IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

232 გვერდი V « < 161 162 163 164 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Sep 12 2021, 12:05 PM
პოსტი #3229


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,069
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მე ვიცნობ ბერებს, რომლებიც ახლოს არიან ღმერთთან და ღვთისმშობელთან. უფალი ისე ახლოსაა ჩვენთან; ახლოსაა, ვიდრე ჰაერი, რომლითაც ჩვენ ვსუნთქვათ. ჰაერი გაივლის ჩვენ სხეულის შიგნით და აღწევს გულამდე, უფალი კი ცხოვრობს ადამიანის თვით გულში“.

/წმ. სილუანი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 13 2021, 12:10 PM
პოსტი #3230


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,069
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზვნებმა, რომელთაც აღთქმა დადეს ჯვრისა და სახარების წინაშე, დაიცვეს განა სიწმინდით ყველა თავისი სამონაზვნო აღთქმა? ახლა, მონასტერთა ნაკლებობის გამო ზოგიერთი შეგნებულად, ხოლო ზოგიც გაუცნობიერებლად ცდილობს სამონაზვნო აღთქმის ტვირთვის შემდეგაც იცხოვროს ამა სოფლად, ოჯახშიც კი. სამწუხაროდ, ჩვენი ცხონების მტრისგან წაქეზებულთა შორის არსებობს აზრი, რომ მონაზონი ერში - არ არის იგივე, რაც მონასტერში, რომ მისთვის აუცილებელი არ არის ყველა სამონაზვნო აღთქმის მკაცრად დაცვა. ასე ხომ მხოლოდ უგუნურს შეუძლია ლაპარაკი. სადაც არ უნდა იცხოვროს ადამიანმა, რა პირობებშიც უნდა მოხვდეს იგი, თუ სამონაზვნო აღთქმა მიუღია და მათ არ იცავს, ფიცის გამტეხია“.

/არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 14 2021, 12:34 PM
პოსტი #3231


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,069
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მორჩილება არის ყოველგვარი განსჯის უარყოფა განმსჯელი გონების მიერ."

/ღირსი იოანე სინელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 15 2021, 11:45 AM
პოსტი #3232


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,069
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ქრისტეს ნათლით კელიას ფერი აქვს შეცვლილი და მოღვაწეს ერთგვარი „ფხიზელი აღფრთოვანება“ ეუფლება, ის უხილავ ღმერთს ხედავს. „ღმერთი სინათლეა, - წერს წმინდა გრიგოლ ახალი ღვთისმეტყველი, - და მისი გამოსახულება ერთგვარი ნათელია.“ წმინდა გრიგოლ პალამას სიტყვებით რომ ვთქვათ, იმ დროს მონაზონი ღვთაებრივ წმინდა ნათელს ჭვრეტს... და ეს მახარებელი სანახაობაა“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 16 2021, 12:10 PM
პოსტი #3233


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,069
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ის ალბათ არასდროს იფიქრებდა მონაზვნობაზე…
ერთადერთი შვილი ჰყავდა, რომელმაც გამოუცხადა, რომ მონასტერში უნდა წასულიყო…
ჰოდა, ძალიან პატარა ასაკში დაადგა მამა ელია ბერობის ურთულეს აღმართს…
როგორ შეელეოდა მარტოშვილის გაშვებას დედა, ბევრიც არ უფიქრია და ისიც მონასტრის კარებს მიადგა…
ალბათ, ღმერთზე მეტად შვილის სიყვარულით აღიკვეცა მონაზვნად… ასე ხომ შვილთან უფრო ახლოს იქნებოდა…
რამდენიმე დღის წინ შეუძლოდ გახდა…
მამა ელიას ცხვირსახოცი სთხოვა, დამიტოვეო…
შეიძლება ამოუხსნელიც იყოს, რას ნიშნავს შვილისთვის დედა რომ დედაოც ხდება… რათ გინდა დედაო ჭუჭყიანი ცხვირსახოციო, უკითხავს მამა ელიას… მომენატრები და შენს სურნელს გულში ჩავიკრავო…
ახლა, ნახევარი საათის წინ დედა მართა გარდაიცვალა, მამა ელია მიუახლოვდა დედის ჯერ კიდევ თბილ სხეულს და მას ხელში შვილის ცხვირსახოცი ეჭირა…“

/მამა პეტრე კვარაცხელია/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 17 2021, 10:56 AM
პოსტი #3234


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,069
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზვნობა უმოკლესი გზაა განღმრთობისკენ!“

/არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 18 2021, 11:46 AM
პოსტი #3235


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,069
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ღვთის მადლით, ღვთივკურთხეული მონაზვნები ახლაც არსებობენ. დედამიწა თავისი არსებობით ამ დალოცვილ ასკეტთა არსებობას უნდა უმადლოდეს. ცოდვის სიბნელეში ჩაფლულ თანამედროვე სამყაროს ნათელს ისინი ფენენ“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 19 2021, 12:31 PM
პოსტი #3236


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,069
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„როგორც უმარილო ხორცს უმალ დაესევა მატლი და სიმყრალის გამო ყველა ერიდება, ხოლო მოეყრება რა მარილი, მაშინვე მოშორდება არაწმინდება, რადგან მარილი თავისი ბუნებით მაშორებელია მატლისა და სიმყრალისა, ასევეა ის მონაზონიც, რომელმაც თავი მიუძღვნა ქვეყნიური საქმეებისათვის ზრუნავს, არ ზის თავის სენაკში ღვთის შიშით გარემოცული და არ ეწევა სამონაზვნო საქმეს - მარხვასა და ლოცვას, რომელიც მარილია სულისა, ასეთი წამხდარია შინაგანად და აღვსებულია მრავალი სიმყრალითა და ბოროტი გულისთქმებით; ამიტომაც გაურბიან მას ანგელოსნი ღვთისა სიმყრალის, ამაო გულისთქმებისა და დაბნელებულ ვნებათა გამო, რომელიც დამკვიდრებულია მის სულში. ასეთში დაღოღავენ მატლები, რომლებიც გაჩენილია ბნელი ძალებისა და ბოროტ გულისთქმებისგან, ბუდობენ მასში, ჭამენ და განლევენ მას. ხოლო თუკი მონაზონი მალე მოეგება გონს და მიენდობა ღმერთს, მაშინვე დაუბრუნდება მას სული სახიერი და კაცთმოყვარე და ვნებები და ყოველი სიმყრალე უჩინო შეიქნება“.

/ღირსი ზოსიმე პალესტინელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 20 2021, 09:51 AM
პოსტი #3237


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,069
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონასტრის ყველა მცხოვრები როდია მონაზონი, არამედ იგი - რომელიც მონაზვნურ საქმეს აღასრულებს“

/წმ. ბარსანოფი დიდი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 21 2021, 11:17 AM
პოსტი #3238


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,069
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„დედა სარას ოცდაათი წლის განმავლობაში ებრძოდა მრუშობის ზრახვები და არასოდეს უთხოვია, რომ ეს ბრძოლა შეწყვეტილიყო, არამედ ღმერთს მხოლოდ იმას ევედრებოდა, რომ ამ ბრძოლის გასაძლებად გამძლეობა და მოთმინება ებოძებინა“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 22 2021, 11:32 AM
პოსტი #3239


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,069
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ამბა პამბოს ძმამ შესჩივლა, რომ ზრახვებთან სულიერი ბრძოლა ჰქონდა. ბერმა, სხვათა შორის, უთხრა მას: „ნუ გაგიკვირდება ის, რაც გემართება. ხედავ, როგორი მოხუცი ვარ; სამოცდაათი წელია, ამ სენაკში ვცხოვრობ და საკუთარი სულის ცხონებისათვის ვზრუნავ; ამ სიბერეშიც ვებრძვი განსაცდელსა და თავდასხმებს ზრახვებისაგან“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 23 2021, 12:37 PM
პოსტი #3240


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,069
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ქალაქში მცხოვრებსაც შეუძლია, მიბაძოს მეუდაბნოეთა სიბრძნისმოყვარეობას“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 24 2021, 12:15 PM
პოსტი #3241


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,069
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ქრისტიანული ასკეტიზმი შეიძლება განისაზღვროს როგორც ადამიანის ნებაყოფლობითი ღვაწლი და ამასთანავე, ბრძოლა ქრისტიანული სრულყოფილების მისაღწევად. მაგრამ ამგვარი სრულყოფილება ადამიანის ბუნებაში არ დევს, ამიტომ მისი მიღწევა მარტოოდენ ბუნებრივი მონაცემების განვითარებით შეუძლებელია. ჩვენი ბუნებრივი შესაძლებლობები თავისთავად შეზღუდულია. სრულყოფილება თვითონ ღმერთშია და სულიწმინდის მადლით მოიპოვება. ამიტომაც ასკეტიზმი, როგორც ასეთი, ჩვენთვის არ არის თვითმიზანი, იგი მხოლოდ საშუალებაა, ჩვენი თავისუფალი ნების გამოვლინებაა სულიწმიდის მოსაპოვებლად. ასკეტიზმი, როგორც ადამიანის გონებისა და ნების ღვაწლი, გვეცხადება, როგორც მეცნიერება, ხელოვნება, კულტურა, მაგრამ როგორი მაღალი იდეალების მატარებელიც უნდა იყოს იგი ადამიანური თვასაზრისით, მას მეტად პირობითი ღირებულება აქვს. მარხვა, თავშეკავება, მღვიძარება, მკაცრი ცხოვრება, უპოვარება, მორჩილება, განდეგილობა, ქალწულება, სულის სიმტკიცე, სულგრძელობა და სიმდაბლე, თანაგრძნობა და მოწყალება, სარწმუნოება - ყველაფერი ეს უნდა იყოს ადამიანის გონებრივი და ნებელობითი ღვაწლი; მაგრამ ღვთის მადლის გარეშე ეს მაინც ადამიანური ქმედებაა და ამიტომაც წარმავალია, ხრწნადია; შესაბამისად, მთელი ჩვენი მოღვაწეობა იქითკენ მიდის, რომ მოხდეს ჩვენი ნების შერწყმა უფლის ნებასთან. ეს კი ლოცვით მიიღწევა. ამიტომ ლოცვა მწვერვალია ასკეტური მოღვაწეობისა; ეს არის ცენტრი, რომლიდანაც ძალას იკრებს ყველა სხვა ქმედება“

/არქიმანდრიტი სოფრონი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 25 2021, 10:16 AM
პოსტი #3242


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,069
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„როცა მონაზონი ქრისტეს გულისათვის უარს ამბობს ადამიანების ნახვაზე, მაშინ ის ხედავს მრავალ ადამიანს და ღვთაებრივი სახით ლოცით შეეწევა მათ იმ საქმეში, რომელთა შესრულებაც ადამიანური საშუალებებით შეუძლებელია“.

/წმ. პაისი მთაწმინდელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 26 2021, 11:13 AM
პოსტი #3243


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,069
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერობაზე დიდი გმირობა არ არსებობს. ბერი უნდა იყოს მტკიცე, ბერი ისე უნდა იყოს ქრისტეს წინაშე სიმართლისათვის, როგორც მოღრიალე ლომი, ოღონდ ამას დამსახურება უნდა“

/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 27 2021, 12:54 PM
პოსტი #3244


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,069
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„როდესაც ღმერთი ამ სოფლიდან გამოიყვანს მონაზვნობისათვის მოსულს და მოიყვანს უდაბნოში, მაშინვე როდი უჩვენებს მას მის საკუთარ ვნებებსა თუ განსაცდელს, არ ანახებს, ვიდრე მონაზონი არ გახდება და ვიდრე ქრისტე არ შეკრავს მას თავისი შიშით. და მაშინ იწყება გამოცდა, ღვაწლი და ბრძოლა. და თუკი ის, ვინც უნდა გამოიცადოს, დასაწყისშივე აიძულებს თავს და თავისი შებრძოლებებით ღვაწლის სანთლის ანთებას მოასწრებს, იგი არ ჩაუქრება მაშინ, როცა მადლი განეშორება, როცა განსაცდელი მოვა. თუ არადა, როცა მადლი წავა, თავადაც თავის უწინდელ მდგომარეობას დაუბრუნდება. და, შესაბამისად, დაბრუნდება ვნებებიც, რომლებიც ამსოფლად ჰქონდა, აღდგება განსაცდელები და აამოძრავებს უწინდელ ჩვევებს, რომელთაც ემსახურებოდა და ემონებოდა“

/იოსებ ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 28 2021, 11:15 AM
პოსტი #3245


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,069
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„რაოდენად ანგელოზი უმაღლესია ხორციელ კაცთაგან, ეგოდენად უმაღლესია ბერობა მსოფლიო ცხოვრებისაგან. გარნა არა ქუდით და ანაფორის ჩაცმითა, არამედ სულის ხარისხთა ზედა ძალითი ძალად აღვსლითა, რომლისა სწავლა უთუოდ დიდ არს და მაღალ და ხანგრძლივი ღვაწლით მისაწვდომელ“.

/წმ. ალექსი ბერი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 29 2021, 02:34 PM
პოსტი #3246


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,069
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მამა აზარია ტიროდა და მოსთქვამდა, როცა ურჩ მონაზონს ხედავდა. თუ ჰკითხავდნენ, ასე რატომ ხარ დამწუხრებულიო, მიუგებდა, - მორჩილს თავისი ბერდიდის ლოცვა იფარავს, თუნდაც მის გვერდით არ იყოს, იფარავს და იცავს მრავალი ბოროტებისგან, რადგან ის თავისი მამის საფარველქვეშ იმყოფება. ურჩი კი მძიმედ დატვირთულ ნავსა ჰგავს: ერთი ტალღა მას ეცემა, მეორე გვერდით ჩაუვლის, ბოლოს კი - ტალღები ჩაძირავენ“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 30 2021, 02:58 PM
პოსტი #3247


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,069
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზონი არის ის, ვინც ხორციელ სხეულში მყოფი უხორცოთა მდგომარეობას ბაძავს“

/წმ. იოანე კიბისაღმწერელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 1 2021, 06:08 PM
პოსტი #3248


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,069
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„როგორც წყნარ და სუფთა წყალში მზე უკეთ ჩანს, ვიდრე ამღვრეულსა და მღელვარეში, ასევე მარადიული და სულიერი მზე - ღმერთი - უფრო უკეთ შეიცნობა სიმშვიდესა და სიწყნარეში - რწმენისა და გონების თვალით, ვიდრე შფოთსა და ადამიანთა ხმაურში“

/წმ. ტიხონ ზადონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

232 გვერდი V « < 161 162 163 164 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th July 2025 - 09:33 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი