IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

232 გვერდი V « < 157 158 159 160 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Jun 24 2021, 11:54 AM
პოსტი #3149


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,045
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„თუკი მონასტერში დამკვიდრების შესახებ თქვენი სურვილი ჭეშმარიტია, მაშინ უფალი მოაწყობს ამას, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მონასტერში თქვენი წასვლა განპირობებულია იმით, რომ მწუხარებისგან განსვენება გსურთ, მაშინ ეს სურვილი არ არის ჭეშმარიტი. როდესაც მონასტრულ ცხოვრებას უძღვნით თავს, მაშინ საჭიროა, უარყოთ საკუთარი თავი და ელოდოთ კიდევ უფრო მეტ მწუხარებებს“.

/ღირსი მაკარი დიდი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 25 2021, 11:49 AM
პოსტი #3150


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,045
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ღვთისმოყვარე ბერი ბილოს ხმას რომ გაიგონებს, რომელიც ლოცვად დადგომის დროს აუწყებს, უფალს ადიდებს, ზარმაცი კი წელს ითრევს“

/ღირსი იოანე სინელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 26 2021, 09:34 AM
პოსტი #3151


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,045
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„თუკი მონაზონი ცხარეა ხასიათით და ფიცხი, ენას კი ვერაფრით ითოკავს, შფოთის ატეხვამდე უჯობს სარტყელი მოიხსნას, სამონაზვნო შესამოსელი განიძარცვოს, ფსკვნილი გადადოს და მხოლოდ მაშინღა იწყოს თავისი სიმართლის მტკიცება. ასე თუ მოიქცევა, არასოდეს იკადრებს უკადრისი და სალანძღავი სიტყვების ფრქვევას“.

/სქიმარქიმანდრიტი ლავრენტი ჩერნიგოველი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 27 2021, 11:16 AM
პოსტი #3152


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,045
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„დღეს ცოტანი არიან მონაზვნები, რომლებმაც იციან ღვთის სიყვარული ჩვენდამი და იციან მტრებთან (ეშმაკებთან) ბრძოლა, ისიც იციან, რომ მათი დამარცხება მხოლოდ სიმდაბლით შეიძლება“.

/ღირსი სილუანე ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 28 2021, 12:14 PM
პოსტი #3153


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,045
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“III საუკუნიდან სათავე დაედო მონაზვნობასა და განმარტოებულ ცხოვრებას. მაგალითად, დეციუსის დევნისას (ტახტზე ავიდა 249 წელს) მრავალი ქრისტიანი გავიდა უდაბნოში, რომელთა შემდგომი ცხოვრების შესახებ აღარაფერი ვიცით, მაგრამ შესაძლებელია, ვიფიქროთ, რომ ამსოფლური ცხოვრება, იმგვარად, როგორც პავლე თებაიდელმა (თებელი), უდაბნოშივე დაასრულეს“.

/ბერი მაკარი (ჯამასპაშვილი)/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 29 2021, 11:08 AM
პოსტი #3154


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,045
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზონი იგია, რომელიც მხოლოდ საღმრთო საქმეს ხედავს და აღასრულებს ყოველთვის, ყველგან და ყოველგვარ ქმედებაში“

/ღირსი იოანე სინელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 30 2021, 12:02 PM
პოსტი #3155


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,045
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„არ წახვიდე მონასტერში, თუ თქვენ მთლიანად ვერ იმორჩილებთ გულს, იმიტომ რომ აუცილებლად დამარცხდებით“.

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 1 2021, 11:44 AM
პოსტი #3156


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,045
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ვაი, იმ მონაზონს, რომელიც ბერებს არ ემორჩილება - უჯობდა სოფელში დარჩენილიყო. მაგრამ ერში მყოფი ადამიანებიც უჯერებენ მშობლებს, პატივს სცემენ უფროსებს და ემორჩილებიან ხელისუფლებას“.

/ღირსი სილუანე ათონელი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 2 2021, 09:57 AM
პოსტი #3157


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,045
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“საქმეს შუიდან ის ახალბედები იწყებენ, ვინც წმინდა მამების თხზულებებში, იმ ბერებისა, რომლებსაც მდუმარების აღთქმა ჰქონდათ, ანუ სამონაზვნო ღვაწლში უკვე საკმაოდ წარმატებულნი იყვნენ, იესოს ლოცვის შესახებ დარიგებების წაკითხვისას დაუფიქრებლად ლამობენ შეუდგნენ ამ ღვაწლს“

/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 3 2021, 01:07 PM
პოსტი #3158


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,045
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზონისთვის ქება-დიდებაზე დიდი მტერი არ არსებობს. იგი მონაზონის სულს ჭაობივით ხდის. სხვა არის, როდესაც მონაზონს უჭირს და დათრგუნულია, მაშინ მისი განმტკიცებისა და აღდგინებისთვის შეიძლება კიდეც შეაქოთ იგი“

/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 4 2021, 11:32 AM
პოსტი #3159


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,045
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„კარგნი არიან ბერები მორჩილნი და ქრისტეს მსგავსნი. თავიანთი ცხოვრებით ისინი ცოცხალ მაგალითს იძლევიან. მათ მოიპოვეს მშვიდობა და მსგავსად სამოთხეში არსებულ ცხოვრების ხისა, ბევრს აძღებენ თავიანთი ნაყოფით, ე.ი. ამ მშვიდობის ნაყოფით. ცხოვრების ხე, რომელიც სამოთხის შუაგულშია - ქრისტეა. იგი ახლაც მისაღწევია ყველასთვის; ყველას შეუძლია იკვებოს მისგან და აღივსოს სულიწმიდით“.

/წმ. სილუანი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 5 2021, 11:34 AM
პოსტი #3160


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,045
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მეტოქი - მონასტრის „ფილიალი“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 6 2021, 10:09 AM
პოსტი #3161


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,045
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბევრმა მონაზონმა „მადლისგან მომდინარე ვნებების“ შესახებ საკუთარი გამოცდილებით კარგად იცის და ისიც იცის, რომ ამგვარი საცდურები მრავალი წლის მანძილზე შეიძლება გრძელდებოდეს. მადლის მობრძანება და გაქრობა... ის პირველ შემთხვევაში მონაზონს განამტკიცებს, ღვთიური ნუგეშით აღავსებს მას. თითქოს ჩასჩურჩულებს: „მე აქ ვარ!“ სხვა შემთხვევაში, ის ტოვებს მონაზონს, რათა ამ უკანასკნელმა ღვთაებრივი მადლი შეითვისოს. ეს კი უმძიმესი საქმეა. იმისათვის, რომ შეითვისო ღვთაებრივი მადლი, რომელიც მოგეცა, ბევრი ლოცვა და დიდი ღვაწლის გაღებაა საჭირო. რადგან, მონაზვნებში ყოფილა შემთხვევა, როდესაც მათ მიღებულ მადლზე უარი უთქვამთ“.

/არქიმანდრიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 7 2021, 10:38 AM
პოსტი #3162


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,045
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ცუდ მონაზვნობას კარგი დედობა სჯობია“

/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 8 2021, 12:32 PM
პოსტი #3163


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,045
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„არ არის მონაზვნის საქმე სოფლის სამსახური თავისი შრომით. ეს საეროთა საქმეა. ერისკაცი ცოტას ლოცულობს, მონაზონი კი - გამუდმებით. მონაზვნების წყალობით ქვეყნად არასოდეს წყდება ლოცვა და ამაშია სარგებლობა მთელი სოფლისთვის, რამეთუ სოფელი ლოცვაზე დგას, ხოლო როცა ლოცვა მიწყდება, ეს სოფელიც დაიღუპება“.

/ღირსი სილუანე ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 9 2021, 11:36 AM
პოსტი #3164


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,045
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“მორჩილებაში ყოფნა აღემატება წირვაზე დასწრებას, მაშინაც კი, თუ მონაზონს სურს, რომ წირვას დაესწროს, ამ დროს კი მონასტრის იღუმენიამ რაიმე საქმე დაავალა“

/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 10 2021, 12:26 PM
პოსტი #3165


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,045
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“მონასტერი თუ გიშველის - შენ, ჩემო ოფელია!
მონასტერში სიმშვიდეა - აქ კი ცრუ სოფელია,
მონასტერში გაიყუჩებ ამქვეყნიურ ტკივილებს,
მონასტერი მიგანიშნებს რჩეულ ციურ ბილიკებს“

/ლალი ხვედელიანი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 11 2021, 11:35 AM
პოსტი #3166


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,045
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„არც ეკლესიის მწყემსები, არც მონაზვნები წარმავალი საქმეებით არ უნდა იყვნენ დაკავებულნი, არამედ ღვთისმშობელს უნდა ბაძავდნენ, რომელიც ტაძარში, „წმიდა წმიდათაში“, დღე და ღამე საღმრთო სჯულში განისწავლებოდა და ხალხისთვის ლოცულობდა“.

/ღირსი სილუანე ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 12 2021, 11:34 AM
პოსტი #3167


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,045
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„წინამძღვრის გარეშე ნურაფერს გააკეთებთ. ბრწყინვალედ მოსილი ანგელოზიც რომ მოვიდეს, არ შეცდეთ და კურთხევა არ შეცვალოთ“

/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 13 2021, 12:30 PM
პოსტი #3168


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,045
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როდესაც ჩვენ უმანკოების განზრახვითა და გონიერებით გვსურს, ღვთისთვის მორჩილება ვიტვირთოთ და ჩვენი ხსნა ყოველგვარი ეჭვის გარეშე სხვას მივანდოთ, მაშინ ამ გზაზე შედგომამდე, თუ ცოტაოდენი გამჭრიახობა და განსჯის უნარი გვაქვს, უნდა გამოვცადოთ, დავაკვირდეთ და, ასე ვთქვათ, გამოვიკვლიოთ ის მესაჭე, რათა შემდეგ მესაჭის ნაცვლად არ შეგვრჩეს უბრალო მენიჩბე, ექიმის ნაცვლად - სნეული, სრული უვნებლობით აღსავსე ადამიანის ნაცვლად - კაცი ვნებული, ნავსაყუდელის ნაცვლად - მორევი; და ამგვარად, განმზადებული წარწყმედა არ მოიპოვოთ."

/ღირსი იოანე სინელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

232 გვერდი V « < 157 158 159 160 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th July 2025 - 12:14 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი