IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

231 გვერდი V « < 141 142 143 144 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Aug 7 2020, 11:53 AM
პოსტი #2829


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,994
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ძველი და უხეირო სამოსითაც კი უშნოდ არ გამოიყურებოდა, რადგან დიდბერის [მამა ტიხონი] სულიერი სილამაზე ტანსაცმელსაც კი ამშვენებდა. იგი ძველი კაბის ნაჭრებიდან ჯვალოს საკემსავი მახათით იკერავად სკუფიებს, მაგრამ ეს სკუფიები სამეუფეო მიტრებზე უფრო მეტ მადლს ასხივებდა".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 8 2020, 11:58 AM
პოსტი #2830


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,994
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერის ადამიანებს ხშირად სამონასტრო ცხოვრება ერთფეროვნად, უშფოთველად და მუდმივად სტაბილურ კალაპოტში მიმდინარედ წარმოუდგენიათ. სინამდვილეში კი იგი ძალზე დინამიკური, მრავალფეროვანი და საინტერესოა. ის სავსეა უამრავი ბრძოლით, სიმძიმით და მწუხარებით, მაგრამ უფალი იმდენ მადლსა და სიხარულს გვანიჭებს, რომ ეს დაბრკოლებები გასახსენებლადაც არ ღირს... წმ. იოანე სინელის მოწმობით: "უფალმა ერისკაცებს ამ ასპარეზის მთელი სიძნელე და უფრო მეტად - სიადვილე დაუმალა, რადგან ბევრს რომ სცოდნოდა ის, უმრავლესობა მონაზონი არ გახდებოდაო"...

/სქემმღვდელმონაზონი საბა (ნატროშვილი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 9 2020, 10:58 AM
პოსტი #2831


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,994
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„იგი მონაზონთა ანგელოზებრივ დასს შეუერთდა“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 10 2020, 12:14 PM
პოსტი #2832


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,994
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ნუ წუხხართ, როცა ძმები სიმშვიდეს გირღვევენ. თუ ისინი რჩევას გვკითხავენ და ვუპასუხებთ, ამით მყუდროება არ დაირღვევა. ძმათა სიყვარული მყუდროებად ჩაითვლება. ის ხომ მრავალგვარია: ზოგი მთელი დღე ლაპარაკობს და სიკეთე მოაქვს, ზოგი კი ერთ სიტყვას იტყვის და ამით შეურაცხყოფს ძმას!“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 11 2020, 12:04 PM
პოსტი #2833


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,994
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერ იოსებ ვათოპედელის წიგნში, "მადლმოსილი მორჩილი ბერი ეფრემ კატუნაკელი", იესოს ლოცვის შესახებ გადმოგვცემს: ბერისადმი მორჩილებასთან ერთად ილოცეთ კიდეც: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე". ლოცვა ყოველი მონაზვნის უპირველესი მოვალეობაა. განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ ახალგაზრდები, დამწყებნი, და ისინიც, ვინც მარტო საკუთარ ნებაზე ცხოვრობენ. აუცილებელია ბერისადმი მორჩილება და იესოს ლოცვა. ლოცვის სამჯერ თქმის შემდეგ ქრება ეშმაკი."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 12 2020, 12:10 PM
პოსტი #2834


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,994
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ახლობლებისთვის ბერ-მონოზონი სასარგებლო უნდა იყოს ცხოვრებით, კეთილი რჩევით, სიტყვითა და სწორი რჩევა-დარიგებით"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 13 2020, 12:26 PM
პოსტი #2835


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,994
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"1922 წელს გლინის უდაბნო დახურეს. ბერმა ზინობიმ თან წმინდა ოდიკი წაიღო, რომელზეც შემდგომში ღია ცის ქვეშ ასრულებდნენ ლიტურგიას. ახალგაზრდა ბერი საქართველოში ჩამოვიდა და დრანდის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში დასახლდა, სადაც ჯერ ბერდიაკვნად, მერე კი მღვდელმონაზვნად დაასხეს ხელი.

მამა ზინობი სოხუმში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში მსახურობდა. როცა ბოლშევიკებმა შეავიწროვეს, სხვა ბერებთან ერთად აფხაზეთის მთებს მიაშურა, სადაც მაშინ ბევრი ღირსი მამა მოღვაწეობდა.

აქ ერთი ამბავიც მოხდა: ორმა ბერმა გამოუცდელობით შხამიანი ბალახი შეჭამა. დაეწყოთ გულისრევა. ერთი მათგანი გარეთ გამოვარდა, წვიმიანი დღე იყო, ფეხი დაუცურდა, უფსკრულში გადავარდა და დაიღუპა. მეორე კი ოთხი დღე უგონოდ იყო. გონს რომ მოვიდა, ძილში გარდაცვლილი ძმა გამოეცხადა, მწუხარე სახით რაღაცას ევედრებოდა, ასე გაგრძელდა რამდენიმე დღე.

ბერმა ეს ამბავი სხვა მამებსაც მოუთხრო და მათაც გარდაცვლილის სულისთვის ლოცვა გააძლიერეს. ორმოცი დღის გასვლის შემდეგ, როცა გარდაცვლილი ბერის სამოსი გაინაწილეს, ერთ კაბაში ჩაკერებული ოქროს თუმნიანი ნახეს. ახლა კი მიხვდნენ, რისი თქმა სურდა გარდაცვლილს. ძმების გადაწყვეტილებით, მამა ზინობიმ ეს თუმნიანი სოხუმში გაყიდა და ფული გლახაკებს დაურიგა. ამის შემდეგ გარდაცვლილი უკვე მხიარული სახით გამოეცხადა ძმას."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 14 2020, 02:15 PM
პოსტი #2836


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,994
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბერის სიხარულით აღსავსე სახე სარკესავით ირეკლავდა იმ ღვთიურ მადლს, რომელიც მის სულში ტრიალებდა"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 15 2020, 01:11 PM
პოსტი #2837


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,994
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მონაზვნების ცხოვრება ათონზე ასე უსახელოდ მიდის. ცხოვრობ ბერდიდთან, გიყვარს ის. მუხლის დრეკა, ღვაწლი. ყველაფერია, მაგრამ ისინი შენ არ გახსოვს და შენზე არავინ ამბობს, - ეს ვინ არისო?" შენ ცხოვრობ ქრისტეში, ქრისტე კი შენში. ცხოვრობ შინაგანად, ცხოვრობ ღმერთთან, რომლისაგან ყოველივე იძვრის და მოძრაობს, შედიხარ ხელითუქმნელ ტაძარში და იქ უცნობივით ცხოვრობ".

/წმ. პორფირე კავსოკალიველი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 16 2020, 10:29 AM
პოსტი #2838


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,994
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონასტერში ადამიანი სულიერ სიმშვიდეს ეძებს. ზოგი იმისთვის მოდის, რომ მოშორდეს საერო ცხოვრებას, სულიერად განიწმინდოს და ღმერთს მიუახლოვდეს. მონასტერში მიმავალი ადამიანი ტოვებს ოჯახს, ახლობლებს და უფლის შეწირული შვილი ხდება, - ამბობს მორჩილი ირმა, - მძიმე ჯვარია მონასტერში ცხოვრება. თუ შინაგანად არ ხარ ამისთვის განწყობილი, აქ ვერ გაჩერდები. ღმერთი ჩაგაგონებს მონასტერში წასვლას და უფლისთვის თავის შეწირვას. მონაზვნობა ყველაზე კარგია, ცოდვებიც მაშინ გეხსნება და უფლის პატარძალი ხდები. ზოგი მეუბნება, - რა არის მონასტერში ასეთი, რატომ მიდიხარო. ნაკლებად ესმით, რომ ყველაფერი ღვთის ნებით ხდება. მონაზონს ყველაზე მეტად ებრძვის ბოროტი, თუნდაც იმისთვის, რომ ერისკენ უბიძგოს და დააშოროს უფალს.“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 17 2020, 11:33 AM
პოსტი #2839


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,994
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ყველაზე ძალიან ღმერთი მიყვარს და ჩემი ადგილი მონასტერშია“

/მამა პართენ აფციაური/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 18 2020, 12:06 PM
პოსტი #2840


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,994
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ყმაწვილს სიმდიდრე როდი აბრკოლებდა მის ნათლისღებას. ზოგიერთს ტყუილად ჰგონია, რომ უფალმა მას მონაგების დატოვება ნათლისღებისათვის უბრძანა, აქ ქრისტე იმ სისრულეზე მიგვანიშნებს, რომელიც ჩვენთვის მონაზვნობის უდიდესი წოდების მოსაპოვებლადაა საჭირო."

/ღირსი იოანე სინელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 19 2020, 11:08 AM
პოსტი #2841


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,994
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



" - მამაო, რა სულიერი დატვირთვა აქვს მონასტრის არსებობას?

- მოგეხსენებათ, საქართველოში მონასტრული ცხოვრება ქრისტიანობის პირველი საუკუნეებიდან მომდინარეობს. დღემდე შემორჩენილია მონასტრული ცხოვრების უძველესი ძეგლები.

მონასტრული ცხოვრება ქრისტიანული ასკეზის საყრდენი და მთავარი საფუძველი თავად სახარებაშია. მაცხოვარი და მოციქულები ხშირად მოძღვრავდნენ მათ მიმდევრებს სოფლისგან განშორების და ასკეტური ღვაწლის შესახებ. მოციქული პეტრე მოუწოდებდა ქრისტიანებს, განშორებოდნენ ხორციელ გულისთქმებს, რომლებიც სულის წინააღმდეგ იბრძვიან (პეტრ. 2:11).

შეიძლება ითქვას, რომ ბერ-მონაზვნური ცხოვრების საფუძველია იოანე მოციქულის სიტყვები: "ნუ გიყუარს სოფელი ესე ნუცაღა რაი არს სოფლისა ამის, უკეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყვარული მამისა მისთანა" (იოან. 2:15).

სოფლისგან განშორების საფუძველზე აღმოცენდა მონასტრული ცხოვრება, რომელიც საკუთარ თავთან ბრძოლასა და მარადისობის ანუ ღვთისაკენ სწრაფვას ნიშნავს".

/არქიმანდრიტი იონა (გელაშვილი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 20 2020, 12:00 PM
პოსტი #2842


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,994
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მთაწმინდელებს ასეთი გამოთქმა აქვთ: - სხვისი კატა და სხვისი მონაზონი შენს საძმოში არ მიიღოო.“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 21 2020, 11:57 AM
პოსტი #2843


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,994
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„წმინდა ანას სკიტის ზემოთ წმინდა პანტელეიმონის კალივაში მოღვაწეობდა ღირსი გერონტი (XVIს.), განმაახლებელი სკიტისა, რომელიც მანამდე ბულებტიერის მონასტრის იღუმენი იყო. ეს მონასტერი ზღვის პირას, წმინდა ანას სკიტის ქვემოთ მდებარეობდა. ღირსი გერონტი, განმარტოების სურვილით, მთაზე დასახლდა, სადაც წმინდა ანას სკიტი განაახლა. იგი იყო მეგობარი კავსოკალივის სკიტის დამაარსებლის მამა მაქსიმესი (ხსენება 26 ივლისსაა). რადგან ამ ადგილებში წყალი არ იშოვებოდა, მორჩილი ამის გამო ხშირად დრტვინავდა. წმინდა გერონტიმ ილოცა და შეევედრა ღვთისმშობელს, დასალევად კლდიდან პატარა წყარო გადმოედინა.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა, როგორც მზრუნველმა დედამ, რა თქმა, უნდა, შეისმინა ვედრება მისი და კელიის სიახლოვეს ნაპრალიდან წმინდა წყარო წამოდინდა. მოგვიანებით ღირსი მამის მორჩილმა ბაღის გაშენება გადაწყვიტა. ამისთვის ფერდობი უნდა გაეთანასწორებინა, დაიწყო მიწის ზიდვა და ნელ-ნელა ჩამოშორდა სულიერ ცხოვრებას, თავის სულიერ მოვალეობას და მთელი სამყაროსთვის ლოცვას. მან გადაწყვიტა წერაქვით კლდის ნაპრალი გაეფართოებინა, რომ უფრო მეტი წყალი წამოსულიყო, რაც ასე სჭირდებოდა ბაღის მოსარწყავად. მაშინ ღვთისმშობელი გამოეცხადა და უთხრა: "რახან ბაღი გჭირდება, მაშინ წყალი ქვემოდან ამოიტანე ზურგითო". ამის მერე წყარო შეწყდა და ქვემოთ გამოდინდა.“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 22 2020, 11:04 AM
პოსტი #2844


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,994
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მონოზვნობის მიღება ეკლესიის წესის მიხედვით უნდა გადაწყდეს ორივე მეუღლის თანხმობით. თუ ჯვარდაწერილები არიან, უნდა დარჩნენ ოჯახში, სანამ ბავშვები სრულწოვანები გახდებიან"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 23 2020, 01:14 PM
პოსტი #2845


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,994
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მონასტერში ზოგი გაჭირვებას მიჰყავს, ზოგს სიყვარული არ უმართლებს... როცა მონაზვნად აღიკვეცები, შეწირული ხარ უფლისთვის. ტოვებ ხორციელ მშობლებს, მაგრამ იძენ სულიერს - მაცხოვრისა და ღვთისმშობლის სახით. სულის გადასარჩენად მონასტრული ცხოვრება საუკეთესო საშუალებაა. პირადად მე თბილისში აღარ მინდა ჩამოსვლა, ტრანსპორტით მგზავრობა, აღარც ხორციელ შვილებთან მისვლა. მხოლოდ განმარტოებული ლოცვა მწადია, რითიც უფალს მეტად ვუახლოვდები."

/დედა მართა (კიკნაძე)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 24 2020, 12:08 PM
პოსტი #2846


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,994
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„როცა ადამიანი მონასტრულ ცხოვრებას იწყებს და ღვთის ნებას საკუთარ ნებას უთავსებს, ის ყოველგვარ ამქვეყნიურზე უარს ამბობს. უფალს სწირავს თავს და დადებული აღთქმით ღვთისთვის სათნოდ იღვწის. მათეს სახარებაში ვკითხულობთ: "და ყოველმან, რომელმან დაუტევა სახლი, გინა ძმანი ანუ დანი, ანუ მამაი და დედაი, ანუ ცოლი, ანუ შვილნი, ანუ აგარაკნი სახელისა ჩემისათვის, ას წილად მიიღოს და ცხოვრებაი საუკუნოი დაიმკვიდროს".

მონასტერში ყველა სხვადასხვა გზით მიდის - ზოგი მწუხარების, სიხარულის მიზეზით ეწირება, ზოგიც დაბადებიდანვე შეწირულია - "ვითარცა კრავი". არიან ისეთებიც, ვისი ცხოვრებაც მხოლოდ ღვთის ნებით გახანგრძლივებულა და უფლის ხმას მონასტერში წაუყვანია.

ერისკაცს მცირეოდენი წარმოდგენა მაინც რომ ჰქონდეს მონასტრულ ცხოვრებაზე, თუ როგორი კეთილი მოშურნეობით ემსახურებიან ტკბილი ბერ-მონაზვნები უფალს, თუნდაც რამდენიმე დღით ეს თავად უნდა გამოცადოს“



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 25 2020, 12:12 PM
პოსტი #2847


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,994
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერისთვის მხოლოდ ორი გასასვლელი არსებობს - ტაძარში და საფლავში“

/ღირსი ნეკტარი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 26 2020, 01:31 PM
პოსტი #2848


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,994
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„იმხანად მონათლული არ ვიყავი, მაგრამ ვიგრძენი - სული უჩვეულო სითბოთი და სინათლით ამევსო. საოცარი სიმშვიდე დამეუფლა, თითქოს ჩემი იყო აქ ყველაფერი, მე კი აქაურობას ვეკუთვნოდი... უფლის ტაძარი ანდამატივით მიზიდავდა. თანდათან გონება გამინათდა, სასულიერო ლიტერატურის კითხვა დავიწყე, მორწმუნეებს, სასულიერო პირებს დავუახლოვდი... 17 წლისა ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში მოვინათლე. იმხანად მეუფე იობი ბათუმ-შემოქმედელი ეპისკოპოსი იყო. მასთან ურთიერთობამ უდიდესი გავლენა მოახდინა ჩემზე, სარწმუნოების, ბერული ცხოვრების სიტკბოება დამანახა.“

/მეუფე ეფრემი (გამრეკელიძე)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

231 გვერდი V « < 141 142 143 144 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st July 2025 - 03:28 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი