IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

230 გვერდი V « < 165 166 167 168 169 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Dec 15 2021, 10:06 AM
პოსტი #3321


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,797
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„როდესაც მონაზვნების ცხოვრებაში ვკითხულობთ, რომ თითქოს მოძღვრები თავიანთ მორჩილებს ზედმეტად მკაცრად ექცეოდნენ, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს მოძღვრის მხრიდან დიდი სულიერი სიყვარულისგან მომდინარეობდა, რომელშიც თავად მორჩილიც ღრმად დარწმუნებული იყო. სწორედ ასეთი სიყვარულის საფუძველზე შენდება ეკლესიაში ყველაფერი. როდესაც მონასტერში მივედი, სიტყვა „მორჩილება“ არც ისე ხშირად გამოიყენებოდა. ცხოვრება სრულიად ბუნებრივად მიმდინარეობდა. მონასტერში თითოეულს თავისი ფუნქცია ჰქონდა, რომელიც სიხარულით, სიყვარულით და მოძღვრისადმი ნდობით აღესრულებოდა. არ იყო იმის განცდა, რომ ვინმე ძალით ცდილობს შენი ნების დათრგუნვას, ან დამდაბლებას. რა თქმა უნდა, მამა სოფრონი [ესექსელი (სახაროვი)] უპირველესად იმაზე ზრუნავდა, რომ სიმდაბლე შეგვეძინა, რადგან თვლიდა, რომ სიამაყე ყველაზე საშიში შხამია. მაგრამ მას არ ჰქონია იმის სურვილი, რომ ადამიანის პიროვნება სრულიად დაეთრგუნა, რათა მასში სულიერი ცხოვრების მოშურნეობა არ ჩაეკლა. ყველანაირად ცდილობდა, რომ ეს შთაგონება და მოშურნეობა ჩვენში აეღორძინებინა და განემტკიცებინა, რათა შეძლებისდაგვარად სიცოცხლის ბოლომდე გაგვყოლოდა ეს მდგომარეობა.
ის ცდილობდა, ყველაფერში ქრისტესთვის მიებაძა. უფალი არასდროს მოქმედებდა ძალადობით. ის თვლიდა, რომ ძალადობა არ არის ეკლესიის გზა, ეს ანტიქრისტეს გზაა, რომელიც მომავალში სრულ ძალადობაში გამოვლიდნება. ქრისტე კი სიყვარულითა და სიმდაბლით მოქმედებს და მისი ნაყოფებიც მარადიულია. ის კი, რაც ძალადობით მიიღწევა, არ აქვს ის ფასი, როგორიც თავისუფალი ნებით აღსრულებულს გააჩნია“.

/მღვდელმონაზონი ნიკოლოზ სახაროვი (მამა სოფრონის ძმისწული)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 16 2021, 12:17 PM
პოსტი #3322


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,797
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„სხვა მადლია მღვდლობა. სხვაა მონაზვნობა. სხვა - საიდუმლოებანი. სხვა - მოღვაწეობის მადლის მოქმედება. ეს ყველა ერთი წყაროდან წარმოიშვება, მაგრამ ერთმანეთისაგან განსხვავდება აღმატებითა და დიდებით“.

/იოსებ ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 17 2021, 10:14 AM
პოსტი #3323


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,797
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„წმინდა ბასილის სკიტში ერთი ძალზე უბრალო და ასკეტი მეუდაბნოე, სახელად ქერუბინი ცხოვრობდა. მას სიცოცხლის ბოლო წლებში მიუსწრო წმინდა ანდრიას მონასტრის ადრინდელმა იღუმენმა, მღვდელმონაზონმა ანდრიამ, რომელმაც მოგვიყვა:
-ერთხელ მას ოყანახევარი (დაახლოებით ორ კილომდე, - მთარგ.) ორცხობილა მივუტანე და მეტი არაფერი, მაგრამ არ გამომართვა.
-რამდენი ნაბიჯიც გადადგი, იმდენი ანგელოზი შეგეწიოს. დაე, ღმერთმა შეგიწყალოს, - მითხრა მან.
ერთხელ ძლიერმა სამხრეთის ქარმა მის კალივას სახურავი ააძრო და კირიაკონამდე წაიღო. ის კი მოთმინებით იჯდა კუთხეში და ბავშვური უბრალოებით მითხრა:
-ქარმა სახურავი ამიხადა და არ ვიცი, სად წაიღო.
ბოლოს და ბოლოს, სახურავი თავის ადგილას დააბრუნა. მისი ხელსაქმე დურგლობა იყო. მამა ქერუბინი ტანმაღალი გახლდათ, მაგრამ ყოველთვის ლოცვაში წელმოხრილი დადიოდა“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 18 2021, 11:42 AM
პოსტი #3324


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,797
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„უკიდურესი აუცილებლობის გარეშე ნუ გამოვალ მონასტრიდან და საეროთა სახლებში ნუ შეხვალ; სხვაგვარად უკან ისეთი ვეღარ დაბრუნდები, როგორიც - გამოხვედი“.

/წმ. ტიხონ ზადონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 19 2021, 10:23 AM
პოსტი #3325


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,797
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„გაზაფხულზე უდაბნო ყვავილების ხალიჩით იფარება. მე განსაკუთრებით ყაყაჩოები მომწონდა, ისინი დამრეც ფერდობებზე ყვავიან, იქ, სადაც ცოტაა ხე. შავ ფერთან შეხამებული მათი წითელი ფურცლები მოციმციმე ნაღვერდლებს ჰგვანან. ეს ფერები მაგონებენ ძველ სქემას, რომლის მუქ ფონზეც წმინდა გამოსახულებანი და წარწერებია მეწამული ძაფით ამოქარგული“.

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 20 2021, 10:29 AM
პოსტი #3326


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,797
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„როდესაც ვიწყებთ ბერმონაზვნურ ცხოვრებას, სახურავიდან მშენებლობა არ უნდა დავიწყოთ. ჯერ საძირკველი უნდა ჩავყაროთ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ადამიანად ჩამოყალიბებაა. სამონასტრო ცხოვრებამ ადამიანი უნდა ჩამოაყალიბოს. ადამიანობას ვერ მისცემს ბერმონაზონს ვერც დამშვენებული ჯვარი, ვერც ვერანაირი ლამაზი წოდება. ვერც ბერმონაზონთა რაოდენობა. საკუთარ თავზე უნდა იმუშაოს და გაიგოს, რა არის ქრისტიანობა. დღეს თუ რაიმე გვიჭირს, ეს არის, გავიგოთ რა არის ქრისტიანობა. უფრო ხშირად ჩვენ ვხვდებით ყველაფერს ფესვდოს. ფსევდომონასტრული ცხოვრება, ფსევდოქრისტიანობა, ფსევდობერმონაზვნობა, ფსევდომორჩილება, ამიტომაც ხდება ღირებულებათა აღრევა. ამას ცხოვრების წლები სჭირდება, ეკლესიური ცხოვრების წლები და შემდეგ ბერმონაზვნური ცხოვრების წლები. ყოველგვარი გამოცდილების შეძენას დრო სჭირდება. ბერმონაზვნებისგან ხალხი განსაკუთრებულს ითხოვს. სურთ, რომ წმინდანებს ხედავნენ მათში. დღეს წმინდანები ძალიან ძნელი აღსაზრდელები არიან. თქვენ წარმოიდგინეთ, წმინდანებს აღზრდა სჭრიდებათ“.

/არქიმანდრიტი ადამი (ახალაძე)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 21 2021, 11:52 AM
პოსტი #3327


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,797
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„თუ მორჩილი არ არის ღია, გულწრფელი, თავის თავს სრულიად თუ არ განაშიშვლებს წმინდა აღსარებისას, სულს თუ არ გაუხსნის ბერდიდს, მაშინ მას არ შეუძლია, კეთილი დასაბამი დაუდოს და ამიტომაც კეთილ დასასრულსაც არ უნდა ელოდოს“.

/მამა ეფრემ ფილოთეველი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 22 2021, 10:27 AM
პოსტი #3328


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,797
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთი განმსჯელი ბერდიდი ყვებოდა: ერთხელ ერთ მონაზონს შევხვდი, რომლის ბაგეებიც მუდმივად მოძრაობდნენ, ლოცვას წარმოთქავმდნენ, და ეს შესამჩნევი იყო გვერდიდანაც. აი, ეს მონაზონი მეუბნება:
-ამა და ამ მიტროპოლიტს ესა და ეს მივწერე და ვამხილე, ვუთხარი, თუ შენს იდეებს შეიცვლი, მაშინ შენ მხარეს დავდგები-მეთქი...
-ჰოი, ღმერთო მართალო, - ვუთხარი მე, - მოდი, ამას ფხიზლად შევხედოთ. შენ, მგონი, ჩემზე უსწავლელი ხარ, თავი ანებე შენს იდეას...
მან კი მიპასუხა:
-ვინმე კიდევ რომ იყოს ჩემნაირი, ეკლესია გამოსწორდებოდა...
აი, ახლა შეხედეთ და დასკვნები გამოიტანეთ. ის გიჟი რომ ყოფილიყო და ასე ეთქვა, გამართლება ექნებოდა, მაგრამ გიჟი არ არის. ადრე ეტყობა, ლოცვა ჰქონდა, შემდეგ უკვე ის მხოლოდ ჩვევად შემორჩა“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 23 2021, 10:26 AM
პოსტი #3329


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,797
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთხელ ერთი ძმა მივიდა მასთან [ბერ იოსებ ვატოპედელთან], რათა წერილები მიეტანა და, თავის მხრივ, ბერის წერილები ფოსტაში წაეღო. იმ დროს მონაზონს რაღაც შინაგანი შფოთი აწუხებდა და სურდა, მოძღვრისთვის ამის შესახებ ეკითხა. როდესაც მის სენაკში შევიდა, ბერი საწერ მაგიდასთან იჯდა, მშვიდი, მდუმარე, არაფერს აკეთებდა: არც კითხულობდა, არც წერდა, არამედ თავის თავსა და ლოცვაში იყო ჩაძირული. სახე უნათებდა. ძმას ხელით ანიშნა არაფერი ეთქვა. ძმა მიხვდა, რომ სიჩუმე არ უნდა დაერღვია და იგრძნო, რომ მამა იოსები ლოცვისა და დუმილის მადლისმიერ მდგომარეობაში იყო. მონაზონმა წერილები უსიტყვოდ დადო, სხვები კი აიღო. იმავდროულად უწინდელი შფოთი გაუქრა და მის ნაცვლად ტკბილი მშვიდობითა და სიხარულით აევსო გული. ამ პატარ გაკვეთილით ამ ძმამ ერთხელ და სამუდამოდ ისწავლა, თუ რა დიდი ფასი აქვს დუმილს“

/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 24 2021, 10:13 AM
პოსტი #3330


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,797
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„რატომ ჰქვია აღმსარებლობა? იმიტომ, რომ თითოეული მიზეზი, თითოეული აზრი, თითოეული გამოწვევა, რომელიც სახარებისეულ ცხოვრებას ეწინააღმდეგება, არის უარყოფის საბაბი. ჩვენი მონაზვნური საქმე, პროფესია კი იმაში მდგომარეობს, რომ ასეთი შემთხვევები, პირიქით, იმისთვის გამოვიყენოთ, რომ აღმსარებლობის მეშვეობით მოვიგერიოთ: „წადი აქედან, სატანა. მე მონაზონი ვარ. რაებს მეუბნები?“

/ბერი იოსებ ვატოპედელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 25 2021, 09:42 AM
პოსტი #3331


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,797
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„-ჩემო შვილო, თვალისჩინივით გაუფრთხილდი შენს ბერდიდს. თუ გაცივდები შენი ბერდიდის მიმართ, ერთი ფეხით ჩაიჩოქებ და კოჭლობას დაიწყებ. რაც უნდა გითხრან შენი ბერდიდის შესახებ, ის შენთვის არის თვით ქრისტე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 26 2021, 11:15 AM
პოსტი #3332


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,797
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერი იოსები [ვატოპედელი] გვასწავლიდა, რომ, თუ მონაზონმა ეს საღმრთო მკვდრობა არ შეიგრძნო, სწორ გზასაა აცდენილი. დაჟინებით გვიმეორებდა, რომ მონაზვნობა არის უმაღლესი საფეხურის ცხოვრება, სული წმიდის უდიდესი ნიჭი. თავად მონაზონი განუწყვეტლივ უნდა გრძნობდეს ამ უნიკალურ მოწოდებას და მუდამ ცდილობდეს, ეს საღმრთო ნიჭი ააღორძინოს და გაახურვოს თავის თავში. „ჩვენ აქ, ჩემო ძმებო, ჩვენს ცხონებას აბსტრაქტულად კი არ ველით, რომ ღმერთი მას ოდესმე მოგვცემს. არა! ცხონებას ახლავე ვითხოვთ, „სასუფეველ ღმრთისაი შორის თქვენსა არს“, ამ წუთსავე. როდესაც მონაზონი ყურადღებით იღვწის, უშუალო ნაყოფის სახით გრძნობს საღმრთო სიყვარულის გულისძგერას, მადლის განცდას, რაც ტრიუმფის, წარმატების მაუწყებელი და ნიშანია. თუ ეს არ აქვს მონაზონს, თუ ამას არ გრძნობს... ეჰ, მაშინ, უბრალოდ, საცხოვრებელი ადგილი და ტანსაცემლი შეუცვლია, სხვა არაფერი“.

/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 27 2021, 11:51 AM
პოსტი #3333


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,797
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„უნდა ითქვას, რომ ჭეშმარიტი ბერ-მონაზვნები თავიანთი დიდი ღვაწლის გამო შედარებულნი არიან ამქვეყნად მოსიარულე უფრთო ანგელოზებს“

/წმ.გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 28 2021, 10:26 AM
პოსტი #3334


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,797
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„დავუშვათ, რომ მონაზონს რამე შეცდომა მოუვიდა, რაც შეუძლებელია, რომ არ მოხდეს: „შეუგვანებელ არს საცთურისა არა მოსვლაი“. ხომ ამბობს იობის წიგნში, ერთი დღეც რომ ვიცხოვროთ, უბიწოდ მასაც კი ვერ გავალთო. ერთი სიტყვით, როდესაც შეცდომას დაუშვებთ და დამარცხებულად გრძნობთ თავს, სწორედ მაშინ მინდა, რომ ვაჟკაცობა გამოიჩინოთ ხოლმე. იმწუთას წამოდექით, თუ ზიხართ, და თქვით:
-ხელი აიღე, შე ურჩხულო! რაებს მეუბნები? ღმერთის წინაშე დავაშავე? მე თვითონ მოვაგვარებ მამაჩემთან საქმეს. შენ ვინ მოგცა სიტყვის უფლება?“

/ბერი იოსებ ვატოპედელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 29 2021, 11:03 AM
პოსტი #3335


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,797
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„როდესაც ადამიანი აღიკვეცება, პირველად უქორწინებლობის, უპოვარების აღთქმას დებს. უნდა ემსახუროს უფალს და ადიდოს უფალი. ერთ-ერთმა სქემოსანმა შეიძლება თქვას, მოუკლებლად ვლოცულობ სკვნილზეო. ეს მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იქნება. სამუდამოდ, სიკვდილამდე ექნება მოუკლებელი ლოცვა. შეიძლება მეორემ აღთქმა დადოს მარხვაზე, უფრო მკაცრად რომ იმარხულებს. ზოგმა შეიძლება უფრო მეტი მღვიძარება მოინდომოს. მაგალითად, თუ სძინავს სამი საათი, დაიძინოს ორი და ასე შემდეგ. ამით საკუთარ თავს აიძულებს და ეუბნება, - უფალო, შენთან ვარ, მოვედი და კიდევ ერთხელ მკაცრად მინდა გემსახურო. როცა სქემაში აღიკვეცები, უკვე დიდი პასუხისმგებლობა გაქვს, უფრო მკაცრად მოსთხოვ საკუთარ თავს, ვიდრე მანამდე სთხოვდი. ჩვენი სახლი ეკლესიაა, სადაც უფალმა მიმაგზავნა. ღმერთს ვთხოვ, ღირსეულად შემაძლებინოს ჩემი ჯვრის ტვირთვა“.

/მამა ელიზბარი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 30 2021, 09:58 AM
პოსტი #3336


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,797
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ჩვენი უფალი იესო ქრისტე, ჩვენი მამა და ჩვენი სიცოცხლე, როდესაც იგი გვიყვარს და ვემორჩილებით და ვექვემდებარებით, თავად იმკვიდრებს ჩვენში. „დავიმკვიდრო და ვიქცეოდი მათ შორის“ - ამ შეგრნებას განიცდიან და აღწევენ ნამდვილი მონაზვნები. ეს ვიხილეთ ჩვენს ბერებში. ღმერთი მათში მკვიდრობდა. მაშასადამე, სწორედ ესაა ჩვენი მიზანი, ჩვენი მცდელობისა და გარჯის ობიექტი“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 31 2021, 11:31 AM
პოსტი #3337


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,797
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ჩემმა საყვარელმა ძმამ (გულისხმობს მასთან ერთად აღკვეცილ ბერს, - მთარგ.), მღვდელმონაზონმა ნიკოდიმოსმა მრავალი წლის წინ ვიგლაზე ერთი ისიქასტი მოინახულა.

-მაკურთხე, მამაო.

-უფალმა გაკურთხოს.

-გვინდოდა, თქვენგან სულის მარგებელი სიტყვები მოგვესმინა...

-ალბათ, არაფერს გეტყოდი, - უპასუხა მოსაგრემ, - რადგანაც მტანჯავს ჩემი საშინელი მეუღლე, რომელზეც დავქორწინდი და არ მაძლევს ნებას, მყუდროება მოვიპოვო. ტირანია, ჩემო შვილო, საშინელი ტირანია.

-ვინ არის ეს მეუღლე, მამაო?

-ვინ იქნება, თუ არა სიამაყე? სწორედ ის! არ ვიცი, როგორ გადავრჩები, თუ არ გავეყარე, - თქვა და და ამოიოხრა, მერე კი თავის ასკეტურ კალივაში ხელსაქმე გააგრძელა“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 1 2022, 01:14 PM
პოსტი #3338


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,797
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერის [იოსებ ვატოპედელის] დამახასიათებელი ნიშანი, ყოველდღიურ სულიერი „ხელსაქმე“, იყო ტირილი, ცრემლები, სიხარულნარევი და მანუგეშებელი გლოვა, როგორც წმიდა მამები უწოდებენ ამ მდგომარეობას. ლოცვისას განუწყვეტლად ტიროდა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც წმიდა საიდუმლოს უნდა ზიარებოდა. არასდროს ზიარებულა ცრემლების გარეშე.
ასკეტური ცხოვრების წესებსა და მონაზვნურ მოვალეობებს ზედმიწევნით იცავდა. არასდროს გამოუჩენია უდებება, სიზარმაცე, მაშინაც კი, როდესაც, გარემოებებიდან გამომდინარე, შეღავათის გაკეთება შეიძლებოდა“.

/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 2 2022, 10:33 AM
პოსტი #3339


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,797
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“მონაზვნური ცხოვრება განსაცდელებითაა სავსე: ეშმაკები მხეცებივით ეცემიან ადამიანს. ერთი ამბა ლოცულობდა, რომ უფალს მისთვის ეშმაკები ეჩვენებინა, მაგრამ ღმერთმა არ აკურთხა. ამბა განაგძობდა ლოცვას და ისინი იხილა, ეშმაკები ადამიანების გარშემო დაფრინავდნენ და ფუტკრებივით ბზუოდნენ.“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 3 2022, 11:28 AM
პოსტი #3340


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,797
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„წინამძღვარი ღმრთის ჭურჭელია და მას ღმერთი უმხელს საიდუმლოს“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

230 გვერდი V « < 165 166 167 168 169 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd June 2025 - 04:10 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი