IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

231 გვერდი V « < 15 16 17 18 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
Funkenstein
პოსტი May 11 2009, 05:44 PM
პოსტი #309

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 511
რეგისტრ.: 9-January 09
წევრი № 6,259

მონაზონთა ლოცვას უფრო დიდი ძალა და მადლი აქვს ჩემი აზრით. მათი ლოცვით არის ალბათ ჯერ კიდევ რომ ვარსებობთ და ღმერთი არ გვტოვებს! მონაზონი მარტო თავის სულისთვის კი არ ლოცულობს არამედ ჩვენთვისაც და არამც და არამც არ შეიძლება მონაზონობას პრობლემებიდან გაქცევის მცდელობა დავაბრალოთ. ჩვენ ერში ვებრძვით ძირითადად ჩვენს ქმედებებს და ისისნი კი უკვე ფიქრებს ებრძვიან რაც არამგონი რომ მარტივი საქმე იყოს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
vladimerdidi
პოსტი May 14 2009, 08:31 PM
პოსტი #310

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 2
რეგისტრ.: 14-May 09
წევრი № 6,987

ყველაზე ადვილად მაშინ ცხონდება ადამიანი როცა იტყვის უფალო არა როგორც მე არამედ როგორც შენ გინდოდეს ვინც არ უნდა იყო გინდა ბერი და გინდა ერის კაცი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 5 2009, 04:53 PM
პოსტი #311

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,996
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

- მონაზვნის გული - ეს მდუმარების ზღვაა, რომელშიც მარადისობა ირეკლება.

- მონაზონი სხვის სხეულს არ უნდა ეხებოდეს, არც საკუთარს უყურებდეს.

- ჭეშმარიტი მონაზვნული ცხოვრება - ეს ღვთაებრივი სილამაზისადმი სიყვარულია.

- იოანე ნათლისმცემელი მონაზონთა ზეციური მფარველია.

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 11 2009, 04:52 PM
პოსტი #312

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,996
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

„მორჩილის ღვაწლის გამო უფალმა მის ხელმძღვანელს შესაძლოა სულიერი სიბრძნე მისცეს.“
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

„ჩვენ მდინარის დინებას მივუყვებით, ბოლო ჟამის მონაზვნები კი დინების საწინააღმდეგოდ იცურებენ, ამიტომ ისინი შესაძლოა ჩვენ და ჩვენს მამებს აღგვემატონ.“
/ძველი მამების ნათქვამი/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 18 2009, 04:43 PM
პოსტი #313

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,996
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

„მონაზონს უნდა უხაროდეს, როცა უსამართლოდ ექცევიან. მას არაფრის „უფლება“ არ აქვს, ვინაიდან „განუმართლებელი“ ქრისტეს მიმდევარია.

ერისკაცმა სულიერი კანონები არ იცის, ამიტომაც ბევრი უფლება აქვს. თუ ვინმე უფროსი შეურაცხყოფს, შეუძლია სასამართლოში უჩივლოს. მონაზონს კი, რა უსამართლოდაც არ უნდა მოექცნენ, არავითარი უფლება არ აქვს, მაშინაც კი, როცა უბრალოდ კი არ ლანძღავენ, არამედ ამცირებენ.

ამ შეურაცხყოფასა და დამცირებას ღმერთი იმიტომ უშვებს, რომ (ამის დათმენით) ჩვენი რომელიმე ცოდვის გამო გადავიხადოთ საფასური, ანდა სალაროში სულიერი მონეტა დავდოთ. როცა უსამართლოდ გვექცევიან ჩვენი „სიმართლის პოვნას“ ვცდილობთ, მაშინ აკლდება ჩვენს (სულიერ) ბანკს.“

/ბერი პაისი/

„ბერ-მონაზვნების ცხოვრების ძიებით კაცი თავის ცხოვრებას ეძიებს. შეიძლება ერში იყოს, მაგრამ მათი ცხოვრების წესი ხშირად გამოიყენოს.“

/დეკანოზი მიქაელ ასათიანი/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 25 2009, 04:39 PM
პოსტი #314

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,996
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

„მონასტერში კამათისა და უთანხმოების ერთ-ერთი მიზეზი სხვის მორჩილებაში უხეში ჩარევაა.“

/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 2 2009, 04:32 PM
პოსტი #315

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,996
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

„ბერობა საერთოდ არ ეხსნება, არც დანაშაულის გამო, არც სასიკვდინე ცოდვებისათვის, მხოლოდ ეპიტიმიას ადებენ, აღკვეცა კი (სქემა, ბერობა) არ უქმდება, მხოლოდ ხარისხი ეხსნება სასიკვდინე ცოდვებისათვის.“

/სქემარქიმანდრიტი ანდრონიკე (ლუკაში)/

„მონაზვნობა არის წესი უხორცოთა, რომელიც მოკვდავ სხეულში აღესრულება. თვით მონაზვნობა მაგალითს ანგელოზებრივი ცხოვრებიდან იღებს. ანგელოზებრივი ცხოვრება სწორედ განდგომაა წუთისოფლიდან, რაც სამ ძირითად აღთქმაში გამოიხატება: უპოვარებაში, მორჩილებასა და ქალწულებაში. ერისკაცთ მეტ-ნაკლებად მაგალითის აღება მართებთ არა ანგელოზებისაგან, არამედ ბერ-მონაზონთაგან.“

/იოანე კიბისაღმწერელი/

„მონასტერში შემთხვევით არავინ ხვდება.
ერში თუ საქმით შევცოდავდი, მონასტერში ფიქრიც დიდი ცოდვაა. მონასტერში რთულია ცხოვრება, სამაგიეროდ, უფალია ტკბილი.“

/მონაზონი მელანია (დავითელაშვილი)/

ბერმონაზონი ნ.

ერთხელ ახალგაზრდა ბერმა მამა ნ.-ს ჰკითხა, ამ დრო იგი 86 წლის იყო:
- მოძღვარო, რამდენი საათი შეიძლება იძინოს მონაზონმა?
- ჩემო კეთილო, წმიდა თეოდორე სტუდიელი და წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი ამბობენ, რომ მონასტერში მცხოვრებ ბერს უნდა ეყოს დღე-ღამეში 4-5 საათი ძილი, მაგრამ ამბა არსენი წერს, რომ თუკი ბერი ნამდვილად სულიერი მეომარია, მისთვის 1 საათი წაძინებაც საკმარისია. წმინდა აკაკი კავსოკაველი (მე-18 ს. მეუდაბნოე) ამბობს, რომ ნახევარი საათი ძილი უნდა ეყოს კარგ მონაზონსო, თუმცა მე ნახევარი საათი მიჭირს, მაგრამ რადგან წმინდანმა ასე თქვა, ჩვენ გვევალება შევეცადოთ...

http://www.youtube.com/watch?v=AWsa2JEg2Ss&feature=related

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Jul 2 2009, 05:08 PM
პოსტი #316

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651

marine

საინტერესო კომენტარებია smile.gif

--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 3 2009, 04:38 PM
პოსტი #317

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,996
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

ციტატა(sable @ Jul 2 2009, 05:08 PM) *

marine

საინტერესო კომენტარებია smile.gif

დიდი მადლობა wub.gif

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 6 2009, 04:35 PM
პოსტი #318

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,996
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"ბერების განსაკუთრებული მფარველი იოანე ნათლისმცემელია, რომელმაც პირველმა დაიწყო ბერული, მონასტრული ცხოვრება. პირველი მონაზონი იყო დედა ღვთისმშობელი."

"მონასტერი ერთ-ერთი ხილული სამოთხეა."

/იღუმენი სვიმეონი (ცაკაშვილი)/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 8 2009, 04:45 PM
პოსტი #319

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,996
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

„შეიძლება საზოგადოებაში იმყოფებოდე, მაგრამ გონება მონაზვნური გქონდეს.“

„მდუმარება არის მონაზონთა წარმატება.“

პოსტი Jul 13 2009, 04:32 PM
პოსტი #320

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,996
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

ქორწინებასა და მონაზვნობას შორის არჩევნის ზღვარზე მყოფ გოგონას

შვილო, თუ მერყეობ, იცოდე: უფრო ქორწინებისკენ იხრები, ვიდრე მონასტრისკენ. სამონასტრო ცხოვრება მათთვისაა, ვინც არ მერყეობს. წმინდა საბა არ მერყეობდა, არც წმინდა თეოდორა, ქსენია და ეფთვიმია, არც ბევრი სხვა, რომლებიც ჭეშმარიტი მონაზვნური ცხოვრების მოღვაწენი გახდნენ, არ მერყეობდნენ...

ამბობ, რომ ხშირად ზიხარ დედასთან ერთად ცეცხლის პირას და წონი „მომხრე“ და „მოწინააღმდეგეს“. მე კი გეტყვი: რამდენიც უნდა წონო, ამას „მომხრე“ და „მოწინააღმდეგე“ კი არა, სიყვარული წყვეტს! სიყვარული ყოველგვარ მოსაზრებაზე უზენაესია.

თუ ქრისტეს სიყვარული არ მიგიყვანს მონასტრულ სიმყუდროვესთან, განმარტოებასთან, მაშინ ამ ქვეყნის სიყვარული დაგაკავებს ქვეყანაზე და მიგიყვანს ქორწინებამდე. მაგრამ ამ შემთხვევაშიც დალოცვილი იქნები სარას, რაქელის და დედაშენის ლოცვით.

უფლისადმი უდიდესი სიყვარული ვერ ეგუება წუთისოფელს, უცხოობს საზოგადოებას, ეძებს განმარტოებას. ამგვარმა სიყვარულმა უბიძგა ათასობით სულს, გადაეხვია წუთისოფლის ფართო გზიდან და წასულიყო უდაბნოში, რათა განმარტოებულიყო საყვარელ ღმერთთან, საიდუმლოდ შეხვედროდა შემოქმედს, რომელიც - სიყვარულია სახელითაც და არსებითაც. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ღვთის ხილვისა და მასთან შეხვედრის ღირსნი რომ გახდნენ, ბერები და მონაზვნები ტვირთულობენ მარხვასაც, შრომასაც, თავდაბლობასაც, ურვასაც, სიღატაკესაც, მორჩილებასაც და სხვა აღთქმებსაც, მხოლოდ იმისათვის, რომ უფალ ღმერთთან შეხვედრის ღირსნი გამხდარიყვნენ! და ამ ვიწრო გზაზე მასთან შეხვედრის ღირსი ხდება სული, როცა გათავისუფლდება, განიწმინდება და გამშვენდება. რისგან უნდა გათავისუფლდეს მეუდაბნოეს სული? ყოველგვარი მიწიერი ბორკილებისა და მიკერძოებისაგან. რისგან უნდა განიწმინდოს? ყოველგვარი ე.წ. ამქვეყნიური და ხრწნადი სიყვარულისაგან, სხეულის, ნათესავებისა და მეგობრების, თავისი სოფლისა და ქალაქის, მამულის, ტანსაცმლის, საჭმლის, სამკაულების სიყვარულისაგან. რითი უნდა გამშვენდეს სული? მარტო ქრისტეს სიყვარულით, რომელიც საკუთარ თავში იტევს ყველა სამკაულს, რწმენის ყველა მარგალიტს, იმედის ყველა ზურმუხტს, ქველმოქმედების ყველა ძვირფას თვალს. მონაზვნის გალეული სხეული მხოლოდ მსუბუქი საბურველია ამ უსაზღვრო ზეციური განძისა.
ასე იმიტომ კი არ გწერ, რომ მონაზვნობისკენ გიბიძგო, არამედ, უფრო მეტად იმისათვის, რომ მისგან მოგაბრუნო. რადგანაც, თუკი სულის მერყეობის ჟამს განეშორები სოფელს, გაგიძლიერდება ლტოლვა ამ ქვეყნისაკენ, და მეშინია, რომ დაგძლევს. სხეულით მონასტერში იქნები, სულით კი - სოფლად. სულში არეკლილი წუთისოფელი კი უფრო მეტად მტანჯველია, ვიდრე - რეალური.

მადლობა შესწირე უფალს, რომ ვიწრო მონაზვნური ცხოვრების გარდა მან მიგითითა გადარჩენისა და საუკუნო ცხოვრების უფრო მარტივი გზისკენ. მაშ, იარე, შვილო ჩემო, ამ ფართო გზით, რომელიც შენს მოთხოვნებს უფრო მეტად ეპასუხება. იარე ამ გზით, მაგრამ იარე ღვთის შიშითა და უფლისადმი სრული მინდობით. იცოდე: ამ გზასაც ვერ გაივლი ღვთის შეწევნის გარეშე.

დაე, ღვთის წყალობა იყოს შენზე!

წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 14 2009, 04:42 PM
პოსტი #321

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,996
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

ეს ლექსი 1993 წელს ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მთავარეპისკოპოს სერაფიმეს (ჯოჯუა) დედის დაწერილია, როცა მეუფე მორჩილი იყო.

მამა სერაფიმეს

დედა გენაცვალოს და

დედა შემოგევლები,

თვალწინ მედგას ზეცაში

აპყრობილი ხელები,

შენი შავი სამოსი,

შენი შავი წვერები,

მუხლმოდრეკით ხატის წინ

ჩუმად რომ ევედრები.

შეგეწიოს უფალი,

ღვთისმშობელი მარიამ,

წმინდა სალოცავები,

რაც ამ ქვეყნად არიან.

წმინდა ნინოს სავალი გზით

რომ აღუთქვი ბერობა,

ღმერთმა გაგაძლიეროს,

ღმერთმა მოგცეს მხნეობა.

ღვთის სამსახურს შესწირე

შენი ახალგაზრდობა,

მე დედა ვარ, რას გეტყვი,

ღმერთს შევწირავ მადლობას.

რაკი გზა აირჩიე

მძიმე და უწმინდესი,

ანგელოზი გფარავდეს

წმინდა სერაფიმესი.

დედა - ანგელინა მარგველაშვილი

„ეს ლექსი დარჩა სანიმუშოდ სხვა მშობლებისთვის. არიან მშობლები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან შვილის მონასტერში წასვლას, დედაჩემმა განიცადა, მაგრამ სიტყვა არ მითხრა, დამლოცა - როგორი გზაც შენ აირჩიე, შვილო, იმ გზაზე იარე პირნათელმა და გამართლებულმაო... ამისთვის დიდად ვმადლობ ღმერთს.“

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაშიკო
პოსტი Sep 10 2009, 01:04 AM
პოსტი #322

მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,850
რეგისტრ.: 18-May 09
მდებარ.: ქუთაისი
წევრი № 7,002

ციტატა(marine @ Jul 8 2009, 05:45 AM) *

„შეიძლება საზოგადოებაში იმყოფებოდე, მაგრამ გონება მონაზვნური გქონდეს.“

„მდუმარება არის მონაზონთა წარმატება.“

ნუთუ ეგ შესაძლებელ არს კაცთაგან?

--------------------
უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
skin
პოსტი Sep 10 2009, 03:36 PM
პოსტი #323

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 10-September 09
წევრი № 7,474

შესაძლებელია, მაგრამ ალბათ ძალიან დიდი მუშაობით და მაინც დიდი საზღვრების დადებით ერში, რადგან არ კრიბო ნებსით ან უნებლიეთ აქაური ცოდვები. საერთოდ კი ეს დიდი ღვაწლი და მოშურნე გზაა. მათი ლოცვა გვეწეოდეს ყველას.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 10 2009, 04:49 PM
პოსტი #324

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,996
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

ციტატა(მაშიკო @ Sep 10 2009, 01:04 AM) *

ნუთუ ეგ შესაძლებელ არს კაცთაგან?

"მარტვილობა, შესაძლოა, სხვადასხვაგვარი ქრისტიანული ღვაწლით მოხდეს.

ერთ-ერთია ბერ-მონაზვნობა.

მოწამოების ამ სახეს წმიდა მამებმა დროში განგრძობილი მარტვილობა უწოდეს - უფლისათვის ტანჯვა-წამების გზით თავგანწირვა.

რასაც მარტვილები ერთ საათში ან რამდენიმე დღეში აღასრულებდნენ, ასკეტი ბერები მთელი მიწიერი ცხოვრების მანძილზე ტვირთულობდნენ."

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კესო
პოსტი Sep 12 2009, 01:11 PM
პოსტი #325

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,095
რეგისტრ.: 21-March 08
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 4,269

ციტატა(marine @ Jul 14 2009, 04:42 PM) *

ეს ლექსი 1993 წელს ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მთავარეპისკოპოს სერაფიმეს (ჯოჯუა) დედის დაწერილია, როცა მეუფე მორჩილი იყო.

მამა სერაფიმეს

დედა გენაცვალოს და

დედა შემოგევლები,

თვალწინ მედგას ზეცაში

აპყრობილი ხელები,

შენი შავი სამოსი,

შენი შავი წვერები,

მუხლმოდრეკით ხატის წინ

ჩუმად რომ ევედრები.

შეგეწიოს უფალი,

ღვთისმშობელი მარიამ,

წმინდა სალოცავები,

რაც ამ ქვეყნად არიან.

წმინდა ნინოს სავალი გზით

რომ აღუთქვი ბერობა,

ღმერთმა გაგაძლიეროს,

ღმერთმა მოგცეს მხნეობა.

ღვთის სამსახურს შესწირე

შენი ახალგაზრდობა,

მე დედა ვარ, რას გეტყვი,

ღმერთს შევწირავ მადლობას.

რაკი გზა აირჩიე

მძიმე და უწმინდესი,

ანგელოზი გფარავდეს

წმინდა სერაფიმესი.

ვაიიი, რა მაგარიაა wub.gif

--------------------
შემეწიე მე, უფალო, ღმერთო ჩემო, და მაცხოვნე მე, წყალობითა შენითა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Sep 12 2009, 01:15 PM
პოსტი #326

მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518

(..თოთხმეტი წლისა )

ანონიმი ავტორი

(ამოკაწრული ვარძიაში, მონასტრის კედელზე)

თოთხმეტი წლისა აღმკვეცეს მონაზვნად,
აქვე შევსრულდი სამოცდათოთხმეტის...
რა ლამაზი იყავი ბიჭო...

ასეთი ტკივილი და სევდა ასეთ პატარა ლექსში ჯერ არ მინახავს sad.gif

--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 14 2009, 04:44 PM
პოსტი #327

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,996
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

“მონაზონი ყველაზე ადრე უნდა იღვიძებდეს და ყველაზე ადრე ადიდებდეს უფალს. ამიტომაა, რომ შუაღამით იწყება ღვთის დიდება.”

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 16 2009, 02:32 PM
პოსტი #328

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,996
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

“ბერობა შინაგანი, გულის აზრების განწმენდაა. ყოველწუთს ღმერთს უნდა ესაუბრებოდეს ბერი და ამქვეყნიურ საზრუნავებში არ ჩაებას. ერის ხალხთან ხშირი ურთიერთობაც თავისებურად უარყოფითად მოქმედებს. მონასტერში დაბრუნების შემდეგ ისევ სიმშვიდე ისადგურებს სულში. მერე ლოცვის ძალაც გეძლევა.

ერის ხალხისთვის სხვა რამეა საზრუნავი, ბერისათვის სულ სხვა. მონასტრის საზრუნავი ძირითადად მშენებლობაა. ლოცვითა და შრომით ადამიანი წინ მიდის. ხომ იცით, ნავი ერთი ნიჩბით წინ ვერ წავა, ორი ნიჩაბი თანაბრად უნდა მოუსვაო. ასეა ადამიანიც, თუ ზომიერად არ იშრომა და ილოცა, წინ ვერ წავა.

მომეტებული შრომა სულიერ მდგომარეობაზე აისახება. მომეტებული ლოცვაც ცუდად მოქმედებს სულიერ მდგომარეობაზე. ვფიქრობ, რომ ღმერთზე მინდობით და თავმდაბლობით უნდა იცხოვრონ ერშიც და ბერშიც ადამიანებმა.

რაც არ უნდა გავაკეთოთ, ის არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ყოველივე ჩვენით კეთდება. უფლის ნების გარეშე ხომ არაფერი ხდება. მადლობა უნდა ვუთხრათ უფალს, რომ კარგი საქმის თანაზიარნი გავხდით. თუ ასე იცხოვრებს ადამიანი, მისი ცხოვრება კეთილად წარიმართება.“

/სქემმღვდელმონაზონი ისიდორე (ოქროპირიძე)/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

231 გვერდი V « < 15 16 17 18 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 4 მომხმარებელი (მათ შორის 4 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd July 2025 - 05:03 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი