![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2849
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,995 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"თუ ლოცვისას არ იშრომებთ, ოფლს არ დაღვრით იმისათვის, რომ ყოველი სიტყვა ჩაიბეჭდოს გულსა და გონებაში, მაშინ ამაოა მდუმარება, გლოვა, მარხვა და სიფხიზლე. ღვთის ხსოვნის გარეშე ბერის ლოცვაც კი ამაოა"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2850
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,995 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ღირს ლუკა ელადელს სიყრმიდანვე შეჰყვარებოდა მონასტრული ცხოვრება. ერთხელაც დედას გაეპარა დ ათონის რომელიღაც მონასტერში ჩაიცვა კაბა. დედამისმა ევფროსინიამ იცოდა შვილის კეთილი სურვილი, მაგრამ რა ექნა, შვილი ძალზე ენატრებოდა: "უფალო, შენ ხარ მოწამე ჩემი ქვრივობისა და განსაცდელებისა, ნუ მიმატოვებ, ნუ წამართმევ ჩემი სიცოცხლის ერთადერთ ნუგეშს, საყვარელ ძეს! მე მისთვის არ დამიშლია შენი მცნებების დაცვა. მისი არა მარტო ხორციელი, სულიერი მშობელიც ვიყავი, მსურდა, სათნოებებით აღსავსე მენახა. პირს ნუ მიიქცევ ჩემგან, დამიბრუნე ჩემი ვაჟი, რათა ვადიდო სახელი შენი წმინდა".
ღმერთმა მოხედა მის ცრემლებს. იმ მონასტრის წინამძღვარს, სადაც ლუკა მოღვაწეობდა, ძილში მტირალი ევფროსინია გამოეცხადა და შესჩივლა: "უბედურ ქვრივს ასე მწარედ რატომ მატირებ, რატომ წამართვი მხოლოდშობილი ძე, იმედი ჩემი სიბერისა? დამიბრუნე, თორემ არ დავცხრები და ღვთის წინაშე გიჩივლებო". წინამძღვარს შეშინებულს გამოეღვიძა, თავიდან ეშმაკის საცთური ეგონა, მაგრამ როცა სიზმარი სამჯერ განმეორდა, მოიხმო ლუკა და დატუქსა: "რად მოგვატყუე, ობოლი ვარო, როგორ გაბედე ჩვენთან ცხოვრება, როცა გულში სიცრუე გქონდა. დაბრუნდი დედაშენთან, რომელიც შენ გამო მესამე ღამეა სულს მიწუხებსო, - მერე კი, როცა ლუკას ცრემლები იხილა, მშვიდად უთხრა, - ჩემო ბიჭო, აუცილებლად დაბრუნდი დედასთან, მერე კი თვით უფალი შეგეწევა კეთილ განზრახვაში. ვხედავ, რომ დედაშენის ლოცვას დიდი ძალა აქვს ღვთის წინაშე და ყველა შენი ლოცვის განქარვება შეუძლია. წარვედ მშვიდობით და გახსოვდეს, მშობლების კურთხევის გარეშე რაიმეს ქმნა არ შეიძლება". წმინდა ლუკა შინ დაბრუნდა. ევფროსინიას განცვიფრებას საზღვარი არ ჰქონდა, მადლი შესწირა უფალს. ლუკა ოთხ თვეს დარჩა დედასთან, მერე კი მთელი გულით შესთხოვა უფალს შეწევნა. ღვთის მოშიშმა ევფროსინიამ ახლა უკვე აკურთხა შვილი და თავის წმინდა ლოცვებით დაცული მონასტერში გაუშვა.“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2851
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,995 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„თუ გყავს ბერ-მოძღვარი - გყავს ღმერთი“
/ბერი ანთიმოზი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2852
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,995 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“ – რა არის ბერ-მონაზვნური ცხოვრება?
- ცხოვრების ეს წესი, რასაც ბერობა და მონაზვნობა ჰქვია, ქრისტიანობის არსებობის საწყისი (III – IV სს), საკუთარი სულის მოდრეკა ღვთისმოსაობისაკენ და განრიდება ამასოფლის სულისაგან, ღვთისგანაა მოწოდებული. “ნუ გიყვართ სოფელი ესე ნუცაღა რაი არს სოფლისა ამისსა, უკეთუ ვისმე უყვარდეს სოფელი ესე არა არს სიყვარული მამისა მის თანა“ (იოან. 2,15), მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას ადამიანი საკუთარი ნებით იღებს, ტოვებს ოჯახს, სოფელს და საკუთარ თავს ძღვნად სწირავს უფალს. ეს ყველაფერი სიყვარულიდან გამომდინარეა, ღვთის და მოყვასის მსახურებისთვის იგია მლოცველი მთელი სამყაროსთვის. წმინდა ბასილი დიდი ბრძანებს, რომ ბერობა, თავისი არსით, ქვეყნიერების გადარჩენაა, მათი მეშვეობით ხდება ომისა და ჭირის თავიდან აცილება. დიდი თავგანწირვაა ბერობა, საკუთარი ნების სრული აღკვეთაა, საკუთარი სურვილების და ვნებების ჯვარცამაა, მარადიული ბრძოლაა, რომელიც სულიერ შრომას მოითხოვს. ბერის მთავარი იარაღი მოთმინებაა ყოველივე განსაცდელისა, რის შემდეგაც მოწყალე უფალი საღვთო მადლით ავსებს მას. მონაზონი იმიტომ კი არ გარბის ერიდან, რომ სძულს ქვეყანა, არამედ უყვარს და ღმერთთან სათნომყოფელი გზით ცდილობს უფრო მეტად დაეხმაროს“ /არქიმანდრიტი იონა (გელაშვილი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2853
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,995 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“სენაკის იატაკი, მართალია, ფიცარნაგი იყო, თუმცა შელესილი გეგონებოდათ, რადგან არასდროს გამოგვილა. წლების მანძილზე გარედან შემოტანილმა ტალახმა და წვერიდან და თავიდან ჩამოცვენილმა ბეწვებმა, მართლაც შელესეს იგი. როგორც ხედავთ, მამა ტიხონი მნიშვნელობას არ ანიჭებდა სენაკის სისუფთავეს. იგი მხოლოდ სულის განწმენდაზე ფიქრობდა და ამიტომაც გახდა უფლის მადლის ჭურჭელი. მუდამ უხვი ცრემლით განბანდა სულს და რადგან ჩვეულებრივ, ცხვირსახოცები აღარ ჰყოფნიდა, სქელ პირსახოცებს ხმარობდა“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2854
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,995 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მონასტრის მკვიდრთ უფრო გაუადვილდებათ განუწყვეტელი ლოცვის სწავლა: მათი ცხოვრების წესი საუკეთესო გარემოა შინაგანი ლოცვისთვის"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2855
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,995 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ძალიან საშიში და დამღუპველია, როდესაც მორჩილი სწრაფად აღკვეცისა და ადგილის დამკვიდრების სურვილით ფარავს თავის ნამდვილ ბუნებას, არ ებრძვის ერიდან გამოყოლილ მავნე ჩვევებს და დაფარული გულისთქმების ტყვე ხდება. ეს კი გახლავთ ეშმაკის შთაგონებით, საკუთარი ხელით დადებული ბომბი მომავალი მოღვაწეობის გზაზე, რომელიც აუცილებლად აფეთქდება და მძიმე შედეგებს მოიტანს..."
/სქემმღვდელმონაზონი საბა (ნატროშვილი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2856
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,995 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მეუფე ზინობი [მაჟუგა] ბერი იყო, უპოვარების აღთქმა ჰქონდა დადებული და ზედმიწევნით ასრულებდა. ნაჩუქარ ნივთებს და ფულს დიდხანს არ იჩერებდა და იმავე დღეს გაჭირვებულს აძლევდა. უამრავი ხალხი ეხვია გარს, მიუხედავად მათთან მრავალსაათიანი საუბრებისა, ყოველთვის მშვიდი რჩებოდა. უცნობ-ნაცნობს, შინაურს თუ გარეშეს ერთნაირ პატივს მიაგებდა. სტუმრად მისულ ძმისშვილებსაც ისე ექცეოდა, როგორც სხვა მომლოცველებს. უზარმაზარი მოთმინება ჰქონდა, ლამის მთელი დღე და ღამე ადამიანების გვერდით იყო. მეუფე ზინობი "იუდეველთა შიშისათვის", კაცთმოთნეობისთვის არაფერს იტყოდა. ყოველთვის სწამდა, რომ განსაცდელის ჟამს თავისი საყვარელი უფალი, მისი ყოვლადწმინდა დედა ქალწული მარიამი და მფარველი ანგელოზი დაიფარავდნენ. როგორც კლდე, ისე უძლებდა ხილული თუ უხილავი მტრების შემოტევებს, კაცთა ცილისწამებას, მზაკვრობას. ყველაფერს უძლებდა ღვთის მადლით. გარშემომყოფნი განცვიფრებულნი იყვნენ მისი მოთმინებითა და მიმტევებლობით.“
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2857
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,995 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ბერს, სხვა ყველაფერთან ერთად, კეთილშობილი სული უნდა ჰქონდეს“
/არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2858
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,995 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„როგორც მამები ამბობენ: „ბერმონაზვნური ცხოვრება მსხმოიარე ხეა, რომლის ფესვი სიყვარულია, ხოლო საზრდო სინანულის ცრემლები“. მონაზვნის მთავარი სათნოება ლოცვაა, რათა მისი მეშვეობით მიაღწიოს ღმერთთან ერთობას. როგორც მოციქული ამბობს: „რომელი შეეყოს უფალსა ერთ სულ არს უფლისა თანა“ (კორ. 6,17). მონაზვნები თავიანთი ცხოვრებით ცდილობენ მიემსგავსონ უფალს, იცავენ მცნებებს, ტოვებენ საკუთარ ნებას, იღებენ ჯვარს და შეუდგებიან უფალს. ეს ის ვიწრო ბჭეა, რომელიც უარს ამბობს ამქვეყნიურ გულისთქმებზე და განუწყვეტელი სინანულის შემდეგ მიდის ღმერთამდე. მძიმეა ბერის ჯვარი, მაგრამ ტკბილია ქრისტეს უღელი“.
/არქიმანდრიტი იონა (გელაშვილი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2859
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,995 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"როდესაც ჩვენ უფლისათვის ვტოვებთ სახლსა და ნათესავებს და ღვთისადმი სიყვარულით განდეგილურ ცხოვრებას მივეცემით, მაშინ ეშმაკები ცდილობენ, სიზმრებით აღგვაშფოთონ. წარმოგვიდგენენ ჩვენს ახლობლებს, ჩვენს გამო მგლოვიარეებს, ან დატყვევებულებს, ან დარბეულებს. ამიტომ ის, ვისაც სიზმრების სწამს, იმ ადამიანს მიემსგავსება, ვინც საკუთარ ჩრდილს მისდევს და მის შეპყრობას ლამობს."
/ღირსი იოანე სინელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2860
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,995 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„იმ წუთებში, როდესაც ბერისგან კურთხევას ვითხოვდი და ბადაგივით ტკბილ ლუქუმს მივირთმევდი, ჩემთვის ვიმეორებდი: „მრავალჟამიერ! იცოცხლე, მეუდაბნოევ, რათა ჩვენ, ცოდვილებმაც ვიცოცხლოთ“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2861
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,995 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„2001 წელს, ფერისცვალება, მეუფე იობის კურთხევით, მთელ ეპარქიაში ლიტანიობით აღინიშნა. ჩვენ ღამისთევის სადღესასწაულო ლიტურგიას ურბნისის წმინდა სტეფანე პირვემოწამის სახელობის საკათედრო ტაძარში დავესწარით. მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) წირვა-ლოცვას რუისის ფერისცვალების მონასტერში აღავლენდა, ადრიანი დილით კი, უბრნისის საკათედრო ტაძარში მობრძანდა ბერ-მონაზონთა გუნდის თანხლებით, ამ დღეს დიდ სქემაში აჰყავდათ იღუმენია ქრისტინე (დაშნიანი). საბედნიეროდ, ჩვენც მოგვეცა საშუალება მონაწილე ვყოფილიყავით და ფირზე აღგვებეჭდა ეს მეტად შთამბეჭდავი და ამაღელვებელი მოვლენა.
ორ დედას ხელკავით მოჰყავდა თმაგაშლილი, ფეხშიშველი იღუმენია, რომელსაც თეთრი პერანგი ემოსა, როცა მეუფის წინ მოიყვანეს, მკლავებგაშლილი, პირდაღმა, ჯვრის ფორმით განერთხმებოდა მიწაზე აღთქმის მიცემის წინ, ისევ წამოაყენებდნენ, ასე რამდენჯერმე განმეორდა. მღვდელმთავრის მკვეთრი ხმაც გაისმა: - აჰა, ესერა ქრისტე უხილავად, აქა მდგომარე არს, იხილე, რამეთუ თვისთა შენთა გამოირჩიე ესე წინდი დიდისა და ანგელოზებრივისა სქემისა?! - ნებითა შენითა, მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო... - მიიღე მაკრატელი და მომეც მე! (მეუფე სამჯერ ისვრის მაკრატელს, იღუმენია სამივეჯერ დასდებს მას მღვდელმთავრის კათედრაზე). - და ესე , ჩვენი ნინო, აღიკვეცს თმასა თვისსა (მეუფე მას სამ ადგილას აჭრის თმას, ისე როგორც ნათლობის დროს ხდება) სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ვთქვათ ყოველთა ამისთვის. „უფალო, შეგვიწყალენის“ გალობის დროს იწყება დედა ნინოს შემოსვა სერაბინ-ქერუბიმთა გამოსახულებიანი ახალი შესამოსელით. - და ესე, ნინო, ჩაიცვამს სამოსელსა სიმართლისა და სიხარულისა დიდისა ამის ანგელოზებრივისა სქემისასა, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ვთქვათ ყოველთა, ამინ! როგორც მეუფე იობმა რიტუალის დაწყების წინ განგვიმარტა, დიდ სქემაში აყვანა არა მხოლოდ ტაძარში შეკრებილი ხალხისთვის, მთელი ეპარქიისთვისაც უჩვეულო მოვლენა იყო. რუსეთში, საბერძნეთსა თუ სხვა მართლმადიდებელ ქვეყნებში მართლაც თითებზე ჩამოსათვლელნი თუ იქნებიან სასულიერო პირები, რომლებიც ამ მეტად საპატიო და საპასუხისმგებლო ხარისხში აჰყავთ. მე მთელ ჩემს იერარქიას უყოყმანოდ დავთმობდი, თუკი ღმერთი ოდესმე ასეთი დიდი პატივის ღირსს გამხდიდაო, - აღნიშნავდა მეუფე იობი. დედა ნინო საქართველოში მესამე იყო ამ სქემაში. რიტუალის დასრულების შემდეგ, 66 წლის დედათა მონასტრის წინამძღვარს, ქრისტინეს, სქემიღუმენია ნინო ეწოდა. ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა, მოწვეულმა სტუმრებმა, უცრემლოდ მაინც ვერ შეძლეს მასთან გამოთხოვება, თვითონაც ორი დიდი კურცხალი ჩამოუგორდა თვალებიდან. როგორც გვითხრეს, მას ერთი კვირის განმავლობაში ეკრძალებოდა ტაძრიდან გასვლა. დღე და ღამე გამუდმებულ ლოცვაში უნდა გაეტარებინა. ამ ხნის მანძილზე ფეხსაცმლის გახდის უფლებაც არ ჰქონდა. ანგელოზებრივ ხარისხში აყვანილმა დედამ ყველანი სათითაოდ მიგვიღო, დაგვლოცა, გულში ჩაგვიკრა. გვთხოვა, ამ დღის აღსანიშნავ სატრაპეზო სუფრაზე მივსულიყავით, თვითონ კი ტაძარში ილოცებდა ჩვენი ჯანმრთელობისა და ბედნიერებისთვის. ერთი კვირის თავზე დედა ნინოს ტაძრიდან კელიაში გადაიყვანდნენ და კვირაში მხოლოდ ერთხელ მიეცემოდა გარეთ გამოსვლის უფლება. დედა ნინომ ამის შემდეგ 6 წელი იცოცხლა და 72 წლის ასაკში გარდაიცვალა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2862
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,995 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„დედა მართა მონასტრის თითოეულ კუთხე-კუნჭულს სულს უბერავს.“
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2863
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,995 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ბერმა [მამა ტიხონი] სულიერების მაღალ საზომს მიაღწია და მისი სული მეტად მგრძნობიარე გახდა. იმისათვის, რომ გონებით მუდამ უფალთან ყოფილიყო, ხორციელი უგრძნობლობაც მოიპოვა; არ აწუხებდა ბუზები, კოღოები, მკბენარები, რომლებიც მას ათასობით ეხვეოდნენ. მთელი სხეული დაკბენილი ჰქონდა. მის სენაკში, თავისუფლად მიმოდიოდა მწერი თუ თაგვი.
ერთხელ, ერთმა მონაზონმა დაინახა, როგორ ფუსფუსებდნენ ბერის სენაკში მსუნაგი თაგვები და უთხრა: - მამაო, გინდა კატა მოგიყვანო? მან უპასუხა: - არა, შვილო, მე მყავს კატა, ჩვეულებრივ კატაზე ერთნახევარჯერ უფრო დიდი. აქ მოდის, ვაჭმევ, ვეფერები და შემდეგ მიდის თავის ქოხში, ქვემოთ, ხეობაში და იქ დაეყუდება. ეს იყო მელა, რომელიც ხშირად სტუმრობდა მოხუცს“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2864
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,995 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"შემინიშნავს, რომ იმ მონაზონზე, რომელიც უფალს ღმრთივსათნოდ არ ემსახურება, არ იღწვის მოშურნედ სულის ხსნისთვის და მცონარეა სათნოებების აღსრულებაში, ღმერთი უსათუოდ დაუშვებს განსაცდელს, რათა არ დარჩეს მცონარე და მის გამო უარეს მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს"
/წმ. ისააკ ასური/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2865
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,995 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ბერობა მსგავსებაა ანგელოზთა და სახეა სამოთხის ცხოვრებისა, ყოველდღე სიკვდილია, ბრძოლაა ხილულ და უხილავ მტერთან, როდესაც წინასწარმეტყველი მოსე ფიქრით ლოცულობდა, ღმერთმა უთხრა: „რას შემღაღადებ“ (გამოსვ. 14-15) და გადაარჩინა ისრაელიანები. ბერიც მსგავს ამპლუაშია. მართალია არაა ხილული ღვთის პასუხი, როგორც მოსესთან, მაგრამ ხილულია მისი ქმედება. ბერების ლოცვაზე დგას ცოდვით დამძიმებული დედამიწა“.
/არქიმანდრიტი იონა (გელაშვილი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2866
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,995 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ბულგართაგან შევიწროებულმა ბიზანტიის იმპერატორმა მიხეილ პალეოლოგოსმა სამხედრო დახმარება ლათინებს სთხოვა, სანაცვლოდ კი მართლმადიდებლურ მრწამსზე ამბობდა უარს: ჩვენ რომის ეკლესიის ერთგულნი ვართ და თუ არ გვიხსნით ველურ ბულგართაგან, ღვთის წინაშე აგებთ პასუხსო. მთელი კათოლიკური სამყარო დაირაზმა პალეოლოგოსის დასახმარებლად. "მოყვასის სიყვარულით გულანთებულნი" გზად მთაწმინდასთან შეჩერდნენ და იქ მოღვაწე მამების სულის "ხსნა" განიზრახეს. პირველად ათანასეს ლავრაში მივიდნენ და ბერებს სარწმუნოებრივი ერთობა შესთავაზეს. მამები შეშინდნენ და მათთან ერთად ერთობას დათანხმდნენ. ლათინებმა ამ მონასტერს ხელი არ ახლეს და ახლა ივერთა სავანეში გადაინაცვლეს. წარმოიდგინეთ იმდროინდელი საქართველოს მდგომარეობა: ჯერ ხვარაზმელთა, მერე მონღოლების შემოსევით დაქცეულ ქვეყანაში ყრმების კალო ილეწებოდა.
აბა, ამ დროს ვინ მოიცლიდა ივერონელთა დასახმარებლად. დიდი იყო ცდუნება: "უპირველესი ლავრის ბერები დათანხმდნენ ლათინებს და თავი გადაირჩინეს, ბიზანტიის იმპერატორი მათ მხარესაა, დაქცეული საქართველო კი ძალზე შორსაა". მაგრამ ქართველმა ბერებმა ფარად და მახვილად რჯულის კანონი და წმინდა სახარება აღაპყრეს, ამხილეს მომხვდურნი, ახალმოძღვრების ქადაგებისთვის ანათემას გადასცეს. ღვთისმშობლის ხატის გადამალვა მოასწრეს და გამძვინვარებული ლათინები ივერონს შეესივნენ. ამ ამბავს ძველი ათონური წყარო მოგვითხრობს: "საფრანგეთით მომავალნი ზემოთქმულ მონასტერსა ზედა დაესხნენ და მოაოხრეს... უმკვიდროდ და იავარყოფილად დაუტევეს და ყოველნივე სამღვდელონი და შეწირულობანი ანუ რაიცა სამსახურებელად მონაზონთა იყვეს, ნატყვევან ჰყვეს". ბერები უპატიოდ თრევით გამოიყვანეს მონასტრიდან, ცხვრებივით გადაარჩიეს, მოხუცებულნი და უძლურნი (ისინი ორასამდე ყოფილან) მონასტრისავე გემზე დასვეს და შუა ზღვაში ჩაძირეს, დანარჩენები კი განძარცვეს საბერო სამოსლისაგან და მონასტრის ქონებასთან ერთად რომში გაგზავნეს, სადაც ურიებს(!) მიჰყიდეს. ამის შემდეგ "ყოველივე მდგომარეობა მონასტრისაი უკუქცეულ იქნა". ივერიელთა მოწამებრივმა აღსასრულმა გაამხნევა ვათოპედისა და ზოგრაფის მონასტრის ბერები, რომლებიც ქრისტეს ჭეშმარიტ სარწმუნოებას შეეწირნენ.“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2867
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,995 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონასტერთან სიახლოვემ მის სულში ბერობის სურვილი გააღვივა“
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#2868
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,995 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„და ახლაც, ვისაც უფალი უყვარს, ვინც ყველაფერი მიატოვა და მუდმივი ლოცვით უფალთან ერთობაშია, ფარულად სწავლობს იმას, რის შესახებაც აქამდე წარმოდგენაც არ ჰქონდა. მათივე ნებით, თავად ჭეშმარიტება ეცხადებათ და ასწავლის მათ: მე ვარ გზა, ჭეშმარიტება (იოან. 14:6)“.
/წმ. მაკარი დიდი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st July 2025 - 01:34 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი