IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

230 გვერდი V « < 166 167 168 169 170 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Jan 4 2022, 01:09 PM
პოსტი #3341


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბაბუა [წმიდა იოსებ ისიქასტი] მიყვებოდა, რომ კავსოკალივაში ადიოდა ხოლმე ხელსაქმის სასწავლად. იქ ისეთი ბერები ცხოვრობდნენ, რომლებმაც არც კი იცოდნენ, რომ როდესმე ზეთით ხსნილდება მარხვაში (ანუ მთელი ცხოვრება უზეთოდ მარხულობდნენ)! ნამდვილი ასკეტები იყვნენ. ბაბუამ ნელ-ნელა დააჯერა და შაბათ-კვირას საჭმელში ერთ კოვზ ზეთს ასხამდნენ. მათი საზრდელი მთელი წელი ოთხი სახის ლობიო იყო. სხვა არაფერი. ერთი კვირა ერთ სახეობას ჭამდნენ, მეორე კვირა მეორეს და ა.შ. შაბათ-კვირას კი დაიწყეს ერთი კოვზი ზეთის დამატება. ბაბუა ამბობდა: „შემეცოდა და ერთხელ მჭადისმაგვარი კერძი მოვუმზადე. მაგრამ დამეშალა და ქვაბში ცოტა სიროფი დავამატე. რა იყო ეს სიროფი? ერთ ყუთში ძველისძველი გაფუჭებული შაქარი ჰქონდათ, მგონი, სისხლიც ეცხო ზემოდან - ღმერთმა იცის, რა იყო. ადრე ვიღაც რუსებს მიუციათ და ბერებმა არ იცოდნენ როგორ უნდა გამოეყენებინათ. ერთი სიტყვით, დავადნე ის „შაქარი“ და მჭადს დავუმატე. შეჭამეს ბაბუებმა და სიხარულით ტიროდნენ! პირველად ცხოვრებაში გაიგეს, რომ თურმე ტკბილეული არსებობს! ბავშვებივით უხაროდათ, ტიროდნენ სიხარულისგან!“
ეს ათასი წლის წინ არ მომხდარა, ახლა მოხდა. მეც მაგ დროიდან ვარ აქ. დაფიქრდით, მამებო, როგორ ვალდებულები ვართ [ნამდვილი] მონაზვნები გავხდეთ. სხვანაირად კაცი მონაზონი ვერ გახდება.
მონაზვნობა საღმრთო გამოცხადების გაგრძელებაა, საღმრთო ჩარევაა, საღმრთო მოქმედებაა. მონაზონი სული წმიდის ნაწარმია. ასეა.
ჰოდა, თუ მონაზვნები არ გავხდით, არ გეშინიათ?!“

/ბერი იოსებ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, 1993 წლის 20 ივლისი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 5 2022, 11:17 AM
პოსტი #3342


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„უდიდესი მმარხველის, ჰაჯი გიორგის ბერდიდმა და სულიერმა მამამ ასე უპასუხა ერთ მეუფეს, რომელმაც თავის მიტროპოლიაში მისი წაყვანა მოინდომა:
-სამასმა ეშმაკმა ძალისხმევა გამოიჩინა, რომ მე მთაწმინდიდან გავეგდე, მაგრამ ვერ შესძლეს. თუ შენ შესძლებ - მაშინ, ბრავო!“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 6 2022, 12:46 PM
პოსტი #3343


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მოძღვარს [ბერ იოსებ ვატოპედელს] სურდა, რომ მლოცველს, განსაკუთრებით კი მონაზონს, ისეთი მდგომარეობისთვის მიეღწია, რომ შესძლებოდა ნებით ეტვირთა ზოგადსაკაცობრიო ბრალი იმ ბოროტებისთვის, რომელიც სამყაროში სუფევს; ღრმა თავის ბრალობით ღმერთის წყალობა გამოეთხოვა მთელი ქმნილებისთვის, და ყველა და ყველაფერი ღმერთისთვის შეეწირა; კაცთა მთელი მოდგმის ცოდვების სიმძიმე თავის თავზე აეღო და ელოცა ისევე, როგორც ქრისტემ გეთსიმანიის ბაღში. ამგვარი „გეთსიმანიური ლოცვით“ მონაზონი ქრისტეს ემსგავსება. როგორც ქრისტე მოიცავს თავის თავში მთელ კაცობრიობას, ასევე ასეთი მლოცველის გულიც ფართოვდება, მთელ სამყაროს გულში იკრავს და ხდება უნივერსალური ადამიანი, ქრისტეს უნივერსალურობის მსგავსად“.

/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 7 2022, 12:15 PM
პოსტი #3344


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ამდენი წლები როგორ დაითმენდა მართალი იობი, რომელმაც იმდენი არ შესცოდა, რამდენიც მე შევცოდე?“ - კითხულობდა ახალსკიტელი მონაზონი ნიკოლოზი, რომელიც განუკურნებელი დაავადებით დასნეულდა, რომლისგანაც მას მუცელსა და სხეულის მთელ ქვედა ნაწილზე მატლები დაეხვია. ის ამის შესახებ არავის ეუბნებოდა, თვითონ კი ყველა სატანჯველს დაითმენდა, სურდა, ამით ქრისტესმიერი სიმტკიცე ეჩვენებინა. როცა ჯანმრთელობაზე ეკითხებოდნენ, მომთმენი ბერდიდი პასუხობდა:

-მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის, მე მაინც არ ვარ ამის ღირსი.

მხოლოდ მაშინ, როცა ავადმყოფობა ზღვრამდე განვითარდა, და ტანსაცმელს უცვლიდნენ, მაშინ ნახეს მის სხეულში მოფუთფუთე მატლები. მთელი სამი წელი ლოცულობდა იგი და დაითმენდა სატანჯველს. ვიდრე ამ წარმავალი ცხოვრებიდან გარდაიცლებოდა, ცოტა ხნით ადრე მან მამებს მოუხმო და უთხრა:

-მამებო და ძმებო, შემინდეთ, ღმერთმა თქვენც შეგინდოთ და შეიწყალოს მთელი სამყარო!

როცა გარდაიცვალა, მას სახე გაუბრწყინდა“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 8 2022, 10:19 AM
პოსტი #3345


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ყოვლადსახიერო, გევედრები, შენ მომიზიდე, შენ ჩამაცვი ანაფორა, გთხოვ, ყოვლადსახიერო: ნუ დამტოვებ, დამეხმარე. შენ დამიძახე და აქ მომიყვანე და ვატოპედის მონასტრის გასაღები მომეცი; შენ თვითონ, ცოცხალი ღმერთის ძემ“

/ბერი იოსებ ვატოპედელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 9 2022, 11:33 AM
პოსტი #3346


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ფიქრობენ, რომ ჩვენი ცხოვრება ზღაპრული ბედნიერებაა იმის გამო, რომ მონაზვნები ვართ... ან როცა კითხულობენ ამბებს წმინდანთა ცხოვრებიდან, ანდა როცა მოვუთხრობთ მათ ღვაწლზე, მაგალითად, მამა პაისზე, ფიქრობენ, რომ ამ წმინდა ადამიანების ცხოვრება სიხარულით და სიმშვიდით აღსავსე სრული ბედნიერება იყო. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ისინი შორს იყვნენ ბედნიერებაზე მსგავსი წარმოდგენებისგან.

მამა პაისი ისეთი სულის ტკივილით ცხოვრობდა, ისეთი მოწამებრივი ცხოვრება ჰქონდა, რომ ვერავინ გაბედავდა მასზე მსგავსი რამის გაფიქრებასაც კი. ეს იყო მისი ყოველდღიური მოწამებრივი ღვაწლი, რადგანაც დიდი სიყვარული ჰქონდა ადამიანებისა. ჩვენ ამის გაგებას ვერ შევძლებთ, ვიდრე თავად არ გამოვცდით. მოვლენა, რომელიც ჩვენთვის შეუმჩნევლად ხდება, წმინდანთათვის ძალზე სერიოზულია და ტრაგიკული. თითოეული სიტყვა, რომელსაც ჩვენთვის ფასი არა აქვს, ის წმინდანისთვის დიდად ფასეულია“.

/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 10 2022, 10:43 AM
პოსტი #3347


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ჩვენი მოძღვრისთვის [ბერ იოსებ ვატოპედელისთვის] ცრემლები ყოველდღიური საზრდო იყო. მახსოვს, ერთხელ თესალონიკში გავემგზავრეთ რაღაც საქმეზე. საღამოს მონასტრის ბინის ჩვენ-ჩვენს ოთახებში გავნაწილდით, რათა სულიერი მოავლეობები შეგვესრულებინა და დაგვესვენა. ჩემსა და ბერის ოთახებს ერთი შიდა შუშებიანი კარი ჰყოფდა. მოძღვარი დასაწყისში, დაახლოებით ნახევარი საათი, კითხულობდა, შემდეგ ლოცვითი კანონი დაიწყო. ათიოდე წუთში მომესმა, რომ ცხვირს იხოცავდა - მივხვდი, რომ ტიროდა. ჩუმი ქვითინი ასე ორი საათი გაგრძელდა, მანამ, სანამ კანონი არ დაამთავრა. ოცდაათი წელი ვიცხოვრე მასთან ერთად: არასდროს, ერთხელად არ მინახავს, რომ ცრემლების გარეშე ზიარებოდა წმიდა საიდუმლოს. ეს მაღალსულიერი ადამიანებისთვისაც ურთულესი და უიშვიათესი მიღწევაა. მხოლოდ ჭეშმარიტ მლოცველში, მასში, ვისაც მუდმივი ლოცვითი მდგომარეობა აქვს, მოქმედებს ცრემლები ამგვარად“.

/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 11 2022, 10:21 AM
პოსტი #3348


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„არიან მონაზვნები, რომლებიც ადამიანებს უფრო მეტად ეხმარებიან, ვიდრე მათ მთელი სამყარო დაეხმარებოდა. მაგალითად, ამასოფლის ადამიანი გაჭირვებულ კაცს კილოგრამი ბრინჯით და, დავუშვათ, ორი ცალი ფორთოხლით ეხმარება, და იმასაც ხშირად მხოლოდ იმიტომ აძლევს, რომ დაინახონ სხვებმა, რომლებსაც, ამავე დროს, თავად სიძუნწის გამო განიკითხავს. ბერ-მონაზონი კი ლოცვას აღავლენს და მის მიერ, უსიტყვოდ მთელ ტონა დახმარებას უგზავნის მოყვასს“.

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 12 2022, 01:00 PM
პოსტი #3349


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მამა ნ. სხვადასხვა დაავადებით იტანჯება, მაგრამ ის მათ სიხარულით დაითმენს და ამბობს:
-მე ვიტანჯები, მაგრამ კურნებას არ ვეძებ. ერთხელ ვუთხარი უფალს: განკურნებას კი არ გთხოვ, არამედ მომეც მოთმინება და თუ ოდესმე გთხოვ განკურნებას, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი შინაგანი მდგომარეობა შორს არის ჯეროვანიდან. სულიერი ადამიანი თუნდაც სიკვდილის ზღურბლზე იდგეს, იტყვის, რომ შეუძლია დაითმინოს. ერისკაცს კი სავსებით განსხვავებული ლოგიკა აქვს“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 13 2022, 11:43 AM
პოსტი #3350


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ჩვენ, მონაზვნების მიმართ ღმერთის მოწყალება და კაცთმოყვარება განსაკუთრებით გამოიხატა. რამეთუ ის განაგებს ყველაფერს, მისი მსჯავრის გარეშე არაფერი ხდება. სინანული ზოგადად ყველას მისცა, მაგრამ, როგორც ღმერთმა, ყველა ადამიანის „სიგრძე-სიგანე“ იცის. „განიცდის გულთა და თირკმელთა“. იცის, როგორც ყოვლადსახიერმა და მბრძანებელმა და შემოქმედმა და მმართველმა, რომელ სულებს შეუძლიათ დაიტიონ სინანულის სავსება. ამიტომაც ასეთი ადამიანები შეარჩია და თავისკენ მიიზიდა. სწორედ ესენი ვართ ჩვენ, მონაზვნები“.

/ბერი იოსებ ვატოპედელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 14 2022, 01:20 PM
პოსტი #3351


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„-წმიდაო მამაო, რა უნდა გავაკეთოთ, როცა რაიმეს ამბობენ ეკლესიის ან მონაზვნობის წინააღმდეგ და ა.შ.?

-დავიწყოთ იქიდან, რომ თუ ვინმე ცუდად ლაპარაკობს, მაგალითად, შენზე, როგორც პიროვნებაზე, ეს არაა საშიში. დაფიქრდი: „ქრისტეს, რომელიც იყო ქრისტე, შეურაცხყოფდნენ და იგი არ პასუხობდა, და რისი ღირსი ვარ მე ცოდვილი?“პირადად ჩემი შეურაცხყოფა რომ ნდომებოდათ, ეს საერთოდ არ ამაღელვებდა. მაგრამ როდესაც შეურაცხმყოფენ როგორც ბერს, ამით შეურაცხყოფენ მონაზვნობის მთელ ინსტიტუტს, რომლის განუყოფელი ნაწილიც მე ვარ. ამ შემთხვევაში არ უნდა ვდუმდე. ასეთ შემთხვევებში შეურაცხმყოფელთ უნდა მისცე საშუალება ცოტა ილაპარაკონ, ხოლო შემდეგ ერთი-ორი სიტყვა უთხრა“.

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 15 2022, 10:44 AM
პოსტი #3352


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მოსაგრე გიორგი სერბი, რომელიც რომელიღაც სოკომ მოწამლა და გარდაიცვალა, გამოჩენილი ისიქასტი და მისაბაძი მაგალითი გახლდათ ბოლო წლების მთაწმინდის ისტორიაში. ეს უპოვარი, საკუთარ თავში ჩაღრმავებული მოსაგრე, საღი გონების კაცი, განმტკიცებული მონაზვნური ცხოვრების თეორიული და პრაქტიკული ცოდნით, ჩემს ბერდიდს იცნობდა, ამიტომაც ხშირად ვხვდებოდით ხოლმე მას. ცხოვრობდა წმინდა პანტელეიმონის მონასტრის ზემოთ, ძველ რუსიკში. მამა გიორგი გამოირჩეოდა ღვთისადმი შეუდარებელი სიყვარულით და გონებისმიერი ლოცვის ნიჭით“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 16 2022, 12:40 PM
პოსტი #3353


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ეგვიპტისა და პალესტინის პირველმა მამებმა, რომლებიც იმავდროულად მონაზვნური და მადლისმიერი მოღვაწეობის მედროშეები იყვნენ, ასკეტური ცხოვრება უკიდურესი გულმოდგინებით გამოიმუშავეს, რაც მათთვის ჭვრეტისკენ გადასვლის ხიდი გახდა. ჯერ თავად მიიღეს ღმრთის შემეცნება და შემდგომ თავიანთ მოწაფეებსაც ასწავლეს განღმრთობის საიდუმლო. პირველ მამათა ეს უდიდესი ღვაწლი გახდა მონაზვნობის სულიერი „მზითვი“ და მემკვიდრეობა, რომელიც მოგვიანებით ბიზანტიაში იქნა გადმოტანილი, ხოლო იქიდან - ათონის წმიდა მთაზე, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში. მონაზვნის მიზანი, ზოგადად კი ყოველი ქრისტიანისა, არის განღმრთობა, მადლით ღმერთად გახდომა, რამდენადაც თამამად და უცნაურად არ უნდა ჟღერდეს ეს თანამედროვე ადამიანისთვის“.

/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 17 2022, 03:42 PM
პოსტი #3354


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ჩვენ - ბერები გასაგებია, რომ მივდივართ სოფლიდან, ვტოვებთ ნაცნობებსა და ახლობლებს იმისათვის, რომ ადამისა და ღვთის დიდი ოჯახის წევრები გავხდეთ. მაგრამ ერისკაცებისათვის აუცილებელია, რომ ურთიერთობა ჰქონდეს იმ ნაცნობებთან და ნათესავებთან, რომლებიც სულიერად ცხოვრობენ, რათა ისინი ერთმანეთს შეეწეოდნენ“.

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 18 2022, 09:37 AM
პოსტი #3355


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„დაახლოებით ნახევარი თვე გავიდა იმ დღიდან, რაც ღირს სილუან ათონელს უფალი გამოეცხადა. ყოველდღიურად ის ბოროტი სულების გამძვინვარებულ თავდასხმებს იგერიებდა. მისი დღე შრომით იყო აღვსებული, ღამე კი სატანჯველით.

ერთ ღამეს წმინდანი სკამიდან წამოდგა მეტანიების გასაკეთებლად. ამ დროს დაინახა გიგანტური სახის დემონი, რომელიც მაცხოვრის ხატის წინ იდგა და ელოდებოდა, ბერი როდის სცემდა თაყვანს. ღირსი მამის კელია მთლიანად დემონებით იყო სავსე. მაშინ ის კვლავ სკამზე დაჯდა, თავი მოიდრიკა და შემუსვრილი გულით ლოცვა დაიწყო:

-უფალო, შენ ხედავ, რომ წმინდა გონებით ლოცვა მინდა, მაგრამ ეშმაკები ამის ნებას არ მაძლევენ, მასწავლე, როგორ მოვიქცე, რომ მათ მეტად აღარ შემაწუხონ.

მაშინ მას სულში ღვთის ხმა მოესმა.

-ამაყები ყოველთვისს ასე იტანჯებიან დემონებისგან.

-უფალო, - უთხრა წმინდანმა, - როგორ მოვიქცე, რომ თავი დავიმდაბლო?

-გონებით ჯოჯოხეთში იყავი და სასოს ნუ წარიკვეთ, - იყო პასუხი“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 19 2022, 11:53 AM
პოსტი #3356


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ღმერთი სიტყვა მორჩილი იმისთვის გახდა, რომ ეჩვენებინა, რომ მორჩილების გარეშე შეუძლებელია ჩვენი გამოღვიძება უგრძნობლობის ლეთარგიული ძილიდან. როდესაც მორჩილებას ზედმიწევნით ვიცავთ, ვნებებს გასაქანი არ აქვთ, რამეთუ მორჩილი არცერთ აზრს არ შეიწყნარებს და არაფერს გააკეთებს რჩევის გარეშე. ეს ეხება კარგ აზრებსაც, რადგან მორჩილი თავისას ყველაფერს უარყოფს, საკუთარ პიროვნებასაც კი, შესაბამისად, კარგ აზრებსაც. ერთადერთი, რაც აინტერესებს, არის მორჩილება და გამგონეობა. როდესაც საღმრთ მადლი ჩვენს ასეთ აღმსარებლობას ხედავს, მოდის ჩვენში და მარადიული ცხოვრების შეგრძნებას გვაძლევს. მორჩილება იმავდროულად სიყვარულის მტკიცებულებაცაა. როდესაც იმას კი არ ვაკეთებ, რაც მე მინდა, არამედ მორჩილებით სხვის ბრძანებას ვასრულებ, ამით მისდამი სიყვარულს საქმით ვამტკიცებ. მორჩილებით გამოხატული სიმდაბლითა და ქმედითი სიყვარულით მორწმუნე სულიერად წარემატება და ცხონების უსაფრთხო გზაზე დგება“.

/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 20 2022, 12:27 PM
პოსტი #3357


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“თუ მონაზვნურად ცხოვრობთ, წმიდა მამათა მსგავსად, თუ ყურადღებით ხართ, მტრის ყოველი თავდასხმისას გექნებათ საღვთო შეწევნის უფლება. თუკი არსებობენ მლოცველი ადამიანები, ტკივილითა და სიყვარულით მდაბალნი, ეს უკვე მთელი სულიერი კაპიტალია, სულიერი სტრატეგიული ბაზები. თუ მონასტერში არის ორი-სამი სული, რომელიც სხვის ტკივილზე ფიქრობს და ლოცულობს, ისინი სულიერ ციხე-სიმაგრეებად იქცევიან. ასეთი სულიერად მომწიფებული ადამიანები მტრის ყველა ძალას ბოჭავენ“.

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 21 2022, 12:44 PM
პოსტი #3358


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“მღვდელი იქნება, თუ ეპისკოპოსი, ერთი მთავარი საქმე უნდა გააჩნდეს: უნდა იზრუნოს, რომ მორწმუნე პიროვნებაში მონაზონი არ მიინავლოს. “პატერიკში“ ვკითხულობთ: „მამა ნიტრია, რომელიც მამა სილუანეს მოწაფე იყო, ოდეს სენაკსა თვისსა სინას მთაზე იმყოფებოდა, ხოლო ოდეს ფარანში ეპისკოპოსად აკურთხეს, დიდძალი და ფიცხელი მოიპოა მარხვაი. მისმა მოწაფემ შეამჩნია და ჰკითხა: „აბა, როცა ჩვენ უდაბნოში ვიყავით, ასეთი მკაცრი ცხოვრების წესით არ ცხოვრობდი“. ბერმა უპასუხა: „იქ იყო უდაბნო, მდუმარება და სიღარიბე, მე ჩემს სხეულს ვიცავდი, ვცდილობდი, არ გადავღლილიყავი და რაც არ გამჩნდა, იმას არ ვეძებდი. ეს კი სოფელია და ცხოვრების ყველა პირობაა. აქ, თუ ავად გახდი, საშველიც და მშველელიც გამოჩნდება. აქ ვფთხილობთ და იმის მეშინია, რომ საკუთარ თავში ბერი არ წარვწყმიდო (რათა მონაზვნური წყობა არ დავკარგო), გავაფუჭო“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 22 2022, 12:27 PM
პოსტი #3359


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„პირჯვარს ვიწერ და ლოცვას ვიწყებ. მინდა ღმერთს ვთხოვო შემიბრალოს. უცბად გონება გარბის... მეც ხელს ვავლებ გონებას (თუ ყურადღებიანი ვარ) და ვიწყებ იმას, რასაც მამები „შეპასუხებას“ უწოდებენ. ვეუბნები ჩემს თავს: „შე ნაძირალა, სირცხვილი სულ დაკარგე? რაზე ფიქრობ? მონაზონი ხარ და ასეთ რამეებს ფიქრობ?
ასეთი შეწინააღმდეგება იმწუთას წყვეტს ცუდ განვითარებას და გონებას თავის ადგილას აბრუნებს. თუ კაცი ასე აგრძელებს, მადლი ამას აღმსარებლობად მიიჩნევს. რამდენჯერაც გზაშეცდომილი გონება აქეთ-იქით მიედ-მოედება, ქეჩოში ვწვდეთ და შევეპასუხოთ: „სად მიდიხარ, კაცო? არ გრცხვენია? ცხოველი ხარ თუ ბერი? რაებზე ფიქრობ? რა შენი საფიქრალია ეს?“ თუ ასეთი ყურადღება გვექნება და სულ ასე ვაკეთებთ, მალე აღსარებითი ლოცვა წარმოიშობა, თანაც ღრმა, არა ჩვეულებრივი, რომელსაც ტკივილის, სიმდაბლისა და შემუსვრილების შეგრძნება ახლავს“.

/ბერი იოსებ ვატოპედელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 23 2022, 11:22 AM
პოსტი #3360


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,796
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერისთვის კარგია, თავისი ლოცვა სამ ნაწილად დაყოს: საკუთარი თავისთვის, მთელი ქვეყნიერებისთვის და გარდაცვლილებისთვის. ამ გაყოფაშიც კი, მიუხედავად იმისა, რომ იგი თანაბრად გვეჩვენება, ბერის მზრუნველობის ყველაზე მეტი წილი მაინც საკუთარი თავია, ვინაიდან მისი სული ერთია, მაშინ როცა ცოცხალთა და გარდაცვლილთა - მილიარდობითაა“.

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

230 გვერდი V « < 166 167 168 169 170 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd June 2025 - 10:39 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი