IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

230 გვერდი V « < 14 15 16 17 18 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Feb 11 2009, 04:35 PM
პოსტი #301


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,651
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"რადგან გინდა ბერობა, შენ უკვე ბერი ხარ."

/მამა გაბრიელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 11 2009, 04:54 PM
პოსტი #302


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



marine
როგორ ხარ???? kiss1.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Tati.Tati333
პოსტი Mar 3 2009, 10:33 PM
პოსტი #303


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 2
რეგისტრ.: 22-February 09
წევრი № 6,543



ბერი ეფრემ ფილოთეველის წიგნი "მამობრივი დარიგებანი",ამ წიგნის ერთ-ერთი თავი არის მონაზვნობის შესახებ,საიდანაც ერთ ამონარიდს დავწერ:


"ქრისტეს მიერ საყვარელო ძმაო... ღმერთმა გაკურთხოს და ცხონების უცდომელ გზაზე განგანათლოს. შენს წერილში მეკითხებოდი,უფალმა მონაზვნობისკენ მოგიწოდა თუ არა,რომ მისი მოწოდების გარეშე არაფერი მოიმოქმედო და ერში შენი მოვალეობები არ მიატოვო.
ძმაო,ვინც დაიტევს დაიტიოს."არა ყოველთა დაიტიონ სიტყვაი ეგე". ღვთისაგან მოწოდების დამახასიათებელი ნიშნებია,როცა ადამიანი საკუთარ თავში ცოცხალ სურვილს,მოშურნეობას,მონაზვნო
ბის მიმართ ერთგვარ ტრფიალებას გრძნობს. როცა ყველაფერ ამას საკუთარ თავში დაინახავს,დარწმუნდება,რომ ღმერთი მონაზვნობას შთააგონებს. მოწოდების მიუხედავად ის არჩევანში სრულიად თავისუფალია. თუ ამის სურვილი აქვს,ბენაყოფლობით,იძულების გარეშე შეუძლია მიიღოს მონაზვნობა,რომელსაც ქალწულებრივი ცხოვრება ეწოდება.
ეს მოხმობა ღვთის მადლია,რომელიც ადამიანმა არ უნდა დატოვოს და არც ჩააქროს. რადგან თუკი მას ორი-სამი წლით ერში დარჩენით დატოვებს,უეჭველად ჩაქრება და ასეთი მაღალი მიზნისთვის აღარ აენთება.
საჭიროა,ამ ადამიანმა ერში ყოფნისას,მღვიძარებაში იყოს,ილოცოს,მოწყალება გასცეს,მოერიდოს ყველაფერს რაც გულისიტყვის სიწმინდეს შეაგინებს,რომ განმარტოებისა და განსჯის საშვალება ჰქონდეს. ეს ყველაფერი მონაზვნობის სურვილს გააძლიერებს და მისი მხურვალების შენარჩუნებას შეეწევა,სანამ მიზნის აღსრულების შესაბამისი დრო მოვა და ის გადაწყვეტილებას მიიღებს. როგორც ვთქვით,ადამიანი არჩევანში სრულიად თავისუფალია მიუხედავად იმისა,რომ დამახასიათებელი ნიშნებით მისი მოწოდება აშკარაა.
ის ვინც ღმერთს აღუთქვამს,რომ მონაზონი გახდება,ცხადია,მას დადებული აღთქმის შესრულება მოეთხოვება.როგორც ეკლესიის დიდი მამები ამბობენ,აღთქმის დამდები მოვალეა მონაზონი გახდეს.როცა ვინმე რაიმე აღთქმის დადებას აპირებს,კარგად უნდა დაფიქრდეს,რადგან აღთქმის უარყოფას კარგი შედეგი არ მოჰყვება. ეს ღვთის უგულებელყოფად ჩაითვლება,ვის წინაშეც აღთქმა დაიდო.
ქალწულებრივი ცხოვრება ამაღლებულია,რადგან ადამიანი საკუთარ თავს ბოლომდე უყოყმანოდ გადადებს,რათა სათნოეყოს ღმერთს და დროთა განმავლობაში საღვთო ღვაწლით უფალს მიმსგავსებული სულითა და ხორცით განიწმინდოს,ხელახლა იშვას,ქრისტეს ერთგული ახალი ადამიანი გახდეს,რომელსაც ქრისტესმიერი ცხოვრებისათვის დამახასიათებელი თვისებები ექნება,როგორც შვილებს აქვთ მშობლების ნაკვთები,რაც მათ კანონიერ შვილობაზე მიუთითებს.
ძმაო,როცა მოინდომებ,შეგიძლია წმინდა მთა მოილოცო და ყველაფერი ახლოდან ნახო. და თუ ისურვებ,რამდენ ხანსაც გინდა,ჩვენთან დარჩი და უკეთ დაინახავ,როგორ მოიქცე. ჩემი მოძღვრისაგან გამოცდილების სულიერ სიტყვებს მოისმენ და ერთი სიტყვით,საკმაოდ განათლდები- მიხვდები რა აკეთო.
დასაწყისში ქრისტესმიერ ცხოვრებას დიდი შრომა სჭირდება და თან სხვადასხვა განსაცდელი ახლავს,მაგარამ დროთა განმავლობაში ისინი მცირდება და სულიერი ნუგეში მოდის-ღვთის მადლის მოხილვის ჟამს სულიერი ტკბობა და სიხარულს განიცდი.
უფალი ამბობს,რომ მრავალი ჭირით ვცხონდებით,საჭიროა ჩვენი სული მოთმინებაში განმტკიცდეს და ვინც ბოლომდე დაითმენს,ის მოიპოვებს მარადიულ ცხოვრებას.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
maare
პოსტი Mar 8 2009, 05:22 PM
პოსტი #304


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 132
რეგისტრ.: 15-December 07
წევრი № 3,424



http://www.youtube.com/watch?v=t3IZJ1d3HxQ...697EF3F&index=3

სხვაგან ვერსად მოვიფიქრე ამის დადება... sad.gif იქნებ ნახოთ და განმიმარტოთ თუ რა დანიშნულება აქვს?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
DavidB
პოსტი Mar 17 2009, 02:09 PM
პოსტი #305


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 6
რეგისტრ.: 16-March 09
წევრი № 6,653



ილია ჭავჭავაძის გენიალურ პოემა "განდეგილში", გარკვევით ჩანს, რომ იზოლირება არ ნიშნავს სიწმინდეს.
პატარა საცდური -და ცოდვა გარდაუვალია.
სიმართლე ისაა რომ ამ გზით ვერ გაექცევა ადამიანი საკუთარ თავს, ვნებებს, ცოდვისადმი ლტოლვას, ეს ყველაფერი არის მოჩვენებითი.
ჩემი აზრით ნამდვილი ღვთისმსახური არის ის, ვინც ცხოვრობს ამ ცოდვილ ქვეყანაზე, ხალხში, და იმ დინების საწინააღმდეგოდ, რაც გარშემო ხდება. ესაა ნამდვილი გმირობა და ვაჟკაცობა, თორე "მიმალვა" სადმე მთებში, ეს არაა გმირობა და გამოსავალი.
ჯობია რომ ყველა ადამიანი, ვისთვისაც ი ე ს ო ძვირფასია, გამოვიდეს და ხმამაღლა თქვას მ ი ს შესახებ.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
oto_xmelo
პოსტი Mar 18 2009, 01:40 PM
პოსტი #306


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 16
რეგისტრ.: 18-March 09
წევრი № 6,674



გამარჯობა ყველას. ზემოთ რო საუბრობთ რო მონაზვნისთვის უფრო კარგი იქნებაო რო ერში ცხოვრობდესო,უფრო ცოტა საცდურებიაო ეს არის სრული სისულელე ორივეგან ვარ ნაცხოვრები მონასტერშიი თბილისშიც და ქალაქგარეთაც.ორი ერთმანეთისგან განსხვავებული მდგომარეობაა.როდესაც ხარ ქალაქგარეთ მონასტერსი, მორჩილებაში და ამ მორჩილებას ასრულებ ზედმიწევნით კარგად რავი ნეტარებაა ნამდვილი. თბილისსჰი კიდე მარტლაც პირიქით უამრავი საცდურია უამრავი ვერ აგიღწერტ იმდენი. ნუ ეს ჩემი აზრია და ისე ტუ იესოსთან ხარ ახლოს და ისიც შენთან ახლოსაა გინდ ერი იყოს და გინდ ბერი ორივეგან ცხონდები
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 6 2009, 04:34 PM
პოსტი #307


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,651
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(კანონისტი @ Feb 11 2009, 04:54 PM) *

marine
როგორ ხარ???? kiss1.gif


კარგად, დათუნა, შენ?? a025.gif
ციტატა(maare @ Mar 8 2009, 05:22 PM) *

http://www.youtube.com/watch?v=t3IZJ1d3HxQ...697EF3F&index=3

სხვაგან ვერსად მოვიფიქრე ამის დადება... sad.gif იქნებ ნახოთ და განმიმარტოთ თუ რა დანიშნულება აქვს?


ეს არის ეგრეთ წოდებული “Toaca” ანუ ხის ფიცარი, რომელზე დარტყმითაც რუმინელი მართლმადიდებელი ბერი იუწყება რელიგიური მსახურების დაწყებას.

* * *

მონაზვნის მთელი ცხოვრება სულიერი ბრძოლაა. აღთქმის დამმარხავ მონაზონს თავის საფლავში სძინავს, როგორც ბრძოლაში დაუმარცხებელ მხედარს.
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

მამა პაისი ამბობდა: ჩვენი ეკლესია გვასწავლის, რომ კაცმა ორიდან ერთი გზა უნდა ირჩიოს, ან მონაზვნად ეკურთხოს, ანდა დაქორწინდეს. „ხარი, რომელსაც არც გუთანში შებმა უნდა და არც უღელში, ყასაბთან ხვდებაო.“ მონაზვნობისათვის გამოუსადეგარ ახალგაზრდებს, რომლებიც ოჯახის შექმნას აყოვნებდნენ, ამხნევებდა და კეთილ „ეპიტიმიას“ ადებდა - ნიშნობის ბეჭდის გარეშე ჩემთან არ მოხვიდეთო.

წმინდა მამები ამბობდნენ: როცა ადამიანი მონასტერში მიდის მონაზვნად, მისი მშობლების ტირილს, ნერვიულობას და შვილისაგან უნუგეშობას ღმერთი იწირავს და ისევ მათ სულების საკურნებლად იყენებსო.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 11 2009, 04:48 PM
პოსტი #308


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,651
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მონაზვნები წმიდათა მოწამეთა მსგავსნი არიან და უფროის მათსა არიან, რამეთუ მარტვილნი ერთსა, ხოლო შინა ჟამსა ეწამნეს, ხოლო ესენი ყოველსა ჟამსა იწამებოდეს სახელისათვის ქრისტესისა."

/გიორგი მერჩულე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Funkenstein
პოსტი May 11 2009, 05:44 PM
პოსტი #309


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 511
რეგისტრ.: 9-January 09
წევრი № 6,259



მონაზონთა ლოცვას უფრო დიდი ძალა და მადლი აქვს ჩემი აზრით. მათი ლოცვით არის ალბათ ჯერ კიდევ რომ ვარსებობთ და ღმერთი არ გვტოვებს! მონაზონი მარტო თავის სულისთვის კი არ ლოცულობს არამედ ჩვენთვისაც და არამც და არამც არ შეიძლება მონაზონობას პრობლემებიდან გაქცევის მცდელობა დავაბრალოთ. ჩვენ ერში ვებრძვით ძირითადად ჩვენს ქმედებებს და ისისნი კი უკვე ფიქრებს ებრძვიან რაც არამგონი რომ მარტივი საქმე იყოს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
vladimerdidi
პოსტი May 14 2009, 08:31 PM
პოსტი #310


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 2
რეგისტრ.: 14-May 09
წევრი № 6,987



ყველაზე ადვილად მაშინ ცხონდება ადამიანი როცა იტყვის უფალო არა როგორც მე არამედ როგორც შენ გინდოდეს ვინც არ უნდა იყო გინდა ბერი და გინდა ერის კაცი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 5 2009, 04:53 PM
პოსტი #311


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,651
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



- მონაზვნის გული - ეს მდუმარების ზღვაა, რომელშიც მარადისობა ირეკლება.

- მონაზონი სხვის სხეულს არ უნდა ეხებოდეს, არც საკუთარს უყურებდეს.

- ჭეშმარიტი მონაზვნული ცხოვრება - ეს ღვთაებრივი სილამაზისადმი სიყვარულია.

- იოანე ნათლისმცემელი მონაზონთა ზეციური მფარველია.

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 11 2009, 04:52 PM
პოსტი #312


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,651
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მორჩილის ღვაწლის გამო უფალმა მის ხელმძღვანელს შესაძლოა სულიერი სიბრძნე მისცეს.“
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

„ჩვენ მდინარის დინებას მივუყვებით, ბოლო ჟამის მონაზვნები კი დინების საწინააღმდეგოდ იცურებენ, ამიტომ ისინი შესაძლოა ჩვენ და ჩვენს მამებს აღგვემატონ.“
/ძველი მამების ნათქვამი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 18 2009, 04:43 PM
პოსტი #313


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,651
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზონს უნდა უხაროდეს, როცა უსამართლოდ ექცევიან. მას არაფრის „უფლება“ არ აქვს, ვინაიდან „განუმართლებელი“ ქრისტეს მიმდევარია.

ერისკაცმა სულიერი კანონები არ იცის, ამიტომაც ბევრი უფლება აქვს. თუ ვინმე უფროსი შეურაცხყოფს, შეუძლია სასამართლოში უჩივლოს. მონაზონს კი, რა უსამართლოდაც არ უნდა მოექცნენ, არავითარი უფლება არ აქვს, მაშინაც კი, როცა უბრალოდ კი არ ლანძღავენ, არამედ ამცირებენ.

ამ შეურაცხყოფასა და დამცირებას ღმერთი იმიტომ უშვებს, რომ (ამის დათმენით) ჩვენი რომელიმე ცოდვის გამო გადავიხადოთ საფასური, ანდა სალაროში სულიერი მონეტა დავდოთ. როცა უსამართლოდ გვექცევიან ჩვენი „სიმართლის პოვნას“ ვცდილობთ, მაშინ აკლდება ჩვენს (სულიერ) ბანკს.“

/ბერი პაისი/


„ბერ-მონაზვნების ცხოვრების ძიებით კაცი თავის ცხოვრებას ეძიებს. შეიძლება ერში იყოს, მაგრამ მათი ცხოვრების წესი ხშირად გამოიყენოს.“

/დეკანოზი მიქაელ ასათიანი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 25 2009, 04:39 PM
პოსტი #314


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,651
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონასტერში კამათისა და უთანხმოების ერთ-ერთი მიზეზი სხვის მორჩილებაში უხეში ჩარევაა.“

/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 2 2009, 04:32 PM
პოსტი #315


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,651
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერობა საერთოდ არ ეხსნება, არც დანაშაულის გამო, არც სასიკვდინე ცოდვებისათვის, მხოლოდ ეპიტიმიას ადებენ, აღკვეცა კი (სქემა, ბერობა) არ უქმდება, მხოლოდ ხარისხი ეხსნება სასიკვდინე ცოდვებისათვის.“

/სქემარქიმანდრიტი ანდრონიკე (ლუკაში)/


„მონაზვნობა არის წესი უხორცოთა, რომელიც მოკვდავ სხეულში აღესრულება. თვით მონაზვნობა მაგალითს ანგელოზებრივი ცხოვრებიდან იღებს. ანგელოზებრივი ცხოვრება სწორედ განდგომაა წუთისოფლიდან, რაც სამ ძირითად აღთქმაში გამოიხატება: უპოვარებაში, მორჩილებასა და ქალწულებაში. ერისკაცთ მეტ-ნაკლებად მაგალითის აღება მართებთ არა ანგელოზებისაგან, არამედ ბერ-მონაზონთაგან.“

/იოანე კიბისაღმწერელი/


„მონასტერში შემთხვევით არავინ ხვდება.
ერში თუ საქმით შევცოდავდი, მონასტერში ფიქრიც დიდი ცოდვაა. მონასტერში რთულია ცხოვრება, სამაგიეროდ, უფალია ტკბილი.“

/მონაზონი მელანია (დავითელაშვილი)/


ბერმონაზონი ნ.

ერთხელ ახალგაზრდა ბერმა მამა ნ.-ს ჰკითხა, ამ დრო იგი 86 წლის იყო:
- მოძღვარო, რამდენი საათი შეიძლება იძინოს მონაზონმა?
- ჩემო კეთილო, წმიდა თეოდორე სტუდიელი და წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი ამბობენ, რომ მონასტერში მცხოვრებ ბერს უნდა ეყოს დღე-ღამეში 4-5 საათი ძილი, მაგრამ ამბა არსენი წერს, რომ თუკი ბერი ნამდვილად სულიერი მეომარია, მისთვის 1 საათი წაძინებაც საკმარისია. წმინდა აკაკი კავსოკაველი (მე-18 ს. მეუდაბნოე) ამბობს, რომ ნახევარი საათი ძილი უნდა ეყოს კარგ მონაზონსო, თუმცა მე ნახევარი საათი მიჭირს, მაგრამ რადგან წმინდანმა ასე თქვა, ჩვენ გვევალება შევეცადოთ...


http://www.youtube.com/watch?v=AWsa2JEg2Ss&feature=related


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Jul 2 2009, 05:08 PM
პოსტი #316


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



marine

საინტერესო კომენტარებია smile.gif


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 3 2009, 04:38 PM
პოსტი #317


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,651
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(sable @ Jul 2 2009, 05:08 PM) *

marine

საინტერესო კომენტარებია smile.gif


დიდი მადლობა wub.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 6 2009, 04:35 PM
პოსტი #318


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,651
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბერების განსაკუთრებული მფარველი იოანე ნათლისმცემელია, რომელმაც პირველმა დაიწყო ბერული, მონასტრული ცხოვრება. პირველი მონაზონი იყო დედა ღვთისმშობელი."

"მონასტერი ერთ-ერთი ხილული სამოთხეა."

/იღუმენი სვიმეონი (ცაკაშვილი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 8 2009, 04:45 PM
პოსტი #319


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,651
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„შეიძლება საზოგადოებაში იმყოფებოდე, მაგრამ გონება მონაზვნური გქონდეს.“

„მდუმარება არის მონაზონთა წარმატება.“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 13 2009, 04:32 PM
პოსტი #320


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,651
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ქორწინებასა და მონაზვნობას შორის არჩევნის ზღვარზე მყოფ გოგონას

შვილო, თუ მერყეობ, იცოდე: უფრო ქორწინებისკენ იხრები, ვიდრე მონასტრისკენ. სამონასტრო ცხოვრება მათთვისაა, ვინც არ მერყეობს. წმინდა საბა არ მერყეობდა, არც წმინდა თეოდორა, ქსენია და ეფთვიმია, არც ბევრი სხვა, რომლებიც ჭეშმარიტი მონაზვნური ცხოვრების მოღვაწენი გახდნენ, არ მერყეობდნენ...

ამბობ, რომ ხშირად ზიხარ დედასთან ერთად ცეცხლის პირას და წონი „მომხრე“ და „მოწინააღმდეგეს“. მე კი გეტყვი: რამდენიც უნდა წონო, ამას „მომხრე“ და „მოწინააღმდეგე“ კი არა, სიყვარული წყვეტს! სიყვარული ყოველგვარ მოსაზრებაზე უზენაესია.

თუ ქრისტეს სიყვარული არ მიგიყვანს მონასტრულ სიმყუდროვესთან, განმარტოებასთან, მაშინ ამ ქვეყნის სიყვარული დაგაკავებს ქვეყანაზე და მიგიყვანს ქორწინებამდე. მაგრამ ამ შემთხვევაშიც დალოცვილი იქნები სარას, რაქელის და დედაშენის ლოცვით.

უფლისადმი უდიდესი სიყვარული ვერ ეგუება წუთისოფელს, უცხოობს საზოგადოებას, ეძებს განმარტოებას. ამგვარმა სიყვარულმა უბიძგა ათასობით სულს, გადაეხვია წუთისოფლის ფართო გზიდან და წასულიყო უდაბნოში, რათა განმარტოებულიყო საყვარელ ღმერთთან, საიდუმლოდ შეხვედროდა შემოქმედს, რომელიც - სიყვარულია სახელითაც და არსებითაც. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ღვთის ხილვისა და მასთან შეხვედრის ღირსნი რომ გახდნენ, ბერები და მონაზვნები ტვირთულობენ მარხვასაც, შრომასაც, თავდაბლობასაც, ურვასაც, სიღატაკესაც, მორჩილებასაც და სხვა აღთქმებსაც, მხოლოდ იმისათვის, რომ უფალ ღმერთთან შეხვედრის ღირსნი გამხდარიყვნენ! და ამ ვიწრო გზაზე მასთან შეხვედრის ღირსი ხდება სული, როცა გათავისუფლდება, განიწმინდება და გამშვენდება. რისგან უნდა გათავისუფლდეს მეუდაბნოეს სული? ყოველგვარი მიწიერი ბორკილებისა და მიკერძოებისაგან. რისგან უნდა განიწმინდოს? ყოველგვარი ე.წ. ამქვეყნიური და ხრწნადი სიყვარულისაგან, სხეულის, ნათესავებისა და მეგობრების, თავისი სოფლისა და ქალაქის, მამულის, ტანსაცმლის, საჭმლის, სამკაულების სიყვარულისაგან. რითი უნდა გამშვენდეს სული? მარტო ქრისტეს სიყვარულით, რომელიც საკუთარ თავში იტევს ყველა სამკაულს, რწმენის ყველა მარგალიტს, იმედის ყველა ზურმუხტს, ქველმოქმედების ყველა ძვირფას თვალს. მონაზვნის გალეული სხეული მხოლოდ მსუბუქი საბურველია ამ უსაზღვრო ზეციური განძისა.
ასე იმიტომ კი არ გწერ, რომ მონაზვნობისკენ გიბიძგო, არამედ, უფრო მეტად იმისათვის, რომ მისგან მოგაბრუნო. რადგანაც, თუკი სულის მერყეობის ჟამს განეშორები სოფელს, გაგიძლიერდება ლტოლვა ამ ქვეყნისაკენ, და მეშინია, რომ დაგძლევს. სხეულით მონასტერში იქნები, სულით კი - სოფლად. სულში არეკლილი წუთისოფელი კი უფრო მეტად მტანჯველია, ვიდრე - რეალური.

მადლობა შესწირე უფალს, რომ ვიწრო მონაზვნური ცხოვრების გარდა მან მიგითითა გადარჩენისა და საუკუნო ცხოვრების უფრო მარტივი გზისკენ. მაშ, იარე, შვილო ჩემო, ამ ფართო გზით, რომელიც შენს მოთხოვნებს უფრო მეტად ეპასუხება. იარე ამ გზით, მაგრამ იარე ღვთის შიშითა და უფლისადმი სრული მინდობით. იცოდე: ამ გზასაც ვერ გაივლი ღვთის შეწევნის გარეშე.

დაე, ღვთის წყალობა იყოს შენზე!

წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

230 გვერდი V « < 14 15 16 17 18 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th June 2025 - 01:58 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი