სარტყლით, საბეჭდურით, ანაფორით, მანტიით, კუნკულ-ბარტყულითა და სანდლებით (თითოეულს თავისი სიმბოლური დანიშნულება აქვს). ასევე გადასცემენ ხელის ჯვარს, სანთელსა და სკვნილს.“
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2818
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,994 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"თუ ის ახალგაზრდები, რომლებიც ხორციელ სიყვარულსა და შვებას ელტვიან, მონაზვნურ ცხოვრებას მოისურვებენ, საკუთარი თავი სრული სიფხიზლითა და ყურადღებით უნდა გამოაფხიზლონ, თავი უნდა აიძულონ, რომ ყოველგვარ ცბიერებასა და სიამოვნებას განერიდონ, რომ ბოლო დასაწყისზე უარესი არ აღმოჩნდეს მათთვის."
/ღირსი იოანე სინელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2819
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,994 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მონასტერში მცხოვრები ბერი უგანსაცდელო ცხოვრებას კი არა, მათ სწორად, უმტკივნეულოდ გადალახვასა და ღვთის შემწეობით დაძლევას სწავლობს"
/სქემმღვდელმონაზონი საბა (ნატროშვილი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2820
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,994 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონასტერში შექმნილი ნაქარგობის ნიმუშები უფრო სადაა, დედოფალთა სახელოსნოებში შექმნილი - უფრო მდიდრული და მრავალფეროვანი.“
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2821
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,994 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„წმინდა ბასილის სკიტელი მეუდაბნოე მამა დამასკინოსი ჰყვებოდა უდარდელობაში ჩავარდნილ ერთ მორჩილზე, რომელიც მრავალი წლის წინ კავსოკალივაში ცხოვრობდა. მან დაუტევა თავისი მონაზვნური კანონი და უყურადღებოდ ეპყრობოდა თავის სულიერ მოვალეობას. ცხოვრებას სიზარმაცესა და არხეინობაში ატარებდა. ავად გახდა და დიდხანს სიკვდილისწინა ტანჯვას იყო მიცემული, მაგრამ სული სხეულიდან არა და არ გამოდიოდა. ეს მოხდა 1935 თუ 1936 წელს.
ექიმი მოღვაწე და განმსჯელი მონაზონი იყო და მიხვდა, რომ მას წინაღობად თავისი არხეინი ცხოვრება ექცა. მაშინ მორჩილის მოძღვარი, გრიგოლი, რომელიც მისი სულიერი მოძღვარი იყო, გულშემუსვრილი მუხლებზე დადგა ყველა იქ მყოფის წინაშე და თავისი გატანჯული მორჩილის სიყვარულით აღძრულმა პირობა დადო ღვთისა და კაცთა წინაშე, რომ ის თვითონვე შეასრულებდა სულიერი შვილის მიერ გამოტოვებულ საბერო კანონს. როგორც კი ეს თქვა, ავადმყოფმა სული უფალს ჩააბარა და განისვენა.“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2822
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,994 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„სოფელი მონაზვნისთვის იგივეა, რაც ნახშირის გამყიდველი (ანუ სოფელი შებილწავს მის სულს, დასვრის ისე, როგორც ნახშირის გამყიდველი).“
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2823
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,994 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ლოცვისას უყურე ხატებს ან იყურე ძირს, ნუ დაიწყებ მლოცველების თვალიერებას; ყურადღებით იყავი მხოლოდ იმის მიმართ, რაც ტაძარში ხდება. ზოგიერთი ღვთისმოსავი ბერი თვალდახუჭული ლოცულობდა; თვალს მხოლოდ მაშინ ახელდა, როდესაც ძილი მოერეოდა"
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2824
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,994 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„დედაჩემი მონაზონივით ცხოვრობდა, გულმოდგინედ მარხულობდა, ლოცულობდა, სათნო ადამიანი იყო და მონაზვნობა უყვარდა. ყოველთვის გვერდით ვყავდი, რადგან, როცა ჩვილი ვიყავი, მას ღვთისგან ეუწყა, რომ მონაზონი გავხდებოდი. მან ლოცვისას ვარსკვლავი დაინახა, რომელმაც ჩვენი სახლი დატოვა და მთაწმინდისკენ გაფრინდა. ამ დროს მას ხმა მოესმა, - შენი სამი შვილიდან ეს ერთი იცოცხლებსო. დედაჩემს შეეშინდა: - ვაიმე, ორი შვილი მომიკვდება და ეს ერთიღა დამრჩებაო.
მან არ იცოდა, რომ ეს წინასწარმეტყელება ასე უნდა განემარტა: ბავშვებიდან ერთი ღმერთთან ახლოს იცხოვრებდა. მოგვიანებით ის მიხვდა, რომ ეს ხილვა ჩემს მთაწმინდაზე წასვლას ეხებოდა. ამიტომაც მმეთვალყურეობდა ასე მკაცრად და განშორების ნებას არ მაძლევდა, რათა ღვთისთვის, რამდენადაც შესაძლებელი იქნებოდა, წმინდა ძღვენი შეეწირა. თვითონ იგი იყო ჩემთვის სამაგალითო ადამიანი. ხშირად მინახავს, ჩაიკეტებოდა სამზარეულოში და მთელი საღამო მუხლმოდრეკილი აცრემლებული ლოცულობდა.“ /მამა ეფრემ ფილოთეველი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2825
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,994 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ნუ მოვიტანთ მონასტერში სოფელს, თავისი ჩვეულებებით, კეთილმოწყობით.“
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2826
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,994 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მამა მიქაელ ლავრელი, რომელსაც მორჩილება საავადმყოფოში მუშაობით ჰქონდა, შრომისმოყვარეობისა და დაუზარელობის მაგალითი გახლდათ. უხაროდა მოყვასის მომსახურება და მზად იყო, ნებისმიერ დროს ყველანაირი სამუშაო შეესრულებინა. მისი ცვილივით სახე ერთგვარ ასკეტურ ნათელს აფრქვევდა.“
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2827
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,994 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ერთმა მეთევზემ წმინდა ანას სკიტელ ღვთისმოშიშ ბერს, მამა მინას სადღესასწაულო სუფრისთვის თევზი მიუტანა. კვირა დღე იდგა და ბერმა ჰკითხა, როდის დაიჭირეო. "დღეს დილით დავიჭირე, მამაო, ახალთახალია", - უპასუხა კაცმა. "შვილო ჩემო, - უთხრა ბერმა, - კვირა დღეს დაგიჭერია და ამიტომაც მისი ჭამა აკრძალულია, მისი ყიდვა არ შემიძლია". მეთევზე ვერ მიუხვდა ნათქვამს. მაშინ ბერმა უთხრა: "გინდა ამაში დარწმუნდე? მიუგდე კატას და ნახავ, ისიც არ შეჭამსო". მართლაც, კატამ პირი არ დააკარა თევზს. ამის შემდეგ მეთევზე უფრო მეტად აფასებდა უქმე დღეებს. მამა მინა ნამდვილი ბერი იყო, განსაკუთრებული ღვთისმოშიშებით მოღვაწე. დღეში ერთხელ ჭამდა უზეთო საჭმელს, ისიც საღამოს. ამასთანავე ძალზე თავმდაბალი იყო, რადგან მასზე საღმრთო მადლი განისვენებდა.“
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2828
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,994 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მთაწმინდელი მამები ამბობენ: - მონაზვნის ორი თვალია - კანონი და ღვთისმსახურება.“
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th July 2025 - 11:02 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი