![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#3309
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,081 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონაზონი, რომელიც უმზერს თეთრი აკვანივით თოვლს, ნისლით შემოჯარულ მთებს, სახეს თითქოსდა ნიღბით რომ იფარავენ, თავს უბედნიერესად თვლის და ეჩვენება, რომ ის თავისი დედის - უდაბნოს მკერდში ჩაკრული ჩვილია.
ზამთარში, როცა ზღვიდან ქარი უბერავს და წვიმებია, მონაზონი თავს კარგად გრძნობს განმარტოებულ სენაკში. წვიმის წვეთები მისი ქოხის სახურავს ეცემიან, თითქოს გრძელ სიმღერას მღერიან. წვიმის ამ მონოტონურ ხმაურში გასაოცარი მელოდია ერწყმის მის ლოცვას. ეჩვენება, რომ წვიმის ნაკადში, როგორც წარღვნის ტალღებში, ქრება ხილული სამყარო. რჩება მხოლოდ მისი სენაკი, როგორც კიდობანი და ამქვეყნად მეტი აღარავინ და აღარაფერია“. /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3310
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,081 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„რუმინელი ასკეტი ენუქი ერთ ახალბედა მონაზონს ურჩევდა:
-მორჩილება გქონდეს შენი ბერდიდის და თავმდაბლობა. ყველა განსაცდელი ადამიანს გონებისგან შეემთხვევა. (გულისხმობდა თავმაღლობას, რომელიც მოსდევს საკუთარი გულისთქმების და განსჯის უზომოდ დაჯერებას)“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3311
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,081 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ერთხელ ახალსკიტელი მონაზონი დოროთე თავის მოძღვართან (ამ შემთხვევაში აღსარებების მიმღებ მღვდელთან) მივიდა. უთხრა, რომ საკუთარი ბერდიდის დატოვების გულისთქმა ჰქონდა.
-მეტი აღარ შემიძლია, ახალი სკიტის დატოვება მინდა. -მამა დოროთე, ახალ სკიტში შენ მხოლოდ ერთი შენი მოძღვრის მორჩილი ხარ. ნებისმიერ სხვა ადგილას ყველას მორჩილი იქნები, - უთხრა მას მოძღვარმა“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3312
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,081 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მოხუც მოსაგრეს ჰკითხეს:
-იმედი მქონდეს, რომ მრავალწლიანი სულიერი უძლურებისგან განვიკურნები? -უნდა გქონდეს. თუ მორჩილებას აღასრულებ და ღამისთევის ლოცვას დაიწყებ, ერთ კვირაში დაიბრუნებ ჯანმრთელობას. „მორჩილს მორჩილება გადაარჩენს - იღუმენს კი ერთად აღებული ყველა უროსგან მიყენებული დარტყმებიო“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3313
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,081 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ბერის სახით, ქრისტეს ხატად თავად ღმერთი წარმოგვიდგება... როგორიც ეპარქიაში ეპისკოპოსის პოზიციაა, ისეთივეა იღუმენი მონასტერში და მონაზონთა შორის ბერის მდგომარეობა...
-ასკეტიკა ბერობას ასეთ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს? -ცხადია. ბერის გარეშე წარმატების მიღწევა და ცხოვრების გაუკუღმართებული ტრადიციების დაძლევა შეუძლებელია. როგორც თაობიდან თაობას ხორცით სიცოცხლე გადადის, ასევე შთამომავლობას გადაეცემა სულიერი ცხოვრება. მემკვიდრეობით მიღებულ ტრადიციებს ბერი თავის სულიერ შვილს გადასცემს და ეს ცხოვრება ქრისტეში კვლავ იბადება. წმინდა გარდამოცემა ბერისგან ისეთ მორჩილს გადაეცემა, ვისაც მისი მიღება და დატევნა შეუძლია. მორჩილების შინაარსის შემნახველობა სწორედ ესაა. იმის გამო კი არ უნდა ვმორჩილებდეთ, რომ გავანეიტრალოთ, არამედ იმისთვის, რომ საკუთარ თავში ბოროტება გავანადგუროთ, საკუთარ ნებაზე უარი ვთქვათ, მივიღოთ გარდამოცემა და ჩვენში ქრისტე გამოისახოს“. /არქიმანდრიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3314
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,081 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მონასტერი ეს ეკლესიაა ეკლესიაში“, - თქვა ერთმა წმინდა მამამ. მონაზვნობა სოფლისგან განდგომა და ღვთისადმი თავის მიძღვნაა; მონაზვნობამ უნდა შეინარჩუნოს ის, რასაც ქვეყანა კარგავს - ლოცვა, გულის სიწმინდე, მდუმარება და სულიერი გამოცდილება".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3315
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,081 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"განმარტოებასა და სიჩუმეში, და არა - ხალხსა და ხმაურში იბადება კეთილი და ზეციური აზრები".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3316
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,081 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მე ვიცნობდი მონაზონს, რომელიც ლოცვის დროს გულის ძლიერ ტკივილს შეიგრძნობდა. ეს ამბავი მან მაშინვე ბერს გაუზიარა. მოძღვარი შეშფოთდა და საკუთარი გამოცდილების თანახმად, ჰკითხა, გულის რომელ ნაწილში გრძნობდა ტკივილს. წელში მოხრილმა მონაზონმა უპასუხა, რომ ქვედა ნაწილში, გარეთა მხრიდან, მაშინ ბერმა უბრძანა: „დაუყოვნებლივ შეწყვიტე ლოცვა და ერთი კვირის განმავლობაში არ ილოცო, რადგან ნამდვილი ტკივილი გულის ზედა ნაწილში და შიგნით უნდა იგრძნობოდეს. ქვემოთ კი ვნებები მოქმედებენ და ცხადია, ბოროტი რაღაცას ხლართავს“. ამრიგად, მონაზონი განთავისუფლდა ბოროტის ცდუნებისგან, რომელსაც მის წინააღმდეგ უკვე მოქმედება ჰქონდა დაწყებული. მამები თავიანთი გამოცდილების შესაბამისად გვასწავლიან: „როდესაც ახალბედას ხედავ, რომელიც ზეცისაკენ თვითნებურად მიისწრაფის, ფეხში ხელი ჩასჭიდე და მიწაზე დააბრუნე, რადგან ეს აღმასვლა მისთვის სასარგებლო არ არის“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3317
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,081 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მამა პაისი ურჩევდა მონაზვნებს: ღვთიურად მცხოვრები ადამიანი თავს ისე უნდა გრძნობდეს, როგორც ბავშვი დედის მკლავებში. დედის მკლავებში ბავშვს არაფრის ეშინია, არაფერზე წუხს, მხოლოდ დედის ხელების სითბო და სიყვარული ახარებს: ასევე უნდა ვტკბებოდეთ ჩვენც ქრისტეს სიყვარულით ჩვენს სულებშიო.“
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3318
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,081 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„როცა მონასტერში რაიმე დიდი სიძნელე გვქონდა, ჩვენს მოძღვართან მივდიოდით, მამა იოსებ ვათოპედელთან, და ვეკითხებოდით: მამაო, რა ხდება, ამდენი საცდური რომ გვახვევია ირგვლივ? საით მივდივართ? მოძღვარი კი გვამშვიდებდა: ნუ გეშინიათ! იმაზე მეტი ან ნაკლები არაფერი მოხდება, რასაც ღმერთი დაუშვებს“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3319
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,081 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„პეტრე იბერი მოღვაწეობდა პალესტინაში. მას სიცოცხლეშივე უწოდეს სირია-პალესტინისა და ეგვიპტის მონაზონთა ბურჯი და ნუგეში, მთელ მსოფლიოში საკვირველად სახელგანთქმული კაცი, დიდი პეტრე, მეორე მოსე. მას არაერთხელ ჰქონდა უფლის გამოცხადება. პეტრე იბერია წმინდა მიწაზე ქართული სამონასტრო ცხოვრებისა და ქართული თემის ფუძემდებელი, სირია-პალესტინაში ქართველთათვის ფილოსოფიური სკოლის დამაარსებელი“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3320
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,081 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ერთმა ბერმა თქვა:
-ადამიანი ცვლილებებისა და ცვალებადობისკენ არის მიდრეკილი, ერთი დღე მეორეს არ ჰგავს. ამიტომაც სულიერ ცხოვრებას მოთმინება სჭირდება, შეურყეველი მოთმინება“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3321
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,081 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„როდესაც მონაზვნების ცხოვრებაში ვკითხულობთ, რომ თითქოს მოძღვრები თავიანთ მორჩილებს ზედმეტად მკაცრად ექცეოდნენ, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს მოძღვრის მხრიდან დიდი სულიერი სიყვარულისგან მომდინარეობდა, რომელშიც თავად მორჩილიც ღრმად დარწმუნებული იყო. სწორედ ასეთი სიყვარულის საფუძველზე შენდება ეკლესიაში ყველაფერი. როდესაც მონასტერში მივედი, სიტყვა „მორჩილება“ არც ისე ხშირად გამოიყენებოდა. ცხოვრება სრულიად ბუნებრივად მიმდინარეობდა. მონასტერში თითოეულს თავისი ფუნქცია ჰქონდა, რომელიც სიხარულით, სიყვარულით და მოძღვრისადმი ნდობით აღესრულებოდა. არ იყო იმის განცდა, რომ ვინმე ძალით ცდილობს შენი ნების დათრგუნვას, ან დამდაბლებას. რა თქმა უნდა, მამა სოფრონი [ესექსელი (სახაროვი)] უპირველესად იმაზე ზრუნავდა, რომ სიმდაბლე შეგვეძინა, რადგან თვლიდა, რომ სიამაყე ყველაზე საშიში შხამია. მაგრამ მას არ ჰქონია იმის სურვილი, რომ ადამიანის პიროვნება სრულიად დაეთრგუნა, რათა მასში სულიერი ცხოვრების მოშურნეობა არ ჩაეკლა. ყველანაირად ცდილობდა, რომ ეს შთაგონება და მოშურნეობა ჩვენში აეღორძინებინა და განემტკიცებინა, რათა შეძლებისდაგვარად სიცოცხლის ბოლომდე გაგვყოლოდა ეს მდგომარეობა.
ის ცდილობდა, ყველაფერში ქრისტესთვის მიებაძა. უფალი არასდროს მოქმედებდა ძალადობით. ის თვლიდა, რომ ძალადობა არ არის ეკლესიის გზა, ეს ანტიქრისტეს გზაა, რომელიც მომავალში სრულ ძალადობაში გამოვლიდნება. ქრისტე კი სიყვარულითა და სიმდაბლით მოქმედებს და მისი ნაყოფებიც მარადიულია. ის კი, რაც ძალადობით მიიღწევა, არ აქვს ის ფასი, როგორიც თავისუფალი ნებით აღსრულებულს გააჩნია“. /მღვდელმონაზონი ნიკოლოზ სახაროვი (მამა სოფრონის ძმისწული)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3322
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,081 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„სხვა მადლია მღვდლობა. სხვაა მონაზვნობა. სხვა - საიდუმლოებანი. სხვა - მოღვაწეობის მადლის მოქმედება. ეს ყველა ერთი წყაროდან წარმოიშვება, მაგრამ ერთმანეთისაგან განსხვავდება აღმატებითა და დიდებით“.
/იოსებ ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3323
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,081 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„წმინდა ბასილის სკიტში ერთი ძალზე უბრალო და ასკეტი მეუდაბნოე, სახელად ქერუბინი ცხოვრობდა. მას სიცოცხლის ბოლო წლებში მიუსწრო წმინდა ანდრიას მონასტრის ადრინდელმა იღუმენმა, მღვდელმონაზონმა ანდრიამ, რომელმაც მოგვიყვა:
-ერთხელ მას ოყანახევარი (დაახლოებით ორ კილომდე, - მთარგ.) ორცხობილა მივუტანე და მეტი არაფერი, მაგრამ არ გამომართვა. -რამდენი ნაბიჯიც გადადგი, იმდენი ანგელოზი შეგეწიოს. დაე, ღმერთმა შეგიწყალოს, - მითხრა მან. ერთხელ ძლიერმა სამხრეთის ქარმა მის კალივას სახურავი ააძრო და კირიაკონამდე წაიღო. ის კი მოთმინებით იჯდა კუთხეში და ბავშვური უბრალოებით მითხრა: -ქარმა სახურავი ამიხადა და არ ვიცი, სად წაიღო. ბოლოს და ბოლოს, სახურავი თავის ადგილას დააბრუნა. მისი ხელსაქმე დურგლობა იყო. მამა ქერუბინი ტანმაღალი გახლდათ, მაგრამ ყოველთვის ლოცვაში წელმოხრილი დადიოდა“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3324
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,081 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„უკიდურესი აუცილებლობის გარეშე ნუ გამოვალ მონასტრიდან და საეროთა სახლებში ნუ შეხვალ; სხვაგვარად უკან ისეთი ვეღარ დაბრუნდები, როგორიც - გამოხვედი“.
/წმ. ტიხონ ზადონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3325
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,081 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„გაზაფხულზე უდაბნო ყვავილების ხალიჩით იფარება. მე განსაკუთრებით ყაყაჩოები მომწონდა, ისინი დამრეც ფერდობებზე ყვავიან, იქ, სადაც ცოტაა ხე. შავ ფერთან შეხამებული მათი წითელი ფურცლები მოციმციმე ნაღვერდლებს ჰგვანან. ეს ფერები მაგონებენ ძველ სქემას, რომლის მუქ ფონზეც წმინდა გამოსახულებანი და წარწერებია მეწამული ძაფით ამოქარგული“.
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3326
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,081 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„როდესაც ვიწყებთ ბერმონაზვნურ ცხოვრებას, სახურავიდან მშენებლობა არ უნდა დავიწყოთ. ჯერ საძირკველი უნდა ჩავყაროთ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ადამიანად ჩამოყალიბებაა. სამონასტრო ცხოვრებამ ადამიანი უნდა ჩამოაყალიბოს. ადამიანობას ვერ მისცემს ბერმონაზონს ვერც დამშვენებული ჯვარი, ვერც ვერანაირი ლამაზი წოდება. ვერც ბერმონაზონთა რაოდენობა. საკუთარ თავზე უნდა იმუშაოს და გაიგოს, რა არის ქრისტიანობა. დღეს თუ რაიმე გვიჭირს, ეს არის, გავიგოთ რა არის ქრისტიანობა. უფრო ხშირად ჩვენ ვხვდებით ყველაფერს ფესვდოს. ფსევდომონასტრული ცხოვრება, ფსევდოქრისტიანობა, ფსევდობერმონაზვნობა, ფსევდომორჩილება, ამიტომაც ხდება ღირებულებათა აღრევა. ამას ცხოვრების წლები სჭირდება, ეკლესიური ცხოვრების წლები და შემდეგ ბერმონაზვნური ცხოვრების წლები. ყოველგვარი გამოცდილების შეძენას დრო სჭირდება. ბერმონაზვნებისგან ხალხი განსაკუთრებულს ითხოვს. სურთ, რომ წმინდანებს ხედავნენ მათში. დღეს წმინდანები ძალიან ძნელი აღსაზრდელები არიან. თქვენ წარმოიდგინეთ, წმინდანებს აღზრდა სჭრიდებათ“.
/არქიმანდრიტი ადამი (ახალაძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3327
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,081 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„თუ მორჩილი არ არის ღია, გულწრფელი, თავის თავს სრულიად თუ არ განაშიშვლებს წმინდა აღსარებისას, სულს თუ არ გაუხსნის ბერდიდს, მაშინ მას არ შეუძლია, კეთილი დასაბამი დაუდოს და ამიტომაც კეთილ დასასრულსაც არ უნდა ელოდოს“.
/მამა ეფრემ ფილოთეველი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3328
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,081 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ერთი განმსჯელი ბერდიდი ყვებოდა: ერთხელ ერთ მონაზონს შევხვდი, რომლის ბაგეებიც მუდმივად მოძრაობდნენ, ლოცვას წარმოთქავმდნენ, და ეს შესამჩნევი იყო გვერდიდანაც. აი, ეს მონაზონი მეუბნება:
-ამა და ამ მიტროპოლიტს ესა და ეს მივწერე და ვამხილე, ვუთხარი, თუ შენს იდეებს შეიცვლი, მაშინ შენ მხარეს დავდგები-მეთქი... -ჰოი, ღმერთო მართალო, - ვუთხარი მე, - მოდი, ამას ფხიზლად შევხედოთ. შენ, მგონი, ჩემზე უსწავლელი ხარ, თავი ანებე შენს იდეას... მან კი მიპასუხა: -ვინმე კიდევ რომ იყოს ჩემნაირი, ეკლესია გამოსწორდებოდა... აი, ახლა შეხედეთ და დასკვნები გამოიტანეთ. ის გიჟი რომ ყოფილიყო და ასე ეთქვა, გამართლება ექნებოდა, მაგრამ გიჟი არ არის. ადრე ეტყობა, ლოცვა ჰქონდა, შემდეგ უკვე ის მხოლოდ ჩვევად შემორჩა“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 31st July 2025 - 01:21 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი