IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

230 გვერდი V « < 153 154 155 156 157 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Apr 17 2021, 10:45 AM
პოსტი #3081


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,798
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზონი დღედაღამ საღმრთო სჯულში განისწავლება და ასევე დღედაღამ ებრძვის ეშმაკს. მან შვიდი ციხესიმაგრე უნდა აიღოს.
პირველი ციხესიმაგრეა საკუთარი ნების მოკვეთა;
მეორე ციხესიმაგრე - თავის მინდობა ბერის მორჩილებისათვის;
მესამე ციხესიმაგრე - სხეულის დაჭკნობა ღვთის გულისათვის;
მეოთხე ციხესიმაგრე - უპოვარების მოხვეჭა;
მეხუთე ციხესიმაგრე - თავისმოყვარეობის ძლევა;
მეექვსე ციხესიმაგრე - თავის დამდაბლება;
მეშვიდე ციხესიმაგრე - მისცე ღმერთს შენი სული, ანუ ყველაფერში ღვთის ნებას მიენდო.
ახლა ვნახოთ, რა ჯილდოებს ღებულობს მონაზონი ამ გამარჯვებისთვის ჯერ კიდევ აქ, ამ სოფელში. ესენია:
პირველი - მშვიდი სინდისი.
მეორე - სულსა და ხორცს ღვთისაგან მშვიდობა ენიჭება.
მესამე - სულს უყვარს ღმერთი და, ჭვრეტს რა უფალს, გრძნობს, რომ უფალს ვუყვარვართ ჩვენ.
მეოთხე - ღვთის სიყვარული სულს ძალას აძლევს უყვარდეს მოყვასი, როგორც თავისი თავი.
მეხუთე - სული ღვთისმიერ მშვიდობას ჰპოვებს და ჭვრეტს ღვთის დიდებულებასა და მოწყალებას.
მეექვსე - სული მიწაზე დადის და ხელით მუშაობს, მაგრამ მისი გონება ღმერთსაა მიჯაჭვული და, ჭვრეტს რა მას, ავიწყდება ეს სოფელი, რადგან ღვთის სიყვარული თავისკენ იზიდავს.
მეშვიდე - სული გრძნობს საკუთარ გონებაში ღვთის მადლს.
მერვე - სული გრძნობს საკუთარ გულში ღვთის მადლს.
მეცხრე - სული გრძნობს საკუთარ სხეულში ღვთის მადლს.
მეათე - ღვთის სიყვარული აღებს ზეცათა სასუფევლის კარს, და სულმა სული წმიდის მიერ იცის, როგორია უფალი ჩვენი“.

/ღირსი სილუანე ათონელი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 18 2021, 12:47 PM
პოსტი #3082


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,798
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„თუ არ შეგიძლია მოსწყდე სოფელს, მაშინ იღვაწე, რათა, ყოველ შემთხვევაში, შენში აღმოფხვრა სიბრძნე ამა სოფლისა“

/წმ. პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 19 2021, 11:32 AM
პოსტი #3083


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,798
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„იქნებ მითხრა, სადღა არიან დღეს ისეთი მონაზვნები, მთელი სოფლისათვის რომ ლოცულობდნენო. მე კი გეტყვი, რომ როცა დედამიწაზე მლოცველები აღარ იქნებიან, სოფლის აღსასრული დადგება: მაშინ დიდი უბედურებები დაიწყება - თუმცა უკვე დაწყებულიცაა“.

/ღირსი სილუანე ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 20 2021, 11:48 AM
პოსტი #3084


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,798
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ვინც უდაბნოსა და მდუმარებაში ცხოვრობს, ის სამი განსაცდელისაგან თავისუფალია: სმენის, ენისა და მზერისაგან; მას მხოლოდ ერთი განსაცდელი აქვს - საკუთარი გულისაგან“.

/წმ. ანტონი დიდი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 21 2021, 12:22 PM
პოსტი #3085


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,798
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„რატომ მიიჩნევდნენ წმინდა მამები მორჩილებას ლოცვასა და მარხვაზე უპირატესად? იმიტომ, რომ მოღვაწეობა მორჩილების გარეშე ცუდმედიდობას შობს, მორჩილი კი ყველაფერს ისე აკეთებს, როგორც უთხრეს, და არა აქვს ამპარტავნების საბაბი. გარდა ამისა, მორჩილმა ყველაფერში მოიკვეთა საკუთარი ნება და სულიერ მამას მიენდო, ამიტომ მისი გონება თავისუფალია ყოველგვარი ზრუნვისაგან და წმინდად ლოცულობს. მორჩილს მხოლოდ ღმერთი და თავისი მოძღვრის სიტყვა ახსოვს, ურჩის გონება კი სხვადასხვა საქმეებითა და მოძღვრის განკითხვითაა დაკავებული, ამიტომაც არ ძალუძს ღვთის ხედვა“

/ღირსი სილუანე ათონელი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 22 2021, 12:06 PM
პოსტი #3086


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,798
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზვნის ცხოვრება განუწყვეტელი მოწამეობაა. ტკბილი იესო ტანჯვათა შორის შეიცნობა. და როგორც კი იპოვი მას, მყისვე გასაჭირს გთავაზობს. მისი სიყვარული ტანჯვათა შორისაა. მცირეოდენ თაფლს გიჩვენებს, მის ქვეშ კი ნაღველის მთელი საწყობია. მადლის თაფლი წინ უძღვის, უკან კი განსაცდელთა ნაღველი მოსდევს.“

/იოსებ ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 23 2021, 12:33 PM
პოსტი #3087


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,798
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ჩვენ ყველას, ქრისტეს შედგომილებს - ღვთის რჩეულ ერს, განსაკუთრებით მონაზვნებს, მტერთან ომი გვაქვს გაჩაღებული. ფიცხელ ომში ვართ და ჩვენი ბრძოლა ყოველდღე, ყოველ წუთს მიმდინარეობს. ვისაც უყვარს თავისი ნების მოკვეთა, იმას მტერი ვერ მოერევა, მაგრამ მტერი რომ დაამარცხო, ქრისტეს სიმდაბლე უნდა ისწავლო. ვისმა სულმაც ეს სიმდაბლე მოიხვეჭა, იმან სძლო ეშმაკს. მაგრამ სასოს ნუ წარვიკვეთთ, რამეთუ უფალი მოწყალეა და ვუყვარვართ ჩვენ“.

/ღირსი სილუანე ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 24 2021, 09:51 AM
პოსტი #3088


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,798
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზვნის საქმეა - გახდეს სულიწმინდის ჭურჭელი. მან თავისი გული ისეთი მგრძნობიარე უნდა გახადოს, როგორც ნატიფი ოქროს ფირფიტა. მონაზვნის მთელი ღვაწლი არის სიყვარული, ამ გზაზეც იგი გამოდის უფლისადმი სიყვარულის გამო, რომელიც თავის თავში მოყვასისადმი სიყვარულსაც შეიცავს. ბერ-მონაზონი ფიქრობს კაცობრიობის უბედურებაზე, მისი გული ტკივილით წყლულდება და იგი განუწყვეტლივ, გულისმიერად ლოცულობს მსოფლიოზე. ასე ლოცვით შეავედრებს ბერი მსოფლიოს. არიან მონაზვნები, რომლებიც ადამიანებს უფრო მეტად ეხმარებიან, ვიდრე მათ მთელი სამყარო დაეხმარებოდა“.

/წმ. პაისი მთაწმინდელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 25 2021, 01:35 PM
პოსტი #3089


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,798
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზონი უნდა ებრძოდეს ვნებებს და, ღვთის შეწევნით, სძლევდეს მათ. მონაზონი ზოგჯერ ნეტარებაშია და ისე ცხოვრობს, როგორც სამოთხეში, ღმერთთან, ზოგჯერ კი მთელი სოფლისათვის გლოვობს, რადგან სურს, რომ ყველა ადამიანი ცხონდეს“.

/ღირსი სილუანე ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 26 2021, 11:25 AM
პოსტი #3090


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,798
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზვნებისთვის ცხოვრების მთავარი მიზანი ღმერთთან ერთობის მიღწევაა, ეს არის ჩვენი სურვილების საზღაური. როდესაც ადამიანი ღმერთს შეუერთდება და მის გულში უფალი დაივანებს, მაშინ მას აღარაფერი სჭირდება - სულში საერთოდ ქრება სიცარიელე. ამასთან მას არც ცხოვრებისათვის აუცილებელი რაიმე ნივთიერი აკლია. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, თუ როგორ უყვარს ღმერთს თავისი მორჩილი.

ღმერთთან ასეთი მჭიდრო ერთობის საშუალება არის ლოცვა. აქ ჩვენ მხოლოდ ხატების წინ ლოცვას არ ვგულისხმობთ, რაც აგრეთვე უნდა სრულდებოდეს. მაგრამ მასთან ერთად ლოცვისთვის მონაზონი ხუთ სიტყვას იყენებს და მათ წარმოთქვამს შეუსვენებლივ, როდესაც შრომობს, ჭამს, ზის ან სხვა რამეს აკეთებს! ეს სიტყვებია: „უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე“. მათ ვამბობთ ბაგეებით, გონებით ან გულით.

ამ სიტყვების გამუდმებით გამეორება ჩვენ არ გვქანცავს. თავდაპირველად ცოტა სიბეჯითეა საჭირო, მაგრამ შემდეგ ეჩვევი, ლოცვას იოლად წარმოთქვამ და აღარ გსურს შეჩერება. ამ დროს ისეთ სულიერ აღმაფრენას შეიგრძნობ, რომ ყველაზე მძიმე წუთებშიც კი არ შეშფოთდები, არც დაღონდები, არამედ მოთმინებით მიმართავ ქრისტეს, შესთხოვ შეწყალებას... ქრისტეც განუგეშებს და სიხარულს მოგანიჭებს. რა მშვენიერია, ყოველჟამს ღმერთს ევედრებოდე და მის წმინდა სახელს შენი მიწიერი ბაგეებით წარმოთქვამდე! განა არსებობს ამაზე დიდი პატივი?!“

/იოსებ ისიხასტი (იოსებ მღვიმელი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 27 2021, 01:05 PM
პოსტი #3091


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,798
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„დიდება უფალს და მის დიდ მოწყალებას, რომ ცოდვილ ადამიანებს სული წმიდის მადლს ანიჭებს. ჩვენ კი, გლახაკმა მონაზვნებმა და მწყემსებმა, სული წმიდის მიერ ვიცით უფალი“

/ღირსი სილუანე ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 28 2021, 11:47 AM
პოსტი #3092


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,798
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზვნობა არის უხორცო ძალების წესი და საქმე, რომელიც ნივთიერ და მოკვდავ ხორცში ყოფნისას აღესრულება“.

/ღირსი იოანე სინელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 29 2021, 10:15 AM
პოსტი #3093


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,798
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთ გამოუცდელ მონაზონს ძალიან აწვალებდნენ ეშმაკები, და როცა ისინი თავს ესხმოდნენ, მონაზონი გარბოდა, ისინი კი უკან მისდევდნენ. თუ რამე ამდაგვარი დაგემართა, ნუ შეშინდები და ნუ გაიქცევი, არამედ მტკიცედ დადექი, თავი დაიმდაბლე და თქვი: „უფალო, შემიწყალე მე, დიდი ცოდვილი“, - და ეშმაკები გაქრებიან, ხოლო თუ ლაჩრულად გაიქცევი, დაგედევნებიან და უფსკრულში გადაგჩეხავდნენ. გახსოვდეს, რომ იმ დროს, როცა ეშმაკები გესხმიან თავს, უფალი გიყურებს - გაქვს თუ არა მისი იმედი“.

/ღირსი სილუანე ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 30 2021, 08:45 AM
პოსტი #3094


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,798
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზვნობის ხარისხის მიმღებმა უნდა იცოდეს, რომ სადღაც მარტოობაში განსაკუთრებით ესხმის თავს ბოროტი სული, რომელსაც სურს, ცხონების სწორ გზას მოსწყვიტოს იგი“.

/წმ. ტიხონ ზადონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 1 2021, 10:40 AM
პოსტი #3095


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,798
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„რამდენიც არ უნდა ვისწავლოთ, შეუძლებელია უფლის შეცნობა, თუ მისი მცნებებით არ ვიცხოვრებთ, რადგან უფალი მეცნიერების კი არა, სული წმიდის მიერ შეიცნობა. ბევრი ფილოსოფოსი და მეცნიერი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ღმერთი არის, მაგრამ ვერ შეძლეს მისი შეცნობა. ჩვენც, მონაზვნები, დღედაღამ საღმრთო სჯულს ვსწავლობთ, მაგრამ ყველამ როდი შეიცნო ღმერთი, თუმცა კი სწამთ. სხვა არის გწამდეს, რომ ღმერთი არის, სხვა - იცოდე ღმერთი“.

/ღირსი სილუანე ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 2 2021, 12:53 PM
პოსტი #3096


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,798
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„თუ რაიმე გამოუსწორებელ ნაკლოვანებებს უდაბნოში თან წავიღებთ, ისინი მხოლოდ დაფარული იქნება ჩვენში და არა - აღმოფხვრილი“.

/წმ. კასიანე რომაელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 3 2021, 12:40 PM
პოსტი #3097


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,798
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მორჩილმა მთელი სასოება ღმერთზე დაამყარა და ამიტომ მისი სული მუდამ ღმერთშია. უფალი ანიჭებს მორჩილს თავის მადლს, ხოლო მადლი ასწავლის სულს ყოველივე სიკეთეს და აძლევს მისი შენარჩუნების ძალას. კაცი ხედავს ბოროტებას, მაგრამ ეს ბოროტება არ ეხება მის სულს, რადგან სული წმიდის მადლია მასთან, რომელიც იცავს ყოველი ცოდვისაგან და იგი მშვიდად, მსუბუქად ლოცულობს“.

/ღირსი სილუანე ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 4 2021, 09:43 AM
პოსტი #3098


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,798
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერზე მომდინარე საცდურნი შემდეგი ოთხი წყაროდან გამომდინარეობს: ჩვენი დაცემული ბუნებიდან, ამ სოფლიდან, ადამიანებიდან და დემონებიდან“.

/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 5 2021, 12:18 PM
პოსტი #3099


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,798
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ურჩი მონაზონი ვერასოდეს გაიგებს, რა არის შეურევნელი ლოცვა. ამპარტავანმა და საკუთარი ნების გატანის მოყვარულმა ასი წელიც რომ დაჰყოს მონასტერში, სულიერ ცოდნას ვერ მიიღებს, რადგან თავისი ურჩობით ბერებს შეურაცხყოფს, მათი სახით კი - ღმერთს“.

/ღირსი სილუანე ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 6 2021, 10:41 AM
პოსტი #3100


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,798
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მამა დოსითე ყველაფერში სამაგალითო მონაზონი იყო“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

230 გვერდი V « < 153 154 155 156 157 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th June 2025 - 01:02 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი