![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#3329
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,092 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ერთხელ ერთი ძმა მივიდა მასთან [ბერ იოსებ ვატოპედელთან], რათა წერილები მიეტანა და, თავის მხრივ, ბერის წერილები ფოსტაში წაეღო. იმ დროს მონაზონს რაღაც შინაგანი შფოთი აწუხებდა და სურდა, მოძღვრისთვის ამის შესახებ ეკითხა. როდესაც მის სენაკში შევიდა, ბერი საწერ მაგიდასთან იჯდა, მშვიდი, მდუმარე, არაფერს აკეთებდა: არც კითხულობდა, არც წერდა, არამედ თავის თავსა და ლოცვაში იყო ჩაძირული. სახე უნათებდა. ძმას ხელით ანიშნა არაფერი ეთქვა. ძმა მიხვდა, რომ სიჩუმე არ უნდა დაერღვია და იგრძნო, რომ მამა იოსები ლოცვისა და დუმილის მადლისმიერ მდგომარეობაში იყო. მონაზონმა წერილები უსიტყვოდ დადო, სხვები კი აიღო. იმავდროულად უწინდელი შფოთი გაუქრა და მის ნაცვლად ტკბილი მშვიდობითა და სიხარულით აევსო გული. ამ პატარ გაკვეთილით ამ ძმამ ერთხელ და სამუდამოდ ისწავლა, თუ რა დიდი ფასი აქვს დუმილს“
/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3330
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,092 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„რატომ ჰქვია აღმსარებლობა? იმიტომ, რომ თითოეული მიზეზი, თითოეული აზრი, თითოეული გამოწვევა, რომელიც სახარებისეულ ცხოვრებას ეწინააღმდეგება, არის უარყოფის საბაბი. ჩვენი მონაზვნური საქმე, პროფესია კი იმაში მდგომარეობს, რომ ასეთი შემთხვევები, პირიქით, იმისთვის გამოვიყენოთ, რომ აღმსარებლობის მეშვეობით მოვიგერიოთ: „წადი აქედან, სატანა. მე მონაზონი ვარ. რაებს მეუბნები?“
/ბერი იოსებ ვატოპედელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3331
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,092 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„-ჩემო შვილო, თვალისჩინივით გაუფრთხილდი შენს ბერდიდს. თუ გაცივდები შენი ბერდიდის მიმართ, ერთი ფეხით ჩაიჩოქებ და კოჭლობას დაიწყებ. რაც უნდა გითხრან შენი ბერდიდის შესახებ, ის შენთვის არის თვით ქრისტე“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3332
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,092 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ბერი იოსები [ვატოპედელი] გვასწავლიდა, რომ, თუ მონაზონმა ეს საღმრთო მკვდრობა არ შეიგრძნო, სწორ გზასაა აცდენილი. დაჟინებით გვიმეორებდა, რომ მონაზვნობა არის უმაღლესი საფეხურის ცხოვრება, სული წმიდის უდიდესი ნიჭი. თავად მონაზონი განუწყვეტლივ უნდა გრძნობდეს ამ უნიკალურ მოწოდებას და მუდამ ცდილობდეს, ეს საღმრთო ნიჭი ააღორძინოს და გაახურვოს თავის თავში. „ჩვენ აქ, ჩემო ძმებო, ჩვენს ცხონებას აბსტრაქტულად კი არ ველით, რომ ღმერთი მას ოდესმე მოგვცემს. არა! ცხონებას ახლავე ვითხოვთ, „სასუფეველ ღმრთისაი შორის თქვენსა არს“, ამ წუთსავე. როდესაც მონაზონი ყურადღებით იღვწის, უშუალო ნაყოფის სახით გრძნობს საღმრთო სიყვარულის გულისძგერას, მადლის განცდას, რაც ტრიუმფის, წარმატების მაუწყებელი და ნიშანია. თუ ეს არ აქვს მონაზონს, თუ ამას არ გრძნობს... ეჰ, მაშინ, უბრალოდ, საცხოვრებელი ადგილი და ტანსაცემლი შეუცვლია, სხვა არაფერი“.
/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3333
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,092 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„უნდა ითქვას, რომ ჭეშმარიტი ბერ-მონაზვნები თავიანთი დიდი ღვაწლის გამო შედარებულნი არიან ამქვეყნად მოსიარულე უფრთო ანგელოზებს“
/წმ.გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3334
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,092 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„დავუშვათ, რომ მონაზონს რამე შეცდომა მოუვიდა, რაც შეუძლებელია, რომ არ მოხდეს: „შეუგვანებელ არს საცთურისა არა მოსვლაი“. ხომ ამბობს იობის წიგნში, ერთი დღეც რომ ვიცხოვროთ, უბიწოდ მასაც კი ვერ გავალთო. ერთი სიტყვით, როდესაც შეცდომას დაუშვებთ და დამარცხებულად გრძნობთ თავს, სწორედ მაშინ მინდა, რომ ვაჟკაცობა გამოიჩინოთ ხოლმე. იმწუთას წამოდექით, თუ ზიხართ, და თქვით:
-ხელი აიღე, შე ურჩხულო! რაებს მეუბნები? ღმერთის წინაშე დავაშავე? მე თვითონ მოვაგვარებ მამაჩემთან საქმეს. შენ ვინ მოგცა სიტყვის უფლება?“ /ბერი იოსებ ვატოპედელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3335
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,092 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„როდესაც ადამიანი აღიკვეცება, პირველად უქორწინებლობის, უპოვარების აღთქმას დებს. უნდა ემსახუროს უფალს და ადიდოს უფალი. ერთ-ერთმა სქემოსანმა შეიძლება თქვას, მოუკლებლად ვლოცულობ სკვნილზეო. ეს მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იქნება. სამუდამოდ, სიკვდილამდე ექნება მოუკლებელი ლოცვა. შეიძლება მეორემ აღთქმა დადოს მარხვაზე, უფრო მკაცრად რომ იმარხულებს. ზოგმა შეიძლება უფრო მეტი მღვიძარება მოინდომოს. მაგალითად, თუ სძინავს სამი საათი, დაიძინოს ორი და ასე შემდეგ. ამით საკუთარ თავს აიძულებს და ეუბნება, - უფალო, შენთან ვარ, მოვედი და კიდევ ერთხელ მკაცრად მინდა გემსახურო. როცა სქემაში აღიკვეცები, უკვე დიდი პასუხისმგებლობა გაქვს, უფრო მკაცრად მოსთხოვ საკუთარ თავს, ვიდრე მანამდე სთხოვდი. ჩვენი სახლი ეკლესიაა, სადაც უფალმა მიმაგზავნა. ღმერთს ვთხოვ, ღირსეულად შემაძლებინოს ჩემი ჯვრის ტვირთვა“.
/მამა ელიზბარი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3336
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,092 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ჩვენი უფალი იესო ქრისტე, ჩვენი მამა და ჩვენი სიცოცხლე, როდესაც იგი გვიყვარს და ვემორჩილებით და ვექვემდებარებით, თავად იმკვიდრებს ჩვენში. „დავიმკვიდრო და ვიქცეოდი მათ შორის“ - ამ შეგრნებას განიცდიან და აღწევენ ნამდვილი მონაზვნები. ეს ვიხილეთ ჩვენს ბერებში. ღმერთი მათში მკვიდრობდა. მაშასადამე, სწორედ ესაა ჩვენი მიზანი, ჩვენი მცდელობისა და გარჯის ობიექტი“.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3337
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,092 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ჩემმა საყვარელმა ძმამ (გულისხმობს მასთან ერთად აღკვეცილ ბერს, - მთარგ.), მღვდელმონაზონმა ნიკოდიმოსმა მრავალი წლის წინ ვიგლაზე ერთი ისიქასტი მოინახულა.
-მაკურთხე, მამაო. -უფალმა გაკურთხოს. -გვინდოდა, თქვენგან სულის მარგებელი სიტყვები მოგვესმინა... -ალბათ, არაფერს გეტყოდი, - უპასუხა მოსაგრემ, - რადგანაც მტანჯავს ჩემი საშინელი მეუღლე, რომელზეც დავქორწინდი და არ მაძლევს ნებას, მყუდროება მოვიპოვო. ტირანია, ჩემო შვილო, საშინელი ტირანია. -ვინ არის ეს მეუღლე, მამაო? -ვინ იქნება, თუ არა სიამაყე? სწორედ ის! არ ვიცი, როგორ გადავრჩები, თუ არ გავეყარე, - თქვა და და ამოიოხრა, მერე კი თავის ასკეტურ კალივაში ხელსაქმე გააგრძელა“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3338
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,092 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ბერის [იოსებ ვატოპედელის] დამახასიათებელი ნიშანი, ყოველდღიურ სულიერი „ხელსაქმე“, იყო ტირილი, ცრემლები, სიხარულნარევი და მანუგეშებელი გლოვა, როგორც წმიდა მამები უწოდებენ ამ მდგომარეობას. ლოცვისას განუწყვეტლად ტიროდა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც წმიდა საიდუმლოს უნდა ზიარებოდა. არასდროს ზიარებულა ცრემლების გარეშე.
ასკეტური ცხოვრების წესებსა და მონაზვნურ მოვალეობებს ზედმიწევნით იცავდა. არასდროს გამოუჩენია უდებება, სიზარმაცე, მაშინაც კი, როდესაც, გარემოებებიდან გამომდინარე, შეღავათის გაკეთება შეიძლებოდა“. /არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3339
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,092 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
“მონაზვნური ცხოვრება განსაცდელებითაა სავსე: ეშმაკები მხეცებივით ეცემიან ადამიანს. ერთი ამბა ლოცულობდა, რომ უფალს მისთვის ეშმაკები ეჩვენებინა, მაგრამ ღმერთმა არ აკურთხა. ამბა განაგძობდა ლოცვას და ისინი იხილა, ეშმაკები ადამიანების გარშემო დაფრინავდნენ და ფუტკრებივით ბზუოდნენ.“
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3340
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,092 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„წინამძღვარი ღმრთის ჭურჭელია და მას ღმერთი უმხელს საიდუმლოს“
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3341
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,092 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ბაბუა [წმიდა იოსებ ისიქასტი] მიყვებოდა, რომ კავსოკალივაში ადიოდა ხოლმე ხელსაქმის სასწავლად. იქ ისეთი ბერები ცხოვრობდნენ, რომლებმაც არც კი იცოდნენ, რომ როდესმე ზეთით ხსნილდება მარხვაში (ანუ მთელი ცხოვრება უზეთოდ მარხულობდნენ)! ნამდვილი ასკეტები იყვნენ. ბაბუამ ნელ-ნელა დააჯერა და შაბათ-კვირას საჭმელში ერთ კოვზ ზეთს ასხამდნენ. მათი საზრდელი მთელი წელი ოთხი სახის ლობიო იყო. სხვა არაფერი. ერთი კვირა ერთ სახეობას ჭამდნენ, მეორე კვირა მეორეს და ა.შ. შაბათ-კვირას კი დაიწყეს ერთი კოვზი ზეთის დამატება. ბაბუა ამბობდა: „შემეცოდა და ერთხელ მჭადისმაგვარი კერძი მოვუმზადე. მაგრამ დამეშალა და ქვაბში ცოტა სიროფი დავამატე. რა იყო ეს სიროფი? ერთ ყუთში ძველისძველი გაფუჭებული შაქარი ჰქონდათ, მგონი, სისხლიც ეცხო ზემოდან - ღმერთმა იცის, რა იყო. ადრე ვიღაც რუსებს მიუციათ და ბერებმა არ იცოდნენ როგორ უნდა გამოეყენებინათ. ერთი სიტყვით, დავადნე ის „შაქარი“ და მჭადს დავუმატე. შეჭამეს ბაბუებმა და სიხარულით ტიროდნენ! პირველად ცხოვრებაში გაიგეს, რომ თურმე ტკბილეული არსებობს! ბავშვებივით უხაროდათ, ტიროდნენ სიხარულისგან!“
ეს ათასი წლის წინ არ მომხდარა, ახლა მოხდა. მეც მაგ დროიდან ვარ აქ. დაფიქრდით, მამებო, როგორ ვალდებულები ვართ [ნამდვილი] მონაზვნები გავხდეთ. სხვანაირად კაცი მონაზონი ვერ გახდება. მონაზვნობა საღმრთო გამოცხადების გაგრძელებაა, საღმრთო ჩარევაა, საღმრთო მოქმედებაა. მონაზონი სული წმიდის ნაწარმია. ასეა. ჰოდა, თუ მონაზვნები არ გავხდით, არ გეშინიათ?!“ /ბერი იოსებ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, 1993 წლის 20 ივლისი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3342
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,092 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„უდიდესი მმარხველის, ჰაჯი გიორგის ბერდიდმა და სულიერმა მამამ ასე უპასუხა ერთ მეუფეს, რომელმაც თავის მიტროპოლიაში მისი წაყვანა მოინდომა:
-სამასმა ეშმაკმა ძალისხმევა გამოიჩინა, რომ მე მთაწმინდიდან გავეგდე, მაგრამ ვერ შესძლეს. თუ შენ შესძლებ - მაშინ, ბრავო!“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3343
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,092 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„მოძღვარს [ბერ იოსებ ვატოპედელს] სურდა, რომ მლოცველს, განსაკუთრებით კი მონაზონს, ისეთი მდგომარეობისთვის მიეღწია, რომ შესძლებოდა ნებით ეტვირთა ზოგადსაკაცობრიო ბრალი იმ ბოროტებისთვის, რომელიც სამყაროში სუფევს; ღრმა თავის ბრალობით ღმერთის წყალობა გამოეთხოვა მთელი ქმნილებისთვის, და ყველა და ყველაფერი ღმერთისთვის შეეწირა; კაცთა მთელი მოდგმის ცოდვების სიმძიმე თავის თავზე აეღო და ელოცა ისევე, როგორც ქრისტემ გეთსიმანიის ბაღში. ამგვარი „გეთსიმანიური ლოცვით“ მონაზონი ქრისტეს ემსგავსება. როგორც ქრისტე მოიცავს თავის თავში მთელ კაცობრიობას, ასევე ასეთი მლოცველის გულიც ფართოვდება, მთელ სამყაროს გულში იკრავს და ხდება უნივერსალური ადამიანი, ქრისტეს უნივერსალურობის მსგავსად“.
/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3344
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,092 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ამდენი წლები როგორ დაითმენდა მართალი იობი, რომელმაც იმდენი არ შესცოდა, რამდენიც მე შევცოდე?“ - კითხულობდა ახალსკიტელი მონაზონი ნიკოლოზი, რომელიც განუკურნებელი დაავადებით დასნეულდა, რომლისგანაც მას მუცელსა და სხეულის მთელ ქვედა ნაწილზე მატლები დაეხვია. ის ამის შესახებ არავის ეუბნებოდა, თვითონ კი ყველა სატანჯველს დაითმენდა, სურდა, ამით ქრისტესმიერი სიმტკიცე ეჩვენებინა. როცა ჯანმრთელობაზე ეკითხებოდნენ, მომთმენი ბერდიდი პასუხობდა:
-მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის, მე მაინც არ ვარ ამის ღირსი. მხოლოდ მაშინ, როცა ავადმყოფობა ზღვრამდე განვითარდა, და ტანსაცმელს უცვლიდნენ, მაშინ ნახეს მის სხეულში მოფუთფუთე მატლები. მთელი სამი წელი ლოცულობდა იგი და დაითმენდა სატანჯველს. ვიდრე ამ წარმავალი ცხოვრებიდან გარდაიცლებოდა, ცოტა ხნით ადრე მან მამებს მოუხმო და უთხრა: -მამებო და ძმებო, შემინდეთ, ღმერთმა თქვენც შეგინდოთ და შეიწყალოს მთელი სამყარო! როცა გარდაიცვალა, მას სახე გაუბრწყინდა“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3345
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,092 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ყოვლადსახიერო, გევედრები, შენ მომიზიდე, შენ ჩამაცვი ანაფორა, გთხოვ, ყოვლადსახიერო: ნუ დამტოვებ, დამეხმარე. შენ დამიძახე და აქ მომიყვანე და ვატოპედის მონასტრის გასაღები მომეცი; შენ თვითონ, ცოცხალი ღმერთის ძემ“
/ბერი იოსებ ვატოპედელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3346
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,092 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ფიქრობენ, რომ ჩვენი ცხოვრება ზღაპრული ბედნიერებაა იმის გამო, რომ მონაზვნები ვართ... ან როცა კითხულობენ ამბებს წმინდანთა ცხოვრებიდან, ანდა როცა მოვუთხრობთ მათ ღვაწლზე, მაგალითად, მამა პაისზე, ფიქრობენ, რომ ამ წმინდა ადამიანების ცხოვრება სიხარულით და სიმშვიდით აღსავსე სრული ბედნიერება იყო. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ისინი შორს იყვნენ ბედნიერებაზე მსგავსი წარმოდგენებისგან.
მამა პაისი ისეთი სულის ტკივილით ცხოვრობდა, ისეთი მოწამებრივი ცხოვრება ჰქონდა, რომ ვერავინ გაბედავდა მასზე მსგავსი რამის გაფიქრებასაც კი. ეს იყო მისი ყოველდღიური მოწამებრივი ღვაწლი, რადგანაც დიდი სიყვარული ჰქონდა ადამიანებისა. ჩვენ ამის გაგებას ვერ შევძლებთ, ვიდრე თავად არ გამოვცდით. მოვლენა, რომელიც ჩვენთვის შეუმჩნევლად ხდება, წმინდანთათვის ძალზე სერიოზულია და ტრაგიკული. თითოეული სიტყვა, რომელსაც ჩვენთვის ფასი არა აქვს, ის წმინდანისთვის დიდად ფასეულია“. /მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3347
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,092 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ჩვენი მოძღვრისთვის [ბერ იოსებ ვატოპედელისთვის] ცრემლები ყოველდღიური საზრდო იყო. მახსოვს, ერთხელ თესალონიკში გავემგზავრეთ რაღაც საქმეზე. საღამოს მონასტრის ბინის ჩვენ-ჩვენს ოთახებში გავნაწილდით, რათა სულიერი მოავლეობები შეგვესრულებინა და დაგვესვენა. ჩემსა და ბერის ოთახებს ერთი შიდა შუშებიანი კარი ჰყოფდა. მოძღვარი დასაწყისში, დაახლოებით ნახევარი საათი, კითხულობდა, შემდეგ ლოცვითი კანონი დაიწყო. ათიოდე წუთში მომესმა, რომ ცხვირს იხოცავდა - მივხვდი, რომ ტიროდა. ჩუმი ქვითინი ასე ორი საათი გაგრძელდა, მანამ, სანამ კანონი არ დაამთავრა. ოცდაათი წელი ვიცხოვრე მასთან ერთად: არასდროს, ერთხელად არ მინახავს, რომ ცრემლების გარეშე ზიარებოდა წმიდა საიდუმლოს. ეს მაღალსულიერი ადამიანებისთვისაც ურთულესი და უიშვიათესი მიღწევაა. მხოლოდ ჭეშმარიტ მლოცველში, მასში, ვისაც მუდმივი ლოცვითი მდგომარეობა აქვს, მოქმედებს ცრემლები ამგვარად“.
/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#3348
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,092 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„არიან მონაზვნები, რომლებიც ადამიანებს უფრო მეტად ეხმარებიან, ვიდრე მათ მთელი სამყარო დაეხმარებოდა. მაგალითად, ამასოფლის ადამიანი გაჭირვებულ კაცს კილოგრამი ბრინჯით და, დავუშვათ, ორი ცალი ფორთოხლით ეხმარება, და იმასაც ხშირად მხოლოდ იმიტომ აძლევს, რომ დაინახონ სხვებმა, რომლებსაც, ამავე დროს, თავად სიძუნწის გამო განიკითხავს. ბერ-მონაზონი კი ლოცვას აღავლენს და მის მიერ, უსიტყვოდ მთელ ტონა დახმარებას უგზავნის მოყვასს“.
/ღირსი პაისი მთაწმინდელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 31st July 2025 - 08:31 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი