IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

230 გვერდი V « < 154 155 156 157 158 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი May 7 2021, 11:53 AM
პოსტი #3101


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,798
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ზოგიერთ მონაზონს არა აქვს სულში მშვიდობა და ამის სხვადასხვა მიზეზსაც ასახელებს: ან მორჩილება არ მოსწონს (აქ მორჩილებაში იგულისხმება მონაზვნისთვის დაკისრებული საქმე ან მსახურება - რედ.), ან სენაკშია ცუდი, ან მის ხელმძღვანელ ბერს (ბერის სახელი რუსულ საეკლესიო ტრადიციაში უმეტესად იმ მოღვაწეებს ეძლეოდათ, რომლებიც ხანგრძლივ მოღვაწეობას ეწეოდნენ, გამოცდილებით განვლეს სულიერი ბრძოლის გზა, სულიერი განსჯის ნიჭი მიეცათ და შეუძლიათ ჩასწვდნენ ღვთის ნებას კაცის შესახებ, ესე იგი, ამა თუ იმ ზომით ფლობენ წინასწარცნობის მადლს და ამიტომ აქვთ უნარი კაცთა სულიერი ხელმძღვანელობისა - რედ.) აქვს მძიმე ხასიათი. ის კი არ ესმით, რომ არც სენაკია დამნაშავე, არც მორჩილება და არც ბერი, არამედ მისი სულია სნეული. ამპარტავან სულს არაფერი მოსწონს, მდაბალი კი ყველაფრით კმაყოფილია“.

/ღირსი სილუანე ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 8 2021, 12:58 PM
პოსტი #3102


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,798
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზვნობა - ეს ლიტურგიკული გარდამოცემის მსგავსი გადმოცემაა, რომლის აღქმა მხოლოდ წიგნების საფუძველზე შეუძლებელია ადამიანისათვის. გონება, სულიერი ცოდნითაც კი არ თვინიერდება. პირიქით, მორჩილების საფუძველს მოკლებული, ამ ცოდნით ამაყობისა და პატივმოყვარეობისაკენ არის მიდრეკილი და არცთუ იშვიათად იმ გველს ემსგავსება, რომელიც ყვავილების ნექტარს შხამად აქცევს“.

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 9 2021, 12:37 PM
პოსტი #3103


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,798
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„თუ მონასტერში მოსვლისას თუნდაც სულ ცოტათი გიყვარდა უფალი, თუ გჯერა, რომ აქ უფალმა მოგიყვანა და იგივე უფალი ხელმძღვანელობს შენს მოძღვრებს, მაშინ ღვთის მადლი დაიმკვიდრებს შენში და უფალი მოგცემს მშვიდობას, მოგცემს კეთილისა და ბოროტის გარჩევის ნიჭს. მაშინ შენი სული ყოველდღე, ყოველ წამს ეცდება სიკეთეს ეძიებდეს, რადგან იგი საღმრთო სჯულით ტკბება“.

/ღირსი სილუანე ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 10 2021, 12:51 PM
პოსტი #3104


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,798
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზვნობა განწმენდილი ხორცი, წმინდა ბაგე და განათლებული გონებაა“

/ღირსი იოანე სინელი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 11 2021, 12:19 PM
პოსტი #3105


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,798
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ჩვენი ცხოვრება უბრალო, მაგრამ ბრძნულად მოწყობილია. ღვთისმშობელმა უთხრა ღირს სერაფიმეს: „მიეცი მათ (მონაზვნებს) მორჩილება, და ვინც მორჩილებასა და სიბრძნეს დაიმარხავს, ისინი შენთან ერთად და ჩემს მახლობლად იქნებიან“. ხომ ხედავთ, რა ადვილია ცხონება. მაგრამ სიბრძნე ხანგრძლივი გამოცდილებით ისწავლება - ღმერთი მას მორჩილებისთვის იძლევა. უყვარს უფალს მორჩილი სული, და თუკი უყვარს, რაც არ უნდა სთხოვოს ღმერთს ასეთმა სულმა, მისცემს მას. უფალი ისმენს ჩვენს ლოცვებს და გვისრულებს სათხოვარს - დღესაც ისევე, როგორც უწინ“.

/ღირსი სილუანე ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 12 2021, 12:46 PM
პოსტი #3106


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,798
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზვნური სახე ჯვარია, იმ ჯვრის ნაცვლად, რომელიც ზიდა ქრისტემ ჩვენი ცხონებისას. ამიტომ ჩვენ, შევიმოსავთ რა ანგელოზებრივ სამოსს, მორჩილებით ვიმოსებით. და ვმოშურნეობთ რა მორჩილებისათვის, ჩვენ ქრისტეს მსგავსად ვიარებით“.

/იოსებ ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 13 2021, 01:28 PM
პოსტი #3107


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,798
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მრავალმა წმინდა მოწამემ სწორედ მაშინ შეიცნო უფალი და მისი შეწევნა, როცა სატანჯველს მიეცა. ბევრი მონაზონი დიდ ღვაწლსა და მძიმე შრომას სწევს უფლისათვის, მათ შეიცნეს უფალი და იბრძვის საკუთარ თავში ვნებების დასათრგუნად, ლოცულობენ მთელი სოფლისათვის. ღვთის მადლი ასწავლის მათ მტრებისთვის ლოცვას, რადგან ვისაც მტრები არ უყვარს, არ შეუძლია შეიცნოს უფალი, რომელიც მოკვდა ჯვარზე მტრებისთვის და მოგვცა თავისი ხატი, ხოლო მცნებად დაგვიდო მტრის სიყვარული“.

/ღირსი სილუანე ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 14 2021, 12:11 PM
პოსტი #3108


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,798
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბევრნი დღესაც აძლევენ აღთქმას ღმერთსა და მამას, რომ მონაზვნები ან მღვდლები გახდებიან, მაგრამ შემდგომად აღთქმისა, უზრუნველად ცხოვრობენ, ხოლო სხვანი, რომელთაც, მართალია, აღთქმა მონაზვნობისა ან მღვდლობისა არ დაუდიათ, მაგრამ ცხოვრებას, როგორც მონაზონნი და მღვდელნი, ისე ატარებენ. დამიჯერე (მორჩილი) შვილები სწორედ ესენი არიან, რადგანაც მამის ნებას აღასრულებენ, თუმცაღა აღთქმა არ დაუდიათ“

/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 15 2021, 11:26 AM
პოსტი #3109


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,798
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჰოი თქვენ, ვინც ამ სულიერი ტანჯვის ასპარეზზე აპირებთ გასვლას, თქვენ, ვისაც ქრისტეს უღლის ტვირთვა გსურთ, თქვენ, ვისაც გინდათ, რომ ამიერიდან თქვენი უღელი სხვის ქედზე გადადოთ, ვინც ნებსით მონობას ესწრაფით, რათა მის ნაცვლად ჭეშმარიტი თავისუფლება მოიპოვოთ. თქვენ, ვინც ამ უდიდესი მორევის გადაცურვას სხვათა ხელზე დაყრდნობით ცდილობთ; იცოდეთ, რომ თქვენ მოკლე, მაგრამ უმკაცრეს გზას იგემებთ, რომელზედაც არსებობს მხოლოდ ერთი საცდური. მას თვითნებობა ეწოდება. ვინც სრულად უარჰყო თვითნებობა იმ საკითხებშიც კი, რომელსაც კეთილად, სულიერად და ღვთისთვის სათნოდ მიიჩნევს, მან უკვე მიაღწია მიზანს, ვიდრე ღვაწლს შეუდგებოდა, რადგანაც მორჩილება არის უნდობლობა"

/ღირსი იოანე სინელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 16 2021, 12:00 PM
პოსტი #3110


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,798
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“კიდევ ერთს ამბობდა მამა სტრატონიკე: დადგება დრო, როცა მონაზვნები საერო ტანისამოსს გადაიცვამენ და ისე ცხონდებიანო“.

/ღირსი სილუანე ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 17 2021, 12:15 PM
პოსტი #3111


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,798
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„თუ მონაზონი ამპარტავნულად ადარებს თავისთავს ერისკაცს, მაშინ ის დაეცემა და გახდება ერისკაცი. ხოლო თუ სიმდაბლით მოიხმარს ღვთის შეწევნას, იღვწის და ფიქრობს, რომ ყველა ადამიანი წმინდა და კარგია, მაშინ ის ბაძავს წმინდანებს“.

/წმ. პაისი მთაწმინდელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 18 2021, 12:44 PM
პოსტი #3112


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,798
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მორჩილება არის მოქმედება განსაცდელის გარეშე, თვითნებური სიკვდილი, ცნობისმოყვარეობის გარეშე ცხოვრება, ჭირის უდარდელად გადატანა. ღვთის წინაშე უზრუნველყოფილი სიტყვისგება, სიკვდილი უშიშარი, უსაფრთხო ცურვა, მოგზაურობა - ძილში."

/ღირსი იოანე სინელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 19 2021, 12:36 PM
პოსტი #3113


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,798
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„გმადლობ შენ, უფალო, რომ დღეს შენი მონა, ახალგაზრდა მონაზონი გამომიგზავნე, რომლის სახელსაც დავმალავ, რათა ცუდმედიდობამ არ შეიპყროს და მისმა სიწმინდით ცხოვრებამ ფასი არ დაკარგოს.
ამ ახალგაზრდა მონაზონმა პირად საუბარში მითხრა, რომ 30 წლის მანძილზე არასოდეს არავისთვის უწყენინებია. მე ვუყურებდი და ჩემი სული მის წინაშე ისე დამდაბლდა, მტვრად იქცა.
მისმა სულმა სიყრმიდანვე შეიყვარა ღმერთი და, ჭვრეტდა რა უფალს, არასოდეს გაკადნიერებულა, ვინმესთვის შეურაცხყოფა მიეყენებინა, ამიტომ უფალმა დაიცვა ცოდვებისაგან“.

/ღირსი სილუანე ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 20 2021, 10:07 AM
პოსტი #3114


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,798
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მას, ვინც ბერული ხარისხი შეიმოსა, უნდა ახსოვდეს, რომ სადღესასწაულოდ და ნებაყოფლობით დადო აღთქმა ანგელოზთა და კაცთა კრებულის წინაშე, თვით უფლის თანდასწრებით, რომ მზად არი ყოველი კეთილი საქმის აღსასრულებლად. მას მართებს მტკიცედ დაიმარხოს გონებაში ეს დღე, როდესაც აღთქმის სიტყვებს წარმოთქვამდა. ამის ხსოვნა, მოიცავს რა მოღვაწის გულსა და გონებას, წარმოშობს მოშურნეობას კეთილ საქმეთა აღსასრულებლად და განაგდებს ყოველგვარ სიმძიმეს და მცონარებას. იმისთვის, რომ ხორცის სიმძიმემ არ წარსტაცოს სულს სიმხნევე, ამისთვის აუცილებელია საზრდელისა და სასმელის მიღება ზომიერად და განშორება ისეთი ადამიანებისაგან, რომელნიც ხორციელ სიამეთ ეძიებენ“.

/კიევ-მღვიმევის ლავრის მღვდელ-მონაზონი ვლადიმერი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 21 2021, 12:17 PM
პოსტი #3115


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,798
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზვნობა არის ის, რომ კაცმა საკუთარი ნება უარყოს, გაბნეული ზრახვები მოიკრიბოს და სამუდამოდ უფრთხილდებოდეს მათ“.

/ღირსი იოანე სინელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 22 2021, 11:44 AM
პოსტი #3116


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,798
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„თუ ავი უფროსი შეგხვდა, ილოცე მისთვის და სულში მშვიდობა გექნება. თუ ცუდი სენაკი გაქვს, შენი მორჩილება არ მოგწონს ან ავადმყოფობა გტანჯავს, იფიქრე: „უფალი მხედავს და იცის ჩემი მდგომარეობა, ესე იგი, ღმერთს ასე ნებავს“, - და მშვიდად იქნები. თუ სული ღვთის ნებას არ მიენდობა, რაც არ უნდა დიდი მარხვა და ლოცვა იტვირთოს, მშვიდობას ვერასოდეს ჰპოვებს. ვინც ადამიანებს ადანაშაულებს, რატომ შეურაცხმყოფენო, იმან არ იცის, რომ მისი სულია სნეული და შეურაცხყოფა არაფერ შუაშია. ვისაც საკუთარი ნების გატანა უყვარს, იმას სიბრძნე არ გააჩნია, ხოლო მორჩილი მალე წარემატება, რადგან უყვარს უფალს. ვის სულშიც მცირეოდენი მადლი მაინც არის, იმას უყვარს ღვთივდადგინებული ხელისუფლება და სიხარულით ემორჩილება მას ღვთის სადიდებლად. ჩვენს ეკლესიაში ეს სული წმიდის მიერაა შეცნობილი და ამის შესახებ მამებიც წერდნენ“.

/ღირსი სილუანე ათონელი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 23 2021, 12:16 PM
პოსტი #3117


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,798
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„როგორ აღთქმებს ვდებთ აღკვეცისას? დავითმინოთ ყოველნაირი გასაჭირი, წყენა და დავმდაბლდეთ. ყოველივე ამისთვის წინასწარ უნდა ვიყოთ მზად, და არა მერე ვეცადოთ მათ მოხვეჭას“

/ღირსი მაკარი დიდი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 24 2021, 12:26 PM
პოსტი #3118


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,798
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მორჩილი, როგორც მკვდარი, არაფერს ეწინააღმდეგება და განსჯის, არც კეთილსა და არც თითქოსდა ბოროტს, რადგან ყველაფრისთვის პასუხს აგებს იგი, ვინც ღვთისმოსაობით მოაკვდინა მისი სული."

/ღირსი იოანე სინელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 25 2021, 12:57 PM
პოსტი #3119


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,798
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერისკაცობაში მიყვარდა გულით მიტევება და ადვილად შევუნდობდი ხოლმე ადამიანებს, ხალისით ვლოცულობდი ჩემს შეურაცხმყოფელთათვის; ხოლო როცა მონასტერში მოვედი, მორჩილად ყოფნისას დიდი მადლი მომეცა და ამ მადლმა მასწავლა მტრების სიყვარული“

/ღირსი სილუანე ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 26 2021, 12:51 PM
პოსტი #3120


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,798
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერი როგორ იცხოვრებს უმონასტროდ“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

230 გვერდი V « < 154 155 156 157 158 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th June 2025 - 06:26 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი